forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (101) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძველებური მუღამები VI , ჰაერში ოქრო ლივლივებს
GRIZLY07
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10662
წევრი No.: 37833
რეგისტრ.: 7-July 07

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 17:24  #48026055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shota_65
QUOTE
ბოდიშს გიხდით ბატონებო, ამერია ერთი მეორეში. მაგრამ ერთში უდა დამერწმუნოთ, ახალგიზრდობაში ორივეს ვეწეოდი, ორივე ჩინებული სიგარეტები იყო (სიგარეტებზე რომ ამას იტყვი). ახლა რისგან ამზადებენ სიგარეტებს კაცმა არ იცის. ნამდვილ თუთუნს თავის დამახასიათებელი არომატი ჰქონდა. აქ წარმოდგენილი არ არის ერთ-ერთი პირველი ფილტრიანი სიგარეტი სახელწოდებით ლაგოდეხი. დაისის ხელა შეფუთვაში იყო. მალე გაქრა გაყიდვიდან. არაჩვეულებრივი თუთუნით იყო დამზადებული. რომ იტყვიან, მიმიქარავს ამერიკულიო.

არ გეწყინოს-ეტყობა ამერიკული არ მოგიწევია


--------------------
ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს მოვუტ*ან დედის მუტე*ი
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8922
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 19:26  #48027127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

user posted image

1976 წელი, თბილისი, 12 წლის გარი კასპაროვი, რომელმაც მოიგო სსრკ-ს ჩემპიონატი 18 წლამდე კატეგორიაში
და მაია, სსრკ-ს ჩემპიონი, ...17 იანვარია, ჩიბურდანიძის დაბდღე smile.gif


--------------------
No pasarán!
shota_65
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 182066
რეგისტრ.: 21-February 14

გამოგზავნილია: 8 Jun 2016, 20:07  #48037280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GRIZLY07
როგორ არ მომიწევია, ფილიპ მორისი პლაშტმასის კოლოფში, მარბოროც. ნამდვილ ამერიკულზე ვლაპარაკობ და არა პატენტებზე, რომლებიც ოლიმპიდის წინ შემოიტანეს კავშირში.
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8922
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 8 Jun 2016, 21:31  #48037888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

მუღამისტებო...smile.gif

გუშინდელი ემოციის გადამკიდე ქართული ფეხბურთის 20 შთამბეჭდავი გამარჯვება
ამოვკრიფე, ჩემი სუბიექტური შეხედულებით

ყველაა აქ : ოფიციალური, ამხანაგური, სანაკრებო, საკლუბო

23.06.1959 დინამო თბ - სტად დე რეიმსი საფრანგეთი 6-2
21.08.1960 დინამო თბ - ბაია ბრაზილია 4-0
18.08.1973 ატლეტიკო მადრიდი - დინამო თბ 0:0 პენ 3:4
19.08.1973 დინამო თბ - ბენფიკა ლისაბონი 3-1
14.09.1977 ინტერი მილანი - დინამო თბ 0-1
13.09.1978 დინამო თბ - ნაპოლი იტალია 2-0
03.10.1979 დინამო თბ - ლივერპული ინგლისი 3-0
15.07.1980 რუმინეთი - დინამო თბ 0-2
04.03.1981 ვესტ ჰემი ლონდონი - დინამო თბ 1-4
08.04.1981 დინამო თბ - ფეიენოორდი როტერდამი 3:0
03.09.1981 ბაიერნი მიუნხენი - დინამო თბ 1-2
13.05. 1981 კარლ ცეისი გერმანია - დინამო თბილისი 1-2
16.10.1994 საქართველო - უელსი 5-0
11.10.1995 საქართველო - ბულგარეთი 2-1
11.10.1997 საქართველო - პოლონეთი 3-0
30.04.2003 საქართველო - რუსეთი 1-0
15.11.2006 საქართველო - ურუგვაი 2-0
17.10.2007 საქართველო - შოტლანდია 2-0
26.03.2011 საქართველო - ხორვატია 1-0
07.06.2016 ესპანეთი - საქართველო 0-1

user posted image

ჩემი ფავორიტი მაინც ეს არის yes.gif
დინამო თბ - ლივერპული ინგლისი 3-0

თქვენი ვერსიები მაინტერესებს
და ესესერის BIG 20 ცალკე გავაკეთოთ...

