Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > ვერ დეველოპერი


Posted by: gdaviti 3 Oct 2019, 12:59
გამარჯობათ,

მაინტერესებს იმისთვის, რომ გახდე კარგი ვებ დეველოპერი ამისთვის საშუალოდ რა დრო არის საჭირო?
ვნახე საბაზისო კურსები, ამის გავლის შემდგომ იმისთვის, რომ კარგი ვებ დეველოპერი გახდე რა არის საჭირო? კიდე დამატებით რა კურსებია საჭირო და ა.შ. კარგი იქნება თქვენ ცდონასაც თუ გამიზიარებთ ანუ რა საფეხურების გავლა დაგჭირდათ.

მოკლედ გადავწყვიტე საფუძვლიანად შევისწავლო და იქნებ რამე კურსები მირჩიოთ, სადაც შევძლებ კარგად პროგრამული ენების შესწავლას იმისთვის, რომ გავხდე კარგი ვებ დეველოპერი.


წინასწარ მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: gdaviti 4 Oct 2019, 16:12
ესეთი რთული კითხვა დავსვი არავინ რო არ პოსტავს? :დ

Posted by: theodous 4 Oct 2019, 16:18
gdaviti
1 თვიდამ 3 წლამდე

3 წელი უნდა იმUშავო რომ სერიოზული გერქვას

მაგრამ დაწყება ცოტა რთულია

Posted by: gdaviti 4 Oct 2019, 16:43
theodous
ნუ გასაგებია ყველასთვის ინდივიდუალური არის... და სერიოზული, რომ გერქვას ეგეც კარგად მესმის დიდი პრაქტიკაა საჭირო...

რამე ნორმალური კურსი სად შეიძლება გავიარო? ბევრი ცენტრია, მაგრამ რომელი ჯობია ეგ ვერ გავიგე... სად უფრო ხარისხიანად ასწავლიან...

Posted by: loopback 4 Oct 2019, 16:53
ასე ზეპირად ვერავინ გეტყვის დროს
ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, ათვისების უნარზე + მონდომებაზეა დამოკიდებული

საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი(აქაც სწავლის ხარისხს გააჩნია) ალბათ 1 წელში ნორმალურად უნდა იცოდეს ფრონტ-ბექი
მერე პრაქტიკაში მოდის გამოცდილება და სტატუსიც "სერიოზული" რაზეც ზევით საუბრობდით

პირადად ჩემი რჩევა იქნება თერიული სწავლის პარალელურად ბბევრი პრაქტიკა
ოპენსორს პროექტებში მონაწილეობა(ცოდნის შესაბამისად)
სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა(უსასყიდლოდ/თუ იხდიან მთლად უკეთესი biggrin.gif ) პრაქტიკისთვის(რაც გამოცდილებას შეგძენს)
ეცადე სადმე თიმში მოხვდე სადაც შენნაირი დამწყებ მეგობრებს ნახავ ცოდნას გაუზიარებთ ერთმანეთს
პ.ს. თუ საქართვლოში ეძებ თიმს და ცოდნის გამზიარებელ ხალხს ტყუილად დროს ნუ დაკარგავ აქედანვე იცოდე up.gif
პ.პ.ს. სასწავლო დაწესებულებებზე ვერაფერს მოგახსენებთ

Posted by: gdaviti 4 Oct 2019, 20:08
QUOTE (loopback @ 4 Oct 2019, 16:53 )
ასე ზეპირად ვერავინ გეტყვის დროს
ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, ათვისების უნარზე + მონდომებაზეა დამოკიდებული

საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი(აქაც სწავლის ხარისხს გააჩნია) ალბათ 1 წელში ნორმალურად უნდა იცოდეს ფრონტ-ბექი
მერე პრაქტიკაში მოდის გამოცდილება და სტატუსიც "სერიოზული" რაზეც ზევით საუბრობდით

