Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მამოლოგის კონსულტაცია


Posted by: TJ11 20 Aug 2005, 14:29
ორივე ჯირკვალზე აღმომაჩნდა კვანძები. როგორც მითხრეს ძალიან დიდებია იმისთვის, რომ გაიწოვოს. ანუ ახლა დამინიშნეს მკურნალობა 3 თვიანი, მასტოდინონი უნდა ვსვა, რომ დაპატარავდეს და რაც დარჩება, მერე ამომაჭრიან.

მაინტერესებს ვინმეს თუ აქვს გაკეთებული ასეთი მინი ოპერაცია ძუძუზე, რამდენად სარისკოა, შრამი თუ რჩება, ან ვინმეს თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაინც გაწოვილა გაჭრის გარეშე?


და კიდევ, თუ არ ამოიჭერი, შეიძლება, რომ მერე ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს? ექიმებო, დამმოძღვრეთ!!!!

Posted by: Solveig 20 Aug 2005, 20:13
QUOTE
მასტოდინონი უნდა ვსვა, რომ დაპატარავდეს და რაც დარჩება

მასტოდინონის ეფექტურობაში დარწმუნებული ხარ? მე არა. მეტი არაფერი დაუნიშნავთ?
spy.gif
QUOTE
და კიდევ, თუ არ ამოიჭერი, შეიძლება, რომ მერე ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს?

თუ არ უმკურნალე (წამლით, ან ოპერაციით), მართლა არსებობს მაგისი საფრთხე. ისე, ბიოფსია არ გაუკეთებიათ?

Posted by: ikebana 20 Aug 2005, 20:29
TJ11
და რა სიმპტომები გქონდა, ექიმთან რატომ მიხვედი?

Posted by: TJ11 21 Aug 2005, 15:00
Solveig
QUOTE
მასტოდინონის ეფექტურობაში დარწმუნებული ხარ? მე არა. მეტი არაფერი დაუნიშნავთ?


წარმოდგენა არ მაქვს, უნდა ვიყო თუ არა დარწმუნებული. sad.gif შენ რატომ არ ხარ მის ეფექტურობაში დარწმუნებული? კიდევ აევიტი დაინიშნეს, ერთი თვე და გარდა ამისა რაღაც მალამო, ლიოტინი ჰქვია.

QUOTE
თუ არ უმკურნალე (წამლით, ან ოპერაციით), მართლა არსებობს მაგისი საფრთხე.

sad.gif ძალიან მეშინია.

QUOTE
ისე, ბიოფსია არ გაუკეთებიათ?

ეს რა არის საერთოდ არ ვიცი. ციტოლოგია გამიკეთეს, ეგ ვიცი, გაუყუჩებლად და ისეთი მტკივნეული იყო, მტერს არ ვუსურვებ, მაგრამ რატომღაც ცალ მხარეს. ისიც არ ვიცი შესაძლებელი თუა ცალ მხარეს იყოს ავთვისებიანი, ხოლო მეორე მხარეს ფიბროზული წარმონაქმნი???
ექოსკოპიაც გავიკეთე ორივე ჯირკვალზე და ორივეგან ფიბროზული წარმონაქმნები დაიწერეს.
საკვერცხეების ექოსკოპიაზეც გამიშვეს, პოლიკისტოზსაც ვარაუდობდნენ, მაგრა არაფერი მსგავსი არ აღმომაჩნდა, გარდა ჰორმონალური დარღვევისა. (დომინანტი ფოლიკული მე-9 დღეზე საერთოდ არ ვლინდებდა)
პროლაქტინი, ესტროგენები და ტესტოსტერონი ნორმაში მაქვს, მაგრამ პროგესტერონის მკვეთრი ნაკლებობა მაქვს.

აი ჩემი ანალიზების პასუხები. მიშველეთ ახლა რამე ვინმემ help.gif smile.gif

ikebana

QUOTE
და რა სიმპტომები გქონდა, ექიმთან რატომ მიხვედი?


ცალ მხარეს ვიგრძენი ყრუ, მაგრამ შემაწუხებელი ტკივილი, ხელით რომ შევეხე რაღაც დიდი ბურთივით მომხვდა და შემეშინდა. მერე დამამშვიდეს, მენსტრუაციას დაელოდე და თავისით გაქრება, იცის ასე ჯირკვლებმაო. ტკივილით კი აღარ მაწუხებდა , მაგრამ არ დაპატარვდა, მომეჩვენა კიდეც რომ გადიდებული იყო. ხოდა მაგარი იზმენა ავიკიდე და გავქანდი ექიმთან.

Posted by: Solveig 21 Aug 2005, 17:28
TJ11
QUOTE
შენ რატომ არ ხარ მის ეფექტურობაში დარწმუნებული?

იმიტომ, რომ მცენარეული წვეთებია- "ჰომეოპათიური საშუალება" და რა ვიცი...
QUOTE
ციტოლოგია გამიკეთეს

ჰო, ესე იგი გაუკეთებიათ ბიოფსია, აბა ციტოლოგიურ ანალიზს ვერ აწარმოებ სხვაგვარად
QUOTE
ისიც არ ვიცი შესაძლებელი თუა ცალ მხარეს იყოს ავთვისებიანი, ხოლო მეორე მხარეს ფიბროზული წარმონაქმნი???

კი, შესაძლებელია. მარტო ცალზე შეიძლება იმიტომ გააკეთეს, რომ ექოსკენირებისას შეამჩნიეს განსხვავება მარჯვენას და მარცხენას მონაცემებს შორის. პასუხი რა გითხრეს მერე?
QUOTE
პროგესტერონის მკვეთრი ნაკლებობა მაქვს.

მაგას ეშველება smile.gif

აევიტი პოლივიტამინია, აგერ ინფორმაცია:
http://comp-doctor.ru/eye_prep/aevit.php

ლიოტინზე ვერაფერი ვნახე. სახელი ხომ არ გეშლება?

ნუ გეშინია, ისე გინეკოლოგიურ პრობლემას მიხედე-შეიძლება მართლა მაგით იყოს გამოწვეული (ვიცი შემთხვევა, რომ მაგის მოგვარების მერე სულ გაუქრა კვანძი ერთს).
ღმერთი შენსკენ იყოს.. 2kiss.gif

Posted by: Otory 21 Aug 2005, 18:20
ისა, დიდი ბოდიში - მაგრამ, გინეკოლოგიური პრობლემების და ეგეთი სახის პრობლემების პროფელაქტიკისთვის სად უკეთესია წასვლა?..

Posted by: ancho 21 Aug 2005, 19:00
მასტოდინონი ნამდვილად შველის ოღონდ დიფუზურ მასტოპათიას. საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ მთლიანად კი არ არჩენს, უბრალოდ მდგომარეობას აუმჯობესებს. (ტკივილები აღარ არის ხოლმე). რაც შეეხება კვანძებს, ექიმებმა შეიძლება ჩამქოლონ, მაგრამ ერთი ქალი ვიცი, ვისაც ოპერაციას უკეთებდნენ და სალხინო დალია და უშველა. პირადად ვიცნობ მაგ ქალს, თუ გინდათ სახელს და გვარსაც გეტყვით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეკლამიდან და "პა ნასლიშკე" არ ვიცი. ცხადია, შეიძლება იმას სხვა რამე ქონდა და შენ სხვა, მაგრამ შეგიძლია მაინც სცადო. თუ ვთქვათ და ვერ გიშველა, არც გავნებს.

Posted by: TJ11 22 Aug 2005, 11:02
Solveig
QUOTE
ისიც არ ვიცი შესაძლებელი თუა ცალ მხარეს იყოს ავთვისებიანი, ხოლო მეორე მხარეს ფიბროზული წარმონაქმნი???


კი, შესაძლებელია. მარტო ცალზე შეიძლება იმიტომ გააკეთეს, რომ ექოსკენირებისას შეამჩნიეს განსხვავება მარჯვენას და მარცხენას მონაცემებს შორის. პასუხი რა გითხრეს მერე?


მაგ ამბავმა მაშინვე დამაეჭვა, რატომ გამიკეთეს ცალ მხარეს. პასუხი კი არავინ არ მაღირსა. ექოსკოპიაში მგონი ერთი და იგივე მიწერია მარჯვენაზეც და მარცხენაზეც. ფიბროზული რომ არ იყოს ეს კვანძები და კისტური რომ იყოს, უფრო დიდი შანსია გაწოვისო.

ანუ შენ გინდა თქვა, რომ შესაძლებელია იმ მეორეში, რომლიდანაც არ ამიღეს ანალიზი, მქონდეს კიბოოო??? wow.gif გავგიჟდები sa.gif



QUOTE
ლიოტინზე ვერაფერი ვნახე. სახელი ხომ არ გეშლება?


ნი ტო ლიოტონი. სახლში არ ვარ ახლა, თორემ ვნახავდი. ისე ინსრუქციაში კი ვერაფერი ვნახე სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებით, ფეხები ახატია ფლაკონს
spy.gif

QUOTE
ღმერთი შენსკენ იყოს..


დიდი მადლობა!

2kiss.gif
ancho
მეც გამიგია სალხინოს სასწაულმოქმედების შესახებ, მაგრამ თვითნებურად მეშინია ექიმის რჩევის გარეშე რამის მიღება. sad.gif
დიდი მადლობა რჩევისთვის...
2kiss.gif
* * *
ისა და....

პროგესტერონის ნაკლებობას როგორ მკურნალობენ????? გამიგია არსებობს პროგესტერონის ნემსები, მაგრამ არ აკეთებენ მაგას პირდაპირ, არ შეიძლებაო, რატომ ოღონდ ვერ გავიგე. rolleyes.gif

Posted by: asiko 22 Aug 2005, 22:13
TJ11
მეგობარმა გაიკეთა ეს ოპერაცია 3 წლის უკან. თავიდან რაღაც წამლები გამოუწერეს (ჰომეოპატთან დადიოდ მგონი). ხან სხვავდა, ხან-არა. მოკლედ, რეჟიმი ვერ დაიცვა. მერე ოპერაცია გაუკეთეს. 3 დღეში გამოვიდა სამსახურში. შრამი ოდნავ ემჩნევა. აბა ყოჩაღად. smile.gif

Posted by: Solveig 22 Aug 2005, 22:14
QUOTE
პროგესტერონის ნაკლებობას როგორ მკურნალობენ????? გამიგია არსებობს პროგესტერონის ნემსები, მაგრამ არ აკეთებენ მაგას პირდაპირ, არ შეიძლებაო, რატომ ოღონდ ვერ გავიგე

როგორ არ აკეთებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში. ისე, დასალევიც არის, (უტროჟესტანი მაგალითად), სხვა წარმოებულებიც გამოყენება. დოზა ექიმმა უნდა შეარჩიოს, ციკლის განსაზღვრულ დღეებში ისმება (სხვადასვა წამლები მე-10, მე-15, მე-16 დღეზე მგონი) მიხედვით. ამისთვის ნორმალური ექიმი უნდა მოძებნო.

QUOTE
ისე ინსრუქციაში კი ვერაფერი ვნახე სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებით, ფეხები ახატია ფლაკონს

აგერ ვნახე ერთი ჩეხური საიტი, მალამო ლიოტონზე. ჩეხური არ ვიცი, მაგრამ ალბათ სისხლძარღვების განვლადობას აუმჯობესებს, რაკი ჰეპარინია შიგ.
http://www.angiojh.cz/leky/lioton.htm
QUOTE
ანუ შენ გინდა თქვა, რომ შესაძლებელია იმ მეორეში, რომლიდანაც არ ამიღეს ანალიზი, მქონდეს კიბოოო???

მე ეგ კი არა, ის ვიგულისხმე, რომ ერთი შეიძლება არ შეეეჭვათ და არ დანიშნეს ბიოფსია, მეორეზე კი დანიშნეს, მაგრამ რამე რომ გქონოდა, 3 თვიან გამოსაცდელ პერიოდს არავინ მოგცემდა და ვიტამინებს და ლიოტონს არ დაგინიშნავდნენ, პირდაპირ გაგიშვებდნენ ქირურგთან.

Posted by: Otory 23 Aug 2005, 00:27
QUOTE
ისა, დიდი ბოდიში - მაგრამ, გინეკოლოგიური პრობლემების და ეგეთი სახის პრობლემების პროფელაქტიკისთვის სად უკეთესია წასვლა?..

?????????
sad.gif((((((

Posted by: BigCrow 23 Aug 2005, 00:52
აუ რა კაია რომ ძუძუები არ მაქვს...

მართლა...

არადა არ გავკარი შრამს, ჯობია შრამი გქონდეს ძუძუზე ვიდრე (თფუ თფუ თფუ, სიტყვაზე ვიძახი და თვალი არ გეცეს და რა ვიცი რაც არსებობს ყველაფერი) ძუძუ არ გქონდეს... ბრრრრრ....

Posted by: TJ11 23 Aug 2005, 12:03
QUOTE
მეგობარმა გაიკეთა ეს ოპერაცია 3 წლის უკან. თავიდან რაღაც წამლები გამოუწერეს (ჰომეოპატთან დადიოდ მგონი). ხან სხვავდა, ხან-არა. მოკლედ, რეჟიმი ვერ დაიცვა. მერე ოპერაცია გაუკეთეს. 3 დღეში გამოვიდა სამსახურში. შრამი ოდნავ ემჩნევა. აბა ყოჩაღად. 


რა ვიცი, მე კი ვიცავ რეჟიმს, მაგრამ გაჭრა ყველა ვარიანში მომიწევს. sad.gif

QUOTE
მე ეგ კი არა, ის ვიგულისხმე, რომ ერთი შეიძლება არ შეეეჭვათ და არ დანიშნეს ბიოფსია, მეორეზე კი დანიშნეს, მაგრამ რამე რომ გქონოდა, 3 თვიან გამოსაცდელ პერიოდს არავინ მოგცემდა და ვიტამინებს და ლიოტონს არ დაგინიშნავდნენ, პირდაპირ გაგიშვებდნენ ქირურგთან.


მე კიდე ვიფიქრე, ხო არ დაეზარათ-თქო, მაგის გაკეთება უფასო იყო და ვიფიქრე ცალყბად ხომ არ მიკეთებენ-თქო smile.gif
* * *
Otory
QUOTE
QUOTE
ისა, დიდი ბოდიში - მაგრამ, გინეკოლოგიური პრობლემების და ეგეთი სახის პრობლემების პროფელაქტიკისთვის სად უკეთესია წასვლა?..


?????????
((((((


გინეკოლოგიურ კაბინეტში smile.gif ჯორდანიას და ჩაჩავას აქებენ, უფრო კომპეტენტური გიპასუხებს უკეთესად smile.gif


BigCrow
QUOTE
აუ რა კაია რომ ძუძუები არ მაქვს...

ძუძუები როგორ არ გაქვს! ყველას გვაქვს smile.gif
QUOTE
არადა არ გავკარი შრამს, ჯობია შრამი გქონდეს ძუძუზე ვიდრე (თფუ თფუ თფუ, სიტყვაზე ვიძახი და თვალი არ გეცეს და რა ვიცი რაც არსებობს ყველაფერი) ძუძუ არ გქონდეს... ბრრრრრ....

აჰაა, მართალი ხარ, სანამ მთლიანს მომაჭრიან, ჯობია მარტო კვანძი მომჭრან smile.gif მათემატიკის ამბავია რა smile.gif

Posted by: killer 31 Jan 2007, 21:07
ყველამ ვიცით რომ ადრეული დიაგნოსტიკა ამცირებს ამ დაავადების ცუდ შედეგების რისკს.

იცით თუ არა როგორ უნდა აღმოვაჩინოთ მკერდის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე?

რა სიმპტომებია?

გარდა წრიული გასინჯვების დროს აღმოჩენილი სიმაგრეებისა.

მე რაღაც კლიპ ვნახე, რომ ყურადღების მისაქცევია აგრეთვე მკერდის ფორმის შეცვლა, ძუძუსთავის ფერის შეცვლა, მკერდის გაზრდა, ქავილი.

არის ვინმე კომპეტენტური ამ ფორუმზე, ვინც ამაზე მეტს ისაუბრებს?

ან თუ იცით რაიმე არასამტავრობო ორგანიზაცია რომელიც ბროშურებს ავრცელებს ამ თემასთან დაკავშირებით. ან ცხელი ხაზი?

Posted by: margusha 31 Jan 2007, 21:33
მკერდის ფორმის შეცვლა, ფერის შეცვლა ჩაზნექილი უბნები მკერდზე ეს უკვე შორს წასული ფორმაა,
გამაფრთხილებელი ნიშნებია უმტკივნეულო კვანძები გამონადენი, რა თქმა უნდა ადრეული დიაგნოსტიკა ამცირებს ამ დაავადების ცუდ შედეგებს, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნის ხელით აღმოჩენა პირველ სტადიაში თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ჯობია თუ პერიოდულად მამოლოგს გაესინჯები, ექოსკოპიას გადაიღებ, 35 წლის შემდეგ აუცილებელია მამოგრაფია.
ხშირად სიმაგრეები არ არის ავთვისებიანი და შეიძლება მასტოპატია იყოს, ამას ხელით გასინჯვითაც მიხვდება ნორმალური ექიმი და ექოსკოპიით თავისთავად, თუ სისმსივნეზეა ეჭვი მერე ხდება მკერდის ქსოვილის ფუნქციის აღება და დათესვა.

Posted by: marja ivanovna 10 Jul 2007, 02:08
[B]
მოკლედ, დიდი ხანია მკლავს ეს აკვიატებული აზრი..
ჯერ ეს ერთიც, ძალიან ხშირია საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც).
მერე კიდე, ექიმებს რო კითხო, თეორიულად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ყველა ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევა მკერდის კიბოზე, ჩემი დაზღვევა კიდე, მაგალითად, საერთოდ არ თვლის საჭიროდ ამგვარ გამოკვლევას. თუ მაინცდამაინც კიბო არ დაგემართა. მერე კიდე გვიანი იქნება..
არ ჯობია, ნაადრევ სტადიაში გამოავლინო, როცა ჯერ კიდევ შველა შეიძლება??
ინტერნეტში კი არის მოცემული მეთოდები, როგორ უნდა შეამოწმო შენ თვითონ, გაქვს თუ არა, მაგრამ მე რაღაც ვერ დავამუღამე ეგ მეთოდი.. თან ბოლო დროს რამდენჯერაც დავაპირე გამოკვლევა, ან ორსულად ვიყავი, ან ლაქტაციის პერიოდში, და ექიმები მეუბნებოდნენ, მაიცა ერთი, მოგცლია, ორსულობის და ლაქტაციის დროს არ გაგვიგია ჩვენ კიბოზე შიშებიო. ეხლაც ორსულად ვარ, მეორე ბავშვზე...
ვინმემ იცით რამე ამის თაობაზე?

Posted by: vano_t 10 Jul 2007, 03:26
QUOTE (marja ivanovna @ 10 Jul 2007, 02:08 )
[B]
მოკლედ, დიდი ხანია მკლავს ეს აკვიატებული აზრი..
ჯერ ეს ერთიც, ძალიან ხშირია საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც).
მერე კიდე, ექიმებს რო კითხო, თეორიულად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ყველა ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევა მკერდის კიბოზე, ჩემი დაზღვევა კიდე, მაგალითად, საერთოდ არ თვლის საჭიროდ ამგვარ გამოკვლევას. თუ მაინცდამაინც კიბო არ დაგემართა. მერე კიდე გვიანი იქნება..
არ ჯობია, ნაადრევ სტადიაში გამოავლინო, როცა ჯერ კიდევ შველა შეიძლება??
ინტერნეტში კი არის მოცემული მეთოდები, როგორ უნდა შეამოწმო შენ თვითონ, გაქვს თუ არა, მაგრამ მე რაღაც ვერ დავამუღამე ეგ მეთოდი.. თან ბოლო დროს რამდენჯერაც დავაპირე გამოკვლევა, ან ორსულად ვიყავი, ან ლაქტაციის პერიოდში, და ექიმები მეუბნებოდნენ, მაიცა ერთი, მოგცლია, ორსულობის და ლაქტაციის დროს არ გაგვიგია ჩვენ კიბოზე შიშებიო. ეხლაც ორსულად ვარ, მეორე ბავშვზე...
ვინმემ იცით რამე ამის თაობაზე?

მამოგრაფიას სხვადასხვა დაზღვევა სხვადასხვა ასაკიდან იხილავს, მარა არცერთი დაზღვევა, ზოგიერთ ქვეყანაში სულ მცირე, უარს არ ამბობს პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე. 40 წლიდან უნდა დაფაროს წესით დაზღვევამ.

ისე შენ თვითონ ზოგადად რასაც უნდა დააკვირდე არის ნებისმიერი სახის ცვლილება მკერდზე. კანის ფერის ცვლა, კანის კნოტურების შეცვლა, რეტრაქცია (ანუ კანის ჩაზნექა), დრვილების ცვლილება, სისლდენა დრვილებიდან, პალპაციის (ანუ ხელით გამოკვლევის) დროს რაიმე კვანძის შეგრძნება და ასე შემდეგ. იტოგში, რამეს რომ შენიშნავ ექიმთან უნდა მიხვიდე და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს დაკვირვება კმარა თუ შემდეგი გამოკვლევა ჭირდება

Posted by: NuKa__NuKa 11 Jul 2007, 06:53
QUOTE
გამაფრთხილებელი ნიშნებია უმტკივნეულო კვანძები გამონადენი


და ეს კვანძები და გამონადენი შეიძლება სხვა მიზეზითაც ქონდეს ქალს??თუ 100% სიმსივნის გამაფრთხილებელი ნიშნებია

Posted by: vano_t 11 Jul 2007, 22:36
QUOTE (NuKa__NuKa @ 11 Jul 2007, 06:53 )
QUOTE
გამაფრთხილებელი ნიშნებია უმტკივნეულო კვანძები გამონადენი


და ეს კვანძები და გამონადენი შეიძლება სხვა მიზეზითაც ქონდეს ქალს??თუ 100% სიმსივნის გამაფრთხილებელი ნიშნებია

სხვა მიზეზითაც შეიძლება ქონდეს. და ნორმაც შეიძლება იყოს.

Posted by: Solveig 11 Jul 2007, 22:52
QUOTE
გამონადენი შეიძლება სხვა მიზეზითაც ქონდეს ქალს??

ჰიპერპროლაქტინემიის დროსაც იცის გამონადენი.

Posted by: deputati 12 Jul 2007, 15:47
დავუშვათ ქალს საწყის ეტაპზე გამოუვლინდა მკერდის კიბო. ამ შემთხვევაში ამბობენ რომ 100% რჩება. მაინტერესებს პირველ სტადიაზე როგორ მკურნალობენ, აქაც საჭიროა ქიმიოთერაპიის კურსი თუ რამე პრეპარატებით?

Posted by: Suleluka 12 Jul 2007, 15:52
რომელირაც კლინიკა უფასოდ ატარებს მამოლოგიურ გამოკვლევას. ეწერა ფორუმზეც, მარა ნამდვილად არ მახსოვს სად ეწერა

Posted by: Solveig 12 Jul 2007, 16:53
QUOTE
აქაც საჭიროა ქიმიოთერაპიის კურსი თუ რამე პრეპარატებით?

ქიმიოთერაპიაც პრეპარატებია smile.gif

მკურნალობა ყველა შემთხვევაში ქირურგიულია და ქიმიოთერაპია/რადიოთერაპიის, დოზების და ა. შ, შესახებ ექიმი წყვეტს მერე...ჯერ ამოკვეთენ საეჭვო კვანძს და მის მიმდებარე ლიმფურ ჯირკვლებს და გასინჯავენ ჰისტოლოგიურად. ამით დგინდება სიმსივნის სახე, ხასიათი, რამდენადაა გავრცელებული ლიმფურ კვანძებში. მერე ამის მიხედვით ინიშნება მკურნალობა.

Posted by: ტანკე 12 Jul 2007, 17:39
დედაჩემს ჰქონდა ფიბროადენომა და ოპერაცია გაიკეთა.კეთილთვისეიაბნი სიმსივნე იყო და ეგრევე თუ არ გაიკეთებო,მერე გარანტიას ვერ მოგცემთ,რომ მალიგნიზირებული უჯრედები არ გაიპარებაო smile.gif ონკოლოგიურში უთხრეს ასე.

Posted by: vano_t 12 Jul 2007, 20:55
QUOTE (ტანკე @ 12 Jul 2007, 17:39 )
დედაჩემს ჰქონდა ფიბროადენომა და ოპერაცია გაიკეთა.კეთილთვისეიაბნი სიმსივნე იყო და ეგრევე თუ არ გაიკეთებო,მერე გარანტიას ვერ მოგცემთ,რომ მალიგნიზირებული უჯრედები არ გაიპარებაო smile.gif ონკოლოგიურში უთხრეს ასე.

ტექნიკურად არასწორი დიაგნოზია ისე ეგ. თუ ფიბროადენომის დიაგნოზი უკვე დასვი, მაშინ არავითარი ქირურგია არ ჭირდება. ანუ თუ დაგნოზი ბიოფსიით (FNA-ს რომ ეძახიან იმით) დაისვა, ესეიგი ფაიზაღი იცი ფიბროადენომა რო არის. თუ საეჭვოა ბიოსფსია, მაშინ "ამოჭრითი" ბიოფსია (ანუ ამოკვეთა ფაქტიურად--excisional biopsy) უნდა რომ ნაღდი დიაგნოზი დაისვას.

Posted by: naneee 12 Jul 2007, 21:10
ჩემი ასაკის გოგოც უნდა ელოდეს მკერდის კიბოს?
20 წლის ვარ

Posted by: makvala 12 Jul 2007, 22:19
Suleluka
QUOTE
რომელირაც კლინიკა უფასოდ ატარებს მამოლოგიურ გამოკვლევას. ეწერა ფორუმზეც, მარა ნამდვილად არ მახსოვს სად ეწერა


მაგას "მედეა" აკეთებდა, ჯერ ექო, გასინჯვა და CA-153 ონკომარკერი იყო უფასო მთელი შარშანდელი ოქტომბერი, მერე მთელი გაზაფხული CA-153 ონკომარკერი უფასო იყო...

ეტყობა ზაზა სამეცნიერო შრომას აცხობდა ან მაგის ასპირანტ/მაგისტრანტებსა სჭირდებოთ დისერტაცია–დიპლომებისათვის... პაციენტისათვის რა, გამოკვლევა მუქთა იყო და პასუხი სწორი...

ეხლა მუქთა შეწყვიტეს, თუმცა ფასი ძაან დაბალი უდევთ...

რო შეწყდა ნამდვილად ვიცი, რადგან პაციენტები რო გავუშვი ივნისში უფასოა მეთქი, უთხრეს რომ ეგ აქცია მაისის ჩათვლით ტარდებოდაო....

კიდევ ხილიანზე რო ონკოდისპანსერია, იქ ექოა უფასო, თუ პატარა მასტოპათია იპოვეს, ეგრევე საოპერაციოდ მიაქანებენ... ყოველ შემთხვევაში ჩემ მეზობელ 21 წლის გოგოს უპირებდნენ...
* * *
marja ivanovna
QUOTE
თან ბოლო დროს რამდენჯერაც დავაპირე გამოკვლევა, ან ორსულად ვიყავი, ან ლაქტაციის პერიოდში, და ექიმები მეუბნებოდნენ, მაიცა ერთი, მოგცლია, ორსულობის და ლაქტაციის დროს არ გაგვიგია ჩვენ კიბოზე შიშებიო. ეხლაც ორსულად ვარ, მეორე ბავშვზე...
ვინმემ იცით რამე ამის თაობაზე?


ეხლა შიშებს შეეშვი რა...

ორსულობისას ერთი ძუძუს ექო გაიკეთე და დამშვიდდები...ისე ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას ერთი ძუძუს ექოს გაკეთება ზედმეტი არ არის, მაგრამ აქ რო ორსულს ეგ ვუთხრა, შეიძლება ჩათვალოს რო ექოსკოპისტ დაქალს ფულს ვაკეთებინებ, ამიტო პალპატორული გასინჯვით ვიფარგლები ხოლმე...

აი CA-153 მარკერის გაკეთებას აზრი არ აქვს, ორსულობისას იცის მატება, მესამე ტრიმესტრში...

Posted by: ტანკე 12 Jul 2007, 23:39
vano_t
QUOTE
თუ ფიბროადენომის დიაგნოზი უკვე დასვი, მაშინ არავითარი ქირურგია არ ჭირდება

ეს როგორ? ამოკვეთა არ სჭირდება ფიბროადენომას? ამას ამბობ?
ბიოფსია გაუკეტეს და დაუსვეს ფიბროადენომის დიაგნოზი.ოპერაცია შესთავაზეს,რომ უფრო სერიოზულში არ გადაზრდილიყო(ეს ზუსტად ასე იყო)

Posted by: makvala 12 Jul 2007, 23:50
ტანკე

ფიბროადენომა თავისით ან კონსერვატიული მკურნალობით არ გაქრება...

აი ავთვისებიანი როდის გახდება, ამის კრიტერიუმი კი არ არსებობს...

შეიძლება 100 წელი არაფერი მოხდეს, მაგრამ შეიძლება...

პრინციპში მოსაშორებელია, თუმცა გადაუდებელი არ არის...

Posted by: vano_t 13 Jul 2007, 03:57
QUOTE (ტანკე @ 12 Jul 2007, 23:39 )
vano_t
QUOTE
თუ ფიბროადენომის დიაგნოზი უკვე დასვი, მაშინ არავითარი ქირურგია არ ჭირდება

ეს როგორ? ამოკვეთა არ სჭირდება ფიბროადენომას? ამას ამბობ?
ბიოფსია გაუკეტეს და დაუსვეს ფიბროადენომის დიაგნოზი.ოპერაცია შესთავაზეს,რომ უფრო სერიოზულში არ გადაზრდილიყო(ეს ზუსტად ასე იყო)

მკურნალობა ან ჭირდება ან არა: კლინკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. რათქმაუნდა, თუ სიმპტომატიურია და პაციენტს ტკივილები აქვს, მაშინ მკურნალობა ჭირდება. გინეკოლოგმა შეიძლება დააკვირდეს ბევრ შემთხვევაში. ის რომ ფიბროადენომა თავისით არ განიცდის ინვოლიციასო, არ არის მართალი. ხშირად, მენოპაუზის შემდეგ ქალებში ფიბროადენომა გადაგვარებას განიცდის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დააკვირდე კიდეც კვანძს. რა თქმა უნდა მხედველობაში სხვა ფაქტორებიც უნდა მიიღო, რომელიც საბოლოოდ მოცემულ ავადმყოფში სიმსივნის განვითარების რისკზე მითითებს. მაგალითად თუ ქალს პერსონალური ისტორია აქვს ძუძუს ადენოკარცინომის, ან ძლიერი ოჯახური ისტორიაა აქვს მკერდის სიმსივნეების, მაშინ ამოკვეთავ. თუ არადა მენოპაუზასთან ახლო მყოფ ქალებში შეიძლება დააკვირდე(დიაგნოზი ოღონდ ფაიზაღი უნდა იყოს და ადენოკარცინომა გამორიცხული უნდა იყოს). იტოგში, მაგი გინეკოლოგის გადასწყვეტია, მარა როგორც ავღნიშნე ყველას არ ჭირდება მკურნალობა.
მეორეც, მკურანოლბას თუ გადაწყვეტ მაშინ არაოპერაციული მეთოდებიც გამოიყენება. მაგალითად ულტრაბგერის საშუალებით კრიოთერაპია შედარებით ნაკლებინვაზიურია.

პროცენტულად ვერ გეტყვი რამდენს ჭირდება მკურნალობა და რამდენს არა. მარა რფერალები რომ გამიკეთებია, უმეტესად მე რაც მინახია გინეკოლოგებს არ გაუკეთებიათ რაიმე ჩარევა დაკვირვების გარდა. შეიძლება მაგათგან ზოგს გვიან დაჭირდათ ოპერაცია, მაგას ვერ ვიტყვი.

Posted by: ტანკე 13 Jul 2007, 03:59
makvala
vano_t
thx for the info

Posted by: Zumbizu 13 Jul 2007, 09:43
ტანკე
QUOTE
ეს როგორ? ამოკვეთა არ სჭირდება ფიბროადენომას? ამას ამბობ?
ბიოფსია გაუკეტეს და დაუსვეს ფიბროადენომის დიაგნოზი.ოპერაცია შესთავაზეს,რომ უფრო სერიოზულში არ გადაზრდილიყო(ეს ზუსტად ასე იყო)


no.gif

სწორს იძახის vano_t

Posted by: marja ivanovna 13 Jul 2007, 11:06
ისა.. მამოგრაფია და ძუძუს ექო ერთიდაიგივეა, ხო? (მაპატიეთ, თუ უვიც კითხვებს ვსვამ smile.gif)

Posted by: Solveig 13 Jul 2007, 12:24
QUOTE (Zumbizu @ 13 Jul 2007, 08:43 )
ტანკე
QUOTE
ეს როგორ? ამოკვეთა არ სჭირდება ფიბროადენომას? ამას ამბობ?
ბიოფსია გაუკეტეს და დაუსვეს ფიბროადენომის დიაგნოზი.ოპერაცია შესთავაზეს,რომ უფრო სერიოზულში არ გადაზრდილიყო(ეს ზუსტად ასე იყო)


no.gif

სწორს იძახის vano_t

ახლა გამახსენდა, რომ დედაჩემსაც მგონი ეგ ჰქონდა (ბიოფსიის მიხედვით), მაგრამ ოპერაციაზე მაშინვე არაფერი უთქვამთ..პარალელურად გინეკოლოგიური პრობლემებიც აღმოაჩნდა. როგორც კი მკურნალლობა დაიწყო (საღაც 1-2 თვეში), ის "კვანძი" გაქრა.

Posted by: ტანკე 13 Jul 2007, 19:21

Zumbizu
გაუკეტეს ოპერაცია ონკოლოგიურში მაგ დიაგნოზით sad.gif რავი აბა
Solveig
კვანძი სხვაა და ფიბროადენომა სხვა.თავიდან დიდი შპრიცით ამოუღეს სისხლნარევი სითხე/მასა.უთხრეს,რომ თუ მარტო სითხე ამოვიდოდა,მაშინ ეგრევე სახლში გაუშვებდნენ და არაფერი არ იყო საჭირო,მაგრამ სისხლი და სხვა მასები ამოჰყვა და...

Posted by: Solveig 13 Jul 2007, 20:20
QUOTE
გაუკეტეს ოპერაცია ონკოლოგიურში მაგ დიაგნოზით

სხვათა შორის, მკერდზე არა, მაგრამ ჩემი ამხანაგის დედას დაუსვეს ჰამანგიოსარკომის დიაგნოზი (საშვილოსნოს გამოფხეკის შემდეგ) და მეორე დღესვე ოპერაცია გაუკეთეს..ამოკვეთეს საშვილოსნო, ყელით და მერე პრეპარატების ჰისტოლოგიური გასინჯვისას ვერაფერი აღმოაჩინეს spy.gif

Posted by: margusha 14 Jul 2007, 01:24
marja ivanovna

არა ეხო ეხოა და მამოგრაფია რენტგენია რაა

Posted by: vano_t 15 Jul 2007, 15:13
QUOTE
Zumbizu
გაუკეტეს ოპერაცია ონკოლოგიურში მაგ დიაგნოზით sad.gif რავი აბა


მაგ დიაგნოზით შეიძლება გაკეთდეს და შეიძლება არ გაკეთდეს ოპერაცია, როგორც ადრე ვთქვი. ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გინეკოლოგმა შეიძლება ჩათვალა რომ არ ღირდა დავუშვათ კვანძის დროში თვალიერება და ამოკვეთა უფრო მიზანშეწონილი იყო, მიუხედავად იმისა რომ მერე ფიბროადენომის დაიგნოზი დაისვა.

QUOTE
Solveig
კვანძი სხვაა და ფიბროადენომა სხვა.თავიდან დიდი შპრიცით ამოუღეს სისხლნარევი სითხე/მასა.უთხრეს,რომ თუ მარტო სითხე ამოვიდოდა,მაშინ ეგრევე სახლში გაუშვებდნენ და არაფერი არ იყო საჭირო,მაგრამ სისხლი და სხვა მასები ამოჰყვა და...


მთლად მასე არაა. კვანძი ზოგადად ქვია ნებისმიერ წარმონაქმნს რომელიც ხელიტ ისინჯება. სანამ დაიგნოზს დაადგენდე კვანძს უწოდებ. მერე რომ დაადგენ დაარქვი სახელი. სისხლიანი შიგთავსი რომ ამოიღეს (ჰემორაგიული კვანძი უფრო საეჭვოა რომ ავთვისებიანი იყოს ვიდრე კვანძი სეროზული შიგთავსით. თუმცა ჰემორაგია ბიოფსიით გამოწვეული ტრამვაც შეიძლება იყოს) შეიძლება 100%-ანი ვერ დაარქვეს კვანძს ფიბროადენომა და იმიტომაც ამოკვეთეს. ყველა გინეკოლოგი ეგრე იზამდა დედაშენის შემთხვევაში თუ პათოლოგმა დანამდვილებით არ თქვა ფიბროადენომააო და დანამდვილებით არ თქვა სიმსივნურ უჯრედებს არ შეიცავსო.

Posted by: marja ivanovna 17 Jul 2007, 10:54
ხალხო, თქვენს გაზრდა-გახარებას, ბარემ ესეც მირჩიეთ, სად გავიკეთო ძუძუს ექო, ვისთან მივიდე მამოლოგთან?

Posted by: makvala 17 Jul 2007, 11:00
marja ivanovna

ეხლაც უფასოა ხილიანზე ონკოდისპანსერში, ოღონდ ნინო ღუდუშაური თუ არ იქნა, მეორეს არ გააკეთებინო...

Posted by: Matrona 18 Jul 2007, 08:27
თითქმის 14-15 წლიდან სარძევე ჯირკვლის თავზე მუდმივად მქონდა ფუფხი.. ნუ, რა ანალიზი არ გავიკეთე და რა გამოკვლევა არ ჩავიტარე... საბოლოოდ დამიდგინეს ფიბროადენომატოზი...რაც მთავარია ეს ფუფხი პერიოდულად ძვრებოდა და მის ადგილს ახალი იკავებდა. მაგრამ თხევადი გამონადენი, როგორც ასეთი , არადროს არ მქონია...

ამის გამო წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, ვიკეთებ ექოსკოპიას.. და იმის შემდეგ, რაც პირველი ბავშვი 9 თვე ძუძუთი ვკვებე, ყველანაირი პრობლემა გაქრა...

Posted by: BaBajanka 18 Jul 2007, 12:14
მე მთელი ბუკლეტი მაქვს, როგორ უნდა გაისინჯო ხელით, ინტერნეტშიც ბლომადაა, მაგრამ არ შემიძლია ჩემი საკუთარი ნებით დაჭყლეტვა. vis.gif რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით მომხვდა რაღაცა შარიკი, თან მტკიოდა და გავქროლდი ონკ. დისპანსერში. დიდი ხნის ზელვის შემდეგ ორივე მკერდში თითო -თითო კვანძი მიპოვეს. ციტოლოგიაც გავიკეთე, ჰორმონებზე ანალიზი, ექო და ფიბრომატული ჩანართებიაო, დაასკვნეს, რაღაც ყველასათვის ცნობილი წამალი დამინიშნეს (სახელი არ მახსოვს ახლა) და მალ მასტოპათიურ უბნად გადაიქცა.

მას მერე ყოველ 3 თვეში ერთხელ ვაკონტროლებ. ნუ ახლა მეც ორსულად ვარ და არ მივსულვარ, მაგრამ ვაპირებ მშობიარობამდე გავლას და კაი მასაჟის ჩატარებას biggrin.gif
* * *
marja ivanovna


მანდ თუ გადაწყვეტ მისვლას, http://www.cancer.ge/ აქ ნახე ჯერ.
ისე მგონი 10-მდე უნდა მიხვიდე ჯერ, რომ მიიტანო შენი პირადობის მოწმობა და გაგიხსნან ანკეტა, დაგისვამენ საოცარ კითხვებს, ოჯახს ვინ არჩენს, შემოსავალი რამდენი გაქვთ და ა.შ biggrin.gif თუ თბილისის მოქალაქე ხარ, მაშინ ჩაგსვამენ პორგრამაში, მაგრამ არის თU არა კიდევ, ეგ აღარ ვიცი.

Posted by: marja ivanovna 18 Jul 2007, 15:00
აუ, ეხლა შემოვედი, რო მაყვალას დითირამბები ვუმღერო! smile.gif
როგორც მირჩია, წავედი ონკოდისპანსერში, მამოლოგმა გამსინჯა და გამიშვა ეხოზე, ნინო ღუდუშაური იყო ძალიან მაგარი ქალი, მკერდზე ეხო გამიკეთა, არაფერი არ გაქვს, კაცო, ჩაიწიე ეგ შარვალი, მუცელი მანახე, ბაიას მაინც შევხედოთო biggrin.gif სქესი ხო არ ვიცოდი, ხოდა ნინომ - მაგრა იმალება, მარა გოგო უნდა იყოს, როგორც ჩანსო!!! ურრრრრრრაააააააააააა. მაგრა მინდოდა გოგო. მაგრა გაასწორა მოკლედ იმ ქალმა, ესეთი რიგგარეშე ექო რომ გამიკეთა მუცელზე. ჯიგააარ, მაყვალა. ხვალ იქნება ჩემიმ პაპტესტის პასუხიც.

Posted by: pucci 24 Jul 2007, 23:49
тех, кто в детстве ест жареный картофель по-французски, выше риск заболеть раком молочной железы во взрослом возрасте, утверждают американские ученые.

Исследователи медицинского факультета Гарварда говорят, что с каждой порцией картофеля фри, съеденной в течение недели в дошкольном возрасте, риск рака молочной железы возрастает. Данные получены в результате длительного, в течение нескольких десятилетий наблюдения специалистов за состоянием здоровья 80 тыс. медсестер. Ученые уже установили множество связей между режимом питания и заболеваниями, но в ходе дальнейших исследований некоторые из них были опровергнуты.

Последняя статья, опубликованная в International Journal of Cancer, основана на информации о 582 женщинах, болевших раком молочной железы, и 1569 женщинах, не страдавших этим заболеванием в 1993 году.

Исследователи анализировали режим питания девочек в возрасте от трех до пяти лет, спрашивая матерей, насколько часто их дочери употребляли в пищу разные продукты.

Риск заболеть раком молочной железы к 60 годам равен примерно 1:25. По оценке Карин Майклз и ее коллег, потребление картофеля фри хотя бы раз в неделю в возрасте до пяти лет повышает риск на 27%.

Ученые отметили, что употребление в пищу картофеля не повышает риск, но поджаривание картошки на жире, насыщенном жирными кислотами, возможно, стоит принимать в расчет, сообщает Инопресса.

Майклз заявила: "Ученые находят все новые подтверждения того, что режим питания ребенка может играть свою роль в возникновении заболеваний у взрослых женщин. Наша работа является еще одним свидетельством того, что рак молочной железы, возможно, закладывается на ранних этапах жизни женщины, и питание в этом возрасте играет особенно важную роль".

Она отметила, что данные следует интерпретировать с осторожностью, так как информация зависела от способности матери вспомнить, что ела ее дочь в детстве.

"Матерей просили вспомнить, как дочь питалась в дошкольном возрасте, после того как выяснялось, есть ли у участницы исследования рак молочной железы или нет, и возможно, матери больных женщин вспоминали о питании дочерей иначе, чем матери здоровых. Нездоровыми продуктами считаются также хот-доги и мороженое, но они не связаны с риском возникновения рака молочной железы".

Памела Гольдберг, генеральный директор британской организации, борющейся против рака молочной железы, заявила: "Исследования того, как питание в раннем возрасте отражается на риске возникновения заболевания, очень интересны. В данном случае необходимо принять во внимание, что исследование основано исключительно на воспоминаниях матерей о том, что их дочери ели 40-50 лет назад".

"Мы должны пропагандировать здоровое и сбалансированное питание, включающее в себя много фруктов и овощей, среди женщин любого возраста".


eek.gif

Posted by: Solveig 24 Jul 2007, 23:57
QUOTE
тех, кто в детстве ест жареный картофель по-французски, выше риск заболеть раком молочной железы во взрослом возрасте, утверждают американские ученые.



პრინციპში, მანდ ახალია რაფერი უთქვამთ.

ისედაც ცნობილია, რომ ზეთის წვის დროს კანცეროგენული ნივთიერებები წარმოიშობა.

Posted by: pucci 24 Jul 2007, 23:58
Solveig
მე ეხლა გავიგე
საშინლად მიყვარს ეს ოხერი ჩიპსები,არადა ვიცი როგორი საშინელებაცააა, მკერდის სიმსივნეზე ეხლა გავიგე
და მე მაგის მჭამელი აღარ ვარ დღეიდან.

Posted by: unknown lady 25 Jul 2007, 00:01
პუცი
QUOTE
საშინლად მიყვარს ეს ოხერი ჩიპსები,არადა ვიცი როგორი საშინელებაცააა, მკერდის სიმსივნეზე ეხლა გავიგე



ერთსა და იმავე ზეთში იწვება ეგ ჩიფსები და მართლა საშინელებაა. გადაეჩვიო ჯობია სასწარფოდ

Posted by: karaoke 25 Jul 2007, 15:46
კარტოფილი( ბევრი) ბიჭმა რო ჭამოს იმასაც გაუჩნდება რამე კიბო? ნუ ძუძუ არ მაქ. სხვა რამეზე ვამბობ

Posted by: pataputina 25 Jul 2007, 15:53
user.gif

ისე მეშინია ამ დაავადების, როომ...........

ასე მგონია, ექიმთან რომ მივიდე აუცილებლად აღმომაჩნდება რამე.............. user.gif

Posted by: karaoke 25 Jul 2007, 16:05
QUOTE
ისე მეშინია ამ დაავადების, როომ...........

ვერ დაიფარავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი
მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი.
მოკლედ ყველას გზა იქით გვაქვს შენ პატარა გოგო ხარ .
ისექსავე ბევრი და ერთ პარტნიორთან ცხოვრებაში .
ხო არც ის პარტნიორი გაუშვა ბოზებში და ყველაფერი კარგად იქნება .

კიბოს ძირითადად ვირუსები იწვევენ ,ასევე უსექსობა მაგრამ გვიან 40 ის და მეტის რო გახდები.

Posted by: pataputina 25 Jul 2007, 16:13
karaoke


ლოლ................................. gigi.gif
მადლობა რჩევისთვის

ეგრე ვიზამ................................ rolleyes.gif biggrin.gif


მარა რაღაც არა მგონია, მარტო ეგ იყოს კიბოს გამომწვევი მიზეზი......
ჩემი ასაკის გოგოებსაც არაერთხელ აღმოჩენიათ სიმსივნი, სამზუხაროდ..........

:

Posted by: Solveig 25 Jul 2007, 16:54
karaoke
QUOTE
კიბოს ძირითადად ვირუსები იწვევენ ,ასევე უსექსობა მაგრამ გვიან 40 ის და მეტის რო გახდები.


ჯერ ერთი, სჯობდა, ცოტა ნაკლებ ფამილარული ყოფილიყავი უცნობი ადამიანის მიმართ..

მერე მეორეც: მიუხედავად იმისა, რომ ვირუსების ნაწილი მართლა ასოცირებულია სიმსივნეებთან, მაგალითად ჰეპატიტ B-ს ვირუსი ჰეპატოცელულარულ კარცინომასთან, ეპშტეინ ბარის ვირუსი-ზოგიერთ ლიმფომასთან, HTLV-T უჯრედულ ლეიკემიასთან, პაპილომავირუსები-საშვილოსნოს კიბოსთან. რეალურად, არცთუ დიდია ვირუსის მიზეზით გაჩენილი სიმსივნეების წილი....

მესამეც: სექსი/უსექსობაც არ არის სიმსივნეების განვითარების პირდაპირი მიზეზი...


pataputina
2kiss.gif ნუ ნერვიულობ..

ბევრი არ სვა, არ მოწიო, არ ინერვიულო, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები ჭამე და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიე (მეც რა მაგარ რჩევას გაძლევ, რა...), დროზე გათხოვდი, შვილები გააჩინე, აბორტი არ გაიკეთო, ბავშვები ბუნებრივ კვებაზე გყავდეს. თუმცა გარანტიას ვერც ეს იძლევა..სამწუხაროა, მაგრმა ასეა.

Posted by: pataputina 25 Jul 2007, 17:08
Solveig
QUOTE
ბევრი არ სვა, არ მოწიო, არ ინერვიულო, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები ჭამე და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიე (მეც რა მაგარ რჩევას გაძლევ, რა...), დროზე გათხოვდი, შვილები გააჩინე, აბორტი არ გაიკეთო, ბავშვები ბუნებრივ კვებაზე გყავდეს.



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ სიმსივნი არ გამიჩნდეს?? და თან გარანტია მაინც არ მაქვს?? drug.gif


ეუF
რა არის ჩვენი ცხოვრება
ჩიტივით გაგვიფრინდება..................... user.gif






Solveig
2kiss.gif

Posted by: karaoke 25 Jul 2007, 17:14
QUOTE
ჯერ ერთი, სჯობდა, ცოტა ნაკლებ ფამილარული ყოფილიყავი უცნობი ადამიანის მიმართ..


ხო ცოტა უხეშად გამომივიდა .


ისე კი სადღაც წავიკითხე 35-40 წლებში თუ ქალი ბავშვს გააჩენს რამე გინეკოლოგიურ ორგანოზე კიბოს შანსი 0 ამდე ეცემაო.


სხვას ვეუბნები ნუ გეშინიათქო და მე თვითონ ძაან მეშინია ღვიძლის კიბოსი .

Posted by: karaoke 25 Jul 2007, 17:16
QUOTE
ჯერ ერთი, სჯობდა, ცოტა ნაკლებ ფამილარული ყოფილიყავი უცნობი ადამიანის მიმართ..


