Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ძარცვა


Posted by: Chieff 12 Jun 2019, 00:56
მოკლედ ასეა საქმე, ჩემმა 19 წლის ნათესავმა გატეხა მაღაზია და გამოიტანა დაახლოვებით 5 ათასი ლარის საქონელი, დააკავეს იმ დილითვე და აღმოჩნდა რომ 2 კვირის წინაც იგივე მაღაზიიდან ჩუმად მოუპარავს რაღაცეები (კამერები გადაახვიეს). როგორც ადვოკატმა თქვა, 2 მუხლი უდგებაო, ძარცვა და ყაჩაღობაო, არაა წარსულში ნასამართლევი და მაინტერესებს ღირს უკეთესი ადვოკატის ძებნა და ფულის ხარჯვა ადვოკატებში, შეიძლება გამოვაძვრინოთ პირობითით ან ჯარიმით? თუ აზრი არ აქვს. იდეაში მაგ საქონელს უნაზღაურებენ მაღაზიას

Posted by: სნუპ დოგი 12 Jun 2019, 04:11
Chieff
სამწუხაროდ, დიდი ალბათობით ციხე იქნება სასჯელი. ან ძაან უნდა გაგიმართლოს რო გამოძრეს პირობითით.

მაღაზიაში ორჯერ შესვლა და აქედან მეორე შესვლით 5000 ლარის საქონლის წამოღება უკვე სერიოზული დანაშაულია.

Posted by: N_e_o_N 12 Jun 2019, 10:58
Chieff
QUOTE
ჩემმა 19 წლის ნათესავმა გატეხა მაღაზია და გამოიტანა დაახლოვებით 5 ათასი ლარის საქონელი

QUOTE
აღმოჩნდა რომ 2 კვირის წინაც იგივე მაღაზიიდან ჩუმად მოუპარავს რაღაცეები

QUOTE
როგორც ადვოკატმა თქვა, 2 მუხლი უდგებაო, ძარცვა და ყაჩაღობაო

მაგარი ადვოკატი ყოფილა

ძარცვისას ნივთის აშკარად დაუფლება ნიშნავს ნივთის დაუფლებას მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით

თუ კი ძარცვისას ნივთის მფლობელმა ან მესაკუთრემ ხელი შეუშალა დაუფლებას და მძარცველმა მის მიმართ გამოიყენა ძალადობა, რომელიც არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ქმედება დაკვალიფიცირდება ყაჩაღობად

Posted by: ratom86 12 Jun 2019, 20:38
თუ ინფორმაცია სწორადაა გადმოცემული და ის წერია რაც რეალურად მოხდა.მაშინ იმ ადვოკატს არც გაეკაროთ wink.gif

Posted by: Chieff 12 Jun 2019, 21:32
დღეს ქონდა პროცესი და სანამ სასამართლო იქნებაო გირაოთი გამოუშვეს, 7კ გირაო

სასამართლოზე რა იქნება რავიცი, კაცმა არ იცის

Posted by: BeerLover 13 Jun 2019, 00:37
სერიოზული ადვოკატი გიპოვიათ

ან ძარცვა რა შუაშია ან ყაჩაღობა


Posted by: Zestafans 13 Jun 2019, 16:30
ადვოკატის სახელი გვარი დაიდოს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mendelsona 13 Jun 2019, 18:39
Chieff

კვალიფიკაცია უნდა გვითხრა ზუსტად და მაგის მიხედვით გეტყვი

Posted by: nnn_lll 14 Jun 2019, 11:29
Chieff
ადვოკატს უთხარით, ძარცვის და ყაჩაღობის გარჩევა ისწავლე, მერე ხელახლა ჩააბარე საკვალიფიკაციო გამოცდები და ისე მოდითქო.

ახლა რაც შეეხება გამოძრომას,
მარტივი არაა, მაგრამ 19 წლისაა ეს უნდა გაითვალისწინონ
თუ აუნაზღაურებს ზიანს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი გამოძრომაზე.

