Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ახალი რეალობა პოლიტიკის განყოფილებაში!


Posted by: zazabichi 10 Feb 2010, 23:31
მოგესალმებით,

პოლიტიკის განყოფილებაში მოსალოდნელი ცვლილებები ახალი ამბავი არ არის და ამის შესახებ თითქმის ერთი თვის წინ მოგაწოდეთ http://forum.ge/?f=29&showtopic=34067019.
პოლიტიკის მოდერატორების, სუპერმოდერატორის და ფორუმის მომხმარებელთა ინიციატივების ბაზაზე, მომზადებულია ქცევის წესების ორი კრებული. ერთი მოდერატორების უფლება-ვალდებულებებს განსაზღვარავს, მეორე კი იუზერების ქცევის წესებს ეხება.
ვთვლით რომ ეფექტური ურთიერთ-კონტროლი განყოფილებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში დაგვეხმარება.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა ქცევის კოდექსს და პოლიტიკის მოდერატორთა ეთიკის კოდექსს.

ახალი წესები ჯერჯერობით მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ძალაში შევა - ორშაბათს, 15 თებერვალს.




პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა ქცევის კოდექსი

პრეამბულა

მოცემული იუზერთა ქცევის კოდექსი არის ფორუმის არსებული წესების (http://forum.ge/rules.php) გამარტივებული და პოლიტიკის განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე ადაპტირებული ვარიანტი.
ქცევის კოდექსში აქცენტი გაკეთებულია ფორუმის წესების განსაკუთრებით მნიშვნელოვან პუნქტებზე და განსაზღვრულია მოცემული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციები.

განყოფილების მოდერატორებზე ვრცელდება პოლიტიკის განოფილების ეთიკის კოდექსი. მოდერატორის დასჯა აღნიშნული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში არის ფორუმის ადმინისტრაციის პრეროგატივა.

პოსტინგი:

1. ჩეთი (ღრმად პირადული მიმოწერა);
2. თემიდან მიზანმიმართული გადახვევა ე.წ ოფტოპიკი (გარდა შესაბამისი თემებისა, მაგ. ღამის თემა, დაბ. დღეების მილოცვა, ჯუკ ბოქსი და ა.შ.);
3. პორნოგრაფიული ბმულების ძებნა, დადება, განხილვა (გარდა, შესაბამის თემებში, მაგ. ღამის თემა, დაბ. დღეების მილოცვა, ჯუკ ბოქსი, ფოტოსესია.... განთავსებული მსუბუქი ეროტიული სურათებისა და ვიდეორგოლებისა);
4. თვითნებური მოდერირება, მოდერატორის მიერ დახურულ თემაში პოსტვა, აკრძალული თემის ახლიდან გახსნა;
5. მოდერატორის გადაწყვეტილების ან სანქციის საჯაროდ განხილვა, გაპროტესტება (ამისათვის უნდა გამოიყენოთ განყოფილების პრეტენზიების თემა ან PM მოდერატორთან. შემდგომ კი PM სუპერმოდერატორთან ან ადმინისტრატორთან).

I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 1 დღე
III - ბანი 1 დღიდან 7 დღემდე


თემები:

6. თემის შექმნა თემატურად შეუსაბამო ფორუმში (გარდა მოდერატორებთან წინასწარ შეთანხმებული თემებისა);
7. თემის შექმნა იმ საკითხზე,რომელიც უკვე განხილული იყო ფორუმზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პოლიტიკურად თავიდან გააქტიურდა ადრინდელ თემაში განხილული პოლიტიკური სიტუაცია, გამოქვეხნდა ახალი სტატია, ახალი თვალსაზრისი, მაგ. ომის თემაზე, ნატოში გაწევრიანებაზე ან სხვა აქტიურ თემაზე);
8. თემის შექმნა სათაურში ჟარგონების ხმარებით;
9. თემის შექმნა პირადი განხილვებისთვის;
10. სარეკლამო ხასიათის შემცველი გზავნილი ან თემა;
11. უცხოენოვანი სათაურით თემების გახსნა. ამავე დროს, თემის პირველ პოსტში უცხოურ ტექსტს უნდა ერთვოდეს ქართული რეზიუმე;
12. თემის შექმნა, როდესაც სათაურად ლინკია მითითებული;
13. არაინფორმატიული სახის სათაური;

