#54085857 · 18 Jan 2019, 14:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰოდა კიდევ ერთი ბონუსად, ამონარიდი ბრტყელების ბიბლიიდან, Плоская Земля - скрываемая правда Эрик Дубэй(The Flat Earth Conspiracy by Eric Dubay), რაც მეტყველებს მასზედ თუ როგორ ისწავლეს მათ სასკოლო ფიზიკა და ასტრონომია, რაზეც ხან იძახიან თქვენზე კარგად ვიცითო, ხანაც კი სრულიად გაუგებარი მიზეზებით ქილიკით მოიხსენიებენ "Еще одно свидетельство, похожее на эксперимент с пушечным ядром, можно найти в вертолетах и самолетах. Если бы Земля под нашими ногами вращалась со скоростью несколько сотен миль в час, то пилоты вертолетов и воздушных шаров должны просто подниматься прямо вверх, парить и ждать, пока их место назначения достигнет их! Подобное никогда не происходило в истории аэронавтики. " ანუ, თუ ვერტმფრენი უძრავად დგას ჰაერში, მათი აზრით, ჰელიოცენტრული მოდელის და კლასიკური მექანიკის მიხედვით დედამიწა უნდა მოძრაობდეს მის ქვეშ თავისი წირითი სიჩქარით საკუთარი ღერძის გარშემო, რაც ეკვატორზე დაახლოებით შეადგენს 1000 მილს საათში. ანუ დანიშნულების ობიექტი თავისით უნდა მოვიდესო ვერტმფრენთან, ასეთი რამ კი არ ხდებაო, ანუ დედამიწა არ ბრუნავსო. თუ ამის შემდეგაც ვინმე ფიქრობს, რომ ბრტყელებთან არგუმენტირებულ კამათს აზრი აქვს, გზა დამილოცნია. ღმერთმა მოთმინება მოგცეთ.
|