ხო ცოტა უხეშად გამომივიდა .


ისე კი სადღაც წავიკითხე 35-40 წლებში თუ ქალი ბავშვს გააჩენს რამე გინეკოლოგიურ ორგანოზე კიბოს შანსი 0 ამდე ეცემაო.


სხვას ვეუბნები ნუ გეშინიათქო და მე თვითონ ძაან მეშინია ღვიძლის კიბოსი .

Posted by: pucci 25 Jul 2007, 20:11
QUOTE
ისე მეშინია ამ დაავადების, როომ...........

მეც პანიკურად
QUOTE
ჩემი ასაკის გოგოებსაც არაერთხელ აღმოჩენიათ სიმსივნი, სამზუხაროდ..........

ჩემი მეგობრის მეოგობარს აღმოუჩIნეს,16 წლის თუ 17 ის იყოს ის გოგო. როგორ დასერულდა ისტორია არ მახსოვს
დედაჩემი მეგობარი,რომელიც არც ეწეოდა არც სვავდა,ორი შვილიც ყავდა და ასე 40-45 წლი იყო არ მახსოვს ზუსტად , მკერდი მოკვეთეს თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა sad.gif
ხო კიდე მათემატიკის მასწავლებელს ქონდა მკერდი მოკვეთილი მარა 90 წლამდე კი იცოცხლა smile.gif და კიდე ერთს ვიცნობ 25 წლისაც არ იყო და მოკვეთეს sad.gif ძაან მეშინია ხტფუი ეშმას biggrin.gif

Posted by: karaoke 26 Jul 2007, 09:57
QUOTE
ჩემი მეგობრის მეოგობარს აღმოუჩIნეს,16 წლის თუ 17 ის იყოს ის გოგო.

ხო მარა ახალგაზრდებს იშვიათად აქვთ ხოლმე და უმეტესად ვირუსითაა გამოწვეული. უმიზეზოდ მხოლოდ ხანში შესულების პრობლემაა კიბო.

რაც ცუდია ისაა რო ახალგაზრდის უჯრედები სწრაფად იცვლება (დაყოფა სწრაფად ხდება ახალგაზრდა ორგანიზმში ვიდრე ხანში შესულისაში) ამდენად სიჩქარეც კიბოს გავრცელების ახალგაზრდაორგანიზმში მაღალია .

Posted by: gvaska 3 Aug 2007, 23:11
makvala
QUOTE
თუ პატარა მასტოპათია იპოვეს, ეგრევე საოპერაციოდ მიაქანებენ...

გამოდის, რომ ოპერაციაზე მაშინვე არ უნდა დავთანხმდე? მითუმეტეს, თუ ჯერ ფუნქციის პასუხიც უცნობია?

რა დროა საჭირო პასუხისათვის, 20 დღე?
ამ პასუხის გარეშე რომ ჩქარობენ ოპერაციას, რას უნდა ნიშნავდეს?sad.gif


* * *
QUOTE
тех, кто в детстве ест жареный картофель по-французски, выше риск заболеть раком молочной железы во взрослом возрасте, утверждают американские ученые.

სერიოზულად?!!!!!!!!!!!!!!
ჩიპსები ძალიან მიყვარსsad.gif(((((((

Posted by: roo 3 Aug 2007, 23:29
QUOTE (naneee @ 12 Jul 2007, 21:10 )
ჩემი ასაკის გოგოც უნდა ელოდეს მკერდის კიბოს?
20 წლის ვარ

smile.gif

ელოდოს რაღაც ძალიან შავ-ბნელი პესიიზმია smile.gif
არ უნდა ელოდოს სიმსივნის გაჩენას - ზომებს უნდა მიმართოს რომ ეს არ მოხდეს.

QUOTE
ისე კი სადღაც წავიკითხე 35-40 წლებში თუ ქალი ბავშვს გააჩენს რამე გინეკოლოგიურ ორგანოზე კიბოს შანსი 0 ამდე ეცემაო


არ არის მართალი

Posted by: makvala 3 Aug 2007, 23:35
gvaska

დეტალები, რა.. რა პრობლემა გაქვს, სად იყავი, ვინ რა გითხრა....


Posted by: gvaska 4 Aug 2007, 15:28
makvala
ახლა მოვედი. დავისვენებ და PM მოგწერsad.gif

Posted by: Landish 4 Aug 2007, 15:44
ისე ბარემ ახალ თემას არ გავხსნი და აქვე ვიკითხავ..

მკერდის სულ რამდენი ზომა არსებობს..?

რომელია სტანდარტული ზომა..? ( ნუ არც ძაან დიდი და არც ძაან პატარა )

სურათების ლინკებსაც თუ მიშოვნიდით სურათების მიხედვით კარგს იზავდით.. smile.gif
ან ვინმე ცნობილი პიროვნების მკერდის ზომა მითხრათ და მის მიხედვით გავიგო კიდეც ზომები..biggrin.gif

Posted by: mtvareuli 4 Aug 2007, 16:02
Landish
QUOTE
მკერდის სულ რამდენი ზომა არსებობს..?

QUOTE
სურათების ლინკებსაც თუ მიშოვნიდით სურათების მიხედვით კარგს იზავდით.. smile.gif ან ვინმე ცნობილი პიროვნების მკერდის ზომა მითხრათ და მის მიხედვით გავიგო კიდეც ზომები.

ეგ არაა მედიცინის საკითხები smile.gif

ამაზე გეტყვი
QUOTE
რომელია სტანდარტული ზომა..?

სტანდარტული ზომა არ არსებობს. როგორც მე ვიცი, ქალს რაც არ უნდა პატარა მკერდი ჰქონდეს, მისი ჯირკვალი მაინც ყოველთვის საკმარის რძეს გამოიმუშავებს ბავშვის გამოსაკვებად...

დანარჩენი აბანოში გაარკვიე smile.gif

Posted by: 098 4 Aug 2007, 16:07
ესეიგი მკერდზე რა მოგახსენოთ და კუჭის კიბოზე სასიხარულო ამბები მინდა გახაროთ:
Кофе спасает от рака кишечника

Любительницы кофе реже заболевают раком толстой кишки. При ежедневном употреблении трех и более чашек этого напитка риск развития опухоли снижается в два раза, свидетельствуют японские исследователи.
Ученые из токийского Национального онкологического центра (Tokyo's National Cancer Center) использовали данные масштабного исследования, которое проводилось в стране с 1990 по 2002 год и охватывало около 96 тысяч мужчин и женщин в возрасте 40-69 лет.
Выяснилось, что у женщин, выпивающих три и более чашек кофе в день, риск заболевания раком кишечника был ниже на 50% по сравнению с теми, кто вообще не пил кофе. У мужчин-кофеманов подобных преимуществ не отмечалось. Потребление зеленого чая также не влияло на показатели заболеваемости раком кишечника, сообщил руководитель исследования Манами Иноэ (Manami Inoue).
Механизм противоракового действия кофе пока неизвестен. Предполагается, что он может быть связан со способностью кофеина стимулировать моторику кишечника, или объясняться действием антиоксидантов, содержащихся в кофе, пояснил Иноэ.Результаты исследования были опубликованы в
http://today.reuters.com/news/articlenews.aspx?type=healthNews&storyID=2007-08-01T092205Z_01_T221870_RTRUKOC_0_US-COFFEE-CANCER-JAPAN.xml


http://www.medportal.ru/mednovosti/news/2007/04/10/coffe/
http://www.medportal.ru/mednovosti/news/2007/02/22/coffee/

Posted by: roo 4 Aug 2007, 18:18
QUOTE (098 @ 4 Aug 2007, 16:07 )
ესეიგი მკერდზე რა მოგახსენოთ და კუჭის კიბოზე სასიხარულო ამბები მინდა გახაროთ:
Кофе спасает от рака кишечника

Любительницы кофе реже заболевают раком толстой кишки. При ежедневном употреблении трех и более чашек этого напитка риск развития опухоли снижается в два раза, свидетельствуют японские исследователи.
Ученые из токийского Национального онкологического центра (Tokyo's National Cancer Center) использовали данные масштабного исследования, которое проводилось в стране с 1990 по 2002 год и охватывало около 96 тысяч мужчин и женщин в возрасте 40-69 лет.
Выяснилось, что у женщин, выпивающих три и более чашек кофе в день, риск заболевания раком кишечника был ниже на 50% по сравнению с теми, кто вообще не пил кофе. У мужчин-кофеманов подобных преимуществ не отмечалось. Потребление зеленого чая также не влияло на показатели заболеваемости раком кишечника, сообщил руководитель исследования Манами Иноэ (Manami Inoue).
Механизм противоракового действия кофе пока неизвестен. Предполагается, что он может быть связан со способностью кофеина стимулировать моторику кишечника, или объясняться действием антиоксидантов, содержащихся в кофе, пояснил Иноэ.Результаты исследования были опубликованы в
http://today.reuters.com/news/articlenews.aspx?type=healthNews&storyID=2007-08-01T092205Z_01_T221870_RTRUKOC_0_US-COFFEE-CANCER-JAPAN.xml


http://www.medportal.ru/mednovosti/news/2007/04/10/coffe/
http://www.medportal.ru/mednovosti/news/2007/02/22/coffee/

არამგონია სერიოზული კვლევა იყოს იმიტომ რომ ყავის მოყვარულთა უმეტესობა სიგარეტს ეწევა. ყოველშემთხვევაში კვლევაში ეს უნდა გაითვალისწინონ

Posted by: mtvareuli 5 Aug 2007, 21:48
roo
QUOTE
არ უნდა ელოდოს სიმსივნის გაჩენას - ზომებს უნდა მიმართოს რომ ეს არ მოხდეს.


და ამ ზომებში რა იგულისხმება?


Posted by: ტანკე 5 Aug 2007, 21:52
QUOTE
არამგონია სერიოზული კვლევა იყოს იმიტომ რომ ყავის მოყვარულთა უმეტესობა სიგარეტს ეწევა. ყოველშემთხვევაში კვლევაში ეს უნდა გაითვალისწინონ

ყავა მაგრა მიყვარს,მაგრამ არ ვეწევი smile.gif)))))))))
mtvareuli
QUOTE
და ამ ზომებში რა იგულისხმება?

პრევენციული ზომები,პროფილაქტიკის მიზნით 6 თვეში ერთხელ გამოკვლევებზე სიარული.3 თვეში ერთხელ უკეტესია,მაგრამ...

Posted by: mtvareuli 5 Aug 2007, 21:59
ტანკე
QUOTE
პრევენციული ზომები,პროფილაქტიკის მიზნით 6 თვეში ერთხელ გამოკვლევებზე სიარული.3 თვეში ერთხელ უკეტესია,მაგრამ...


ხოო, მეც ეგ ვიფიქრე....

გამოკვლევები, გამოკვლევები.... ნეტა ექიმთან ბოლოს როდის ვიყავი.... rolleyes.gif


Posted by: roo 5 Aug 2007, 22:37
QUOTE (mtvareuli @ 5 Aug 2007, 21:48 )
roo
QUOTE
არ უნდა ელოდოს სიმსივნის გაჩენას - ზომებს უნდა მიმართოს რომ ეს არ მოხდეს.


და ამ ზომებში რა იგულისხმება?

ძირითადათ BSE (Breast self examination) + ექიმთან ვიზიტი პერიდული "ჩექაფისათვის"

QUOTE
პროფილაქტიკის მიზნით 6 თვეში ერთხელ გამოკვლევებზე სიარული.3 თვეში ერთხელ უკეტესია,მაგრამ...

სამ თვეში ერთხელ არ არის მოწოდებული (მგონი), წელიწადში (თუ ორ წელიწადში ერთხელ) 18დან - 30 წლამდე და 6თვეში/1წელიწადში ერთხელ >30 + რეგუარული BSE.

QUOTE
ყავა მაგრა მიყვარს,მაგრამ არ ვეწევი smile.gif)))))))))

ზატო სიგარეტს ვინც ეწევა მაგათ უყვართ ძალიან ხშირად ყავა ამას ქვია Confoundng-ის ეფექტი სტატისტიკურ ანალზში როცა მესმე (ხშირად ფარული ფაქტორი გავლენას ახდენს კვლევის შედეგზე) წესით ეს გათვალისწინებული უნდა იყოს

Posted by: gvaska 5 Aug 2007, 22:42
roo
თუ იცი, როგორია ჩვენთან ქირურგიული ჩარევის სტატისტიკა?

Posted by: roo 5 Aug 2007, 22:46
QUOTE (gvaska @ 5 Aug 2007, 22:42 )
roo
თუ იცი, როგორია ჩვენთან ქირურგიული ჩარევის სტატისტიკა?

აუ აზრზე არ ვარ smile.gif

დადებითი დიაგოზით და ოპერაბელური სიმსივნით მგონი ყველას უკეთებენ

Posted by: gvaska 5 Aug 2007, 22:50
roo
QUOTE
დადებითი დიაგოზით და ოპერაბელური სიმსივნით მგონი ყველას უკეთებენ

გართულებები ხშირია?

თუმცა, აქ ნორმალური ქირურგი რატომ გაჩერდება, თუ ვინმეს რაიმე ღირებულის გაკეთება შეუძლია, ყველა გაქცეულია უკვე

Posted by: roo 5 Aug 2007, 22:53

QUOTE
roo
QUOTE
დადებითი დიაგოზით და ოპერაბელური სიმსივნით მგონი ყველას უკეთებენ

გართულებები ხშირია?

ნაღდად არ ვიცი ასეთი რაღაცეები ქართული სტატისტიკისათის, ალბათ პრაქტიკულად ზუსტ პასუხს ვერავინ ვერ გაგქცემს ამაზე

QUOTE
თუმცა, აქ ნორმალური ქირურგი რატომ გაჩერდება, თუ ვინმეს რაიმე ღირებულის გაკეთება შეუძლია, ყველა გაქცეულია უკვე

გვყავს ძალიან კარგი ქირურგები yes.gif

Posted by: katunia 14 Jan 2008, 20:49
ხალხო. თუ იცით ვინმემ, იქნებ მიპასუხოთ, ხილიანზე მკერდის უფასო ექოსკოპიას კიდევ აკეთებენ?

Posted by: BadbadGirl 15 Jan 2008, 01:21
ჩემ ამხანაგს დაუდგინეს მკერდის სიმსივნე სრულიად შემთხვევით . 2 კვირის წინ
მომავალ კვირას ოპერაციას იკეთებს და მერე უნდა დათესონ .

არადა სულ 24 წლისაა sad.gif

Posted by: mtvareuli 15 Jan 2008, 18:53
BadbadGirl
QUOTE
მერე უნდა დათესონ

რა უნდა დათესონ spy.gif

Posted by: BadbadGirl 15 Jan 2008, 19:47
mtvareuli
არ იციან კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი , ხოდა რაღაც ანალიზი უნდა გაუკეთონ რომ გაიგონ . არ ვიცი მაგ ანალიზს რა ქვია.

Posted by: mtvareuli 15 Jan 2008, 22:44
BadbadGirl

ალბათ ბიოფსია... დათესვით ბაქტერიულ კულტურებს თესავენ

ისე ოპერაციას ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე თუ აკეთებდნენ, არ ვიცოდი...

წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ შენს მეგობარს smile.gif

Posted by: BadbadGirl 15 Jan 2008, 23:01
mtvareuli
QUOTE
ისე ოპერაციას ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე თუ აკეთებდნენ, არ ვიცოდი...

მე მითუმეტეს არ ვიცი
ფაქტია რომ მას ოპერაციაზე მეტად მაგ ანალიზის პასუხის ეშინია .
ისე უბრალოდ პროფილაქტიკაზე რომ არ მისულიყო ექიმთან ვერაფერსაც ვერ გაიგებდა.
QUOTE
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ შენს მეგობარს

მადლობა.
ძალიან ვნერვიულობ მეც, ჩემი ერთადერთი მეგობარია აქ.

Posted by: mtvareuli 15 Jan 2008, 23:05
BadbadGirl
QUOTE
ისე უბრალოდ პროფილაქტიკაზე რომ არ მისულიყო ექიმთან ვერაფერსაც ვერ გაიგებდა.

ამიტომ საჭიროა რეგულარული თვითგასინჯვა სახლში.... რაც უფრო ადრე აღმოაჩენს ადამიანი რამეს, მით უკეთესია

მერე ცოტა რო მოვიცლი დავწერ როგორ და რანაირად....

Posted by: guria:) 16 Jan 2008, 17:41
QUOTE (mtvareuli @ 15 Jan 2008, 23:05 )
BadbadGirl
QUOTE
ისე უბრალოდ პროფილაქტიკაზე რომ არ მისულიყო ექიმთან ვერაფერსაც ვერ გაიგებდა.

თვითგასინჯვა სახლში....

ეგ როგორღა ხდება? eek.gif

რომ მოიცლი დაწერე

Posted by: BadbadGirl 17 Jan 2008, 01:09
mtvareuli
დაწერე რა
დრეს კიდე ერთმა ამხანაგმა მითხრა რომ ექომები მკერდის სიმსივნეს ეჭვობენ sad.gif , ზუსტი პასუხი იქით კვირაში იქნება
ძალიან ძალიან შემეშინდა უკვე sad.gif

Posted by: vano_t 17 Jan 2008, 02:14
QUOTE (mtvareuli @ 15 Jan 2008, 22:44 )
ისე ოპერაციას ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე თუ აკეთებდნენ, არ ვიცოდი...

მაგას ქვია excisional biopsy (ქართულად ამოკვეთითი ბიოფსიად შეიძლება ითქრგმნოს). თუ სიმსივნე პატარაა, მაშინ მისი ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში შეიძლება. მასეთი "ბიოფსია" უფრო სრულყოფილ პასუხს მოგცემს პათოლოგიაზე. FNA (fine niddle aspiration) ისე ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა.

http://arpa.allenpress.com/arpaonline/?request=get-document&doi=10.1043%2F0003-9985(2002)126%3C0697:EBSBPI%3E2.0.CO%3B2 excisional biopsy-ის ჩვენებაა განხილული.

Posted by: mtvareuli 17 Jan 2008, 03:42
BadbadGirl
guria:)

მკერდის კიბო მით უფრო ადვილად იკურნება, რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ, ამიტომ საჭიროა 20 წელს დაგაცილებულმა ქალმა ყოველთვიურად ჩაიტაროს თვითგასინჯვა და ნახოს, ხომ არ აქვს მკერდში რაიმე გამაგრება ან სხვა ცვლილება. თვითგასინჯვა არ არის სრულყოფილი მეთოდი და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ უნდა მიხვიდეთ ექიმთან პერიოდულად გასასინჯად.

ყოველთვიური თვითგასინჯვა უმჯობესია ჩაატაროთ მენსტრუაციიდან 3-5 დღის შემდეგ, რადგან ამ დროს მკერდი ნაკლებადაა გამკვრივებული და მგრძნობიარე.

თავდაპირველად დაწექით ზურგზე, მარჯვენა ხელი ამოიდეთ თავქვეშ. მარცხენა ხელის თითებით გამოიკვლიეთ მთელი მკერდი. ყურადღება მიაქციეთ თუ არის რაიმე გამაგრება. იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მკერდის რაიმე ნაწილი, თანმიმდევრულად შეასრულეთ იმ მოძრაობებიდან ერთერთი, რომელიც სურათზეა მოცემული.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=509&i=17022zi6.jpg
სარძევე ჯირკვლის კონსისტენცია ცვალებადია, რაც დამოკიდებულია შედარებიტ მკვრივი ჯირკვლოვანი ქსოვილისა და რბილი ცხიმოვანი ქსოვილის თანაფარდობით. იმისათვის, რომ განასვაოთ ეს სიმაგრეები რაიმე ახალწარმონაქმნისგან, ყოველთვიურად ერთიდაიგივე დროს უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა და ცვლილებებს უფრო ადვილად შეამჩნევთ
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=509&i=breastselfexamhb5.jpg
შემდეგ, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში გამოიკვლიეთ იღლიის ფოსო. გარდა ამისა, ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუს დვრილს. დააკვირდით ხომ არ არის რაიმე სახის გამონადენი.
http://imageshack.us
შემდეგ დადექით სარკის წინ მკლავებჩამოშვებული, დააკვირდით თქვენს მკერდს ჯერ პირდაპირ, შემდეგ სარკეში. ყურადღება მიაქციეთ ხომ არ არის რაიმე ცვლილება კანზე (ჩაღრმავება, უსწორმასწორობა ან ფორთოხლის მსგავსი კანი), დააკვირდით მკერდის ფორმას, კონტურს. შეადარეთ მარჯვენა და მარცხენა ძუძუ ერთმანეთს. მცირე ასიმეტრია ნორმალურია, მაგრამ დააკვირდით ხომ არ არის რომელიმე მკვეთრად გადიდებული ან ჩამოშვებული. ასევე დააკვირდით დვრილს, ხომ არ არის ჩაბრუნებული ან სახეშეცვლილი. იგივე დაკვირვებები გაიმეორეთ ხელებაწეულმა.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=528&i=breastselfexam12tcm8785ap9.jpg
ნუ დაპანიკდებით თუ რამეს აღმოაჩენთ. ძუძუს სიმაგრე ავთვისებიანი კიბოს გარდა შეიძლება იყოს: ფიბროადენომა, კისტა, აბსცესი, მასტიტი

ყველანაირი ცვლილება, რასაც აღმოაჩენთ, გაუზიარეთ ექიმს. შემდგომ ის დაგინიშნავთ თუ რაიმე დამატებითი გამოკვლევები დაგჭირდათ.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას smile.gif

და ერთი გაფრთილება იმ იუზერებს, ვისაც აქ ღადაობა ან წაპახაბნება მოუნდება.... სასაცილო თემა არ არის და გაფრთილების გარეშე დავსჯი ყველა სულელური პოსტის ავტორს.. yes.gif

Posted by: BadbadGirl 17 Jan 2008, 13:22
mtvareuli
გაიხარე .
vano_t
თქვენ რას ფიქრობთ , რატომ მომრავლდა ასე მკერდის სიმსივნის შემთხვევები ახალგაზრდა გოგოებში ? (ჰორმონალური კონტრაცეპტივები /აბები შეიძლება იყოს მიზეზი ? )

Posted by: vano_t 17 Jan 2008, 21:27
QUOTE (BadbadGirl @ 17 Jan 2008, 13:22 )
თქვენ რას ფიქრობთ , რატომ მომრავლდა ასე მკერდის სიმსივნის შემთხვევები ახალგაზრდა გოგოებში ? (ჰორმონალური კონტრაცეპტივები /აბები შეიძლება იყოს მიზეზი ? )

არ ვიცი რომელ ქვეყანაზე გაქვს კითხვა, თუმცა ის ვიცი რომ აშშ-ში მკერდის სიმსივნე ახალგაზრდებში ძალიან იშვიათია(თუმცა ხდება). ისე, ამა-თუ იმს სიმსივნის სიხშირის მომატების დადგენა და მისი მიზეზების დადგენა ბიოსტატისტიკური სამსახურების საქმეა. ზოგადად სიმსივნეების მკვეთრი მომატების მიზეზებად ბევრი რამ შეიძლება ჩამოითვალოს მე-20 საუკუნეში: ასეულობით კარცინოგენული ნაერთების სინთეზი ხდება (რაც გარემოში მიდის შემდეგ); რადიოაქტიული ნივთიერებების მოხმარება (ატომური ბომბების აფეთქება იქნება თუ სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენება); ატმოსფეროს დამცავი მექანიზმების (ოზონის შრის მაგალითად) შესუსტება და ასე შემდეგ.

Posted by: guria:) 17 Jan 2008, 21:41
mtvareuli

კი მაგრამ არ მესმის ჯირკვალი და რაიმე სხვა გამაგრებული წარმონაქმნი როგორ უნდა განასხვაო ერთმანეთისგან

Posted by: mtvareuli 20 Jan 2008, 17:44
BadbadGirl
QUOTE
რატომ მომრავლდა ასე მკერდის სიმსივნის შემთხვევები ახალგაზრდა გოგოებში ? (ჰორმონალური კონტრაცეპტივები /აბები შეიძლება იყოს მიზეზი ? )

მაგ კითხვაზე რა გითხრა, მაგრამ ზოგადად აი მიზეზები რა შეიძლება იყოს:

გამომწვევი მიზეზები

რისკ ფაქტორები რომლებსაც ვერ შევცვლით:

ასაკი და სქესი -- ასაკთან ერთად მკერდის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, ამასთან, ქალებში ეს რისკი 100ჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში. მკერდის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა აღინიშნება 50 წელს გადაცილებულ ქალებში.

ოჯახური ანამნეზი -- მკერდის კიბოს განვითარების რისკი უფრო დიდია, თუ ახლო ნათესავი იყო დაავადებული მკერდის, საშვილოსნოს, საკვერცხის ან მსხვილი ნაწლავის სიმსივნით. მკერდის კიბოს მქონე ქალთა 20-30%-ს აქვს ასეთი ოჯახური ისტორია.

გენები -- ზოგიერთ ადამიანს აქვს გენები, რომლებიც განაპირობებენ მკერდის კიბოსადმი მიდრეკილებას. ყველაზე გავრცელებულია დეფექტები BRCA1 და BRCA2 გენებში. ისინი ჩვეულებრივ აკოდირებენ ცილებს, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის კიბოსგან დაცვაზე, მაგრამ თუ ადამიანს აქვს დეფექტური გენები, ისინი ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას და უფრო დიდი რისკია კიბო განვითარდეს. ამ ორიდან ერთერთი გენის დეფექტის შემთხვევაში, ქალს 80% შანსი აქვს რომ განუვითარდეს მკერდის კიბო.
სხვა გენებს, რომლებიც დაკავშირებულია მკერდის კიბოსთან, მიეკუთვნება ATM, CHEK-2, p53, მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო იშვიათია

მენსტრუალური ციკლი -- ქალებს, რომლებსაც დაეწყოთ მენსტრუალური ციკლი ადრე (12 წლამდე) ან შეუწყდათ გვიან (55 წლის შემდეგ), უფრო დიდი რისკი აქვთ მკერდის კიბოს განვითარების

სხვა რისკ-ფაქტორები:

ალკოჰოლის მოხმარება -- დღეში 1-2 ჭიქა და მეტი ალკოჰოლის მიღება.

ჰორმონული თერაპია --მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად, ან სხვა მიზნით ჰორმონების მიღება.

DES -- დიეთილსტილბესტროლი-წამალი, რომელიც გამოიყენებოდა მუცლის მოშლის წინააღმდეგ 1940-60იან წლებში, აგრეტვე ზრდის მკერდის კიბოს რისკს 40 წელს გადაცილებულ ქალებში.

რადიაცია -- სხივური თერაპია მკერდის მიმდებარე ტერიტორიებზე, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, როდესაც სარძევე ჯირკვლები ვითარდება. რაც უფრო ადრეულ ასაკში ტარდება დასხივება, მით უფრო მაღალია კიბოს განვითარების რისკი.

მშობიარობა -- ქალებს, რომლებსაც არასდროს უმშობიარიათ, ან პირველად იმშობიარეს გვიან ასაკში (30წლის მერე), აქვთ მკერდის კიბოს განვითარების უფრო მაღალი შანსი, ხოლო ქალებს, რომლებსაც ყავთ ერთზე მეტი შვილი გაჩენილი შედარებით ადრე ასაკში-უფრო ნაკლები.

ფეხმძიმობა -- მისი კავშირი კიბოსთან ცოტა საკამათოა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში ხდება მეტი ესტროგენის გამომუშავება, რომელიც მკერდის კიბოს განვითარების ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

მკერდის იმპლანნტანტები, ანტიპერსპირანტები, ლითონიანი ლიფები არ იწვევენ მკერდის კიბოს. აგრეტვე არ არსებობს დამტკიცებული კავშირი მკერდის კიბოსა და აბორტს, ან პესტიციდებს შორის

http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/000913.htm

guria:)
QUOTE
კი მაგრამ არ მესმის ჯირკვალი და რაიმე სხვა გამაგრებული წარმონაქმნი როგორ უნდა განასხვაო ერთმანეთისგან

გაარჩევ yes.gif

როგორ გითხრა.... აი ცადე თვითგასინჯვა და მიხვდები.... ჯირკვალი ასე თუ ისე მთელ მკერდს მოიცავს, ორივეში დაახლოებით ერთნაირადაა განვითარებული... რეგულარული თვითგასინჯვის შემთხვევაში მერე თუ რამე ახალწარმონაქმნი გაჩნდა, ადვილად მიხვდები ცვლილებას.... yes.gif

Posted by: Solveig 23 Jan 2008, 16:40
მოკლედ, ისღა დამრჩენია, კუბო შევუკვეთო წინასწარ rolleyes.gif

Posted by: BadbadGirl 23 Jan 2008, 23:23
მოკლეთ გაიკეთა ჩემმა ამხანაგმა გუშინ მკერდის კიბოს ოპერაცია.
როგორც ექიმმებმა თქვეს რომ წარმონაქმნი სრულიად ამოაჭრეს , მაგრამ ზუსტი პასუხი თუ როგორი კიბო იყო სამი კვირის მერე იქნება.
მდაჰ!
Solveig
შენ რა რა გჭირს ??

Posted by: Solveig 29 Jan 2008, 17:01
QUOTE
შენ რა რა გჭირს

ნამეტნავად ბევრ წინაპირობას ვაკმაყოფილებ..

Posted by: chupa82 29 Jan 2008, 19:42
ჩემს მეგობარს მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე ცალი მკერდი უდიდდება და სტკივა,აქამდე ასე არ მოსდიოდა. ეს ნორმალურია მხოლოდ ცალი მკერდის ტკივილი?

Posted by: mtvareuli 3 Feb 2008, 17:47
chupa82
QUOTE
ჩემს მეგობარს მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე ცალი მკერდი უდიდდება და სტკივა,აქამდე ასე არ მოსდიოდა. ეს ნორმალურია მხოლოდ ცალი მკერდის ტკივილი?

აუცილებლად მივიდეს ექიმთან... yes.gif

* * *

http://emedicine.com/rc/rc/pcomplete/i29/breastcancer.htm

Posted by: camomle 17 Feb 2008, 13:25
მივედი ღუდუშაურთან,მართლა მაგარი ქალია.რადგან არასდროს მკერდს არ შევუწუხებივარ და ამ თემის წაკითხვის მერე შიშები დამეწყო..უუუუუუუუუ
პროფილაქტიკის მიზნით მივედი და აღმოჩნდა რომ 5X6 მილიმეტრის ცხიმ გროვა მაქვს.
ნუ არაფერი ისეთი,მარა სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.
ჰო ადრე უფასო ყოფილა ექოსკოპია .ამჟამად მკერდის ეხო 18 ლარი ღირს.
ნუ ღუდუშაურთან სულ რიგია. მიღებას იწყებს 11 ზე და ამთავრებს პირველზე.
პროჟესტოჟელი წაისვიო მითხრა და..ეს იყო სულ...
აბა მადლობა ამ თემის ავტორს და განსაკუთრებით მაყვალას.კაი ექიმისკენ გზა რომ გამაკვლევინა..smile.gif

Posted by: ikagotso 31 Jul 2008, 16:46
მაინტერესებს ძუძუს კიბო მხოლო ქალებში გვხვდება?

Posted by: თეოგოგო 31 Jul 2008, 16:54
არა, მამაკაცებშიც. სადაც არის სარძევე ჯირკვალი - ყველას შეიძლება დაემართოს კიბო.

Posted by: ikagotso 31 Jul 2008, 21:12
14 წლის ბიჭი ვარ და მარცხენა ძუძუს თავთან რაღაც სიმაგრე მაქვს რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი და ვზილავდი ხოლმე ეხლა კი საგრძნობლად გაიზარდა და რო ვკიდებ ხელს პატარაზე მტკივა კიდეც ეგ ვიცი რომ სიმაგრე გარდატეხის ასაკისთვისაა დამახასიათებელი მაგრამ მარჯვენა მხარეს ნორმალური მკერდი მაქ და მარცხენას თავი იბერება ხოლმე და მცხვენია გახდა ხანდახან და რამე საშიში ხომ არ არის ჩემი აზრით მკერდის კუნთებს თუ გავავარჯიშებ ეგ მიშველის?

Posted by: თეოგოგო 1 Aug 2008, 00:41
ikagotso
მერე შე კაი კაცო! რაღა კიბოს "ეცი" უF.. biggrin.gif
სავარაუდოდ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია დაგჭირდება (შეიძლება მამოლოგისაც).
texasuri jleta benzoxerxit ამ კაცმა იცის ლოგიკური პასუხების გაცემა და იქნებ შემოიხედოს და გიპასუხოს. ჯანმრთელობას გისურვებ. smile.gif

Posted by: beqaG 2 Aug 2008, 11:57
ჩემმა ძალიან ახლობელ ადამიანმა მთხოვა ეს საიტი დამეთვალიერებინა http://www.mentorcorp.com
მოკლედ რამდენჯერმე მკერდთან დაკავშირებული ოპერაცია აქვს გაკეთებული, ბოლოს კი უთხრეს რომ მოკვეთა დაგჭირდებაო... sad.gif

ეს საიტი არის სილიკონების შესახებ, რომელიც საუკეთესო ხარისხის სილიკონებს აწვდის პაციენტებს. ანუ ოპერაციის შემდეგ რომ გაიკეთოს იმპლანტანტი

რავიცი თუ ვინმე არ დაიზარებს და თვალს გადაავლებთ ამ საიტს და რაიმე მნიშვნელოვანს აღმოაჩენთ იქნებ დაწეროთ.......


P.S. ეს საიტი თვითონ პროფესორებმა ურჩიეს, თუ პირდაპირ ამათზე გახვალო, ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეგიმცირებსო

Posted by: salomedvali 25 Nov 2008, 09:53
QUOTE
ბევრი არ სვა, არ მოწიო, არ ინერვიულო, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები ჭამე და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიე (მეც რა მაგარ რჩევას გაძლევ, რა...), დროზე გათხოვდი, შვილები გააჩინე, აბორტი არ გაიკეთო, ბავშვები ბუნებრივ კვებაზე გყავდეს.


ძალიან იშივთად ვსვამ მახსიმუმ 1 ჭიქას (ღვინო, ლუდი). მხოლოდ ძაან ახლობლის დაბადების დღEებზე და ახალ წელს

ცხოვრებაში არ მომიწევია (თუ არ გავითვალისწინებთ იმას რომ 4-5 თვე მწეველი თანამშრომელი მყავდა და მომკლა biggrin.gif)

ხილ-ბოსტნეული და ყველანაირი რძის პროდიქტი მიყვარს, შესაბამისად ხშირად ვჭამ

პერიოდულად ვვარჯიშობხოლმე, არ ვტეხავ ღამეებს, რამდენიმე თვის წინ მამა გარდამეცვალა და მაგას თუ არ ჩავთვლით ცხოვრებაში დარდი და დეპრესიები არ მაწუხებს

ჩიპსები ცხოვრებაში მაქსიმუმ 5ჯერ მაქვს ნაჭამი

წესით არანაირი პრობლემა არ უნდა მქონდეს მარა კი დავფეთდი გუშინ sad.gif

იმედი მაქვს ყველაფერი წესრიგშია, მარა მაინც უნდა მივიდე ექიმთან
(25 წლის ვარ)

Posted by: sexi-bicola 25 Nov 2008, 17:38
მე გადაცემას ვუყურე ანტიპერსპირანეტები სიმსივნსი წარმოქმას ხელს უეყობსო

და მის მერე 6 თვეა არ მიხმარია

Posted by: lady belle 25 Nov 2008, 17:46
QUOTE (ikagotso @ 31 Jul 2008, 21:12 )
14 წლის ბიჭი ვარ და მარცხენა ძუძუს თავთან რაღაც სიმაგრე მაქვს რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი და ვზილავდი ხოლმე ეხლა კი საგრძნობლად გაიზარდა და რო ვკიდებ ხელს პატარაზე მტკივა კიდეც ეგ ვიცი რომ სიმაგრე გარდატეხის ასაკისთვისაა დამახასიათებელი მაგრამ მარჯვენა მხარეს ნორმალური მკერდი მაქ და მარცხენას თავი იბერება ხოლმე და მცხვენია გახდა ხანდახან და რამე საშიში ხომ არ არის ჩემი აზრით მკერდის კუნთებს თუ გავავარჯიშებ ეგ მიშველის?

კისტოზური წარმონაქმნი შეიძლება გქონდეს და ექიმს ეჩვენე, საშიში არაფერია

Posted by: salomedvali 11 Dec 2008, 13:15
sexi-bicola
QUOTE
მე გადაცემას ვუყურე ანტიპერსპირანეტები სიმსივნსი წარმოქმას ხელს უეყობსო

და მის მერე 6 თვეა არ მიხმარია

მე წელიწადნახევარია არ მიხმარია

სამაგიეროდ რაღაც შინაურულ მალამოს ვხმარობ, აბსოლიტურად უსაფრთხოაო, წლობით იყენებს ხალხიო მარა ვაი თუ ეს უარესია...ვინ იცის sad.gif

კიდე რა მაინტერესებს, გამოკვლევაზე რომ წახვიდე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ციკლის მერამდენე დღეა? მასე შემდეგ თვეს რომ ელოდო საშიში არაა რომ უარესი დაგემართოს ამ ხანში?

Posted by: Vicki 25 Jan 2009, 13:31
QUOTE
კიდე რა მაინტერესებს, გამოკვლევაზე რომ წახვიდე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ციკლის მერამდენე დღეა? მასე შემდეგ თვეს რომ ელოდო საშიში არაა რომ უარესი დაგემართოს ამ ხანში?

ალბათ, აქვს.
იქნებ, მაყვალამ გვიპასუხოს.

Posted by: Matronaa 9 Feb 2009, 21:27
ძვირფასო მეგობრებო...
ძალიან გთხოვთ პოპულარულად ამიხსნათ, რამდენად საშიშია ლიმფომა , პირველი სტადია A კლასი(ასეთი დიაგნოზი დასვეს კისრის მიდამოში ამოკვეთილი ჯირკვლების ანალიზის შემდგომ.)
დაინიშნა ქიმიოთერაპია (თვეში 1-ჯერ..სულ 4 ) და შემდგომ სხივური თერაპია.
როგორია პროგნოზი?
ავადმყოფი საქართველოში არ არის...
დიდი მადლობა...

Posted by: l_i_l_u 12 Feb 2009, 00:07
გამარჯობათ,
1 წელი ვაწოვებდი ძუძუს , შემდეგ ავიკარი, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით მომდიოდა და დაშრობის პროცესი ცოტა არ იყოს გამიჭიანურდა, მქონდა გამაგრებები და ტკივილები... ნუ როგორც იყო გავიარე ეს ეტაპი და მივედი ექომამოგრაფიაზე, მკრდზე თითონ არაფერი, მაგრამ იღლიის ფოსოში გამოჩნდა
მცირედ გადიდებული, სტრუქტურაშეუცვლელი ლიმფური კვანძი, ზომით 22 სმ.
დასკვნაში კი წერია , რომ აღწერილი ნიშნები შეესაბამება დიფუზური ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათიის სურათს, ჯირკვლოვანი კომპონენტის სიჭარბით.

არადა საბოლოოდ მითხრა არაფერი ისეთი არააო, რეკომენდაციაც არ მომცა რომ მამოლოგთან მივსულიყავი, არადა ამ ექოს მერე იღლიაში ტკივილები დამეწყო და მეშინია ცოტა არ იყოს, რა ვქნა? sad.gif
ან ეს დიფუზური ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია რას ნიშნავს? sad.gif

Posted by: Eliza Doolittle 15 Feb 2009, 20:48
l_i_l_u
QUOTE
ზომით 22 სმ
დარწმუნებული ხარ, რომ სმ და არა მმ?
ნინო ღუდუშაურთან (ამ თემაში უკვე ბევრმა გაუწია რეკომენდაცია) წასვლას მეც გირჩევ - რასაც გეტყვის, წყალი არ გაუვა. რეკომენდაციებსაც კარგად მოგცემს.

BadbadGirl, როგორ არის შენი მეგობარი? რა პასუხი უთხრეს დათსვის შემდეგ?

Posted by: l_i_l_u 18 Feb 2009, 17:55
Eliza Doolittle
კი, მილიმეტრი smile.gif
დიდი მადლობა რჩევისთვის, სად შეიძლება ვნახო ეგ ღუდუშაური?


QUOTE
ეს დიფუზური ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია რას ნიშნავს? 


Posted by: Eliza Doolittle 19 Feb 2009, 00:45
l_i_l_u, მე სადაზღვევო კომპანიის დახმარებით ვნახულობ. "კურაციო"-ში რომ იკითხო? ან სხვა ფორუმელებს კითხე, ვინც უკვე ნამყოფია ნინოსთან.

ზოგადად მასტოპათია სერიოზული არაფერია, მე რამდენადაც ვიცი. აბა თემას გადახედე, შეილება უფრო დაწვრილებით ეწეროთ ასტოპათიაზე, ფიბროადენომებსა და ეგეთ რაღაცეებზე, რაც მკერდში ჩნდება.


Posted by: l_i_l_u 19 Feb 2009, 14:05
Eliza Doolittle
დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: BABACA 19 Feb 2009, 14:27
l_i_l_u


ნინო ღუდუშაური მეცხრე სავადმყოფოშია. თუ გინდა მობილსაც მოგწერ.

ისე ეს მასტოპათია მე მგონი ძაან ბევრს აქვს. თავიდან მეც ძაან ვნერვიულობდი, მაგრამ ეხლა რარაც დავიკიდესავით. უბრალოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაკონტროლებ.

Posted by: l_i_l_u 19 Feb 2009, 15:24
BABACA
sad.gif მეშინია, თან მას მერე, რაც მითხრა ამ კვანძზე იმის მერე დამეწყო ტკივილები... რატო ვერ ვხვდები ხანდახან ვფიქრობ ფრიქოლოგიური მომენტი ხომ არ არისთქო, მაგრამ აშკარად მტკივა რააააა sad.gif

და რა მაინტერესებს კიდე ღუდუშაურთან დაკავშირებით მამოლოგია? თუ უბრალოდ ექოს იღებს

Posted by: BABACA 19 Feb 2009, 15:40
l_i_l_u

ექოს იღებს და დანიშნულებასაც თვითონვე გაძლევს. მე მაგალითად რომ ნახა რომ მასტოპატია მქონდა წამალი დამინისნა და მიშველა იმ წამალმა. სულ გაიწოვა ის კვანძი. მაგრამ უნდა შევამოწმო ყოველ 6 თვეში ერთხელ.

ნუ გეშინია ძაან კარგი ქალია. ისეთი მშვიდია რომ გადაგდებს თავის სიმსვიდეს.

Posted by: likaterine 20 Feb 2009, 21:04
camomle
QUOTE
ნუ ღუდუშაურთან სულ რიგია. მიღებას იწყებს 11 ზე და ამთავრებს პირველზე.


სად უნდა მივიდე რომელ კლინიკაში იქნებ დაწეროთ.
დიდი მადლობა.

Posted by: F_R_E_Y_A 13 Mar 2009, 19:09
თუ იცით მასტოდინონსა და ციკლოდინონს შორის არის არსებითი განსხვავება?

Posted by: TT+ 23 Mar 2009, 16:37
მოგესალმებით ყველას
დრო არ მაქვს რომ ყველა თემა მკერდის პრობლემებთან დაკავშირებით გადავიკითხო

რამდენიმე დღის წინ დედაჩემს აღმოუჩინეს რაღაც პრობლემები მკერდზე და საოპერაციო არისო
დღეს მივიდა ციხისელთან, მან კიდევ ერთხელ გადააღებინა ეხო და ამჯერად ორივე მკერდზე უთხრა ოპერაცია
არადა ძალიან მეცოდება, ძალიან ემოციურია
ხოდა არ ვიცი რაა, ვისთან მირჩევთ მიყვანას?

დავასკანირე პასუხი და თუ ვინმე ერკვევით გადახედეთ რაა და მითხარით თქვენი აზრი
წინასწარ დიდი მადლობა ყველას

Posted by: womanly 23 Mar 2009, 19:28
TT+
მე გირჩევ ონკოლოგიურში გია ნემსაძესთან წაიყვანო. მე გადამრიეს ამ ექიმებმა ნუ ციხისელთან არ მივსულვარ მაგრამ მაინც. ციტოლოგიური ანალიზიც კი დამინიშნეს მაგრამ არ გავიკეთე და გიამ მხოლოდ წამალი გამომიწერა ეხოც კი არ გადამიღო თავიდან ან მამოგრაფია გასინჯვითვე დაკმაყოფილდა. თუ დამიჯერებ ჯობს წაიყვამნო გიასთან ნუ თუ მართლა საორეპაციოა ხომ მაინც ვერსად გაექცევი და სინჯე შენც კიდევ ერთი ექიმის აზრი მოისმინე. წარმატებები მერე მითხარი რას გეტყვის გია გთხოვ
* * *
l_i_l_u
კი ფსიქოლოგირი მომენტია. სანამ ექიმმა არ მითხრა არაფერიაო მანამდე სულ მტკიოდა ან მეგონა რომ მტკიოდა ნუ გეშინია

Posted by: r e a q c i a 3 Apr 2009, 14:07
მე დავდიოდი ნემსაძესთან მქონდა მასტოპათია, მერე გადაგვარდა ადენომად, ნემსაძემ მკურნალობა დამინიშნა. მივედი ძაგნიძესთან ონკოლოგიურში მირჩია რომ გამეკეთებინა ოპერაცია, რადგან წამლით არაფერი მეშველობოდა. გავიკეთე ოპერაცია, ძაან კმაყოფილი ვარ კაი ექიმია. ნემსაძე მე არ მომეწონა.

Posted by: shevdzleb ki 3 Apr 2009, 19:46
აუ ვიმნემ მითხარით რა ფიბროზული კისტოზური მასტოპათია რა არის?

Posted by: irakli222 4 Apr 2009, 12:03
shevdzleb ki
QUOTE
აუ ვიმნემ მითხარით რა ფიბროზული კისტოზური მასტოპათია რა არის?

კეთილთვისებიანი დაავადებაა

Posted by: r e a q c i a 4 Apr 2009, 22:58
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია არ არის საშიში, მკერდში არის კვანძი რომელიც ფიბროზულ კისტოზური შენებისაა, საოპერაციო არ არის.

Posted by: irakli222 5 Apr 2009, 00:37
QUOTE
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია არ არის საშიში, მკერდში არის კვანძი რომელიც ფიბროზულ კისტოზური შენებისაა, საოპერაციო არ არის.

საკმაოდ ხშირად კეთდება ამ დროს ოპერაციები .
მიზეზთა გამო.
ერთერთი მთავარი მიზეზია ის რომ სანამ არ ამოკვეთავ
დანამდვილებით ვერ იტყვი კეთილთვისებიანია პროცესი თუ არა.

Posted by: Insect 11 Jul 2009, 19:45

ხალხნო კარგი მამოლოგი ვინ იცით? დღეს ეხოსკოპია გავიკეთე და იღლიის ფოსოში არისო 11მილიმეტრი ლიმფური კვანძიო; რომელ მამოლოგთანაც ვიყავი იმან არაფერია გაიწოვსო მე კიდევ მეშინია. საშიშია ნეტა?
მირჩიეთ რა რამე.
მადლობა წინასწარ.

Posted by: mika9 11 Jul 2009, 20:30
TJ11

1.რამდენი წლის ხარ?
2. მენსტრუაცია რეგულარული გაქვს?
3. რამდენი ხანა რაც ეს კვანძები გაქვს? 1 თვე 5 თვე რამდენი?

ბიოფსია გაყუჩენის გარეშე ეს რა სისასტიკეა ცხოველებსაც კი არ აკადრებენ ეგეთ რამეს, ეს რა ქვეყანაა.....

4.ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მენსტრუაციასთან მიმართებაში ეგ კვანძები ხომ არ იცლება ზომაში და უფრო მტკივნეული როომ არ ხდება???

ის რაც დაგინიშნეს სრული იდიოტობა ფულს აკეთებს ექიმიც და მაგ წამლის შემომტანიც,

Posted by: Natuka NGN 11 Jul 2009, 20:41
Solveig
ძალიან ეფექტურია მასტოდინონი, ჩემს დაქალს დაუნიშნეს და ფაქტიურად ორი ფლაკონის შემდეგ არცერთი კვანძი აღარ ჰქონდა... ჰომეოპათიური არაა, ფიტოთერაპიულია. ეს ძველი პოსტი ყოფილა... მაგრამ ეფექტურია ეს პრეპარატი საკმაოდ. ჩემს ირგვლივ ვინც დალია ყველას ჰქონდა შედეგი.

