გამარჯობა ფორუმელებო ,
მოკლედ , ახალბედა ვარ მოტო სამყაროში და თქვენთან ,გამოცდილ ხალხთან მექნება რამოდენიმე კითხვა. ეს კითხვები დავძებნე ფორუმზე სანამ გავხსნიდი თემას მაგრამ ვერ ვნახე და გადავწყვიტე თემა გამეხსნა (პ.ს. მოდერს ვთხოვ 1-2 დღე მიცოცხლოს თემა და არ დამვორნოს
)
1, ამ დღეებში ვაპირებ მოტო პრაქტიკაზე გასვლას . GSXR 600-ზე ზიგზაგს და რვიანს კარგად გავდივარ, ხოლო ჩიხი 1-1.5 საათიანი ვარჯიშის მერე დავამუღამე და მაგასაც კარგად გავდივარ. მაგრამ რატომღაც ამ ჩიხის შიში მაინც მაქვს და ვფიქრობ რუსთავში თუ გორში წავიდე გამოცდაზე. გორში როგორც ვიცი 125-იანი ყავთ და რუსთავში 750 იანი სტრიტი. თქვენი რჩევა მაინტერესებდა ამ საკითხთან დაკავშირებით
2. სანამ გამოცდაზე გავალ "უპრავოდ" კატაობისას რო გამაჩერონ რამხელა ჯარიმაა? (პ.ს. მოტო ჩემ სახელზე არაა) . და ჯარიმა მარტო ჩემზე თუ მფლობელზეც დაიწერება?
3. რამდენად ხშირად გაჩერებენ დღის საათებში თუ წყნარად დადიხარ ქუჩებში
მადლობა წინასწარ
* * *
This post has been edited by begelaaa on 14 Feb 2018, 23:07