მოკლედ ცოტა ხნის წინ მე და მეგობარს ჩამოგვივარდა კამათი ამ თემასთან დაკავშირებით, მე პირადად ორივე ბენდი მაგრა მიყვარს, ის ამბობს "სად SOAD და სად Rammstein (სომხური ბენდის სასარგებლოდ) მე ვამბობ რო როკის მსმენელისთვის რამშტაინი უფრო დიდი ბენდია და უფრო გაუძლებს დროს ვიდრე SOAD.
მაგალითისთვის ორივე ბენდი 1994 წელს არის დაფუძნებული და SOAD პირველად 2000 იანებში გავიგეთ როცა რამშტაინს პიკი ჯერ კიდევ დუ ჰასთის ალბომიმდან ჰქონდა (1997 წელი). დავიწყეთ შედარება იუთუბის ვიუების მიხედვით სადაც სოად უგებს 2-3 სიმღერაზე ძაან დიდი სხვაობით დანარჩენზე ერთნაირად არიან, აქ საგულისხმოა ისიც, რომ რატომღაც რამშტაინის ძველი ჰიტებიც კი 4-5 წლის წინ არის ატვირთული იუთუბზე... სფოთიფაიზეც სოადს 2 მილიონამდე მეტი მსმენელი ჰყავს სტაბილურად..
სოად მა ბოლო ორი სიმღერა რო გამოუშვა 9 და 4.5 მილიონი ნახვა აქვს, როცა რამშტაინის დოიჩლანდს 150 მიმლიონამდე... რაც ასევე ერთერთ ფაქტორად შეიძლება იყოს განხილული, თუ რომელი ბენდი უფრო უძლებს დროს.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამშტაინი მსოფლიო სივრცეში გერმანული ენით გაიჭრა, რაც ძალიან ძნელი და დასაფასებელია.
არ ვიცი ვეწინააღმდეგები თუ არა ფორუმის წესებს ამ თემის გახსნით, მაგრამ გამიხარდება თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს და მოდერაცია ცოტა ხანი აცოცხლებს თემას... მადლობა
This post has been edited by -Leo- on 11 Jan 2021, 23:37
მიმაგრებული სურათი