forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (11) « პირველი ... 9 10 [11]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ძიუდო, VOL 31
 
ვინ არის 2017 წლის მონაცემებით, საუკეთესო ქართველი ძიუდოისტი?
ამირან პაპინაშვილი [ 1 ]  [1.03%]
ვაჟა მარგველაშვილი [ 2 ]  [2.06%]
უშანგი მარგიანი [ 11 ]  [11.34%]
ვარლამ ლიპარტელიანი [ 43 ]  [44.33%]
გურამ თუშიშვილი [ 40 ]  [41.24%]
Total Votes: 97
Guests cannot vote 
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3231
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 20:00  #51975537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

დღეს, 8 იანვარს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ბაკურიანში გაემგზავრება, სადაც საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლის, პარალელურად კი ოთხი ლიდერი უკვე გაფრინდა ავსტრიაში ერთობლივ შეკრებაზე, რომელიც 8-16 იანვარს ქალაქ მიტერსილში გაიმართება.

იქ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი უშანგი მარგიანი (90) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) მიდიან.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი შარშანდელი სეზონის მედალოსნებზე გააკეთა,
თუმცა მათ შავდათუაშვილიც დაუმატა, ვისაც მსოფლიოზე სულ ცოტა დააკლდა კვარცხლბეკამდე.

ავსტრიაში ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილიც (+100) უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მწვრთნელებმა ისინი სახლში დატოვეს და ბაკურიანში წაიყვანენ.

მიტერსილში ჩვენგან ქალთა ნაკრებიც გაფრინდა იმავე ერთობლივ კემპზე, სადაც ზუსტად იმავე რიცხვებში მარიამ ჯანაშვილი (52), მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57), მარიამ ჭანტურია (63) და სოფიო სომხიშვილი (+70) ივარჯიშებენ.

ბაკურიანული შეკრება ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენები იანვარში შეჯიბრებებში არ გამოვლენ, მხოლოდ თებერვლიდან ჩაებმებიან ტურნირებში.

შეკრების დასრულების შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ ვარჯიშს, რათა ფიზიკური, ანუ ძალისმიერი ვარჯიშებით "გაუხეშებული" სხეული ტატამზე საჭიდაო კონდიციამდე მიიყვანონ.
* * *
ჭიდაობა კი თებერვალში ბევრი მოუწევთ, რამეთუ ზედიზედ სამ ტურნირში გამოვლენ: 10-11 თებერვალს პარიზის დიდ სლემზე გამოვლენ და მისი დასრულების შემდეგ იქვე დარჩებიან ერთობლივ შეკრებაზე,

მერე ავსტრიაში გადაინაცვლებენ და 17-18-ში ობერვარტში "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებენ, 23-25 თებერვალს კი უკვე გერმანიაში, დიუსელდორფში იასპარეზებენ მორიგ დიდ სლემზე.

ერთობლივ ვარჯიშებზე იქაც დარჩებიან და მერე სამშობლოში დაბრუნდებიან. თუმცა პარიზსა და დიუსელდორფში თუ ძირითადი შემადგენლობა გამოვა, მიტერსილში შანსი უმეტესად სათადარიგოებს მიეცემათ.

რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ასეთი არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ სწორედ ეს ხუთეული მიიჩნევა სალიცენზიო ტურნირებში გამოსვლის პრეტენდენტად.

თან შერეულ გუნდშიც ძირითადად ეს წონები შედის, ხოლო რომელიც არ შედის, იქ დანარჩენების გადასვლა მერმისს იგულისხმება. მაგალითად, ჭანტურია სამომავლოდ 70-ში მოიაზრება, სომხიშვილი კი +78-ში გადავა.

მართალია, ჯერ ორივე ჭაბუკთა ნაკრებშია, მაგრამ ასაკთან ერთად წონაც აუცილებლად მოემატებათ. ამასთან, ამ ხუთეულს უკვე ამზადებენ სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის, რომელიც გაზაფხულის ბოლოდან დაიწყება, და ცალკე პროგრამითაც ამიტომ ემზადებიან.

დასამალი არაა, რომ მათ საქართველოში არა ჰყავთ ხეირიანი სპარინგ-პარტნიორები. განსაკუთრებით - ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჯანაშვილს, ვინც ამათში ყველაზე უფროსია.

ამ მიზნით ეს გოგონები დეკემბერში საფრანგეთშიც იყვნენ ასევე ერთობლივ ვარჯიშებზე, მერე კი იქვე შეჯიბრებაშიც გამოვიდნენ.

დასახელებულთა გარდა, სალიცენზიო შეჯიბრებებში ჩართვის კანდიდატებად სხვებიც მოიაზრებიან. მაგალითად, ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78), თუმცა ისინი სამბოში ვარჯიშობენ და მათი საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია, სად ირჩევენ ჭიდაობას.

ანგარიშგასაწევი და ყურადღებამისაქცევი გოგოები სხვებიც არიან, რომლებიც იქნებ ჯერ ვერ შედიან წამყვან ლიდერებში, მაგრამ სამომავლოდ კარგი პერსპექტივა უჩანთ და სათანადო პირობების შექმნას ისინიც იმსახურებენ.

მიტერსილიდან დაბრუნების შემდეგ ქალთა ნაკრები უკვე გაფართოებული შემადგენლობით ბაკურიანში გაემგზავრება საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე.

რაც შეეხება ტურნირებში მათ გამოსვლას, გადაწყვეტილია, რომ 30 მარტს თბილისში გამოვლენ "დიდ პრიზზე", თუმცა მანამდეც ექნებათ სტარტი რომელიმე ევროპულ თასზე.

ასევე სურთ თებერვლის ბოლოს დიუსელდორფის დიდი სლემის ჭიდაობა, რადგან იქ შეჯიბრების დასრულების შემდეგ ერთობლივი შეკრებაც იმართება. იმედია, წასვლას მოახერხებენ, რადგან ფედერაცია მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდებათ.


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7244
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 20:20  #51975659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ის იტალიელო ზაპა სად დაიკარგა?



///////


--------------------
1.არის რამდენიმე ევრო ნაკრები
ბრაზილია, სადაც დელეგირებულია ბარსელონას და რეალის შემადგენლობა
2.რომლის შემადგენლობა და ფეხბურთელებია ძლიერი © giat






ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11571
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 22:48  #51976688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აუ წელსაც რომ არ გამოვიდნენ თბილისის დიდ პრიზზე, ჩვენ გვერდზე მაგრად გავლანძღავ პირადად მე.
* * *
რაც გინდა ის თქვი - სამაგალითო სპორტსმენია:
http://sporter.ge/%E1%83%95%E1%83%90%E1%83...83%A3%E1%83%9A/
frager
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 222647
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 21:54  #51982341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Scoffield @ 10 Jan 2018, 20:20 )
ის იტალიელო ზაპა სად დაიკარგა?



///////

ეგ მემგონი სახლში გაუშვეს და ვიღაცა წერდა აქ თუ არ ვცდები რო ჩვენ გოგოებზე სუსტი აღმოჩნდაო და რავიცი...

This post has been edited by frager on 11 Jan 2018, 21:55
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) « პირველი ... 9 10 [11]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0204 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]