Karavadjoგამარჯობა
რა თქმა უნდა შენობით უნდა მომმართო.
თუ გიყვარს ეს საქმე, სცადე რამის გაკეთება, გამოგივა აუცილებლად. არაა ამისათვის პაპის გენები აუცილებელი. სწორ ხაზს ვერ ვავლებ წესივრად სახაზავის გარეშე და მაინც გამომდის რაღაცები
რაც შეეხება გადახურვას. საკმაოდ შრომატევადია, უფრო სწორად მე გავართულე. წესით კრამიტის პირველ რიგს რომ დაამაგრებ დანარჩენი უბრალოდ ლაგდება, მაგრამ ცოტა არასაიმედოა, შეიძლება ჩამოვარდეს ან ძლიერმა ქარმა ახადოს. ამის გამო ავდექი და ყველა კრამიტს, როგორც ქვედა, ასვე ზედა ფენას ინდივიდუალურად ვამაგრებ შურუფით, მერე ამ შურუფის თავს გერმეტიკას ვუსვამ(არც ესაა საჭირო, მაგრამ ვერ ვისვნებ რა). დაახლოებით 400 ცალი დავამაგრე უკვე. ერთი გვერდიღა მაქვს დარჩენილი და კრამიტი დამაკლდა
ეს კრამიტი ძალიან ძველია, დაახლოებით ორი საუკუნის, პაპაჩემის სოფლიდან მაქვს წამოღებული. ცოცხალი თავით არ მინდა სხვა კრამიტის დაფარება, ამიტომ დავდივარ ამ სოფელში იმ ხალხთან, ვისაც შეიძლება ქონდეს შემორჩენილი. ამ ძებნაში სამაგისტროს წერა დავიწყე და გახდა ეს გადახურვა ჩინეთის დიდი კედელი
დავდებ ამ დღეებში სურათს.
პ.ს.-მადლობა შექებისთვის.
ესეც პლასტიკატი ჩამოვყარე და ხის ჭერი გავაკეთე. ამ სურათებში ლაქი არ უსვია, რეალურად ძალიან ლამაზია. ნუ მე მომწოს