პირადად ჩემი რჩევა იქნება თერიული სწავლის პარალელურად ბბევრი პრაქტიკა
ოპენსორს პროექტებში მონაწილეობა(ცოდნის შესაბამისად)
სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა(უსასყიდლოდ/თუ იხდიან მთლად უკეთესი biggrin.gif ) პრაქტიკისთვის(რაც გამოცდილებას შეგძენს)
ეცადე სადმე თიმში მოხვდე სადაც შენნაირი დამწყებ მეგობრებს ნახავ ცოდნას გაუზიარებთ ერთმანეთს
პ.ს. თუ საქართვლოში ეძებ თიმს და ცოდნის გამზიარებელ ხალხს ტყუილად დროს ნუ დაკარგავ აქედანვე იცოდე up.gif
პ.პ.ს. სასწავლო დაწესებულებებზე ვერაფერს მოგახსენებთ

მადლობა რჩევისთვის.
ზოგადად არც სამსახურის პრობლემა მაქვს (მაგრამ სხვა სფეროა) და არც უცოდინარი ვარ ასე თუ ისე ინტერნეტით უამრავ წიგნს თუ პრაქტიკის გასავლელ კურსებს ნახავ პროგრამირებაზე, ცოტა ვერკვევი...
უბრალოდ მინდა, რომ შევისწავლო თუნდაც საკუთარი გეგმებისთვის.. ყოველთვის მიზიდავდა და რატო ვთქვა უარი იქნებ და კარგად მოვერგო და თუ არა და ზედმეტი ცოდნა არასოდეს არ არის ცუდი. smile.gif

Posted by: kenshin 4 Oct 2019, 21:19
gdaviti
QUOTE
გამარჯობათ,

მაინტერესებს იმისთვის, რომ გახდე კარგი ვებ დეველოპერი ამისთვის საშუალოდ რა დრო არის საჭირო?
ვნახე საბაზისო კურსები, ამის გავლის შემდგომ იმისთვის, რომ კარგი ვებ დეველოპერი გახდე რა არის საჭირო? კიდე დამატებით რა კურსებია საჭირო და ა.შ. კარგი იქნება თქვენ ცდონასაც თუ გამიზიარებთ ანუ რა საფეხურების გავლა დაგჭირდათ.

დრო ინდივიდუალურია, ვიღაცეები წლები ერთიდაიგივეს წერენ და მაინც რთულად ესმის, ვიღაცეები ახალ რაღაცას ნახავენ და ერთი გადახედვით ერკვევიან. შენზეა დამოკიდებული

კურსებს რაც შეეხება ათასი განხრაა რა მიმართულებით გაინტერესებს ეგ უნდა გაარკვიო ჯერ

Posted by: NinjaRacer 5 Oct 2019, 00:00
საქართველოს ლანძღვა არ არის საჭირო სულაც არაა ეგრე.

მე ვიპოვე თიმი. ძალიან კარგი agile თიმი და საკმაოდ კარგ პრაქტიკასაც მივიღებდი. უბრალოდ მეორე სამსახურმა + რაღაც სხვა საქმეებმაც(სწავლამ) გადამიყოლა + პატარა გაურკვევლობასავით მომივიდა თლა უფროსთან და იმ თიმს მოვშორდი. ის 1.5 თვე რაც ვიმუშავე მაინც კარგი გამოცდილება იყო...

ჰოდა მონდომებაზეა მართლა დამოკიდებული. ახლა მიზნად რო დავისახო რამე უეჭველი მივაგნებ კარგ თიმს. ნუ რათქმაუნდა მეც მაქვს რაღაც ცოდნა. მაგალითად პითონში odoo, flask, django, tornado, asyncio-ში გამიკეთებია რაღაცეები და შეიძლება ითქვას რომ პითონი საშუალო დონეზე ვიცი. შესაბამისად ეს რიმოუთ ჯობიც ანაზღაურებადი იყო.

nodejs-ზეც ვიპოვი ანალოგიურს რომ მომინდეს, angular-ზეც და react-ზეც. ასე რომ ყველაფერი მონდომებაზეა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ მე ვარ სისადმინი საერთოდ არაა/არ იყო აქამდე ყოველშემთხვევაში ჩემი საქმე პროგრამირება. ხაზგასმით იმიტომ რომ ეს რომ ყოფილიყო ჩემი ძირითადი პროფესია და თავიდანვე ამით დამეწყო დღეს ძალიან სხვა დონეზე ვიქნებოდი.
მაგრამ ამჟამინდელ სამსახურში მიწევს. C-ში და ASM-შიც კი შეიძლება მქონდეს შეხება ხანდახან. ჰოდა რასთანაც შეხება მაქვს ხოლმე ყველაფერს ვსწავლობ როგორც წესი.

