საუკეთესო უცხოური არაოფიციალური სერვერები:
Lights Hope (ძველი Elysium Project)WarmaneWoW CircleMonster-WoWPandaWOWUWoWსაუკეთესო სერვერები ექსპანსიის მიხედვით:
Vanilla იგივე Classic:
https://lightshope.org/Burning Crusade:
https://www.warmane.com/Wrath of the Lich King:
http://www.warmane.comCataclysm:
https://monster-wow.comMists of Pandaria:
http://pandawow.ruWarlords of Draenor:
https://firestorm-servers.comLegion:
https://monster-wow.comწინა თემის ლინკი
World Of Warcraft . არაოფიციალური სერვერები Part VIII----------------------------------------------
როგორ დავიწყოთ Warmane-ს Outland-ის რეალმზე თამაში - Burning Crusade ექსპანსიაზე ვოვის ვერსია 2.4.3-ზე (განახლებული გაიდი ვერსია 7. ასევე შეიცავს დამწყებებისთვის გაიდს.)
რეალმის რეიტები: XP და Quest 5x, დანარჩენი 1x.
პირველ რიგში ვრეგისტრირდებით აქ:
https://www.warmane.com/account/createაუცილებელია gmail-ის email-ი, ისე ვერ დარეგისტრირდებით.
რეგისტრაციის შემდეგ ვამოწმებთ ჩვენს email-ს და მოსულ წერილში ვაწვებით ვერიფიკაციის ლინკს და ვაკეთებთ ვერიფიკაციას.
შემდეგ უნდა გადმოვწეროთ თვითონ თამაში.
1. თამაშის გადმოწერისთვის ჯერ დაყენებული უნდა გქოდეთ utorrent-ი.
utorrent-ის გადმოსაწერად შევდივართ
http://www.utorrent.com/#comp-tbl აქ,
ვაჭერთ Get utorrent for windows. გადმოვწერთ და მერე ვაინსტალირებთ.
2. შემდეგ შევდივართ ამ ლინკზე:
https://www.warmane.com/downloadExpansion-ში ვირჩევთ The Burning Crusade
Operating system-ში ვირჩევთ Windows
და ვაჭერთ DOWNLOAD-ს.
თუ Chrome-ით ხსნით გამოვა შეტყობინება: Open Magnet URI?
და ვაწვებით Open Magnet URI-ს.
3. ამის შემდეგ გაიხსნება უტორენტი და იქ ვირჩევთ ადგილს სად გადმოწეროს და ვაჭერთ ok.
დაიწყებს თამაშის გადმოწერას. გაითვალისწინეთ რომ 7.91გბ-ია ზომაში.
4. გადმოწერის შემდეგ ვუშვებთ თამაშს WoW.e xe დან. (ხანდახან საჭიროა როცა გადმოიწერთ თამაშს, თამაშის ფოლდერში შეხვიდეთ და ცარიელ ადგილზე დააჭიროთ მარჯვენა მაუსს>Properties და მოხსნათ Read Only მოსანიშნი>OK>OK. ამის გაკეთება საჭიროა მხოლოდ ერთხელ თუ ნასტროიკებს არ იმახსოვრებს თამაშის გამორთვის მერე)
5. შემდეგ გამოვა ლოგონის სქრინი და მანდ შეგვყავს უზერნეიმი და პაროლი რითიც დავრეგისტრირდით საიტზე.
6. შემდეგ გამოვა სქრინი და მაღლა მარჯვნივ ვნიშნავთ მოსანიშნს United States და ვაჭერთ Suggest Realm-ს და გამოდის რეალმების სია.
7. ვირჩევთ იქ Outland -ს.
8. შემდეგ ვაწვებით Create new character-ს და ვქმნით პერსონაჟს რომლითაც უნდა ვითამაშოთ.
შეგიძლიათ აირჩიოთ ჰორდა ან ალიანსი. ესენი ერთმანეთის მტრები არიან. შეგიძლიათ აირჩიო რასა და მერე კლასი. ყველა რასას ყველა კლასი არ ყავს. აირჩიეთ რომელიც მოგეწონებათ.
შექმენით პერსონაჟი, დაარქვით სახელი და მერე Enter Worlds დააჭირეთ და თამაშში ხართ უკვე
------------
Burning Crusade-ს ექსპანსიაზე ბევრი რამე არ იყო და ამიტომ დაგჭირდებათ ედონები.
მაგალითად ისეთი ედონი რომელიც რუკაზე გაჩვენებთ თუ სად არის ქვესტები გასაკეთებელი, ჩასაბარებელი და ა.შ.
ედონების აღწერა, გადმოწერა, დაყენება:
OmniCC აჩევენებს სპელების ქულდაუნებს რიცხვობრივად
MobInfo2 აჩვენებს მობების სიცოცხლეს რიცხვობრვიად. (ამის დაყენება ცვლის ტარგეტის tooltip-ს. სულ ბოლოში წერია თუ როგორ დავაბრუნოთ თამაშის დეფოლტ tooltip-ზე)
QuestHelper აჩვენებს რუკაზე ქვესტებს სად უნდა მოკლა და სად უნდა ჩააბარო
ItemPriceTooltip აჩვენებს იტემების ფასებს თუ რა ფასში იყიდება იტემი ვენდორთან.
MapCoords აჩვენებს რუკაზე კოორდინატებს. ზოგ საიტზე კორდინატებია მითითებული ამა თუ იმ ადგილის
RangeColor როდესაც ტარგეტიდან შორს ვართ და ვერ ვკასტავთ რომელიმე სპელს იმ სპელებს აწითლებს.