Posted by: Tornike Alashvili 15 Jul 2009, 16:16
Natuka NGN
გაუმარჯოს ნატოს
მასტოდინონი ფიტო-ჰომეოპათიური პრეპარატია და ძირითადათ ფიტოთერაპიული ჩვენებებით შედგენილი
საკმაოდ ეფექტიურია ,თუმცა ჰომეოპათია მაინც სხვანაირად მკურნალობს მასტოპატიებს და ფიბროზულ-კისტოზურ წარმონაქმნებს მკერდის
და მისი შესაძლებლობები ბევრად აღემატება მასტოდინონს
მაინტერესებს ერთი რამ,და მაკვირვებს
ფარმაკოლოგია მთლად უსუსური რომ არის ამ საკითხში და ქირურგია კი რუსული დათვივით უდგება ყველაფერს - რა უფლება აქვთ ხმას რომ
იღებენ საერთოდ და რაიმე რჩევებს იძლევიან , არც თავი იციან საკითხის არც ბოლო და მონოპოლიაზე კი პრეტენზია გააჩნიათ
მაინტერესებს და მეცინება,სატირალი რომ არ იყვეს
რა ჭურში ზის დღეს მედიცინა

Posted by: woman333 15 Jul 2009, 17:12
ვაიმე მეც მაქვს კვანძები, ხელით რომ ვისინჯავ ვგრძნობ, ძაან მეშინია ექიმთან წასვლა, კიბო მაქვს ალბათ sad.gif
მასწავლეთ რომელ საავადმყოფოში წავიდე და ვისთან help.gif

Posted by: Tornike Alashvili 15 Jul 2009, 17:34
woman333
ჯერ ექოსკოპია გაიკეთეთ ჯანმრთელობის სახლში ან ინტერკლინიკაში ,გუდუშაურში

Posted by: gast 8 Aug 2009, 20:02
QUOTE (Natuka NGN @ 11 Jul 2009, 20:41 )
Solveig
ძალიან ეფექტურია მასტოდინონი, ჩემს დაქალს დაუნიშნეს და ფაქტიურად ორი ფლაკონის შემდეგ არცერთი კვანძი აღარ ჰქონდა... ჰომეოპათიური არაა, ფიტოთერაპიულია. ეს ძველი პოსტი ყოფილა... მაგრამ ეფექტურია ეს პრეპარატი საკმაოდ. ჩემს ირგვლივ ვინც დალია ყველას ჰქონდა შედეგი.

ვა, რა მაგარი ყოფილა, ნეტავრა შემადგენლობა აქვს?

ეს TJ11 სად არის და როგორ , 3 წელია არ გამოჩენილა, არაფერი იცით ხალხო?


სალხინო აქ ვინმემ გამოცადა?
http://www.salkhino.ge/index.php?lang=geo&a=

Posted by: pisopiso 30 Aug 2009, 15:18
ჯობია კარგ მამოლოგთან მიხვიდე,სადაც არ უნდა გაიკითხო ციხისელს ან ძაგნიძეს გირჩევენ.

Posted by: drifters wife 30 Aug 2009, 16:47
სად არიან ეგ ციხისელი ან ძაგნიძე? მეც მაქვს კვანძი იღლიის მიდამოებში,ბავშვს ძუძუს რო ვაჭმევდი იმის მერე დამრჩა და სადღაც 3 თვეა აღმოვაჩინე,მაგრამ ექიმთან აღარ მივსულვარ რადგან ისევ ფეხმძიმედ ვარ,კვანძი ხანდახან მაწუხებს ხოლმე,ეხლა ჩემს ექიმთან მისვლას რამე აზრი აქვს?მაინც ვერ ვიმკურნალებ დაsad.gif

Posted by: baby_boo 30 Aug 2009, 19:47
drifters wife


ციხისელი ვაკის ლეჩკომბინატშია წინასწარ ჩაეწერე მისვლაზე , დღეში 15 კაციანი სია დგება და მარტო მათ იღებენ

Posted by: drifters wife 30 Aug 2009, 21:02
რა ღირს კონსულტაცია ხომ ვერ მეტყვით?ან იმასაც თუ მეტყვით საერთოდ აქვს აზრი ჩემს მამლოგთან მისვლას როცა ფეხმძიმედ ვარ,თან წოლითი რეჯიმი მაქვს ერთთვიანი ამჟამადsad.gif

ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ ციხისელის?მაგას აქებენ ხო ყველაზე მეტად?

Posted by: irakli222 30 Aug 2009, 21:03
ძაგნიძე ონკოლოგიურში და ტატიშვილის კლინიკაში მუშაობს

Posted by: pisopiso 30 Aug 2009, 23:12
QUOTE
სად არიან ეგ ციხისელი ან ძაგნიძე?

ძაგნიძე ტატიშვილშია სა კონსულტაცია თუ არ ვცდები 35 ლარი ღირს.ციხისელი ვაკის ლეჩკომბინატში, მანდ წინასწარ უნდა დარეკო,ისე არ მიხვიდე

Posted by: katika555 1 Sep 2009, 22:48
drifters wife
მე მქონდა ფიბროადენომა 19 წლისას ამომაჭრეს.. საშინელება იყო.. არ მტკიოდა მარა ოპერაცია ადგილობრივი ნარკოზით კეთდება და ცუდი მოგონებები დამრჩა, სრულ ნარკოზს ვიხვეწებოდი..
მეორე ორსულობაზე იგივე ადგილას ამომივიდა ვერ გეტყვი რამხელა ბურთი კაკლი მიმიქარავს.. გაჩნდა პატარა და 5-6 თვეში გაიწოვა ის კვანძი.. ანუ ლაქტაციის შედეგად ყველაფერი გაქრა.. ორსულობისას მაინც ვერაფერს ვიმკურნალებდი და მოვლენებს ველოდებოდი.. ცუდი შეგრძნებაა ნამდვილად. მარა ფაქტია გაიწოვა... ხო და კიდე 10 დღე დავლიე რაღაც ნახშირი იყო სგუშონში გარეული.. ბებიების მეთოდი...
ადრეული ოპერაციის შედეგად შრამი არ მემჩნევა ეხლა ისე აკეთებენ ოპერაციებს, მასაჟისტიც კი ვერ მიხვდა რომ ნაოპერაციები იყო...

Posted by: drifters wife 1 Sep 2009, 23:08
ხოო,ესე იგი არ მივალ ჯერ ექიმთანsmile.gifესეც ვაპირებდი,მაინც ვერ ვიმკურნალებ და...

Posted by: tristeza 29 Sep 2009, 01:45
Natuka NGN
QUOTE
ძალიან ეფექტურია მასტოდინონი, ჩემს დაქალს დაუნიშნეს და ფაქტიურად ორი ფლაკონის შემდეგ არცერთი კვანძი აღარ ჰქონდა...



ეგ მეც გამიგია, ჩემს დაქალს ქონდა მსგავსი პრობლემა და რამდენმა ფლაკონმა მოარჩინა არ ვიცი მაგრმ ამ წამალმა უშველა აშკარად

Posted by: tete- 30 Sep 2009, 01:36
ჯერ ეხოზე მივიდე თუ ექიმთან ? smile.gif

Posted by: ninali 2 Oct 2009, 15:38
ჯერ ექიმთან მიხვიდე ჯობია და ის მოგცემს მიმართულებას, თუ რამე საეჭვოს შენიშნავს გასინჯვისას მერე მაინც გაგიშვებს ეხოზე

Posted by: Katherine 4 Oct 2009, 00:29
TJ11
როგორ აღმოგაჩნდა???

ანუ რამემ შეგაწუხა და მაგიტო მიხვედი გასასინჯად? თუ ისე პროფილაქტიკისთვის?


Posted by: tete- 4 Oct 2009, 19:23
QUOTE (ninali @ 2 Oct 2009, 15:38 )
ჯერ ექიმთან მიხვიდე ჯობია და ის მოგცემს მიმართულებას, თუ რამე საეჭვოს შენიშნავს გასინჯვისას მერე მაინც გაგიშვებს ეხოზე

რაღაცა ეხო მირჩევნია ჯერ და თუ რამეა მერე ექიმითქო yes.gif
ხომ ვერ მირჩევდით ვინმეს , ნინო ღუდუშაურზე მოვკარი თვალი სადღაც ეწერა და კოორდინატები ვეგარ ვნახე

Posted by: <<დოლორეს>> 6 Oct 2009, 02:07
აუ მენსტრუაციის წინა დღეებში მეც მტკივა მკერდი და მებერება ჯირკვლები,შიგნითაც ბურთევბივით მიგრძვნია,მხოლოდ არა ციკლის დროს ისე სხვა დროს.
მაგრამ როდესაც ციკლი მეწყება მერე მიქრება.საშიშია? user.gif

Posted by: arseba007 16 Oct 2009, 20:53
QUOTE (TJ11 @ 20 Aug 2005, 14:29 )
ორივე ჯირკვალზე აღმომაჩნდა კვანძები. როგორც მითხრეს ძალიან დიდებია იმისთვის, რომ გაიწოვოს. ანუ ახლა დამინიშნეს მკურნალობა 3 თვიანი, მასტოდინონი უნდა ვსვა, რომ დაპატარავდეს და რაც დარჩება, მერე ამომაჭრიან.

მაინტერესებს ვინმეს თუ აქვს გაკეთებული ასეთი მინი ოპერაცია ძუძუზე, რამდენად სარისკოა, შრამი თუ რჩება, ან ვინმეს თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაინც გაწოვილა გაჭრის გარეშე?


და კიდევ, თუ არ ამოიჭერი, შეიძლება, რომ მერე ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს? ექიმებო, დამმოძღვრეთ!!!!

კვანძი საშიში არააა, მაგრამ მისაშვებიც არააა... smile.gif ჯანმრთელობას მიხედვა უნდა... გათხოვილი ხარ?

Posted by: mind_auger 19 Oct 2009, 07:21
katika555
QUOTE
მე მქონდა ფიბროადენომა 19 წლისას ამომაჭრეს.. საშინელება იყო.. არ მტკიოდა მარა ოპერაცია ადგილობრივი ნარკოზით კეთდება და ცუდი მოგონებები დამრჩა, სრულ ნარკოზს ვიხვეწებოდი..
მეორე ორსულობაზე იგივე ადგილას ამომივიდა ვერ გეტყვი რამხელა ბურთი კაკლი მიმიქარავს.. გაჩნდა პატარა და 5-6 თვეში გაიწოვა ის კვანძი.. ანუ ლაქტაციის შედეგად ყველაფერი გაქრა.. ორსულობისას მაინც ვერაფერს ვიმკურნალებდი და მოვლენებს ველოდებოდი.. ცუდი შეგრძნებაა ნამდვილად. მარა ფაქტია გაიწოვა... ხო და კიდე 10 დღე დავლიე რაღაც ნახშირი იყო სგუშონში გარეული.. ბებიების მეთოდი...
ადრეული ოპერაციის შედეგად შრამი არ მემჩნევა ეხლა ისე აკეთებენ ოპერაციებს, მასაჟისტიც კი ვერ მიხვდა რომ ნაოპერაციები იყო...


ჩემს მეუღლეს გაუკეთეს ადენომაზე 19 წლისას,სულ 3 თვეც არაა გასული..ორივე მკერდზე,ერთგან 2 სმ იანი მეორეგან 0,5იანები იყო.. ეშინოდა ძალიან და სანამ არ გაიკეთა ვერ დამშვიდდა და ერთზე დარჩა ზოლივით ნაოპერაციები,თან ცოტა წითლადაც და ძალიან ეხამუშება..ვეუბნები გაგივლის აუცილებლადთქო და ჯერ არ შეეცვალა ფერი..ხოდა თან ცუდ ამინდშიც ბწკენს და ცოტა წიწკნის და ხო გაუვლის ეს ყველაფერი??მითხარით რა..დავამშვიდებ..

Posted by: katika555 20 Oct 2009, 22:43
mind_auger
გაუვლის აბა არ გაუვლის 3 თვე რა არის.. ნაკეისრალის შრამები ონდავ შესამჩნევები რჩება და ეს რა იქნება.. მე როგორც დავწერე, პატარა რომ მეყოლა რძე რომ არ ჩამმაგრებოდა მასაჟისტი გვყავდა და ვერაფერს მიხვდა ისე შეუმჩნეველი გახდა და ჩვეულებრივი შრამები კი მეტყობა ხოლმე, მუხლებზე ბავშვობისდროინდელი.. ანუ არ მაქვს კარგი კანი, შრამები მეტყობა ,აი მკერდზე კი გაქრა..
აი ბწკენა კი რას ნიშნავს ნეტა? მე ჩამრჩა ძაფები, მერე უკვე ორსულობის დროს ამოვიღე მე თვითონ ექიმთან რომ მივედი შანსი არააო.. არადა იმენა ბრამ ნახავდა და ის მბწკენდა ...
კითხოს ექიმს მაინც რამე არ იყოს დარჩენილი..

Posted by: mind_auger 21 Oct 2009, 02:17
katika555
QUOTE
აი ბწკენა კი რას ნიშნავს ნეტა? მე ჩამრჩა ძაფები, მერე უკვე ორსულობის დროს ამოვიღე მე თვითონ ექიმთან რომ მივედი შანსი არააო.. არადა იმენა ბრამ ნახავდა და ის მბწკენდა ...
კითხოს ექიმს მაინც რამე არ იყოს დარჩენილი..


არა უბრალოდ აი ცუდ ამინდზე,ან როცა შეცივდება ხოლმე ცოტა ტეხავს ის გაჭრილი ადგილი და..ალბათ რო მოუშუშდება საბოლოოდ ეგეც გაუვლის smile.gif დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: arseba007 21 Oct 2009, 14:12
QUOTE (mind_auger @ 21 Oct 2009, 02:17 )
katika555
QUOTE
აი ბწკენა კი რას ნიშნავს ნეტა? მე ჩამრჩა ძაფები, მერე უკვე ორსულობის დროს ამოვიღე მე თვითონ ექიმთან რომ მივედი შანსი არააო.. არადა იმენა ბრამ ნახავდა და ის მბწკენდა ...
კითხოს ექიმს მაინც რამე არ იყოს დარჩენილი..


არა უბრალოდ აი ცუდ ამინდზე,ან როცა შეცივდება ხოლმე ცოტა ტეხავს ის გაჭრილი ადგილი და..ალბათ რო მოუშუშდება საბოლოოდ ეგეც გაუვლის smile.gif დიდი მადლობაsmile.gif

პრე მენსტრუალური პერიოდის დროს იცის ბრწკენა და საკმაოდ უსიამოვნო მომენტია მარა ეგ აარაპეფერი smile.gif შრამს რაც შეეხება, გააჩნიაა მიდრეკილია ტუ აარა კელოიდებისკენ...

Posted by: Cinderella88 23 Oct 2009, 19:12
აუ ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა.
ძალიან მეშინია.
წლების წინ მკერდი საკმაოდ ძლიერად დავარტყი და მას შემდეგ დამჩემდა ტკივილები ცოტ ცოტა,
ზოგჯერ გამდის ხოლმე და მერე ისევ მიწყებს!

ახლაც დამიწყო ტკივილი, სხვადასხვანაირად მტკივა ხოლმე, ზოგჯერ გამჭოლად, ზოგჯერ თითქოს გპწკენენ,
გამონადენი არ მაქვს მკერდიდან.
ახლა 21 წლის ვარ.

რისი ბრალი უნდა იყო? არ მინდა სიკვდილი. cry.gif

ვისთან მივიდე რო გავესინჯო, იქნებ ვინმე სანდო მირჩიოთ, მარტო მინდა მისვლა,
არ მინდა ჩემები ვანერვიულო.

Posted by: tete- 2 Nov 2009, 02:03
ღუდუშაურთან ჩაწერით უნდა მივიდე ხო? და ნომერი ხო არიცით smile.gif

Posted by: macaco-fast65 2 Nov 2009, 02:18
Cinderella88
ციხისელთან მიდი მედლაინში

Posted by: panza 16 Nov 2009, 15:30
15 წელია მტკივა მარჯვენა მკლავი მთლიანად მხრის ჩათვლით .. გადაცემითი ტკივილი მაქ ძუძუშიც .. რამდენიმეჯერ გამოვიკვლიე და დამიდგინეს მასტოპათია.. 4 წლის წინ 39 წლის ასაკში ვიმშობიარე 15 წლის ინტერვალით .. 2 წელი ვკვებავდი ძუძუთი ამ პერიოდში საერთოდ არ მაწუხებდა არც მკლავი და არც ძუძუ... როგორც კი შევწყვიტე ძუძუთი კვება ისვ დამეწყო ტკივილებიიი... რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოოსს? ? ? ? ღუდუშაურის კოორდინატები დადეთ რაააა...

Posted by: smallville22 22 Nov 2009, 23:42
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასოდ ატარებენ სარძევე ჯირკვლის გამოკვლევებს საერტაშორისო სტანდარტების მიხედვით, დიდუბეშჰიც გაიხსნა ახალი ცენტრი

Posted by: nuki-nuki 30 Nov 2009, 10:18
ძალიან გთხოვთ მითხარით რას ნიშნავს კვანძი ლაქტაციის პერიოდში, რამდენად საშიშია და რა უნდა ვქნა? help.gif

Posted by: womanly 30 Nov 2009, 13:27
Cinderella88
ზუსტად ეგეთივე პრობლემა მქონდა მეც ძაან ვნერვიულობდი ეგრე მტკიოდა პერიოდულად და ეხლაც იცის ხოლმე ხანდახან გამსერავს ხოლმე რაღაცნაირად. ანუ ვგულისხმობ რომ ტრავმული მაქვს დაზიანება მეც. ვიყავი სად აღარ და სულ გამაგიჟეს ექიმებმა ზოგმა სხვა მითხტრა ზოგმა სხვა. ბოლ;ოს ცავედი ონკოლოგიურში გია ნემსაძესთან და ნეტავი ადრევე მივსულიყავი წამალი გამომიწერა დავლიე და მერე რომ მივედი თავისუფალი ხარო არაფერი არრა საშიშიო ასე რომ ჩემი გამოცდილებით გირჩევ გია ნემსაძეს

Posted by: DocTemo 4 Sep 2010, 16:30
გამარჯობათ. თქვენ გაქვთ საშუალება დაუსვათ კითხვა პროფესიონალ მამოლოგს და მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს. ონლაინ კონსულტაციას გაგიწევთ ონკოქირურგი თეიმურაზ გოგიტიძე.

Posted by: Natuka NGN 4 Sep 2010, 16:34
DocTemo
ძალიან სასიამოვნოა. თემა აპინულია.

Posted by: DocTemo 4 Sep 2010, 17:12
დიდი მადლობა! smile.gif ვეცდები სასგებლო ვიყო ფორუმისთვის და წევრებისთვის smile.gif

Posted by: Natuka NGN 4 Sep 2010, 17:25
DocTemo
ერთი კითხვა მაქვს. სხვადასხვა ზომის ძუძუ - ერთი მცირედად დიდია მეორეზე - რამდენად წარმაოდგენს პათოლოგიას.

Posted by: DocTemo 5 Sep 2010, 00:10
QUOTE (Natuka NGN @ 4 Sep 2010, 17:25 )
DocTemo
ერთი კითხვა მაქვს. სხვადასხვა ზომის ძუძუ - ერთი მცირედად დიდია მეორეზე - რამდენად წარმაოდგენს პათოლოგიას.

ეს სრულიად არ წარმოადგენს პათოლოგიას, იმდენად ხშირია ეს მოვლენა რომ ნორმად ითვლება, თუ რათქმაუნდა ძლიერ გამოხატული არ არის.

Posted by: Minion of Fortune 6 Sep 2010, 11:38
DocTemo
გამარჯობა,
ძალიან მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, პროჟესტოჟელის ხმარება პრედმენსტრულური ტკივილების, ან ზოგადად მკერდის ტკივილის დროს...
კარგი პრეპარატია, მაგრამ მაინც მაშინებს ხშირი ხმარება..
მამოგრაფიით არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ხშირად მაწუხებს.
გმადლობთ smile.gif

Posted by: DocTemo 6 Sep 2010, 23:21
გამარჯობა Minion of Fortune
პროჯესტოჯელი ნამდვილად საკმაოდ კარგი და უსაფრთხო პრეპარატია, მისი ხმარება შეიძლება ხანგრძლივად. უკეთესია თუ გამოიყენებთ უწყვეტი კურსის სახით 3 თვის განმავლობაში (მენსტრუაციის დღეებში შესვენებებით). წესით საჭიროა მისი გამოყენება ვიტამინებთან ერთად.

Posted by: agr_bak 7 Sep 2010, 04:11
DocTemo
გამარჯობა.
მშობიარობიდან 18 წლის სარძევე ჯირკვლებში ხსენის არსებობა რამდენად საყურადღებოა და საერთოდ რატომ ხდება?

Posted by: Minion of Fortune 7 Sep 2010, 11:00
DocTemo
დიდი დიდი მადლობა

Posted by: Natuka NGN 7 Sep 2010, 17:20
როგორ ვიმუშაოთ ფორუმთან.
თუ გვსურს რომ მოვნიშნოთ ის იუზერი, რომელსაც ვპასუხობთ, უბრალოდ ვაკეთებთ ამას:
Minion of Fortune
ჩაჯდა იუზერის სახელი.
შემდეგ თუ გვსურს მისი ტექსტის მონიშვნა:
QUOTE
დიდი დიდი მადლობა

ტექტსი მონიშნულია და ვპასუხობთ.
შენდეგ ვაძლევთ ოკ,


Posted by: DocTemo 7 Sep 2010, 18:48
QUOTE (agr_bak @ 7 Sep 2010, 04:11 )
DocTemo
გამარჯობა.
მშობიარობიდან 18 წლის სარძევე ჯირკვლებში ხსენის არსებობა რამდენად საყურადღებოა და საერთოდ რატომ ხდება?

ასეთი რამ პერიოდულად ხდება და არ არის აუცილებელი რომ ეს ძუძუს ქსოვილის პათოლოგია იყოს, ხშირად ეს ჰორმონალური ფონისს ცვლილების გამო ხდება. პირველადად ინიშნება სიმპტომური მკურნალობა და ვიტამინოთერაპია, თუ არ გამოსწორდა სიტუაცია 2-3 თვეში, საჭიროა სისხლში გარკვეული ჰორმონების კონცენტრაციის განსაზღვრა. მკურნალობა ინიშნება რათქმაუნდა ექიმის ნახვის (პალპაციის) და თუ საწიროა ექოსკოპიის შემდეგ. ანუ, კარგი იქნება თუ გაივლით მამოლოგის რეალურ კონსულტაციას.

Posted by: Lazva 7 Sep 2010, 23:31
PMS-ის დროს მკერდის ტკივილი და შეშუპება(გადიდება biggrin.gif) ნორმალურია ხო?

Posted by: DocTemo 7 Sep 2010, 23:47
iazva
კი ეს ნორმალურია თუ ტკივილი და შეშუპება არ არის შემქწუხებელი და თუ მენსტრუაციის შემდეგ ქრება.1-2 დღეში.

Posted by: Lazva 8 Sep 2010, 00:04
DocTemo
მენსტრუაციის მოსვლის დღიდან იკლებს ხოლმე ორივე))
მადლობა პასუხისთვის

Posted by: agr_bak 8 Sep 2010, 00:26
DocTemo
QUOTE
ასეთი რამ პერიოდულად ხდება

პერიოდულად არა, ლაქტაციის შემდეგ რძე გაშრა და ხსენი დარჩა (და სულ არის უკვე 18 წელია)
მამოლოგი (საკმაოდ კვალიფიცირებული) თვლის რომ ამაში არაფერი უცნაური და გამოსაკვლევი არ არის
თუმცა მე მაინც მეუცნაურება ამდენი წლის მანძილზე ხსენის შენარჩუნება

Posted by: ikebana 8 Sep 2010, 00:34
DocTemo
გამარჯობათ.

PMS-ის დროს ყოველთვის მქონდა მკერდი მეტნაკლებად მგრძNობიარე, ხოგჯერ საკმაოდ მტკივნეულიც. გადატანილი აბორტის შემდეგ კი ეს სიმპტომი საერთოდ გაქრა. რისი ბრალია? (წლებია მაქვს ჰიპერპროლაქტინემია, ამჯამად ვიღებ დოსტინექსს).

Posted by: DocTemo 8 Sep 2010, 00:40
iazva
ესე იგი ყველაფერი რიგზეა.
agr_bak
QUOTE
და გამოსაკვლევი არ არის

ჩააბარეთ ანალიზი სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის დასადგენად. თუ მაღალია, შესაბამისი მკურნალობა დაერთობა ძუძუს მკურნალობას.
* * *
ikebana
QUOTE
რისი ბრალია?

ძუძუ საერთუდ ძალიან მგრძნობიარეა ყოველგვარი ჰორმონალური ცვლილებების მიმართ. აბორტის შემდგომ აიწია პროგესტერონის დონემ და სიმპტომებიც გაქრა. თუ არ გტკივათ, ეს პათოლოგია არ არის, ასე რომ მაგი ნუ განერვიულებთ. ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზის დადგენა თუ სცადეს ექიმებმა? ჰიპოფიზი გამოკვლეულია? "ალერგიები" ხომ არ გაქვთ ხშირად?

Posted by: ikebana 8 Sep 2010, 00:50
DocTemo
QUOTE
თუ არ გტკივათ, ეს პათოლოგია არ არის

ტკივილს ვერ დავარქმევ მაგრამ ზოგ ციკლში უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე, ოღონდ სულ მარცხენა მხარეს.



QUOTE
ჰიპოფიზი გამოკვლეულია?

კტ მაქცს გაკეთებული 2 წლის წინ და თურქული კეხის რენტგენი. არავითარი ცვლილება არაა.

QUOTE
"ალერგიები" ხომ არ გაქვთ ხშირად?

მაქვს. ეს რა კავშირშია?

პასუხებისთვის გმადლობთ.

Posted by: DocTemo 8 Sep 2010, 01:33
ikebana
QUOTE
ზოგ ციკლში უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე, ოღონდ სულ მარცხენა მხარეს

ეს ნორმალურია.
QUOTE
კტ მაქცს გაკეთებული 2 წლის წინ და თურქული კეხის რენტგენი. არავითარი ცვლილება არაა.

ძალიან კარგი!
QUOTE
მაქვს. ეს რა კავშირშია?

შეიძლება იტოს კავშირი. დიდი ხანია? როგორ გამოვლინდება? მომწერეთ აუცილებლად... მე ხვალ გიპასუხებთ...ახლა მომიტევეთ, გავიდე უნდა...

Posted by: ikebana 8 Sep 2010, 02:17
DocTemo
QUOTE
შეიძლება იტოს კავშირი. დიდი ხანია? როგორ გამოვლინდება? მომწერეთ აუცილებლად... მე ხვალ გიპასუხებთ...ახლა მომიტევეთ, გავიდე უნდა...

მოგწერთ პმ-ში.

Posted by: niaaa82 10 Sep 2010, 13:35
გამარჯობათ,
ვარ 28 წლის და ამასწინათ რაღაც გამიჩნდ ამკერდში.
გადავიღე ეხო უბრალოდ, ექიმთან არ ვყოფილვარ, ქვემოტ დაგიდებთ დასკვნას დასურატებს და იქნებ მირჩიოთ რამე, წინასწარ დიდი მადლობა

დასკვანა:
user posted image

სურათები:
user posted image

user posted image

Posted by: DocTemo 10 Sep 2010, 21:22
niaaa82
QUOTE
რაღაც გამიჩნდ ამკერდში.

გამარჯობათ ნია.
ძალიან სასიამოვნოა რომ ასე თვალსაჩინოდ მომწერეთ კონსულტაციაზე.
ექოსკოპიით და თქვენი აღწერილობით სარძევე ჯირკვლებში კისტებია. ეს არის სითხის დაგროვება პატარა ბუშტუკების სახით, ხშირად აქვთ ახალგაზრდებს და შეიძლება ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ გამოსაკვლევია ფარისებრი ჯერკვალი და საკვერცხეები (ექოსკოპია, ჰორმონები) და შემდეგ დასანიშნია მკურნალობა (რომელიც ძირითადად ვიტაინებისგან შედგება). კისტები პატარაა და საშიში არაფერია. თუ ის რომელიც 8 მილიმეტრიანია (ყველაზე დიდი სურატებში) ზედაპირულად მდებარეობს და კარგად იგრძნობა ხელით, შეიძლება მისი პუნქცია და სითხის ამოქაჩვა (შესაძლებელია გაკეთდეს გაუტკივარებით და უმტკივნეულოდ). როგორც წესი მკურნალობით კისტები მალე ქრება. ტკივილი არ გაქვთ? მაგალითად ციკლის წინ?

Posted by: niaaa82 11 Sep 2010, 00:15
QUOTE
DocTemo

გამარჯობათ და მადლობა ოპერატიული პასუხისთვის : )

მარცხენა მხარეს რომელიც დიდია ის ზედაპირულია და ხელით იგრძნობა, დაახლოებით 1 კვირის წინ აღმოვაჩინე, მაგრამ ახლა 2ჯერ მეტად დაპატარავებულია,
ტკივით არ მტკივა და მაგრამ ციკლის ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე ისე მაქვს.
ეხოს შემდეგ დამინიშნა იქვე ცეფანორმი ყოველ დილიტ უზმომზე 1 ცალი, 3 თვი სმანძილზე და გაქრებაო მიტხრა. ნოემბერში მოდიო დ აგადავიღოთ კიდევ და თუ კიდევ იქნა ნემსით ამოვიღებთ სითხესო.
მაგრამ რავი ან იმ სითხეს არ უნდა ანალიზი? ან ფიბოზული თუა სითხოვანი როგორაა, ვერ გავიგე ვერაფერი : )

Posted by: Natuka NGN 11 Sep 2010, 01:22
niaaa82
იცით კარგი რცევა მოგცათ, ფარისებრი გაისინჯეთ და საკვერცხეები.
DocTemo
ჩემს ახლობელსაც ჰქონდაწლების წინ და არასოდეს უთქვამთ ჰორმონალური პრობლემა... გაწამებული იყო გოგო პუნქციებით. ჰმ... ამას 10 წლისწინანდელ ამბავს გეუბნებით. მერე შეეშვა და არ ვიცი თავად გაქრა...

Posted by: lalaaa 11 Sep 2010, 02:21
აბა კრიტიკოსი არ გინდათ?

გადამცემთ ახლა ანათემას ხო ვიცი biggrin.gif



პ.ს. სად მუშაობთ ბატონო თემო?
გაქვთ თუ არა დოქტორის ხარისხი?

Posted by: DocTemo 11 Sep 2010, 09:06
niaaa82
QUOTE
მაგრამ რავი ან იმ სითხეს არ უნდა ანალიზი? ან ფიბოზული თუა სითხოვანი როგორაა, ვერ გავიგე ვერაფერი : )

ანალიზი არ არის საჭირო, კისტოზური მასტოპათია ძალიან ხშირი მოვლენაა, არასდროს საეჭვო უჯრედები მასეთი სახის კისტებში არ აღმოჩნდება, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მიუმეტეს თუ შემცირდა ზომებში თავისით.
ფიბროზული - ეკუთვნის სარძევე ჯირკვლის სტრუქტურის ცვლილებას, ანუ ის ცოოტათი გამაგრეულია (ამაში მე პათოლოგიას ვერ ვხედავ), ხოლო ცისტოზური ნიშნავს იმას რომ - ჯირკვლის შუადა შუა კისტებია. ხშირად ორივე ერთმანეტს ერწყმის.
მკურნალობას არ ვეთანხმები. მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს გამოკვლევების შემდეგ.
ჩემს შეხედულებებს მოგწერთ პირად წერილად პმ-ში, რომ წამლების რეკლამად და ანტირეკლამად რა ჩამეთვალოს.

Natuka NGN
QUOTE
მერე შეეშვა და არ ვიცი თავად გაქრა...

ნერვიულობის ამოც შესაძლებელია მასტოპათიის განვითარება. რომ დამშვიდდება პაციენტი, გაცილებით უფრო ადრე იკურნება. ამიტომ მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს.
* * *
lalaaa
QUOTE
აბა კრიტიკოსი არ გინდათ?

ჯანმრთელი კრიტიკა პროგრესის მამოძრავებელი საწვავია.... მე ყოველთვის ვღებულოს მას, ასე რომ არავითარ ანათემას არ ვაპირებ...
QUOTE
პ.ს. სად მუშაობთ ბატონო თემო?

ჩემი სამუშაოს შესახებ, ბათუმში ვარ, კლინიკის თაობაზე ჯერ ვიკითხავ ადმინისტრატორს, თუ შეიძლება დავწერო რომელ კლინიკაში, ეგებ რაკლამად ითვლება ეს?
QUOTE
გაქვთ თუ არა დოქტორის ხარისხი?

რუსეთის საკანდიდატო ხარისხი.

Posted by: Natuka NGN 11 Sep 2010, 12:27
lalaaa
აქ ძალინ ბევრი ექიმი შემოდის და თავისი ვინაობა არ გაუმხელია ხმამაღლა და არც არავის მოუთხოვია ეს. უმეტესობა ანონიმურადაა და სულაც არ მოეთხოვება თემის ავტორს გაამხილოს თავისი ვინაობა. თუმც მის პროფილში არის ბმული, სადაც მასზე ყველაფრის გაგება შეიძლება.
მეორეც, თუ გაქვთ კონკრეტული კითხვა დასვით, ექიმი გაგცემთ პასუხს და თემას ნუ აოფებთ. თემსი შმედგომი აგოფებისათვის თავისუფლად შემიძლია უბრალოდ გადაჯარიმოთ ვორნის გარკვეული პროცენტით.
DocTemo
QUOTE
თუ შეიძლება დავწერო რომელ კლინიკაში, ეგებ რაკლამად ითვლება ე

არ არის სავალდებულო. შესაძლოა რეკალამად ჩავთვალო და პაციენტების მოზიდვად. smile.gif

Posted by: DocTemo 11 Sep 2010, 21:56
Natuka NGN
QUOTE
არ არის სავალდებულო. შესაძლოა რეკალამად ჩავთვალო და პაციენტების მოზიდვად

გეთანხმებით! ამიტომაც თავი შევიკავე...

Posted by: gogona22 12 Sep 2010, 03:23
QUOTE (BABACA @ 19 Feb 2009, 14:27 )
l_i_l_u


ნინო ღუდუშაური მეცხრე სავადმყოფოშია. თუ გინდა მობილსაც მოგწერ.

ისე ეს მასტოპათია მე მგონი ძაან ბევრს აქვს. თავიდან მეც ძაან ვნერვიულობდი, მაგრამ ეხლა რარაც დავიკიდესავით. უბრალოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაკონტროლებ.

ნინო ღუდუშაურის ნომერი მითხარით რა

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2010, 03:25
gogona22
PM უნდა მისწერო. ერტი წლის წინ მიძIნებული ტემა გააღვიძე, არა მგონია სემოვიდეს ახლა შენი პოსტის ავტორი.

Posted by: lalaaa 12 Sep 2010, 17:43
Natuka NGN
ხო დამვორნე ნეტავი მაგის გარდა სადარდებელი არ მომცეს ღმერთმა

მე მემუქრებიან ვორნიტ,შემეშინდეს?

ნეტაი თქვენა, მართლა შავი შურით მშურს თქვენი biggrin.gif


ხო და მასეთ გულუბრყვილო და ''სათუთ'' რჩევებს რომ ავყევი, ნუ გეშინია საგანგაშო არაფერია, ეშველება, გაგივის გამოგივლის და ერთხელაც ''რაძი კაიფა'' კონსუöლტაზიაზე მისული ნაიტ ნაირი ექიმების დასკვნების მოსასმენად, საოპერაციოში ამოვყავი თავი და დღესაც არც ისე დალხენილი ვარ....

ასე რომ თქვენზე მეტად მე ჩემი თავი მადარდებს რა თქმა უნდა მაგრამ ზერელე რჩეების მიცემის გა დატვალისწინების უსასტიკესი წინააღმდეგი ვარ...


დანარჩენი თქვენ იცით, არც ჩემი თქვენდამი რჩევები და კრიტიკა წამადგება რამეში და არც თქვენი ჩემდამი მუქარა biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2010, 18:34
lalaaa
უპირველესად დამშვიდდი... კონკრეტილად ამ ექიმსი საწინააღმდეგი რამე გაქვს? რაიმე რჩევა მოგცა და არ გაამართლა?
QUOTE
ხო და მასეთ გულუბრყვილო და ''სათუთ'' რჩევებს რომ ავყევი, ნუ გეშინია საგანგაშო არაფერია, ეშველება, გაგივის გამოგივლის და ერთხელაც ''რაძი კაიფა'' კონსუöლტაზიაზე მისული ნაიტ ნაირი ექიმების დასკვნების მოსასმენად, საოპერაციოში ამოვყავი თავი და დღესაც არც ისე დალხენილი ვარ....


QUOTE
ზერელე რჩეების მიცემის გა დატვალისწინების უსასტიკესი წინააღმდეგი ვარ...

და ამ თემის: http://forum.ge/?f=43&showtopic=33777430 სულ პირველი პოსტი წაიკითხე ჩემო კარგო.
თქვენ თავად იღებთ ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, თქვენვე უნდა გადაწყვიტოთ უნდა ენდოთ თუ არა თქვენდამი დაპოსტილ რჩევას, მითუმეტეს რომ აქ ბევრი არაექიმიც იძლევა რჩევებს.(ექიმებსაც ნუ ენდობით თვალდახუჭულად)
როგორც იტყვიან --->at your own risk<---

სულ ოდნავ მეტი დრო რომ დაგეხარჯათ სანამ თავის დროზე რჩევას იკითხავდით, ფორუმს ბრამდ არ მიენდობოდით.
აქ მხოლოდ ექიმის კომპეტენზიაზე არაა საქმე - ძლაიან ხშირად პაციენტები სწორად ვერ ამბობენ სიმპტომებს რა აწუხებთ და არასოწრი დიაგნოზის ან რცევის მიზეზი შეიძლება ესეც იყოს.
ამდენად გადაიკითხეთ ჩემს მიერ მითითებული თემა.
მუქარა და გაფღთხილება წესების დარღვევაზე სხვადასხვა რამაა. აღAრ ვაგრძელებ თქვენთან კამათს.


Posted by: niaaa82 12 Sep 2010, 23:35
კაცი რჩევებს იძლევა და მოუსმენთ თუ არა თქვენი საქმეა.
მე მადლობი სმეტი არაფერი მეთქმის პირადად : )

თან მე დაქალი მყავს ენდოკრინოლოგი, უბრალოდ საქართველოში არ მოღვაწეობს და იმას წავაკითხე ყველა რჩევა და წამალი და აი პასუხიც:

QUOTE
[9/11/2010 11:45:35 PM] ani:  aseti amomcuravi pasuxii didi xania ar camikitxavs
[9/11/2010 11:45:41 PM] ani: mara dro ar gidan es ro aketooo? : )
[9/11/2010 11:45:43 PM] ani:  klinikahsi mushaosb asdmeee?
[9/11/2010 11:45:50 PM] ani:  absoliturad scors geubnebaaa
[9/11/2010 11:45:56 PM] ani:  mec gitxari rom gamokvlevebi gindaaaaa
[9/11/2010 11:46:04 PM] ani:  prolaktini unda inaxos aucileblad
[9/11/2010 11:46:17 PM] ani: da parisebris hormonebs chems chamosvlamde tu gaiketeb  kargs izam
[9/11/2010 11:58:46 PM] ani: smile.gif
[9/11/2010 11:58:56 PM] ani:  vinaa es temoo
[9/11/2010 11:59:10 PM] ani:  sakmaod kargad erkvevaa da karg rchevebs izlevaaa


ჰოდა ნუ იქცევით ცუდად : ) კარგ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი და ხალისს ნუ დაუკარგავთ user.gif

Posted by: DocTemo 12 Sep 2010, 23:50
niaaa82
დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტური წერილისათვის... თქვენი დაქალის წერილმა ისე მასიამოვნა რომ ხალისს რ ადამაკარგვიებს.... თუმცა მრავალჯერ უფრო უარესიც მომსვლია (იმ კრიტიკაზე ვამბობ რაც წინათაა) და ხალისი არ დამიკარგავს...პირიქით...ერთი ბრძენის ნათქვამია - რაც ჩვენ არ მოგვკვლავს (გაგვანადგურებს), ის უფრო მაგარს გაგვხვდის (გაგვამაგრებს)...

Posted by: lalaaa 13 Sep 2010, 00:11


მუხლმოდრეკილი ვიხდი საზოგადოების წინაშე ბოდიშშ მე უვიცი და ერთუჯრედიანი!



cry.gif

Posted by: tamar20 14 Sep 2010, 13:16
DocTemo
ერთი კითხვა მაქვს...



ბავშვს ძუძუს ვაწოვებდი 1 წლამდე,თავიდან ხან ერთს ხან მეორეს,შემდეგ ისე მოხდა რომ მარცხენას უფრო ხშირად,მარჯვენა ძუძუ საგრძნობლად დამიპატარავდა მარცხენასთან შედარებით,მაინტერესებს რამდენად მისახედია ეს და გათანაბრდება თუ არა დროთა განმავლობაში მარჯვენა და მარცხენა ძუძუ.მადლობთ წინასწარ

Posted by: manu_028 14 Sep 2010, 16:20
მე მაინტერესებს წყვეტს თუ არა ზრდას ორგანიზმი ქალთან ან ქალიშვილთან სექსის შემდეგ პრეზერვატივის გარეშე?
Warning:
რა შუაშია ეს კითხვა ამ თემასთან? რამდენი წლის ხარ? თემას ნუ აოფებ და დასვი კითხვა სექსოლოგის თემაში, თუმცა მინდა გითხრა რომ ძალიან უაზრო კითხვაა.

Posted by: xDATOx 14 Sep 2010, 19:08
DocTemo
გამარჯობათ, მშობიარობის შემდეგ რძე მქონდა ძალიან ცოტა და ბავშვს ვერ ვაჭამე.მკერდში გამიჩნდა ჯირკვლებივიტ რამდენჯერმე მასაჟით ნაწილობრივ დაიშალა. ჩემმა გინეკოლოგმა დამინიშნა რძის გასაშრობად ბრომოკრიპტინი და მითხრა რომ კვანძებიც დაიშლებოდა. რძე კი გამიშრა მაგრამ ერთ ჯირკვალი მაინც დამრჩა. დააზლოებით 2სმ ზომით რომელიც მაწუხებს ხანდახან,მაინტერესებს მასტიტი არის ეს და რამდენად საშიშია?.ნათია.

Posted by: DocTemo 14 Sep 2010, 21:54
QUOTE (tamar20 @ 14 Sep 2010, 13:16 )
DocTemo
ერთი კითხვა მაქვს...



ბავშვს ძუძუს ვაწოვებდი 1 წლამდე,თავიდან ხან ერთს ხან მეორეს,შემდეგ ისე მოხდა რომ მარცხენას უფრო ხშირად,მარჯვენა ძუძუ საგრძნობლად დამიპატარავდა მარცხენასთან შედარებით,მაინტერესებს რამდენად მისახედია ეს და გათანაბრდება თუ არა დროთა განმავლობაში მარჯვენა და მარცხენა ძუძუ.მადლობთ წინასწარ

გამარჯობათ.
ასე ხშირად ხდება, რომ ერთი სარძევე ჯირკვლები ძუძუთი კვების შემდეგ ზომებში განსხვავდება. საგანგაშო ამაში არაფერია და კოსმეტიკური პრობლემების მეტს ეს არაფერს იწვევს. ანუ ეა დაავადება არ არის. რაც სეეხება გამოსწორებას - სამწუხაროდ თუ განსხვავება დიდია, თავისით ეს არ გამოსწორდება, აქ გამოსავალი მხოლოდ პლასტიკური ოპერაციაა. რათქმაუნდა დრო მაინც უნდა გავიდეს 1-2წელი რომმკერდი ჩადგეს მის ახალ ზომაშჳ და შემდეგ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.... თუმცა ზოგი მაგდენსაც ვერ იტმენს და ოპერაცის იკეთებს.

Posted by: tamar20 15 Sep 2010, 00:03
QUOTE
DocTemo




მადლობთ ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: Minion of Fortune 18 Sep 2010, 15:39
DocTemo
QUOTE
რაც ჩვენ არ მოგვკვლავს (გაგვანადგურებს), ის უფრო მაგარს გაგვხვდის (გაგვამაგრებს)...


"რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს" smile.gif - მაგარია smile.gif რამდენჯერ დამიფარა ამ სიტყვებმა ნევროზისაგან smile.gif

Posted by: ქინქლა 21 Sep 2010, 11:42
DocTemo

გამარჯობათ, როგორ გამეხარდა ეს თემა რომ გაიხსნა. ადრე სხვა თემაში დავსვი ეს კითხვა და სრულყოფილად ვერ მიპასუხეს.

ორუსლობის ბოლო თვეებში, დაახლოებით მეშვიდე თვიდან მარჯვენა იღლიაში მცირე ზომის სიმაგრე გამიჩნდა, ხან მტკივნეული იყო ხან არა.. ამობურცული იყო და კანის ზედაპირზეც შესამჩვნევი იყო, თითქოს ნაკეცის ფორმა ქონდა. მაგ დროს ხსენი არ მქონდა. ეხლა ორი თვის ბავშვი მყავს, ძუძუს ვაჭმევ და უკვე ერთი თვეა ეს სიმაგრე აღარ მაქვს. სამშობიაროში რომ ვიკითხე მითხრეს რომ სარძევე ჯირკვალი შეიძლება ყოფილიყო. თქვენ რას ფიქრობთ? და რას მირჩევთ.

Posted by: lalaaa 21 Sep 2010, 22:12
დამშვიდდი ქალბატონო!


აქ იყო პოსტო, მაგრამ წავშალე!


მომიტევეთ რომ ვარსებობ!


პ.ს. მრცხვენია რომ ქართველი ვარ!

Posted by: DocTemo 21 Sep 2010, 22:17
cincla
QUOTE
ორუსლობის ბოლო თვეებში, დაახლოებით მეშვიდე თვიდან მარჯვენა იღლიაში მცირე ზომის სიმაგრე გამიჩნდა, ხან მტკივნეული იყო ხან არა.. ამობურცული იყო და კანის ზედაპირზეც შესამჩვნევი იყო, თითქოს ნაკეცის ფორმა ქონდა. მაგ დროს ხსენი არ მქონდა. ეხლა ორი თვის ბავშვი მყავს, ძუძუს ვაჭმევ და უკვე ერთი თვეა ეს სიმაგრე აღარ მაქვს. სამშობიაროში რომ ვიკითხე მითხრეს რომ სარძევე ჯირკვალი შეიძლება ყოფილიყო. თქვენ რას ფიქრობთ? და რას მირჩევთ.

გამარჯობათ
აღწერილობით გავს დამატებით სარძევე ჯირკვალს. საკმაოდ ხშირად მხვდება და არ არის საშიშიში. მითუმეტეს თუ გაქრა. ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ, გაიკეთეთ ექოსკოპია, რომელზეც უნდა გამოჩნდეს ჯირკვლოვანი სტრუქტურა იღლიის ფოსოში. როგორც წესი ასეთი დამატებითი ჯირკვლის მკურნალობა თერაპიულია, ოპერაციული ხდება იმ შემთხვევაში თუ მკვრივდება და ტკივილს იწვევს. კიდე შეიძლება ყოფილიყო ლიმფური კვანძის ქრონიკული ანთება. თუ ისევ ის ლიმფური ჯირკვალი გადიდებულია - ესეც ექოსკოპიით დადგინდება.

Posted by: Natuka NGN 21 Sep 2010, 22:20
lalaaa
QUOTE
ვო, დამისვით დიაგნოზი და დამინიშნეთ მკურნალობა!

აქ დიაგნოზს არავინ სვავს ჰაი-ჰარალოზე. და აიღეთ საკუთარ თავზე პაუსხისმგებლობა.
ნაკლებად რკინიანი აზღუდები ჩაიცვი...
კიდევ, ემოციურად ოდნავ დაწყნარდი, ზედმეტად აჟიტირებული ხარ რაღაც... და იქ, სადაც ამჟამად იმყოფები გაცილებით ჭკვიანი ექიმები არიან ვიდრე საქართველოში... აქ რატომ კითხულობ?

Posted by: DocTemo 21 Sep 2010, 23:31
Natuka NGN
QUOTE
ვო, დამისვით დიაგნოზი და დამინიშნეთ მკურნალობა!

ვერ გავიგე რაღაც, საიდანაა ეს პოსტი და რა ხდება.

Posted by: Natuka NGN 21 Sep 2010, 23:41
lalaaa
QUOTE
დამშვიდდი ქალბატონო!

მე წარმოუდგენლად მშვიდად ვარ...
QUOTE
მომიტევეთ რომ ვარსებობ!

მაგისათვსი არავის უსაყვედურია შენთვის და ვისი რა უფლებაა? და თუ რაიმე პრეტენზია გაქვს ფორუმის რომელიმე კონკრეტული ექიმის მიმართ, გახსენი ახალი თემა, ამოწიე ის ძველი რჩევები და განვიხილოთ. უბრალოდ, მე არ მესმის რა პრეტენზია შეიძლება გქონდეთ კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ რომლის თემაშიც გამოთქვამ პრეტენზიებს.
DocTemo
QUOTE
ვერ გავიგე რაღაც, საიდანაა ეს პოსტი და რა ხდება.

პოსტი იყო ოდნავ გაურკვეველი, აქვს რაღაც პირადი პრეტენზია აქაური ღცევების მიმართ და რაღაცატომ სრულიად გაუგებრად აირჩია თემა. თქვენი რეგისტრაცია ამ ფორუმზე აროს 2010 წლის 4 სექტემბერი და არ მესმის, პირადად რატომ გიოფებთ თემებს.
ფორუმზე ნარჩევი კი არა, რეალურად რომ მეუბნება ექიმი, იმას ვამოწმებ 10-ჯერ მაინც...

Posted by: ქინქლა 22 Sep 2010, 09:53
DocTemo

დიდი მადლობა ყურადღებისათვის და პასუხისათვის. როგორც მივხვდი თქვენი პასუხიდან ძუძუთი კვების დროს ეხოსკოპიის გაკეთება არ შეიძლება. პრინციპში არც ვიჩქარებ, აღარ მაქვს და როგორც წესი ადამიანები ძალიან თუ არ შეგვაწუხა რამემ ექიმთან არ მივდივართ , სამწუხარიდ biggrin.gif

Posted by: DocTemo 22 Sep 2010, 19:33
cincla
QUOTE
როგორც მივხვდი თქვენი პასუხიდან ძუძუთი კვების დროს ეხოსკოპიის გაკეთება არ შეიძლება

კი შეიძლება, მაგრამ ნაკლებ ინფორმატიულია, ამიტოს თუ სასწრაფო არ არის, შეიძლება ლაქტაციის შემდეგ გაიკეთოთ
QUOTE
ადამიანები ძალიან თუ არ შეგვაწუხა რამემ ექიმთან არ მივდივართ , სამწუხარიდ

გეთანხმებით, ასეთი ჩვენი მენტალიტეტი სამწუხაროდ

Posted by: EXHALATING 25 Sep 2010, 02:34
ენზის დასრულებიდან გავიდა 10 დღე, მკერდი ისევ მტკივა...
რა შეიძლება იყოს მიზეზი?
ვიმშობიარე 2ტვე ნახევრის წინ, ძუძუს არ ვაჭმევ, ეს უკვე მეორე მენზი იყო მშობიარობიდან...

