forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (100) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Crypto Markets, Bitcoin, Ripple, Ethereum litecoin ნაწილი 3
Juventino
Honorary Member+


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5542
წევრი No.: 1534
რეგისტრ.: 27-December 02

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:18  #51985862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფერი ბიტკოინითა და მისი ბლოკჩეინით დაიწყო.

რა არის ბიტკოინი?
ბიტკოინი (ინგლ. Bitcoin, bit — „ბიტი“ და coin — „მონეტა“) — მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოიგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.

რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც იწერს განხორციელებულ ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი კი ხდება მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ბლოკჩეინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკები, რომლებზეც ასევე დაფუძნებულია ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა. ქსელის ბლოკები ასრულებენ შემდეგ ოპერაციებს: ტრანზაქციების ვალიდურობის დადგენა, მათი მონაცემთა ბაზაში დამატება და შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ ტრანზაქციების სხვა ბლოკებზე გავრცელება. დაახლოებით, ერთ საათში ექვსჯერ, ბლოკების ამ ჯაჭვს ემატება ახალი ჯგუფი დამოწმებული ტრანზაქციებისა, რომლებიც სწრაფადვე ვრცელდება სხვა ბლოკებზე. ეს ეხმარება ბიტკოინ პლატფორმას დაადგინოს, რომ ბიტკოინის კონკრეტული რაოდენობა დაიხარჯა და გამოირიცხოს მისი ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა.


2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო ბიტკოინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ და მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC. ბიტკოინის ეს ღირებულება ეფუძნებოდა ელექტროენერგიის ხარჯს, რომელსაც მოიხმარდა ბიტკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი.


ამავე პრინციპით, მალევე შეიქმნა სხვა კრიპტოვალუტები, ე.წ. ალტკოინები.
დღესდღეობით უკვე ასობით კრიპტოვალუტა არსებობს. ყველა მათგანს კონკრეტული სერვისი ან პროექტი უმაგრებს ზურგს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კრიპტოვალუტის შესახებ:
1. ვინ არიან დამფუძნებლები და რა წარსული აქვთ.
2. არის თუ არა მათი შემოთავაზებული სერვისი საინტერესო, ხარისხიანი და მოთხოვნადი.
3. რა არის მათი ე.წ. "roadmap", რა გზის გავლას აპირებენ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ.
4. როგორი პრესა აქვთ - რამდენად აშუქებს მათ პროექტებს პრესა, ტელევიზია და ა.შ.
5. რამდენად აქტიურობს მათი გუნდი ბაზარზე, ატარებს პრეზენტაციებს, საქმიან შეხვედრებს, იძიებას სახელოვან პარტნიორებს და ა.შ.
6. სხვა უამრავი ფაქტორი...

თითოეული კრიპტოვალუტის მომავლის, მისი ფასის განსაზღვრა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ყველა მათგანს არასტაბილურობა ახასიათებს.
ამ თემაში ერთმანეთს სწორედ კარგი არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით. ვაძლევთ რჩევებს, რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტირება და რომელში არა.


სად ვიყიდოთ დოლარით/ლარით ბიტკოინი/ალტკოინი?
http://emoney.ge
https://www.unipay.com/unicoin
http://cex.io
https://www.coinbase.com
...

სად ვივაჭროთ უკვე ნაყიდი ბიტკოინით/ალტკოინით?

https://bittrex.com/
https://poloniex.com/
https://www.binance.com/
https://www.bitfinex.com/
სრული სია: https://coinmarketcap.com/exchanges/volume/24-hour/
https://www.cryptopia.co.nz
https://yobit.io USD, RUR(რუბლი)


როგორ გავიგოთ სად შეიძლება ჩვენთვის სასურველი კრიპტოვალუტით ვაჭრობა?
შევდივართ საიტზე https://coinmarketcap.com, ძიების ველში შეგვყავს სასურველი კრიპტოვალუტის სახელი, ვაწვებით მას და შემდეგ ვირჩევთ განყოფილებას "Markets". დავინახავთ იმ საიტების ჩამონათვალს, სადაც ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაა შესაძლებელი.

user posted image

კრიპტო-სიახლეები:
https://www.coindesk.com/
https://cointelegraph.com/
https://coins.live/news/
https://www.ccn.com/
https://www.reddit.com/r/CryptoCurrency/


ვის როდის რა ღონისძიება აქვს დაგეგმილი?
https://www.coinscalendar.com/
http://coinmarketcal.com/

მომავალი პროექტები. ico
https://icodrops.com/

მობილურის აპლიკაციები
CoinMarketApp
INvesting.Com
emoney.ge

ასევე ტელეგრამში ჩვენი ჯგუფი.
@georgianmarket


ეს პატარა ვიდეო როგორ შევიტანოთ რუბლი




--------------------
- Рискуйте не больше, чем вы можете потерять, но рискуйте достаточно, чтобы заработать.