Posted by: mendelsona 14 Jun 2019, 18:43
nnn_lll
ჰო მართალი ხარ,უნდა აღიაროს დანაშაული შემდეგ

Posted by: niana 15 Jun 2019, 18:22
ასე ზედაპირულად ვერ იმაჯელებთ საქმის მასალების გარეშე. რამდენად მყარი საქმეა მტკიცებულებების თვალსაზრისით. პერპექტივები მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ სეიძლება განსაზღვრო. ისე მაინც კომიკური ძარცვა და ყაჩაღობა. რაღაც გერევათ თქვენ. ალბათ ბრალი აქვს ამ მუხლებით წაგენებული და ადვოკატმა იმიტომ თქვა ორი მუხლი უდგებაო. ბრალდება აკვალიფიცირებს და არა ადვოკატი. ბრალში რაც უწერია იმას გეტყოდათ. აი საქმე რამდენად მყარია ეგ არის საინტერესო. ან კამერები რატომ გადაახვიეს ითანამსრომლა სავარაუდოდ

Posted by: mendelsona 15 Jun 2019, 23:02
რახან 19 წლის არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება,მოკლედ საქმის არსი უფრო დეტალურად უნდა გაგვაცნო Chieff

Posted by: otherrr 17 Jun 2019, 22:58
N_e_o_N
BeerLover
Zestafans Oto
nnn_lll

ადამიანმა რომელსაც ეტყობა რომ იურისტიც არ არის, მოყვა ფაქტები რომელიც იცის გადმოცემით... არცერთმა არ იცით სინამდვილეში რა და როგორ მოხდა...
დგებით აქ და საქვეყნოდ შეურაცხყოფას აყენებთ ადვოკატს, რომელსაც არც კი იცნობთ და არაფერი იცით მისი კომპეტენციის შესახებ.
სავარაუდოდ თქვენც იურისტები ხართ, შესაძლოა ადვოკატებიც...

კოლეგიალობაზე რაიმე გსმენიათ საერთოდ???

თუ ვინმეს გალანძღვით უფრო მაგარი ტიპები გამოჩნდებით???

Posted by: Likri 17 Jun 2019, 23:37
otherrr
ის თქვი,რისი თქმაც მინდოდა სანამ შენ პოსტს ვნახავდი.
ასე ზერელე მოყოლილით ვაბშე რო წერთ უკვე ყველაფერს,ეგააა პრობლემა და არა იმ ადვოკატის ნათქვამი,რასაც ირონიით განიხილავთ.

Posted by: nnn_lll 19 Jun 2019, 13:24
otherrr
კოლეგიალობის პრინციპი ადვოკატებს არ უკრძალავს კოლეგების არაკომპეტენტურობაზე მიუთითონ.

ამასთან, არ არსებობს სიტუაცია, როდესაც ძარცვა და ყაჩაღობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს - ან ძარცვაა ან ყაჩაღობა.. ძარცვა და ყაჩაღობა ერთად მხოლოდ ფორმალობაა, თუ დავანაწევრებთ : პირველ ეპიზოდში ძარცვაა და მეორეში ყაჩაღობა - საბოლოოდ მაინც ყაჩაღობა შთანთქავს. ანუ გვექნება ერთი სასჯელი - ყაჩაღობისთვის.

მაგრამ, აქ ნათქვამი იყო, რომ კამერები გადაახვიეს და აღმოჩნდა, რომ კიდევ რაღაცეები გაუტანია ადრეო
ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ ეპიზოდში საქმე გვაქვს ქურდობასთან.
მეორე ეპიზოდში რა ხდება გაურკვეველია, თუმცა რაც დაწერა აქედან ცხადია, რომ ძარცვისა და ყაჩაღობის კომბინაცია ვერანაირად ვერ იქნება.

Posted by: otherrr 19 Jun 2019, 18:33
nnn_lll

ეთიკის კოდექსი, მუხლი 7

კოლეგიალობის პრინციპი

ადვოკატი ვალდებულია პატივი სცეს კოლეგებს, არ შელახოს მათი ღირსება და დაიცვას პროფესიული ღირებულებები.

,,ადვოკატს უთხარით, ძარცვის და ყაჩაღობის გარჩევა ისწავლე, მერე ხელახლა ჩააბარე საკვალიფიკაციო გამოცდები და ისე მოდითქო“

1. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ადამიანი ყვება გადმოცემით რაღაცეებს... არ იცის საქმეში რა ხდება... თან იურისტიც არ არის.
თქვენ კიდე თეორებს აგებთ, ისე რომ საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები არ გაქვთ და ამის საფუძველზე იძახით რომ ადვოკატი ვერ არჩევს ყაჩაღობას და ძარცვას და გამოცდა ხელახლა აქვს ჩასაბარებელი.

2. მართლაც რომ არაკომპეტენტური იყოს თქვენი ეგეთი ლექსიკა არ არის ლახავს მის ღირსებას? ან პატივისცემას გამოხატავს? ))))


QUOTE
ამასთან, არ არსებობს სიტუაცია, როდესაც ძარცვა და ყაჩაღობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს - ან ძარცვაა ან ყაჩაღობა.. ძარცვა და ყაჩაღობა ერთად მხოლოდ ფორმალობაა, თუ დავანაწევრებთ : პირველ ეპიზოდში ძარცვაა და მეორეში ყაჩაღობა - საბოლოოდ მაინც ყაჩაღობა შთანთქავს. ანუ გვექნება ერთი სასჯელი - ყაჩაღობისთვის.