Posted by: captious 25 Sep 2010, 03:22
მკერდი დაჭიმული მაქვს... (ხანაც ზედმეტად ფაფუკი და დარბილებული) ძუძუს თავი გამაგრებული.. (პერიოდულად)..ადრეც შემინიშნავს მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ტავი თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი შუაზე, ჩაჩხვლეტილია რაღაცნაირად..

Posted by: DocTemo 25 Sep 2010, 21:28
EXHALATING
QUOTE
ენზის დასრულებიდან გავიდა 10 დღე, მკერდი ისევ მტკივა...
რა შეიძლება იყოს მიზეზი?
ვიმშობიარე 2ტვე ნახევრის წინ, ძუძუს არ ვაჭმევ, ეს უკვე მეორე მენზი იყო მშობიარობიდან...

ჯერჯერობით ორგანიზმი ეგუება ახალ ჰორმონალურ მდგომარეობას და ნივთიერებების ნაკლებობას, რომლებიც ორსულობისას დახაჯეთ. ეს ხშირად ხრდება მასეთ დროს. პოლივიტამინები მიიღეთ და დააკვირდით, თუ მესამე მეოთხე თვიური მასეთი იქნება ეჩვენეთ მამოლოგს.
* * *
captious
QUOTE
მკერდი დაჭიმული მაქვს... (ხანაც ზედმეტად ფაფუკი და დარბილებული) ძუძუს თავი გამაგრებული.. (პერიოდულად)..ადრეც შემინიშნავს მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ტავი თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი შუაზე, ჩაჩხვლეტილია რაღაცნაირად..

სიმპტომები მსგავსია მასტოპათიისა, ამიტომ გირჩევდით მამოლოგს რომ ეჩვენოთ. საშიში არაფერი უნდა იყოს, მაგრამ სამკურნალოა.

Posted by: Janiss 26 Sep 2010, 14:23
DocTemo
გამარჯობათ smile.gif
2 კითხვა მაქვს თუ შეიძლება.

1)
დიდი ზომის მკერდი მაქვს.ბოლო წლებში წონაში მომატების გამო მიმატა ზომამ და გიმჩნდა მხოლოდ მკერდზე სტრიები.
რა შეიძლება ვუშველო ამ პრობლემას?


2)
ციკლისას და ციკლის წინა დღეებშიც ჩვეულებისამბერ მაქვს ტკივილი და ჭვალივით შეგრძნება ძუძუში,განსაკუთრებით ხშირად მარცხენაში.
როგორც ცნობილი ხერხია აბაზანის მიღების დროს დუშგელის თანხლებით მოვისინჯე მკერდი(ორივე)და ორივე ძუძუზე თითქოს მთელს სიმრგვალეზე(ძუძუს თავის იგვლივ)შეინიშნება სიმკვრივეები,ანუ ალბათ სარძევე ჯირკვლებია.
უნდა იგრძნობოდეს თუ არა როგორც მკვრივი?
თუ ეს ზედმეტი ცხიმის ბრალია ძუძუში და იმიტომაა ასე საგრძნობლად ცალ-ცაკლე ჯირკვლებივით მკერდის შიგა მასა?
მარცხენა ძუძუს ზედაპირზე,კერტის ზემოთ ვამჩნევ ხოლმე დალურჯებასავით,მხოლოდ წყლის ჭავლის დროს ხდება ეს სილურჯე შესამჩნევი.ამ ადგილას რამე კონკრეტული ტკივილი არ მაქვს.
როგორ ფიქრობთ აუცილებლად უნდა ვესტუმრო მამოლოგს?
საშიშია ესეთი სიმპტომები? sad.gif
ვარ 30 წლის,ორსულობა არასდროს მქონია.

დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: butterfly616 26 Sep 2010, 22:55
ბარემ აქვე ვიკითხავ, მინდა გავესინჯო მამოლოგს, ამ ბოლო დროს მარჯვენა ძუძუს სიმაგრე შევნიშნე და ცოტა მტკივა რომ ვაჭერ. ვის მირჩევთ?

Posted by: DocTemo 27 Sep 2010, 00:11
Janiss
QUOTE
გიმჩნდა მხოლოდ მკერდზე სტრიები.
რა შეიძლება ვუშველო ამ პრობლემას?

სამწუხაროდ სტრიებს ვერაფერს უზამთ, გარდა ქირურგიისა...
QUOTE
უნდა იგრძნობოდეს თუ არა როგორც მკვრივი?
თუ ეს ზედმეტი ცხიმის ბრალია ძუძუში და იმიტომაა ასე საგრძნობლად ცალ-ცაკლე ჯირკვლებივით მკერდის შიგა მასა?

შესაძლებელია რომ ნორმალური სარძევე ჯირკვალი მასე ისინჯებოდეს, ფაშარი ცხიმოვანი ქსოვილის არსებობის გამო, თქვენი აღწერილობით ეს პათოლოგიას არ გავს.
QUOTE
ხოლმე დალურჯებასავით,მხოლოდ წყლის ჭავლის დროს ხდება ეს სილურჯე შესამჩნევი.

სისხლძარღვოვანი ცვლილება უნდა იყოს და სარძევე ჯირკვალთან კავშირს ვერ ვხედავ.
QUOTE
როგორ ფიქრობთ აუცილებლად უნდა ვესტუმრო მამოლოგს?

ექოსკოპია რომ გადაიღოთ არ იქნებოდა ურიგო, და შემდეგ მამოლოგს ენახა თუ ექოსკოპიურად ცვლილებებს ნახავდნენ... საერთო მამმოლოგი უფრო პროფილაქტიკის ექიმი უნდა იყოს, ვიდრე დაავადების მკუნალობის.

butterfly616
QUOTE
ვის მირჩევთ?

თბილისის სიტუაციაში გარკვეული არ ვარ...ეგებ სხვამ შემოიხედოს ვინმემ და გვითხრას...

Posted by: ტაბუ 27 Sep 2010, 17:20
butterfly616
ორი მამოლოგი არის ყველაზე ცნობილი და ითვლებიანს აუკეთესოებად თბილისში: ციხისელი "კარაპს მედლაინში" და ნემსაძე ონკოლოგიურში. მე ციხისელთან ვიყავი. მაგრამ სარძევე ჯირკვლი ექოსკოპიაზე მათ ექოსკოპისტებთან აღარ მივედი - ამ კუთხით ყველაზე კარგია ნინო ღუდუშაური (თუ დაგჭირდა, ტელეფონის ნომერს მოგცემ).
მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი (და მოვიქეცი კიდეც): ჯერ წავიდოდი ნინო ღუდუშაურთან და გავიკეთებდი ექოს (ჯდება 35 ლარი) - თუ ვერ აღმოგიჩინა ფიბროადენომა (კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი) ან სხვა "მისახედი" წარმონაქმნები, შეგიძლია მამოლოგებთან ვიზიტი გადადო. თუ აღმოჩნდა რაიმე ყურადსაღები, უკვე მკურნალობის (ან ოპერაციის) დასანიშნად ამ ექოს პასუხებით ვესტუმრებოდი ციხისელს (ან ნემსაძეს).
თუ რამე კითხვა გაქვს კიდევ, მომწერე smile.gif

DocTemo
თქვენთან ამქვს ასეთი შეკითხვა: მაქვს ფიბროადენომა ზომით 5მმX7მმ-ზე. ვარ 8 თვის ორსული და ორსულობის დროს მისი ზომა არ გაზრდილა (დღეს გადავიკონტროლე). ლაქტაციასთან დაკავშირებით რამე რეკომენდაციები ხომ არ არსებობს ასეთ შემთხვევაში?
თუკი ძუძუთი კვება ვერ შევძელი, რომელი მეთოდი სჯობს რძის გასაშრობად (ფიბროადენომა რომ არ გამიღიზიანოს)?
სადინარების მასაჟების გაკეთება რამდენად რეკომენდირებულია?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: TA-SO 27 Sep 2010, 18:37
DocTemo
გამარჯობა
დედამ გაიკეთა სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია მარცხენა მკერდზე აქვს კისტა(გარე კვადრატების საზღვარზე,არეოლაში აღინიშნება ოვალური სითხოვანი წარმონაქმნი ზომით 11 მმ, ღრუში ნალექით(კისტა) ) რამდენად საშიშია??? მარჯვენა მკერდი აქვს ნაოპერაციევი

Posted by: DocTemo 27 Sep 2010, 22:08
Taboo
QUOTE
თუ ვერ აღმოგიჩინა ფიბროადენომა (კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი) ან სხვა "მისახედი" წარმონაქმნები, შეგიძლია მამოლოგებთან ვიზიტი გადადო.

არ ვეთანხმები თქვენს შეთავაზებას კატეგორიულად. საერთოდ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცის განუყოფელი ნაწილების ძუძუს დაავადებათა დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში, მითუმეტეს იმ შემთხვევაში რომელიც butterfly616-იმ აღწერა. უმრავლეს შემთხვევაში როცა მასეთი ტკივილების ექოსკოპიით არ დგინდება არაფერი, მამოლოგი გრძნობს მაგ ცვლილებებს და ნიშნავს შესაბამის მკურნალობას. მარტო ექოსკოპიის გაკეთებას დავეთანხმები მხოლოდ კონტროლის შემთხვევაში, როცა დიაგნოზი ცნობილია, მკურნალობა დანიშნულია და საჭიროა ზომებს გაკონტროლება.

QUOTE
მაქვს ფიბროადენომა ზომით 5მმX7მმ-ზე.

ფიბროადენომა მცირე ზომისაა, და გარდა კონტროლისა არაფერს არ საჭიროებს ორსულობის დროს. ისევე შეგიძლიათ მოიქეთ, როგორც რომ არ გქონოდათ.

QUOTE
თუკი ძუძუთი კვება ვერ შევძელი, რომელი მეთოდი სჯობს რძის გასაშრობად

თუკი ძუძუთი კვება ნამდვილათ გნებავთ ასეთი ნეგატიური აზრები არც უნდა დაუშვათ, და იფიქროთ მხოლოდ დადებითზე... თუ რამე, მომწერეთ როცა ეს ფაქტი შედგება...წინასწარ ამაზე ფიქრი ნამდვილად არაა საჭირო.

Posted by: ტაბუ 27 Sep 2010, 23:13
DocTemo
QUOTE
არ ვეთანხმები თქვენს შეთავაზებას კატეგორიულად.
ძალიან კარგი, რომ არ მეთანხმებით smile.gif მე რიგითი უზერი ვარ და ჩემი შეთავაზება ჩვეულებრივი ადამიანის (არამამოლოგის) კომპეტენციას არ სცილდება.
QUOTE
გარდა კონტროლისა არაფერს არ საჭიროებს ორსულობის დროს.
ორსულობა გავიდა უკვე ბოლოში - ამიტომაც ლაქატაციასთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებს.
QUOTE
თუკი ძუძუთი კვება ნამდვილათ გნებავთ ასეთი ნეგატიური აზრები არც უნდა დაუშვათ
რასაკვირველია, დიდი მადლობა რჩევისათვის, მაგრამ ამჯერად მამოლოგის რჩევა მინდა, და არა ფსიქოლოგის smile.gif
მაინც გმადლობთ.

Posted by: DocTemo 28 Sep 2010, 08:08
Taboo
QUOTE
ამიტომაც ლაქატაციასთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებს.

იგივეა ლაქტაციისათვის - ანუ ყველაფერი ჩვეულებრივად.
QUOTE
ამჯერად მამოლოგის რჩევა მინდა,

ნებისმიერი მეთოდით ლაქტაციის შეწყვეტა არაფიზიოლოგიურია და გამოიწვევს ცვლილებებს მკერდში, თუნდაც კერძოდ ფიბროადენომის მიმართებაში. ისე კი, მე მედიკამენტოზურად მიმაჩნია სწორი, და არა გადახვევიტ და "გადაჭიმვით"
* * *
TA-SO
QUOTE
გამარჯობა
დედამ გაიკეთა სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია მარცხენა მკერდზე აქვს კისტა(გარე კვადრატების საზღვარზე,არეოლაში აღინიშნება ოვალური სითხოვანი წარმონაქმნი ზომით 11 მმ, ღრუში ნალექით(კისტა) ) რამდენად საშიშია??? მარჯვენა მკერდი აქვს ნაოპერაციევი

ძალიან კარგი რომ ექოსკოპიით სხვა რამე არ იქნა ნანახი. ეს კისტები კი ნორმაშიც არსებობს, პატარებია და ჩემი აზრით არაფერი საჭირო არ არის თუ არ ტკივა. მხოლოდ კონროლი 3 თვეში.

Posted by: butterfly616 29 Sep 2010, 13:43
QUOTE (Taboo @ 27 Sep 2010, 17:20 )
butterfly616
ორი მამოლოგი არის ყველაზე ცნობილი და ითვლებიანს აუკეთესოებად თბილისში: ციხისელი "კარაპს მედლაინში" და ნემსაძე ონკოლოგიურში. მე ციხისელთან ვიყავი. მაგრამ სარძევე ჯირკვლი ექოსკოპიაზე მათ ექოსკოპისტებთან აღარ მივედი - ამ კუთხით ყველაზე კარგია ნინო ღუდუშაური (თუ დაგჭირდა, ტელეფონის ნომერს მოგცემ).
მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი (და მოვიქეცი კიდეც): ჯერ წავიდოდი ნინო ღუდუშაურთან და გავიკეთებდი ექოს (ჯდება 35 ლარი) - თუ ვერ აღმოგიჩინა ფიბროადენომა (კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი) ან სხვა "მისახედი" წარმონაქმნები, შეგიძლია მამოლოგებთან ვიზიტი გადადო. თუ აღმოჩნდა რაიმე ყურადსაღები, უკვე მკურნალობის (ან ოპერაციის) დასანიშნად ამ ექოს პასუხებით ვესტუმრებოდი ციხისელს (ან ნემსაძეს).
თუ რამე კითხვა გაქვს კიდევ, მომწერე smile.gif


დიდი მადლობა. თუ შეგიძლია ნინო ღუდუშაურის კონტაქტები მომწერე. რომელ კლინიკაში მუშაობს. რეკლამად რომ არ ჩაითვალოს პმ-ში მომწერე

Posted by: ტაბუ 29 Sep 2010, 13:54
butterfly616
QUOTE
ნინო ღუდუშაურის კონტაქტები მომწერე. რომელ კლინიკაში მუშაობს
899-58-96-36, 22-68-59 (სამსახური). მე-9 საავადმყოფოშია - რომ შედიხარ ეზოში, ხელმარჯვნივ 3-სართულიანი ძველი შენობაა და იქ უნდა შეხვიდე, ოღონდ უკანა მხრიდან. ყველა მიგასწავლის იქ ნინოს.
QUOTE
რეკლამად რომ არ ჩაითვალოს
რა ვიცი - რასაც მომავალი მშობლები ერთმანეთს ექოსკოპისტების ნომრებს ვუპოსტავთ თემაში smile.gif
მოდერატორებო, თუ რეკლამაში ითვლება, ბოდიშს ვიხდი smile.gif

Posted by: butterfly616 29 Sep 2010, 14:06
Taboo
დიდი მადლობა smile.gif 2kiss.gif

Posted by: Dеaler 29 Sep 2010, 23:21
გამარჯობათ. მოკლედ მარჯვენა მხარეს, ბრმანაწლავის ქვემოთ, სიარულისას მტკივა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ცოტა მძიმე წონის ტარება მომიწია ეს დღეები და შეიძლება მაგას დავაბრალო?

Posted by: DocTemo 30 Sep 2010, 00:10
QUOTE
3-სართულიანი ძველი შენობაა და იქ უნდა შეხვიდე

სამწუხაროა რომ დამწყრეულია ექიმები ძველ შენობებში... sad.gif
* * *
Dеaler
QUOTE
გამარჯობათ. მოკლედ მარჯვენა მხარეს, ბრმანაწლავის ქვემოთ, სიარულისას მტკივა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ცოტა მძიმე წონის ტარება მომიწია ეს დღეები და შეიძლება მაგას დავაბრალო?

სამწუხაროდ თქვენ სხვა თემაში მოხვდით, აქ ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაიცემა, ეცადეთ გაიმეოროთ ქირურგიის თემებში.

Posted by: Dеaler 30 Sep 2010, 00:55
QUOTE (DocTemo @ 30 Sep 2010, 00:10 )
QUOTE
3-სართულიანი ძველი შენობაა და იქ უნდა შეხვიდე

სამწუხაროა რომ დამწყრეულია ექიმები ძველ შენობებში... sad.gif
* * *
Dеaler
QUOTE
გამარჯობათ. მოკლედ მარჯვენა მხარეს, ბრმანაწლავის ქვემოთ, სიარულისას მტკივა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ცოტა მძიმე წონის ტარება მომიწია ეს დღეები და შეიძლება მაგას დავაბრალო?

სამწუხაროდ თქვენ სხვა თემაში მოხვდით, აქ ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაიცემა, ეცადეთ გაიმეოროთ ქირურგიის თემებში.

უფს მაპატიეთ ამერია smile.gif))

Posted by: niaaa82 1 Oct 2010, 15:57
QUOTE (niaaa82 @ 10 Sep 2010, 13:35 )
გამარჯობათ,
ვარ 28 წლის და ამასწინათ რაღაც გამიჩნდ ამკერდში.
გადავიღე ეხო უბრალოდ, ექიმთან არ ვყოფილვარ, ქვემოტ დაგიდებთ დასკვნას დასურატებს და იქნებ მირჩიოთ რამე, წინასწარ დიდი მადლობა

დასკვანა:
user posted image

გამარჯობათ : )
დავბრუნდი მე
ჩემი წინა პოსტი დავაკოპირე ქვემოთ რომ გამიხსენოთ

ჰოდა გავიდა ის 2 კვირა და გავიკეთე ჰორმონალური გამოკვლევები
ფარისებთაც და სარძევეც. ამ პერიოდში არაფერს არ ვსვამდი.
აი ანალიზის პასუხებიც
help.gif
user posted image

Posted by: DocTemo 1 Oct 2010, 21:24
niaaa82
გამარჯობათ.
სასიამოვნოა რომ ასრულებთ ექიმების რეკომენდაციებს და თანაც რომ გაგვეგებინეთ შედეგები. ჩანს რომ პროლაქტინის მომატებული დონეა, ეს შეიზლება იყოს უმთავრესი მიზეზი კისტების წარმოქმნაში. არ მგონია რომ ეს რაიმე სერიოზული პათოლოგიის გამო იყოს (მაგალითად ჰიპიფიზის), ამიტომ მცენარეული პროლაქტინ მარეგულირებელი პრეპარატით შეიძლება დაწყება, პარალელურად ვიტამნიები და იოდის პრეპარატი. თუმცა უკეთეს კონსულტაციას კარგი ენდოკრინოლოგი ჩაატარებდა...მითუმეტეს თქვენი მეგობარია ასეთი smile.gif მაინტერესებს მიზი აზრი მაინტერესებს. პრეპარატების დასახელებების წერას აქ თავს ვარიდებ, რადგან ჩვენთან ხალს უყვარს სხვისი დანიშნულებებით მკურნალობა...არ მინდა ვინმე ვაცდუნო smile.gif..ასე რომ თუ გნებავთ მოგწერთ პირადში....მაგრამ ისე დანიშნულება მაინც "ცოცხალმა-რეალურმა" ექიმმა უნდა გააკეთოს smile.gif ..თუმცა ალბათ დადგება დრო მალე და იქნება ვირტუალური მკურნალობა მოდაში....

Posted by: Natuka NGN 1 Oct 2010, 21:33
DocTemo
მართალი ხართ... აქ დანიშნულების მიცემა არაა მართებული. რაც შეეხება იოდის პრეპარატებს, კვე;ვა არაა ჩატარებული FT3, ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსასაზღვრატ არის თუ არა იოდნაკლებობა ვინაიდან FT4 უფრო ქვედა ზღვროსკენაა. ესეც შეიძლება იყოს პროლაქტინის აწევის მიზეზი.

Posted by: DocTemo 1 Oct 2010, 22:20
პ.ს. იმედია პროლაქტინის ანალიზი ციკლის საჭირო დგეს აიღეს.

Posted by: Solveig 1 Oct 2010, 22:58
DocTemo
მე მაქვს თქვენთან კითხვა smile.gif:
პირქვე ძილი ნამდვილად სახიფათოა მკერდის კიბოს განვითარებისათთვის თუ უბრალოდ, გაზვიადებაა? იდეაში, შეიძლება მთლად კარგი არ იყოს, იმ მხრივ, რომ სისხლის/ლიმფის მიმოქცევა არ იქნება ნორმალური, ზეწოლის გამო, მაგრამ თუ არის რაიმე კავშირი დადგენილი კიბოსთან?
ასევე, მაინტერესებს, თუ არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია, ან თქვენ მაინც თუ გაქვთ თქვენი პაციენტების მონაცემებიდან გამომდინარე-ზრდის თუ არა ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა და წარსულში უთვალავი აბორტიმკერდის სიმსივნის განვითარების რისკს?

მადლობა წინასწარ smile.gif


Posted by: niaaa82 2 Oct 2010, 00:46
QUOTE (DocTemo @ 1 Oct 2010, 22:20 )
პ.ს. იმედია პროლაქტინის ანალიზი ციკლის საჭირო დგეს აიღეს.

მე10 დღეს.
მადლობა პასუხისთვის, ველოდები ჩემს მეგობარს როდის შემოვა სკაიპში : ))
დავწერ იმის პასუხსაც

Posted by: Natuka NGN 2 Oct 2010, 01:08
niaaa82
მე როგორც ვიცი 22-ე დღეს უნდა აიღოთ.. ასე დაწერა სხვა ექიმმა გვერდით თემაში, ამ დროს ყველაზე მაღალია პროლაქტინი.

Posted by: niaaa82 2 Oct 2010, 01:42
QUOTE (Natuka NGN @ 2 Oct 2010, 01:08 )
niaaa82
მე როგორც ვიცი 22-ე დღეს უნდა აიღოთ.. ასე დაწერა სხვა ექიმმა გვერდით თემაში, ამ დროს ყველაზე მაღალია პროლაქტინი.

ჰუჰ
მოსვლიდან მე10 დღესო ექიმმა და რავი აბა
ანუ არასწორად "ვუსატკავებდი"? gigi.gif

user.gif

Posted by: DocTemo 2 Oct 2010, 09:06
ძირითადად 1 ფაზაში აბარებიებენ, მაგრამ ზუს დღეებს გინეკოლოგ=ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს...დაველოდოთ ენდოკრინოლოგის პასუხს.
* * *
Solveig
QUOTE
პირქვე ძილი ნამდვილად სახიფათოა მკერდის კიბოს განვითარებისათთვის თუ უბრალოდ, გაზვიადებაა? იდეაში, შეიძლება მთლად კარგი არ იყოს, იმ მხრივ, რომ სისხლის/ლიმფის მიმოქცევა არ იქნება ნორმალური, ზეწოლის გამო, მაგრამ თუ არის რაიმე კავშირი დადგენილი კიბოსთან?
ასევე, მაინტერესებს, თუ არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია, ან თქვენ მაინც თუ გაქვთ თქვენი პაციენტების მონაცემებიდან გამომდინარე-ზრდის თუ არა ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა და წარსულში უთვალავი აბორტიმკერდის სიმსივნის განვითარების რისკს?

საკმაოდ საინტერესო კითხვებია მაგრამ ცალსახად პასუხის გაცემას მე ვერ შევძლებ. არ ვთვლი რომ პირქვე წოლა სახიფათოა კიბოს მხრივ, კიბოს რისკ ფაქტორია ტრავმა, ანუ უნდა იყოს ორგანული დაზიანება ძუძუს ქსოვილის... მასში ჰემატო-ლიმფური პასაჟის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მასტოპათიები... თუმცა თვით მასტოპათია რისკ ფაქტორი კიბოსი... იგივე ეხება ძუძუთი კვების უარის მტქმელებს და მრავალი აბორტების შემდეგ მყოფთ - უმრავლესს უვითარდება მასტოპათია, რომლის ფონზე რამდენჯერმე უფრო ხშირად ვითარდება კიბო (ეს დამტკიცებულია კვლევებით და ჩემი პრაქტიკითაც ასეა). კვლევებს რაც სეეხება მოსაძებნია, თუ გაინტერესებთ, ვეცდები მოვძებნო ჩემს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

Posted by: Natuka NGN 2 Oct 2010, 11:46
Warning:
ამას ვასწორებ... მაპატიეთ. პოსტი ჩასწორებულია


Posted by: Solveig 2 Oct 2010, 17:56
DocTemo
დიდი მადლობა პასუხისათვის smile.gif

Natuka NGN
QUOTE
მე როგორც ვიცი 22-ე დღეს უნდა აიღოთ..

I ფაზაში იღებენ, მე რამდენადაც ვიცი და ლოგიკურიცაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პროლაქტინის სინთეზზე ესტროგენები ახდენს გავლენას (და სწორედ I ფაზაშია ესტროგენების ამტება) მერე მეორეც-მაღალი პროლაქტინი თრგუნავს ოვულაციას.
მახსოვს, ვიღაცამ დაწერა-სახლში მოვიდა ექთანი პროლაქტინზე სისხლის ასაღებად და მეძინაო. ამის გაკეთება არის ძალიან დიდი სისულელე, ჩემი აზრით..იმიტომ, რომ, მაგალითად, პარადოქსული ძილის (ფაზაა ასეთი) დროს პროლაქტინის რაოდენობა საერთოდაც მაღალია და არავინ იცის, ის ადამიანი იმ წუთში ძილის რომელ ფაზაში იმყოფება.. მერე მეორეც-გამოღვიძებაც ასევე სტრესია და მაგ დროსაც შეიძლება იყოს პროლაქტინის რაოდენობის ცვლილება (აწევა).
მომიტევეთ გადახვევა smile.gif


Posted by: Natuka NGN 3 Oct 2010, 00:02
Solveig
ვაიმე, მაპატიეთ. პროგესტერონში ამერია... შევცვლი ყველაფერს...

Posted by: niaaa82 3 Oct 2010, 01:21
QUOTE (DocTemo @ 2 Oct 2010, 09:06 )
ძირითადად 1 ფაზაში აბარებიებენ, მაგრამ ზუს დღეებს გინეკოლოგ=ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს...დაველოდოთ ენდოკრინოლოგის პასუხს.

ანუ მე I ფაზაში მომიწია გაკეთება?დავიბენი იმდენი პასუხი დამხვდა : ))

დილით უჭმელ უსმელი დაუყვეაფროდ წავედი და წინადღეს ძალიან დასვენებული დაგამოძინებული მოდიო, ჰოდა სევასრულე რავი ჰუჰ

Posted by: Natuka NGN 3 Oct 2010, 01:46
niaaa82
კი, კი, მაპატიე... ამ ბოლო დროს რაღაც უცნაური მემართება... მგონია ერთს ვკითხულობ და მეორე წერია. ცოტა ხანი თვალები უნდა დავასვენო... რაAღც სერიოზული პრობლემა მიჩნდება.

Posted by: Solveig 3 Oct 2010, 02:23
niaaa82
QUOTE
დილით უჭმელ უსმელი დაუყვეაფროდ წავედი და წინადღეს ძალიან დასვენებული დაგამოძინებული მოდიო, ჰოდა სევასრულე რავი ჰუჰ

სწორად მოქცეულხარ, დამშვიდდი 2kiss.gif

Posted by: web_life 3 Oct 2010, 08:09
მოგესალმებით!!!!მკერდის ტკივილი და გადიდება პრემენსტრუალურ პერიოდში ერთი კვირით ადრე ვიცოდი ხოლმე.და მერე ჩვეულებრივ მივლიდა.ეხლა წინა მენსტრუაციის შემდეგ თითქმის მეორე კვირაა ოდნავ გადიდებული და გამკვრივებული მაქვს ცოტაც ტკივილებით..ზომაში ზრდის გამო გამორიცხულია უკვე 26 წლის ვარ.მენსტრუაციაც ნორმაში მაქვს. გათხოვილიც არ ვარ რო დავორსულებულიყავი და მაგის გამო..სხვა რამე გლობალური პრობლემა ხომ არაა რაც მე არ ვიცი biggrin.gifიქნებ ნორმაა და სანერვიულოც არაფერია?რამდენად ყურადსაღებია? მირჩიეთ რამე

Posted by: DocTemo 3 Oct 2010, 10:10
web_life
გამარჯობა.
პერიოდულად მასეთი ცვლილებები ჩნდება ქალის ორგანიზმში, და ეს არის აუცილიბელი რომ რაიმე ჰორმონალურ დარღვევის ან ორსულობის გამო იყოს. სტრესმა, ნერვიულობამ, უძილობამ, ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ეს. ორსულობა როგორ იქნება, თუ ორი კვირის წინ იყო მენსტრუაცია... ვფიქრობ უნდა დაელოდოთ მომავალ მენსტრუაციას, დალიოთ ვიტამინი, დასამშვიდებელი რაიმე... თუ მომავალი მენსის შემდეგ არ გაგიარათ ტკივილმა, ან ამ ახლო პერიოდში მოგიმატათ - მიმართეთ მამოლოგს.

Posted by: web_life 3 Oct 2010, 11:18
QUOTE (DocTemo @ 3 Oct 2010, 10:10 )
web_life
გამარჯობა.
პერიოდულად მასეთი ცვლილებები ჩნდება ქალის ორგანიზმში, და ეს არის აუცილიბელი რომ რაიმე ჰორმონალურ დარღვევის ან ორსულობის გამო იყოს. სტრესმა, ნერვიულობამ, უძილობამ, ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ეს. ორსულობა როგორ იქნება, თუ ორი კვირის წინ იყო მენსტრუაცია... ვფიქრობ უნდა დაელოდოთ მომავალ მენსტრუაციას, დალიოთ ვიტამინი, დასამშვიდებელი რაიმე... თუ მომავალი მენსის შემდეგ არ გაგიარათ ტკივილმა, ან ამ ახლო პერიოდში მოგიმატათ - მიმართეთ მამოლოგს.

უღრმესი მადლობა..გავიტვალისწინებ რჩევას.. დამამშვიდეთ აშკარად 2kiss.gif

Posted by: niaaa82 4 Oct 2010, 00:44

QUOTE
DocTemo


ბრომოკრიპტინი -ეს დამინიშნეს 1/2 აბი ყოველდღე ძილის წინ ნოემბრის ბოლომდე ( ანუ მეორე ციკლის შეაბამის მე-7 დღემდე)
ჰოდა ამის ანოტაცია რომ წავიკითხე ცოტა შემშინდა : ))
მანქნაის მართვას უშლის ხელსო და რავი კიდე მილიონი რაღაც ჰოდა
არ გინდათ რამე მირჩიოთ ამ წამალზე, თუნდაც პმ-ში
მადლობა წინასწარ

Posted by: DocTemo 4 Oct 2010, 08:21
niaaa82
მე არ დავიწყებდი ბრომკრიპტინიდან. საკმაოდ სერიოზული ჩარევაა ორგანიზმში. თანაც ეს თქვენი მომატებული პროლაქტინი ერჯერადი ცდითაა აღმოჩენილი, და ვფიქრობ გადამოწმება დაჭირდება (მიუხედევად იმისა რომ მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია). არ დავიწყებდი ბრომკრ. - თუკი სხვა დარღვევები არ აღინიშნება - ანუ თუ მენსტრუალური ციკლი ძლიერ არ არის მოშლილი, გინეკოლოგიურად სხვა პრობლემები არ არის (ამიტომ გირჩიეთ ექოსკოპია)... ის პორბლემები, რომლებიც ძუძუშია განვითარებული პროლაქტინის მაღალი დონის გამო არ მოითხოვს ბრომკრიპტინის დანიშნვას (საჭირო იქნებოდა თუ დიდი რაოდენობით გამონადენი იქნებოდა დვრილიდან). კიდე ერთი - თქვენ თუ ნამდვილად გაქვთ მუდმივი მაღალი დონე პროლაქტინისა, და დარღვევები არ აღინიშნება, ესე იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს, და სასწრაფოს მისი კონცენტრაციის "დაგდება" მიზანშეწონილი არ არის.... ხოდა დავნიშნავდი მცენარეულ პროლაქტინის მარეგულირებელ მცენარეულ პრეპარატს, ადგილობრივად ძუძუზე პროგესტერონის პრეპარატს (პროლაქტინ-ესტორგენების კონცენტრაციის დასაწევად) და ვიტამინებს. ერთ-ერ თვეში გავიმეორებდი პროლაქტინს და შემდეგ გადავწყვიტავდი ბრომკრიპტინის, თუ დოსტინექსის დანიშნვის საკითხს.
პ.ს ხო კიდე, თუ ინიშნება ბრომკრიპტინი, პირველადად აღმოჩენილი მაღალი პროლაქტინის გამო, მე ვთვლი რომ საჭიროა თურქული კეხის ნახვა რენგენოლოგიურად (ანუ ჰიპოფიზის ჰიპერტროფიის გამორიცხვა)... ამას ექიმები მიმიხვდებიან...და მაინტერესებს მათი აზრი, ყველა ჩემს ნალაპარაკევზე smile.gif
პრეპარატებს მოგწერთ პ.მ-ში

Posted by: Natuka NGN 4 Oct 2010, 13:26
DocTemo
ექიმი არ ვარ, მაგრამ მთლიანად ვეთანხმები თქვენს პოზიციას ბრომკრიპტინზე და მკურნალობის მეტოდიკაზე. რაღაც "მოდაშია" მაგ პრეარატის დანიშვნა. არადა საკმაოდ მძიმე პრეპარატია.
QUOTE
რ დავიწყებდი ბრომკრ. - თუკი სხვა დარღვევები არ აღინიშნება - ანუ თუ მენსტრუალური ციკლი ძლიერ არ არის მოშლილი, გინეკოლოგიურად სხვა პრობლემები არ არის (ამიტომ გირჩიეთ ექოსკოპია)...

yes.gif
QUOTE
პ.ს ხო კიდე, თუ ინიშნება ბრომკრიპტინი, პირველადად აღმოჩენილი მაღალი პროლაქტინის გამო, მე ვთვლი რომ საჭიროა თურქული კეხის ნახვა რენგენოლოგიურად (ანუ ჰიპოფიზის ჰიპერტროფიის გამორიცხვა)...

yes.gif

Posted by: niaaa82 4 Oct 2010, 14:53
მადლობა პასუხისთვის : )
შევეცდები გადავამოწმო ეს ცემს ექიმთან, გინეკოლოგია. ანუ ეს პროლაქტინის პრობლემა არმოვაჩიე სხვა პრობლემებსი ფონზე.
ციკლიდარღვეული მაქვს ( +5 დღე საშუალოდ ანუ 35 დღიანი გამომდის ), ყელზე მაქვს პრობლემა და + ქრონიკული ანთებები.
ამის სამკურნალოდ რომ მივედი მაშინ აღმოვაჩინე პროლაქტინიც.
ანუ რისი თქმა მინდა ამით, რომ მამოლოგთან არ ვყოფილვარ, ის ეხოც მკერდზე, ჩემი გინეკოლოგის მოთხოვნით გადავიღე და ანალიზებიც იმის მოთხოვნით გავიკეთე.
ჰოდა ვარ ასე დაბნეული, ნეტა არ წამეკითხა იმ ბრომკრიპტინის ანოტაცია, ზაან დავიძაბე :შ

პ.ს. დამავიწყდა წერან დამეწერა, ის კისტები თუ რაც მქონდა მკერდზე, რომელიც შეხებით იგრძნობოდა გამიქრა, ანუ ზედაპირული აღარ არის.
არად არაფერი დამილევია 6 ტაბლეტი ცეტანორმის გარდა. მერე თქვენი რცევა გავიტვალისწინე და ჰორმონების არებას დაველოდე. ანუ იმ წამლის დალევიდან 3 კვირის მერე გავიკეთე პროლაქტინი.

Posted by: Natuka NGN 4 Oct 2010, 15:36
niaaa82
28+/-7 დღე ნორმად ითველბა, ასე წერია ვიკიპედიაზე ციკლზე. და 35 დღიანი რატომაა დარღვევა? sad.gif

Posted by: DocTemo 4 Oct 2010, 17:48
niaaa82
QUOTE
+5 დღე საშუალოდ ანუ 35 დღიანი გამომდის ),

Natuka NGN
QUOTE
28+/-7 დღე ნორმად ითველბა, ასე წერია ვიკიპედიაზე ციკლზე. და 35 დღიანი რატომაა დარღვევა?

მეც არ მგონია რომ ეს პათოლოგიაა. დარღვევაა როცა ხან მოდის, ხან არ მოდია, ხან 2 ჯერ მოდის თვეში და როცა ტკივილებია.. .როცა ერთნაირად გადაინაცვლებს რამდენიმე დღით, არ არის პათოლოგია. ქრ ანთება პროლაქტინთან ნაკლებადაა დაკავშირებული.
QUOTE
, ნეტა არ წამეკითხა იმ ბრომკრიპტინის ანოტაცია, ზაან დავიძაბე :შ

კიდდე კარგი რომ წაიკითხეთ და დაფიქრდით smile.gif
მე უფრო ვრწმუნდაბი რომ ახლა ბრომკრიპტინი დასალევი არ გაქვთ.

Posted by: sulana 5 Oct 2010, 15:15
მეც მაქვს ერთი კითხვა smile.gif

ბავშვს ვაწოვებ ძუძუს, ერთ-ერთ მკერდზე ნახეთქი გამიჩნდა. ვერ ვახერხენ რომ ის მხარე არ მოვაწოვო. (ბევრი რძე არ მაქვს). რაიმე მირჩიეთ რომ ცოტა სწრაფად მომირჩეს.

აფთიაქში ბეპანტენი და დოქტორი ტაისის პროპოლისიანი მალამო მირჩიეს მაგრამ არ მიშველა არცერთმა.


HELP!!!!!!!! :|

Posted by: Natuka NGN 5 Oct 2010, 15:25
sulana
წამალზე ვერაფერს გეტყვი, მაგრაჯმ არის მგონი ხელოვნური კანი თუ ძუძუს თავები, რომელსაც წოვების დროს იდებ და ამცირებს ნახეთქებს. არ ვიცი აქ არის თუ არა. აბა გაიკითზე იქ სადაც ბავშვის კვება და მოვლის საშუალებებია.

Posted by: sulana 5 Oct 2010, 16:37
QUOTE (Natuka NGN @ 5 Oct 2010, 15:25 )
sulana
წამალზე ვერაფერს გეტყვი, მაგრაჯმ არის მგონი ხელოვნური კანი თუ ძუძუს თავები, რომელსაც წოვების დროს იდებ და ამცირებს ნახეთქებს. არ ვიცი აქ არის თუ არა. აბა გაიკითზე იქ სადაც ბავშვის კვება და მოვლის საშუალებებია.

ვცადე ეგენი, chicco-სია მაგრამ უარესად მეტკინა yes.gif
თან ბავშვიც ვერ წოვდა კარგად cry.gif

Posted by: Natuka NGN 5 Oct 2010, 17:30
sulana
უი... არ ვიცი აბა... შემოვა ექიმი და გირჩევს რამეს.

Posted by: La Bonnie 5 Oct 2010, 18:22
DocTemo
გამარჯობათ.. ისევ ბრომკრიპტინზე მინდა გკითხოთ..
მაქვს ციკლის საკმაოდ სერიოზული მოშლა.. პროლაკტინი მაღალი,პროგესტერონი დაბალი.. და ეს ხდება მას შემდეგ რაც მენსტრუაცია დამეწყო..
ექიმმა დამინიშნა ეს პრეპარატი თავიდან 1/4 დღეში,შემდეგ 1/2.. იქნებ არსებობს სხვა მსგავსი პრეპარატი,რომელიც ნაკლებ სახიფათოა..

Posted by: DocTemo 5 Oct 2010, 23:50
sulana
QUOTE
ერთ-ერთ მკერდზე ნახეთქი გამიჩნდა.

ვფიქრობ მოგიწევთ დროებით მაგ ძუძუს წოვის შეჩერება და გამოწველა იმავე სიხშირით, როგორც ბავშვი წოვდა. ასე უფრო მალე მორჩება ნახეთქი. ბეპანტენი წესით კარგი უნდა იყოს, ეტყობა წოვის გამო ისევდა ისევ აღიზიანებს ბავშვი და იმიტომ არ ხორცდება. ძნელია რაიმე სხვა წამლის შერჩევა.
* * *
La Bonnie
QUOTE
პროლაკტინი მაღალი,პროგესტერონი დაბალი.

მაღალ-დაბალი ძალიან ფართე ცნებებია...თუ შეგიძლიათ დაწერეთ ციფრები - რა დონისაა ორივე და რამდენჯერ ჩააბარეთ. აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ.

Posted by: La Bonnie 6 Oct 2010, 00:12
DocTemo
ჩავაბარე პროლაქტინი და პროგესტერონი მ. ციკლის 21-ე დღეს .. პროლაქტინი 19.4 ნორმ 1,2-15,5 . პროგესტერონი 1,5 ნორმ 4-25.. დამისვეს დიაგნოზი ჰიპერპროლაკტინემია.. დამინიშნეს ბრომკრიპტინი ( 1/4 დღეში )..

Posted by: niaaa82 6 Oct 2010, 00:31
QUOTE
DocTemo

სალამი : ) დავიწყე თქვენი დაწერილი რეცეტიტ მკურნალობა
ჰოდა ახლა ეს ზედა პოსტი წავიკითხე და კითხვა მაქვს ასეთი:
ციკლი სხვადასხვა დღეს რატომ იღებენ ხოლმე პროლაქტინს.
ანუ მე პირველად მე10 დღეს გავიკეთე, ახლა მეორეჯერ უნდა მივიდე მე7 დღეს
ზემოტ გოგონამ თვა 21 დღესო,
რამე არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ დღეებს?

Posted by: DocTemo 6 Oct 2010, 18:45
მნიშვნელობა აქვს და აგრეთვე ვხედავ რომ ნორმალურად არავინ იცის როდის როგორაა...მეც ასევე... გავარკვევ და დავწერ.
smile.gif

Posted by: niaaa82 7 Oct 2010, 00:41
QUOTE
DocTemo

კარგი იქნება, იმიტომ რომ დღეს იმ ქალმა ვინც ეხო გადამიღო მითხრა ციკლის მოსვლიდან მე3 დღესო და ვერ გავიგე..
ან იმ მაინც მირჩიეთ განმეორებითი პროლაქტინი როდის გავიკეტო

Posted by: catherina_10 8 Oct 2010, 14:26
DocTemo
PM ნახეთ თუ არ შეწუხდებით

Posted by: DocTemo 8 Oct 2010, 21:02
catherina_10
QUOTE
PM ნახეთ თუ არ შეწუხდებით

ახლა ვნახე და გიპასუხეთ.
niaaa82
QUOTE
ან იმ მაინც მირჩიეთ განმეორებითი პროლაქტინი როდის გავიკეტო

ვერ მოვახერხე სამწუხაროდ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან ამ კვირაში დალაპარაკება სამუშაოს გამო... ორშაბათს ვეცდები დაველაპარაკო და გავარკვევ..მანამდე წავიკითხავ კიდე და მოგწერთ...ეგებ ენდოკრინოლოგმა შეიძლება შემოიხედოს აქ...
"Между прочим я тоже нэ эндокринолог!" - მიმინო smile.gif

Posted by: Natuka NGN 9 Oct 2010, 03:20
niaaa82
დადეთ კითხვა ენდოკრინოლოგის თემაში. მასკიდი აქ არ შემოიხედავს ალბათ.
DocTemo
http://www.center-light.ru/index.php?option=content&task=view&id=57
ამ საიტზე არის საინტერესო მითითებები.
Комментарии:
1.Уровень пролактина подвержен суточным колебаниям: максимум секреции приходится на период сна (в 3-7 раз выше, чем в течение дня). Рекомендовано брать пробы на исследование между 9 и 12 часами.
2.Пролактин - гормон стресса, его выработка увеличивается во время стрессовых ситуаций, физических нагрузок и тепловом воздействии, при приеме алкоголя, IШЩИ и курении. За час до взятия крови для проведения анализа обследуемый должен находиться в состоянии покоя.
3.Повышенный уровень ТТГ может стимулировать развитие гиперпролактинемии. Поэтому следует критически относиться к результатам данного анализа при гипофункции щитовидной железы.
4. Уровень пролактина варьирует на протяжении менструального цикла. Он повышается в периовуляторный период и во вторую половину лютеиновой фазы, поэтому определять уровень пролактина рекомендуется в первую фазу цикла.
არის კიდევ წესები როგორ უდნა მოემზადო ანაიზისათვის ესეც მნიშვნელოვანია.
http://www.labmtm.com/analits.php?analit=prolactin

Posted by: DocTemo 9 Oct 2010, 09:05
ძალიან სასრგებლო ინფორმაციაა. მადლობთ.
მაგრამ ცოტა გაურკვეველია, თუ სტრესის ჰორმონია და დაძაბვისას იზრდება, მაშინ რატო მატულობს ძილში 3-7ჯერ...(მე დაწერილის მჯერა, მხოლოდ ვცდილობ გავიგო რატოა ასე ორგანიზმში).
ჰიპოთირეოზზე კაი რამე წერია, ვეთანხმები სრულიად. ამიტომ თთჰ უნდა განისაზღვროს პარალელურად.

Posted by: niaaa82 10 Oct 2010, 00:36
QUOTE (Natuka NGN @ 9 Oct 2010, 03:20 )
niaaa82
დადეთ კითხვა ენდოკრინოლოგის თემაში. მასკიდი აქ არ შემოიხედავს ალბათ.
DocTemo
http://www.center-light.ru/index.php?option=content&task=view&id=57
ამ საიტზე არის საინტერესო მითითებები.
Комментарии:
1.Уровень пролактина подвержен суточным колебаниям: максимум секреции приходится на период сна (в 3-7 раз выше, чем в течение дня). Рекомендовано брать пробы на исследование между 9 и 12 часами.
2.Пролактин - гормон стресса, его выработка увеличивается во время стрессовых ситуаций, физических нагрузок и тепловом воздействии, при приеме алкоголя, IШЩИ и курении. За час до взятия крови для проведения анализа обследуемый должен находиться в состоянии покоя.
3.Повышенный уровень ТТГ может стимулировать развитие гиперпролактинемии. Поэтому следует критически относиться к результатам данного анализа при гипофункции щитовидной железы.
4. Уровень пролактина варьирует на протяжении менструального цикла. Он повышается в периовуляторный период и во вторую половину лютеиновой фазы, поэтому определять уровень пролактина рекомендуется в первую фазу цикла.
არის კიდევ წესები როგორ უდნა მოემზადო ანაიზისათვის ესეც მნიშვნელოვანია.
http://www.labmtm.com/analits.php?analit=prolactin

წავიკითხე ორივე ბმული
მადლობა : )

მომზადებითაც კარგად მოვმზადებულვარ მაგრამ აი ეს ვერ გავიგე

Категория Референсные пределы (норма)
Мужчины 1 - 18 нг/мл
Женщины 1 - 27 нг/мл
Женщины (в менопаузе) 2 - 13,4 нг/мл


აქ წერია რომ 27 ნორმა, კლინაკაშI 15 მითხრეს
მე 29 მაქვს

გამოდის რომ ტყუილად ვიჭყიპები წამლებით?
ვერაფერი ვერ გავიგე user.gif

Posted by: Natuka NGN 10 Oct 2010, 00:48
niaaa82
ლაბორატორიებს აქვს ორმების დასაანგარიშებელი შკალა. ნახე სხვადასხვა ლაბებში. ეს დამოკდიებულია რეაქტივებზე. გადაამოწმე კლინიკაში რას გეტყიან ამაზე. მაინც მგონია რომ ლაბორატორიის ნორმების მიხედვით უდნა გამოითვალოს. დაძებნე აბა სხვაგანაც.

Posted by: marija 10 Oct 2010, 19:04
DocTemo

გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება smile.gif 3 წლის წინ აღმომაჩნდა მცირე ზომის ფიბროადენომა, დამინიშნეს მამოლეპტინი. მაგრამ ექიმმა იქვე დაამატა, კარგი იქნება, თუ შვილს გააჩენო და მართლაც, მამოლეპტინის კურსი ბოლომდე არ მქონდა ჩამთავრებული დავორსულდი. იმის მეორე უკვე 2 შვილი გავაჩინე, ორივეს ვაწოვებდი, პირველს 7 თვემდე, მერე ისევ დავვორსულდი და თავი დავანებებინე. ეხლა მეორე 6 თვისაა და ჯერ ისევ ვაწოვებ. მინდა, თავი დავანებებინო. თუ შეგიძლიათ ზეპირად მითხრათ, ცოტა უკეთესობა არ მექნება თუ ისევ გავაგრძელო უსასრულოდ ბავშვისთვის ძუძუს მიცემა, რომ უკეთესად გაიწოვოს?