ეს ყველა ედონი გადმოწერეთ აქედან:
http://bin.ge/dl/264492/Addons-2-4-3.rar.htmlგადმოწერილი არქივი (Addons 2.4.3.rar) ჩააგდეთ თამაშის ფოლდერი>Interface>Addons ამ ფოლდერში და მიეცით ზედ მარჯვენა მაუსი და Extract Here. (ასევე მაუსის მარჯევენა კნოპკას რომ დააჭერთ არქივზე Extract Here რო გამოვიდეს უნდა გქონდეთ დაინსტალირებული Winrar პროგრამა).
ამოარქივების მერე უნდა ქონდეს ფოლდერებს დაახლოებით ასეთი სახე რაც ამ სურათშია:
https://imgur.com/qVDQztFროცა ედონების ჩაყრის მერე ჩართავთ თამაშს (ამ დროს უკვე უნდა გქონდეთ შექმნილი პერსონაჟი) და დადგებით ჩარაქთერის არჩევის სქრინზე დაბლა მარცხნივ დააჭირეთ
Addons და იქ მონიშნეთ Load out of date addons თუ უკვე მონიშნული არ არის. აქვე ამ სქინზევე შეგიძლიად გათიშოთ ის ედონები რომლებიც არ გინდათ.
Addons კნოპკა თუ არ ჩანს ესეიგი ედონები არ ჩაგიყრიათ სწორად.
პ.ს. ასეთი Burning Crusade-ს სერვერი ჯერ არ შექმნილა. ძალიან მაგარი სერვერია და ონლაინიც დიდი აქ.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ძველი Dual Core პროცესორიანი კომპებითაც კი ითამაშებთ რადგან ძველი ექსპანსიაა და კომპიუტერის დიდი მოთხოვნები არ აქვს (მთავარია ოპერატიული მინიმუმ 2გბ გქონდეთ).
----------------
გაიდი თამაშის დროს:
15 ლეველი სანამ არ გახდებით ვისპერში (იგივე პირადში თამაშის დროს) ვერავის ვერაფერს ვერ მიწერთ.
ფართი (Party)
ფართი არის ჯგუფის შეკვრა. ფართიში შესაძლებელია გაერთიანდეს მაქს 5 კაცი. თუ ფართიში ხარ მაღლა მარცხნივ შენი სახის ქვემოთ დაეხატება სხვა მოთამაშეების სახეებიც რაც ნიშნავს რომ ფართიში ხართ. ფართიში როცა გპატიჟებენ გამოდის დადასტურების ფანჯარა Accept. აჭერთ და შედიხართ ფართიში. ფართი რომ დატოვოთ მაღლა მარცხნივ თქვენს სახე-ზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა კნოპკას და Leave Party მიეცით. ფართი საჭიროა ხოლმე ისეთი ქვესტების შესრულების დროს რომელსაც მარტო ვერ შეასრულებთ და სხვების დახმარებაა საჭირო. ასევე ფართი იკრიბება ხოლმე როცა Dungeon-ებში მიდიხართ. თქვენ რომ დაპატიჟოთ ფართიში ვინმე მონიშნეთ ჯერ სხვისი პერსონაჟი, მერე მის სურათზე მაღლა დააჭირეთ მარჯვენა მაუსს და მიეცით Invite. ის თუ დათანხმდება შემოვა თქვენთან ფართიში. (თუ უკვე სხვა ფართიშია დაეწერება რომ სხვა ფართიშიაო და ვერ დაპატიჟებთო). როცა თქვენ პატიჟებთ ფართიში ვინმეს პირველად თქვენ ხდებით ფართი ლიდერი და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაპატიჟოთ დამატებითი მოთამაშეები.
Guild (გილდია)
გილდია არის მოთამაშეების თავმოყრა ერთ ჯგუფში. სადაც ჩეთაობთ მხოლოდ გილდელები. (ასევე ჩეთაობა შეგიძლიათ ფართიშიც). გილდის ჩეთი თამაშში ჩანს მწვანედ.
რომ ნახოთ გილდის წევრები დააჭირეთ O ასოს და მერე გადადით Guld-ზე. თუ Guild განაცრისფერებულია ესეიგი თქვენ გილდიაში არ ხართ.
Friends List (მეგობრების სია)
თამაშში შეგიძლიათ დაიმატოთ მეგობრები და ნახოთ ხოლმე ვინ არის ონლაინში. ასევე როცა შემოვა თუ გავა თამაშიდან დაეწერება თქვენთან რომ შემოვიდა ან გავიდაო.
მეგობრების დასამატებლად დააჭირეთ O ასოს და მერე მიეცით Add Friend და აკრიფეთ მოთამაშის სახელი. ასევე შესაძლებელია მონიშნოთ თამაშში მოთამაშე და მერე დააჭიროთ Add Friend-ს და ეგრევე სახელის აკრეფის გარეშე ჩავარდება მეგობრების სიაში.
ფართიში ჩათი, გილდიაში ჩათი, ჩვეულებრივ ჩათზე გადაყვანა, General-ში ჩათი, Trade-ში ჩათი.
ფართი ჩათზე რომ გადართოთ (ანუ ფართიში იჩათაოთ) დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /p მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ ფართი ჩათში. ფართი ჩათის ტექსტი ჩანს ცისფრად. თუ გინდათ რომ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ჩათს დააჭირეთ Enter-ს და აკრიფეთ /s და გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ ჩვეულებრივ ჩათში.
