forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიწისქვეშა ნაგვის ურნები, ქალაქის ინტერიერის გასაუმჯობესებლად
Dogcho
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 252491
რეგისტრ.: 3-September 19

  გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 02:19  #55231916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას!

ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილისის ყველა ქუჩაზე ნაგვის ურნები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დგას. განსაკუთრებით კი მაშინ ვიმჩნევთ, როცა გვერდით გავლისას ნაგვის სპეციფიური სუნი გვეცემა...

ევროპის ქვეყვენებში (და არამარტო ევროპაში) ნაგვის ურნები თვალსაჩინო ადგილას იშვიათია შევამჩნიოთ, რადგან მათი არსებობა ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას ქალაქის იერსახის ერთ-ერთი უპირველესი მტერია.

ბევრი ტურისტი, რომელიც არ არის შეგუებული ასეთ ვითარებას თავიანთი ქალაქის ქუჩებში, გაკვირვებას გამოხატავს. სწორედ მათმა გაკვირვებამ მიმაქცევინა ამაზე ყურადღება და მინდა თქვენც გადმოგცეთ ჩემი აზრი.

გადავხედე ევროპის ქვეყნების ნაგავსაყრელებისა და მათი დახარისხების მოწყობის სისტემას, რომელიც ძალიან მომეწონა. ყველა ქვეყანაში ის განსხვავებულია, რომელთაგან ავარჩიე 2 ნაირსახეობა:
1. მიწისქვეშა ურნები;
2. ჰიდრავლიკური ნაგვის მილები.

მიწისქვეშა ურნების პრინციპი იგივეა რაც ახლა გვაქვს, უბრალოდ ისინი იქნება მოქცეული მიწისქვეშ და მთლიანად იზოლირებული ადამიანის თვალს. ახალი ტექნიკის შეძენისგანაც სახელმწიფო შეიკავებს თავს, რადგან დღესდღეობით არსებული ნაგვის მანქანაბი ჩვეულებრივად შეძლებენ მათ დაცლას. შესაბამისაც ბიუჯეტური ვარიანტია ჰიდრავლიკურ ნაგვის მილებთან შედარებით, რომლებიც მოითხოვს მილების გაყვანას ურნიდან დასაპრეს პუნქტამდე, საიდანაც სანაგვე მანქანა გაიტანს სავსე ურნას და ჩაანცვლებს ცარიელით. ამ მილების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ნაგვის მანქანას არმოუწევს დავლა ყველა ობიექტზე, ნაგავი ჰიდრავლიკის მეშვეობით, ანუ ჰაერის წნევის ძალით გადაადგილდება მიწის ქვეშ არსებულ მილებში მისაღებ პუნქტამდე, სადაც დაიპრესება და საიდანაც მოხდება მისი გატანა. ასეთი პუნქტი შეიძლება განთავსდეს რაიონში რამოდენიმე. მაგალითად გლდანში ყოველ მიკროს მოემსახურება ერთი პუნქტი, ხოლო მილთან დაკავშირებული ურნა ყოველ კორპუსთან იქნება დადგმული.

ვისაც გაგაჩნიათ ინფორმაცია ამის შესახებ, ან იცით სხვა ინოვაციებიც ნაგვის ურნებთან და ნაგვის სისტემებთან დაკვშირებით, დიდი სიამოვნებით ჩაგერთვებით დისკუსიაში popcorn.gif
* * *
ნაგვის მილბის მუშაობის პრინციპი:
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
გაამორიცხულია გატენილი ურნები, რომლებიდანაც ყველაფერი იყრება, სადაც შეუძლებელი სუნი, დამწვარი და ბორბალმორყეული ურნებია, რომლებსაც სახურავიც მოპარული აქვთ ჯართისთვის.

This post has been edited by Dogcho on 11 Sep 2019, 02:28
Jean_valjean
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 252557
რეგისტრ.: 6-September 19

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 02:47  #55231953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dogcho
გზები უნდა გადაითხაროს აი ყველაზე მინიმუმ ხო?
მერე დაიგოს...
მანამდე კიდე ხარჯები მილიონობით ხო?
გვაქვს მაგის საშუალება?
თორემ იდეა მშვენიერია.

