Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > თამაშისას ინტერნეტის გათიშვა


Posted by: Aquarius_A888 27 Oct 2021, 18:55
სალამი კაი ხალხს popcorn.gif

მოკლედ, ასეთი პრობლემის წინაშე ავღმოჩნდი, ვთამაშობ arma 3 მულტიფლეიერში, თითო სერვერი არის 48 კაციანი. თუ 10-15 კაცამდეა, მაშინ ჩვეულებრივ შევდივარ, თუ 25 კაცს გადაცდა, როგორ კი გუნდი უნდა ავირჩიო და სლოტში ჩავჯდე, ღილაკი OK (ქრება) არ რეაგირებს, მიწევს უკან გამოსვლა, გამოსვლა და ინტერნეტის გათიშვა ერთია, გინდ გადაარესტარტე მოდემი, რაც გინდა უყავი, არაფერი არ შველის, თავისით ირთვება 4-5 წუთის შემდეგ. ან თუ დავიწყე თამაში და ნელნელა შემოამატნენ მოთამაშეები და 25-30 კაცს გადაცდა, მერე უკვე იწყება ჭედვებს და მაგდებს სერვერიდან. ჰოდა, ეს ყველაფერი არ ჭირდა სანამ ვინდს გადავაყენებდი, ანუ ჩვეულებრივ ამ მოდემით სავსე სერვერზეც ვთამაშობდი, ინტერნეტში ვეძებე მსგავსი შემთხვევები და კაციშვილი გარტყმაში არაა, ზედაპირული საუბრები და ვარაუდები, სტიმზე პინგი დაწიე "სეთინგებიდან", ისა ესა, ბოლოს იმასღა წერდნენ როუტერი შეცვალეთო.

აბა, რას ფიქრობთ? user.gif

Posted by: Distortion 27 Oct 2021, 20:10
Aquarius_A888
DSL გაქვს თუ ოპტიკა? DSL თუ გაქვს შეიძლება აფლოუდი არ ჰყოფნის, მაგრამ არ ჰგავს ინტერნეტის თემას.

Posted by: Aquarius_A888 27 Oct 2021, 21:55
Distortion
ოპტიკაა

თამაშის ლოგებში ეს შეცდომები ვნახე და ეს ლუპები ქსელთან რამე კავშირში ხო არაა?
21:32:27 Warning: looped for animation: a3\anims_f_epa\data\anim\sdr\cts\hubcleaned\briefing\hubbriefing_loop.rtm differs (looped now 1)! MoveName: hubbriefing_loop
21:32:27 Warning: looped for animation: a3\anims_f_epa\data\anim\sdr\cts\hubcleaned\briefing\hubbriefing_loop.rtm differs (looped now 0)! MoveName: hubbriefing_ext
21:32:27 Warning: looped for animation: a3\anims_f_epa\data\anim\sdr\cts\hubcleaned\spectator\hubspectator_stand.rtm differs (looped now 0)! MoveName: hubspectator_stand

Posted by: Distortion 27 Oct 2021, 22:04
Aquarius_A888
არა, ანიმაციის ლუპებია. ქსელში ლუპი რომ გქონდეს, არმა კი არა პინგიც არ იმუშავებდა ნორმალურად smile.gif
რამე სისტემის თემა ხომ არ არის? ჩაუწიე გრაფიკები მინიმუმზე და სცადე ისე.

Posted by: Aquarius_A888 27 Oct 2021, 23:45
Distortion
QUOTE
რამე სისტემის თემა ხომ არ არის? ჩაუწიე გრაფიკები მინიმუმზე და სცადე ისე.

რაღაც პონტში იუმუშავა, კონკრეტულად კი რახდება ეხლა. ორი სერვერი შევარჩიე, ერთი 35 და 42 (შესული ხალხით), დავიწყე პირველ სერვერზე გატესტვა. low, standart და high გრაფიკებით მშვენიივრად შევიდა (საკონტროლო გაშვებას 2-ჯერ ვაკეთებდი), აი very high (რაც ყოველთვის მიყენია, თავად detect-ით ასწორებს თამაში, 60-70 fps იჭერს მშვენივრად) მაგას უკვე ხან უშვებდა, ხან ჭედავდა. მოკლედ, აქ high-ზე სტაბილურად უშვებს 35 კაციანზე. მეორე სერვერზე რომ დავიწყე გატესტვა, საერთოდ არ შემიშვა არცერთ გრაფიკაზე, თუმცა რაღაც მომენტში როცა 37 კაცამდე ჩამოვიდა, high რეზოლუციით ვცადე და მშვენივრად შევიდა, მეორე საკონტროლო შესვლაც წარმატებით გაირა. დასკვა ასეთია, რაღაც კავშირშია თამაში გრაფიკა და სერვერზე ხალხი რაოდენობა, ალბათ ინტერნეტი გამტარობა?! მოკლედ, ამაზე მადლობელი ვარ up.gif

თუმცა, მეორე მომენტი მაფიქრებს ძაან, ინტერნეტს რატომ უნდა მითიშავდეს? დაახლოვებით 3 დან 4 წუთამდეა გათიშული მოდემი/როუტერი, მერე თავის ირთვება, ვზივარ და ველოდები, რამე დაცვა არ აქვს, ჩავურთო და მარტივად აირიდოს მსგავსი დაფლუდვა თუ რაცაა.

Posted by: Distortion 28 Oct 2021, 01:11
QUOTE (Aquarius_A888)
ალბათ ინტერნეტი გამტარობა?!