გილდის ჩათზე რომ გადართოთ (ანუ გილდიაში იჩათაოთ) დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /g მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ გილდის ჩათში. გილდ ჩათი ჩანს მწვანედ. თუ გინდათ რომ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ჩათს დააჭირეთ Enter-ს და აკრიფეთ /s და გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ ჩვეულებრივ ჩათში.
ჩათი General-ში (ანუ იმ ტერიტორიაზე სადაც იმყოფებით). General-ში ჩათი არის იმ რუკის ტერიტრიაზე ჩათი სადაც ხართ. General-ში რომ დაწეროთ რამე დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /1 მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ და დაიწერება General-ში.
ჩათი Trade-ში (ანუ იმ ქალაქის სავაჭრო ჩათში ჩათაობა სადაც იმყოფებით). Trade-ში ჩათი არის იმ ქალაქის სავაჭრო ჩათში ჩათაობა სადაც იმყოფებით. აქ ჩათაობენ რაიმეს გაყიდვა ან ყიდვა რომ უნდათ. Trade-ში რომ დაწეროთ რამე დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /2 მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ და დაიწერება Trade-ში.
დანჯენები/ინსტანსები (Dungeons and Instances)
დანჯენები და ინსტანსები წარმოადგენს ადგილებს სადაც არიან Elite (ძლიერი) მობები და ბოსები (Boss მთავარი მობები). ბოსები ტოვებენ კარგ + სტატებიან ზმანებს. ასევე შესაძლებელია იქ უბრალო ელიტმაც დაგიდროპოთ რამე ღირებული მარა ამის შანსი ნაკლებია. დანჯენი ან ინსტანსი რომ გაიტანოთ საჭიროა შეიკრიბოთ ფართი სადაც იქნება ტანკი ანუ ვინც გატანკავს (დარტყმებს აიღებს თავის თავზე) და ჰილერი (მკურნალი) ვინც სიცოცხლეს მოგიმატებთ და dps-ები ვინც დემიჯს მიაყენებს მობებს.
გაითვალისწინეთ რომ დანჯენში/ინსტანსში დაყენებულია გრუპ ლუტი.
რა არის გრუპ ლუტი და როგორ მუშაობს ის:
გრუპ ლუტის დროს თუ რამე ღირებული დაიდროპა ყველა მოთამაშესთან ფართიში გამოჩნდება ეს იტემი და ზედ ეწერება Need, Greed, Pass.
თუ დააჭერთ Need-ს ეს ნიშნავს რომ ეს იტემი თქვენ გჭირდებათ და ყველა ვინც Need-ს დააჭერს იმათთან გაიროლებით (გააგორებთ კამათელს 1-დან 100-მდე) და ვისაც დიდი roll ექნება იმას გადაეცემა ეს ნივთი ავტომატურად ჩანთაში.
თუ დააჭერთ Greed-ს ეს ნიშნავს რომ თქვენ ეს იტემი არ გჭირდებათ და ყველა ვინც Greed-ს დააჭერს იმათთან გაიროლებით (გააგორებთ კამათელს 1-დან 100-მდე) და ვისაც დიდი roll ექნება იმას გადაეცემა ეს ნივთი ავტომატურად ჩანთაში. თუ სიტყვაზე ვინმემ დააჭირა Need-ს და სხვებმა Greed-ს უპირატესობა მიეცემათ Need-ებს და Greed-ები ამ ნივთს ვერ მიიღებენ.
თუ დააჭერთ Pass (ანუ წითელ X-ს) ეს ნიშნავს რომ ეს ნივთი საერთოდ არ გინდათ და სხვებს გადეცემა გასაროლად.
გაითვალისწინეთ დამწყებება რომ თუ ისეთ ნივთზე დააჭერთ Need-ს რომელიც თქვენ კლასს არ ჭირდება, მაგალითად ხართ ვარიორი და დავარდა Cloth ტიპის ზმანი და თქვენ დააჭირეთ Need-ს ამის გამო შესაძლებელია გამოგაგდონ ფართიდან და დაგატოვებინონ დანჯენი.
პროფესიების გაიდი:
Burning Crusade-ს პროფესიების გაიდი ძალიან მოკლედ:
პირველადი პროფესიებია:
Alchemy
Blacksmithing
Enchanting
Engineering
Herbalism
Leatherworking
Mining
Skinning
Tailoring
Jewelcrafting
მეორეადი პროფესიებია:
Cooking
First Aid
Fishing
პირველადი პროფესია შეგიძლია გქონდეს მხოლოდ 2
მეორადი პროფესია შეგიძლია ისწავლო სამივე ერთად.
Alchemy - ით ამზადებ პოტიონებს (Potion) რომლების დალევის შემდეგაც ან სიცოცხლე გემატება მომენტალურად, ან მანა, ან 30 წუთი ან ერთი საათით დაგედება ბაფი. ასევე შეიძლება გაქრე ან სიჩქარე მოიმატო რამოდენიმე წამი (არის ეგეთი პოტიონებიც)
Alchemy მოითხოვს Herbalism-ით მოპოვებულ მასალებს ანუ Herb-ებს (ყვავილებს).
ამიტომ ორივეს ერთად იღებენ ხოლმე თუ არ უნდათ რომ ცალკე ყვავილები აუქციონზე იყიდონ და ფული ხარჯონ.
