აი მე მაქვს შეკითხვები ..
ბოლო პერიოდია ამ ადამიანით ძალიან ვარ დინტერესებული
"რელიგია და ფსიქოლოგიას" ვკითხულობ..
ვინც ერკვევით ამ ადამიანის მოსაზრებებში და ზოგადად ფსიქოლოგიაში საინტერესო იქნება თქვენი აზრი
პირველი რაც მაინტერესებს,იუნგი ფსიქიკაზე ამობობს : "მატერიალისტური ცრურწმენის თანახმად ფსიქიკა ტვინში მიმდინარე ორგანული პროცესების ეპიფენომენი,გევრდითი მოვლენაა,შესაბამისად ფსიქიკურ დარღვევას ორგანული ფიზიკური მიზეზი აქვს..." მაგრამ საბოლოოდ ამბობს რომ არ ვიცით ნევროზი იწვევს თუ არა ტვინში მიმდინარე ორგანული პროცესების დარღვევას,ხოლო როცა ენდოკრინული დარღვევასთან გვაქვს საქმე საერრთოდ შეუძებელია იმის გაგება ეს დარღვევა მიზეზია თუ შედეგი...
ანუ იუნგისთვის ფსიქკაია და ტვინი განცალკეებულია ხო? თვლის რო ორგანული ცვლილებები შეიძლება უბრალოდ აკვიატებულმა აზრმა გამოიწვიოს,რომელიც შეიძლება მერე ლოცვით განიკურონს ,მსგავსი მაგალითი მოყავს...ანუ თქვენი აზრით იუნგისთვის რა ფენომენია ფსიქიკა? რაღაც არ ჯდება მატერიალურ მოცმეულობაში,თუ მე გამომგაქვს არასწორი დასკვნა?
ასევე რელიგიაზე საუბრობს რომ ნუმინოზური ბუნების არის,თვლის რომ არსებობს გარკვეული იდეები რომლებიც მიგრაციისა თუ ტრადიციისაგან დამოუკიდებლად,თავისთავად ჩნდება,ანუ თითქოს მათ ადამიანი კი არ ქმნის არამედ ეს "იდეები" ემართებათ ანუ ძალით იჭრებიან ცნობიერებაში...
ანუ გამოდის რო მაგალითად რელიგიის იდეა ადამიანში,მისგან დამოუკიდებლად გაჩნდა..
როგორ გესმით ფსიქოლოგ ხალხს იდეის "შეჭრის" პრინციპი საინტერესოა
This post has been edited by მენდეს Masieli on 14 Feb 2018, 01:16