გამორიცხე. თამაშები ძალიან პატარა ტრაფიკს მოიხმარენ. ერთი იუთუბის 1080p ვიდეოს დაკვრას დაახლოებით 10 ჯერ მეტი გამტარობა უნდა, ვიდრე ნებისმიერ ონლაინ თამაშს.

QUOTE (Aquarius_A888)
რაღაც კავშირშია თამაში გრაფიკა და სერვერზე ხალხი რაოდენობა

ეს იქნება, სავარაუდოდ სერვერის ადმინებს უყენიათ შეზღუდვა ხალხის რაოდენობაზე, როდესაც რაღაც ნაწილს გაცდება აღარ გიშვებს, ან უბრალოდ ვეღარ უქაჩავთ სერვერის მხარე ჰარდი.

Posted by: sandrobandro 28 Oct 2021, 01:25
https://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=1731305438

ეს ცადე, არმას 3 თვიქებია, ადრე დეიზის ვთამაშობდი და ეგეც მაგის ძრავზეა, ლეგენდის თანახმად ყველაზე ცუდი ძრავია და ყველაზე ცუდი ოპტიმიზაცია აქვს.....

Posted by: Aquarius_A888 28 Oct 2021, 23:31
Distortion
QUOTE
ეს იქნება, სავარაუდოდ სერვერის ადმინებს უყენიათ შეზღუდვა ხალხის რაოდენობაზე, როდესაც რაღაც ნაწილს გაცდება აღარ გიშვებს, ან უბრალოდ ვეღარ უქაჩავთ სერვერის მხარე ჰარდი.

სხვები შედიან უპრობლემოდ, გამოდის ჩემი მხრიდან ატრაკებს რაღაც :დ

sandrobandro
ერთადერთი ამას ვთამაშობ, ეგ კიარა თუ სადმე ტვიკია ყველაფერი ნანახი მაქვს მგონი, მადლობა მაინც.

Posted by: sandrobandro 29 Oct 2021, 00:57
QUOTE (Aquarius_A888 @ 28 Oct 2021, 23:31 )
Distortion
QUOTE
ეს იქნება, სავარაუდოდ სერვერის ადმინებს უყენიათ შეზღუდვა ხალხის რაოდენობაზე, როდესაც რაღაც ნაწილს გაცდება აღარ გიშვებს, ან უბრალოდ ვეღარ უქაჩავთ სერვერის მხარე ჰარდი.

სხვები შედიან უპრობლემოდ, გამოდის ჩემი მხრიდან ატრაკებს რაღაც :დ

sandrobandro
ერთადერთი ამას ვთამაშობ, ეგ კიარა თუ სადმე ტვიკია ყველაფერი ნანახი მაქვს მგონი, მადლობა მაინც.

ჩემი აზრით სერვერზე უყენიათ პინგის კონტროლი......შეიძლება 100-შეიძლება 200...არ ვიცი ზუსტად მარა ბევრ სერვერებზეა ეგეთი შეზღუდვა. შეიძლება მაღალი პინგი გაქვს და იმიტო გაგდებს. რა როუტერი გაქვს და Firmware-ი თუ გაქვს განახლებული როუტერზე?

Posted by: Aquarius_A888 29 Oct 2021, 02:15
sandrobandro
თუ მაღალი პინგია, შესვლამდე წერს, აქ კი ჩვეულებრივ შედის სერვერზე, ვინ შედის და ვინ გადის, ვინ რომელი გუნდშია, ჩვეულებრივ ჩანს ყველაფერი, მაგრამ ლობის გაგეთება რომ ვცდილობ, მანდ იქრაშება ინტერნეტი.

Posted by: sandrobandro 29 Oct 2021, 12:29
QUOTE (Aquarius_A888 @ 29 Oct 2021, 02:15 )
sandrobandro
თუ მაღალი პინგია, შესვლამდე წერს, აქ კი ჩვეულებრივ შედის სერვერზე, ვინ შედის და ვინ გადის, ვინ რომელი გუნდშია, ჩვეულებრივ ჩანს ყველაფერი, მაგრამ ლობის გაგეთება რომ ვცდილობ, მანდ იქრაშება ინტერნეტი.

როუტერი ფიზიკურად ითიშება? თუ ფიზიკურად ითიშება და ახლიდან ირთვება ესეიგი firmware-ის ბრალია როუტერზე. თამაშიდან ნაგრუზკას და როუტერის გამორთვას ვერ ვაკავშირებ უბრალოდ ერთმანეთთან biggrin.gif

დაწერე რა როუტერი გაქვს მიანტერესებს მაგრად biggrin.gif

Posted by: Aquarius_A888 29 Oct 2021, 19:01
sandrobandro
QUOTE
როუტერი ფიზიკურად ითიშება? თუ ფიზიკურად ითიშება და ახლიდან ირთვება ესეიგი firmware-ის ბრალია როუტერზე

როუტერი კიარა, ინტერნეტი იკარგება დროებით, გეგონება დოს შეტევა მოდის, სავარაუდოდ სერვერი მიფლუდავს თუ რაღაც მაგდაგვარი, ან რაღაც დაცვა მაქვს გამორთული, ხზ. ვინდის გადაყენებამდ ჩვეულოებრივ შევდიოდი, ეხლა რა ეტაკა ვერ ვხდები. firmware-ს ვერ განვაახლებ, ნატირება და ხზ რაები აქვთ კიდევ გაწერილი პროვაიდერს, ეხლა ამის ქექვის ნერვები არ მაქვს, რომ მიღირდეს კიდევ ჰო, გრაფიკა high-ზე ჩამოვწიე და ჩვეულებრივ შედის, რეავიც biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)