Posted by: DocTemo 10 Oct 2010, 20:51
marija
გამარჯობათ. მინდა პირველ რიგში გითხრათ თქვენ (და ეგებ სხვებმაც წაიკითხონ) - ფიბროადენომა არ შეიძლება რომ გაიწოვოს და არანაირი ორსულობა და ძუძუთ კვება მის გაწოვას ხელს არ უწყობს! თუ რაიმე იყო მკერდში და გაიწოვა, ეს ფიბროადენომა არ იყო, მიუხედავად იმისა რომ ექიმმა მას ფიბროადენომა უწოდა! თუ დაისვა ეს დიაგნოზი და წარმონაქმნი 1 სამნტიმეტრზე დიდია - ნაჩვენების ოპერაცია. არანაირი მამოლეპტინი, ორსულობა, არც წურბელები და კომბოსტოს ფურცლები...მას არ გაწოვს.
ხოდა, თქვენ შეგიძლიათ დაატოვებინოთ ბავშვს ძუძუთი კვება როცა ჩათვლით საწიროდ, შემდეგ გაიკეთოდ ექოსკოპია, და კომპეტენტურმა ექიმმა უნდა შექფასოს სიტუაცია.
და კიდე ერთი რამ მიკვირს (რადგან ასეთ სიტუაციას ხშირად ვხვდები) - ნუთუ უფრო ადვილია დაორსულება, ბავშვის გაჩენა, მერე მისი კვება, ვიდრე ერთი პატარა ოპერაციის გაკეთება?! smile.gif ... რათქმაუნდა ვიცი რომ სამკურნალოდ ბავშვს არავინ აჩენს, მაგრამ ხშირად ვხვდები ექიმებს ვინც ასეთ რეკომენდაციას აძლევს! აბსურდია.

Posted by: marija 10 Oct 2010, 21:19
DocTemo

დიდი მადლობა პასუხისთვის. არა, არა, ბავშვები მაგის გამო არ გამიჩენია, უბრალოდ იმ პერიოდში ახალი გათხოვილი ვიყავი და მასე დაემთხვა. ეხლა ჩავიხედე დასკვნაში: კვანძოვანი ფიბროადენომატოზი ეწერა. ისე ოპერაციაზე არაფერი უთქვამთ, ჯერ წამლებით დავიწყოთო და ბავშვის გაჩენა უბრალოდ რჩევის სახით იყო. თორემ, მასე შეკვეთებით ხომ არ ხდება ბავშვის გაჩენა biggrin.gif მეც მგონია, რომ არ არის საერთოდ გაწოვილი, ხელით რომ ვისინჯავ, მხვდება ხოლმე და ცოტა არ იყოს მეშინიასავით. პ.ს. ქირონში ვიყავი ცინცაძესთან

Posted by: DocTemo 10 Oct 2010, 22:38
marija
QUOTE
კვანძოვანი ფიბროადენომატოზი ეწერა

ეს დიაგნოზი არ მომწონდა არასდროს. არაფრის მთქმელია თუ ზუსტად არ არის განსაზღვრული რამდენი ფიბროადენომაა. ანუ ორ-სამზე მეტია ესე იგი. ასეა? მაგრამ მგონი თქვენ თქვით რომ ერთი გიტხრეს.

Posted by: bechunipertia 11 Oct 2010, 14:26
მოგესალმებით ყველას!
ძალზედ მოხარული ვარ, რომ ასეთი თემა და საშუალება გაჩნდა, მაგრამ მინდა მოგმართოთ ყველა ქალბატონებს: მიმართეთ მამოლოგს არა ვირტუალურად მანამ, სანამ დროა! ნუ გადადებთ ამ კონსულტაციას და წელიწადში ერთხელ მოიცალეთ მისთვის, ვინაიდან მკერდის სიმსივნე ერთის მხრივ ძალიან გავრცელდა და მიიღო საშინლად ფართო სპექტრი მრავალსახეობების, მეორეს მხრივ კი განკურნებადია,თუ დროზე მოხდა სწორი დიაგნოზის დადგენა.
იყავით ჯანმრთელნი და გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას, დაიცავით ახლობლები და ოჯახის წევრები ზედმეტი ნერვიულობისაგან.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!

Posted by: momo_77 14 Oct 2010, 22:18
მყავს შვილი ძუძუზე და მინდა რომ თავი დავანებებინო არა და ძალიან ბევრი რძე მაქვს რა წამალი უნდა მივიღო რომ რძე გამიშრეს მირჩიეთ ძალიან გთხოვთ ველოდები პსუხს ან ვის მივმართო..

Posted by: DocTemo 14 Oct 2010, 23:13
რამდენი ხანია რაც აწოვებთ ძუძუს? მაგ დროს ძირითადი პრეპარატი ბრომკრიპტინია, მაგრამ ექიმის ნახვის შემდეგ უნდა დაინიშნოს.

Posted by: momo_77 15 Oct 2010, 14:18
და რომელი ექიმი უნდა ვნახო გინეკოლოგი? და ამ პრეპარატს რომ მივიგებ მერე გაკვრა მაინც მომიწევს მკერდის? და დღეში რამდენჯერ უნდა მივიღოო

Posted by: DocTemo 15 Oct 2010, 21:32
მამოლოგი ნიშნავს, მაგრამ გინეკოლოგის კონსულტაციაც იქნებოდა კარგი. რამდენჯერ - ეს იკვე დანიშნულებაა smile.gif მაგის ინტენეტით კეთება არ ღირს.

Posted by: gogona22 18 Oct 2010, 13:15
QUOTE (gogona22 @ 12 Sep 2010, 03:23 )
QUOTE (BABACA @ 19 Feb 2009, 14:27 )
l_i_l_u


ნინო ღუდუშაური მეცხრე სავადმყოფოშია. თუ გინდა მობილსაც მოგწერ.

ისე ეს მასტოპათია მე მგონი ძაან ბევრს აქვს. თავიდან მეც ძაან ვნერვიულობდი, მაგრამ ეხლა რარაც დავიკიდესავით. უბრალოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაკონტროლებ.

ნინო ღუდუშაურის ნომერი მითხარით რა

ნინო ღუდუშაურის ნომერი 899 58 96 36

სამსახურის 226859 ამ ნომერზე უნდა ჩაეწერო, 35 ლარი ღირს ეხოსკოპია და კონსულტაციაც შედის შიგ . მე-9 საავადმყოფოს ეზოშია, ცოტა ძნელი მისაგნებია , თუ გაინტერესებს მომწერე და აგიხსნი 2kiss.gif

Posted by: LTB1948 18 Oct 2010, 15:43
კითხვა მაქვს,
ძუძუს თავების ტკივილი და დაჭიმულობა რისი ბრალი შეიძლება იყოს? ისე მკერდი არ მტკივა..მარტო თვები და თნ გამაგრებულია ცოტა...
მადლობა
* * *
ბატონო მამოლოგო სად ხართ? მიპასუხეთ რა

Posted by: DocTemo 20 Oct 2010, 20:58
LTB1948
გამარჯობათ. უინტერნეტობის გამო დამაგვიანდა, ბოდიში.
მნიშვნელობა აქვს ასაკს. თუ თქვენი ნიკის მიხედვით ვიმსჯელებ შეიძლება ეს მასტოპათიის ნიშანი იყოს.

Posted by: LTB1948 21 Oct 2010, 13:54
DocTemo
მადლობა... ინსემინაციის მეორე დღეს დამეწყო და მე12 დღეს გამიარა, ციკლი ჯერ არ მომსვლია, 26-ე დღეა, ვარ 33ის, გათხოვილი

Posted by: DocTemo 21 Oct 2010, 23:39
LTB1948
ინსემინაცია - ხელოვნური?
თუ გაიარა, ჰორმონულია.

Posted by: maromar 27 Oct 2010, 00:58
გამარჯობა. ჩემს მეგობარს ძუძუს თავები ჩაბრუნებული აქვს, ასე უთხრეს განუვითარებელიაო. რძე ერთიდან ძალიან მცირე რაოდენობით გამოდის, მეორედან უმნიშვნელოდ. ახლა სადღაც ერთი კვირაა რაც იმშობიარა და ის მეორე ძუძუ გაუბრუნდა, რძე აღარ უდგება. ბავშვი ძუძუს პირს ვერ კიდებს საერთოდ და ხელით იწველის. მაინტერესებს სულ ასე ექნება? რამე ეშველება? ოპერაციული ჩარევა უშველის? წინასწარ მადლობა

Posted by: DocTemo 28 Oct 2010, 07:50
გამარჯობათ. ოპერაციული ჩარევა ამ შემთხვევევაში არ კეთდება რადგან ორგანიზმის თავისებურებაა და ვერ გამოასწორებ. შეიძლება სინჯოს სპეიალური დასაწებებლები ხელოვნური დვრილების სახით, იყიდება აფთიაქებში თავისუფლად, ეგება ბავშმა მოახერხოს აღება. თუ ვერ ხერხდება, მოუწევს სულ გამოწველა ან/და ხელოვნურზე გადაყვანა.

Posted by: maromar 28 Oct 2010, 23:38
დიდი მადლობა. ვეტყვი აუცილებლად smile.gif

Posted by: jogomohoni 2 Nov 2010, 20:59
DocTemo
გამარჯობათ,
ბავშვს ძუძუს აღარ ვაწოვებ დაახლოებით ერთი თვეა უკვე და დღეს შევამჩნიე რომ ერთ ადგილას ხელს რომ ვიდებ სულ ოდნავ მტკივა,ხანაც უფრო ძლიერად.მითხრეს რომ უნდა მივიღო წამალი რათა არაფერი დარჩესო. ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება მივიღო.მადლობთ წინასწარ

Posted by: DocTemo 2 Nov 2010, 21:45
გამარჯობათ.
პერიოდულად ტკივილი და დისკომფორტი შესაძლებელია ასეთ მდფომარეობაში. თუ ტკივილი არ მატულობს და გამონადენი არ არის, წამლის დალევა საჭირო არ არის

Posted by: La Bonnie 2 Nov 2010, 23:37
DocTemo
გამარჯობა,პმ მოგწერეთ და ნახეთ რა...

აქვე გკითხავთ,ეჭვი გამიჩნდა და.. მარცხენა მკერდში ბურთივით რაღაც გამიჩნდა,გუშინ ძალიან თხლად მეცვა და მთელს დღეს გარეთ მომიწია ყოფნა და შესაძლოა ამის ბრალი იყოს?

Posted by: La Bonnie 4 Nov 2010, 12:00
DocTemo
აქაც დავწერ,დიდი მადლობა ყურადღებისთვის..აუცილებლად მივხედავ ..

Posted by: lady t 6 Nov 2010, 12:00
გამარჯობათ
წინასწარ გიხდით ბოდიშს ჩემი არაინფორმირებულობის გამო,შევეცდები სწორად აგიხსნათ,დედას მამოლოგის დასკვნაში უწერია "მარცხენამხრივი ფიბროზული ცვლილებები ლოკალიზაციით",უთხრეს რომ მკერდი უნდა მოიჭრას,ძალიან დაბნეული ვარ და შეშინებული,მე არ ვიყავი იქ,ზეგ ზელახალ გამოკვლევებზე მიმყავს,მანამდე კი იქნებ მითხრათ ეს რას ნიშნავს,
* * *
პ.ს წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიშს ასეთი დაულაგებელი ტექსტისთვის

Posted by: DocTemo 6 Nov 2010, 21:59
lady t
QUOTE
მამოლოგის დასკვნაში უწერია "მარცხენამხრივი ფიბროზული ცვლილებები ლოკალიზაციით",უთხრეს რომ მკერდი უნდა მოიჭრას,ძალიან დაბნეული ვარ

გამარჯობათ.
თქვენ კი არა, მეც დავიბენი მასეთი დიაგნოზის წაკითხვის და ოპერაციის მოცულობის გაგების შემდეგ...რაგაც სერიოზული უტანხმოებაა.. ან მას არ უთხრეს დიაგნოზი, ან შეცდომაა. მკერდის მოკვეთისთვის ერთი დასკვნაა მხოლოდ - კიბო, ისიც დიდი ზომის. გაარკვიეთ და მოგვწერეთ რას გეტყვით თქვენ ექიმი.

Posted by: irakli222 6 Nov 2010, 22:01
QUOTE
ფიბროზული ცვლილებები


ამის გამო მკერდი არ უნდა მოიჭრას, კარგად გაარკვიეთ რაშია საქმე


Posted by: lady t 7 Nov 2010, 00:47
DocTemo
irakli222
საღამო მშვიდობისა,როგორც თავად მითხრა ასე წერია,ძალიან დამამშვიდეთ თუმცა შესაძლოა მართლა არ მეუბნებიან სიმართლეს,ორშაბათს უნდა ჩავუტარო ყველა საჭირო გამოკვლევა ხელახლა და პასუხებს დავდებ,მანამდე მხოლოდ ლოცვა შემიძლია.გმადლობთ.DocTemo განსაკუთრებული მადლობა თემის გახსნისათვის.

Posted by: DocTemo 7 Nov 2010, 09:56
lady t
მადლობა შეფასებისთვის. ველოდებით თქვენს წერილს. თუ რამეში დაგეხმარებით, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

Posted by: lady t 9 Nov 2010, 22:22
DocTemo
გამარჯობათ,მოგწერეთ პმ=ში და იქნებ ნახოთ როცა მოახერხებთ.

Posted by: marilis_ 10 Nov 2010, 00:20
მკერდში რომ პერიოდულად ტკივილი გივლის, არც თუ ისე გაუსაძლისი, მაგრამ ეს ტკივილი წლებია გახსენებს თავს, რა შეიძლება იყოს?
მეშინია მამოლოგთან წასვლის

Posted by: lady t 10 Nov 2010, 18:49
DocTemo
მაპატიეთ რომ ასე ხშირად გაწუხებთ,მესმის რომ ცოტა დრო გაქვთ,მაგრამ როცა მოახერხებთ იქნებ შეამოწმოთ პმ..?

Posted by: DocTemo 10 Nov 2010, 20:26
lady t
პმს ვამოწმებ ყოველთვის როგორც კი საშუალება მიჩნდება smile.gif მოგწერეთ პასუხი ამწუთას.
* * *
marilis_
მასტოპათიას გავს... მაინც მოგიწევთ წასვლა მამოლოგთან რომ იმკურნალოთ და ტკივილმა აღარ შეგაწუხოთ.

Posted by: marilis_ 10 Nov 2010, 20:46
DocTemo
QUOTE
მასტოპათიას გავს... მაინც მოგიწევთ წასვლა მამოლოგთან რომ იმკურნალოთ და ტკივილმა აღარ შეგაწუხოთ.


დიდი მადლობა,
მოვიძიე ინფორმაცია მასტოპატიის შესახებ ინტერნეტში.
რენტგენი დამჭიდება ალბათ, ხომ?
ჩემით ამას ვერ მივხვდებოდი, მადლობა 2kiss.gif

Posted by: Natuka NGN 10 Nov 2010, 20:54
marilis_
http://en.wikipedia.org/wiki/Fibrocystic_breast_changes
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%9A%D0%9C

Posted by: marilis_ 10 Nov 2010, 20:55
Natuka NGN
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: DocTemo 10 Nov 2010, 21:39
marilis_
QUOTE
რენტგენი დამჭიდება ალბათ, ხომ?

ასაკს გააჩნია და მამოლოგის კონსულტაციის შედეგებს.

Posted by: marilis_ 10 Nov 2010, 22:56
DocTemo
დიდი მადლობაsmile.gif
-------

Posted by: MALI 15 Nov 2010, 18:17
smallville22
დიდუბის მისმართი და ტელეფონი მითხარით რა თუ შეიძლება? სკრინინგ ცენტრის?

Posted by: kokogorgo 15 Nov 2010, 21:23
MALI
QUOTE
დიდუბის მისმართი და ტელეფონი მითხარით რა თუ შეიძლება? სკრინინგ ცენტრის?



ტელევიარხზე[რომელ არხზე არ ვიცი] გადის რეკლამა .

მეტროშიც არის რეკლამა.

გირჩევთ მიაკითხოთ. გამოკვლევა უფასოა. აქვთ თანამედროვე აპარატურა.


არის პირდაპირ წერეთელზე. თელასთან.

Posted by: sofunia 16 Nov 2010, 11:20
DocTemo

გამარჯობათ მაქვს მასტოპატია.(დიაგნოზი გაფანტული ,მრავლობითი ფიბროზულ,კისტოზური მასტოპატია)მაქვს დზლიერი ტკივილები მკერის.ტკივილი გადადის იღლიაში და ხელისკენ.მაინტერესებს მასტოდინონის შესახებ.რამდენად ეფექტურია და როგორ მივიგო.


Posted by: DocTemo 16 Nov 2010, 20:45
sofunia
ასაკს აქვს მნიშვნელობა მასტოდინონის დანიშნვის დროს. ექიმმა დაგინიშნათ? საკმაოდ ეფექტური წამალია დიფუზური მასტოპათიებისას. თუ როგორ დალიოთ აქ ვერ მოგწერთ, მითუმეტეს ასეთი მწირი ინფორმაციისას. მაპატიეთ... ვფიქრობ თქვენი ჯამრთელობისთვის უკეთესია მხოლოდ ვირტუალურად დანიშნული წამალი არ დალიოთ.

Posted by: sofunia 17 Nov 2010, 13:31
მადლობთ პასუხისათვის
ვარ 32 წლი.მყავს სამი შვილი.2,5წლის უკან ვიყავი ექიმთან საქართველოში მა ქვს ფუნქციაც გაკეთებული.მაგრამ სიმსივნური არაფერი აღმოჩნდა.მხოლოდ ანტებიტი უჯრედები იყო.ბოლო ხანებში მომიმატა ტკივილებმა .მწუხაროდ მიზეზთა გამო ვერ მოვხერხე ექიმთან მისვლა.საქართველოში არ ვიმკოფები.

Posted by: trombonelady 17 Nov 2010, 15:10
გამარჯობა
ვარ 21 წლის მარჯვენა მკერდის კერტზე მაქვს გამონაზარდი, ვარ ორსულად და ეს გამონაზარდი თანდათან იზრდება. , ჩემს გინეკოლოგს ვაჩვენე და პაპილომააო და საშიში არ არისო, შეიძლება ძუძუთი კვებისას მოძვრეს თავისითო. მაინტერესებს ორსულობისას შეიძლება ამ პაპილომის მოშორება?

Posted by: DocTemo 18 Nov 2010, 15:30
sofunia
მასტოდინონი მაქ ნაზეთ?
მაინც უმჯობესია ექიმმა გნახოთ და ისე მიიღოთ მკურნალობა.
trombonelady
თუ პაპილომაა მაშინ ჯობია მოიშოროთ. ორულობაზე ეს არ იმოქმედებს, შეიძლება ულტრაკაინით გაკეთება (სტომატოლოგიაში გამოიყენება ეს გამაყუჩებელი). შემდეგ ძუძუთი კვების დროს პაპილომამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს (ანთება მაგალითად).

Posted by: Natuka NGN 18 Nov 2010, 15:39
DocTemo
ანტივირუსული პრეპარატის აპლიკაციებმა არ შეიძლება მოაშოროს პაპილომა? მე თვალზეპაწუკა მქონდა და ოქსოლონის 3%-იანმა აპლიკაციებმა მომაშორა, 3%-იანმა და არა 0,5-იანმა smile.gif ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ საქართველოში ეს 3%-იანი არ შემოაქვთ. რუსულიო პრეპარატია ანტივირუსული.

Posted by: trombonelady 18 Nov 2010, 15:53
QUOTE (DocTemo @ 18 Nov 2010, 15:30 )
trombonelady
თუ პაპილომაა მაშინ ჯობია მოიშოროთ. ორულობაზე ეს არ იმოქმედებს, შეიძლება ულტრაკაინით გაკეთება (სტომატოლოგიაში გამოიყენება ეს გამაყუჩებელი). შემდეგ ძუძუთი კვების დროს პაპილომამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს (ანთება მაგალითად).

პაპილომის მოშორება ოპერაციაა თუ უბრალო პროცედურა? რამდენ ხანში შეხორცდება. და სავარაუდოდ ძვირადღირებულია თუ არა ეს პროცედურა(ოპერაცია) ?
* * *
QUOTE (Natuka NGN @ 18 Nov 2010, 15:39 )
DocTemo
ანტივირუსული პრეპარატის აპლიკაციებმა არ შეიძლება მოაშოროს პაპილომა? მე თვალზეპაწუკა მქონდა და ოქსოლონის 3%-იანმა აპლიკაციებმა მომაშორა, 3%-იანმა და არა 0,5-იანმა smile.gif ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ საქართველოში ეს 3%-იანი არ შემოაქვთ. რუსულიო პრეპარატია ანტივირუსული.

ბატონო თემურ ამ პრეპარატზე რა აზრის ხართ? მკერდზე თუ შეიძლება ამის გამოყენება? რამდენად უსაფრთხო და დასაშვებია ორსულობისას?

Posted by: laliko 19 Nov 2010, 11:39
DocTemo
გამარჯობათ smile.gif
კონსულტაციაზე ვარ მოსული smile.gif
გავიკეთე მკერდის ეხო. ეხოსკოპისტმა მითხრა საგანგაშო არაფერიაო. მცირედ გამოხატული მასტოპატიააო, მარა დასკვნაში მიწერია აღწერილი ულტრაბგერითი ნიშნები შეესაბამება დიფუზიური ფიბროადენომატოზის სურათს (ზომიერად გამოხუატული) ო. ხოდა ხუთშაბათს უნდა მივიდე ექიმს ვაჩვენო ეს დასკვნა და ვერ ვითმენ. იქნება წინასწარ მითხრათ ეს რას ნიშნავს

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Natuka NGN 19 Nov 2010, 11:59
trombonelady
ორსულებზე უწერია მონაცემები არ არისო. ამიტომ ვერანაირად ვერ გეტყვი რომ შეიძლება. მე თან ძლაინ მჩIრე ზომის მოვიცილე, სადღაც 1 მმ ზომის. ამიტომ ორსულზე არც იფიქროთ მაგის გაკეთება. ალბატ თხწვადი ჯანგბადით მოწვა ყველაზე უპრიანი იქნება. ისე, კანის ექიმს უნდა მიმართოდ მგონი ამ შემთხვევაში,

Posted by: trombonelady 19 Nov 2010, 13:00
QUOTE (Natuka NGN @ 19 Nov 2010, 11:59 )
trombonelady
ორსულებზე უწერია მონაცემები არ არისო. ამიტომ ვერანაირად ვერ გეტყვი რომ შეიძლება. მე თან ძლაინ მჩIრე ზომის მოვიცილე, სადღაც 1 მმ ზომის. ამიტომ ორსულზე არც იფიქროთ მაგის გაკეთება. ალბატ თხწვადი ჯანგბადით მოწვა ყველაზე უპრიანი იქნება. ისე, კანის ექიმს უნდა მიმართოდ მგონი ამ შემთხვევაში,

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, აუცილებლად მივალ ექიმთან თუ მოსაცილებელია დროულად მოვიცილებ თორე მერე დვრილები გაიხსნება და უფრო გამირთულდება

Posted by: malikula 19 Nov 2010, 22:46
გამარჯობთ. საშვილოსნოს ყელზე მაქვს პოლიპი და ეს პოლიპი შეიძლება იყოს თეთრი ფერის გამონადენის მიზეზი? და პოლიპის არსებობის დროს დაორსულება შესაძლებელია? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

Warning:
რა უნდა ამ კითხვას მამოლოგთან? გინეკოლოგის კითხვაა

Posted by: DocTemo 19 Nov 2010, 23:10
laliko
გამარჯობათ. მობრძანდით smile.gif
QUOTE
ულტრაბგერითი ნიშნები შეესაბამება დიფუზიური ფიბროადენომატოზის სურათს (ზომიერად გამოხუატული)

მასტოპათია ისმება ექიმის კონსულტაციის და პალპაციის შემდეგ, ექოსკოპიური სურათი შეიძლება ვერ ასახავდეს ბოლომდე ვითარებას, ანუ შეიძლება ექოსკოპიურად გავდეს ფიბრომატოზს, ხელით და კლინიკურად ის არ იყოს, ან პირიქით. ექიმის ნახვამდე შემიძლია გითხრათ რომ თუ ძლიერი ტკივილები არ გაქვს, საშიში არაფერია, უმრავლესობას გოგოებისა აქვს მასტოპათიის ექოსკოპიური სურათი.
* * *
malikula
ნამდვილად გინეკოლოგის მიმართაა ეს კითხვა.

Posted by: israfel 20 Nov 2010, 14:47
გამარჯობათ!
იქნება მიშველოთ რამე. დედაჩემს აქვს მარცხენა მკერდის ტკივილი და წვა, იწვის მარცხნივ ზურგიდან მოყოლებული, ხანდახან იღლიიდან მოყოლებული, ძუძუს თავამდე მისული, და ზოგჯერ ჩხვლეტსსავით. ამბობს რომ იწვის კანი. უკვე თითქმის მეორე კვირა მოდის. არ ვიცი რომელ ექიმთან მივიყვანო. ნაღვლის ბუშტია, მკერდია, გულია რომელი ერთი?...პირველზე რაზე გავასინჯო? მკერდი მაგარი არააქვს საერთოდ, გამონაყოფი არანაირი არ აქვს, არის 62 წლის, კლიმაქს გავლილი. მეშინია რაიმე სერიოზული არ იყოს მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი ვისთან მივიყვანო ან რაზე გავასინჯო?

Posted by: malinamali 20 Nov 2010, 15:01
DocTemo
მოგესალმებით ბატონო თემურ. ბავშვს დავანებებინე თავი ძუძუს, გინეკოლგის დანიშნულებით დავლიე 2 აბი დოსტინექსი. 2 დღე გავიდა მას მერე და რძე მაინც გამომდის, მირჩიეს მკერდის გაკვრა და ეს რამდენად უსაფრთხოა მაინტერესებს.

Posted by: DocTemo 20 Nov 2010, 23:54
israfel
მამოლოგს უნდა მიმართოთ, გადაიღოს მამოგრაფია, ექოსკოპია. თუ ძუძუში პრობლემა არ იქნება, ნევროპათოლოგს მიმართოს.
malinamali
გაკვრას დოსტინექსის გაგრძელება ჯობია. არ მგონია რომ ერჯერადად დალევამ ლაქტაცია შეწყვიტოს. პრეპარატის მიღების ხანგრძლიობა და დოზები ისევ შეათანხმეთ ექიმთან.

Posted by: israfel 21 Nov 2010, 23:59
QUOTE (DocTemo @ 20 Nov 2010, 23:54 )
israfel
მამოლოგს უნდა მიმართოთ, გადაიღოს მამოგრაფია, ექოსკოპია. თუ ძუძუში პრობლემა არ იქნება, ნევროპათოლოგს მიმართოს.
malinamali
გაკვრას დოსტინექსის გაგრძელება ჯობია. არ მგონია რომ ერჯერადად დალევამ ლაქტაცია შეწყვიტოს. პრეპარატის მიღების ხანგრძლიობა და დოზები ისევ შეათანხმეთ ექიმთან.

კარგ მამოლოგს ვერ მირჩევთ? ან სად ჯობია რომ მივიყვანო, რომელ კლინიკაში?

Posted by: Sarahlaila 22 Nov 2010, 10:50
გავცივდი 5 წლის წინ და მკერდზე მარჯვენა მხარეს დამემართა მასოპადია, მივმართე ერთერთ ექიმს ონკოლოგიურში და ისეთი წამლები დამინიშნა, ძლივს მოვბრუნდი, იმის მერე ექიმისთვის არ მიმიკითხავს.

ვერ ვენდობი. რჩევა მინდა ვინ არის კარგი მამოლოგი რომ ადამიანურად მომხედოს და წესიერად დამინიშნოს წამლებიც და ჩამიტაროს გამოკვლევა.

Posted by: Goddess 22 Nov 2010, 13:29
israfel
Sarahlaila

QUOTE
კარგ მამოლოგს ვერ მირჩევთ? ან სად ჯობია რომ მივიყვანო, რომელ კლინიკაში?

აი ეს თემა გადაათვალიერეთ

http://forum.ge/?f=43&showtopic=33633904

Posted by: Goddess 24 Nov 2010, 13:27
DocTemo
თქვენ არ შემოდიხართ? მთელი დავთარი მაქვს მომზადებული givi.gif ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.

Posted by: Natuka NGN 24 Nov 2010, 13:37
Goddess
შემოდის. როცა კითხვები არ აქვს. რაზე უდნა უპასუხოს? ექიმზეც ევრ უპასუხებდა, აქაურებს ნაკლებად იცნობს. თუ 2 დღე ჩააგდო. ე,ი, მაგარი დაკავებული იყო.

Posted by: Goddess 24 Nov 2010, 15:08
DocTemo
მოკლედ. ბოლო ორი კვირაა ხელით გასინჯვისას აღმოვაჩინე მოძრავი სიმაგრე მარცხენა მკერდის ზედა ნაწილში. სისტემატურად ვიმოწმებ... თითქოს ერთი თვე იქნება ეჭვი მქონდა, მაგრამ, იმდენად პატარა იყო, რომ ჩვეული გაღიზიანებული მკერდი მეგონა, როგორიც ყოველთვის მქონდა დაბერილობის დროს (პრედმენსტრუალური სინდრომი/ფეხმძიმობისას სულ თანამდევი).

შემდეგი ისტორია:
ასაკი: 27
პირველი ფეხმძიმობა: 20 კვირა
მარცხენა მკერდზე დაახლოებით ერთი თვეა ისინჯება, მათ შორის ბოლო ორ კვირაში გაიზარდა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მოძრავი სიმაგრეა.
ამ პერიოდში, როცა საბოლოოდ გაიზარდა და აღმოვაჩინე ვიკეთებდი ც ვიტამინს და აქტოვეგინს კუნთში, ბ6-ს და კოკარბოქსილაზას ვენაში. სულ 5 გადასხმა გავიკეთე და დროებით შევწყვიტე, სანამ არ გაივიგებ ზუსტ დიაგნოზს და უშლის თუ არა ხელს გადასხმები.

პირველი ექოსკოპია (სამი წლის წინ პროფილაქტიკის მიზნით გაკეთებული).

თარიღი: 2008 წლის მარტი.
ასაკი: 24
მენსტრუალური ციკლის ფაზა: მეორე

აღწერილობა:
კანის საფარველის სისქე - არ აღემატება 2მმ-ს
კონტური - დეფორმაციის გარეშე
კანქვეშა ცხიმი - ზომიერად გამოხატული
სარძევე სადინარები - დიამეტრი არ აღემატება 2მმ-ს
პარენქიმის ექოსტრუქტურა - არაერთგვაროვანი. პარენქიმა ძირითადად წარმოდგენილია დაქვეითებული ექოგენობის ჯირკვლოვანი კომპონენტებით. გარეთა ზედა კვადრანტების პროექციაზე ფიქსირდება ცხიმოვან - შემაერთებელქსოვილოვანი შენების წარმონაქმნები.
მარჯვენა ძუძუ - შიგნითა ზედა კვადრანტში, დაახლოებით 1სთ-ის პროექციაზე ისახება დაქვეითებული ექოგენობის წარმონაქმნი - ცისტა, დიამ 5მმ.
მარცხენა ძუძუ - გარეთა ზედა კვადრანტში, დაახლოებით 1სთ-ის პროექციაზე ისახება ოვალური ფორმის, პარენქიმის სხვა ქსოვილთა შედარებით დაქვეითებული ექოგენობის წარმონაქმნი, ზომით 5X6 მმ.

მარჯვენა იღლიის ფოსო - ისახება ლიმფური კვანძი სიგრძივი ზომით 4მმ. დავწროებული კორტიკალური შრითა და გასქელებული ცენტრალური ექოკომპლექსით.
მარცხენა იღლიის ფოსო - თავისუფალი
მარჯვენა ლავიწზედა/ქვედა არე - თავისუფალი
მარცხენა ლავიწზედა/ქვედა არე - თავისუფალი

დასკვნა: ულტრაბგერითი სემიოტიკით აღნიშნული სურათი შეესაბამება ფიბროზულ ცისტოზურ მასტოპათიას, მარცხენა ძუძუში არსებული წარმონაქმნის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია მამოლოგის კონსულტაცია.

ამ ექოსკოპიის პასუხით მივედი მამომოლოგთან. იმ პერიოდში მქონდა ციკლიც არეული და ხელით გასინჯვის შემდეგ მითხრა, რომ მომეწესრიგებინა გინეკოლოგიური მხარე (პრობლემები), რადგან მკერდის პრობლემა არ მქონდა და ეს უფრო გინეკოლოგიური პრობლემიდან იქნებოდა გამოწვეული. (ასეც მოვიქეცი).

ბოლო, ახლანდელი ექოსკოპია

თარიღი: 2010 ნოემბერი
ასაკი: 27
ფეხმძიმობა: 20 კვირა

სარძევე ჯიკრკვალი სპეციფიური ტიპის, არაერთგვაროვანი აგებულებისა და შერეული ექოსტრუქტურის, მეტად ჰიპოექოგენური.
მარცხნივ (იგულისხმება მკერდი)ზედა მედიალურ კვადრანტში, კრანიალურ კონტურთან ისახება მკაფიო სწორკონტურებიანი, ჰიპოექოგენური სტრუქტურის არაერთგვაროვანი აგებულების მოცულობითი წარმონაქმნი, ზომით 1,9X1,2 სმ (საფიქრებელია ფიბროადენომის არსებობა), დოპლერგრაფიით ვასკულარიზაცია დიფუზურად გამოხატული.
მარჯვნივ (იგულისხმება მკერდი) ზედა მედიალურ კვადრანტში ისახება მცირე ზომის 0.5სმ-იანი კისტა. კანქვეშა ცხიმოვანი წილაკები ზომიერი განვითარების. პარენქიმაში რძის სადინარები კარგად გამოხატული დიამეტრით 0.1-0.2 სმ.


რეგიონული მიდამოები ულტრაბგერითი გამოკვლევით ხილული პათოლოგიის გარეშე.

რეკომენდირებულია წარმონაქმნის ფუნქციური ბიოფსია და მამოლოგის კონსულტაცია.


პარასკევს ვიკეთებ ციტოლოგიას (ბიოფსია).

მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. დავპანიკდე?
givi.gif

პ.ს. ორიოდე სიტყვით, ეგებ ამიწეროთ ბიოფსიის პროცედურა, რომ მორალურ-ფიზიკურად მოვემზადო cry.gif

Posted by: DocTemo 24 Nov 2010, 16:55
Goddess
შემოვედი, ვნახე smile.gif მოგვიანებით დღეს გიპასუხებთ.
* * *
Goddess
თქვენი მონაყოლით, კლინიკით და გამოკვლევებით გავს რომ არის ფიბროადენომა. ეს არის სრულიად კეთილთვისებიანი წარმონაქმნი და საშიშიროება მისგან ასეთი ზომებით არ არის, ერთადერთი ისაა რომ ზრდა ახასიათებს, ნელი მაგრამ პროგრესირებადი. თქვენს შემთხვევაში,პუნქცია ცუდი არ იქნება, დიაგნოზის დასადასტურებლად და დასამშვიდებლად. ორსულობიდან გამომდინარე არ მგონია რომ საოპერაციო იყოს სასწრაფოდ, შეიძლება მოცდა...და ლაქტაციის დასრულების შემდეგ მოცილება (თუ ფიბროადენომა დადასტურდა პუნქციით, მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა, ოპერაციულია).
ბიოფსია ხდება ნემსის ჩხვლეტით, პრინციპში უმტკივნეულოდ შეიძლება ჩატარება. მე მაგალითად ჩემს პაციენტბს ადგილობრივად ვუყუჩებ და ისე ვუკეთებ, სულ არაა საშიში. ნემსში რაც მოხვდება, იმას ათავსებენ მინაზე, ამუშავებენ ხსნარებში და მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებენ. დაავადებებს ახასიათებს თავისებური უჯრედული სტრუქტურა.
...მეტი რა გითხრათ... არ მგონია რომ დაპანიკების საბაბი გქონოდეთ... ა? smile.gif
* * *
Goddess
თქვენი მონაყოლით, კლინიკით და გამოკვლევებით გავს რომ არის ფიბროადენომა. ეს არის სრულიად კეთილთვისებიანი წარმონაქმნი და საშიშიროება მისგან ასეთი ზომებით არ არის, ერთადერთი ისაა რომ ზრდა ახასიათებს, ნელი მაგრამ პროგრესირებადი. თქვენს შემთხვევაში,პუნქცია ცუდი არ იქნება, დიაგნოზის დასადასტურებლად და დასამშვიდებლად. ორსულობიდან გამომდინარე არ მგონია რომ საოპერაციო იყოს სასწრაფოდ, შეიძლება მოცდა...და ლაქტაციის დასრულების შემდეგ მოცილება (თუ ფიბროადენომა დადასტურდა პუნქციით, მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა, ოპერაციულია).
ბიოფსია ხდება ნემსის ჩხვლეტით, პრინციპში უმტკივნეულოდ შეიძლება ჩატარება. მე მაგალითად ჩემს პაციენტბს ადგილობრივად ვუყუჩებ და ისე ვუკეთებ, სულ არაა საშიში. ნემსში რაც მოხვდება, იმას ათავსებენ მინაზე, ამუშავებენ ხსნარებში და მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებენ. დაავადებებს ახასიათებს თავისებური უჯრედული სტრუქტურა.
...მეტი რა გითხრათ... არ მგონია რომ დაპანიკების საბაბი გქონოდეთ... ა? smile.gif

Posted by: Goddess 25 Nov 2010, 10:04
DocTemo
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

ორშაბათს, ინტერესის გამო, პასუხსაც გეტყვით ციტოლოგიის.

ისე, რაც გადავიკითხე, ეს ვარიანტიც დავუშვი შესაძლებლად, მითუმეტეს, ადგილმდებარეობა აქ აღწერილია, როგორც ძალიან ხშირი http://en.wikipedia.org/wiki/Fibrocystic_breast_changes

პროცენტულადაც, ეს უფრო ხშირია ჩემი ასაკის და ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ძალიან მონდომებული ვარ, თუ ამ დიაგნოზის ფარგლებშიც რეალურად ვჯდები?

Posted by: merkantil 25 Nov 2010, 13:10
DocTemo
QUOTE
მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა, ოპერაციულია

დარწმუნებული ბრძანდებით? მე მქონდა ფიბროადენომა. საქართველოში მითხრეს, რომ ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, მაგრამ გერმანიაში ოპერაცია არც უხსენებიათ. მკურნალობა დამინიშნეს, რის შედეგადაც ზომაში დაპატარავდა და ლაქტაციის დროს საერთოდ გაიწოვა.

Posted by: Natuka NGN 25 Nov 2010, 13:46
merkantil
დადა სტურდა დიაგნოზი? და რა ზომების იყო? ზომას გააჩნია, არის შემთხვევები გაწოვის პატარა ზომებზე. ამდენად მთლიანად სიტუაციაზეა დამოკიდებული როგორც ვიცი. ჩემს დაქალს ქონდა და მზარდი იყო და გამოსავალი იყო ამოკვეთა. კონსერვატულად ვერ მოხერხდა ზრდის შეჩერება.

Posted by: khatia88 25 Nov 2010, 14:17
ბოლო პერიოდია შევამჩნიე რომ წვა მაქვს მარჯვენა ძუძუს თავის. ტკივილს ნამდვილად ვერ დავარქმევდი, უბრალოდ განუწყვეტლივ მეწვის. სხვა ცვლილება არაფერია. რა შეიძლება იყოს?

Posted by: merkantil 25 Nov 2010, 14:21
Natuka NGN
QUOTE
დადა სტურდა დიაგნოზი?
კი ზუსტად იგივე დიაგნოზი დამისვეს-ფიბროადენომა. სხვა დეტალები არ მახსოვს.
QUOTE
და რა ზომების იყო?
13მმ იყო. სხვათაშორის თბილისში 17 მითხრეს, შეცდნენ თუ რა იყო, არ ვიცი.
QUOTE
ჩემს დაქალს ქონდა და მზარდი იყო და გამოსავალი იყო ამოკვეთა. კონსერვატულად ვერ მოხერხდა ზრდის შეჩერება.
ჰო ალბათ მაგაზე არის დამოკიდებული. მაგრამ ჩემი სავარაუდოდ არ იყო მზარდი ხომ? თუმცა თბილისში პირდაპირ ამოკვეთა მითხრეს, არავითარი კურნალობა არ დაუნიშნიათ. გერმანიაში კი მიმკურნალეს.

Posted by: Natuka NGN 25 Nov 2010, 14:25
merkantil
სავარაუდოდ არ იყო მზარდი და დაექვემდებარა გაწოვას, გაგმართლებია. მაგრამ თუ მზარდია, ჩემი დაქალის შემთხვევაზე ვამბობ, შესაძლოა უკვე ავთვისებიანში გადავიდესო. 6 თვე უმკურნალეს თერაპიულად, მაგრამ იზრდებოდა. ახლა კარგადაა. ამდენად, ოპერაციული ჩარევა აუცილებელია ხოლმე. sad.gif

Posted by: merkantil 25 Nov 2010, 14:30
Natuka NGN
QUOTE
სავარაუდოდ არ იყო მზარდი და დაექვემდებარა გაწოვას
ჰო გასაგებიაsmile.gif მაგრამ ამას ჩვენ ვვარაუდობთ და ექიმმა კი სწორი დიაგნოზი უნდა დასვას , რომ სწორად გიმკურნალოს ხომ?smile.gif

Posted by: Natuka NGN 25 Nov 2010, 14:34
merkantil
ნუ, ეს სხვა საკIტხია, უამრავი ტემაა მაგაზე და ჩემზე მწარე გამოცდილება ცოტას თუ ექნება ამ ფორუმზე smile.gif საბედნიეროდ, სწორადაც სვამენ... თორემ... ეჰ...

Posted by: khatia88 25 Nov 2010, 15:27
წეღან დავწერე შევამჩნიე რომ მარჯვენა მკერდის თავის წვა მაქვს მეთქი. მოკლედ სიატუაცია ასეთია:

მყავს ერთი წლის და 4 თვის შვილი, ძუძუ ვაჭამე მხოლოდ 10 დღე, რადგან საერთოდ არ ჰყოფნიდა რძე და გაქრა თავისით. იმის მერე რაღაც პერიოდები მაქვს ეს შეგრძნება, ანუ წვა. წეღან უცბად გამახსენდა რომ ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს რძე როცა დგებოდა ძუძუში იმას, ხელი მოვიჭირე ოდნავ და რამდნიმე წვეთი ხსენივით წამომივიდა, ძალიან გავოცდი. არასოდეს შემიმჩნევია ასეთი რამ რაც ძუძუს დავანებებინე თავი. სიმართლე გითხრათ დაზუსტებით ვერ გეტყვით სხვა დროს როცა წვა მქონია ხსენი იყო თუ არა, რადგან არ მიცდია მენახა. ახლა კი გამოვიდა. ორსულად ნამდვილად არ ვარ, თორემ მაგას დავაბრალებდი. თუ სწორად აღვიქვამ ეს წვა ხდება ციკლის დროს. შეიძლება რამე კავშირი იყოს? მივიდე მამოლოგთან თუ საგანგაშო არაფერია?

Posted by: merkantil 25 Nov 2010, 15:50
khatia88
მშობიარობის შემდეგ გინეკოლოგთან არ ყოფილხარ? იმისთვისაც რომ გეთქვა, გაგსინჯავდა. მე თქმის გარეშეც მისინჯავს ხოლმე მკერდს, ყოველ 6 თვეში კონსულტაციაზე.

Posted by: Goddess 25 Nov 2010, 16:53
merkantil
QUOTE
კი ზუსტად იგივე დიაგნოზი დამისვეს-ფიბროადენომა. სხვა დეტალები არ მახსოვს.

დიაგნოზი რა მეთოდით დაგისვეს? მხოლოდ ექოსკოპია და ხელით შემოწმება, თუ ციტოლოგიაც გაიკეთე?

თუ რამე ლიტერატურა იყო ხელმისაწვდომი ონლაინ, ყველაფერი გადავიკითხე. ფიბროადენომის ერთადერთი მკურნალობა არის ამოკვეთა.

ხშირად ხდება, რომ ფიბროადენომა ჰგონიათ. თუ გაიწოვა, სავარაუდოდ არც ყოფილა ფიბროადენომა.

Posted by: merkantil 25 Nov 2010, 17:36
Goddess
მხოლოდ მამოსონოგრაფიით დამისვეს დიაგნოზი. ციტოლოგიაც უნდა გაეკეთებინათ თბილისში, მაგრამ მალე წასვლას ვაპირებდი და გადავწყვიტე გერმანიაში გამეკეთებინა ყველა საჭირო პროცედურა. მაგრამ იქ აღარ ჩათვალეს საჭიროდ ციტოლოგია.

Posted by: khatia88 25 Nov 2010, 17:59
merkantil
კი ვიყავი როგორ არა, მაგრამ მკერდზე არაფერი უთქვამს და სიმართლე გითხრა მეც არ გამხსენებია

Posted by: DocTemo 25 Nov 2010, 18:59
merkantil
ზუსტად იგივე დიაგნოზი დამისვეს-ფიბროადენომა - ჩანაწერი არის? რომ დაგვანახოთ? (ძალიან საინტერესოა!)არ მჯერავს რომ ფიბროადენომა გაიწოვოს. ... ფიბროადენომა შეიძლება ლოკალურ ფიბროზსაც დაერქვას, მაგრამ ეს სხვადახვაა.
khatia88
QUOTE
ბოლო პერიოდია შევამჩნიე რომ წვა მაქვს მარჯვენა ძუძუს თავის

პერიოდულად ხდება მასე. ა ვირტამინის ნაკლებობამ იცის.

Posted by: merkantil 25 Nov 2010, 19:10
DocTemo
QUOTE
ჩანაწერი არის? რომ დაგვანახოთ?
მქონდა სურათი და დიაგნოზიც, მაგრამ ეს სამი წლის წინ იყო და სავარაუდოდ გადავყარე. ადგილმდებარეობა შევიცვალე და აქ აშკარად არ მაქვსsmile.gif
მკურნალობას რაც შეეხება, პირველ პრეპარატს ერქვა გესტაკადინი, მაგრამ მახსოვს,რომ ეგ ჰორმონალუჯრი დისბალანსის გამო დამინიშნა, ციკლიც არეული მქონდა. შემდეგ ვსვამდი კიდევ რაღაცას, მაგრამ ვერ ვიხსენებ სახელს.

Posted by: khatia88 25 Nov 2010, 20:31
DocTemo
დიახ პერიოდულად მაქვს ეგეთი წვა. ის სითხეც, ხსენივით ა ვიტამინის ნაკლებობის ბრალი იქნება? ჩემი აზრითაც მაკლია ა ვიტამინი, ოღონდ სხვა სიმპტომებმა მიმახვედრეს. ეს ამბავი თუ მაგასთან იყო კავშირში არ ვიცოდი.

Posted by: DocTemo 25 Nov 2010, 21:27
merkantil
ასეა ყოველთვის, საკვირველი ამბების დოკუმენტცია არ რჩება ისტორიას... smile.gif
khatia88
QUOTE
სხვა სიმპტომებმა მიმახვედრეს.

ფრჩხილების და თმების პრობლემები?

Posted by: khatia88 26 Nov 2010, 09:03
DocTemo
დიახ, ამას+გამომშრალი კანი.

Posted by: Sarahlaila 26 Nov 2010, 20:50
DocTemo
ცეფანორმი დამინიშნეს და რას ფიქრობთ ამ წამალზე?
ექოსკოპიაზე რომ ვიყავი დღეს არაფერი გჭირსო და ეს დამინიშნა მხოლოდ. არადა 5 წელია უკვე ხელითაც მესინჯება და სხვასტან რომ ვიყავი კვანდზები გაქვსო პატარ პატარა მარცხენა მკერდში და მარჟვენაში მასტოფატია არისო. დღევანდელ ჩვენებას როგორ ვენდო არ ვიცი.

პ.ს თქვენ რომელ კლინიკაში ხართ?
* * *
DocTemo
ხატიას მსგავსაც მეც მაქვს პერიოდულად მკერდის წვა, სითხე არ გამოიყოფა. შეიძლება ეს ა ვიტამინის ნაკლებობა იყოს? კანის სიმშრალეც მაქვს, განსაკუთრებით ზამთარში.

Posted by: DocTemo 28 Nov 2010, 22:30
Sarahlaila
QUOTE
ცეფანორმი დამინიშნეს და რას ფიქრობთ ამ წამალზე?

ჩემს პრაქტიკაში არ გამომიყენებია, მასტოდინონის მაგვარი პრეპარატია, შეიცავენ ერთნაირ ნივთიერებას... მე მასტოდინონს ვნიშნავ წვეთებში, რადგან ეფექტურია და ადვილად გადასატანი.
khatia88
QUOTE
დიახ, ამას+გამომშრალი კანი.

Sarahlaila
გავს ა ვიტამონის ნაკლებობას

Posted by: Goddess 29 Nov 2010, 16:39
DocTemo
გამარჯობათ. ჩემი ციტოლოგიის პასუხი მოვიდა და, შეპირებისამებრ, აქ ვდებ, თან თქვენი პასუხიც მაინტერესებს საბოლოო.

თვითონ ისტორია ექოსკოპიების ჩათვლით ამ პოსტში: http://forum.ge/?showtopic=34156526&view=findpost&p=22660889

ციტოლოგიის პასუხი:

მიღებულ იქნა 2მლ. ჩალისფერი სითხე.
სითხის ევაკუაციის შემდეგ დარჩენილი წარმონაქმნის პუნქტატში ნანახია ზომიერ რაოდენობით ჯირკვლოვანი ეპითელიუმის უჯრედები პოლიმორფიზმის გარეშე, ცალკეული მაკროფაგები.
შეესაბამება ფიბროადენომატოზის სურათს (კვანძოვანი ფიბროადენომატოზი).


ველი თქვენ აზრს.
წინასწარ გმადლობთ.

Posted by: DocTemo 29 Nov 2010, 23:34
Goddess
QUOTE
ზომიერ რაოდენობით ჯირკვლოვანი ეპითელიუმის უჯრედები პოლიმორფიზმის გარეშე, ცალკეული მაკროფაგები.