I შემთხვევა - თემის დახურვა/გადატანა/წაშლა + ვორნი (ან სათაურის ჩასწორება + გაფრთხილება/ვორნი) ;
II - ვორნი ან ბანი 3 დღემდე;
III - ბანი 3 დღიდან 7 დღემდე


შეურაცხყოფა, პროვოკაცია, ბილწსიტყვაობა:

14. მოქალაქეების შეურაცხყოფა/დისკრიმინაცია რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის, სქესის ანაც სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. უპირატესობის ან არასრულფასოვნების პროპაგანდა, ზემოთხსენებული ნიშნით.

15. რელიგიური დისკრიმინაცია/შეურაცხყოფა განურჩევლად აღმსარებლობისა. ასევე რელიგიური ლიდერების და სასულიერო პირების პიროვნული შეურაცხყოფა (დაშვებულია თემატური კრიტიკა და კამათი);

16. უხამსი, თავხედური, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ხმარება ან ციტირება (მათ შორის ირიბი თანხმობა და "+1"-ის მიწერა შეურაცხყოფაზე);

17. უცენზურო (სკაბრეზული) ლექსიკა პოსტში, თუნდაც სიმბოლოებით აღნიშნული (განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ასეთი გამონათქვამების გამოყენებას თანაფორუმელების და იმ მესამე პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება ფორუმის წევრები იყვნენ);

18. პროვოკაციული ქმედებები;

19. ფორუმის წესების დარღვევა პროვოკაციაზე საპასუხოდ (პროვოკაცია არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ საპასუხოდ უცენზურო ლექსიკით, შეურაცხყოფით ან წესების სხვაგვარი დარღვევით უპასუხოთ);

20. პოლემიკის დაყვანა თანამოსაუბრის პირად შეურაცხყოფამდე.

I - ვორნი ან ბანი 3 დღემდე.
II- ბანი 3 დღიდან 7 დღემდე
III- ბანი 7 დღიდან 14 დღემდე


სხვა მძიმე დარღვევები:

21. კონფიდენციალური ინფორმაციის (სახელმწიფო საიდუმლოების, ან ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების, ფოტოების) გამოქვეყნება.
22. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ, არჩევნების გაყალბებისკენ და სხვა უკანონო ქმედებებისაკენ მოწოდება, შეიარაღებული აჯანყების და სამოქალაქო ან/და ეთნიკური განხეთქილების პროპაგანდა;
23. შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა წესების დარღვევით (იხ. პუნქტი 19);
24. ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავტორს არ შეეძლო სცოდნოდა ან გადაემოწმებინა ინფორმაციის სიმცდარე);
25. ფორუმზე იკრძალება ალტერნატიული ნიკების ქონა. პარალელური ნიკების ბოროტად გამოყენებისას (ძირითად ნიკზე ბანის ან ვორნის შემთხვევაში ალტერნიკებით პოსტვა, ფლუდი, შეურაცხყოფა და სხვ.) იბანება ყველა ალტერნატიული ნიკი და მომხმარებელს რჩება ერთი - მთავარი.
26. იკრძალება: ძველი/არააქტუალური თემის ამოწევა. გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი, რომელზეც თემაა გახსნილი, კვლავ აქტუალური არ გახდა, ან/და გამოჩნდა ახალი გარემოება, რომელიც ნათელს ფენს/ადასტურებს ან უარყოფს საკითხს. თემა ძველად/არააქტუალურად ჩაითვლება, თუკი თემაში გაკეთებული ბოლო პოსტინგიდან გასულია 30 დღე მაინც.