რამდენ წელში გაკეთდება თბილისში, ვთქვათ და დაიწყეს?
donmixo777
აღარც ბებიაჩემს ჯერა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10608
წევრი No.: 68242
რეგისტრ.: 26-July 08

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 10:11  #55232324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჭავჭავაძეზეა მაგისი საპილოტე პროგრამა და ვნახოთ, შევხედოთ თუ როგორ გაამართლებს


მანდ რომ ნაგავს დახარისხება სჭირდება ეგეც უნდა ვიცოდეთ
ნაგვის დახარისხება კი არა კორპუსში რამდენჯერ კანალიზაცია გაეჭედა, პამპერსებით იყო გამოტენილი


მეტი არა ააქვთ საქმე ქართველებს რომ ქაღალდს სხვა, პლასტმასს სხვა და შუშას სხვადასხვა ნაგვის პარკებში დააფასოებენ და ისე გადაყრიან




წავა მანდ სამშენებლო ნაგვის ნარჩენების ჩაყრა და 1 წელიწადში დედა მოეხვნება მაგას



--------------------
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.

ნაცები და ქოცები
ერთად დასახოცები.....

მირბის მიგვაფრენს
უგზოუკვლოდ ჩვენ ჩვენი ,,ლარი",
ქართულ ოცნებას ვენდეთ,
და ხელში შეგვრჩა ჩვენ ,,ჩოილარი".........
Dogcho
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 252491
რეგისტრ.: 3-September 19

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 16:29  #55233939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გზები უნდა გადაითხაროს აი ყველაზე მინიმუმ ხო?
მერე დაიგოს...
მანამდე კიდე ხარჯები მილიონობით ხო?
გვაქვს მაგის საშუალება?
თორემ იდეა მშვენიერია.


ტროტუარებზე რომ კეთდება ფილები, რომლის აყრა და დაგება არ გამოიწვევს დიდი თანხების დახარჯვას, შესაძლებელია მათ ქვეშ გაითხაროს და გაკეთდეს ეს მილები
Alameda
it depends


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5315
წევრი No.: 140424
რეგისტრ.: 15-December 11

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 10:21  #55244739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაის მიწისქვეშა და ჰიდრავლიკური სისტემაა, სეპარირებისთვისაც ვერ დაუდგავთ ურნები ყველა უბანში.
პლასტმასს და პოლიეთილენს საკუთარ ურნაში ვაგროვებ და თვეში ერთხელ მიმაქვს გადასამუშავებელ დირკაში mad.gif

This post has been edited by Alameda on 14 Sep 2019, 10:22


--------------------
• Asus X99A-II
• Xeon E5-2629V3 (8C/16T) @3.2GHz
• G.Skill Ripjaws 4 DDR4 32GB (4x8GB)
• Intel SSD Pro 7600 256GB NVMe
• Arctic Freezer 34 eSports One
• Gigabyte RX580 Aorus 4G (Crossfire)
• Corsair HX850i 80+ Platinum
• Aigo F10 RGB
• DELL S2717H 27" IPS
Librarian
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6199
წევრი No.: 113066
რეგისტრ.: 18-February 10

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 11:52  #55244964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Alameda @ 14 Sep 2019, 10:21 )
რაის მიწისქვეშა და ჰიდრავლიკური სისტემაა, სეპარირებისთვისაც ვერ დაუდგავთ ურნები ყველა უბანში.
პლასტმასს და პოლიეთილენს საკუთარ ურნაში ვაგროვებ და თვეში ერთხელ მიმაქვს გადასამუშავებელ დირკაში mad.gif

მისამართი გაქვს? პლასტმასს და პოლიეთილენის სადაც ამუშავებენ?

მადლობა


--------------------
ეს ნიკი 3 კვირის წინ ავიღე , ამ ნიკის წინა პატრონმა თავი მოიკლა 1 წლის წინ სადღაც , პმ ში ნუ მწერთ არ ვარ ის არააა
Blueსტუმარი
სტუმრის პოეზია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 249808
რეგისტრ.: 7-April 19

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 11:56  #55244975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dogcho

მაგას ვინ გააკეთებს, ეგ კი არა, ზოგ უბანში ერთი ნაგვის ურნაც კი არა. თუ არის იშვიათად ცარიელდება


--------------------
კაიგაჩე © nata.nn

ანეკდოტს უცხო ენასა, ჭირსა არ გაეგებაო

ZdAll
Dogcho
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 252491
რეგისტრ.: 3-September 19

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 23:34  #55247757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პლასტმასს და პოლიეთილენს საკუთარ ურნაში ვაგროვებ და თვეში ერთხელ მიმაქვს გადასამუშავებელ დირკაში