როგორ შეესაბამება ეს კვანძოვანი ფიბროადენომატოზის სურატს არ ვიცი, როცა შეესაბამება კისტის სურათს, კედლის ჯირკვლოვანი ეპითელიუმით?!
კისტაა და არ ღირს სხვა ჩარევა ორსულობის ფონზე.

Posted by: Goddess 30 Nov 2010, 09:14
DocTemo
jump.gif jump.gif jump.gif

გახსოვს, ჩემითვე რომ დავისვი დაახლოებით მსგავსი დიაგნოზი smile.gif http://forum.ge/?showtopic=34156526&view=findpost&p=22673333
სხვათაშორის, ეს ფიბორადენომატოზი რომ დავსერჩე, ეგ ტერმინი აღარც გამოიყენება საერთოდო...

დიდი დიდი მადლობა smile.gif

Posted by: DocTemo 30 Nov 2010, 09:36
Goddess
QUOTE
გახსოვს, ჩემითვე რომ დავისვი დაახლოებით მსგავსი დიაგნოზი

მიყვარს მოაზროვნა პაციენტები! smile.gif
QUOTE
ეგ ტერმინი აღარც გამოიყენება საერთოდო...

ეს ვინ თქვა? ექიმმა ციტოლოგმა, რომელმაც დასკვნაში დაწერა ეს დიაგნოზი? smile.gif

Posted by: Goddess 30 Nov 2010, 11:37
DocTemo
QUOTE
ეს ვინ თქვა? ექიმმა ციტოლოგმა, რომელმაც დასკვნაში დაწერა ეს დიაგნოზი?

არა, ჩემით ვიჩხრიკებოდი ნეტში და ეს ამაზე დაყრდნობით ვთქვი:
'A benign breast lesion with the composite histologic features of a fibroadenoma and fibrocystic changes has been referred to previously as fibroadenomatosis or fibroadenomatoid mastopathy;" http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3444665

Posted by: La Bonnie 30 Nov 2010, 18:38
DocTemo
გამარჯობა.. თუ გახსოვთ,მოგწერეთ გამაგრებული ბურთი მაქვს მკერდში თქო.. როგფორც კი მომივიდა მენსტრუაცია,"ბურთი" გაქრა.. ახლა ისევ გამიჩნდა ,მტკივა და მოძრაობს,ვეჭვობ პრომოკრიპტინი ან უტროჟესტანი აპროვოცირებს.. ციკლის დაწყებამდე 3-4 დღით ადრე ჩნდება უკვე მეორედ და რა შეიძლება იყოს? ექოსკოპიამ არაფერი უარყოფითი არ აჩვენა.. რას იტყვით?

Posted by: m-t-g 2 Dec 2010, 19:31
გამარჯობა, ერთი თვე ვაწოვე ბავშვს ძუძუ მაქვს საშინელი სადინარები ამას ისიც დაემატა რო ცალი მკერდი
გამიცივდა და მაქ აუტანელი ტკივილები და მაღალი სიცხეები. ვიკეთე მასაჟები და ასევე ანტიბიოტიკები. შემმდეგ მასაჯისტის მეთვალყურეობით დავლიე დოსტინექსი და ავიკარი მკერდი. მანამდე სანამ ამიკრავდა გამომიცველა.
რო მომხსნა რძე გამშრალი მაქვს მაგრამ ცალ მკერდ\ში ისევ მაქ ჩარჩენილი რძე და აუტანელი ტკივილები მაქ. მასაჟისტს ხელს ვეღარ ვაკარებინებ გული მიმდის. საწველითაც არ გამოდის. რა შეიძლება ვუშველო?

Posted by: Natuka NGN 2 Dec 2010, 23:56
m-t-g
არ ვიცი რომელიღაც თემაში დაწერა, რომ არანაირი მასაჟი არ შეიძლება. და ეს "მასაჟისტი" ექიმია წამალს რომ აგსმევს და გიწერს? რა უფლება აქვს?

Posted by: irakli222 3 Dec 2010, 07:39
m-t-g

შენ რასაც აღწერ მასტიტის კლინიკას შეესაბამება, ანუ ძუძუში ჩირქგროვა გაქვს. ამას მხოლოდ ოპერაცია შველის. გირჩევ დღესვე მიმართო ქირურგს, დილიდან არაფერი ჭამო, არ დალიო, რადგან ოპერაცია შეიძლება ნარკოზით ჩატარდეს.

Posted by: DocTemo 3 Dec 2010, 23:39
m-t-g
QUOTE
მაქ აუტანელი ტკივილები და მაღალი სიცხეები.

irakli222
QUOTE
ღწერ მასტიტის კლინიკას შეესაბამება,

მასტიტი ნაჩქარევი დიაგნოზი ხომ არ არის? რათქმაუნდა სრულიად შესაძლებელია და ყველაზე სწორი იქნება რომ ექიმს მიმართოს...
მე კი კითხვა მაქვს - ძუძუზე კანი გაწითლებულია? თვისთონ ის გასივებულია? ახლა როგორია სიცხეები?
* * *
La Bonnie
QUOTE
გამარჯობა.. თუ გახსოვთ,მოგწერეთ გამაგრებული ბურთი მაქვს მკერდში თქო.. როგფორც კი მომივიდა მენსტრუაცია,"ბურთი" გაქრა.. ახლა ისევ გამიჩნდა ,მტკივა და მოძრაობს,ვეჭვობ პრომოკრიპტინი ან უტროჟესტანი აპროვოცირებს.. ციკლის დაწყებამდე 3-4 დღით ადრე ჩნდება უკვე მეორედ და რა შეიძლება იყოს? ექოსკოპიამ არაფერი უარყოფითი არ აჩვენა.. რას იტყვით?

გამარჯობა, ბოდიში დავაგვიანე.... თქვენ თუ ბურთს გრძნობთ, გასაკვირია რომ ექოსკოპიით არ ჩანს? ექოსკოპია გადაიღეთ რომ კისტას გრძნობდით? ის წამლები რასაწ წერთ პირიქით უფრო კისტების გაწოვისთვისაა....

Posted by: La Bonnie 4 Dec 2010, 01:12
DocTemo
საქმე იმაშია,რომ როცა გადავიღე არანაირი ბურთი აღარ იყო..
ახლაც აღარ არ არის,რადგან ციკლი დამეწყო.. მანამდე 4 დღე მქონდა..
ვერაფერი ვერ გავუგე : (

Posted by: DocTemo 4 Dec 2010, 09:19
La Bonnie
ბურთის რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგჯერ არის როცა ციკლის წინ მკრდში ხელით ფიბროზი იგრძნობა ლოკალურად, ექოსკოპიით კი ის არ ჩანს. ასე ხდება... მაგრამ თქვენ აღწერთ როგორც ბურთს და თანაც მოძრავს. ექოსკოპიის ხარისხში ეჭვი მეპარება ასეთ შემთხვევაში. ექიმმა გნახათ მაგ დროს როცა გრძნობდით?

Posted by: La Bonnie 4 Dec 2010, 10:07
DocTemo
არა,ექიმმა მნახა,როცა აღარ იყო... გამაგრებაა..კისტა,რომ იყოს გაქრებოდა?

Posted by: m-t-g 4 Dec 2010, 14:03
DocTemo
თავიდან გაწითლებული მქონდა უფრო მეტად ეხლა გაწითლებული აღარ მაქვს. სიცხეები 39 გრადუსამდე ამდიოდა ორი დღეა რაც 37.5 მაქვს. გოჩიტაშვილის მალამოს ვიდებ ბევრს უშველა და შევხედავ ცოტა ხანს. მეშინია ექიმთან მისვლის გასაჭრელი გაქვსო არ მითხრას.

Posted by: DocTemo 4 Dec 2010, 22:24
La Bonnie
[quote]არა,ექიმმა მნახა,როცა აღარ იყო... გამაგრებაა../quote]
როგორმე დაამთხვიეთ "ბურთის" არსებობა, ექიმის კონსულტაცია და ექოსკოპია...მაშინ მიიღებთ სწორ პასუხს.
[quote]კისტა,რომ იყოს გაქრებოდა?[/quote]
დაპატარავდებოდა
m-t-g
[quote]მეშინია ექიმთან მისვლის გასაჭრელი გაქვსო არ მითხრას.[/quote]
არალოგიკურია! ...და ჩვენსგან რა გინდათ რომ გაიგონოთ?

Posted by: La Bonnie 4 Dec 2010, 23:30
DocTemo
საერთოდ არ იგრძნობა არაფერი.. დღეს სხვა ექოსკოპისტთან ვიყავი,იმანაც არაფერიო,ალბათ გეჩვენება რომ მოძრაობსო,არ არსებობსო,რავი... უკვე გიჟი ვგონივარ ამ ხალხს biggrin.gif შემდეგში თუ ისევ გაჩნდა,როცა იქნება მაშინ მივალ...

Posted by: DocTemo 5 Dec 2010, 23:23
მოწმე გჭირდებათ....ანუ სხვა, ვინც ასევე იგრძნობს რომ მოძრაობს, და აღარ ეგონებით გიჟი .... ასეა იურისპუდენციაში smile.gif
* * *
ერთხელ მოვიდა ჩემთან ქალი, კანზე დიდი რაოდენობით პატარა წყლულები ქონდა, მეუბნებოდა პატარა ჭიები ცხოვრობენ კანში და ხშირად გარეთ გამოდიანო...ისეთი დარწმუნებით მეუბნებოდა და ისე დაწვრილებით აღწერდა მათ, რომ მეც დავიჯერე smile.gif ....ცოტა ხნით, სანამ ჩემს წინ არ დაიწყო ყვირილი - "აი ნახე როგორ გამოძვრა და ახლა უკან მიძვრებაო"... smile.gif
...არ გეგონოთ რაიმეს თქვენზე ვგულისხმობდე.... ისე გამახსენდა, ძალიან კურიოზული სიტუაცია იყო.... smile.gif

Posted by: La Bonnie 6 Dec 2010, 00:03
DocTemo
lol.gif ვაიმე : ))))))

ერთი თვე ჩემი თავი ფსიქიკურად შეშლილი მეგონება biggrin.gif ნუ მეგონოს,ოღონდ არაფერი იყოს და ))))))

დიდი მადლობა პასუხებისთვის, თემო ექიმო user.gif

Posted by: DocTemo 6 Dec 2010, 19:20
La Bonnie
QUOTE
დიდი მადლობა პასუხებისთვის, თემო ექიმო

მადლობთ, ჯანმრთელობაში! smile.gif

Posted by: megre 15 Dec 2010, 22:17
DocTemo
გამარჯობათ, თუ შეიძლება თქვენთან მაქვს შეკითხვა;

ჩემს მეგობარ ქალს ორივე სარძევე ჯირკვალში მამოგრაფიის და ეჰოგრაფიის საფუძველზე აღმოჩნდა ერთში 7 მმ დიამეტრის და მეორეში 6 მმ დიამეტრის კისტები, მამოლოგმა დასკვნაში დაწერა რომ არ არისდარწმუნებული რა ტიპის კისტაა და დაწერა ასეთი რამ Atypische cysten ? კითხვის ნიშნით , და შემდეგი გამოკვლევისთვის გააგზავნა MRI mammae, MAMMO, მეგობარი ქალბატონი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ეგ გამოკვლევა დანიშნული აქვს იანვარში , ძალიან შეწუხებულია და შიშობს , როგორ ფიქრობთ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ეს კისტები?

Posted by: DocTemo 16 Dec 2010, 10:11
ჯერ პმ-ში ვიხილე თქვენი წერილი, ამიტომაც იქ მოგწერეთ პასუხი.

Posted by: lovelorn 20 Dec 2010, 13:28
პერიოდულად მაქვს მკერდის ტკივილები, დაჭიმულია და სიმაგრის შეგრძნებაა. მენსტრუაციის პერიოდში მჩვევია, მაგრამ ახლა სადღაც შუა პერიოდშიც ასე მემართება.მერე თავისით გამივლის. და დარბილებულია. sad.gif (26წ., გათხოვილი)
რისი ბრალი შეიძლება იყოს.

Posted by: იასამანი 20 Dec 2010, 16:52
DocTemo
გამარჯობა
მარცხენა მკერდის მარჯვენა ქვედა არეში შევნიშნე პატარა კვანძი, რომელიც მტკვინეულია. ვიყავი ერთ-ერთ მამოლოგთან. პირველად დამიწერა ფიბრო-ადენომა, დამინიშნა რაღაც წამალი (ვერ გავიხსენე) და 6 თვის მერე დამიბარა. შემდეგი გასინჯვისას დამიწერა კისტა და ერთი წლის მერე დამიბარა. თან დამარიგა, გათხოვდი და ყველაფერი კარგად იქნებაო. გავიდა უკვე 8-9 თვე. რამდენიმე დღის წინ შევნიშნე, რომ თითქოს ზომაში გაიზარდა. საშიშია რამე? მენსტრუაციის წინა დღეებში საკმაოდ იზრდება, მაგრამ მერე პატარავდება ისევ და საკმაოდ მტკივნეულიც არის.

Posted by: DocTemo 21 Dec 2010, 10:18
lovelorn
როგორც წესი ვიტამინების ნაკლებობითაა გამოწვეული მასეთი სიტუაცია, თუ სხვა პათოლოგია არ არის მკერდში.

იასამანი
გამოკვლევა გაგიკეთდათ რაიმე? ექოსკოპია ან მამოგრაფია? თუ მხოლოდ ხელით გაგსინჯათ?

Posted by: lovelorn 21 Dec 2010, 10:59
DocTemo

QUOTE
lovelorn
როგორც წესი ვიტამინების ნაკლებობითაა გამოწვეული მასეთი სიტუაცია, თუ სხვა პათოლოგია არ არის მკერდში.

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. როგორ ხდება ვიტამინების ნაკლებობაზე გამოკვლევა? სისხლის ანალიზით?

Posted by: იასამანი 21 Dec 2010, 11:21
DocTemo
QUOTE
გამოკვლევა გაგიკეთდათ რაიმე? ექოსკოპია ან მამოგრაფია? თუ მხოლოდ ხელით გაგსინჯათ?

მხოლოდ ექოსკოპია

Posted by: DocTemo 21 Dec 2010, 17:05
lovelorn
მკერდს უნდა გამოკვლევა (ექოსკოპია), სხვა ანალიზი პრინციპში საჭირო არ არის.
იასამანი
ექოსკოპია როდის იყო, პირველი თუ მეორე კონსულტაციის დროს? გაუგებარის რატო უნდა შეცვლილიყო დიაგნოზი.
ორივე დიაგნოზის შემთხვევაში ის მკურნალობა რაც მიიღეთ საკმარისი არ არის.

Posted by: იასამანი 22 Dec 2010, 11:00
DocTemo
QUOTE
ექოსკოპია როდის იყო, პირველი თუ მეორე კონსულტაციის დროს?

პირველად როცა მივედი, ექოსკოპიამ დამიწერა ფიბრო-ადენომა. 6 თვე ვსვი, თუ არ ვცდები მამოლეპტინი. 6 თვის მერე ისევ ექოსკოპია, ხელით გასინჯვა და დამიწერეს კისტა. მკურნალობა აღარ დაუნიშნავს. არაფერი ისეთი არ არისო და დამიბარა ერთი წლის მერე. აპრილში მიწევს კონსულტაციაზე მისვლა. დაველოდო აპრილს თუ სხვა ექიმთან მივიდე? (საკმაოდ ცნობილ და ნაქებ ექიმთან ვიყავი)

Posted by: DocTemo 23 Dec 2010, 10:35
DocTemo
QUOTE
ორივე დიაგნოზის შემთხვევაში ის მკურნალობა რაც მიიღეთ საკმარისი არ არის.

ანუ - პირველად თუ დასმული იყო დიაგნოზი - ფიბროადენომა - მამოლეპტინით მკურნალობა არაადექვატური ღონისძიებაა, რადგან ფიბროადენომის მკურნალობა ქირურგიულია მხოლოდ. მეორედ - კისტად ფიბროადენომა არ იქცევა არასდროს. მესამედ - თუ კისტაა ისეთი ზომის, რომ თქვენ გრძნობთ, ანუ თუ 1 სმ ან მეტია - მაშინ პუნქციაა საჭირო და სითხის ამოღება (ნემსით).
მე ტაქტიკა ვერ გავიგე... შეიძლება თქვენ ვერ აგისნეს... თუ ექოსკოპიის პროტოკოლი გაქვსთ, განატავსეთ აქ ან მაილზე გადმომიგზავნეთ, საინტერესოა.
და კიდე, ალბათ ჯობია სხვა ექიმს ეჩვენოთ და "მეორე აზრი" გაიგოთ. აპრილისთვის დალოდება ნამდვილად არ იქნება სწორი.

Posted by: cicitel@ 26 Dec 2010, 00:28
DocTemo
ორი წელი და სამი თვე ვაწოვებდი ძუძუს ბავშვს მერე გადავწყვიტე რომ დაგვენებებინა თავი და ეკიმის რჩევიტ მივიღე ბრომკრეპტილი. ერტი ტვე ტიტკოს გამიშრა რძე მაგრამ მერე ისევ მკონდა რამდენიმე ხანს ცოტ ცოტა ორივეში, ერტი და იმავე რაოდენობის. ახლა უკვე ერტი ცელი გავიდა და ხან დახან ვისინჯავ და რამენიმე ცვეტი ისევ გამომდის რამე პრობლემა ხომ არ მაკვს??რას მეტყვით wink.gif

Posted by: DocTemo 26 Dec 2010, 09:26
cicitel@
ეს პათოლოგია არ არის, მაგრამ წამლები დასალევი მაინც იქნება. ვიტამინები, იოდი და მცენარეული. კარგი იქნება თუ ეჩვენებით მამოლოგს.

Posted by: cicitel@ 26 Dec 2010, 15:14
DocTemo
QUOTE
cicitel@
ეს პათოლოგია არ არის, მაგრამ წამლები დასალევი მაინც იქნება. ვიტამინები, იოდი და მცენარეული. კარგი იქნება თუ ეჩვენებით მამოლოგს.

მადლობა დიდი 2kiss.gif

Posted by: MrsT 9 Jan 2011, 12:47
DocTemo
გამარჯობათ.მაინტერესებს რძის გასაშრობად რა პრეპარატის მიღება შეიძლება?ალბათ მცენარეული უკეთესი იქნება ხო? ჩემი და წელიწადი და 5 თვეა აჭმევს ძუძუს და და ახლა უნდა თავი დაანებებინოს.რა პრეპარატს ურჩევთ? ალერგიული არ არის

Posted by: DocTemo 9 Jan 2011, 13:26
მცენარეუი და ეფექტური საშუალება არ ვიცი. ლაქტაციის შესაწყვეტად გამოიყენება დოსტინექსი ან ბრომკრიპტინი ექიმის დანიშნულებისამებრ.

Posted by: MrsT 9 Jan 2011, 14:49
თქვენ არ შეგიძლიათ გვითხრათ,რომელი მივიღოთ და რა დოზით? ძალიან დაგვეხმარებით.ხო თან სპირალი აქვს და რამე გართულებებს ხო არ გამოიწვევს?

Posted by: DocTemo 9 Jan 2011, 20:24
Mrs T
ასეთი დანიშნულება ექიმთან ვიზიტის და გამოკვლევის შემდეგ უნდა მოხდეს...თანამედროვე ინტერნეტი ჯერ ამის საშუალებას არ იძლევა smile.gif..ამიტომ სამწუხაროდ ვერ მოგწერთ ასე ვირტუალურად.
* * *
სპირალით პრობლემა არ იქნება. მაგრამ ვერ გავიგე, ასე მალევე რატო ჩადგეს?

Posted by: zeppelin3 11 Jan 2011, 11:01
გამარჯობა!დედაჩემი ავარიაში მოყვა.არაფერი დაზიანებია.ერთადერთი მკერდზე,სადაც ღვედი ქონდა გადაჭერილი სისხლჩაქცევა აქვს და გამაგრებული აქვს ის ადგილი.რომელ წამალს ან მალამოს გვირჩევდით?

Posted by: DocTemo 12 Jan 2011, 15:59
zeppelin3
ტროქსევაზინის მალამო ეფექტურია ასეთ დროს. ან ჰეპარინის მალამო. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ/

Posted by: ქეთუ 16 Jan 2011, 10:38
მარჯვენა მხარეს იღლიასა და მკერდს შორის მტკივასავით და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მკერდთანაც.
მითხრეს გაგიცივდა ალბათო, მარა 2თვეზე მეტია უკვე მაწუხებს, თან აი ოდნავ ხელი თუ მომიხვდა ისე მტკივა, ან რაიმე თუ მომხვდა საერთოდ, შემეხო.

Posted by: DocTemo 17 Jan 2011, 19:56
მასტოპათია შეიძლება იყოს, კლინიკურად გავს. მიზეზი მრავალი არსებობს. გასინჯვა ჭირდება.

Posted by: niiin_nii 17 Jan 2011, 22:12
გამარჯობათ. 3 თვეა რძე გამიშრა. და ეხლაც გამოდის ცოტა . საერთოდ არც მტკივა არც მაწუხებს მაინტერესებს საშიში ხო არაა? ან ხო არ ჩამიმაგრდება. არანაირი წამალი არ მაკვს მიღებული

Posted by: DocTemo 17 Jan 2011, 23:17
გამარჯობა. ეს ნორმალურია. ყველას ინდივიდუალურად "უშრება". ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვიტამინებია საჭირო.

Posted by: niiin_nii 18 Jan 2011, 22:52
კი უშრებათ მაგრამ პატარა 4 თვისაა და მგონი წესით უნდა მქონოდა, მაგიტომ მეშონია და რა ვიტამინებია ხო არ იციით?

Posted by: DocTemo 20 Jan 2011, 13:30
კი ვიცი smile.gif მაგრამ მამოლოგის ნახვის გარეშე არ ღირს მკურნალობა

Posted by: gzaabneuli 30 Jan 2011, 20:13
გამარჯობათ მაქვს ასეთი კითხვა: მშობიარობის შემდეგ გავიდა 3 წელი და მას შემდეგ მარჯვენა მკერდი ზალიან მტკივა.(მშობიარობის შემდეგ მომიწია რძის გაშრობა)

თან ეს ტკივილი არაა მოვლითი. სულ მტკივა

გადავიღე ეხო მაგრამ არაფერი არ აღმომაჩნდა.კიდევ რა გამოკვლევა უნდა ცავიტარო რომ გავიგო რა ხდება?


Posted by: DocTemo 1 Feb 2011, 14:52
გამარჯობათ. მამოლოგის კონსულტაცია და მკურნალობაა საჭირო.

Posted by: McCartneyGirl 7 Feb 2011, 21:25
გამარჯობათ

ვარ 23 წლის, 3 წელია დაახლოებით რაც მარჯვენა ძუძუსთავი ოდნავ "ბრტყელივით" მაქვს, ჩაბრუნება არ აღინიშნება, ძირითადად ჩვეულებრივ პოზიციაშია, წინ გამოზნექილი. შესაძლოა მე ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას და რაღაცეები მეჩვენება, არ ვიცი. სურათს ვდებ
user posted image

ეს როცა შევამჩნიე თავიდან, იმის მერე ხშირად ვაწვალებდი ამ საცოდავს და ბოლობოლო ის გამოვიწვიე რომ როგორც ერთი, ისე მეორე ძუძუსთავიდან, "წვალების" დროს დამეწყო სულ ოდნავი გამონადენი, თეთრი ფერის. სპონტანური არასოდეს არ არის ეს გამონადენი, მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა I squeeze it. (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია, ანუ როცა ხელს ვუჭერ). ეს გამონადენი არის ძალიან მცირე რაოდენობით. ხან ერთ მხარეს მაქვს ოდნავ უფრო მეტი და ხან მეორე მხარეს. ახლა ერთ მხარეს სულ ოდნავ მოყვითალო გახდა, მაგრამ სპონტანური არასიდეს არ ყოფილა და არც არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

ხო მართლა, დამავიწყდა, მკერდში არანაირი გამაგრება არ აღმენიშნება საერთოდ.

შეიძლება ეს რომ კიბო იყოს?

Posted by: DocTemo 7 Feb 2011, 22:17
McCartneyGirl
გამარჯობათ. თქვენი აღწერილობით და სურათით ეს კიბო არ არის. შეგიძლიათ დამშვიდდეთ ამ მხრივ. ხოლო იმის შესახებ თუ რა შიძლება იყოს ეს - როგორც წესი ასთი ცვლილებები ხშირია ახალგაზრდა არანამშობიარებ გოგონებში. გამონადენიც არ არის პათოლოგიური. არის ერთი რამ რაც სურათზე შევნიშნე - ოდნავი ჭარბთმიანობა და კანის ცვლილებები - ეს შეიძლება ჰიპერესტროგენიზაციის მაჩვებელი იყოს (მომატებული ქალური ჰორმონები), და მასთან იქნება დაკავშირებული დვრილის ცვლილებები და გამონადენი - არ იქნება ურიგო თუ სისხლში სასქესო ჰორმონებს გამოიკვლევთ...თუმცა აუცილებელი არ არის, რადგან მკურნალობა არ დაჭირდება ამას, თუ სხვა რამ არ გაწუხებთ ("გინეკოლოგიის" მხრივ მაგალითად) . მხოლოდ დამარბილებელი ა ვიტამინის შემცველი კრემები, და ეცადეთ არ გააღიზიანით ..and do not squeeze it! smile.gif

Posted by: McCartneyGirl 7 Feb 2011, 22:58
QUOTE (DocTemo @ 7 Feb 2011, 22:17 )
McCartneyGirl
გამარჯობათ. თქვენი აღწერილობით და სურათით ეს კიბო არ არის. შეგიძლიათ დამშვიდდეთ ამ მხრივ. ხოლო იმის შესახებ თუ რა შიძლება იყოს ეს - როგორც წესი ასთი ცვლილებები ხშირია ახალგაზრდა არანამშობიარებ გოგონებში. გამონადენიც არ არის პათოლოგიური. არის ერთი რამ რაც სურათზე შევნიშნე - ოდნავი ჭარბთმიანობა და კანის ცვლილებები - ეს შეიძლება ჰიპერესტროგენიზაციის მაჩვებელი იყოს (მომატებული ქალური ჰორმონები), და მასთან იქნება დაკავშირებული დვრილის ცვლილებები და გამონადენი - არ იქნება ურიგო თუ სისხლში სასქესო ჰორმონებს გამოიკვლევთ...თუმცა აუცილებელი არ არის, რადგან მკურნალობა არ დაჭირდება ამას, თუ სხვა რამ არ გაწუხებთ ("გინეკოლოგიის" მხრივ მაგალითად) . მხოლოდ დამარბილებელი ა ვიტამინის შემცველი კრემები, და ეცადეთ არ გააღიზიანით ..and do not squeeze it! smile.gif

დიდი მადლობა

ჰო მართლა, იმის თქმა დამავიწყდა რომ სტიმულაციის დროსაც ყოველთვის არ მაქვს გამონადენი, მხოლოდ ზოგჯერ. ეს ბოლო დღეებია მოყვითალო გახდა ოდნავ ერთ მხარეზე ეს გამონადენი და მაგიტომ დავპოსტე, შემეშინდა ცოტა არიყოს yes.gif

მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: DocTemo 8 Feb 2011, 20:15
ყვითელი იმიტომაა რომ კონცენტრირებულია. ეს პათოლოგია არ არის. ვიტამინოთერაპიით და დამხმარე საშუალებებით ეს სიმპტომი იხსნება.

Posted by: xizilala 8 Feb 2011, 23:53
რას ნიშნავს ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები მკერდზე?
* * *
დასკვნაში ასე წერია Dex- BI-RADS 3
Sin- BI-RADS 2
და რას ნიშნავს იქნებ ვინმემ ამიხსნას?

Posted by: DocTemo 10 Feb 2011, 23:49
დამაგვიანდა...ბოდიში...
ფიბროზულ-ცისტოზური არის სარძევე ჯირკვლის მდგომარეობის აღწერა. იმის დასადგენად არის თი არა ეს პათოლოგია მნიშვნელობა აქვს ასაკს, კისტების ზომას.. Dex- BI-RADS 3 - ნიშნავს მარჯვენა მკერდში დასაზუსტებელ კათილთვისებიან ცვლილებებს Sin- BI-RADS 2 - მარცხენა მკერდში კეთილთვისებიან ცვლილებებს. (ანუ პირველიდან სამამდე კეთილთვისებიანი ცვლილებებია, 4 დან 6 მდე ავთვისებიანის შემთხვევაში იწერება)

Posted by: lal77 19 Feb 2011, 18:37
მაქვს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, მარცხენა მკერდში მესინჯება გამაგრება. წლების განმავლობაში ვმკურნალობდი, ვსვამდი დუფასტონს, რადგან პროგესტერონიც დაბალი მაქვს, ვიღებდი კასტაგნუსსაც. ექოსკოპიის მიხედვით ცვლილებები არ მაქვს. შეიძლება ეს მუცლის მოშლის მიზეზი იყოს.

Posted by: cesdeba 21 Feb 2011, 17:46
დისკომფორტის შეგრძნება მაქვს მარცხენა მხარეს, მკერდთან და თითქოს ნეკნებთანაც, მიყვება გვერდს ზურგისკენ და მთლიან მარცხენა მკლავში მუდმივის ძალის გამოცლის, წვის და დაღლილობის შეგრძნება. შეიძლება ეს იყოს მასტოპატიის სიმპტომი? ნეკნთაშუა ნევრალგიის ბრალი იყო, ვიმკურნალე, მაგრამ თვეები გადის და ისევ მაქვს ეს შეგრძნებები. მგონია რომ ნეკნები არაფერ შუაშია.

Posted by: DocTemo 21 Feb 2011, 22:06
lal77
QUOTE
შეიძლება ეს მუცლის მოშლის მიზეზი იყოს

კი შეიძლება.

cesdeba
ძალიან გავს ვერტებრულ სიმპტომებს, ანუ გამოწვეულს ხერხემლისგან. მასტოპათიისთვის დამახასიათებელი არ არის

Posted by: lal77 22 Feb 2011, 10:03
ბოდიშით, დაზუსტება მინდა, ვიცი, რომ მოშლას პროგესტერონის დაქვეითება იწვევს, მაგრამ თუ აიწევს, მასტოპათია შეიძლება მაინც გახდეს მოშლის მიზეზი?

Posted by: DocTemo 22 Feb 2011, 16:23
lal77
მე ეტყობა არაწორად გავიგე თქვენი კითხვა. თქვენ შემეკითხეთ პირველად - თუ შეიძლება მასტოპათიამ მუცლის მოშლა გამოიწვიოს? თუ ასეა - მაშინ ჩემი პასუხია - არა (მე მეგონა პირიქით - თუ შეუძლია მუცლის მოშლამ მასტოპათია გამოიწვიოს - ამიტომ გიპასუხეთ - "შეიძლება"). ასე რომ მასტოპათია არასდროს არ იწვევს აბორტს. აქ სულ სხვა მიზეზებია. მასტოპათია თვით, არის შედეგი, ჰორმონალური დისბალანსისა. პრინციპში მან ვერაფერს ცუდს ვერ გამოიწვევს სხვა ორგანოებში.

Posted by: EMOziko 27 Feb 2011, 12:59
ახლობელს გამოუწერეს წამალი "Mamoleptin" და ვერ იშოვა. სად შეიძლება ამის ყიდვა საქართველოში? როგორც ნეტში ვნახე ჩინური ტრადიციული მედიცინის წამალია და რამდენად კარგია? რომელი ალტერნატივა ჯობია? არ ვარ გარკვეული ამ საკითXებში და შეიძლება ცოტა ცუდად ვსვამ კითხვას რავი sad.gif

Posted by: DocTemo 28 Feb 2011, 13:42
გამარჯობა. მამოლეპტინი როგორც ვიცი თავისუფლად იყიდება ჩვენთან... ეს უფრო ჰომეოპათიური პრეპარატია, ვიდრე ჩინური. მასტოპათიის დროს ხშირად ინიშნება და ეფექტურია. მასტოდინონით შეიძლება შეცვლა, ოგონდ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით

Posted by: ketaketa 1 Mar 2011, 19:17
გამარჯობა მომეშალა დაახლოებით 4 კვირის მუცელი ამასობაში მკერდი საკმაოდ გამეზარდა ანუ ხსენი ჩ ადგა ხო ალბათ ცოტა ხოდა ეხლა ეს ხსენი თავისით გამოვა მკერდიდან თუ რამე უნდა პროცედურა გამარკვიეთ რა არ მინდა ვინმემ ხელზე დამიხვიოს sad.gif

Posted by: DocTemo 1 Mar 2011, 19:56
გამარჯობათ. როგორც წესი ეს თავისით გაივლის. დვრილიდან გამონადენი არის რამე?

Posted by: ketaketa 1 Mar 2011, 20:15
დიდი მადლობა , არა არანაირი

Posted by: SuperGirl 2 Mar 2011, 04:12
რა საინტერესო თემაა :-) და რა კარგია როდესაც ინსტანტ პასუხია პროფესიონალისგან smile.gif რესპექტს

ესეც ჩემი შეკითხვა
მკერდი მტკივა ალბათ 15 წლიდან smile.gif გათხოვებამდე, გათხოვების შემდეგ, ბავშვის გაჩენამდე და გაჩენის შემდეგ

მამოლოდთან და ექოსკოპიაზე ვიყავი რამდენჯერმე, ბოლო ექოსკოპია დაახლოებით ერთი თვის წინ და ყველა მეუბნება მასტოპატიაა და არაფერი არ გჭირს თუ გინდა ბუნებრივ ჰორმონს დაგინიშნავთ 3 თვით რომ ტკივილმა გაგიაროს და მეტი არაფერიო, რაღაც პერიოდში კიდევ აგტკივდება და კიდევ მოგიწევს 3 თვე ამ ბუნებრივი ჰორმონის დალევაო
არ შეიძლება ამის მკურნალობა? მართლა არაა საშიში? sad.gif
10 წელია უკვე მაწუხებს და სულ მგონია რომ ცუდი დიაგნოზით დამიმთავრდება სიცოცხლე smile.gif

Posted by: Natuka NGN 2 Mar 2011, 12:01
SuperGirl
თემო შემოვა და გიპასუხებს დაწვრილებით. ფარისებრი ნახე, არ გქონდა რაიმე ფუნქციური დარღვევა.

Posted by: DocTemo 2 Mar 2011, 14:31
ketaketa
არ მგონია რაიმე საჭირო იყოს.

SuperGirl
QUOTE
რა საინტერესო თემაა :-) და რა კარგია როდესაც ინსტანტ პასუხია პროფესიონალისგან. რესპექტს

სენქიუ smile.gif
მასტოპათია თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უკვე ნიშნავს რომ რაღაცა ჭირს ადამიანს.... არაფერი რომ იყოს, არც ტკივილი იქნებოდა.... ეს მდგომარეობა უმეტესად გამოწვეულია - ვიტამინების ნაკლებობით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით (როგორც უკვე თქვა ნათუკამ), და ჰორმონალური დისბალანსით. ეს სფეროები როგორც წესი გამოსაკვლევია, თუ ეფექტური მკურნალობა გვინდა... მე როგორც წესი, თუ დარღვევები კლუნუკურად არ ვლინდება, ვნიშნავ ვიტამინებს, იოდის პრეპარატს, და დოფამინის რეგულატორს (ალბათ რომელსაც თქვენ ბუნებრივ ჰორმონს უწოდებთ, თუმცა ასეთი ბუნებრივი ჰორმონი არ არსებობს)... თუ ტკივილი 2 თვეში შემცირდა, მკურნალობა გრძელდება, თუ არ არის ეფექტი - გაღრმავებული კვლევაა საჭირო.
პრინციპში, ისეთ მდგომარეობამდე უნდა მიხვიდეთ, რომ ტკივილი არ გაწუხებდეთ და ეს შესაძლებელია, და არ უნდა ინერვიულოთ, რადგან ნერვიულობა თვით იწვევს მასტოპათიას.

Posted by: SuperGirl 2 Mar 2011, 15:24
DocTemo
მადლობაააააა
წავედი ისევ ვეხვეწო ექიმებს გამომიკვლიონ biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 2 Mar 2011, 16:13
SuperGirl
ჯერ ენდოკრინოლოგთან მიდი და იმან დაიწყოს კვლევა.

Posted by: shilaida 2 Mar 2011, 19:57
გამარჯობა
პროფილაკტიკის მიზნით მინდა მამოლოგთან კონსულტაცია!
ვისთან მირჩევთ მისვლას?არანაირი ჩივილი არ მაქვს.
მადლობა წინასწარsmile.gif

Posted by: DocTemo 2 Mar 2011, 23:10
Natuka NGN-ს ეცოდინება smile.gif

Posted by: allie kraft 3 Mar 2011, 00:51
სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია ციკლის რომელ დღეს არის უფრო ინფორმატიული?და კიდევ მაინტერესებს ცისტური ფიბროზი რა დიაგნოზია?რა იწვევს?მე დამიწერა ექიმმა კითხვის ნიშნით ორივე,ცისტური ფიბროზი და ფიბროადენომა.

Posted by: agr_bak 3 Mar 2011, 02:33
shilaida
QUOTE
ვისთან მირჩევთ მისვლას?

ციხისელთან.


Posted by: DocTemo 3 Mar 2011, 09:28
ციკლის მე 5-7, მაქსიმუმ მე10 დღეს. ეს ყველაზე ოპტიმალური პერიოდია. ესეთი მდგომარეობა ხელით ნაკლებად ეფექტურად ფასდება. ამიტომ დაველოდოთ ექოსკოპიის ჩატარებას და შემდეგ ვისაუბროთ ცისტებზე და ფიბროადენომებზე smile.gif

Posted by: allie kraft 3 Mar 2011, 17:03
DocTemo

ექოზე და მიწერეს ეგ პასუხი.ოგონდ მეორე ფაზაში გავიკეთე ექო.ციხისელმა კიდე ხელით რო გამსინჯა არაფერი არაა ეგ,თუ ტკივილი გაქვს პროჟესტოჟელი წაისვი და ეგააო.დავიბენი,რა ვქნა ვერ გავიგე

Posted by: DocTemo 4 Mar 2011, 23:44
allie kraft
ალბათ ეს სწორი გზაა... პრინციპში ექოსკოპიის თავიდან გაკეთების აუცილებლობაა არ არის

Posted by: kiwiii 5 Mar 2011, 11:44
მაქვს ფიბროადენომატოზი ,კისტა ზომით 2,2სმ ანთებითი ინფილტრატის ფონზე.მითხრეს უნდა ამოიკვეთოსო.როგორ მოვიქცე? ველი პასუხს

Posted by: Natuka NGN 6 Mar 2011, 13:49
თემო ექიმი ალბათ ხვალამდე ვერ იქნება ნეტში, საერტაშორისო კონფერენციაზეა. kiwiii მოვა და გიპაუსხებთ...

Posted by: DocTemo 7 Mar 2011, 13:34
გამარჯობათ. სამწუხაროდ სორს ვიყავი ინტერნეტისგან და პასუხი დამაგვიანდა.
თუ ანთებითი ინფილტრაციის ფონზეა, ვფიქრობ შეიძლება პუნქციის გაკათება და ამოქაჩვა ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. თუ ისევ დაგროვდება, შემდეგ შეიძლება ფიქრი ამოკვეთაზე. აქვს ასევე მნიშვნელობა ასაკს და ექოსკოპიურ აღწერილობას.
* * *
PS ახლა ვნაზე Natuka NGN-ს მხარდამჭერი წერილი smile.gif ნამვილად კონფერენციაზე ვიყავი, ბაკურიანში...მეგონა რომ სასტუმროში ინტერნეტი იქნებოდა და იქ შემოვიხედავდი, ამიტომ არ მომიწერია წინასწარ...

Posted by: kiwiii 8 Mar 2011, 00:56
DocTemo გავიკეთე მამოგრაფია სადაც მიწერია-სტრუქტურა: ფიბროზულ-კისტოზური ცვლილებების ფონზემარცხნივ წინ და ცენტრალურად ისახება მოცულობითი წარმონაქმნი 2,2 სმ.არაჰომოგენური,სწორი ალაგ-ალაგ წაშლილი კონტურით,პერიფოკალური ინფილტრატით.
სისხლძარღვოვანი სურათი-,არეოლა,დვრილი -უცვლელი. ასაკი 43წელი

Posted by: DocTemo 8 Mar 2011, 11:06
kiwiii
QUOTE
მოცულობითი წარმონაქმნი 2,2 სმ.არაჰომოგენური,სწორი ალაგ-ალაგ წაშლილი კონტურით,პერიფოკალური ინფილტრატით.

ექოსკოპია არ გააკეთეს? მაშინვე აუცილებელი იყო ექოსკოპია. შემდეგ პუნქცია და უკეთესი - რომ პუნქცია ექოსკოპიური კონტროლის ქვეშ გაკეთდეს. მამოგრაფიით კისტა არის თუ არა არ წერია, დასკვნაში, როგორც მე ვხვდები... სურათები არ მოგცეს ელექტრონული ფირმით? თუ გაქვთ, აქ დადევით და ვნახავ.

Posted by: kiwiii 8 Mar 2011, 14:46
ფიბროადენომატოზი ,კისტა ზომით 2,2სმ ანთებითი ინფილტრატის ფონზე აი ეს არის დასკვნა. თქვენ მამოგრაფიის სურათებზე მეუბნებით?
[b]DocTemo[/

Posted by: DocTemo 9 Mar 2011, 11:48
kiwiii
QUOTE
ფიბროადენომატოზი ,კისტა ზომით 2,2სმ ანთებითი ინფილტრატის ფონზე აი ეს არის დასკვნა

ეს ექოსკოპიის დასკვნაა?

QUOTE
თქვენ მამოგრაფიის სურათებზე მეუბნებით?

დიახ.

თუმცა თუ ექოსკოპიის პასუხი ისეთია, რაც მომწერეთ ბოლო წერილში, მაშინ ნამდვილად პუნქციიდან უნდა დაიწყოთ, შესაძლებელია ამოვიდეს შიგტავსი და გაიწოვოს. თანაც გამოკვლევა (ციტოლოგიური) აუცილებელია.

Posted by: xubuebi12 15 Mar 2011, 21:01
მამოლოგი კაცის ექიმი მეგონა მე :|

Posted by: DocTemo 16 Mar 2011, 11:10
ნამდვილად, ქალის ექიმს - დედოლოგი ენდა ერქვას smile.gif

Posted by: _Sophie_ 26 Mar 2011, 20:41
თუ ვინმემ იცით, იქნებ მიპასუხოთ, ლაზერული ეპილაცია იღლიაში არის თუ არა რეკომენდირებული, შესაძლოა ჯირკვალზე გართულება გამოიწვიოს?

Posted by: zedka 27 Mar 2011, 02:31
აი მე კიდევ მაინტერესებს მკერდზე თუ შეიძლება ეპილაცია ? 6-7 ღერი იქნება სულ და ლაზერული ეპილაციის გაკეთება ,რაიმე სახის გართულებას ხომ არ გამოიწვევს ?

Posted by: DocTemo 27 Mar 2011, 15:01
_Sophie_
QUOTE
ეპილაცია იღლიაში არის თუ არა რეკომენდირებული, შესაძლოა ჯირკვალზე გართულება გამოიწვიოს?

იმდენად ფართედ გამოიყენება რომ რეკომენდაციებზე ლაპარაკი ზედმეტია... თუმცა ყველაფერი ბუნებრივია მხოლოდ სასარგებლო და არაბუნებრივი ყიველთვის უფრო ცუდია - არჩევანი თქვენზეა smile.gif ჯირკვალს რაც შეეხება, რომელს გულისხმობთ? სარძევეს თუ ლიმფურს? სარძევეზე არ იმოქმედებს, ლიმფურის ანთების გამოწვევა კი შეუძლია, ოგონდ ეს იშვიათია.
zedka
QUOTE
კერდზე თუ შეიძლება ეპილაცია ? 6-7 ღერი იქნება სულ და ლაზერული ეპილაციის გაკეთება ,რაიმე სახის გართულებას ხომ არ გამოიწვევს ?

ვერ ხვედავ პრობლემას ამაშიც... როგორ გგონიათ, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: _Sophie_ 27 Mar 2011, 20:09
DocTemo გმადლობთ პასუხისთვის, ლიმფური ჯირკვალი ვიგულისხმე. რომელიც შესაძლოა იღლიაში ლაზერული ეპილაციის დროს გაღიზიანდეს.

Posted by: DocTemo 30 Mar 2011, 17:38
_Sophie_
რისკი იმდენად მცირია რომ შეიძლება და ყველა იკეთებს smile.gif

Posted by: _Sophie_ 31 Mar 2011, 20:21
DocTemo
გმადლობთ .

Posted by: Charlotta Rossi 2 Apr 2011, 02:00
იცით რა მაინტერესებს მკერდის გაზრდა რო ხდება რაღაც მასაჟებით 'კუნთის ხარჯზე' უსაფრთხოა? მე მაინც მგონია რო შეიძლება რაღაც აიკიდო არა?

Posted by: DocTemo 2 Apr 2011, 22:55
Charlotta Rossi
უსაფრთხოა სრულიად...მგრამ მცირედ ეფექტურია
ოღონდ არა მასაჟებით, არამედ ვარჯიშით

Posted by: m-t-g 3 Apr 2011, 12:09
გამარჯობათ. ორსულობის მერე დამემართა მასტიტი ცალ მკერდზე მოვირჩინე მაგრამ ცალი Mკერდი საგრძნობლად დამიპატარავდა და გამიფუჩდა ჯერ 4 თვე გავიდა და პლასტიკური ოპერაციის გარეშე შესაძლოა რო გამომისჭორდეს მდგომარეობა?

Posted by: DocTemo 3 Apr 2011, 21:36
m-t-g
QUOTE
პლასტიკური ოპერაციის გარეშე შესაძლოა რო გამომისჭორდეს მდგომარეობა?

სამწუხაროდ ვერა

Posted by: Charlotta Rossi 4 Apr 2011, 23:08
QUOTE
ოღონდ არა მასაჟებით, არამედ ვარჯიშით

არა ეს რაღაც თერაპიაა ჩემმა დაქალმა მითხრა ვაკუუმით თუ არ ვცდები და არა ვარჯიში..ამიტომ მაინტერესებს უსაფრთხოა თუ არა... rolleyes.gif

Posted by: DocTemo 5 Apr 2011, 22:33
უაზრობაა... ბოდიშით ...მაგრამ სხვანაირად ვერ ვთქვი...

Posted by: tsqnafo 6 Apr 2011, 14:02
გამარჯობა.
იცით რა მაინტერესებს: თუკი ფიბროადენომა ამოკვეთილია და საბოლოო ანალიზმაც აჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგშია, რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ხელახალი ადენომა მკერდში? რა არის ამის მიზეზი?

Posted by: DocTemo 6 Apr 2011, 15:36
tsqnafo
გამარჯობათ
ფიბროადენომის ამოკვეთა და პასუხიც არ გულისხმობს იმას რომ ფიბროადენომა მკერდში არ წარმოიშობა ან ის რომელიც მცირე დარჩა არ გაიზრდება.... ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, გენეტიკურზე, ჰორმონებზე, საკვებზე, ვიტამინებზე... ანუ ამოკვეთა - კონკრეტული ფიბროადენომისგან განკურნებაა და არა მთლიანად მკერდის...
გაჩნდა ახალი?

Posted by: tsqnafo 6 Apr 2011, 15:42
DocTemo
კი, გაჩნდა. ძალიან პატარა. მკურნალობის შემდეგ აღარც ხელით ისინჯებოდა, არც ტკივილები იყო. წამლის მიღებიდან სადღაც 4 თვეში ტკივილები ისევ დაიწყო. ხელით ვერ ვსინჯავ, თუმცა ტკივილი მაქვს შეხებისას.
გენეტიკურად არ მაქვს, ჰორმონები წესრიგში მაქვს, თუ ჩიყვს გულისხმობთ. საკვებზე და ვიტამინზე რა მოგახსენოთ, ძალიან დაძაბული რეჟიმი მაქვს ზოგადად, სულ დაღლილი ვარ. ამის ბრალი იქნება?

Posted by: tamunia891 6 Apr 2011, 17:41
DocTemo

სალამი, მაინტერესებს პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მკერდის ზომის გაზრდის მიზნით თუ ქმნის რაიმე პრობლემას? ვგულისხმობ, თავად ჯირკვლებისთვის თუ არის საზიანო?

Posted by: tsqnafo 8 Apr 2011, 11:11
არ ჩანს პასუხი ისევ? sad.gif სად არის ჩვენი ექიმი?

Posted by: DocTemo 8 Apr 2011, 21:22
გამარჯობათ. მძიმე მორიგეობა მქონდა.... ბოდისჰი დაგვიანებისთვის...
tsqnafo
გასაგებია. Fიბროადენომის ისევ "გაჩენა" სესაძლებელია... თუმცა არაა აუცილებელი რომ თქვენ ფიბროადენომა გქონდეთ ახლა ისევ... გამოკვლევაა საჭირო - ექოსკოპია.

tamunia891
QUOTE
პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მკერდის ზომის გაზრდის მიზნით თუ ქმნის რაიმე პრობლემას? ვგულისხმობ, თავად ჯირკვლებისთვის თუ არის საზიანო?

ღტული სათქმელია რამდენად საზიანო შეიძლება იყოს...მაგრამ ფაქტია რომ ეს ზიანი ძალზედ მცირეა (თუ ასეთი არსებობს)... და "ცუდ" დაავადებებს არ იწვევს... მე როგორც ვიცი ასეთი სერიოზული გამოკვლევები არსებობს...

Posted by: tsqnafo 9 Apr 2011, 13:18
DocTemo
ჰო, ორშაბათს ჩამწერეს ექოსკოპიაზე

Posted by: tamunia891 9 Apr 2011, 14:40
DocTemo
QUOTE
ღტული სათქმელია რამდენად საზიანო შეიძლება იყოს...მაგრამ ფაქტია რომ ეს ზიანი ძალზედ მცირეა (თუ ასეთი არსებობს)... და "ცუდ" დაავადებებს არ იწვევს... მე როგორც ვიცი ასეთი სერიოზული გამოკვლევები არსებობს...