Blacksmithing - ით ამზადებ Mail და Plate ტიპის არმორს (ზმანებს) ასევე ჭედავს იარაღებს და ფარებს.
Blacksmithing მოითხოვს Mining-ით მოპოვებულ მასალებს ანუ Ore-ებს (მინერალებს).
Enchanting - ით უკვე ჩაცმულ ზმანებს ან ჩანთაში მყოფს ან სხვა მოთამაშისას ადებ Enchant-ებს ანუ აძლიერებ (+ სტატებს). მაგალითად შეგიძლია ფეხსაცმელს დაადო ისეთი ენჩანტი რომ ცოტა სწრაფად ირბინოს მოთამაშემ. ან ინტელექტი დაიდო ან აგილიტი ან სტამინა სხვადასხვა ტიპის ზმანზე.
Enchanting - ის სწავლასთან ერთად სწავლობ Disenchant აბილიტის რომლითაც დადროპილ ზმანებს მინიმუმ მწვანე ფერისას ანადგურებ და შედეგად იღებ Enchanting-ისთვის საჭირო მასალებს.
Engineering - ით ამზადებ ბომბებს (რომლებიც სტუნს ადებენ), იარაღებს ჰანთერისთვის, ტყვიებს ჰანთერისთვის, რეფლექტორ ტრინკეტებს მაგალითად მაგას რომ დაიდებ 5 წამის განმავლობაში თუ ფაირ დაიდე ფაირ სპელს ვინც გესვრის უკან დაუბრუნებს და მას მოხვდება შენ მაგივრად. ასევე ამზადებს ისეთ ტრინკეტს რომელიც მკვდარს აცოცხლებს მარა დიდი ქოლდაუნი აქ.
Engineering მოითხოვს Mining-ით მოპოვებულ მასალებს ანუ Ore-ებს (მინერალებს).
Herbalism - ით მოიპოვებ ჰერბებს ანუ ყვავილებს. ზემოთ წერია რომ ჭირდება ალქიმიას.
Leatherworking - ით ამზადებს Leather-ის ტიპის ზმანებს. ანუ ტყავებს. მაგას იცვამს როგუე და დრუიდი. ასევე ამზადებს ჰანთერისთვის ტყვიების/ისრების ჩანთებს. ასევე Leatherworking-ი კერავს Mail ზმანებსაც რომელსაც იცმევს Shaman და Hunter 40 ლეველის მერე.
Leatherworking მოითხოვს Skinning-ით მოპოვებულ მასალებს ანუ ტყავებს
Jewelcrafting - ით ამზადებ Neck (ყელსაბამი), Trinket (საყურე), Finger (ბეჭედი), Gem (ქვები ზმანის სოკეტებისთვის). Jewelcrafting-ს ჭირდება Mining-ით მოპოვებული ქვები რომლებსაც Spell Prospecting-ით შლი და იღებს საჭირო მასალებს.
Mining - ით მოიპოვებ მინერალებს სხვადასხვა ადგილებზე. ზემოთ წერია ჭირდება Blacksmithing-ს, Engineering-ს და Jewelcrafting-ს
Skinning - ით ატყავებ Beast ტიპის მობებს. ეს ტყავები ზემოთ წერია ჭირდება Leatherworking-ს.
Tailoring - ით ამზადებ Cloth-ის ტიპის ზმანებს. Cloth-ს იცვამს Mage, Priest და Warlock. ასევე ამზადებ ჩანთებს იტემებისთვის. Tailoring-ისთვის საჭირო ქსოვილებს დროპავენ Humanoid ტიპის მობები.
გასათვალისწინებელია რომ ზოგ პროფესიას ჭირდება სხვა პროფესიით დამზადებული იტემები.
მაგალითად Enchanting-ს ჭირდება Blacksmithing-ით დამზადებული Rod-ები. მაგის გარეშე Enchanting-ს ვერ ააკაჩავებ. თუმცა ეს ჭირდება მხოლოდ ერჯერადად და არა სულ.
შეგიძლია ეს Blacksmithing-ით დამზადებული Rod-ები იყიდო აუქციონზე და ის გამოიყენო.
Cooking - ით ამზადებ საჭმელებს რომელსაც ჭამ. ზოგი ისეთი საჭმელია ბუფი გედება და გემატება სტატები.
Cooking მოითხოვს Fishing-ით მოპოვებულ მასალებს ანუ თევზებს
First Aid - ით ამზადებ ბანდაჯებს რომლითაც იმატებ სიცოცხლეს ძალიან სწრაფად 10 წამის განმავლობაში. მუშაობს როდესაც ხარ Combat-ში. ხმარობენ პვპ-ში.
ასევე ამზადებს როგუე-ს საწამლავის მოსახსნელ იტემებსაც.
Fishing - ით თევზაობ წყლებთან ახლოს და იჭერ თევზებს. ზემოთ წერია ჭირდება Cooking-ს.
ნასწავლი პროფესიის გაუქმება:
დააჭირეთ K ასოს და პროფესიის სახელი რო წერია იქ სკილის ბოლოში იქნება წითელი X და მაგით გააუქმებთ.
კლასების გაიდი:
Druid - დრუიდი საკმაოდ კომპლექსური კლასია. აქვს სხვადასხვა ფორმებში გადაქცევის შესაძლებლობა (კატა/ლომი, დათვი, სელაპი, მუნკინი, Travel Form/Flight Form). შეუძლია იყოს ტანკი (დათვით), ჰილერი, ან DPS-ი (დემიჯ დილერი). სპელების წყაროდ იყენებს მანას ან ენერგრიას (კატის ფორმა) ან რეიჯს (დათვის ფორმა).
