[IMG]http://images.beef.ge/pictures/8435659294f61819983d5794cc091fcc.jpg[/IMG]დღეს მის მუსიკას ვუსმენდი და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ დღეს მისი იუბილეა - მას 70 წელი შეუსრულდებოდა. ამიტომაც გადავწვიტე რომ მისი თემაც გამეხსნა. მაშ ასე, Fabrizio De Andre’ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი და პოეტი (cantautore). ის 1940 წელს. გენუაში დაიბადა სამოციანი წლების დასაწყისში კი თავის შემოქმედებით გზას დაადგა. მისი პირველი სინგლი (E Fu’ La Notte) 1961 წელს გამოვიდა. 1966 წლიდან კი მან სრულმეტრაჟიანი ალბომების გამოშვება დაიწყო. სათითაოდ ყველა ალბომი რომ განვიხილო, ალბათ ჩემი პოსტი გაავსებს მთელ ფურცელს, ასე რომ ზოგადად ვიტყვი:
მისი ადრეული შემოქმედება უფრო მეტად იტალიურ ფოლკლორსა და რენესანსულ მუსიკას ეყრდნობა. სამოციანი წლების ალბომების მოსმენისას გეგონებათ, რომ თითქოს 16-ე საუკუნეში ხართ... მისი პოეზია მის მუსიკაზე არანაკლებ გენიალურია. ის წერდა ღმერთზე, მეძავებზე, გმირებზე, მარგინალებზე... ხშირად მისი ლექსები (ენა არ მომიბრუნდება, რომ მათ ”ტექსტები” ვუწოდო) ძალიან რადიკალური იყო და დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა (მაგალითად, რამდენიმე მისი სიმღერა კათოლიკური ეკლესიის კრიტიკის ქვეშ მოექცა), მაგრამ იმდენად ლამაზი და ღრმა იყო, რომ მისი მისი კრიტიკოსების უმრავლესობაც ოცდებოდა.
1968 წელს მან გამოსცა კონცეპტუალური ალბომიe “Tutti Morimmo A Stento” („ჩვენ ყველა ტანჯვით მოვკვდით”, რომელსაც ძნელია ისტორიაში ბადალი მოუძებნო. ალბომი ეხება ნარკომანებს, მათი ცხოვრების უაზრობით გამოწვეულ გრძნობებს, ფიქრებსა და განცდებს. და ეს ყველაფერი ულამაზესად, ფალშის გარეშეა შესრულებული. კიდევ ნიუანსი: ალბომი გამოვიდა მაშინ როდესაც მსოფლიოში LSD-სა და სხვა ნარკოტიკების ბუმი იყო და ამ ბუმმა მუსიკაშიც შემოაღწია (ფსიქოდელიური ერა) ამ ალბომს კი დიამეტრულად განსხვავებული პათოსი ჰქონდა.
რამდენიმე ”რენესანსული” ალბომის შემდეგ, სამოცდაათიანების მეორე ნახევარში, მან უფრო თანამედროვე, ფოლკ-როკ გეზი აიღო, რამაც მისი მუსიკა დასავლელ singer / songweriter-ებს დაუახლოვა. ოთხმოციანებში კი მან ექსპერიმეტირება დაიწყო სხვადასხვა ხალხების (იტალიის სხვადასხვა კუთხეების და არა მარტო) მუსიკასთან, რომელმაც შედეგად ულამაზესი ალბომი ”Creuza De Ma’” მოგვცა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ethnic-fusion ალბომად ითვლება (მაგალითად, ეს Talking Heads-ის წევრის, David Byrne--ს ერთ-ერთი საყვარელი ალბომია).
ოთხმოცდაათიანებში დე ანდრემ რამდენიმე სოციალურ-პოლიტიკური თემებით დატვირთული ალბომი ჩაწერა რომელთაგანაც განსაკუთრებით უკანასკნელი, Anime Salve გამოირჩევა, ამ ალბომს ზოგი მისი პოეზიის პიკადაც მიიჩნევს. ალბომში მრავალი თემაა წარმოჩენილი მარგინალებიდან (ტრანსვესტიტები, მეძავები და ა.შ.) სენტიმეტებამდე და რომანტიკამდე… ამ ალბომის შემდეგ მან საკონცერტო ტურნე წამოიწყო, რომლის მიხედვით DVD-ც გამოვიდა.
სამწუხაროდ, ტურნეს დროს ფაბრიციო თავს შეუძლოდ გრძნობდა; სამედიცინო გამოკვლევისას კი მას სავალალო დიაგნოზი - ფილტვის კიბო აღმოუჩინეს... ის დიაგნოზიდან მალევე, 1999 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.
მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იტალიურ (როგორც ფოლკ, ასევე პოპ და როკ) მუსიკაზე. ის რომ ინგლისელი ყოფილიყო, ალბათ ინგლისურ მუსიკასაც გადაატრიალებდა. ახლაც, წამყვანი იტალიური პროგ-როკ ჯგუფი PFM მისი სიმღერებისაგან შემდგარი საკონცერტო ტურნეთი გამოდის.
კარგით, ახლა საქმეზე გადავიდეთ:
დისკოგრაფია:
1966 - Tutto Fabrizio De André
1967 - Volume I (Fabrizio De André)
1968 - Tutti morimmo a stento
1968 - Volume III
1969 - Nuvole barocche
1970 - La buona novella
1971 - Non al denaro, non all'amore né al cielo
1973 - Storia di un impiegato
1974 - Canzoni
1975 - Volume VIII
1978 - Rimini
1981 - Fabrizio De André (conosciuto come L'indiano)
1984 - Crêuza de mä
1990 - Le nuvole
1996 - Anime salve
ამ ლინკებში შესულია ყველა სტუდიური და რამდენიმე საკონცერტო ალბომი
http://www.megaupload.com/?d=W67JS7GChttp://www.megaupload.com/?d=3L5RFVN0http://www.megaupload.com/?d=CPWO878Rhttp://www.megaupload.com/?d=9C4ICQJHhttp://www.megaupload.com/?d=XHNT8MGAhttp://www.megaupload.com/?d=H8TWEXFUhttp://www.megaupload.com/?d=9P5ZP1NZhttp://www.megaupload.com/?d=BT4Q0KF5http://www.megaupload.com/?d=8ZSPYE23ან
http://rapidshare.com/files/147938102/Fabr...dre_.part01.rarhttp://rapidshare.com/files/148040452/Fabr...dre_.part02.rarhttp://rapidshare.com/files/148065473/Fabr...dre_.part03.rarhttp://rapidshare.com/files/148081487/Fabr...dre_.part04.rarhttp://rapidshare.com/files/148095300/Fabr...dre_.part05.rarhttp://rapidshare.com/files/148203894/Fabr...dre_.part06.rarhttp://rapidshare.com/files/148213122/Fabr...dre_.part07.rarhttp://rapidshare.com/files/148222415/Fabr...dre_.part08.rarhttp://rapidshare.com/files/147976759/Fabr...dre_.part09.rar * * *
სანამ ამას გადმოწერთ, აი რამდენიმე ვიდეოც:
Preghiera In Gennaio (1967)ერთ-ერთი სიმღერა, რომელმაც კათოლიკური ეკლესიის კრიტიკა გამოიწვია, რადგანაც ის ქრისტიანობის რამდენიმე პოსტულატს ეწინააღმდეგება. იგი აქ ღმერთს შესთხოვს, რომ მან სამოთხეში შეუშვას მისი მეგობარი, რომელმაც თავი მოიკლა.
Si Chiamava Gesù (1967)ამ სიმღერასაც საკმაოდ დიდი დავა მოჰყვა. აქ დე ანდრეს ქრისტეს როლი აქვს ძალიან თავისებურად გააზრებული, თუმცა ბოლოს ის მაინც იესოთი აღტაცებას გამოხატავს.
Cantico Dei Drogati"ნარკომანების სიმღერა". აქ გენიალურადაა გამოხატული ნარკომანის ემოციები... როგორც დე ანდრე ამბობს, ორკესტრირება The Moody Blues-ით იყო შთაგონებული.
La Canzone Di Marinella (1965)ეს კი ალბათ დე ანდეს ყველაზე მეტად ცნობილი სიმღერაა. ეს სიმღერა შთაგონებულია ერთი მეძავის ისტორიით, რომელიც სხვადასხვა გარემოებების გამო მეძავობას დაადგა და მალე იგი მკვდარი იპოვეს.
Via Del Campo (1967)კიდევ ერთი ულამაზესი სიმღერა მეძავებზე. სიმღერა საინტერესო ფრაზით მთავრდება "მარგალიტებისაგან არაფერი იშობა, ნეხვისაგან კი ყვავილები..." ვიდეო 1999 წელს გამოსული DVD-დან
Bocca Di Rosa (1978)ესაა ფაბრიციოსა და PFM-ის ერთობლივი კონცერტის ჩანაწერი. სიმღერა ისევ თავისუფალი ყოფაქცევის ქალს ეხება, რომელმაც ერთ პატარა ქალაქში სიყვარული შემოიტანა
La Guerra Di Piero (1978)ჩანაწერი იგივე კონცერტიდან, ძალიან ლამაზი სიმღერა ჯარისკაც პიეროზე. PFM-ის ულამაზესი არანჟირებით.
Ho Visto Nina Volare (1996)დაბოლოს, ჩემი აზრით, საუკეთესო სიმღერა მისი ბოლო ალბომიდან, სევდიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი. უძლიერესი კლიპით.