პუნქტი 25 გარდა:
I- ვორნი ან ბანი 3 დღემდე
II -ბანი 3 დღიდან 14 დღემდე
III - ბანი 14 დღიდან 1 თვემდე






______________________________________________________________________________________________________________________






პოლიტიკის განყოფილების მოდერატორთა ეთიკის კოდექსი



პრეამბულა

მოდერატორმა უნდა იხელმძღვანელოს ფორუმის ზოგადი წესებით, მოცემული კოდექსით და თავისუფალ საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმებით.

ფორუმის წესების და მოცემული კოდექსის დაცვის გარდა, მოდერატორი ვალდებულია, საკუთარი პოსტინგით და მოდერირებით უზრუნველყოს პოლიტიკის განყოფილებაში სასიამოვნო და კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა.
მისი პოსტები უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას და არა მათ შექმნას ან გამწვავებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია გამომწვევი, აგდებული დამოკიდებულება ფორუმის წევრებთან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს, მოდერატორის სტატუსის არამიზნობრივი გამოყენება.

მოდერატორის ბრალეულობის განსაზღვრაში, კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დაწესებასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ფორუმის ადმინისტრაციას.


კოდექსი:

1. პოლიტიკის მოდერატორად დაინიშნება ან აირჩევა მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც გაიზიარებს კოდექსს და ამას დაადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით;

2. მოდერატორი ვალდებულია, დაიცვას და უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება; აღკვეთოს იუზერის შეურაცხყოფა ან დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
მას ეკრძალება ადმინისტრაციული მეთოდების ან ტექნიკური პრივილეგიის გამოყენებით ლობირება გაუწიოს საკუთარ რელიგიურ ან პოლიტიკურ შეხედულებას, თუმცა აქვს უფლება, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება.

3. მოდერატორი, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს იუზერს, გამოიწვევს პროვოკაციას ან ჩაიდენს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დასჯადია ფორუმის მოხმარების წესებით, ჩამოქვეითდება და გახდება კომოდერატორი, განმეორების შემთხვევაში კი საერთოდ გათავისუფლდება უფლებამოსილებისგან.

4. მოდერატორის მიერ უფლებამოსილების გადაცდენა და ბრალეულობის დადგენა განისაზღვრება ფორუმის ზოგადი წესებით და მოცემული კოდექსით. ამ პროცესში მონაწილეობას იღებს პოლიტიკის განყოფილების ყველა მოდერატორი, სუპერმოდერატორი და ფორუმის ადმინისტრატორი.

5. მოდერატორის ბრალეულობის დადგენა მოხდება დანარჩენი მოდერატორების მიერ კითხვაზე "დაარღვია თუ არა X მოდერატორმა ეთიკის კოდექსი" პასუხის გაცემით. ყველა მოდერატორი ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია პასუხით "კი" ან "არა".

6. მოდერატორის უფლებამოსილების შეჩერების ან მისი დასჯის გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკის განყოფილების მოდერატორების მინიმალური უმრავლესობის, სუპერმოდერატორის და ფორუმის ადმინისტრატორის მიერ.

7. ფორუმის ნებისმიერი მომხმარებლის პრეტენზია იმსახურებს ყურადღებას და შესაძლებელია გახდეს მოდერატორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზეზი.

8. ფორსმაჟორული (წინასწარ შეთანხმებული) სიტუაციის გარდა, სხვა განყოფილებების მოდერატორებს ეკრძალებათ პოლიტიკის განყოფილებაში ადმინისტრირება ან იუზერების დასჯა.

9. ფორუმის წესები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ერთნაირად ვრცელდება როგორც იუზერებზე, ასევე მოდერატორებზე.

10. ფორუმის ცნობად ნიკებს, ჰონორარი მემბერებს , ყოფილ მოდერატორებს ან მოდერატორებთან დაახლოებულ პირებს, ზუსტად ისევე მოეთხოვებათ წესების დაცვა, როგორც სხვა იუზერებს.

11. მოდერატორებს ეკრძალებათ როგორც საკუთარ, ასევე სხვა მოდერატორების მიერ დახურულ თემებში პოსტვა და მათი გახსნა/დახურვა წინასწარი ერთობლივი შეთანხმების გარეშე.