Hunter - მონადირე. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). ყავს პეტები (მოთვინიერებული ცხოველები). პეტები საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ თამაშის დროს. ჰანთერს შეუძლია მოათვინიეროს Beast ტიპის მობები და გახადოს საკუთარ მოთვინერებულ ცხოველად რომელიც გეხმარება თამაშის დროს. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Mage - მაგიკოსი შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). საკმაოდ სასიამოვნო სათამაშო კლასია. აქვს 3 სხვადასხვა განხრა. frost, fire ან arcane. დაბალი ლეველიდანვე სწავლობს საჭმელების დამზადებას (რაც კარგი იმით არის რომ ყიდვა აღარ გიწევს და ფული აღარ გეხარჯება საჭმელ/სასმელებში). შეუძლია დატელეპორტდეს მომენტალურად (10 წამში) მთავარ ქალაქებში. შეუძლია გაუხსნას მთავარ ქალაქებში სხვა მოთამაშეებს პორტალები რითიც ისინი დატელეპორტდებიან იქ. სპელების წყაროდ იყენებს მანას. შეუძლია დამზადებული სასმელ/საჭმელები გადასცეს სხვა მოთამაშეს. მაგებს ხშირად თხოვენ დამიმზადე საჭმელ სასმელი და მომეციო. (გაითვალისწინეთ რომ 15 წუთზე მეტი ხანით თუ გახვალთ თამაშიდან ეს დამზადებული საჭმელ/სასმელები ქრება. ასევე ამ სასმელ/საჭმელებს ვერ გაყიდით ვენდორთან).
Paladin - პალადინი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი), ჰილერი ან ტანკი. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Priest - ფრისტი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი), ან ჰილერი. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Rogue - ყალთაბანდი. საკმაოდ საინტერესო კლასია. შეუძლია გაქრეს და მოწინააღმდეგეს მიეპაროს უკნიდან და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს. შეუძლია მოწამლოს იარაღაები და ამით მოწამლოს მოწინააღმდეგე (Poison-ებით რითიც შესაძლებელია მოწინააღმდეგის სვლის შენელება ან ზიანის მიყენება). სპელების წყაროდ იყენებს ენერგიას.
Shaman - შამანი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი), ან ჰილერი. აქვს ტოტემები, რომლებიც ასაღებადაც დაგჭირდებათ შეასრულოთ ქვესტები. 20 ლეველზე სწავლობს მგლად გადაქცევას რაც მოძრაობის სიჩქარეს გიმატებთ 40%-ით. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Warlock - ვარლოკი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). ყავს პეტები, რომლებიც საკმაოდ გეხმარებიან თამაშის დროს. მაგალითად ყავს ვოიდვოკერი (დაგჭირდებათ ქვესტის შესრულება ამის მისაღებად) რომელიც გამოიყენება ტანკად და მიუქსევს მობს, ის მობი შენს ვოიდვოკერს ურტყამს და შენ ამ დროს შორიდან ურტყამ. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Warrior - მებრძოლი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). ან ტანკი. სპელების წყაროდ იყენებს რეიჯს.
მანა (Mana):
მანა საჭიროა სპელების დასაკასტად. მანა გეცლება როცა კასტავ სპელებს. შევსება შეგიძლია სასმელებით როცა კომბატში არ ხარ ან თუ კომბატში ხარ პოტიონებით. მაგალითად მეიჯს შეუძლია ასევე შეივსოს Evocation-ით ან მანას ქვით. ვისაც მანა აქვს სპელების წყაროდ იმას ჩანთაში სულ დაჭირდება მანის სასმელები.
ენერგია (Energy):
კლასებს რომლებსაც ენერგია აქვს სპელების წყაროდ არ ჭირდებათ არაფრის დალევა ან ჭამა რომ ენერგია შეივსონ. ენერგია გევსება თვითონ რამოდენიმე წამში ერთხელ გარკვეული რაოდენობა.
რეიჯი (Rage):
კლასებს რომლებსაც რეიჯი აქვს სპელების წყაროდ არ ჭირდებათ არაფრის დალევა ან ჭამა რომ რეიჯი შეივსონ. რეიჯი გევსება თვითონ როდესაც აყენებ ზიანს ან შენ გაყენებენ ზიანს.
ტალენტები (Talents):
ტალენტები არის მთავარი გადამწყვეტი სკილები და სკილების დანავაროტკებები რაც გიწყვიტავს ფაქტიურად როგორი პერსონაჟი გეყოლება. ტალენტები იხსნება პირველად 10 ლეველზე. 10 ლეველზე გეძლევა პირველი ტალენტ პოინტი. N ასოს თუ დააჭერ ნახავ შენ ტალენტების ხეს. ტალენტები უნდა გაანაწილოთ სწორად და ჭკვიანურად. არ უნდა გაუშვათ ისეთ ტალენტებში რომლებიც არ გჭრიდებათ. ამიტომ გამოცდილს უნდა მიმართოთ რომ აგიწყონ ტალენტები.
სანაამ მაქს ლეველზე ახვალთ პრაკტიკა არის ისეთი რომ თავიდან ირჩევთ ისეტ ტალნეტებს რომლებიც საჭიროა კაჩაობისას. რომ ახვალთ მაქს ლეველზე მერე გადააწყობთ ისე როგორც გჭირდებათ, მაგალითად PVP-ზე მორგებულად.
