გუშინ რამდენიმე ქართველი მეგობარი ვსაუბრობდით ამ საკითხზე და საკმაოდ ვიკამათეთ.დღეს საღამოს ისინი ამ თემას წაიკითხავენ სტუმრის სტატუსით,იმიტომ რომ არ არიან დარეგისტრირებულნი ფორუმზე და ვთხოვ აქაურ საზოგადოებას თავი შეიკავონ ზედმეტი ღლიცინისგან.
+ ამას,სპეციალურად ვწერ დიდ ტექსტს,მოღლიცინე საზოგადოებას წაკითხვა რომ შეეზაროს.
მხოლოდ მოაზროვნე ადამანებისთვისაა ეს თემა
ე.ი.
მორალის ზოგადი განმარტებითი ფორმულირების დაკონკრეტება ჩემი აზრით არ არის აუცილებელი.არსებობს მორალის ისევე როგორც საზოგადოდ აღიარებული ნორმატიზირებული ფორმები,ასევე არსებობს ინდივიდუალურად აღიარებული მორალური პრინციპების სისტემა,სადაც პრიორიტეტი ენიჭება სუბიექტის პიროვნულ შეხედულებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ ქცევისა თუ აზროვნების ნორმებს.
ამ თემაში კონკრეტულად მინდა ისაუბროს იმ ადამიანებმა,ვისაც ასე თუ ისე ამ ორი კატეგორიის არსთან მიმარტებაში თავისი პერსონალური აზრი გააჩნია.
მორალის მოკლე განსაზღვრება:
სისტემა ---ნორმების,დანაწესების,მოვალეობის,პასუხსიმგებლობის,სინდისის,ქცევის ნორმების,ზნეობრივი პრინციების,სულიერ/იდეალისტური ფასეულობების,საზოგაოებრივი ურთიერთობების კონტროლისა.
ყურადღება მინდა გავამახვილო ჩემს მიერ მორალის მოკლე განსაზღვრებიდან პირველ ორ ცნებაზე---ნორმებზე და დანაწესებზე.
მოგეხსენებათ,21 საუკუნის ქალი და მამაკაცი მიისწრაფვის გენდერული დაბალანსებისკენ.ამ ბალანსის აშკარა ასახვა საზოგადოების დიდ ნაწილს სურს როგორც სოციალურ ყოველდღიურობაში,ისევე კონკრეტული ეროვნული ტრადიციურ/მენტალური ადათის მქონე მორალის თანამედროვე განმარტებაშიც.ანუ ქართული ზნის ამოტრიალება სურთ აზროვნების თანამედროვე ელემენტების ჩანაცვლებით.
ამ პრინციპის განხორციელებას აშკარად აფერხებს ადამიანის ინდივიდუალიზმის ნაწილობრივი უარყოფაც კი.რისი კარგი მაგალითიცაა ჩემეული დაკომპლექტების მქონე - მორალის ზოგადი განსაზღვრების პირველი მეორე პუნქტი---ნორმა და დანაწესი.
ცნებები ,,ნორმა'' და ,,დანაწესი'' თავისთავად მეტყველებენ თავიანთ არსზე და გამცნობენ რომ ამ კონკრეტულ მომენტში საუბარია საზოგადების დაუწერელი კანონების -- ნორმატირებული და დაწესებული წესებისა (ქცევის და მსოფლმხედველობის) ამ საზოგადოების წესების მიერ.ეს კი ნაწილობრივ უარყოფს ადამიანის სუბიექტურ ინდივიდუალიზმს.
მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი მტავარი მიზეზია,21-ე საუკუნის ადამიანის მიერ მორალის უგულვებელყოფისა.
მინდა დავაკონკრეტო,21-ე საუკუნის ქართველი ადამიანისა.
წინათ უფრო მეტად იყო მორალი გამჯდარი საზოგადოებაში,ახლა თვითგადარჩენის ინსტინქტმა დაჩრდილა მორალური პრინციპები.ადამიანი იმდენად ცდილობს ლოგიკური ახსნა/გამართლება მოუძებნოს ადამიანის ინსრტინტქებს,რომ მორალი საერთოდ გვერდზე გადადო.
ამ განყოფილების კონტესქტის მხრივ მინდა განვავრცო და დავაკონკრეტო,ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში მორალურ პრინციპებზე წინ გადმოინაცვლა ინსტინქტების მორჩილებამ.საშუალო დონეზე განათლებული ადამიანი ამტკიცებს რომ უნდა მიჰყვე სხეულის ხმას(სექსუალურ ინსტინქტებს) და არა გონების/გრძნობების ხმას,რომელიც ძირითადად ინდივიდის მსოფმხედველობის ფონზე წარმოიშობა თავის აზროვნებისა და შეხედულებების შესაბამისად.
და არა მარტო ეს.
ადამიანი ამართლებს ღალატს,ტყუილს.და ამ გამართლებას უპირისპირებს იმ მორალს,რომელსაც მისი ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთდროულად უარყოფს.
ღალატს ამართლებს სექსუალური მრავალფეროვნების არგუმენტით,ხოლო ტყუილს ამართლებს ოჯახის დაუნგრევლობის ,,ფსევდო''-სურვილითა და შვილების ინტერესების ,,ფსევდო''-დაცვით.
რა ხდება?მორალი ,,ანულირებულია'' ,,ფსევდო''-მორალითვე.
სინდისი,მორალის ერთ ერთი მტავარი პუნქტი საერთოდ გაუქმებულია.
ასე ხომ არაფრით განსხვავდება მაშინ ადამიანი ცხოველისგან?
ნუთუ მორალის უგულვებელყოფაა მაინცდამაინც ადამიანის პიროვნული თავისუფლების ერთადერთი პირობა?
ქალის და კაცის ურთიერთობაში ცნება მორალის როლი აბსოლუტურად გაუფასურებულია.მორალი სანაგვეზე მოისროლა საზოგადოებამ.ვფიქრობ დრომ შეცვალა ადამიანი.მორალი აღარვის სჭირდება არაფერშI.მთავარია ,,ეგო''.
აბა გისმენთ
პ.ს. მოდერებს ვთხოვ არსად გადაისროლონ თემა.კონკრეტულად ამ განყოფილების აქტივის აზრი არის საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით.
პროგრესი გარედან გარეგნული და შიგნიდან შინაგანი-ჯამი პროგრესი ეროვნული, თანამედროვე ხელოვნება.ეძღვნებათ კეკლუც ინტელექტუალებს.გ.რჩეულიშვილი
---
აღარაფერია თქვენს სულში. თვით ზამთარსაც კი ვერ ვუწოდებ თქვენს ჩაყინულ ჯიგარს.ა.მორჩილაძე
---
გძულდეს ის,ვინც გიცნობს და არ უყვარხარ. ხ.ყალაბეგაშვილი