მოგესამლემით ყველას.
ასეთი პრობლემა მაქვს. ვაიბერი მქონდა მობილურში და ასევე კომპზე ერთი და იგივე ნომრით, ანუ ხან კომპით ვსარგებლობდი ხან მობილურით და მიმოწერა ავტომატურად სინქრონირდებოდა ორივეგან, სამწუხაროდ მობილურში არ მქონდა ჩართული ავტო ბექაპი და არც არასდროს გამიკეთებენია (არასდროს მომსვლია ეგ აზრი რომ გამეკეთებინა)
სამწუხაროდ წავაწყდი პრობლემას მას მერე რაც მობილური დამიზიანდა და ახალ მობილურში ვაიბერის დაინსტალირების მერე მიმოწერა ვერ დავასინქრონე რადგან ბეკაპი არ მქონდა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ კომპზე დამრჩა ეს მიმოწერა, მაგრამ კომპში ვაიბერს ბექაპის ფუნქცია არ აქვს
ჩვეულებრივ მობილურში რომ შედიხარ სეთინგენში და ექაუნთში, იგივე კომპს არ აქვს.
რას მირჩევთ როგორ გადავასინქრონო კომპიდან მთლიანი მიმოწერის ისტორია ახალ მობილურში?