ტალენტების აწყობაში დაგეხმარებათ ეს საიტი:
http://db.excalibur.ws/?talent (ასევე ამ საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ ქვესტები, იტემები თუ სად ვარდება/იყიდება და ა.შ)
70 ლეველზე გექნებათ ჯამში 61 ტალენტი. გაითვალისწინეთ რომ ტალენტები რომ ჩამოყაროთ და თავიდან ააწყოთ ჯდება ძვირი. თავიდან 1 გოლდი, მერე 5 გოლდი და იმატებს და იმატებს.
ზმანების ტიპების გაიდი:
Cloth - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Mage, Warlock, Priest. ამ ტიპის ზმანს აქვს ძალიან დაბალი არმორი. ამიტომ თქვენ გაყენებენ დიდ Melee დემიჯს. მაგალითად ვარიორი, როგუე და სხვები.
Leather - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Druid, Hunter, Shaman, Warrior, Paladin. აქვს საშუალო არმორი.
Mail - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Hunter (40 ლეველის ზემოთ), Shaman (40 ლეველის ზემოთ), Warrior, Paladin. აქვს საშუალოზე მაღალი არმორი.
Plate - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Paladin (40 ლეველის ზემოთ), Warrior (40 ლეველის ზემოთ). აქვს ძალიან მაღალი არმორი. შესაბამისად ნაკლები Melee დემიჯი ადგებათ ასეთი ტიპის არმორიან მოთამაშეებს. ამიტომაც ადვილად ტანკავენ Plate ტიპის არმორიანი მოთამაშეები.
ჰერსტოუნი (ტელეპორტის ქვა) და ინნები (Inn):
თამაშის დაწყებისთანავე ჩანთაში გექნებათ Hearthstone რომელიც დაგატელეპორტებთ დაყენებულ Inn-ში. თავიდან ეს ქვა გატელეპორტებთ იქ საიდანაც იწყებთ თამაშს.
თქვენ შეგიძლიათ ეს ქვა დააყენოთ ქალაქებში Innkeeper-თან და ამის შემდგომ ეს ქვა უკვე იმ ქალაქში დაგატელეპორტებთ სადაც დააყენებთ. ამისთვის საჭიროა მოძებნოთ ქალაქში Innkeeper-ი და დააყენოთ იქ ქვა.
დაღლა/დასვენების ფუნქციონალი:
თამაშში არსებობს დაღლის და დასვენების ფუნქცია. თუ ხარ დასვენებული ორმაგი XP მოდის მობების მოკვლისგან. რომ დაასვენოთ თქვენი ჩარი საჭიროა როცა თამაშიდან გამოდიხართ თქვენი პერსონაჟი დატოვოთ Inn-ში ან რომელიმე მთავარ ქალაქში. რომ მიხვდეთ Inn-ში ხართ თუ არა როცა შეხვალთ Inn-ში ეკრანზე მაღლა მარცხნივ თქვენი სახე სადაც არის იმ ფანჯრის კონტური შეიცვლება ყვითლად და დაიწყებს ციმციმს. ასევე როცა დასვენებული ხართ დაბლა XP ბარი (მაჩვენებელი) არის ლურჯი. თუ დაღლილი ხართ ის არის იასამნისფერი.
რომ ნახოთ სადამდე ხართ დასვენებული XP ბარზე უნდა შეხედოთ მაჩვენებელს (ისარს რომელიც წინ არის ცოტა წაწეული თქვენი არსებული XP-იდან მარჯვნივ).
მაუნტები (ცხენზე ჭენება/ჯირითი/ფრენა):
თამაშში არსებობს ასევე მაუნტები რომლებზეც შეგიძლიათ დაჯდეთ და სწრაფად იმოძრაოთ. მაუნტზე დაჯდომას სწავლობთ პირველად 30 ლეველზე. 30 ლეველზე 60%-იან მაუნტის ჭენებას სწავლობთ რომელზე დაჯდომის შემდგომ 60%-ით სწრაფად გადაადგილდებით. შემდეგ 60 ლეველზე სწავლობთ 100%-იან მაუნტს. რომელზე დაჯდომის შემდგომ 100%-ით სწრაფად გადაადგილდებით. ჭენების სწავლა ცოტა ძვირი ჯდება.
Burning Crusade-ს ექსპანსიაზე დაემატა ახალი კონტინენტი Outland. სადაც შეგიძლიათ იფრინოთ მაუნტით. რისთვისაც უნდა ისწავლოთ ფრინავ მაუნტზე ჯდომა და იყიდოთ ფრინავი მაუნტი.
ფრინავი მაუნტზე ჯდომის სწავლა შეგიძლიათ 70 ლეველზე.
დრუიდები 68 ლეველზე სწავლობენ ფრენის ფორმას რომლითაც დაფრინავენ Outland კონტინეტზე (ანუ ფრენის სწავლაში და ფრენის მაუნტის ყიდვაში არ ეხარჯებათ გოლდი). Druid-მა რო ისწავლოს ფრენის ფორმა Journeyman Riding-უნდა ქონდეს ნასწავლი (60 ლეველზე ცხენის ჭენება).
თამაშის ფული:
თამაშში არსებობს ფული: Copper, Silver და Gold.
