მოგესალმებით,
აქ ვლაპარაკობთ პრიუსებზე (და არა მარტო)
პირველი თემა:
TOYOTA Prius HYBRIDმეორე თემა
Toyota PRIUS კლუბითემა ბოქსებში
Toyota Prius Hybridყველაფერი დაიწყო
1995 წელს როცა ტოიოტამ წარმოადგინა ჰიბრიდი კონცეპტი ტოკიოს მოტორ შოუზე.
პირველი პრიუსი, მოდელი NHW10, გაიყიდა 10 დეკემბერს 1997 წელს.
თავდაპირველად პრიუსი მხოლოდ ხელმისაწვდომი იყო იაპონიაში და არ ხდებოდა მისი ექპორტი, თუმცა დაფიქსირებულია კერძო პირებისგან იმპორტი გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში (ამ ქვეყნებში ყველგან მარჯვენა-რულიანი მანქანებია).
პრიუსი იყო
მსოფლიოში პირველი სერიული ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდი ავტომობილი.
1997 დასახელდა წელიწადის საუკეთესო მანქანად იაპონიაში
1998 წელს მოიგო ტიტული "Automotive Researchers' and Journalists' Conference" კონფერენციაზე როგორც წლის საუკეთესო მანქანა იაპონიაში.
ამის შემდეგ მანქანა ყოველწლიურად უფრო მეტ პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.
პირველი თაობა (XW10; 1997–2003)ძრავი 1.5 L 1NZ-FXE
მეორე თაობა (XW20; 2003–2009) ძრავი 1.5 L 1NZ-FXE
მესამე თაობა (XW30; 2009–2015) ძრავი 1.8 L 2ZR-FXE
მესამე თაობაში გაერთიანებულია PLUG-IN Hybrid მოდელი რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად სახლის პირობებში 110-240 ვოლტით იტენება.
18km წვეთი საწვავის გარეშე, გრძელ გზაზე 18 კილომეტრის მერე ჩვეულ ჰიბრიდ რეჟიმში გადადის.
ასევე 2011 წელს ტოკიოს მოტორ შოუზე ცნობილი გახდა რომ ტოიოტა ტესტავს უკონტაქტო დატენვის სისტემას შემდეგ მოდელებისთვის
მეოთხე თაობა (2015–present) კუზაოს ნომერი და ძრავი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული
This post has been edited by PREDATOR on 24 Oct 2015, 11:22
This post has been edited by PREDATOR on 16 Mar 2017, 18:10