shaknikeგაისისთვის თუ გეგმავენ მაშინ ახლანდელი პირობები რელევანტური აღარაა, რადგან როგორც ზემოთ დავწერე სასტუმრომ კესბორერი შეიძინა და ბურანზე ჩაბმა და წვალება აღარ იქნება საჭირო, როგორც ვიცი 12 ადამიანი ეტევა კესბორერზე.
სასტუმრო ნორმალურია, არის გარკვეული ხარვეზები მაგრამ იმედია გამოასწორებენ, მაგათთვისაც პირველი ზამთრის სეზონია და დახვეწავენ ალბათ
ყოფითი ხარვეზები სასტუმროში ესენი მახსენდება:
1. ცუდი გათბობა - ვერ მოვასწარით ყველა სართულზე ცენტრალური გათბობის დამონტაჟებაო, ამიტომ მიუხედავად იმისა რომ გამათბობელი 24სთ ჩართული იყო ნომერში, ღამით თერმო მეცვა და ისე მეძინა, თან საღამოობით სულ ჩარტყმული გვქონდა ხან ჭაჭა და ხან კონიაკი
როგორც გავიგე ჩემი მეგობარიც თერმოებში წვებოდა დასაძინებლად თურმე(ცალკე ნომრებში ვიყავით);
2. შტეფსელების ნახევარი არ მუშაობდა - შედეგად გრაფიკი მქონდა დაწესებული როდის ლეპტოპი დამეტენა, როდის მობილური, როდის ბათინკები შემეერთებინა გამათბობელში და ა.შ., იმის გათვალისწინებით რომ ერთი მუდმივად დაკავებული იყო გამათბობლისთვის
3. ფანჯრებთან და აივნებთან(რომლებიც დასკოჩილი იყო და არც იღებოდა) უფრო იატაკზე შეინიშნებოდა მოშნად სისველეები, რადგან აივნის კარების გარედან ტონობით თოვლი იყო მოყრილი
დანარჩენი წვრილმანი იყო…