100 Copper = 1 silver-ს
100 Silver = 1 gold-ს
იტემების Durability (გამძლეობა):
იტემებს აქვთ Durability მაჩვენებელი, რომელიც დრო და დრო იკლებს თითოეულ იტემზე. ან როცა მოკვდებით საკმაოდ იკლებს. ან როცა Spirit Healer-თან გაცოცხლდებით მაშინ იკლებს ყველაზე მეტად.
თუ 0-ზე ჩამოვიდა რომელიმე იტემის Durability ამ დროს ამ იტემის +-ებს დაეკარგება ძალა და არ მოგემატებათ სტატები. იმისთვის რომ შეაკეთოთ იტემები დრო და დრო მოგიწევთ Repair NPC სთან მისვლა და Repair-ის გაკეთება.
ეს NPC-ები არიან მთავარ ქალაქებში და პატარა პუნქტებშიც. რომ იცნოთ შორიდან ეს NPC მაუსს მათზე რომ გადაატარებთ მაუსი შეიცვლის იკონკას და დაეხატება გრდემლი.
Mail (ფოსტა):
თამაშში არსებობს ფოსტა რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ერთმანეთს გაუგზავნოთ იტემები. ან აუქციონიდან ნაყიდი იტემები მიიღოთ, ან გაყიდული იტემების ფული აიღოთ. გაითვალისწინეთ რომ ფოსტით ვერ გააგზავნით Soulbound იტემებს.
ფოსტები დგას მთავარ ქალაქებში და პატარა პუნქტებშიც.
სპელების სწავლა (სკილები):
ყოველ ლუწ ლეველზე შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი სპელები (აბილითები/სკილები). ამისთვის საჭიროა ქალაქში მოძებნოთ თქვენი კლასის შესაბამისი ტრეინერი. მაგალითად თუ ხართ Priest უნდა მოძებნოთ ისეთი NPC რომელსაც აწერია Priest Trainer. მიხვიდეთ მასთან, დააჭიროთ მასზე მაუსის მარჯვენა კნოპკას და ისწავლოთ სპელები.
60 ლეველიდან 70-ამდე კენტ ლეველზეც ისწავლება სპელები.
დიდ ქალაქებში რაიმეს მოსაძებნად მაგალითად პროფესიის ტრეინერის შეგიძლიათ მიმართოთ დაცვას (NPC-ები რომლებიც დგანან მთავარ ქალაქებში როგორც დაცვა):
რომ დაელაპარაკებით ჩამოიწერება სია და იმ სიიდან რომელიმეს არჩევის შემდგომ უკვე რუკაზე გაგიჩნდებათ წითელი დროშა. ამით ნახავთ თუ სად დგას ესა თუ ტრეინერი თუ NPC ქალაქში.
თამაშში სიკვდილი:
როცა მოკვდებით თამაშში გაჩნდებით უახლოეს სასაფლაოსთან როგორც სული. რომ გაცოცხლდეთ უნდა მოძებნოთ თქვენი გვამი, მიხვიდეთ ახლოს და გაცოცხლდეთ.
თუ გეზარებათ მისვლა გვამთან ან ვერ პოულობთ გვამს, სადაც გაჩნდებით მაგ სასაფლაოსთან დგას სპირით ჰეალერი რომელსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ და გაცოცხლდეთ იქვე. ოღონდ ასეთ შემთხვევაში გედებათ დებუფი (ჯარიმის) რომელიც გაკლებთ სტატებს რამოდენიმე წუთით (მაგალითად 10 წუთი გედებათ ეს დებუფი). ასევე ასეთი გაცოცხლების დროს იტემებზე დურაბილითი ძალიან ეცემა და ზმანების შეკეთება მოგიწევთ. (დურაბილითი როცა ეცემა ბოლომდე იმ ზმანისგან მოცემულ +ებს ვერ მიიღებს თქვენი ჩარი და ამისთვის უნდა მოძებნოთ NPC რომელიც გაგიკეთებთ ზმანებზე Repair-ს).
თუ გაიჭედეთ როგორც სული სადმე ან ისე ცოცხალი და ვერ იყენებთ ჰერსტოუნს (ტელეპორტის ქვას):
ბოლო ვარიანტი რომ გამოძვრეთ გაჭედილი მდგომარებიდან:
დაბლა ვაჭერთ წითელ კითხვის ნიშანს, ვაჭერთ Character Stuck და მერე ვაჭერთ Auto-Unstuck-ს და გამოგიყვანთ გაჭედილი მდგომარეობიდან.
თუ ამანაც არ გიშველათ გამორთეთ თამაში და შედით საიტზე:
https://www.warmane.com/ დააჭირეთ LOG IN>შეიყვანეთ თქვენი მონაცემები>დააჭირეთ SERVICES>მარცხნივ უნდა იყოს არჩეული OUTLAND>SELECT CHARACTER-ში აირჩიეთ თქვენი პერსონაჟი>სულ მარჯვნივ აირჩიეთ Character Unstuck>მონიშნეთ მოსანიშნი "I understand that..." და დააჭირეთ UNSTUCK-ს. ამითი თქვენი პერსონაჟი დატელეპორტდება ჰერსტოუნი სადაც გაქვთ დაყენებული იმ ადგილზე და თუ მკვდარია გაცოცხლდება.