გამოვფხიზლდეთ ცოტა
ამხელა პახმელია მავნებელია....
ისე ესპანეთის გაგორებას, ოდნავ ჩაციებული, დაბლაციხის 2011 წლის ჩხავერი love.gif და მესხური ყველი მოუხდა ნამეტნავად alk.gif

user posted image

ეს შარჟი მაგრა მომეწონა "მარკამ" გააძრო biggrin.gif biggrin.gif



79 წლის წინანდელ ჰისტორიულ მარცხზე ავიღეთ რევანში smile.gif




This post has been edited by guriaaa on 8 Jun 2016, 21:34
GRIZLY07
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10662
წევრი No.: 37833
რეგისტრ.: 7-July 07

გამოგზავნილია: 8 Jun 2016, 22:35  #48038395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shota_65
QUOTE
როგორ არ მომიწევია, ფილიპ მორისი პლაშტმასის კოლოფში, მარბოროც. ნამდვილ ამერიკულზე ვლაპარაკობ და არა პატენტებზე, რომლებიც ოლიმპიდის წინ შემოიტანეს კავშირში.

ჰო და მითუმეტეს მიკვირს როგორ ადარებ. მაშინდელი ანეკდოტიც გემახსოვრება-როგორ ჩავარდა საბჭოთა აგენტი. სიგარეტი, რომ ამოიღო თითებში გასრისა-გაარბილა. არ გახსოვს რამხელა ფიჩხები იდო. მითუმეტეს ფილი მორისის ვიეტნამური ვარიანტი მოგიწევია ნახშირის ფილტრით. წარმოუდგენელი კონტრასტი იყო. როგორც მანქანებში, სათამაშოებში და ა.შ. დაუსრულებლად
* * *
guriaaa
კარგი სიაა.
სადაც ეს
QUOTE
დინამო თბ - ბაია ბრაზილია 4-0

ფლამენგოს, რომ 4:0 მოვუგეთ , მაშინ ეგეც იყოს. ბოკასთვისაც მოგებული გვაქვს იქ, მართალია Q შემადგენლობა ყავდათ, მაგრამ... ბოკაა
ბენფიკას მივამატებდი-3:1 კარაველას თასზე
დიდი სიამოვნებით მივამატებდი 1976 წლის თასის ფინალს არარატთან-3:0 (თუმცა სერიოზულად დასაფიქრებელია ღირს არარატის ასეთ კომპანიაში გაჩითვა)
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8922
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 8 Jun 2016, 23:18  #48038852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GRIZLY07

ბაია 1959-ში ბრაზილიის ჩემპიონი იყო, მომდევნო წელს სუსტი სასტავით კი ჩამოვიდა, მარა მაგ პონტში შევიყვანე
და 1967 წლის ფლამენგო უტიტულო იყო დაჟე რიოს შტატის ჩემპზე კი საშუალო გუნდი...
ბოკა დუბლებით იყო...
ბენფიკასთან 3-1 მიწერია

დაჟე კარლ ცეისი არ შემყავდაsmile.gif...ყველაზე დიდი ფინალი ეგ იყო, მარა საწყალი, უსახური გუნდი იყო...რო არა ფინალის დაძაბულობა სადაც დავიჭერდით იქ მივანგრევდით smile.gif


სსრკ-ს დონეზე 20-ეული ცალკე შევკრათ: არარატი, ტოდო, ტტტ , დუნამო და ა.შ
არ მაინტერესებს
1986 წლის გურია - მოსკოვის ლოკო 1-0 უნდა იყოს შიგნით smile.gif

This post has been edited by guriaaa on 8 Jun 2016, 23:20
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 01:10  #48039940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს მატჩი არ გამოგვრჩეს კიევში გატანილი 7 შვიდი გოლი
9 сен 1945 (вс) в Динамо (Тбилиси) Динамо (Киев) 7:2 (6)

ერთადერთი შემტხვევა სსრკ-ში როცა გუნდი 1-4 აგებდა და მოიგო
18 ноя 1939 (сб) н Динамо (Тбилиси) ЦДКА (Москва) 5:4 Тбилиси (4)




მიმაგრებული სურათი
13269276_1072579706149700_1708976725783407974_n.jpg


--------------------
[COLOR=orange][SIZE=1][FONT=Courier]
Count Szegedi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1676
წევრი No.: 53107
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 01:23  #48040039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ დაკარგული ვიყავი, ახალი თემაც გახსნილა...

guriaaa
QUOTE
ფინელი სეპპო ტუომინენის ფოტოები

მაგარია.

ჩინძანოსთვის და მარტინისთვის რომ სპეციალურ ბარში უნდა შესულიყავი, რესტორანში საშვი რომ იყო საჭირო, მაღაზიაში დახლზე მარტო კონსერვი, დახლმიღმა გაბრაზებული გამყიდველი და კედელზე ბელადის ფოტო რომ დაგხვდებოდა, იმ ქვეყნის მიმართ ნოსტალგია ნაღდად არ მაქვს smile.gif

QUOTE
ეს რა ნაპიტოკია?

