ყველაზე სასაციოლოა "ედიკას თაოსნობით დაინგრა ბერლინის კედელი" და " მხედრიონი ალაგმა"
შევარდნაძეს ხალხის გაწირვა ეხერხებოდა და შეეძლო. ეს არის ის თვისება, რამაც გაუკვალა გზა კარიერაში.
კომუნისტებს ესეთი კადრი სჭირდებოდათ 1917-შიც და მერეც, ვინც საკუთარ მამასაც კი გაყიდიდა. ამანაც
ხალხი მიახვრიტა, ღვინოში შაქარწყალი ჩაასხა და წაიყვანეს ზემოთ.
ზუსტად ამ თვისების გამო გახდა შსს მინისტრი, ცეკას მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბოლოს
ისევ ჩვენი პრეზიდენტი.
საგარეო საქმეთა მინისტრად მისი მოღვაწეობა არაფრით გამორჩეული და შემოქმედებითი არ ყოფილა,
იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი. რასაც ეუბნებოდნენ, იმას აკეთებდა. ეხლა თუ ერთი ორს გაიხუმრებდა
და ენაკვიმატობდა რეიგანთან და გენშერთან, გურული იყო და ეს ბუნებრივიცაა
)
ამ პოსტზე მისი "მოღვაწეობისას" და შემდგომ პერიოდშიც, СССР რომ კიდევ უფრო გაძლიერებულიყო,
მაშინ იტყოდა კაცი, რომ რაღაც წვლილი მიუძღვის, მაგრამ პირიქით, საგარეო პოლიტიკა სულ
უფრო დამთმობი გახდა, რაც გამოიხატა აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ორბიტიდან
ჩამოშორებაში, რესპუბლიკების გასვლაში და ბოლოს სუსურუკუს მთლიანად დანგრევაში.
ეხლა არავინ არა თქვას, დემოკრატი იყო და ორი ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნავდაო. გორბაჩოვს
აიძულებდნენ დაეთმო და ეგეც თმობდა, სხვა რა გზა ჰქონდა? აი იმიჯი კი მოირგო დემოკრატის, სიტუაციიდან
გამომდინარე. რის ნიჭიც ჰქონდა ვერ დაუკარგავ.
მხედრიონი მისი შექმნილი პროდუქტი იყო და მანვე დაამთავრა, თუმცა მთლიანად ვერა, ეხლაც კი დარჩენილია
ზოგიერთი საცეცი . . .
კონსტიტუცია კი "მიიღო" , მაგრამ როგორი? ვისაც როდის მოუნდება, სკოლის საშინაო დავალებასავით გადახაზ- გადმოხაზავს.
ლარი. ლარის შემოსვლამდე კუპონის მიღება აღარ გახსოვთ ხო? ლარი და მისი მაშინდელი კურსი მთლიანად ნოდარა ჯავახიშვილის
და მისი გუნდის დამსახურებაა, სოკოებივით ამოსული (მარტო ბეჭედი და მისამართი რო ჰქონდათ) კომერციული ბანკები ყველა სამ
ასოზე გაუშვა საწესდებო კაპიტალის აუცილებლობის შემოღებით.
გაერო შმაერო ევროკავშირი რაში გვარგია? ერთი ეგ არის, მსო -ს წევრები ვართ და მანდაც რუსეთს დაბრო ვუთხარით.
ნატოს კარებზე კაკუნზე და ფეხების წმენდაზე არაფერს არ ვამბობ, გვეტკინა თითები და დაგვიცვდა ტუფლის ძირები.
გადადგა. გადადგა არა გადმოდგა კიდე. . .გადააყენეს!