ხალხნო და კომპეტენტურნო პირნო გთხოვთ დამაკვალიანოთ ვის და როგორ მივმართო დახმარებისათვის?
ვარ ერთი ცოტა გაჭირვებული ადამიანი,
არ მაქვს სახლი; უძრავ-მოძრავი ქონება არ გამაჩნია;
სამსახური და შემოსავალი არ მქონია წლებია (საერთოდ არანაირი შემოსავალი და არც ფიქსირდება არსად);
არც არანაირი ძვირფასი ნივთები აქ მაქვს; არც მობილური.
მხოლოდ ერთი ჩანთა მაქ და ცოტა სამოსი ისის საზაფხულო.
მიმასწავლეთ ვის მივმართო დახმარებისათვის? არც საპენსიო ასაკი მაქვს და მადლობა ღმერთს არც ინვალიდი ვარ.
ვიფიქრე მერიაში ან სადმე ხო არ მივიდე და თხოვნით განცხადება დავწერო ვინმეს სახელზე რო თუნდაც ერთჯერადად გამომიყონ ცოტაოდენი თანხა.
ვარ საქართველოს მოქალაქე თბილიდან.
P.S.
მოდერს ვთხოვ თუ შეუსაბამო ადგილას გავხსენი თემა, გადაიტანოს სადაც საჭიროდ მიიჩნევს.