ძალიან კარგი, თუ ასეა smile.gif)) მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: SuperGirl 11 Apr 2011, 13:16
ბიოფსიას რა შემთხვევაში ნიშნავენ?

კონკრეტულად ადგილი ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ სად ჯობია ამ ანალიზის აღება

Posted by: DocTemo 12 Apr 2011, 19:48
SuperGirl
რის ბიოფსიაზეა საუბარი?

Posted by: Splash 13 Apr 2011, 15:33
DocTemo
გამარჯობათ. პირველ რიგში, მადლობა ასეთი ინიციატივისთვის. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: დაახლოებით 1 კვირაზე მეტია იღლიის ფოსოში შევნიშნე პატარა ,,შარიკივით". ვიყავი მამოლოგთან და შეიძლება ეპილატორის გამოყენების ბრალია და თმა ჩაბრუნდაო. გარეგნულად აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ ეტყობა. თუ არ გაგივლის 2 კვირაში, ეხო გადაიღე და ისე მოდიო. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად საყურადღებოა? რამდენიმე წლის წინ გაკეთებული მაქვს ფიბროადენომის ოპერაცია მკერდზე, რომელიც რამდენიმე მილიმეტრიანი იყო, თუმცა გამაგრება კიდევ დამრჩა მკერდში იმის შემდეგ.

Posted by: natia_m77 13 Apr 2011, 21:32
DocTemo
მეც იგივე პრობლემა მაქვს, "შარიკი" იღლიის ფოსოში, თან საკმაოდ მტკივნეული. მკერდიც მტკივნეულია შეხებით.

მაქვს აუტოიმუნური თირეოდიტი, ჰიპოთირეოზი.

შეიძლება ეს ორი პრობლემა დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან? მამოლოგთან უნდა მივიდე თუ ენდოკრინოლოგთან?

Posted by: DocTemo 14 Apr 2011, 18:12
ნაკლებად სავარაუდოა რომ დაკავშირებული იყოს. მამოლოგს უნდა ეჩვენოთ

Posted by: Leo woman 14 Apr 2011, 22:52
მე მქონდა რამოდენიმე წლის წინ სწორედ ესეტი პატარა შარიკი თვითონ მკერდში. უნდა გითხრათ რომ მეც ეპილატორს მოვიხმარდი იმ პერიოდში...მაშIნ ექიმმა არ გმიკეტა მამოგრამა(ესე ქვია მგონი), გატხოვილი არ ხარ და არ შეიზლებაოsmile.gif მერე მეთვითონ მივედი იმ აზრამდე რომ ეპილატორი ხომ არ არის მიზეზი.. და შევწყვიტე მისი მოხმარება და ეხლა აგარ მაქვს და რავიცი...smile.gif

Posted by: Natuka NGN 15 Apr 2011, 00:13
QUOTE
გატხოვილი არ ხარ და არ შეიზლებაო

რაო? biggrin.gif

Posted by: DocTemo 15 Apr 2011, 00:24
Splash
2 კვირაში არ მგონია რომ გაიაროს... ექო ახლაც რომ გადაიღოც ცუდი არ იქნება. ხშირად მაქ არის საოფლე ჯირკვლის დახშობა ანთება..
QUOTE
თუმცა გამაგრება კიდევ დამრჩა მკერდში იმის შემდეგ.

მკერდიც გამოსაკვლევია (თუ მანამდე არ იყო გამოკვლეული ოპერაციის შემდეგ)


QUOTE
ექიმმა არ გმიკეტა მამოგრამა(ესე ქვია მგონი), გატხოვილი არ ხარ და არ შეიზლებაო

კაი კიდე არ გააკეთა თორემ ვეგარ გათხოვდებოდით smile.gif

Posted by: tsqnafo 15 Apr 2011, 13:15
QUOTE (Leo woman @ 14 Apr 2011, 21:52 )
გატხოვილი არ ხარ და არ შეიზლებაოsmile.gif

ჰაა? eek.gif

რამდნეი წლის ხარ? მე როგორც ვიცი, 35 წლის მერე კეთდება მამოგრაფია, მანამდე ექოს იკეთებენ.

ჰო, მოკლედ, ვიყავი მე ექოსკოპიაზე, რასაკვირველია, მაქვს ეს ფიბროადენომა ისევ. ცოცხალი თავით არ ვიჭრი, დავიღალე cry.gif

Posted by: Leo woman 15 Apr 2011, 14:17
Natuka NGN
tsqnafo
ხო ესე მითხრესbiggrin.gif ანუ ძუძუ არ გიწოვებია ბავშვისთვის და ადრეა ეგ ჟერ შენთვისო......smile.gif მაშინ 24 წლის ვიყავი

Posted by: tsqnafo 15 Apr 2011, 15:21
Leo woman
ზოგი სულ ხელოვნური კვებით ზრდის ბავსჰვს, რა შუაშია-თქო, გეთქვა biggrin.gif

Posted by: Leo woman 15 Apr 2011, 15:43
tsqnafo
სიმართლე გითხრა ისე არ მინდოდა გაკეთება რომ რახან იქედან გამოვახწიე ვინ დაეძებდა რა მითხრაbiggrin.gif...ძალით წამიყვანეს მაშინაც ექიმთანbiggrin.gif

Posted by: Splash 16 Apr 2011, 02:20
Leo woman
ნამდვილად 35 წლის ზემოთ კეთდება, თორე გათხოვილობა არაფერ შუაშია მამოგრამის გადაღებასთან.

DocTemo
დეზოდორანტებსაც ხშირად ვხმარობ. თითქმის ყოველ დღე და ეგეც ხომ არ შეუწყობდა ხელს თუ საოფლე ჯირკვლის დახშობაა? რამდენად სერიოზულია და რა სახის ინტერვენციას საჭიროებს? მეც ვფიქრობ , რომ არ გაიწოვება ასე მალე. ახლა კიდევ მოვსინჯე, კანი გამოვწიე და კანს მოყჰვება ეს შარიკი ანუ ღრმად არ არის ხორცში.

მკერდი ოპერაციის შემდეგ მაქვს გამოკვლეული და მამოლოგმა მირჩია პერიოდულად გადავაკონტროლო, თუმცა დიდი ხანია არ შემიმოწმებია. ახლა თან ბავშვს ძუძუს ვაჭმევ და როგორც ვიცი ეს ხელს უწყობს გაწოვას და ცოტაც დავიცდი. თუ ფიქრობთ რომ ესეც ვაჩვენო ბარემ მამოლოგს?
* * *
tsqnafo
ბიოფსია გაიკეთე მაინც, რომ მშვიდად იყო და პერიოდულად აკონტროლე.

Posted by: DocTemo 16 Apr 2011, 10:14
Splash
QUOTE
ახლა კიდევ მოვსინჯე, კანი გამოვწიე და კანს მოყჰვება ეს შარიკი ანუ ღრმად არ არის ხორცში.

ეს იმის მაჩვენებელია რომ საოფლე ჯირკვლისაა ეგ. როგორც წესი იქ ან სითხე ან უფრო მკვრივი, ცხიმისმაგვარი ნივთიერება გროვდება.
QUOTE
დეზოდორანტებსაც ხშირად ვხმარობ. თითქმის ყოველ დღე და ეგეც ხომ არ შეუწყობდა ხელს თუ საოფლე ჯირკვლის დახშობაა?

შესაძლებელია... მაგრამ სხვა ბევრი ფაქტორიც არსებობს.
QUOTE
რამდენად სერიოზულია და რა სახის ინტერვენციას საჭიროებს?

მე ისეთი აზრი მნაქვს რომ არაფერი არ არის საჭირო ამ ჯამს, მითუმეტეს თუ ძუძუს აწოვებთ ბავშვს. იყოს ჯერ. ლაქტაციას რომ დაამტავრებთ შემდეგ გამოიკვლიეთ ის წარმონაქმნი და მკერდიც. გააკონტროლეთ პერიოდულად თქვენივე ხელით რომ არ იზრდებოდეს ძალიან და ექიმთან რიგგარეშე მიდით ტუ გაწითლდა ან აგტკივდათ - ანთება თუ დაიწყო... თუმცა ესეც არ არის საშიში და მალე რჩება.
....მაგრამ...თუ ფსიქოლოგიურად ძალიან შეგაწუხა შეგიძლია მიხვიდე ქირურგთან - გაგიყუჩოს ადგილობრივად, გაგიკვეთოს და 3 დღეში მორჩება.
QUOTE
tsqnafo
ბიოფსია გაიკეთე მაინც, რომ მშვიდად იყო და პერიოდულად აკონტროლე.

ბიოფსიის არანაირ საჭიროებას მე ვერ ვხედავ...

Leo woman
QUOTE
ხო ესე მითხრეს ანუ ძუძუ არ გიწოვებია ბავშვისთვის და ადრეა ეგ ჟერ შენთვისო......

არარნაირი ლოგიკა არ ჩანს მაგ ნათქვამში სამწუხაროდ...ასეთს ექიმები არ უნდა ამბობდნენ....
მამოგრაფია მაგ ასაკში იშვიათად კეთდება მკერდის ანატომიიდან გამომდინარე - ახალგაზრდებში ის მკვრივია, და მამოგრაფიაზე კარგად არ ჩანს, ამ დროს გაცილებით უფრო ეფექტური და ინფორმაციულია ექოსკოპია...ესაა და ეს.
თუ საჭიროა და ნაჩვენებია მამოგრაფია ნებისმიერ ასაკში უნდა გაკეთდეს.

tsqnafo
QUOTE
მაქვს ეს ფიბროადენომა ისევ. ცოცხალი თავით არ ვიჭრი, დავიღალე

რა ზომისაა? როგორია ექოზე აღწერილობა?
თუ ნაჩვენებია ამოკვეთა უნდა ამოიკვეთოთ...

Posted by: Splash 17 Apr 2011, 14:03
DocTemo
ზუსტად ცხიმგროვა აღმოჩნდა. რომ მოვუჭირე თითები თეთრი ფერის ცხიმი გამოვიდაsmile.gif ექიმთან მისვლა მაინც საჭიროა თუ არა?

რაც შეეხება მკერდს, ეს სიმაგრეიქედან მოყოლებული მაქვს, ფიბროადენომაზე რომ გავიკეთე ოპერაცია. უბრალო სიმაგრეა.

დიდი მადლობა!

Posted by: DocTemo 17 Apr 2011, 22:36
Splash
QUOTE
ექიმთან მისვლა მაინც საჭიროა თუ არა?

გილოცავთ. თქვენ თქვენივე თავი მოირჩინეთ smile.gif აწე მაგონი აგარაა საჭირო ექიმთან მისვლა მაგის გამო... მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, დაგროვება იცის ხელმეორედ ზოგჯერ.

Posted by: Splash 18 Apr 2011, 11:56
DocTemo
მადლობა კიდევ ერთხელ!

Posted by: pumpuliko 19 Apr 2011, 00:55
DocTemo
გამარჯობა
ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ აღმოვაჩინე თუ შეგიძლიათ მითხრათ ან მირჩიოთ , იღლიაში რამდენად უსაფრთხოა ელექტრო (ნემსის) ეპილაციის გაკეთება. მე რამდენადაც მითხრეს ნემსი ისე გრმად არ ჩადის კანქვეშ რო რამე დააზიანოს .თქვენ როგორ მირჩევთ
მადლობა წინასწარ

Posted by: tsqnafo 19 Apr 2011, 14:00
DocTemo
ასე გადაჭრით არ უთქვამთ და არ გავრიკსე

Posted by: nit123 19 Apr 2011, 15:03
თუ შეიძლება მითჴრათ, ციკლის მოსვლამდე, 12-14 დღით ადრე მტკივა მკერდი, იღლიის არეში, მისივდება და უსიამოვნოა ხელის შეხების დროს. ციკლის შემდეგ 2 კვირა აღარ აღმენიშნება მსგავსი სიმპტომები....
....და კიბო მაქვს?
weep.gif gigi.gif

Posted by: DocTemo 19 Apr 2011, 18:26
pumpuliko
QUOTE
ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ აღმოვაჩინე თუ შეგიძლიათ მითხრათ ან მირჩიოთ , იღლიაში რამდენად უსაფრთხოა ელექტრო (ნემსის) ეპილაციის გაკეთება

ჩემთვის საკმაოდ რთულია ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, რადგან არ მქონია შეხება ამ მეთოდთან...თუმცა ამ მეთოდის გართულებითაც არავინ მოსულა ჩემთან... ჩემი პირადი აზრია ის რომ უსაფრთხოა.

nit123
QUOTE
ციკლის მოსვლამდე, 12-14 დღით ადრე მტკივა მკერდი, იღლიის არეში, მისივდება და უსიამოვნოა ხელის შეხების დროს.

ეს კიბოს სიმპტომები არ არის. მასტოპათიის სიმპტომებია. ბევრის აქვს ასე.
* * *
tsqnafo
QUOTE
ასე გადაჭრით არ უთქვამთ და არ გავრიკსე

გადაჭრით გაჭრა არ უთქვამთ, თუ არგჭრა გადაჭრით არ უთქვამთ? smile.gif

ზომები არ მომწერეთ.... ესაა განმსაზღვრელი ოპერაციისთვის.... ანუ გადაჭრა გადმოჭრაზე არაა საერთოდ მედიცინა (უმრავლეს შემთხვევაში) - ან ნაჩვენებია, ან არა.

Posted by: Antonio Montana 23 Apr 2011, 00:15
თუ ამერია ნუ ჩამქოლავთ

ძუძუსთავებიდან რაღაც უფერული სითხე გადმოდის გოგოს და რა ჭირს ?

თავს იკლავს ორსულად ვარო

სექსი ბოლოს 4 თვის წინ ჰქონდა და არის შანში ან სიმპტომი იმისა რომ ორსულადაა ?


პ/ს/ მე ბიჭი ვარ და არ მაწუხებს ასეთი რამეები biggrin.gif

Posted by: DocTemo 25 Apr 2011, 22:25
Antonio Montana7_7_7
4 თვის ორსულისთვის "какраз" დამახასიათებელია ეს...

Posted by: buub 27 Apr 2011, 15:01
DocTemo
გამარჯობათ!
ამ ბოლო დროს ტკივილი დამეწყო ამ წერტილში და თუ შეიძლება ასე ზედაპირულად რამის თქმა რისი ბრალია?ან თუ საჭიროა რა გამოკვლევააა ჩასატარებელი?

Posted by: meraiamer 27 Apr 2011, 20:36
DocTemo
გამარჯობათ,ძალიან მიხარია რომ ეს თემა არსებობს...
მეც მსგავსი შეკითხვა მაქვს თქვენთან როგორიც buub ... მაქვს მასტოპატია,ვიმკურნალე,მაგრამ ეს დღეებია დამეწყო ისევ ტკივილი,არის თუ არა საშიში?და ისევ იმდენი წამალი უნდა დავლიო?? sad.gif sad.gif sad.gif



Posted by: DocTemo 28 Apr 2011, 00:40
buub
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო კიტხვის თვალსაჩინოება...ძალიან მომეწონა, კარგი მოფიქრებულია, თანაც მხატვრული smile.gif
რაც შეეხება ტკივილს, ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა და არ არის აუცილებელი რომ პათოლოგიის გამო იყოს. ძუძჲ საერთოდ ძალიან მგრძნობიარეა მრავალი ფაქტორის მიმართ, დაწყებული ჰორმონალურიდან, დამთავრებული ნერვიულობით... ნახეთ ხელით ეს ადგილი და მტელი მკერდი. როგორ კეთდება ტვითგასინჯვა ალბათ ნანახი გაქვთ (თუ არა - აქ ნახეთ http://www.youtube.com/watch?v=XxIuEnYlB3I&feature=player_embedded), თუ რაიმე შეამჩნიეთ უჩვეულო ან თუ ტკივილი მეორდება უნდა ეცვენოთ მამოლოგს და გადაიღოთ ექოსკოპია.
meraiamer
QUOTE
მაქვს მასტოპატია,ვიმკურნალე,მაგრამ ეს დღეებია დამეწყო ისევ ტკივილი,არის თუ არა საშიში?და ისევ იმდენი წამალი უნდა დავლიო??

მასტოპათია არ არის ისეთი რამ რაც ერთჯერადი მკურნალობით იკურნება... როგორც წესი რამდენიმე კურსი ჭირდება ბალანსირებული თერაპიისა. რამდენი წამალი გაქვთ დალეული არ ვიცით, ამიტომ ვერ გეტყვი დალიო უნდა თუ არა იმდენი smile.gif მიმართეთ მამოლოგს და ვფიქრობ ყველაფერს კარგად აგიხსნის... თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აქ არ დაწეროთ, და არ მსიამოვნებს როცა კარგ სიტყვებს ამბობთ თემის მიმართ... smile.gif

Posted by: boba 28 Apr 2011, 00:53
-------------------------------------------------------

Posted by: katunia 28 Apr 2011, 01:33
პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით თუ არასწორი თემა შევარჩიე დასაპოსტად. ჩემს მეგობარს სავარაუდოდ კვანძოვანი მასტოპათია აქვს და არ იცის კარგ სპეციალისტს ვის და სად მიაკითხოს, ან რა ეტაპები უნდა გაიაროს სწორი დიაგნოზის მისაღებად? იქნებ მომწეროთ PM-ში ვისაც გამოცდილება გაქვთ? წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: laliko_laliko 2 May 2011, 21:08
გამარჯობათ

გავიკეთე ექოსკოპია,მკერდის და იღლიის არეში. იღლიის ფოსოში გამოჩნდა რამდენიმე 7-9 მმ-ის ლიმფური კვანძები. საშიშია თუ არა? ან რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: DocTemo 2 May 2011, 21:47
laliko_laliko
ეს ზომები ნორმალურია... შესაბამისად არაფერი საშიში არ არის.

Posted by: pumpuliko 3 May 2011, 01:52
DocTemo

მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: laliko_laliko 3 May 2011, 20:37
DocTemo


მადლობააა........ ........

Posted by: glamo 4 May 2011, 21:28
გამარჯობათ, ერთი თვის წინ დავიწყე ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო რგოლის ხმარება (ვაგინალური,ნუვარინგი) და რაღაც პერიოდის მერე ამტკივდა ორივე მკერდი,ხელის შეხებით მტკივა,გარკვეულ ადგილას,თან თვითგამოკვლევით აღმოვაჩინე პატარა ბურთივით,რომელიც არაა მტკივნეული მაგრამ არსებობს,3კვირის გასვილთანავე ამოვიღე რგოლი და მენზი ჯერ არ მოდის,(3დღეა გასული კონტრაცეპციის შეწყვეტიდან) მკერდის ექოზე არ გამაგზავნა ექიმმა,რაც ძალიან მაღელვებს,ვარ საზღვარგარეთ,მითხრა იმ თვეში ვნახოტ თუ არ გაგიარა მერე შევაცვლევინოთ პრეპარატიო,ნამდვილად არ ვაპირებ მეორე თვეშიც გამოვიყენო ეს საშუალება,გთხოვთ გამარკვიოთ რა შეიძლება გამოეწვია ამ ტიპის კონტრაცეპტივს და არის ტუ არა საჭირო ექოსკოპიური კვლევა მკერდზე.გმადლობთ.

Posted by: DocTemo 4 May 2011, 22:45
ტკივილების გამოწვევა შეეძლო. რაიმე სიმსივნის - არა. შესაძლებელია რომ ეს პატარა "ბურთივით" მანამდეც იყო, ოღონდ ვერ ამჩნევდით. როცა აგტკივდათ მაშინ შეამჩნიეთ.... ექოსკოპია საჭიროა იმისთვის რომ ეს "ბურთივით" რაღაცა ინახოს. სასწრეაფო არ არის. მანამ შეიძლება მამოლოგმა ან კვალიფიციურმა გინეკოლოგმა ნახოს და გაერკვევა.

Posted by: tamokuxi 10 May 2011, 14:39
გამარჯობა, მაინტერესებს ფობროადენომა მედიკამენტებით თუ ინკურნება და რამდენად ზუსტია ეხოსკოპიური კვლევით დასმული დიაგნოზი? 23 წლის ვარ 3 წლის წინაც მქონდა , ოპერაცია გავიკეტე საკვერცხის მუცინოზური ცისტადენომის და ოპერაციის მერე გაიწოვა თავისით მაგრამ საკმაოდ დიდი ზომის იკო უბრალოდ არ ვთქვი sad.gifsad.gifsad.gif ახლა ისევ მაქვს , ერთი თვის წინ გავიკეტე ეხოსკოპია, მარცხენაში მქონდა და ახლა თითქოს მარჯვენაშიც მესინჯება sad.gifsad.gifsad.gif:sad.gifდა კიდევ მაინტყერესებს რა ზომის ფიბროადენომა ითვლება საოპერაციოდ?

Posted by: DocTemo 10 May 2011, 23:44
tamokuxi
QUOTE
მაინტერესებს ფობროადენომა მედიკამენტებით თუ ინკურნება

იყო აქ სადაც ამაზე საუბარი - თუმცა ამბობდნენ რომ გერმანიაში მოურძჩინეს...მე მანც ვამბობ რომ ფიბროადენომა არ გაიწოვება თერაპიული გზით.
QUOTE
და კიდევ მაინტყერესებს რა ზომის ფიბროადენომა ითვლება საოპერაციოდ?

ჩემი აზრით 1 სმზე მეტი...ოღონდ თუ ზედაპირულადაა ან ექოსკოპიით დარწმუნებიტ ჩანს რომ ფიბროადენომაა, მაშინ უფრო ნაკლები ზომისაც შეიძლება.

Posted by: archangell 12 May 2011, 23:22
ფიბროადენომას არაფერი შველის ოპერაციის გარდა სამწუხაროდ cry.gif

Posted by: DocTemo 13 May 2011, 21:50
archangell
QUOTE
ფიბროადენომას არაფერი შველის ოპერაციის გარდა სამწუხაროდ

საბედნიეროდ ოპერაცია შველის ...და "უშველებელი" არაა smile.gif

Posted by: DIE 14 May 2011, 21:54
გამარჯობათ,
მეც მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა და იმედი მაქვს, რომ უყურადღებოდ არ დატოვებთ.

რამოდენიმე თვის წინ მკერდზე აღმოვაჩინე პატარა მრგვალი სიმაგრე. და მაშინვე მივმართე ონკოლოგს, რომელმაც დაახლოებით 5 წლის წინ გამიკეთა ფიბროადენომას ოპერაცია მეორე მკერდზე. გასინჯვის შემდეგ მითხრა, რომ ეს ნერვიულობის ფონზე გამოწვეულია და გაიწოვსო. მაინც არ ვენდე ზეპირ ნათქვამს და გადავამოწმე ექოსკოპიაზე, სადაც იგივე მითხრეს, აქ საშიში არაფერია და ნუ ნერვიულობო. ეხლა მართლაც ვაკვირდები და გამქრალია ის ბურთულა. მაგრამ ეხლა რა მაინტერესებს (ექიმთან ვეღარ მივდივარ,, დამცინიანი ექიმომანია გაგიჩნდაო smile.gif ), ზოგჯერ მკერდი მტკივა (არ ვგულისხმობ ქალური დღეების წინა პერიოდს) უბრალოდ შემაწუხებს უცებ და მერე გადის ეს შეგრძნება. მკერდი არც მაგრდება და არც ის სიმაგრეა. და რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული და არის თუ არა საშიში.
წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: DocTemo 15 May 2011, 14:07
DIE
QUOTE
უბრალოდ შემაწუხებს უცებ და მერე გადის ეს შეგრძნება. მკერდი არც მაგრდება და არც ის სიმაგრეა. და რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული და არის თუ არა საშიში.

ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხშირად აქვს ბევრს. შესაძლებელია მასტოპათიის ნიშანი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საშიში არ არის. პერიოდულად (წელიწადში 1ჯერ) ეჩვენეთ მამოლოგს და ექოსკოპია გადაიღეთ და ვიტამინოთერაპიის კურსი ჩაიტარეთ...ეს იქნება სასარგებლო.

Posted by: lal77 27 May 2011, 11:39
გამარჯობათ, ვარ 7 კვირის ორსული. მაქვს მასტოპათია. ორსულბის დასაწყისში მქონდა მკერდი მტკივნეული და გამკვრივებული. ახლა შევამჩნიე, რომ ტკივილი შემისუსტდა და და მკერდიც აღარ მაქვს ზალიან დაჭიმული. ვიღებ გინეკოლოგის დანიშნულ წამლებს, ვიტამინების კომპლექს და პროგესტერონის შემცველ პრეპარატს. ორსულობის რა ვადამდე შეიძლება მქონდეს მკერდის ტკივილი? ცოტა შემეშინდა ტკივილები რომ ოდნავ მომეხსნა. ორსულობაზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს? დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: Natuka NGN 27 May 2011, 16:46
lal77
ეტყობა პროგესტერნის პრეპარატები დაგეხმარათ და ტკივილები მოიხსნა. და უკეთესია არაა, რომ აღარ გტკივათ? დანარჩენს თემო ექიმი გიპასიხებთ.

Posted by: baia_ia 27 May 2011, 16:53
მაინტერესებს ფიბრომული მასტოპათია როგორ დგინდება და არის თუ არა საშიში?

Posted by: DocTemo 27 May 2011, 21:17
lal77
Natuka NGN
QUOTE
ეტყობა პროგესტერნის პრეპარატები დაგეხმარათ და ტკივილები მოიხსნა. და უკეთესია არაა, რომ აღარ გტკივათ? დანარჩენს თემო ექიმი გიპასიხებთ.

ნამდვილად ასეა. მე დასამატებელი არ მაქვს რა smile.gif

baia_ia
QUOTE
ფიბრომული მასტოპათია როგორ დგინდება და არის თუ არა საშიში?

ფიბროზული მასტოპათია ქვია. დიაგნოსტირდება ექოსკოპიით და კონსულტაციით. რას გულისხმობთ საშიშში?

Posted by: baia_ia 28 May 2011, 10:21
DocTemo
აუცილებლად ჩანს თუ არა ექოზე?

Posted by: DocTemo 28 May 2011, 12:31
baia_ia
QUOTE
აუცილებლად ჩანს თუ არა ექოზე?

ჩანს

Posted by: marija 2 Jun 2011, 14:14
DocTemo


გამარჯობა, თქვენ ბათუმში მუშაობთ? მამოლოგთან ვიზიტი მჭირდება და თუ თბილისში ხართ, იქნებ მომწეროთ თქვენი კოორდინატები

Posted by: DocTemo 2 Jun 2011, 21:45
marija

QUOTE
თუ თბილისში ხართ, იქნებ მომწეროთ თქვენი კოორდინატები

მე ბათუმში ვარ.

Posted by: TeTeTeT 4 Jun 2011, 17:49
რამდენიმე თვის წინ ვიყავი ექიმთან და ეს დიაგნოზი დამისვაuser posted image, რამდენად საგანგაშოა?? წამალი გამომიწერა მაგრამ არ დამილევია აქამდე ჯერ

Posted by: DocTemo 5 Jun 2011, 12:07
TeTeTeT
ერთოი რამ მინდა ყველამ იცოდეს - გამოკვლევით დიაგნოზი არ ისმება, და არც გამოკვლევის მაწარმოებელი ექიმის მიერ არ ისმება დიაგნოზი. დიაგნოზს სვამს მკურნალი ექიმი!!! ხშირად ექოსკოპისტები ზედმეტს იღებენ თავის თავზე... sad.gif
ანუ თქვენს შემთხვევაში მამოლოგმა უნდა გაგსინჯოთ (თუ არ გაუსინჯიხართ) და მან დასვას დიაგნოზი. მანდ წერია - კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათიის დიფუზური ფორმის უ ლ ტ რ ა ბ გ ე რ ი თ ი სურათი...ეს არ ნიშნავს მასტოპათიას კერ...უნდა იყოს შესაბამისი კლინიკური სურათი...თუმცა ექოსკოპიის აღწერილობაშიც ჩემთვის გაუგებარია რატომ არ არის დაწერილი რა ზომის და რაოდენობის კისტებია...

Posted by: TeTeTeT 5 Jun 2011, 12:14
DocTemo
მამოლოგმაც გამსინჯა მაგრამ მისი დიაგნოზი არ მაქვს სამწუხაროდ, ოჯახის ექიმმა დაიტოვა, ისე კი მითხრა მამოლოგმა რომ საგანგაშო არაფერი არისო, ზომებზე არც ექოსკოპისტს გაუმახვილებია ყურადღება და არც მამოლოგს...

Posted by: Natuka NGN 5 Jun 2011, 12:26
DocTemo
მეც თავი შევიკავე კომენტარისგან. საუბარია ფიბროზულ-ჯირკვლოვან კომპლექსზე და არაა მIტიტებული თუ არის რაიმე კონკრეტულად. მგონი უმობესია თავიდან გადაიღოს ექო სადაც თითოეული ჯირკვლის აღწერა იქნება მოცემული.

Posted by: TeTeTeT 5 Jun 2011, 12:51
DocTemo
Natuka NGN
იცით რა იყო?? თავიდან იღლია ამტკივდა ცოტათი, თითქოს კუნთი მქონდა დაჭიმული და მერე ხელით რომ მოვსინჯე შევატყე რომ თითქოს ჯირკვალი მქონდა გადიდებული, ამიტომ მივედი ექიმთან, გადავიღე ექოსკოპია იღლიაში, მკერდზე და მუცლის ღრუზე, იღლიის ექოსკოპიის სურათი მაქვს და დავდებ აქ.. მაშინ მითხრა ექოსკოპისტმაც და მკურნალმა ექიმმაც რომ მქონდა ლიმფადენიტი და რომელიც გამოწვეული იყო იღლიაში ეპილაციის შემდეგ გაღიზიანებული კანიდან ინფექციის შეჭრით და შემდეგ დეონორანტითაც ღიზიანდებოდა. ტკივილი მე დავუკავშირე ერთ ფაქტს - საკმაოდ მძინე ჩანთას დიაგონალზე ვიკიდებ, ანუ იმ მხარეს რომელსაც სიმძიმე აწვებოდა ამტკივდა, შემდეგ რამდენიმე დღე ხელით დამქონდა ჩანთა და ტკივილიც გამიქრა, მერე ისევ ისე დავიკიდე და ცოტა ხანში ისევ ამტკივდა, "დავასკვენი" რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მძიმე ჩანთისგან გამოწვეული და მას მერე ცოტა შევზღუდე სიმძიმეც და ჩანთის დიაგონალზე დაკიდებაც. კაი ხანია არ შევუწუხებივარ ტკივილს და ხელითაც რომ ვისინჯავ თითქმის არაფერი მაქვს, ძალიან ოდნავ თუ ძალიან დავაკვირდი შეიძლება ოდნავ გადიდებული მომეჩვენოს მეორე იღლიასთან შედარებით, თვითონ ექიმმა მითხრა რომ აღარ გამეკეთებინა ეპილაცია და ბურთულიანი დეოდორანტი აღარ მეხმარა და ნელ-ნელა ჩადგებოდა ფორმაში. აქვე გადავიღე მკერდის ულტრაბგერითI გამოკვლევა და სწორედ ამის შემდეგ გამაგზავნა მამოლოგთან,რომელმაც გამსინჯა და გამომიწერა ჰომეოპათიური წამალი, თან მითხრა რომ იმ შემთხვევაში უნდა დამელია, თუ ჯერ გათხოვებას და ბავშვის გაჩენა- ბუნებრივ კვებას არ ვაპირებდი და თუ ჯერ ეს გეგმაში არ მქონდა მაშინ 3 თვის განმავლობაში უნდა დამელია..

ეს სურათი საშინელი ხარისხით არის, ციფრულს საღამოს მომიტანენ და უკეთესი ხარისხით გადაღებულს დავდებ, ისე ზომა სურათზე არ ჩანს მაგრამ 2.06 სმ წერია user posted image

რთულია რამე? sad.gif მივიდე კიდე სხვა ექიმთან? ეხლა არც მტკივა და ხელითაც რომ ვნახულობ საგრძნობლად შემცირებულია

Posted by: DocTemo 5 Jun 2011, 15:06
სურათზე როგორც ჩანს - ლიმფადენიტია. ის მორჩა...მკერდის მდგომარეობასთან მას კავშირი არ აქვს...თუ მკერდი არ გტკივათ ემი აზრით წამლის დალევა არაა საჭირო.
ეპილატორის და დეოდორანტის გარეშე როგორ ახერხებთ, მოგვიყევით smile.gif ან თქვენმა ექიმმა მოგვიყვეს smile.gif

Posted by: TeTeTeT 5 Jun 2011, 15:17
DocTemo
იღლიასთან ერთად გადაიღო მკერდიც და იქ გამოჩნდა თორემ იღლიაში მე რომ ეს არ შემემჩნია არც მივიდოდი ექიმთან, მკერდი მარტო პრემენსტრუალურ პერიოდში მტკივა
QUOTE
ეპილატორის და დეოდორანტის გარეშე როგორ ახერხებთ, მოგვიყევით

ჩველებრივი ეპილატორს შევეშვი და სხვა ეპილაციის საშუალებებზე გადავედი (კერძოდ, ელექტრო ეპილაცია ნემსით)
და დეოდორანტი დეზოდორანტით შევცვალე, ანუ ბურთულიანი - სპრეით smile.gif



Posted by: mancho-gio 7 Jun 2011, 20:39
რა არის მასტოპათია?და წარმოადგენს თუ არა იგი რამე საშიშროებას?

Posted by: DocTemo 8 Jun 2011, 14:30
smile.gif გამიკვირდა ახლა ამ ტემაშიც რომ წავიკითხე თქვენი ზოგადი კითხვა. პასუხი "ონკოლოგის კონსულტაციაშია". ... ან იგიგვე რომ დაწეროთ "გოოგლში", ნახავთ იქ საჭირო პასუხს.

Posted by: ninicool 8 Jun 2011, 17:29
DocTemo
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მამოლეპტინის სამკურნალო მიზნით დანიშვნა ექიმის მიერ, როგორც მე ვიცი ეგ წამალი არ არის, საკვები დანამატია (შეიძლება ვცდები)

Posted by: DocTemo 10 Jun 2011, 22:01
ninicool
დანამატი არ არის, არამედ ეგრეთ წოდებული ჰომეოპათიური საშუალებაა...მაგრამ მე თუ მკითხავთ ჰომეოპათიური არ არის, არამედ ჩვეულებრივი მცენარეული პრეპარატია. დანიშნვა გამართლებულია, რადგან ეფექტურია ხშირად.

Posted by: ninicool 10 Jun 2011, 22:10
DocTemo
QUOTE
დანამატი არ არის, არამედ ეგრეთ წოდებული ჰომეოპათიური საშუალებაა...მაგრამ მე თუ მკითხავთ ჰომეოპათიური არ არის, არამედ ჩვეულებრივი მცენარეული პრეპარატია. დანიშნვა გამართლებულია, რადგან ეფექტურია ხშირად.

რამდენად მცენარეულია ვერ გეტყვით, რადგან ირმის რქაა თუ კარგად მახსოვს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ პრეპარატის, თუმცა მცენარეებსაც შეიცავს, მაგრამ ყოველგვარი ანალიზის გარეშე მხოლოდ პალპაციაზე დაყრდნობით შეიძლება დანიშვნა?

Posted by: DocTemo 11 Jun 2011, 14:54
ninicool
QUOTE
მაგრამ ყოველგვარი ანალიზის გარეშე მხოლოდ პალპაციაზე დაყრდნობით შეიძლება დანიშვნა?

ზოგჯერ შეიძლება, ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი კლინიკური მონაცემები. ..და ასაკს აქვს მნიშვნელობა, მენსტრუალური ციკლის ფაზას.
მართალი რომ გითხრათ მე მაგ პრეპარატს არ ვნიშნავ, სხვები მირჩევნია, და ეფექტიც სხვებს უკეთესი აქვს, თუნდაც მასტოდინონს.

Posted by: Natuka NGN 11 Jun 2011, 15:04
DocTemo
თემო ექიმო, აევიტი ვერ ვიშოვეე biggrin.gif რაღაც ც ვიტამინიანს მაძლევდნენ და არ ავიღე... შემოვაო და... ველოდები... იმტიომ, რომ პროჟესტოჟელის ფონზე საკამოდ კარგად ვარ....

Posted by: DocTemo 11 Jun 2011, 20:12
Natuka NGN
საქართველოში გაწყდა ეტყობა...ბათუმშიც არ არის...თორემ გამოგიგზავნიდი smile.gif შეიძლება რომ ჯერ არ დალიო. კარგია რომ უკეთესობა არის!

Posted by: cucacuciko 15 Jun 2011, 23:29
DocTemo

დღეს ვიყავი ტატიშვილში მამოლოგთან, მიუხედავად იმისა, რომ კისტა მაქვს 6 მმ, ექიმმა მითხრა, რომ საშიში არაფერია და სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ დამავიყწყდა მეკითხა, მინდა მასაჟები გავიკეთო და თქვენი აზრით, პრობლემა ხომ არ შემექმნება რამე?

Posted by: DocTemo 16 Jun 2011, 22:22
cucacuciko
მართალია ექიმი. თუ არ გტკივათ მკერდი, არაფერია საჭირო. მასაჟები რაზე უნდა გაილეთოთ? მკერდს მასაჟი არ უნდა...თუ ტანზეა საუბარი, მაშინ რათქმაუნდა შეიძლება

Posted by: tsqnafo 17 Jun 2011, 00:38
ეპოვექსი რა წამალია? ვიტამინია, თუ?.. რატომ ნიშნავენ ფიბროადენომის დროს?

Posted by: cucacuciko 17 Jun 2011, 01:20
DocTemo


დიახ, ტანზე მინდა გავიკეთო. ძალიან დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: marigng 17 Jun 2011, 01:36
გამარჯობაsmile.gif
ახლობელმა გარკვეული მიზეზების გამო ძუძუ არ აჭამა ბავშვს,,დაუნიშნეს დოსტინექსი,მშობიარობის შემდეგ,არ ქონია არც ხსენი არც გამონადენი,არც ეხლა აწუხებს რამე,მაინც ნერვიულობს,,თქვენი აზრი მაინტერესებს შეიძლება რამე განვითარებულიყო?საჭიროა მაინც კონსულტაცია?


კიდევ მაინტერესებს გარდა გენეტიკისა რა იწვევს მკერდის კიბოს?

Posted by: tsqnafo 17 Jun 2011, 15:02
კიდევ რა მაინტერესებს. ფიბროადენომის აბსოლუტურად მკურნალობა შეიძლება? თუ ერთხელ უკვე ამოიკვეთა ქირურგიული ჩარევით, ისევ გაჩნდა, ამჯერადაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება? ასე ხომ უსასრულოდ განმეორდება?

Posted by: DocTemo 18 Jun 2011, 09:09
marigng
გაურკვეველი კითხვაა, ისეთივე გაურკვეველი იქნება პასუხი smile.gif
წესით არაფერი შავდება...მაგრამ რავიცი...

tsqnafo
QUOTE
ფიბროადენომის აბსოლუტურად მკურნალობა შეიძლება? თუ ერთხელ უკვე ამოიკვეთა ქირურგიული ჩარევით, ისევ გაჩნდა, ამჯერადაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება? ასე ხომ უსასრულოდ განმეორდება?


თუ ფიბროადენომა იმავ ადგილზე გაჩნდა, რაც იშვიათობაა, მეორედ ამოკვეთა საკმარისი იქნება იმისთვის რომ აღარ გაჩნდეს..და ეს უსასრულო არ იქნება... მაგრამ პირველ ოპერაციის და მეორე ოპერაციისას რათმაუნდა ექიმის პროფესიონალიზმს აქვს მნიშვნელობა.

Posted by: parent 18 Jun 2011, 15:12
გამარჯობათ უკვე 1 წელია აღარ წოვს ძუძUს ჩემი პატარა,,მოჭერის დროს რძე ცოტაზე გამოდიოდა და მასაჟისტმა გამომიწველა და ამიკრა ,აკვრის მერე მარცხენა მკერდშI რაღაც ჩხველტები მაქ 3 კვირა გავიდა მის მერე მაგრამ ხანდახან მაქ შემაწუხებელი შეგრძნება სიმაგრე არ მაქ დ ამიდებაზეც არ მტკივა ძალიან მეშინია რა უნდ აიყოს?გაკვრის ბრალია??ექიმთან არ ვყოფილვარ ჯერ.მადლობა
* * *
დამავიწყდ ადამეწერა ამისმერე დავლიე 1 ცალი დოსტინექსი ,საერთოდ ეს წამალი ცუდს იწვევს ორგანიზმშI?რძეს რო აშრობს ვიცი და სხვა?

Posted by: DocTemo 19 Jun 2011, 11:33
parent
დოსტინექსი ვინ გამოგიწერათ თუ ექიმთან არ იყავით? ... მიდით ექიმთან, გაიკეთეთ ექოსკოპია ..აქ ასეთი საკითხი ვერ გაირკვევა.

Posted by: tsqnafo 20 Jun 2011, 00:47
DocTemo
ეპოვექსზე რას მეტყვით? რა წამალია, ვიტამინი?

Posted by: parent 20 Jun 2011, 11:22

DocTemo
თვითონ მასაჟისტმა მითხრა დალიე ეს წამალიო

Posted by: DocTemo 20 Jun 2011, 22:00
QUOTE
თვითონ მასაჟისტმა მითხრა დალიე ეს წამალიო

მალადეც მასაჟისტს!...

Posted by: parent 21 Jun 2011, 20:34
DocTemo
არ უნდა დამელიაა??/რამე ცუდია??sad.gifრძეს აშრობს ხომ ასეა??

Posted by: kekluci 26 Jun 2011, 02:59
გამარჯობათ ..

რა მაინტერესებს.. ხშირად მაქვს მკერდში მარცხენა მხარეს ოდანვ ტკივილის შეგრძნება, თითქოს მწვავს სავით რაღაც.. მთელი ღამის განმავლობაში მუცელზე და შესაბამისად მკერდზე მძინავს. შეიძლება ამის ბრალი იყოს? გენეტიკურად არ გვახასიათებს პათოლოგია ამ მხრივ.. რას მირჩევთ ? გავესინჯო ექიმს?

Posted by: XULIGANT 4 Jul 2011, 19:03
გამარჯობათ, გუშინ ვარჯიშის დროს ძლიერად მომიხვდა ხელი მკერდზე. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ დღეს გამიწითლდა. მაინტერესებს რამე საშიში ხომ არაა? მივალ ექიმთან, მაგრამ ხომ არ ჯობია სიწითლე ჩახხრეს და ცოტა დრო გავიდეს და მერე მივიდე?

Posted by: DocTemo 4 Jul 2011, 22:40
თუ მოიმატა საწილთლემ, მაშინ საჭირო იქნება მისვლა...ისე დალოდინებაც შეიძლება..თუმცა ექიმთან მისვლა არასდროს არ არის უდროო...
* * *
kekluci
ვფიქრობ საჭიროე გაესინჯოთ.
* * *
kekluci
ვფიქრობ საჭიროე გაესინჯოთ.

Posted by: vwgolfmk2 7 Jul 2011, 22:30
სხვაგან თემას ვერ გავხსნიდი მაგრამ ერთი კითხვა მაქვს გულით მაინტერესებს

რატომ ამბობენ უარს ლაქტაციაზე ქალების უმრავლესობა??????

Posted by: DocTemo 7 Jul 2011, 23:20
vwgolfmk2
ლამაზ ძუძუებს უფუჭებს....

Posted by: vwgolfmk2 7 Jul 2011, 23:37
DocTemo

მე მეგონა ტკივილის გამო აკეთებდნენ ამას smile.gif ეხლა გასაგებია. მადლობა

Posted by: Mrs Raycher 9 Jul 2011, 19:48
Natuka NGN
QUOTE
ექიმი არ ვარ, მაგრამ მთლიანად ვეთანხმები თქვენს პოზიციას ბრომკრიპტინზე და მკურნალობის მეტოდიკაზე. რაღაც "მოდაშია" მაგ პრეარატის დანიშვნა. არადა საკმაოდ მძიმე პრეპარატია.



ბრომოკრიპტინთან საკმაოდ ცუდი მოგონებები მაკავშირებს, მითრეს 1-2 დღე ცუდი შეგრძნებები გექნება და გაგივლის მერეო, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი 4 დღე, რიომ ვეღარ გავუძელი და შევწყვიტე დალევა sad.gif
* * *
გამარჯობათ!

ამ რამდენიმე დღის წინ შევნიშნე მარცხენა ძუძუში სიმაგრე, მაქვს მენსტრუაციის წინა პერიოდი და რამდენად შესაძლებელია რომ ეს გამოწვეული იყოს ამით? აქამდე მსგავსი არაფერი შემინიშნავს, ან ყურადღება არ მიმიქცევია... ხელით რომ ვისინჯავ ისინჯება ისე როგორც სარძევე ჯირკვალი, ოღონდ უფრო გადიდებული. შეიძლება ეს რომ იყოს მენსტრუაციის წინა პერიოდის ბრალი?


Posted by: DocTemo 10 Jul 2011, 16:33
კი შეიძლება იყოს. დაელოდეთ მენსტრუაციას და დაწყებიდან ერთ კვირაშიბ დააკვირდით

Posted by: cicitel@ 17 Jul 2011, 00:36
გამარჯობათ მენსტრუაციის ცინა პერიოდში რამდენად ნორმალურია მკერდის ტკივილი?

Posted by: DocTemo 17 Jul 2011, 23:05
ნორმალურია. ოღონდ ტკივილის ინტენსივობას გააჩნია

Posted by: სტივიჯი 19 Jul 2011, 09:32
მგონი აქ უნდა დავწერო.
დღეს აღმოვაჩინე რო რაღაცნაირი წითელი სპერმა გამომივიდა.
შოკში ვართ მე და ჩემი წუხანდელი პარტნიორი.
რა უნდა იყოს???!!!

Posted by: @smailika@ 19 Jul 2011, 19:32
რატომ არიან მამოლოგები ყველა მამაკაცები? biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 19 Jul 2011, 22:39
სტივიჯი
აქ დასაწერი არაა ნამდვილად შენი პრობლემა, მიდი უროლოგთან. ეს მამოლოგის კომპეტენცია არაა. სადღაც გასკდა კაპილარი და ესაა. ამიტომ, გჭირდება უროლოგის კონსულტაცია აუცილებლად.
@smailika@
QUOTE
რატომ არიან მამოლოგები ყველა მამაკაცები? 

ქირურგები და ინკომამოლოგები კი... მიმაჩნია, რომ კაცი უკეთესი ქირურგია და ონკოლოგი. მაგრამ თერაპეპტი მამოლოგები ძალიან კარგი ქალები არიან სკრინინგ ცენტრში smile.gif

Posted by: cicitel@ 21 Jul 2011, 16:27
DocTemo
QUOTE
ნორმალურია. ოღონდ ტკივილის ინტენსივობას გააჩნია

მადლობა 2kiss.gif

Posted by: kato-kato777 21 Jul 2011, 17:18
მაინტერესებს რა ჯდება ფიბრო-ადენომის ამოკვეთა? ასე 1 სმ სიდიდის

Posted by: DocTemo 25 Jul 2011, 22:09
QUOTE
მაინტერესებს რა ჯდება ფიბრო-ადენომის ამოკვეთა? ასე 1 სმ სიდიდის

ვისთვისაა კითხვა? სად?

Posted by: kato-kato777 30 Jul 2011, 23:27
DocTemo

კითხვა ეკუთვნის მამოლოგს, მაინტერესებ თბილისში ეს ოპერაცია დაახლოებით რა ჯდება ???

Posted by: natka80 1 Aug 2011, 18:15
DocTemo
გამარჯობათ, თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა, დაახლოებით 7-8 წელია მასტოპატიით ვიტანჯები, რა თქმა უნდა მკურნალობასთან ერთად ბევრმა ექიმმა მირჩია ბავშვის გაჩენა და ლაქტაცია,ვარ 5 თვის ორსული და სიმართლე გითხრათ ის სიმპტომები რაც მქონდა გამიქრა ( წინა მენსტრუალური ტკივილები, კვანძები ), არის შანსი მართლა რომ განიკურნოს მასტოპატია მშობიარობის და ლაქტაციის შემდგომ?

Posted by: DocTemo 1 Aug 2011, 22:30
kato-kato777
QUOTE
კითხვა ეკუთვნის მამოლოგს, მაინტერესებ თბილისში ეს ოპერაცია დაახლოებით რა ჯდება ???

თბილისიდან მამოლოგი თუ კითხულობს ფორუმს, ალბათ გიპასუხებთ, მაგრამ არ მგონი ასეთი იყოს...

natka80
შესეძლებელია რომ გაქრეს... ბავშვის გაჩენა მასტოპათიის სამკურნალოდ გადაწყვიტეთ?

Posted by: natka80 2 Aug 2011, 00:12
DocTemo
QUOTE
. ბავშვის გაჩენა მასტოპათიის სამკურნალოდ გადაწყვიტეთ?

არა,როცა გავთხოვდი smile.gif მხოლოდ მაგის გამო გადაწვიტო ბავშვის გაჩენა სისულელედ მიმაჩნია

Posted by: irakli222 2 Aug 2011, 18:23



kato-kato777


QUOTE
მაინტერესებ თბილისში ეს ოპერაცია დაახლოებით რა ჯდება



ბახტრიონის ქუჩაზე არის კლინიკა "ქირონი", იქ მსგავსი ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით 465 ლარი, ნარკოზით 995 ლარი ღირს.