თუ გინდა გახდე მილიონერი ეცადე გამოიყურებოდე როგორც მილიონერი.
FoolOnTheHill
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1887
წევრი No.: 203783
რეგისტრ.: 17-June 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:32  #51985949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიქსირ... popcorn.gif boli.gif

პ.ს. ჩინეთი ბიტკოინის მაინინგს აკრძალავს - http://commersant.ge/?view=post&id=137238&lang_id=ge

ვითომ? fig.gif

This post has been edited by FoolOnTheHill on 12 Jan 2018, 16:53


--------------------
(ქიუნეტელებისთვის) როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა © Qnet-ელი Woman777
spandera7
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 211050
რეგისტრ.: 5-December 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:39  #51985991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე რომ აიკრძალოს ჩინეთში მაინინგი ბიტკოინზე როგორ აისახება ?
white
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30695
წევრი No.: 2318
რეგისტრ.: 17-June 03

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:47  #51986059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spandera7
აკრძალონ არა ის კიდე

ერთი ის ინფო გამართლდა კორეაში იკრძალება ბიტკოინიო და მეორე ეგ
კრძალავს არა ცემ*&%*, ბიტკოინის კურსის დაგდება უნდათ რომ NEO ავიდეს ცოტა ზემოთ

სულ ###ზე ახატია ჩინეთს ეკოლოგია და ელექტროენერგიის მოხმარება


იგივეა კორეაში, აგერ პეტიციაა იუსტიციის მინისტრის მოხსნაზე

უტკა რომ შემოაგდო ბიტკოინებს და კრიპტოებს ვკღძალავთო
მტავროაბს სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწია, რომ არაა მასე საქმეო

პ.ს. ბიტკოინის მაინინგს კრძალავენ და ბიტკოინი ამ დროს 700$-ს იმატებს
კეეე კეეე

This post has been edited by white on 12 Jan 2018, 15:50


--------------------
კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვა - https://cex.io/r/0/up114708003/0/

საუკეთესო ბირჟა - https://www.binance.com/?ref=16375872
serjhanti
Mitsubishi Grandis 4WD 2003 4G69


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4508
წევრი No.: 125729
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:51  #51986087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · yim
დავფიქსირდები..................


--------------------
დაასახელეთ მომენტი, როდესაც თუკი მარჯვენა საჭიანი მძღოლი ყურადღებით იქნება და მოძრაობის წესებს დაიცავს, მაინც მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა მისივე მიზეზით!
Optimer
Selcouth


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1122
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:54  #51986104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
*************************************************
FoolOnTheHill
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1887
წევრი No.: 203783
რეგისტრ.: 17-June 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 15:56  #51986122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (spandera7 @ 12 Jan 2018, 15:39 )
საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე რომ აიკრძალოს ჩინეთში მაინინგი ბიტკოინზე როგორ აისახება ?

რა ფუნქცია აქვს მაინინგს? - ადასტურებს კონტკრეტულ ტრანზაქციებს და ოპერაციებს...

მაინინგის სიმძლავრის 80% ჩინეთშია და ანუ კონკრეტული ოპერაციების დამუშავების - 80% სიმძლავრე...

ლოგიკურად, -80% სიმძლავრე გამოიწვევს ტრანზაქციების დროის გაზრდას ანუ ტრანზაქციას თუ 5 საათი უნდოდა, იგივეს დაჭირდება პირობითად 40 საათი...

გახანგრძლივებული ტრანზაქციის დრო კიდევ უფრო გაზრდის სხვა კოინებზე მოთხოვნას...