12. კატეგორიულად იკრძალება ფორუმის წევრის IP მისამართის ფორუმის რიგითი წევრისთვის ან სხვა გარეშე პირისათვის გადაცემა ადმინისტრაციის ან სპეციალური ორგანოების ოფიციალური მოთხოვნის გარეშე.

13. სხვა განყოფილების მოდერატორისთვის პოლიტიკის განყოფილების მოდერატორის მიერ მომხამრებლის IP მისამართის ან პიროვნების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირადი მიზნებით.

14. აკრძალულია დახურულ ფორუმში (დირ. კაბინეტი) მიღებული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

15. ნებისმიერი თემა შესაბამისობაში უნდა იყოს იმ განყოფილების პროფილთან და სპეციფიკასთან, სადაც იხსნება.
მაგ. მატჩები უნდა განიხილებოდეს სპორტში, მუსიკა - მელომანიაში, შიშველი ქალები კი ლუდხანაში ან აბანოში (გარდა შესაბამისი თემებისა, მაგ. ღამის თემა, დაბ. დღეების მილოცვა, ჯუკ ბოქსი და ა.შ.). ნებისმიერი არასპეციფიური თემის გახსნა წინასწარ უნდა შეთანხმდეს მოდერატორთან.

16. თემის დახურვის, გადატანის , დაყოფის ან შეერთების დროს მოდერატორი ვალდებულია, მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია და იმავე თემაში მიუთითოს მოქმედების მიზეზი (ფორსმაჟორული სიტუაციების გარდა).

17. ნებისმიერი აქტუალური (მწვავე) თემის სხვა განყოფილებაში გადატანა წინასწარ უნდა შეთანხმდეს ადრესატი განყოფილების მოდერატორთან (ფორსმაჟორული სიტუაციების გარდა)

18. კატეგორიულად იკრძალება ფორუმზე ბილწსიტყვაობა, ცენზურის სხვადასხვა მეთოდებით გვერდის ავლა, მათ შორის ასოების ჩანაცვლება სიმბოლოებით და ა.შ.
წესის დარღვევად ჩაითვლება უცენზურო ლექსიკის, განსაკუთრებით კი კონკრეტული ადრესატის მქონე შეუარცხყოფის, დაპოსტვა და პროფილში ან სიგნატურაში გამოყენება.

19. გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, სხვა განყოფილების მოდერატორის მიერ პოლიტიკის განყოფილებაში ადმინისტირების ინიციატივა განიხილება, როგორც დარღვევა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სუპერმოდერატორის ან ფორუმის ადმინისტრატორის მხრიდან.




გამორიცხული არ არის გარკვეული ხარვეზების არსებობა.
მათი აღმოჩენის შემთხვევაში, კოდექსში შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები და ამის შესახებ დროულად ეცნობებათ ფორუმის მომხმარებლებს.




გისურვებთ წარმატებულ თანაარსებობას.

პატივისცემით,

განყოფილების მოდერაცია

Posted by: ხარონი 24 Jul 2012, 14:36
პოლიტიკის განყოფილებაში შექმნილი სიტუაციის გამო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ უფრო გამკაცრდეს წესების დაცვა. ჩვენ არანაირ ახალ წესს არ ვიგონებთ, უბრალოდ მოხდება იმ წესების უფრო გამკაცრებული დაცვა, რომელიც აქამდეც არსებობდა და როდესაც ფორუმზე დარეგისტრირდით, ელექტრონული ხელმოწერით აიღეთ ვალდებულება მისი დაცვისა.

