#39258957 · 30 Dec 2013, 07:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kvirike
QUOTE | მართალია ის, რომ კატანას გამოჭედვის (თუ გამოჭედვამდე) შემდეგ ჭაობში დებდნენო? |
...მართალია და ყველა ოსტატს, ბულატის იქნებოდა ის თუ კატანასი, თავისი ხელწერა ჰქონდა ჭედვის წრთობისა და ლესვის!...თუმცა ამ ყველაფერში არის მითიც და რეალობაც.
ერთი რამ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ბულატის, დამასკური , ბაწარაულის თუ კატანას ფოლადი...ეს არის - რკინა+ნახშირბადი+ ლეგირებადი ჩანართების ერთგვარი კომპოზიტი, რომელიც გათვლილია დრეკადობაზე, სისალეზე და დარტყმებისადმი მედეგობაზე!
...კაი დანა ეს არ არის კაი ხმალი და პირიქით! ...კარგ დანას მოეხოვება კაი ჭრა და დარტყმებისადმი პირის მედეგობა!...არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, როცა არსებობენს ფოლადები, ქრომის, მოლიბდენის და ვანადიუმის ლეგირებით, მაგ.: ...მატარებლის ვაგონის ზამბარა, ვოლგის რესორი, საკისრის სალტე, ბისტრორეზის პირი...ტრაქტორის ან ტანკის მუხლუხოს "პალეცი" და ა.შ.
...ბულატი, კატანა და დამასკო ეს უკვე ...სხვადასხვა ფოლადის მასალის - შელღობის, ჭედვის, წრთობის, მოშვების და ლესვის მაღალი კლასის ხელოვნებაა!...რომელსაც სრულჰყოფილად თუ არ ფლობ და არგაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, შეიძლება გამოგივიდეს მხოლოდ კუკლა და რაღაც უბადრუკი იმიტაცია და პრაქტიკულად ყასბის ჩვეულებრივ დანაზე უარესი!
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|