ავიღოთ ამ შემთხვევაში ბიტკოინის დომინაცია ბაზარზე, რაც კიდევ უფრო შემცირდება... დომინაციის შემცირებით მისი მარკეტ კეპიც შემცირდება, რაც პირდაპირ კავშირშია ბიტკოინის კურსთან...

user posted image

ფასი დაიწევს მოკლედ... givi.gif

პ.ს. ზემოთხსენებული მხოლოდ მოვლენების ლოგიკურად განვითარების ზოგადი მონახაზია... შეიძლება პირიქითაც მოხდეს და გაიზარდოს ფასი (მაგალითად გამომუშავებისთვის საჭირო სიმძლავრე დააგდონ)... არამგონია 230 მილიარდი ასე ადვილად გაუშვას ვინმემ ხელიდან...



ისე თუ მართლა აიკრძალება, მაინერები რომ იყიდეს მაგ ტიპების შემოსავალი მკვეთრად/რამოდენიმეჯერ გაიზრდება... popcorn.gif





ამასობაში თითქმის ყველა ტოპ კოინი მატებაში წავიდა...

user posted image

This post has been edited by FoolOnTheHill on 12 Jan 2018, 16:52
gilani676
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 742
წევრი No.: 123788
რეგისტრ.: 17-November 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:16  #51986285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სახაჭაპურე emoney-ზე კოინების გაყიდვის ფუნქცია დაბლოკეს თუ რა მოუვიდა,ვერ ვყიდი, მარტო ყიდვის ფუნქციაა გააქტიურებული. რამდენიმე ბრაუზერით ვცადე შესვლა ,არ უშველა,ოპერატორს მივწერე,მიპასუხებს ალბათ ''ზეგ''...
FoolOnTheHill
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1887
წევრი No.: 203783
რეგისტრ.: 17-June 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:27  #51986345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (gilani676 @ 12 Jan 2018, 16:16 )
სახაჭაპურე emoney-ზე კოინების გაყიდვის ფუნქცია დაბლოკეს თუ რა მოუვიდა,ვერ ვყიდი, მარტო ყიდვის ფუნქციაა გააქტიურებული. რამდენიმე ბრაუზერით ვცადე შესვლა ,არ უშველა,ოპერატორს მივწერე,მიპასუხებს ალბათ ''ზეგ''...

მაგაზე ამბობდნენ, რომ სალობიეაო და სახაჭაპურედ როდის გადააკეთეს კაცო? givi.gif
L07
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 737
წევრი No.: 144782
რეგისტრ.: 18-March 12

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:34  #51986389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ემონიდან გაგზავნეთ cex-io ზე და ყველა საკომისიოს გათვალისწინებით იქ გაყიდვა მაინც უფრო მომგებიანი იქნება და თვისი ბარათზე გამოტანიანად.
gilani676
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 742
წევრი No.: 123788
რეგისტრ.: 17-November 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:37  #51986408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაგაზე ამბობდნენ, რომ სალობიეაო და სახაჭაპურედ როდის გადააკეთეს კაცო? 


წინ მიიწევენ ნაბიჯ-ნაბიჯ biggrin.gif
serjhanti
Mitsubishi Grandis 4WD 2003 4G69


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4508
წევრი No.: 125729
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:47  #51986472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · yim
ცეხზე რეგისტრაცია მთელი დღეა, გათიშულია.
MARCHIANO
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 238952
რეგისტრ.: 15-December 17

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:52  #51986498      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი თემაა იმედია უფრო გააქტიურდება
N1kusha
Heavy & Dirty


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3963
წევრი No.: 103985
რეგისტრ.: 3-November 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 16:56  #51986522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კეთილი იყოს ჩემი კლავიში ახალ თემაში.

https://coinmarketcap.com/currencies/hempcoin/#charts
ჰემპკოინზე რას იტყვით ბიჭებო?
500%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ.


--------------------

არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ადარებ სხვებს. ასევე იმის განცდა, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ, იბადება ანალოგიურ შემთხვევაში. ორივე გამოვლინება სიმახინჯეა. შენ ხარ სული, რომელიც უნიკალურია და გაუნმეორებელი, არავისზე მეტი ხარ და არავისზე ნაკლები.
Juventino
Honorary Member+


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5542
წევრი No.: 1534
რეგისტრ.: 27-December 02

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 17:00  #51986544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ემონეიმ ხო არ ჩაამწნილა ბიჭო ? ლაითქოინებს ვერ ვაგზავნი ტო ხო არ აჟრუანტელებენ ესენი ?
აქედან ამ ლაითებს გავიტან და ლარიანს აღარ შემოვიტან მანდ
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0304 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]