მოკლედ ვიყიდე ნოუთბუქი
HP 530
ხოდა რა ხდება ეხლა, ნუ სისტემა მიჩვენებს რომ აქვს ინტეგრირებული ვიდეო Mobile Intel® 945 Express Chipset Family (128 MB) ხოდა პროგრამა GPU-Z(ვინც არ იცის, არის CPU-z-ის ანალოგი,მხოლოდ აჩვენებს ვიდეო ადაპტერის მონაცემებს) მიჩვენებს რომ ვიდეო მუშაობს 8 მბ-იან რეჟიმში, ამას მიდასტურებს ოპერატიულიც, რომელიც ზუსტად 8 მბ-თი არის შემცირებული.
ეხლა პრობლემა:
მინდა გავუზარდო ვიდეოს მეხსიერება, ანუ მეტი მივცე ოპერატიულიდან,მაგრამ ბიოსში მაგის მსგავსიც კი არაფერია საერთოდ, ისე ვიცი როგორც იზრდება,მარა არაა ნაღდად ბიოსში ეგეთი არაფერი(უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ღარიბი ბიოსი აქვს).
კითხვა: შესაძლებელია რამე სხვა გზით მეხსიერების გაზრდა?
არადა იმ აზრით ვიყიდე რომ თამაშები უნდა დამევიწყებინა, მაგრამ სულმა წამძლია და დავაყენე სატესტოდ NFS Most Wanted ხოდა გაუშვა მხოლოდ ცოტათი ჭედავდა(8 მბ-ით ), ხოდა ვიფიქრე მინიმუმ 64 მაინც თუ ავუწევ საკაიფოდ შევძლებ თამაშს
აბა ველოდები პასუხებს