Trade (იტემების სხვისთვის მიცემა) და Soulbound იტემები:
თამაშში შეგიძლიათ სხვა მოთამაშეს გადასცეთ ნივთები Trade-ით. ამისთვის დადექით ახლოს მოთამაშესთან, მონიშნეთ ის, და მის სურათზე (მაღლა) დააჭირეთ მაუსის მარჯვენა კნოპკას ხელი და აირჩიეთ Trade. გამოვა ფანჯარა უჯრებით. ამ უჯრებში თქვენი ჩანთიდან მოკიდეთ ხელი რომელიმე იტემს და ჩადეთ და დააჭირეთ Trade-ს ხელი.
ზმანებს რომლებსაც ერთხელ მაინც ჩაიცვამთ მიენიჭებათ სტატუსი Soulbound. რაც ნიშნავს რომ ასეთ ზმანებს ვერ მისცემთ ვერავის, ვერ გაუგზავნით მეილზე და ვერ გაყიდით აუქციონზე. შეგეძლებათ ჩაიცვათ მხოლოდ თქვენ ან გაყიდვა შეგეძლებათ მხოლოდ ვენდროთან.
ასევე ზოგი ზმანი რომელიც ვარდება დანჯენებში ან ინსტანსებში აღების თანავე (და არა ჩაცმის) ხდება Soulbound-ი და შემდეგ მას სხვა მოთამაშეს ვერ გადასცემთ. ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით რომ ისეთ იტემზე არ დააჭიროთ Need-ს რომელიც არ გჭირდება რადგან მერე სხვას ვეღარ მისცემთ. მაგალითად თუ ხართ Priest (იცმევთ ამ დროს მხოლოდ Cloth-ს) და დავარდა Mail ტიპის ზმანი არ უნდა დააჭიროთ Need-ს არამედ Greed-ს.
აუქციონები:
თამაშში დიდ ქალაქებში დგანან აუქციონის NPC-ები. აუქციონზე შეგიძლიათ დადოთ იტემები და გაყიდოთ, რომელსაც ყიდულობენ სხვა მოთამაშეები. მაგალითად შეგიძლიათ დადოთ პროფესიით მოპოვებული მასალა და გაყიდოთ და ამით გააკეთოთ თამაშის ფული. გაითვალისწინეთ რომ Soulbound იტემებს ვერ დადებთ აუქციონზე.
რჩევა ასეთია: რამის დადება რომ გინდათ აუქციონზე ჯერ მოძებნეთ თუ დევს უკვე აუქციონზე და რა ფასი ადევს გაიგეთ რომ ისეთი ფასი არ დაადოთ რომ არ იყიდოს არავინ.
აუქციონზე მოსაძებნათ რომ გახსნით აუქციონს მაღლა მარცხნივ გრაფაში ხელით უნდა ჩაწეროთ იტემის სახელი და დააჭიროთ Search-ს. ან თუ უკვე გაქვთ ჩანთაში რომელიმე იტემი და გინდათ მაგ იტემის მოძებნა, გახსენით ჩანთა, გახსენით აუქციონი და ჩააყენეთ კურსორი ძებნის ველში და ჩანთაში იტემზე Shift+მაუსის კლიკი მიეცით და თვითონ ჩაიწერება სახელი აუქციონის ძებნის ველში.
საწყისი და გამოსყიდვის ფასი (Buyout price):
აუქციონზე იტემს აქვს ორი ფასი: საწყისი და გამოსყიდვის. გამოსყიდვის ფასი არის ის ფასი რომელიც უნდა გადაიხადოს მყიდველმა თუ ეგრევე უნდა იყიდოს იტემი აუქციონზე და მოცდა არ უნდა. საწყისი ფასი არის ის ფასი რომლითაც იწყება ბიდების დადება ამ იტემზე.
მაგალითად თუ დევს რაიმე ნივთი 20 ვერცხლად და ეგრევე ყიდვის ფასი არის 80 ვერხცლი თქვენ შეგიძლიათ დაადოთ ბიდი +20 ვერცხლი. რაც ნიშნავს რომ დრო რომ გავა ამ აუქციონის თუ სხვამ არ დაბიდა თქვენს მერე თქვენ ამ იტემს მიიღებთ 40 ვერცხლად მეილზე (თამაშში არსებობს ფოსტა რომელზეც იღებთ იტემებს ან აუქციონიდან ან სხვა მოთამაშეებიდან).
ამიტომ როდესაც რამეს დებთ გასაყიდად და გინდათ რომ ეგრევე იყიდონ და ბიდაობა არ დაიწყონ საწყისი ფასი და ეგრევე ყიდვის ფასი დაადეთ ერთი და იგივე.
აუქციონს აქვს დრო. მაგალითად 24 საათიანად თუ დადებთ იტემს და თუ არ გაიყიდა ამ 24 საათში ის უკან გიბრუნდებათ მეილზე. მე გირჩევთ რომ ყოველთვის მაქსიმალური დრო მიუთითოთ თუ რამდენი ხანი უნდა იყოს ის აუქციონზე რადგან ასე უფრო გაიყიდება. ასევე გაითვალისწინეთ რომ აუქციონზე რაიმეს რომ დებთ მაგაშიც იხდით ფულს. (ეს დაეწერება როდესაც ჩაადებთ აუქციონის უჯრაში იტემს).
თამაშში ფულის შოვნის კარგი წყარო არის აუქციონი (პროფესიებით მოიპოვებთ ან დაკრაფტავს იტემებს და ჩააგდებთ მერე აუქციონზე). ამიტომ უნდა გამოიყენოთ ის.
(... გაიდი გრძელდება ქვედა პოსტში)
This post has been edited by zgarb7 on 29 Dec 2017, 21:20