გუშინ ყველანი მოწმენი გავხდით კახა სუსტი ბენდუქიძის უზრდელობისა, როცა მან პირდაპირ ეთერში
ლაშა ჟვანიას ასე ვთქვათ მამაკაცის სასქესო ორგანო უწოდა.
ლაშა ჟვანია: "
ოპონენტს პასუხი რომ გასცე შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა ღირსად უნდა თვლიდე"საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, კახა ბენდუქიძე მისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის ღირსად არ ჩათვალა.
"გადაცემა "ღია ეთერში" ბენდუქიძის მიერ ჩემზე მოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გადაცემიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, იმ ტელემაყურებლებისთვის, რომლებიც ბენდუქიძის შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ ჩემთვის გადაცემის წამყვანის მიერ კომენტარის საშუალების არ მოცემის გამო აღშფოთდნენ, ამეხსნა, რომ ასეთი საშუალება შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი, რასაც ჩემთვის ასეთ შემთხვევებში ბევრი ფაქტორი განაპირობებს: მე ვარ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, მიწვეული ვიყავი ამ სტატუსით და ჩემი ქმედების მიღმა ჩემი სულიერი მამა, მისი უწმიდესობაა; ბენდუქიძისთვის ამ ტელეეთერით პასუხი რომ გამეცა, ბენდუქიძე მიაღწევდა მიზანს, უაზრო კამათში გადაეყვანა ტელე-დებატები, ოპონენტს პასუხი რომ გასცე შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა ღირსად უნდა თვლიდე; პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმენდნენ და მიყურებდნენ და მათ არ ვაკადრებდი იმის მოსმენას, რასაც ბენდუქიძეზე და მის და-ძმაზე ვფიქრობ; ჩემს მიმართ პირადმა შეურაცხყოფამ ყველას დაანახა, რომ ბენდუქიძეს ჩემს ნათქვამზე არგუმენტები არ ჰქონდა და მისი გამოხტომა თავად კომენტარი იყო. მე ჩემი პასუხით მხოლოდ გავაუბრალოებდი; და ბოლოს, ბენდუქიძეს ვერ მოუნელებია და კიდევ დიდხანს ვერ მოინელებს, რომ ჩემი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნისთანავე მმართველი ელიტის ნების საწინააღმდეგოდ თანამდებობებიდან გავათავისუფლე ეკონომიკის სამინისტროში ჩანერგილი მის მიერ მართული კადრები; ასევე, ის რომ დავბლოკე მის მიერ ლობირებულ კომპანიებზე უზარმაზარი სატყეო მასივების მიყიდვის პროცესი; ის, რომ ვეწინააღმდეგებოდი ლომოურის ინსტიტუტის კუთვნილი მიწების მის კომპანიაზე მიყიდვას და ეს მიწები თავად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა თხოვნით საპატრიარქოს გადავეცი, მაგრამ მან მაინც მიაღწია ამ მიწების მითვისებას; საეჭვოა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამ მიწებთან დაკავშირებით ბენდუქიძის კომპანიას ვალდებულებების შესრულება გაუხანგრძლივა და იმედი მაქვს, ამ საკითხით სამართალდამცავები დაინტერესდებიან. ასევე ის, რომ 2009 წლის მარტში სააკაშვილს დაბეჯითებით მოვთხოვე, მოქალაქე ბენდუქიძისთვის სახელმწიფო კანცელარიის შენობაში უკანონოდ დაკავებული კაბინეტი დაეტოვებინებინა, რომელსაც ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც იკავებდა და ეს იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კერძო პირებზე უკანონოდ მინიჭებული პრივილეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგებოდი. მაშინ სააკაშვილმა ჩემი თანდასწრებით გასცა ბრძანება, რომ ბენდუქიძისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ოთახით სარგებლობა შეეჩერებინათ", - წერს ჟვანია.
მისივე თქმით, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ელოდა, რომ გადაცემის წამყვანი თუ მას არა, საზოგადოებას მაინც მოუხდიდა ბოდიშს.
წყარო:
http://www.pirweli.com.ge/?menuid=8&id=28013