november777დღეს რაღაცნაირად გული დამწყდა ჩემს ექიმს რომ დავემშვიდობე, 38-ზეც მიწევს კონსულტაცია და შარდში ცილის ანალიზი მარა ორშაბათიდან შვებულებაში მიდის და სავარაუდოდ ვერ დავემთხვევით, ამიტომ თვითონვე მეანთან გადამაბარა.
ეს გეგმიური კონსულტაციები, ყველაფერი ისე ტკბილად მახსენდება. ასე მგონია ეს ერთი ეტაპი დავხურე და ახლა გადავდივარ კიდევ უფრო რთულზე- წინასამშობიარო,უშუალოდ მშობიარობის და პოსტმშობიარობის ეტაპი. ეს სამნაწილიანი ეტაპიც რომ მშვიდად და კარგად გადავაგორო, უბედნიერესი ვიქნები.
სხვანაირი შიშები დამეწყო. თან მიხარია, თან მეშინია..
აბა, მგონი ახალი თემის გახსნის დროა