გადასამუშავებელი პუნქტი გვაქვს საქართველოში? ახლა მართლა გამაკვირვე. სადააა?? იმდენ პლასტმასს მივუტან წელიწადი მოუნდებიან გადამუშავებას vik.gif

This post has been edited by Dogcho on 14 Sep 2019, 23:35
Alameda
it depends


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5315
წევრი No.: 140424
რეგისტრ.: 15-December 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 00:23  #55247961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Librarian
Dogcho
როგორც ვიცი, რამდენიმეა თბილისში.
მე დიდუბეში მიმაქვს ხოლმე, ერისთავზე.

https://www.google.ge/maps/dir//1+თორ...#33;2d41.751285

This post has been edited by Alameda on 15 Sep 2019, 00:44
Dogcho
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 252491
რეგისტრ.: 3-September 19

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 15:18  #55253583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე დიდუბეში მიმაქვს ხოლმე, ერისთავზე.

უეჭველი მივიტან ხოლმე მეც. ტელეფონის ნომერსაც თუ გამირკვევ რომ მიხვალ, მადლობელი ვიქნები.
kuchu
Ku-Chuuuuu


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 13450
რეგისტრ.: 9-October 05

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 18:38  #55254405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
QUOTE
რაის მიწისქვეშა და ჰიდრავლიკური სისტემაა, სეპარირებისთვისაც ვერ დაუდგავთ ურნები ყველა უბანში.

სადაც დგას, აზრი? გოძიაშვილის (წითელ) პარკში ვიყავი და ვხედავ მოდის თანამშრომელი და ცლის ყველა ურნას ერთ დიდ ურნაში, ფაფუ სეპარირებული ნაგავი facepalm.gif


--------------------
! ! ! Vamos España ! ! !
>>>iOS!<<< iNLOVE
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 60945
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 23:40  #55255651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გოძიაშვილის (წითელ) პარკში ვიყავი და ვხედავ მოდის თანამშრომელი და ცლის ყველა ურნას ერთ დიდ ურნაში, ფაფუ სეპარირებული ნაგავი


ოეეე. კალაძე WTF ???


--------------------
SUBARU LEGACY 3.0 H6 SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel i5-8400 6-Core 4.0GHz
AORUS Z370 Gaming 7
AORUS 16GB 3200MHz RGB
AORUS GTX 1070
Samsung 970 EVO Plus 500GB M.2 NVMe + 860 EVO 2TB SATA
Seasonic PLATINUM 1050W Full
CORSAIR Graphite 730T Full Tower
DELL U2515H 25" 2K IPS
Alameda
it depends


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5315
წევრი No.: 140424
რეგისტრ.: 15-December 11

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 12:08  #55256820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dogcho
ვიკითხავ და დავწერ.

kuchu
QUOTE
ვხედავ მოდის თანამშრომელი და ცლის ყველა ურნას ერთ დიდ ურნაში

უნდა გაუშვა სახლში და სხვა აღარ გააკეთებს.
მასე არ უნდა მიქონდეთ წესით.

დიდ ბუნკერებზე რა ხდება, არ ვიცი.
Dogcho
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 252491
რეგისტრ.: 3-September 19

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 13:37  #55257155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მოდის თანამშრომელი და ცლის ყველა ურნას ერთ დიდ ურნაში, ფაფუ სეპარირებული ნაგავი

ეს არის მსოფლიო მაგალითი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის მიჩვევას ნაგვის დახარისხებასთან მიმართებაში. ერთდროულად რომ დაიწყონ მოსახლეობის ადაპტაცია და ნარჩენების გადამუშავება, დიდი ზარალი მიადგება დამხარისხებელ კომპანიას, ვინაიდან მოსახლეობის 70-80% დღემდე არ ყრის ნაგავს სწორად.

მსფლიო მაგალითიდან გამომდინარე, ურნების დადგმის შემდეგ მინიმუმ 3 წლის ვადაში ხდება დაკვირვება მოსახლეობაზე, და როცა მოსახლეობის უმრავლესობა დაიწყებს ნაგვის დახარისხებას, მაშინ ამუშავდება გადამამუშავებელი საწარმოები და ამოქმედდება დარღვევის სანქციები ჯარიმის სახით. ანუ თუ ჩააგდე პლასტმასის ბოთლი ქაღალდის ურნაში და დაგინახეს - დაგაჯარიმებენ.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0300 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]