ისე ერთი რჩევა. ყველაფერს მოდება არის ძალიან ცუდი... ჯობია ერთი ვიწრო სპეციალიზაცია აიღო და მაგაზე იმუშაო.
თორე იმდენად საინტერესო სფეროა (ჩემთვის პირადად) რომ მინდა ყველაფერი ვიცოდი, მარტო ხელფასის გამო არა. მაგრამ ეგრე სადაა ყველაფერს ვერავინ ვერ ისწავლის ერთდროულად, მოკლე დროში და კარგად. გამორციხულია ეგ არავინ მოგატყუოს.
კი 5-10 წლის მერე შეიძლება ჩაუჯდე და ნებისმიერ რამეს და 2-3 საათში გაერკვე საბაზისო დონეზე და თუ საჭიროა მეტზეც. მაგრამ მანამდე უნდა მიყვე რიგრიგობით რაღაცეებს და ჩახვიდე სიღრმემდე ოღონდ ცალცალკე. ყველაფერს თუ მოედები საბოლოო ჯამში არაფერი არ გეცოდინება პრო ლეველზე...იმ დონეზე რომ საჭირო გახდე. ეგრე საშუალოდ რო კითხო პროგრამისტებს ყველამ ყველაფერი იცის yes.gif gigi.gif

და რამის საშუალოდ ცოდნა ნიშნავს რომ საერთოდ არავის არ ჭირდები yes.gif მესმის 90-იანი წლები რომ იყოს კიდე გახვიდოდი ფონს, მაგრამ დღეს მართლა ყოველმა მეორემ იცის უკვე ის რაც შენ იცი საშუალოდ...

Posted by: loopback 5 Oct 2019, 11:10
QUOTE
და რამის საშუალოდ ცოდნა ნიშნავს რომ საერთოდ არავის არ ჭირდები


მართალია
რეალობაა
არა საქართველოში
იმდენი ვიცი ნეპოტიზმით შეტენილი რომ ხანდახან ხასიათიც მიფუჭდება ხოლმე შორეულ პერსპექტივაში lol.gif

მე თუ გამომეხმაურეთ "საქართველოს ლანძღვაზე" განგიმარტავთ
კი არ ვლანძღავ
სიმართლეს ვამბობ
ერთი ორი დახურული ჯგუფების არსებობა
არ არის არგუმენტი ჩემს მოსაზრებაზე

ისე რატომღაც აგრესიულებიც არიან.უმეტესობა ალბათ უსექსობის გამო(საქმიდან გამომდინარე) up.gif

Posted by: NinjaRacer 5 Oct 2019, 11:56
loopback
ნეპოტიზმით შეტენილი პროგრამისტების დაწერილი კოდი რა მაგარი რამე იქნება up.gif :დდდდ


საქართველოს ლანძღვაში იგულისხმება ის რომ არის მეთქი საქართველში ჯგუფები, ღია და კარიც ღიაა ყველასთვის და ის კიარა ტიპები სანთლით ეძებენ ხალხს. მე რო ამიყვანეს მე მთხოვდა ტიპი მომიძებნე კიდე ვინმეო. თიმს რაც შეეხება კარგი გუნდი იყო და ეგეთი დარწმუნებული ვარ კიდე არაერთი იქნება.