აქ თქვენი კომპეტენცია დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ? სადმე წერია რომ ნასამართლობის არ მქონეა ეს პირი? ნასამართლობის შემთხვევაში ხო შთანთქმასთან ერთად სრული ან ნაწილობრივი შეკრების შესაძლებლობაც არსებობს?

Posted by: nnn_lll 19 Jun 2019, 19:45
otherrr

QUOTE
კოლეგიალობის პრინციპი

არ ნიშნავს მაგას ეგ კოლეგიალობის პრინციპი, რაც შენ გგონია... ადვოკატებთან სხვანაირი მიდგომაა.. ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ, თუ გაინტერესებს იცი ადვოკატთა ასოციაციის საიტი და შეგიძლია წაიკითხო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები.
QUOTE
2. მართლაც რომ არაკომპეტენტური იყოს თქვენი ეგეთი ლექსიკა არ არის ლახავს მის ღირსებას? ან პატივისცემას გამოხატავს? ))))

ახლა ძაან არ მინდა სიტყვებზე გამომკიდებელი აი ფსევდო მოდებატე დემაგოგები რომ არიან მათი როლი მოვირგო თორემ, აი მაგ სიტყვა "ღირსებას" სანამ ბოლომდე არ ამიხსნიდი მანამდე არ მოგეშვებოდი. მაგრამ კაი გავატაროთ.


QUOTE
აქ თქვენი კომპეტენცია დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ? სადმე წერია რომ ნასამართლობის არ მქონეა ეს პირი? ნასამართლობის შემთხვევაში ხო შთანთქმასთან ერთად სრული ან ნაწილობრივი შეკრების შესაძლებლობაც არსებობს?

ჩემი კომპეტენცია კი არა რაც გინდა დააყენე ეჭვქვეშ, ოღონდ კარგად წაიკითხე რას ვწერ biggrin.gif
რა შუაში იყო ეხლა ნასამართლობის საკითხი აქ...

Posted by: otherrr 19 Jun 2019, 21:20
nnn_lll
QUOTE
ახლა ძაან არ მინდა სიტყვებზე გამომკიდებელი აი ფსევდო მოდებატე დემაგოგები რომ არიან მათი როლი მოვირგო თორემ, აი მაგ სიტყვა "ღირსებას" სანამ ბოლომდე არ ამიხსნიდი მანამდე არ მოგეშვებოდი. მაგრამ კაი გავატაროთ.


კარგია რომ არ მოირგე, იმიტომ რომ არ ჩამოგყვებოდი ბოლომდე მაგ კამათში, არ მიყვარს უსარგებლოდ დროის ფლანგვა.




QUOTE
რა შუაში იყო ეხლა ნასამართლობის საკითხი აქ...


იხ. სსკ-ის 59-ე მუხლის 3-ე ნაწილი.

პ.ს როცა საქმის მასალებს არ იცნობ კოლეგა შეურაცხმყოფელად არ უნდა მოიხსენიო.
კავშირის დასასრული )))



Posted by: nnn_lll 19 Jun 2019, 23:37
otherrr
QUOTE
კარგია რომ არ მოირგე, იმიტომ რომ არ ჩამოგყვებოდი ბოლომდე მაგ კამათში, არ მიყვარს უსარგებლოდ დროის ფლანგვა.

სამაგიეროდ ჰაერზე ლაპარაკობ ბევრს smile.gif
QUOTE
იხ. სსკ-ის 59-ე მუხლის 3-ე ნაწილი.

სხვა რამეზეა ლაპარაკი სხვა რამეზე, ჯერ წაიკითხე და მერე წერე პოსტები.

QUOTE
პ.ს როცა საქმის მასალებს არ იცნობ კოლეგა შეურაცხმყოფელად არ უნდა მოიხსენიო.

ვაიმე, რა ძაან გეწყინა, შენ ხო არ ხარ ეგ ადვოკატი? biggrin.gif


Posted by: ფორსტმანი 19 Jun 2019, 23:47
otherrr
Likri
რა კოლეგიალობას ითხოვთ თქვენც.
კოლეგიალობის პრინციპი მუშაობს ქვეყნებში სადაც იურისტებს არა მარტო პროფესიული, არამედ მაღალი მორალური თვითშეგნება გააჩნიათ.

