ეს 2003 წლის გვიან შემოდგომაზე მოხდა
ერთ საშუალო შეძლების, ან უფრო სწორად საშუალოზე ნაკლები შეძლების ოჯახში ბავშვი დაიბადა, სახელად ანზორი
ჩვეულებრივი ბავშვი
არაფრით განსხვავებული
სხვების მსგავსი
ზომიერად ცელქი
ზომიერად ჭკვიანი
ზომიერად ზარმაცი
ზომიერად ჯიუტი
ზომიერად ონავარიც
ზომიერად მშრომელი
ზომიერად მოსიყვარულე
ზომიერად შურიანი
ის ისეთი იყო როგორც ყველა
და ყველა თვისებაც ისეთი ჰქონდა, როგორც სხვა, მის ასაკში მყოფ ბავშვებს
მას ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდა
მამა მკაცრი, ქედმაღალი, მუდამ იდეალების მოტრფიალე და ღრუბლებში მფრინავი, არცთუ ისე განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ უზომოდ ამბიციური და პატივმოყვარე, მუდამ დიდაქტიკოსის როლში.......ასეთია ხსოვდა ანზორს მუდამ მამა.
მოსწონდა ასეთი? – პრინციპში შეიძლება არც მოსწონდა, მაგრამ ის მას არ აურჩევია, ასეთი არგუნა განგებამ
დედა
დედა რა, დედინაცვალი, გარეგნულად ღვთისმოსავი, მუდამ რაღაცაზე წუწუნსა და ურვაში , მუდამ მოჩვენებით საქმეში გართული და სინამდვილეში არაფრის მოქმედი, საკუთარ შვილზედ, ანუ ანზორის ნახევარძმაზე მოფიქრალი და გადადებული და ანზორზე მხოლოდ გარეშე თვალთა დასანახად მზრუნველი და მოსიყვარულე.
არც დედა–დედინაცვალი მოსწონდა ანზორს მაინცდამაინც, მაგრამ მამისგან დატუქსული ან დასჯილი ერთადერთ, თუნდაც მოჩვენებით ნუგეშისმცემლად მას ჰგულობდა.
ისიც ირგებდა ამ როლს, ირგებდა და თამაშობდა. მას ამის გამო ტაშს უკრავდა სამეზობლო და რამდენიმე ნათესავი, რომელთაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ ანზორის მამის აღზრდის მეთოდები, მაგრამ საჭირო კაცად მიაჩნდათ და უთმენდნენ, მხოლოდ იშვიათად თუ უხსენებდნენ გაკვრით და საყვედურს ჰკადრებდნენ.
ასე შეიქმნა იმთავითვე ანზორის გარშემო მოჯადოებული სამკუთხედი, რომლის ყველა წვერი მასზე ზრუნვით, მისი ბედით აპელირებდა, მაგრამ ანზორს ეს ჯერ არ ესმოდა, რადგან პატარა იყო, ან ეს ზრუნვა არც იყო ზრუნვა.........ვინ იცის, ანზორი ხომ ჯერ პატარა იყო
მამა დღენიადაგ კანონმორჩილებას ჩასჩიჩინებდა და მცირეოდენი ცელქობის თუ გადაცდომისათვის, საგანგებოდ, მკაცრად სჯიდა
დღემდე ახსოვდა ანზორს, როგორ მოიპარეს მისმა ძმამ და მან სახლის სხვენიდან საახალწლოდ გადანახული მურაბის ქილა..........კიდევ უფრო მწარედ ახსოვდა, რა სასტიკად დასაჯა მამამ ამის გამო
დასაჯა მხოლოდ ის
ძმა, უფრო სწორად ნახევარძმა გადარჩა დასჯას...........ის უკეთ უგებდა მამას, არასოდეს არ ბედავდა მის წინააღმდეგ აშკარად წასვლას, ყოველთის ეფერებოდა და ეპირფერებოდა
ამიტომაც გადარჩა
ანზორი ვერ გადარჩა
მწარე გაკვეთილი მიიღო
მართალია მას დასჯამდე განუმარტეს, რომ მურაბის მოპარვისათის დაისაჯა, მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ მარტო ის დასაჯეს, ეჭვი შეეპარა განმარტებულ მიზეზში
ახსნა მოითხოვა
და კიდევ დასაჯეს
გაპროტესტება სცადა........მის ნახევარძმას მოუხმო მამამ და მოსთხოვა თავად დაესაჯა ურჩი ძმა, თან სანაცვლოდ რამდენიმე კონფეტს დაჰპირდა
ურჩობის შემთხვევაში კი მასაც დასჯიდნენ
სხვა რა გზა ჰქონდა.....
ახლა უკვე ძმის ხელით დაისაჯა ჩვენი ანზორი
ეს ბევრჯერ მოხდა
უკვე ბავშვი აღარ ეთქმოდა
ის ეტაპი დამდგარიყო, როდესაც მასში აქამდე ზომიერად თავმოყრილი თვისებები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ და ნაწილს უნდა გაემარჯვა, ნაწილი კი გამარჯვებულთა მსხვერპლად ქცეულიყო
მას აღარ უყვარდა
მიხვდა, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო
არავის უყვარდა ის
დედა სხვათა დასანახად ეფერებოდა
მამას ის საკუთრებად მიაჩნდა
ძმა მას საკუთარი მიზნის მისაღწევად სწირავდა ყოველ შესაძლებლობაზე
ის აღარ იყო შრომისმოყვარე
ჯერ კიდევ ცოცხალმა მამამ მის ნახევარძმას დაუტოვა მთელი ქონება, უშრომელად, უწვალებლად გამდიდრდა მხოლოდ უტყვი მორჩილების, თავდაკვრის და ნების აღსრულების ხარჯზე
არ ყოფილა საჭირო შრომა ლუკმის მოსაპოვებლად
ის ვერ აღიზარდა კანონმორჩილად
თურმე დანაშაულისთვის კი არა, იმისათვის სჯიდნენ, რომ ერთგული და მორჩილი არ იყო მამის მიერ დადგენილი წესისა და სურვილისა
სამაგიეროდ რაღაც არაბუნებრივ ძალას და ენერგიას გრძნობდა მთელ სხეულში
თითქოს რაღაც უგუბდებოდა
თითქოს რაღაც ცდილობდა გამოეხეთქა
ღამღამობით კოშმარი ესიზმრებოდა
ხედავდა როგორ იყო მამის როლში, ოღონდ ბევრად სასტიკი, მრისხანე და დაუნდობელი
ჯერ ვერ ხვდებოდა ამას
ჯერ პატარა იყო
ჯერ ისევ მკაცრი და მუდამ შემართული იყო მამის ხელი
ეს ხელი დღითიდღე, ნელნელა სუსტდებოდა, დღითიდღე აკლდებოდა ძალა
მაგრამ ემატებოდა სიანჩხლე და მიზეზები ბოღმის ნთხევისა, ძალადობისა, შეურაცხყოფისა
ძალა კლებულობდა
და ამ ძალის კლების პროპორციულად იზრდებოდა ის რაღაც ანზორის ორგანიზმში
მან უკვე იცოდა მნშვნელობა სიტყვისა "ზიზღი"
ერთ საღამოს საინფორმაციო გამშვება არასასიამოვნო ამბით დაიწყო
შვილმა მამა, დედინაცვალი და ნახევარძმა განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა
და
მერე თავი მოიკლა
მკვლელი ანზორი იყო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პოსტის სპონსორია პაპ ანასტასიუსს ექსპრეს გზავნილები, მხოლოდ ჩვენთან გააგზავნე ერთი და მიიღე სანაცვლოდ ორი