ასიტრო, ანუ სიტრო აფხაზურად. ჭიქაშიც ეგ ასხია თუ არა, ვერ ვიტყვი. სულ არ გამიკვირდება, პამიდვრის საწებელი რომ იყოს biggrin.gif

აჭარული ხაჭაპური რა დამთრგუნველად გამოიყურება.

akkai
QUOTE
სიგარეტი

მაგ ფოტოზე რა სიგარეტებიცაა, დაისის და თხელკოლოფიანი თბილისის გარდა ყველაფერი მომიწევია, როცა ვეწეოდი, და ერთმანეთზე უარესი ნაგავი იყო. სხვებს კიდევ ტემპი სჯობდა და სოხუმის კოსმოსი მუყაოს კოლოფში.

ღერს რომ ამოიღებდი, ჯერ კარგად უნდა მოგესრისა, ჩიგ ჩაყოლებული ჩხირები და ჯოხები გამოგეძრო, მერე ლამის განახევრებულისთვის უნდა მოგეკიდებინა. თუ გაგიმართლებდა და ტენიანი არ იყო, პირველივე ცდაზე აახრჩოლებდი და ნაფაზს რომ დაარტყამდი, ზუსტად იცოდი, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა შენი ფილტვები. მერე ისეთი სუნი აგდიოდა, კოღოები ერთი მეტრის მოშორებიდან იწყებდნენ მანევრს, რომ არ მოგახლოებოდნენ. biggrin.gif

და ამის ფონზე სამმანეთიანი მარლბოროს მოწევა ფილტვების გასუფთავებასავით იყო.


* * *
guriaaa
QUOTE
15.07.1980 რუმინეთი - დინამო თბ 0-2

ეს თამაში არ მახსოვს.

QUOTE
ქართული ფეხბურთის 20 შთამბეჭდავი გამარჯვება

როტერდამში ფეიენოორდთან განმეორებითი biggrin.gif

მგონი ნორმალური სიაა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, შთამბეჭდავს რას ვეძახით. შეიძლება თავის დროზე რუმინეთის ტურნეს შედეგებმა თავისი ფეხბურთის კარუზოთი და ამბებით ძალიანაც დიდ შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე.

GRIZLY07
QUOTE
სიგარეტი, რომ ამოიღო თითებში გასრისა-გაარბილა. არ გახსოვს რამხელა ფიჩხები იდო.

აი, ფიჩხებზე და ჩხირებზე შენც დაგიწერია. თუმცა შეიძლება შოთას ჩემზე უფრო ადრინდელი ახსოვს და მაგ დროს სხვანაირად იყო, არ ვიცი.
* * *
QUOTE
ჩემი ფავორიტი მაინც ეს არის yes.gif
დინამო თბ - ლივერპული ინგლისი 3-0

yes.gif
ენფილდზე პეისლის გეითია, მუზეუმში კედლებზე ჰანსენის, კენედის, დალგლიშის, სუნესის, მაკდერმოტის, კლემენსის სურათებია, აუდიო გიდით თომსონი გელაპარაკება... სულ ლეგენდებად არიან აღიარებული. და ყველა ეს პატიოსანი კაცი იმ დღეს დინამოზე ილუმპებოდა. ყიფიანმა საწყალი ჰანსენი როგორ გააბითურა პირველ გოლზე...

ისე, მაგ თამაშში პირველ ტაიმში ყიფიანის პასი გახსოვს, გუცაევი რომ დატოვა კლემენსთან პირისპირ? ლამის ჩვენი საჯარიმოდან იმათ საჯარიმოსთან დაუსვა ფეხზე.

ვესტ ჰემიც ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. მოულოდნელობის გამო, ალბათ. გასვლაზე მაგხელა უპირატესობას არ ველოდი.

უელსზე ძალიან ვისიამოვნე. ყველაზე სასიხარულო რუსეთთან მოგება იყო, თუმცა თამაში, როგორც მახსოვს, დიდი არაფერი.

სომხეთთან 7:0 რა უყავი? biggrin.gif
* * *
QUOTE
სსრკ-ს დონეზე 20-ეული ცალკე შევკრათ: არარატი, ტოდო, ტტტ , დუნამო და ა.შ

64-ის ოქროს მატჩი ულაპარაკოდ.

მე რაც მინახავს: თასის ორივე ფინალი, არარატთან 81-ში გასვლაზე 4:1 ათი კაცით, ცსკასთან 78-ის ასევე 4:1 და 79-ის თასის ნახევარფინალი...
* * *
QUOTE
არ მაინტერესებს
1986 წლის გურია - მოსკოვის ლოკო 1-0 უნდა იყოს შიგნით

და 81-ის რატო არა? biggrin.gif

This post has been edited by Count Szegedi on 9 Jun 2016, 01:35
dzuku71
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7245
წევრი No.: 154805
რეგისტრ.: 5-October 12

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 08:54  #48040996      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

QUOTE
ქართული ფეხბურთის 20 შთამბეჭდავი გამარჯვება

QUOTE
როტერდამში ფეიენოორდთან განმეორებითი

+1
QUOTE
არარატთან 81-ში გასვლაზე 4:1 ათი კაცით

ასეთი სიამოვნება აღარ მიმიღია დიდი ხანია.