აქ უბრალოდ - "იიიი აღყყყყყყ ძარცვა და ყაჩაღობა აერია ჰაჰაჰა" - იურისტები გვყავს.
თავიანთ სიმცირეს სხვაზე დაცინვით ინაზღაურებენ და რა ქნან ბავშვებმა ?

ამიტომ, დაიკიდეთ თქვენც - მითუმეტეს ფორუმზე სიტუაციას ვერ გამოასწორებთ.

Posted by: Neo777 20 Jun 2019, 00:06
Chieff
QUOTE
ძარცვა და ყაჩაღობაო

ღამე მაღაზიის გატანა არ არის არც ძარცვა და არც ყაჩაღობა.
ეს არის ქურდობა და აქედანვე არ მოტყუვდეთ

Posted by: otherrr 20 Jun 2019, 11:16

nnn_lll
QUOTE
ვაიმე, რა ძაან გეწყინა, შენ ხო არ ხარ ეგ ადვოკატი?


არა მე არ ვარ. ის არ მსიამოვნებს უბრალოდ სხვა რამით რომ ვერ იწევთ რეიტინგს გარდა სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა )))

QUOTE
სხვა რამეზეა ლაპარაკი სხვა რამეზე, ჯერ წაიკითხე და მერე წერე პოსტები.

lol.gif მერწმუნე შენზე ბევრჯერ წაკითხულიც მაქვს და გამონაყენებიც wink.gif

QUOTE
სამაგიეროდ ჰაერზე ლაპარაკობ ბევრს

აქ უკვე რაც შენ გააკეთე იმის ჩემზე გადმობრალებას ცდილობ და თან პროვოკაციაზე მოდიხარ )))) ამის მერე მართლა რაღა უნდა გელაპარაკო ))))

Posted by: kshaneli 20 Jun 2019, 12:53
რატომ ეძაბებით ერთმანეტს? რა ვერ გაიყავით?

Posted by: nnn_lll 20 Jun 2019, 13:07
otherrr
QUOTE
მერწმუნე შენზე ბევრჯერ წაკითხულიც მაქვს და გამონაყენებიც 

ეჭვიც არ მეპარება facepalm.gif

Posted by: love-killa 20 Jun 2019, 14:31
QUOTE (BeerLover)
ან ძარცვა რა შუაშია ან ყაჩაღობა

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Likri 20 Jun 2019, 23:20
ფორსტმანი
კი,ნამდვილად სხვა დონეა აქ და აზრი არ აქვს ამათთან რამის დაწერა.
საქმესე ზოგად დაწერილ საკითხე დასკვნაც დადეს და სხვაც გამოიყვანეს დებილუ

Posted by: nnn_lll 21 Jun 2019, 18:25
ეხლა, მე ვარ არაეთიკური ვიღაცა ადვოკატი რომ შევაფასე უხეშად და ტიპები დგანან და განიხილავნ რა ცუდი ადამიანი და არაკოლეგიალური იურისტი ვარ lol.gif
ვაი თქვენს პატრონს
facepalm.gif

პ.ს. არაკომპეტენტური და კანონების უცოდინარი რომ ვარ ეგ დაგავიწყდათ მეგობრებო 2kiss.gif

Posted by: ფორსტმანი 21 Jun 2019, 23:20
nnn_lll
QUOTE
ეხლა, მე ვარ არაეთიკური ვიღაცა ადვოკატი რომ შევაფასე უხეშად და ტიპები დგანან და განიხილავნ რა ცუდი ადამიანი და არაკოლეგიალური იურისტი ვარ 

ასეთი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე რომ თვლი საკუთარ თავს ღირსად განგიხილონ და პირდაპირ საკუთარ თავზე იღებ ?
ასეთი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინება არ შეიძლება.
სირცხვილიც კი არის.

სჯობს გააგრძელო შენი სცენარით და იიი იყო ყველაზე აღმატებული.

QUOTE
ვაი თქვენს პატრონს

კულტურის ნაკლებობას რომ განიცდი - ეგ არაფერი. მარტივად შემჩნევადია.

გეპატიება, რადგან აგრძელებ და ართობ გარეშე პირებს, რომელთაც უკვე ნაკლები გასართობი აქვთ.


Posted by: nnn_lll 22 Jun 2019, 21:53
ფორსტმანი



გაცელდი!



Posted by: ფორსტმანი 22 Jun 2019, 23:16
nnn_lll
QUOTE
გაცელდი!

მადლობა რომ ჩვენ გართობას აგრძელებ.

კარგი ადამიანი ხარ.

Posted by: ketuketos-fani 6 Jul 2019, 23:19
კვალიფიკაციაში გარღვევა გვაქ facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)