გამარჯობათ!
ჯერ ვფიქრობდი, ლიტერატურაში გავხსნა ეს თემა თუ კინემატოგრაფიაში-მეთქი, მაგრამ რადგანაც არც ერთში და არც მეორეში დიდი სიტყვა არ მეთქმის, ზოგადად კულტურას დავჯერდი.
შარშან პატარა, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმივით გადავიღე რდენიმე თანამედროვე ქართველ მწერალზე, ვისაც პირადად ვიცნობდი.
დიდი დრო დამჭირდა დასამონტაჟებლად და ა.შ. მაგრამ უკვე დავამთავრე და მზადაა საყურებლად.
ფილმი არის სამოყვარულო დონეზე, რამდენადაც მქონდა ერთი ძველი კამერა და 0 გამოცდილება, მაგრამ, მემგონი, კონტენტი ახდენს ტექნიკური ხარვეზების გადაფარვას.
მე თვითონაც ვმწერლობ და ვფაფხურობ ამ სფეროში, და ძალიან მიხარია რომ ესეთი ფილმი შევქმენი.
ჩვენება იქნება 10 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში.
https://www.facebook.com/events/411934992511674/?ti=cl - აგერ ივენთი.
გიწვევთ ყველას, ვისაც გაინტერესებთ ლიტერატურა, მწერლები, მათი საქმიანობა და მუშაობის მეთოდები, და ზოგადად ტკბილი ლიტერატურული საუბრები.
შეგიძლიათ დააშეაროთ, დაალაიქოთ, ან თუ თქვენ არ გაინტერესებთ, გაუგზავნოთ ისეთ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს.
მადლობა