კონკრეტულად, საუბარია რამოდენიმე პუნქტზე (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მოქმედი წესების დარღვევის შემთხვევაში არ გაიცემა შესაბამისი სასჯელები):

4.2.7.4. თემის შექმნა სათაურში ჟარგონების ხმარებით
4.2.8. თემის შექმნა ნაკლებად ინფორმატიული სათაურით
4.2.9. თემის შექმნა პირადი განხილვებისთვის
4.3.6.1. უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები
4.3.6.2. უცენზურო ლექსიკა
# hate speech (სიძულვილით სავსე გზავნილი ადამიანის ეროვნების,რელიგიის თუ მგომარეობის გამო)
# ჰომოფობია,ადამიანის დამცირება/შეურაცხყოფა მისი ორიენტაციის გამო
# რასიზმი ანდა ანტისემიტიზმი
# თანაფორუმელის შეურაცხყოფა:

მივყვეთ თითოეულ მათგანს პუნქტობრივად:

4.2.7.4. თემის შექმნა სათაურში ჟარგონების ხმარებით: ისეთი თემები, როგორიცაა: "ამათი დედა მ#####" "ნახეთ ეს ნაბიჭვრები რა დღეში არიან" "სულ გამო###ნენ" და ა.შ. იკრძალება. მსგავსი თემის გახსნა ისჯება ‘’დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 3 დღემდე
III - ბანი 3 დღიდან 7 დღემდე

4.2.8. თემის შექმნა ნაკლებად ინფორმატიული სათაურით: ისეთი თემები, როგორიცაა: "შემოიხედეთ" "ეს ნახეთ" "აბა ამასაც თუ გააპრავებთ (მიშისტებო, ბიძინისტებო, სოროსისტებო, )" "ვაიმე" "ვუიმე" "მიშველეთ" "ვიღუპებით" "გადავრჩით" "მიშა" "გრიშა" და ა.შ. დაუსრულებლად, იკრძალება. მსგავსი თემის გახსნა ისჯება ‘’დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 3 დღემდე
III - ბანი 3 დღიდან 7 დღემდე

4.2.9. თემის შექმნა პირადი განხილვებისთვის: ისეთი თემები, როგორიცაა: "kako123 შემოდი" "ვეკითხები lika54-ს" "ciala79, შენ მოგმართავ" და ა.შ. იკრძალება. მსგავსი თემის გახსნა ისჯება ‘’დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 3 დღემდე
III - ბანი 3 დღიდან 7 დღემდე
შენიშვნა - ეს პუნქტი არ ეხება ფორუმელებისთვის დახმარების, დაბადების დღის (შვილის შეძენის და ა.შ.)მილოცვის და მსგავსი ხასიათის თემებს.

4.3.6.1. უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები: იკრძალება ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: "ლიბერასტები" "ბრმადმადიდებლები" "ბიძარასტები" "მიშმაკაკები" "მიშარასტები" "პინგვინისტები" "პუტარასტები" "მარაზმატიკი ხარ" "ამაზრზენი ხარ" "მიშას/ბიძინას/პუტინის/მეზობლის მონა ხარ" და ა.შ. აგრეთვე იკრძალება ნებისმიერი მესამე პირის შეურაცხყოფა, რომელიც არ არის ფორუმის წევრი. მსგავსი ლექსიკით საუბრის შემთხვევაში, იუზერი ისჯება ‘’დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 7 დღემდე
III - ბანი 7 დღიდან 30 დღემდე

შენიშვნა - აქვე შეგახსენებთ რომ არ იკრძალება ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "სისულელეს ამბობ" "შენი ნათქვამი აზრს მოკლებულია" "შენ რასაც ამბობ მარაზმია" "ნუ დემაგოგობ" და ა.შ. თუ მსგავსი ტექსტები არ იღებს მასიურ ხასიათს იუზერის მიმართ და არ აქვს ამ იუზერის დამცირების მიზანი. შეგახსენებთ რომ ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება თქვას სისულელე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმე სულელია, რახან სისულელე თქვა. აგრეთვე არ იკრძალება ირონიული ან/და ცინიკური გამონათქვამები თუკი მისი მიზანი არ არის ფორუმელის პროვოცირება ან შეურაცხყოფა.