QUOTE
ერთი ორი დახურული ჯგუფების არსებობა

რა ჯგუფებს გულისხმობ.
QUOTE
ისე რატომღაც აგრესიულებიც არიან.უმეტესობა ალბათ უსექსობის გამო(საქმიდან გამომდინარე) up.gif

ამასაც ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა მაგრამ ეს შეგიძლია დეიკიდო. გეირგიუსა თუ ხარ ალტერით და ამდენი ტყუილად თუ მაწერინე გამიხმეს ეს კლავიატურა. საწყენად არ მიიღო არც შენ არც გეორგიუსამ.

Posted by: loopback 5 Oct 2019, 12:16
NinjaRacer

lol.gif

არ არ ვარ ეგ
doomdev ის ალტერი ვარ ხაკერა მოდერმა მიმჩექმა ის აცც

Posted by: NinjaRacer 5 Oct 2019, 12:28
loopback
ისედაც სამნახევარი კაცი პიოსტავს რა დააშავე აეთი კიმარა.

QUOTE
doomdev

up.gif

Posted by: loopback 5 Oct 2019, 12:40
QUOTE
ისედაც სამნახევარი კაცი პიოსტავს რა დააშავე აეთი კიმარა.


პოლიტიკის განყოფილებაში ვპოსტავდი და..... cry.gif

Posted by: gdaviti 5 Oct 2019, 13:57
NinjaRacer
მადლობა კარგი რჩევისთვის.
ანუ რაც შეეხება ზოგადად საწყის ეტაპზე მინდა front-end (html, css, js და ა.შ) კარგად შესწავლა საწყის ეტაპზე, თუმცა არ ვიძახი, რომ ჩემი ცოდნა 0 და არაფერში ვერკვევი. უბრალოდ მომწონს მაგაზე მუშაობა და ამის შემდგომ, როცა უკვე ვიტყვი, რომ სრულფასოვნად ვიცი მერე front back -ზე გადავიდე და შევხედოთ, რომელია უფრო ჩემი...

რაც შეეხება თიმს ანუ ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ეხლა რაც მაქვს სხვა სამსახურში ვერ დავიწყებ მუშაობას, რადგან რთულია სთაჟირებებზე სიარული რადგან მაქვს შემოსავალი და დამოკიდებული ვარ... ამიტომ მინდა საწყის ეტაპზე ტრეინინგების გავლა, ხოლო შემდგომ შეიძელბა გაცინო ადამიანები, რომლებთანაც შექმნი თიმს. და შემდგომ, როცა შემეძლება თქმა, რომ მე კარგად ვიცი ესა თუ ის პროგრამა და პროგრამირება უკვე შეიძლება სპეციალობის შეცვლაც (თუ რა თქმა უნდა მივხვდები, რომ ეს ჩემი სფეროა).

ამიტომ ზოგადად ბევრი კურსი ვნახე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რო უმრავლესობა იქნება ბლა.ბლა ბლა. დიდ არაფერს შეგასწავლიან და ამიტომ მჭირდება ნორმალური ტრინინგ ცენტრი, თანხის ჩადება საკუთარ თავში ყოველთვის მიმაჩნია საუკეთესოდ.

ასევე მაქვს რაღაც იდეები და ამის განხორციელება მინდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ მაგ იდეებმა შეიძლება თანხა მომიტანოს, მაგრამ საწყის ეტაპზე პრაქტიკისთვის ჩემი აზრით კარგი იქნება.

Posted by: NinjaRacer 5 Oct 2019, 15:25
gdaviti
ნამდვილად რთულია მუშაობა და თან მეორე პროფესიის ათვისება. თანაც დეველოპინგის.
შენით არის ძალიან რთული მართლაც. სასწავლებელი ნახე რამე და მიყევი. სტრუქტურას მოგცემ აბა შენით დროც დაგეხარჯება მეტი და ენერგიაც up.gif წარმატებები.

Posted by: gdaviti 6 Oct 2019, 13:46
NinjaRacer
ვიცი, რომ რთულია თუმცა მგონი შეუძლებელიც არაფერია... ენერგია ბევრი დაგეხარჯება ამასაც ვაცნობიერებ მაგრამ როცა რამე გინდა მგონი არც უნდა დაიზარო მოსინჯვა smile.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)