--------------------
"სოხუმი არასოდეს არ ყოფილა ქართული" -მიხეილ სააკაშვილი
"არ გვეგონა, რომ რუსეთი სამხედრო ავიაციას გამოიყენებდა! მაგათ რომ თვითმფრინავებით არ დავებომბეთ, ჩვენ მოვიგებდით!" - კეზერა.
"მთელი ფორუმის ვაჟკაცობა რომ დადო ნეკით გადაწონის მიშას ვაჟკაცობა."-axalirevolucia
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14799
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 09:04  #48041021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ბაია 1959-ში ბრაზილიის ჩემპიონი იყო

აკი 1970 წლამდე ჩემპიონატი არა ჰქონდათო?
ბიძინა ბარათაშვილმა მართვეში მაგ რეგიონის ათივე ქვეყნის ფალავანთა სიები დადო და იქაც ეგრე იყო


+ ადამიანებს არ უნდა ენდო! @ ვარლამ არავიძე

აგე https://en.wikipedia.org/wiki/List_of_Brazi...tball_champions

ტასა ბრაზილ Taça Brasil (1959–1968)
1959 Bahia (1)

მაგრამ რას გამოიცნობდა ჩორტიკა 1990 წელს, რომ
On December 22, 2010, the CBF recognized the past winners of
the Taça Brasil and the Torneio Roberto Gomes Pedrosa
as Brazilian football champions for those tournaments.

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 9 Jun 2016, 09:09


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
shota_65
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 182066
რეგისტრ.: 21-February 14

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 10:26  #48041349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GRIZLY07
კი მაგრამ მე გაუგებრად ვთქვი რამე. მე ორ ქართულ სიგარეტზე ვთქვი და არა მზიურზე, დაისზე და მისნაირებზე, ასევე დანარჩენებზე რაც საბჭოეთში გამოდიოდა. როგორც ჩანს თქვენ არ გაქვთ გასინჯული ის ქართული სიგარეტები. სხვათა შორის დეფიტი იყო ისინი და არ იყო გაყიდვაში თავისუფლად.
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 11:56  #48041910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
10 კაცით დინამოს 2-2 გოლი გატანილი აქვს 80-ში არარატთან, 2-0-ზე მუჯირი დაიმტვრა და გავიდა, 79-ში კაიტათან0-0-ზე დანიშნულ პენალზე ქორიძე დაიმტვრა და გავიდა,

https://youtu.be/cUsBYHZxIXo

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/cUsBYHZxIXo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24269
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 12:17  #48042075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
ბატონი საშა და ჰარმონია გერბსა და მკერდის ემბლემას შორის.

This post has been edited by Judas Iscariot on 9 Jun 2016, 12:18

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Chadrakis_sasaxele_71.jpg


--------------------
ეს მუხლი ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველ სხეულში
--
მოკვდა დავით მეფე, ურჯულო, რომელმაც დაიპყრო თბილისი
--
შიზოიდიზმია ეს თემა რა. მკვდრების თემაა ფაქტიურად. მკვდრები შეიყარენ და საუბრობენ
GRIZLY07
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10662
წევრი No.: 37833
რეგისტრ.: 7-July 07

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 15:05  #48043508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shota_65
QUOTE
კი მაგრამ მე გაუგებრად ვთქვი რამე. მე ორ ქართულ სიგარეტზე ვთქვი და არა მზიურზე, დაისზე და მისნაირებზე, ასევე დანარჩენებზე რაც საბჭოეთში გამოდიოდა. როგორც ჩანს თქვენ არ გაქვთ გასინჯული ის ქართული სიგარეტები. სხვათა შორის დეფიტი იყო ისინი და არ იყო გაყიდვაში თავისუფლად.

საჩხუბრად არ მითქვამს-გემოვნების საქმეა. არ გამიკვირდება ვიღაცამ თერჯოლის შამპანური მადამ კლიკოს ამჯობინოს. აქაც ანეკდოტი გამახსენდა-თერჯოლის შამპანური ჯარიდან ათავისუფლებსო. ჩემი გემოვნებით სიგარეტები არ იყო მაგაზე შორს წასული
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24269
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 9 Jun 2016, 17:18  #48044833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
ეს ფოტო იდო აქ?

-------------------------------------------


მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Saerto308.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.3734 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]