4.3.6.2. უცენზურო ლექსიკა: იკრძალება უცენზურო ლექსიკა ნებისმიერი სახით. ასე მაგალითად: "ბიძინას დედა..." "მიშას დედა..." "გუბაზის დედა..." "თამაზის დედა" "ლესტამბერის ოჯახი..." "უინსტონების საგვარეულო..." "ესენი ხომ ხალხი არ არიან, მე ამათი..." "ამ წვიმის მომგონი..." "იმ ქვის დამგორებელი..." "ჩიტის დედა..." და ა.შ. მსგავსი ლექსიკით საუბრის შემთხვევაში, იუზერი ისჯება დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 7 დღემდე
III - ბანი 7 დღიდან 30 დღემდე

# hate speech (სიძულვილით სავსე გზავნილი ადამიანის ეროვნების,რელიგიის თუ მგომარეობის გამო): იკრძალება ისეთი გზავნილები, როგორიცაა: "ყველა მაჰმადიანი ბნელია" "ოხ, ეს სუნიანი სომხები" "ყველა რუსი ღორია" "ყველა მიშისტი/ბიძინისტი/ნებისმიერისტი გასაწყვეტები ხართ" "ვინც აქციაზე გამოხვალთ, ყველას თავები უნდა გაგიხეთქოთ კაცმა" "მოვალთ ხელისუფლებაში და ყველას დაგიჭერთ" "რატო მეტი არ გირტყეს" "სისხლისღვრა გინდათ? ხოდა მიიღებთ" და ა.შ. მსგავსი გამონათქვამების შემთხვევაში, იუზერი ისჯება დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 7 დღემდე
III - ბანი 7 დღიდან 30 დღემდე

# ჰომოფობია,ადამიანის დამცირება/შეურაცხყოფა მისი ორიენტაციის გამო: იკრძალება ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: "ყველა პიდარასტი ავადმყოფია" "ესენი უნდა შეყარო ერთ გემზე და ჩაძირო" "არცერთი ჰომოსექსუალი საზოგადოებას არ უნდა გააკარო" და ა.შ. მსგავსი გამონათქვამების შემთხვევაში, იუზერი ისჯება დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 7 დღემდე
III - ბანი 7 დღიდან 30 დღემდე

# რასიზმი ანდა ანტისემიტიზმი: იკრძალება ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: "ყველა ზანგი დებილია" "აფრიკელები ჩამორჩენილები არიან" "არ მევასება ეს ზანგები" "ეს ებრაელები რა დამპლები არიან" და ა.შ. მსგავსი გამონათქვამების შემთხვევაში, იუზერი ისჯება დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 7 დღემდე
III - ბანი 7 დღიდან 30 დღემდე

# თანაფორუმელის შეურაცხყოფა: ნებისმიერი სახით თანაფორუმელის შეურაცხყოფის შემთხვევაში შემთხვევაში, იუზერი ისჯება დანაშაულის სიმძიმის" მიხედვით.
I - ვორნი ან ბანი 7 დღემდე
II - ბანი 7 დღიდან 30 დღემდე
III - სამუდამო ბანი

აღნიშნულ წესების დარღვევის შემთხვევაში სასჯელის ზომაზე და სამართლიანობაზე მიღებული გადაწყვეტილება რა თქმა უნდა შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციასთან მხოლოდ პირადი თემების განყოფილებაში ( http://forum.ge/?showforum=3 ), სხვა განყოფილებაში ან არაკორექტული ელფერით მსგავსი ხასიათის თემის გახსნა ისჯება შესაბამის განყოფილებაში მოქმედი წესების შესაბამისად.

რაც შეეხება სიტყვიერ გაფრთხილებას, ის აღინიშნება უზერის ვორნოლოგში ჩანაწერით სასჯელის გაცემის გარეშე, შესაბამისად იგივე ‘’დანაშაულის’’ განმეორების შემთხვევაში გაიცემა სასჯელი ვორნის ან ბანის სახით.


პ.ს. აღნიშნული წესები წინამდებარე სახით ძალაში შევა 2012 წლის 26 ივლისს 00-00 საათიდან და იმოქმედებს პოლიტიკის განყოფილების ქცევის კოდექსთან ერთად პარალელურ რეჟიმში!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)