Posted by: nobe 3 Aug 2011, 10:16
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს.მკერდში მაქვს პატარა კვანძი.ციკლის მოსვლის წინა პერიოდში იზრდება და მტკივნეული ხდება,შემდეგ ისევ ჩვეულ პატარა ფორმას უბრუნდება და სოლარიომი ძალიან საზიანო შეიძლება იყოს ამისთვის?დიდი დოზით არა ოღონდ და არც სისტემატურ სიარულზე მაქვს საუბარი,მხოლოდ რამოდენიმე ვიზიტი.მადლობა ყველას წინასწარ.ძალიან მჭირდება პასუხი.

Posted by: DocTemo 4 Aug 2011, 22:05
irakli222
QUOTE
, იქ მსგავსი ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით 465 ლარი

მე 250ად ვაკეთებ smile.gif ...ეტყობა გადავხედო უნდა ფასებს smile.gif

nobe
QUOTE
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს

მაშინ მეც დაველოდები ჯერ იმათ "ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ".... თუ ექიმის აზრიც დაგაინტერესებთ, დაწერეთ smile.gif

Posted by: natka80 4 Aug 2011, 23:35
QUOTE
მაშინ მეც დაველოდები ჯერ იმათ "ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ".... თუ ექიმის აზრიც დაგაინტერესებთ, დაწერეთ


არაჩვეულებრივი იუმორი biggrin.gif

Posted by: DocTemo 5 Aug 2011, 00:32
QUOTE
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს.

QUOTE
არაჩვეულებრივი იუმორი

...სატირალი რომ არ იყოს.... ტრაგიკულია როცა ექიმთან მიმართვის მაგივრად ადამიანი ეძებს იმას ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს...იმის იმედით რომ მისი დაავადება ისეთივე უნდა იყოს...და რომ სხვისი წამალი მოუხდება.... ამასთანაა დაკავშირებული ჩემი ე.წ. იუმორი...თორემ ასეთი "იაზვობა" სულ არ მიყვარს....

Posted by: nobe 7 Aug 2011, 14:51
DocTemo
რამ გაგაბოროტათ ხალხნო რა.ფუუუ ეგეთი უიმორისაც და ეგეთი ცინიზმისაც.თუ შეგიძლია დააგდე პასუხი თუ არა და ვაბშე ნუ სცემ ჩემს დადებულ კითხვას პასუხს შენეული ფანტაზიით რადგან არ მაინტერესებს!!!

Posted by: Natuka NGN 7 Aug 2011, 15:29
nobe
კორექტულად ჩემო კარგო.
QUOTE
.თუ შეგიძლია დააგდე პასუხი

არავინ აქ პასუხს არ "დაგიგდებს", პასუხი კი არ უნდა დააგდოს ექიმმა უნდა გაგცეს.
QUOTE
თუ შეგიძლია დააგდე პასუხი თუ არა და ვაბშე ნუ სცემ ჩემს დადებულ კითხვას პასუხს შენეული ფანტაზიით რადგან არ მაინტერესებს!!!

იცი ჩემო კარგო, ექიმს ესაუბრები და სრულიად მართებული შენიშვნა იყო რაც მოგცეს. როდესაც თემა ექიმის გახნილია მას უნდა მიმართო კითხვით. არადა ეუბნები შენი პასუხი არ მაინტერესებსო და იმათი პასუხი გინდა, ვინც ამ საქმეში არაფერი იცის. თან "ვაბშე არ გაინტერესებს". შენი ნებაა. თავისუფლად შემიძლია ახლა დაგვორნო.
და შენს კითხვას რაც შეეხება, რადგან არაპროფესიონალის პასუხი გაინტერესებს მხოლოდ გეტყვი - თუ გინდა რომ უფრო საშიში ფორმები არ მიიღოს მაგ კვანძმა, სოლარიუმს საერთოდ არ უდნა გაეკარო და არც მზის აბაზანები არ შეიძლება შენთვის. ჩემი მეგობრის ცოლი სწორედ მსგავსი პატარა მზარდი კვანძით აკრძალვის მიუხედავად /და თან ეკიდა და არც მკურნალობდა/ მუდმივად ირუჯებოდა და ბოლოს ვერაფერმა უშველა ორი შვილის დედას და დღეს ვაკის სასაფლაოზე წევს 41 წლის ქალი.
ასე რომ შენი ასარჩევია... არ ვცემდი აქამდე პასუხს, არ მინდოდა ეს პასუხი... პასუხისმგებლობა შენს თავზე შენ უნდა აირო... ასე რომ...

Posted by: DocTemo 7 Aug 2011, 21:37
nobe
QUOTE
ფუუუ ეგეთი უიმორისაც და ეგეთი ცინიზმისაც

ცინიზმი არაანაირი არ იყო ჩემს წერილში... იუმორს კი ყველა თავისებურად აღიქვამს... დანარჩენი Natuka-მ თქვა სწორად.

Posted by: nobe 8 Aug 2011, 10:57
Natuka NGN
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და ასევე შეეძლო იმ ექიმსაც პასუხი გაეცა ყველანაირი ცინიზმის გარეშე.და მე არც დამიწერია რომ ექიმის პასუხი არ მაინტერესებდა ეს თავად მოთარგმნა ასე.და გრამატიკის გაკვეთილზეც არ ვარ სიტყვები მერჩია და ისე დამეწერა რჩევა თქვენთვის და ასევე თავისუფლად შეეძლო პასუხის გაცემა ცინიზმის გარეშე რომელიც თავისთვი შეუძლია ყველამ დაიტოვოს. კიდევ ერთხელ მადლობა.

Posted by: tsqnafo 9 Aug 2011, 19:20
QUOTE (irakli222 @ 2 Aug 2011, 17:23 )
kato-kato777


QUOTE
მაინტერესებ თბილისში ეს ოპერაცია დაახლოებით რა ჯდება



ბახტრიონის ქუჩაზე არის კლინიკა "ქირონი", იქ მსგავსი ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით 465 ლარი, ნარკოზით 995 ლარი ღირს.

ქირონი ბახტრიონზე გადავიდა? ლისის ტბაზე რომ იყვნენ, ისინი?

Posted by: irakli222 9 Aug 2011, 22:47
QUOTE
ქირონი ბახტრიონზე გადავიდა? ლისის ტბაზე რომ იყვნენ, ისინი?


კი

Posted by: pirveli1 10 Aug 2011, 18:45
ძუძუს წოვება შეიძლება ფეხმძიმობისას?

Posted by: DocTemo 12 Aug 2011, 00:32
მე ზუსტად არ ვიცი... ვფიქრობ შეგნებუად არ ღირს... ხოლო ძუძუთი კვების დროს თუ დაორსულდა ქალი და გვიან გაიგო... საშიში არ უნდა იყოს

Posted by: kato-kato777 13 Aug 2011, 11:34
დიდი მადლობა პასუხებისთვის


:*

Posted by: TEAFORTWO 14 Aug 2011, 21:32
ჩემს ახლობელს მკერდში აქვს პატარა სიმაგრე, თითქოს მეორე ჯირკვალივით, გადაიგ ეხო და არაფერიაო ასე უთხრა მამოლოგმა, მაგრამ მაინც ნერვიულობს, საგანგაშო ხომ არ იქნებაა, ხელმეორედ ხომ არ არის საჭირო ეხოს გადაღება?

Posted by: DocTemo 15 Aug 2011, 02:19
TEAFORTWO
შესაძ;ებელია ხელით ეს სიმაგრე ისინჯებოდეს, ხოლო ექოსკოპიით არ ჩანდეს ცუდად. თუ კარგი ხარისხის ექოსკოპიაა ჩატარებული (ექიმის პროფესიონალიზმსაც ვგულისხმობ), ნამდვილად საგანგაშო არაფერია. რამდენი წლისაა, ესეც მნიშვნელოვანია.

Posted by: TEAFORTWO 15 Aug 2011, 22:49
31 წლისაა.......................................................................

Posted by: DocTemo 16 Aug 2011, 14:50
TEAFORTWO
31 წლისთვის ნორმალურია

Posted by: TEAFORTWO 17 Aug 2011, 16:51
DocTemo

გმადლობთ smile.gif))))))))))))))))

Posted by: rock in rose 22 Aug 2011, 11:16
იღლიის არეში ისინჯება შემკვრივება, დაახლოებით 1 სმ-ს რადიუსიის(ან უფრო მცირე), თითქოს ხრტილის პატარა ბურთულააო. პალპაციას თან ახლავს ტკივილის შეგრძნება.

რა შეიძლება იყოს?

პაციენტი 49 წლისაა

Posted by: DocTemo 22 Aug 2011, 22:48
rock in rose
QUOTE
რა შეიძლება იყოს?

შეიძლება იყოს საოფლე ჯირკვლის ანთება, კისტა ან ათერომა. შესაძლებელია ლიმფური კვანძის პათოლოგიაც იყოს.

Posted by: rock in rose 23 Aug 2011, 10:34
DocTemo

დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: nino877 29 Aug 2011, 12:22
DocTemo
მოგესალმები

მოკლედ ბოლო 2 თვეალ გაკვრით მტკივა მკერდი
ჩემს ექიმს რომ ვუთხარი რომ ეგებ მამოლოგმა გამსინჯოს მეთქი პასუხი მქონდა ასეტი რომ აუ ზუსტად ვერ ვიხსენებ ძნ ცუდად მიპასუხა
მკერდი თუ გაქვს შესაბამისად ჯირკვლებიც იქნება და არაფერი საშიშიო
მოკლედ 3 თვის წინ ქიმია გავიკეთE და ორგანიზმში არსებული კიბოსუჯრედები ვიცი რომ სხვადასხვა წამლით ინკურნება
მოკლედ ძნ რომ არ ვიბოდიალო მკერდის ტკივილი შეიძლება იყოს რამის სიმპტომი?
დიდი მკერდი მაქვს .გამოკვლევა კი 1 წლის წინ ჩავიტარე იყო პატარა ჯირკვალი რომელიც გაქრა ასევე იღლიაში მაქვს გამაგრება მაგრამ ქრება ხოლმე და მერე ისევ ჩნმდება
ეხლა ორშაბათს ისევ ვიწყებ ქიმიოთერაპიის კურსს და რომ მორჩება ყველაფერი მერე ჯობია გავესინჯო ნეტა თუ ?
მოკლედ მე მაინტერესებს ეს ტკივილი მადლობა თემო

Posted by: DocTemo 29 Aug 2011, 22:38
nino877
მკერდის ტკივილი თქვენს დაავადებასთან კავშირში არ იქნება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველა გოგონას და ქალს ასე თუ ისე აწუხებს. მითუმეტეს თუ მკერდის ზომა დიდია. შესაძლებელია რომ ქიმიის შემდეგ გამოიკლიო (ანუ ექოსკოპია და კონსულტაცია).

Posted by: delphin 9 Sep 2011, 14:11
გამარჯობათ,

ორი დღის წინ დამიდგინა მასტოპატია, ორივე მკერდში მაქვს კისტა. ეხოსკოპიის პასუხი ასეთია: მარჯვენა მკერდის ზედა კვადრატში არეოლასთან ახლოს ფიქსირდება ცისტა სქელი კედლებით და ტალღოვანი კონტურებით ზომით 33X17მმ. მარცხენა მკერდის ზედა კვადრატების საზღვარზე არეოლასთან ახლოს ისახება თხელკედლიანი ცისტა დიამეტრით 6მმ, მასთან მიჯრით ასეთივე ცისტა დიამეტრით 5მმ, მათგან ოდნავ მედიანურად, არეოლის იკან სკანირებისას ოვალური ფორმის ცისტა ზომით 14X9მმ. ისახება რამოდენიმე 2-3 მმ ზომის ცისტაც.

გავიარე მამოლოგის კონსულტაციაც, რომელმაც მითხრა რომ საშიში არაფერია და თუ ტკივილი არ შემაწუხებდა 3 თვის შემდეგ მივსულიყავი. სხვა რაიმე დანიშნულება არ მოუცია.

მაინტერესებს რამდენად მისაღებია ასეთი ზომის კისტის დატოვება, შეიძლება თუ არა რომ მედიკამენტებით მკურნალობის გარეშე გაიწოვოს ან ზომაში დაპატარავდეს??

ცოტა არ იყოს მეშინია, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მაწუხებს

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: DocTemo 10 Sep 2011, 14:10
delphin
მარჯვენა ძუძუს კისტას აუცილებლად პუნქცია და ევაკუაცია ჭირდება ციტოლოგიური კვლევით. გამოსაკვლევია ფარისებური ჯირკვალი და მისი ჰორმონები. გინეკოლოგიური ექოსკოპიაც საჭიროა. ამ ყველაფრის შემდეგ მკურნალობა აუცილებლად დასანიშნია.

Posted by: INA-INA 11 Sep 2011, 21:36
არ იცით ვინმემ რა დაჯდება კონსულტაცია მამოლოგთან?

Posted by: DocTemo 11 Sep 2011, 22:28
QUOTE
არ იცით ვინმემ რა დაჯდება კონსულტაცია მამოლოგთან?

მამოლოგის სტატუსს და ამბიციებს გააჩნია. მე თბილისის ტარიფები არ ვიცი. ეგებ ვინმემ დაწეროს.

Posted by: irakli222 12 Sep 2011, 09:30
QUOTE
არ იცით ვინმემ რა დაჯდება კონსულტაცია მამოლოგთან?



კონსულტაცია 35-50 ლარი, შეიძლება დაგჭირდეთ მამოგრაფია, ექოსკოპია, ციტოლოგია, ასე რომ 100-130 ლარი დაგიჯდებათ.

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2011, 11:57
INA-INA
თუ პაციენტი არის თბილისში მცხოვრები 40 წლია და ზევით, სკრინინგ ცენტრში ყველა ზევით ჩამოთვლილი მომსახურება უფასოა. მამოგრაფია და კონსულოტაცია ექიმის აუცილებელი, თუ საჭირო გახდა ეხო და ციტოლოგია ისიც.

Posted by: baby-bobo 12 Sep 2011, 13:22
ციკლიდან მერამდენე დღეს არის სასურველი მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია???

Posted by: GuddaX 12 Sep 2011, 13:27
მამოლოგი რას ნიშნავს? biggrin.gif .......................

Posted by: DocTemo 12 Sep 2011, 15:26
baby-bobo
უკეთესია ციკლის დაწყებიდან მე-7-10 დღეს.
GuddaX
QUOTE
მამოლოგი რას ნიშნავს?

მამო - ძუძუა, დანარჩენი - ექიმობა smile.gif (უფრო სწორად სწავლება-მეცნიერება, მაგრამ ამ შემთხვევაში ექიმობა).

Posted by: GuddaX 12 Sep 2011, 17:37
კაცებს ძუძუები რატო გვაქ იქნებ მითხრა biggrin.gif

Posted by: DocTemo 12 Sep 2011, 20:14
GuddaX
QUOTE
კაცებს ძუძუები რატო გვაქ იქნებ მითხრა

მე ვერ გეტყვი, არ ვიცი.

Posted by: baby-bobo 12 Sep 2011, 21:21
DocTemo
QUOTE
უკეთესია ციკლის დაწყებიდან მე-7-10 დღეს.

მადლობა.

Posted by: lady t 14 Sep 2011, 22:23
QUOTE
არ იცით ვინმემ რა დაჯდება კონსულტაცია მამოლოგთან?


ციხისელთან ღირდა 40 ლარი შარშან,ეხლა არ ვიცი

Posted by: kedeba :))) 20 Sep 2011, 16:20
გამარჯობათ, მყავს 11 თვის ბავშვი.. მყავს ბუნებრივ კვებაზე.. მას შემდეგ რაც რძე ჩამიდგა ნელნელა მკვეთრად გამოიკვეთა რომ ერთი ძუძუ შესამჩნევად დიდია.. მინდა დავიშრო რძე რას მირჩევთ რითი დავიშრო და გათანაბრდება თუ არა მკერდი რძის დაშრობის შემდეგ.. მადლობთ წინასწარ

Posted by: marigng 21 Sep 2011, 13:41
გამარჯობაsmile.gif
მაინტერესებს ბიოფსია მხოლოდ სიმსივნის შემთხვევაში კეთდება?გუშინ გავიკეთე ორივე მკერდზე,პარასკევს იქნება პასუხი


და იქნებ თქვენ ან ვინმემ მირჩიოთ კარგი ონკოლოგი ,ან მამოლოგი ,რამდენად დიდი შანსია რომ ავთვისებიანი მქონდეს?ვარ 25 წლის,მყავს 1 წლის შვილი,ძუძუ არ უჭამია,მეშინია ძალიან

კიდევ მაინტერესებს ექოზე ჩანს სიმსივნე?ანუ შეიძლება სხვა რამე იყოს და არა სიმსივნე?
მადლობა წინასწარ

Posted by: Natuka NGN 21 Sep 2011, 14:45
marigng
QUOTE
მაინტერესებს ბიოფსია მხოლოდ სიმსივნის შემთხვევაში კეთდება?

ნუ ღელავ, არა, თუ კვანძი დიდია აინტერესებთ შიგტავსი და სულაც არაა აუცილებელი სიმსივნე იყოს.

Posted by: marigng 21 Sep 2011, 14:48
ნუ ღელავ, არა, თუ კვანძი დიდია აინტერესებთ შიგტავსი და სულაც არაა აუცილებელი სიმსივნე იყოს.



რავიცი,ძაან მეშინია.უკვე გადავიწვი ამდენი ტირილით და ნერვიულობით,ნეტავ ეგ არიყოს რა..

Posted by: nimfunia 28 Sep 2011, 15:51
იქნებ დამეხმაროთ რა Plz ... 2 თვის წინ , რაც მარიამმა თავისით ამოაგდო ძუძუ, დავლიე დოსტინექსი და მასაჟისტმა კარგად გამოწველა დარჩენილი რძე. მაგრამ ნუ არ ვიცი რა ჯიშის გამოვდექი , ისევ მაქვს ცოტა . თან ვგრძნობ ოდნავ ჩამაგრებას, თუმცა ტკივილები არ მაქვს. იქნებ კარგი მამოლოგ-ექოსკოპისტი მირჩიოთ. გადავიღო, ვნახო რა ხდება.

Posted by: Perseus12 13 Oct 2011, 14:35
DocTemo

ბიფლაზიმის და მალოფლამის მიღება ციკლის დროს უნდა შევწყვიტო თუ გავაგრძელო?

Posted by: DocTemo 13 Oct 2011, 22:17
Perseus12
QUOTE
ბიფლაზიმის და მალოფლამის მიღება

რისთვისაა დანიშნული? მასტოპათიისთვის?

Posted by: Perseus12 17 Oct 2011, 09:38
DocTemo

You must enter a message to post! Minimum 30 chars!
yes.gif

Posted by: salome_salome 18 Oct 2011, 15:59
ვარ 20 წლის...მაქვს დისკომფორტის შეგრძნება მკერდის არეში, რომელიც გადადის მკლავზე, რაიმე სიმაგრეებს ვერ ვამჩნევ თან საკმაოდ პატარა მკერდი მაქვს...რა შეიძლება იყოს ან რამდენად საშიშია??

Posted by: DocTemo 20 Oct 2011, 22:36
salome_salome
QUOTE
ვარ 20 წლის...მაქვს დისკომფორტის შეგრძნება მკერდის არეში, რომელიც გადადის მკლავზე, რაიმე სიმაგრეებს ვერ ვამჩნევ თან საკმაოდ პატარა მკერდი მაქვს...რა შეიძლება იყოს ან რამდენად საშიშია??

არ არის საშიში... თუ ასეთი პასუხი საკმარისია...

Posted by: salome_salome 20 Oct 2011, 23:13
DocTemo
ამ ეტაპზე კი.. გმადლობთ

Posted by: lal77 21 Oct 2011, 09:09
29 კვირის ორსული ვარ. მაქვს მასტოპათია. ორსულობამდე ძუძუდან მქონდა რძისფერი გამონადენი. ორსულობის დროს ეს გამონადენი გამჭვირვალე გახდა. ახლა შვამჩნიე, რომ რძისფერი გამონადენი ისევ მაქვს, ოღონდ ცოტა. როგორ უნდა მოვიქცე, როცა ვიმშობიარებ. მინდა ბავშვს ძუძუ ვაწოვო და საშიში ხომ არ არის?

Posted by: DocTemo 22 Oct 2011, 00:38
აარაფერი არ ქნათ ახლა. რომ იმშობიარებთ აწოვეთ ძუძუ ჩვეულებრივად, ყველაფერი რიგზე იქნება.

Posted by: aladini 23 Oct 2011, 22:03
მკერდიდან პერიოდული გამონადენის და ქავილის მიზეზი რა შეიძლება იყოს? მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთია , თუ ასეთ სიმპტომებს სხვადასხვა რამეებიც იწვევენ?

Posted by: Natuka NGN 23 Oct 2011, 22:27
aladini
მამოლოგს დაეკიტხე აპინულ თემაში.

Posted by: ladyteko 24 Oct 2011, 12:34
გამარჯობათ,2 თვეა მარცხენა მკერდის არეში ვგრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას,რამდენიმე დღის წინ მარცხენა იღლიის ფოსოში აღმოვაჩინე კვანძისმაგვარი რაღაც,მოზრდილი ზომის,რომელიც მოძრაობს,დღის განმავლობაში რამდენჯერმე მახსენებს ტკივილით თავს,თუმცა ეს ტკივილი ძლიერ შემაწუხებელი არ არის,ძალიან ვნერვიულობ,რა შეიძლება ეს იყოს?ოპერაცია აუცილებლად დამჭირდება თუ არა?ვარ 20 წლის,გენეტიკურად ასეთი რამ არავის ჰქონია,მადლობთ წინასწარ

Posted by: aladini 24 Oct 2011, 20:56
Natuka NGN
QUOTE
ladini მამოლოგს დაეკიტხე აპინულ თემაში.

გაიხარე, მადლობა smile.gif

Posted by: DocTemo 24 Oct 2011, 21:21
ladyteko
იღლიის ფოსოს კანის თმის ფოლიკულის ანთებას გავს, ან ლიმფური კვანძის ანთებას. არ გავს მკერდის დაავადებას. ექოსკოპია უნდა გაიკეთოთ.

Posted by: aladini 24 Oct 2011, 22:04
გამარჯობა!
მკერდიდან პერიოდული გამონადენის და ქავილის მიზეზი რა შეიძლება იყოს? მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთია , თუ ასეთ სიმპტომებს სხვადასხვა რამეებიც იწვევენ?

Posted by: DocTemo 24 Oct 2011, 22:29
aladini
ძალიან ზოგადი კითხვაა, მასეთზე ვერ გავცემ ნორმალურ პასუხს. დააკონკრეტეთ.

Posted by: khatia87 27 Oct 2011, 11:27
დოსტინექსი დალეული მაქვს,მაგრამ მარჯვენაში გამიშრა რძე და მარცხენაშI ისევ მაქვს,ამასთან ერთად,მარცხენა მკერდი ხანდახან მტკივა,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

Posted by: KETU 29 Oct 2011, 19:47
ბავშვს 3 თვე ვაწოვებდი ძუძუს. ალბათ კარგად ვერ წოვდა და რძეც ბევრი მქონდა და მარჯვენა მკრედში გამაგრება დამეწყო. არც სიცხე მქონია არც ტკივილი. სამწუხაროდ გვიან მივაქციე ყურადღება. მასაჟისტთან დაახლოებით 10 დღის მერე დავიწყე სიარული. 2 კვირა მასაჟზე ვიარე, მაგრამ სიმაგრე არ დაიშალა. მასაჟისტმა მირჩია რძე გავიშრო, სამსახურში გავდივარ და დღის განმავლობაში გამოწველის საშუალება არ მექნება. რძე ცხიმიანია და არის საშიშროება სხვაგანაც დამეწყოს გამაგრება. 4 დოსტინექსი დავლიე და ძლივს დაიკლო რძემ, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ გამშრალა. სიმაგრე ისევ მრჩება. მასაჟისტი იძახის გაჭრა მოგიწევსო, რადგან მასაჟით არ იშლება და უკვე 1 თვეა ფაქტიურად რაც გამაგრებულია. არც სიცხე მაქვს არც ტკივილი. მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებლობა, რომ სიმაგრე გაიწოვოს რძე როცა ალაგდება ბოლომდე? თუ ოპერაცია გარდაუვალია?

Posted by: cicitel@ 31 Oct 2011, 11:40
QUOTE
დოსტინექსი დალეული მაქვს,მაგრამ მარჯვენაში გამიშრა რძე და მარცხენაშI ისევ მაქვს,ამასთან ერთად,მარცხენა მკერდი ხანდახან მტკივა,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

მეც ზუსტად ასე ვარ და მაინტერესებს ძალიან რისი ბრალია მაგრამ ტკივილით მხოლოდ მენსტურაციის მოსვლის ცინა პერიოდში მტკივა

Posted by: makomaiko 31 Oct 2011, 19:53
გამარჯობათ, მაინტერესებს ნოირმალურია თუ აარა მკერდის ტკივილი ორსულობის მეორე თვეზე?? თუ კი მაშინ ისიც მითხარით როდის შემსუბუქდება ეს ტკივილი? წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: DocTemo 1 Nov 2011, 22:43
cicitel@ და წინა ორი წეილი ლაქტაციაზე მოითხოვს ექიმის ნახვას. აქ ინტერნეტით სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი რეკომენდაცია ასეთ შემთხვევებში ეუძლებელია.
makomaiko
ტკივილი შეიძLება იყოს ორსულობის მე-2 ტვეში. შემსუბუქებას რაც გააჩნია, დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე. თუ ძალიან არ გაწუხებთ, ჯობია მოთმენა.

Posted by: SweetGirl 3 Nov 2011, 20:53
ტაკ, ჩემი ექომამოგრაფიული გამოკვლევის შედეგები:

ასაკი-რეპროდუქციული
ციკლის ფაზა-II

აღწერილობა:
კანის საფარველის სისქე-არ აღემატება 2 მმ-ს
კონტური-დეფორმაციის გარეშე
კანქვეშა ცხიმი-ზომიერად გამოხატული
პარენქიმის ექოსტრუქტურა- არაერთგვაროვანი, შემაერთებელქსოვილოვანი და წვრილი სითხოვანი კომპონენტების სიჭარბით
(ეს რა არის, რა სითხოვანი კომპონენტებიო, საშიშია? sad.gif )
კუპერის იოგები-რადიალურად სწორხაზოვანი
სარძევე სადინრების დიამეტრი-არ აღემატება 2 მმ-ს
ლიმფური გზები-არ ისახება
კეროვანი დაზიანებები-არ აღინიშნება
ფერადი კარტირებით-ნორმალური ვასკულარიზაცია
ორივე იღლიის, ლავიწქვეშა და ლავიწზედა ფოსოები და არეები ტავისუფალია

ფარისებრი ნორმაშია



რამე მჭირს?



ძაან დებილი კითხვაა მაგრამ, ექიმები აყვნენ არაცნობილი ახალგაზრდა ქალები, შეიძლება რამე გამოპარვოდათ? ჭავჭავაძეზე რომ ლეჩკომბინატია იქ გავიკეთე, ლაივი თუ ლაიფი თუ რაღAც ეგეთი ქვია. კომპეტენტური ექიმები არიან მანდ?

Posted by: DocTemo 3 Nov 2011, 23:13
SweetGirl
ექიმების კომპეტენტურიბაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი.
ექოსკოპიიათ არაფერი არ გაქვთ პათოლოგიური. თუ ტკივილი არ გაქვსთ - მიტუმეტეს. თუ მკერდი გტვივათ, მაშინ პროფილაქტიკური მკურნალობა ვიტამინებიტაა საჭირო.
ანუ პათოლოგიურს მე ვერაფერს ვერ ვხედავ ექსოკოპიის აღწერილობაში.
* * *
GLAMOROUS
გამარჯობათ,მაინტერესებს ცალი სარძევე ჯირკვლის მოცულობაში მომატება რას ნიშნავს? შესამჩნევად განსხვავდება უკვე ერთი თვეა რაც ასეა,თვითგამოკვლევით ვერ ვგრძნობ რაიმე წარმონაქმნს. არანაირი გამონადენი არ მაქვს ჯირკვლიდან,ერთადერთი განსხვავება რაც ამ ბოლო თვეებში მაქვს არის ის რომ მენსტრუაციამდე 2კვირით ადრე მიმაგრდება და მტკივნეულია მკერდი და მენზის შემდეგ რბილდება და ტკივილიც გადის.

გამარჯობათ. მნიშვნელობა აქვს ასაკს, რამდენი წლის ხართ? რსასც ყვებიტ გავს დიფუზურ მასტოპათიას. სხვადასვა ზომის ძუძუ კი ჩვეულებრივი მოვლენაა. საჭიროა მამოლოგის ნახვა და ექოსკოპია, ამის მიხედვით წამლების შერჩევა

Posted by: glamo 4 Nov 2011, 12:47
DocTemo
დიდი მადლობა, ვარ 26 წლის,მყავს 3,5 წლის შვილი,რომელიც ბუნებრივ კვებაზე მყავდა 1წლამდე. მოზარდობის პერიოდში მქონდა რაღაც ჯირკვლები მკერდში,მახსოვს მაშინ ასე მითხრეს ჯირკვლოვანი მკერდი გაქვს,კარგი იქნება ბავშვს თუ მალე გააჩენ და ბუნებრივად გამოკვებავო,მაშინ 17 წლის ვიყავი,გამომიწერეს რეცეპტი რაღაც წამლის,რომელსაც აფთიაქში მიმზადებდნენ, სამწუხაროდ შემადგენლობა არ მახსოვს,რაღაც პერიოდი უნდა დამელია,მერე ამ ყველაფერმა ჩაიარა,მაშინ არანაირი დისკომფორტი არ მქონდა საერთოდ. არ ვიცი შეიძლება თუ არა კავშირი იყოს,მაგრამ მაქვს ჰიპოთირეოზი, რამდენიმე თვის წინ გამოვიყენე კონტრაცეპცია და ჩემი ჰორმონის მაჩვენებელი მკვეთრად გაორმაგდა,კონტრაცეპცია ერთ თვეში შევწყვიტე,სწორედ ამას ვუკავშირებ ცვლილებებს,ყველაფერი ეს მას შემდეგ დაიწყო..

Posted by: Natuka NGN 4 Nov 2011, 16:55
GLAMOROUS
ფარსიებრის დროს კონტრაცეპტოვებს ძლაინ ფაქიზად უნდა დანიშვნა, ხშირად არც შეიძლება. ამაზე პასუხი ენდოკრინოლოგის თემაში გასცა ექიმმა. ფარისებრი უნდა მოაწესრიგოთ და ყველაფერი მოგწესრიგდებათ.

Posted by: glamo 4 Nov 2011, 17:24
Natuka NGN
ჩემი კითხვა ფარისებრს არ ეხებოდა,ონკოლოგიაში ვიკითხე რაღაც და აქ მიპასუხა ექიმმა. smile.gif
QUOTE
ამაზე პასუხი ენდოკრინოლოგის თემაში გასცა ექიმმა

და სხვათაშOრის იდეალური პასუხი გამცა ამ ადამიანმა,აბსოლუტურად სწორი დიაგნოზი ივარაუდა, აუტოიმუნური ტირეოიდიტი რაც ნამდვილად მაქვს,უბრალოდ საშუალება არ მქონდა ეს დიაგნოზი გამეხსენებინა,ახლა კი მივწვდი ძველ ჯანმრთელობის ბარათს და ვნახე რეალურად რა დიაგნოზი მქონდა დასმული 10 წლის წინ. smile.gif

Posted by: Natuka NGN 4 Nov 2011, 17:30
GLAMOROUS
ვიცი რასაც ეხებოდა. წავიკითხე ყველა. უბალოდ ფარსიებრის გამო მეც ცისტა მქონდა მკერდში, ვინაიდან აწეული მქონდა პროლაქტინი. თუ მასკედზე საუბრობთ, მეც ზუსტი დიაგნოზი დამისვა დისტანციურად.

Posted by: glamo 4 Nov 2011, 17:36
Natuka NGN
კი მასკედზე ვსაუბრობ smile.gif

Posted by: DocTemo 4 Nov 2011, 20:33
GLAMOROUS
QUOTE
, რამდენიმე თვის წინ გამოვიყენე კონტრაცეპცია და ჩემი ჰორმონის მაჩვენებელი მკვეთრად გაორმაგდა,კონტრაცეპცია ერთ თვეში შევწყვიტე,სწორედ ამას ვუკავშირებ ცვლილებებს,ყველაფერი ეს მას შემდეგ დაიწყო..

მეც ვფიქრობ რომ ცვლილებები მკერდში დაკავშირებული კონტრაცეპტივების მიღება- დატოვებასთან. პროგორც წესი გაივლის თავისით. თუმცა მკერდის ზომა ალბათ მასე დარჩება.
QUOTE
მოზარდობის პერიოდში მქონდა რაღაც ჯირკვლები მკერდში,მახსოვს მაშინ ასე მითხრეს ჯირკვლოვანი მკერდი გაქვს,კარგი იქნება ბავშვს თუ მალე გააჩენ და ბუნებრივად გამოკვებავო,მაშინ 17 წლის ვიყავი

ვერ ვხვდები რატო იძლევიან ექიმები ასეთ გაურკვეველ რჩევას და თანაც ხშირად. რა შუაშია ბავშვის გაჩენა, და რა რეკომენდაციაა ეს 17 წლის ბავშვისთვის. თუმცა ორსულობაში და ძუძუთი კვების დროს სიმპტომები ნადვილად მცირდება, მაგრამ ძუძუთი კვების დამთავრების შემდეგ 1-2 წელში ისევ იგივე ტკივილები ჩნდება.... მიდიან ისევ ექიმთან..ისევ ექიმი ეუბნება - ბავშვი უნდა გააჩინოო... და ასე ზრუნავენ ექიმები ქართველი ერის გამრავლებაზე... მასტოპათია და მისი მკურნალობა კი აქ არაფერ შუაშია smile.gif
* * *
http://forum.ge/?showtopic=34156544&view=findpost&p=27927432

http://forum.ge/?showtopic=34156544&view=findpost&p=28016400

http://forum.ge/?showtopic=34156544&view=findpost&p=28134546

http://forum.ge/?showtopic=34156544&view=findpost&p=28149028

ეს თემა მამოლოგიურია და ჯობია აქ გაინაგრძოს

Posted by: I_Am_Winter 8 Nov 2011, 14:49
მეც მაქვს მკერდში გამაგრება უკვე კარგა ხანია. 3 დგეა რაც დავანებებინე თავი პატარას.
ანუ საშიში და რამე არ არის ხო? მაგრამ უნდა დაიშალოს მასაჟებით?
რამდენადაც ვიცი დოსტინექსი ჰორმონალური არის და რატომღაც თავი შევიკავე მიღებისგან.
დოსტინექსის გარდა სხვა რა საშუალება არსებობს გასაშრობად?

Posted by: DocTemo 8 Nov 2011, 20:25
I_Am_Winter
გამაგრებას გააჩნია. დიდი ხანი თუ არის მასაჟებით არ დაიშლება. დოსტინექსი ყველაზე თანამედროვე წამალია "გასაშრობად".

Posted by: likaterine 9 Nov 2011, 00:39
DocTemo

გამარჯობა

მყავს ორი შვილი, 4-ის და წლინახევრის, ორივე ბუნებრივ კვებაზე მყავდა 10 თვემდე, ორივე შემთვევაში მარცხენა მკერდი მქონდა ყოველთვის პასიური, ანუ რძე უფრო ნაკლები, ვიდრე მარჯვენაში და შესაბამისად უფრო მალეც გამიშრა. პირველის შემდეგ 2-ჯერ მივაკითხე მამოლოგს (ციხისელს), რადგან მქონდა გარკვეული დისკომფორტი და ტკივილი მარცხენა მკერდში, მაგრამ ცრუ განგაში აღმოჩნდა, ყველაფერი რიგზეაო, ეხო არ გადამაღებინა, დამინიშნა მხოლოდ პროჟესტოგელი და კასტაგნუსი 3 თვე. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ბოლო რამდენიმე დღეა მარცხენამ დაიწყო ზომაში მომატება, უფრო სწორედ რაღაც უცნაურად შესიებული მაქვს, ხელის დადებით მტკივასავით, ყოველშემთხვევაში ხელისმიკარება არ მსიამოვნებს, აშკარა დისკომფორტი მაქვს. ერთი მინიშნება:smile.gif ამ ზაფხულს დავიწყე პროჟესტოგელის თვითნებურად მიღება, ანუ მამოლოგი არ მინახავს, ციხისელის ძველი დანიშნულებით ვიხელმძღვანელე, მაგრამ მაზს ვისვამდი არარეგულარულად, როცა გამახსენდებოდა მაშინ, მერე საერთოდ მივანებე თავი. ახლა ეს შესიება რომ შევამჩნიე სასწრაფოდ დავუბრუნდი ამ გელს და ბეჯითად ვისვამ დილა-საგამოსsmile.gif კითხვა: ხედავთ ჩემს მიერ მონაყოლში რაიმე საგანგაშოს? დავანებო თავი თვითმკურნალობას და გავიქცე მამოლოგთან თუ ეს გელი მიშველის? ან იქნებ ამ ყველაფერის მიზეზი პროჟესტოგელის უდიერად გამოყენებაა?

გმადლობთ
წინასწარ
smile.gif


Posted by: glamo 9 Nov 2011, 02:20
DocTemo
გამარჯობათ,მე უკვე მოგწერეთ რამდენჯერმე,მინდოდა მეთქვა რომ მივაგენი 10წლის წინანდელ დანიშნულებას, 17 წლის ვიყავი რომ დამინიშნეს 3 თვის მანძილზე მიმეღო აფთიაქში დამზადებული микстура мильмана ასე ქვია. არ ვიცი რა დიაგნოზი იყო,დანიშნულების ფურცელზე არ წერია დიაგნოზი,რა შემთხვევაში ნიშნავენ ამ წამალს? ეს დანიშნულება კრასნოდარში მომცეს.

Posted by: Natuka NGN 9 Nov 2011, 02:31
likaterine
დაანებეთ თავი თვითმკურნალობას. და რატომ დაიწყე ჰორმონის წასმა ექიმის გარეშე? ამ პრეპარატს ძალიან კონკრეტული ჩვენებები აქვს. მეორეც, აბსოლუტურად რეგულარულად სჭირდება მიღება. მიდი სკრინინგ-ცენტრში. ეხოს ძალიან კარგად აკეთებენ, მამოგრაფიის კარგი აპარატიც აქვთ. მართალი გიტხრა დიდად არ მიყვარს სელებრითები.

Posted by: DocTemo 9 Nov 2011, 22:32
likaterine
ვეთანხმები Nათუკას. ნამდვილად არ ღირს მაგდაგვარად თვითმკურნალობა. და იმაშიც ვეთანხმები რომ საჭიროა დაგეგმილი და მოწესრიგებული მკურნალობა და არა "მოვლითი". ვთვლი რომ აუცილებელია ექოსკოპია, და მაშინაც იყო აუცილებელი პირველად რომ გქონდათ ჩივილები. ექოსკოპიის და გასინჯვის საფუძველზე უნდა დაინიშნოს მკურნალობა რომელიც მინიმუმ 2-3 თვე უნდა გაგრძელდეს.
GLAMOROUS
მასტოპათიის სამკურნალო მიქსტურაა. არ მგონია აქტუალური იყოს ახლა.

Posted by: likaterine 10 Nov 2011, 00:51
Natuka NGN
QUOTE
და რატომ დაიწყე ჰორმონის წასმა ექიმის გარეშე?


ჩავთვალე რომ ის რძე რომელიც მკერდში დარჩენილი მაქვს, ეს გელი გამიშრობდა, ყოველ შემთხვევაში არ ჩამიმაგრდებოდა. ამ მიზნით დამინიშნა ზემოთხსენებულმა ბატონმა თავის დროზე, ან მე გავიგე არასწორედ არ ვიცი. იმიტომ რომ, ჩემი ერთ-ერთი პრობლემა რძის გაშრობაც იყო, გასაშრობის დალევა არ მინდოდა, ვიწველიდი ხოლმე დროდადრო. რომ ვკითხე რა ვუყო დარჩენილ რძესთქო, არანაირი გამოწველა და მასაჟი არ გაიკეთო ეს გელი წაისვიო

DocTemo

დიდი მადლობა, გავიკეთებ ეხოს უახლოეს დღეებში.

Posted by: I_Am_Winter 10 Nov 2011, 11:07
QUOTE (DocTemo @ 8 Nov 2011, 20:25 )
I_Am_Winter
გამაგრებას გააჩნია. დიდი ხანი თუ არის მასაჟებით არ დაიშლება.

აბა რითი დავშალო sad.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: DocTemo 10 Nov 2011, 12:16
likaterine
QUOTE
ჩავთვალე რომ ის რძე რომელიც მკერდში დარჩენილი მაქვს, ეს გელი გამიშრობდა, ყოველ შემთხვევაში არ ჩამიმაგრდებოდა. ამ მიზნით დამინიშნა

ეს გელი არანაირად არ მოქმედებს რძის გამოყოფაზე და მის გასაშრობად არ გამოიყენება. ეს არის ჰორმონ პროგესტერონის შემცველი გელი და ინიშნება მასტოპათიის სამკურნალოდ. თქვენ შეიძლება ერთდროულად მასტოპათიაც გქონდეთ და ამის გამო იყო ეს გელი დანიშნული. ჩემი რეკომენდაციები ძალაშია.

I_Am_Winter
QUOTE
აბა რითი დავშალო

ექოსკოპია - კონსულტაცია - შემდეგ კითხვა "რითი დავშალო"
* * *
marigng - ის მიერ დაწყებული იყო პოსტები "ონკოლოგის კონსულტაციაში" სარძევე ჯირკვლის შესახებ, თემა შემდეგ აქ გადმოვიტანე. საუბარია Her2neu დადებით მე-2 სტადიის სიმსივნეზე, ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების გარეშე (T2N0M0). მე დავინტერესდი ჰერცეპტინის მკურნალობის სქემებით. ლიტერატურას რომ გადახედო, ძალიან გაურკვევლია სიტუაციაა, რადგან საკმარისი კვლევა ამ სტადიისთვის ჯერ არ არის ნაწარმოები და ჰერცეპტინის 1 წლიანი მკურნალობა ამ შემთხვევაში უფრო ”დაზღვევის მიზნით” ინშიშნება ვიდრე იქდეან გამომდინარე რომ ჰერცეპტინის გარეშე მკურნალობის რეზულტატები ძალიან ცუდი იქნება. მე მაინც იმედი მაქვს რომ პერიოდულად აქ ონკოლოგები მაინც შემოიხედავს და ერთ პატარა ციტატას დავდებ ევროპული გაიდლაინებიდან (ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება ESMO).

Patients with breast cancers that overexpress HER2 protein (p185HER2, measured by IHC, e.g. 3+ using HercepTest, DAKO) or have HER2 gene amplification (measured by FISH or CISH) benefit from adjuvant treatment with trastuzumab [I, A]; the indication for adjuvant trastuzumab should be based on an average HER2:CEP17 ratio of ≥2 or—in the presence of polysomy 17—on ≥4 HER2 signals per cell [91]. Adjuvant trastuzumab lowers the hazard of recurrence by about a quarter to a half and the hazard of death by about one-sixth to one-third. While randomized trials have excluded patients with small primaries of <1 cm, overexpression of HER2 confers a poorer prognosis even in these small tumors, and the use of trastuzumab should be discussed with women with small, node-negative breast cancers. Based on pharmacokinetic analyses a 3-weekly schedule (6 mg/kg) is considered equivalent to a weekly schedule (2 mg/kg). The optimum duration of adjuvant trastuzumab has not yet been established, but for the time being 1 year is recommended.

Primary breast cancer: ESMO Clinical Practice Guidelines for diagnosis, treatment and follow-up
http://annonc.oxfordjournals.org/content/22/suppl_6/vi12.full

Posted by: Iron Butterfly 10 Nov 2011, 16:55
DocTemo


გამარჯობა, დღეს ვიყავი კონსულტაციაზე,
ექიმს არც ასაკი უკითხავს არც ის უკითხავს შვილი მყავს თუ არა ეგრევე გამოწერა მიმართვა სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევაზე.
რა პროცედურაა? გავიგე რო ამ დასხივებით მკერდი ზიანდება და ვიღაც დებილი ექიმის უყურადღებობის გამო არ მინდა რამე პრობლემა შემექმნას. ხელით არ ისინჯება თავიდან? ჩემი ჩივილი იყო საკმარისი მხოლოდ? spy.gif

Posted by: DocTemo 10 Nov 2011, 18:51
Iron Butterfly
რა გაწუხებთ? რა ასაკის ხართ და შვილი გყავთ თუ არა? ეს კითხვები მე ნამდვილად გამიჩნდა.
თვით ექოსკოპია კი არ არის საზიანო და დასხივება არანაირი არ გააჩნია (ორსულსაც კი შეუძლია ხშირად რომ გაიკეთოს).

Posted by: Iron Butterfly 10 Nov 2011, 20:04
DocTemo

შვილი არა . 29 წ. მარცხენა მხარეს ცუდი შეგრძნება მაქვს პერიოდულად, თითქოს მწიწკნის რაღაც შიგნით,
ხელით გასინჯვის დროს პატარა ბურთულას ვგრძნობ. ზომაში არ გაზრდილა. მინდა გამოკვლევა ჩავიტარო და დავმშვიდდე, შემეშინდა ისეთი რაღაცეები გავიგე და წავიკითხე sad.gif

Posted by: catherina_10 11 Nov 2011, 10:54
Iron Butterfly
899-58-96-36, 22-68-59 (სამსახური). მე-9 საავადმყოფოშია - რომ შედიხარ ეზოში, ხელმარჯვნივ 3-სართულიანი ძველი შენობაა და იქ უნდა შეხვიდე, ოღონდ უკანა მხრიდან. ყველა მიგასწავლის იქ ნინო ღუდუშაური
მე მასთან გავიკეთე ექო და თვითონ გეტყვის რამდენად საოპერაციოა თუ მკურნალობას დაემორჩილებ,

მეც მქონდა პატარა ბურთივით მარჯვენა მკერდში, სამწუხროდ ცემი მკურნალობას არ ემორჩილებოდა დიდი იყო ზომით და დამჭირდა ამოჭრა, ციხისელთან გავიკეთე ოპერაცია უკვე ერთი წელია
წარმატებებს გისურვებ, უყურადღებოდ არ დატოვო
2kiss.gif 2kiss.gif
* * *
DocTemo
გამარჯობათ, ბათონო თემო, ერთი კითხვა მაქვს, ერთი წელია რაც გავიკეთე ოპერაცია მარჯვენა მკერში მქონდა ფიბროადენომა, დროდადრო სიცივეში ტკივილს ვგრძნობ მხარში და თვითონ მკერდიც მტკივა ხოლმე, რამდენად საშიშია, მივაკითხო ჩემ ექიმს?

Posted by: tlikina 11 Nov 2011, 19:06
ფიბროადენომა მაქვს და უნდა გავიკეთო ოპერაცია, ისე დავიბენი ეს რომ გავიგე ექიმს წესიერად ვერაფერი ვკითხე, მაინტერესებს, რომ გავიკეთებ ოპერაციას, არის შანსი რომ კიდევ გაჩნდეს?
და თუ იცით ოპერაცი რამდენ ხანს გრძელდება და სრული ნარკოზით კეთდება თუ ადგილობრივით?

Posted by: lasha77 11 Nov 2011, 20:04
ფორუმთან როგორ უნდა ვიმუშაო და სურათი როგორ უნდა დავდო

Posted by: Natuka NGN 11 Nov 2011, 20:56
lasha77
თუ 100 კბ-მდეა, აქვე შეგიძლიათ მიაბათ, პოსტის ჩვენებასუნდა დააწვეთ, თუ უფრო დიდია, რომელიმე სერვერზე უნდა ატვირთოთ და იმიჯის უჯრაში უდნა ჩასვათ მოცემული ბმული.
ესეც Preview Post-ში.

Posted by: DocTemo 11 Nov 2011, 21:00
Iron Butterfly
QUOTE
ასინჯვის დროს პატარა ბურთულას ვგრძნობ.

ექოსკოპია ნამდვილად საჭიროა. შეიძლება კისტა იყოს ან ფიბროადენომა. ორივე შემთხვევაში საშიში არაფერია

catherina_10
ეს ფიროადენომასთან დაკავშირებული არ მგონია რომ იყოს.. ეს უფრო მასტოპათიის ნიშანია და შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობა ჭირედება. ექიმს საერთოდ წელიწადში ერთხელ უნდა მიაკითხოთ.

Posted by: lal77 11 Nov 2011, 22:14
გამარჯობათ, 32 კვირის ორსული ვარ. ხელს რომ ვიჭერ გამონადენი მაქვს, მაგრამ მკერდი მაქვს მოშვებული. ეს ნორმალურია. ზოგი მეუბნება ამ ასაკის ორსულობის დროს მკერდი შევსებული და დაჭიმულიაო

Posted by: DocTemo 11 Nov 2011, 23:23
lal77
ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და მკრდის მდგომარეობაც ინდივიდუალურია. ეს ნორმალურია

Posted by: Iron Butterfly 12 Nov 2011, 00:21
catherina_10


გმადლობ , ვიყავი უკვე ექოსკოპიაზე მედიჰელპშI

DocTemo


გადამიღეს ექოსკოპია და კვანძი არსად იყო. არ არის საჭირო მკურნალობა, 6 თვეში ერთხელ ჩაიტარე გამოკვლევაო. რაღაც მასტოპათია ახსენა, მაგრამ ეგ ხო ძუძUთი კვების დროს უჩნდებათ, მაპატიეთ გაუნათლებელი ვარ ამ საკითხში

Posted by: Natuka NGN 12 Nov 2011, 01:33
Iron Butterfly
თუ მასტოპატია არის, ექოსკოპისტის დასადგენი არაა მკურნალობა საჭიროა თუ არა. თუ გაწუხებს უნდა შეშველება.

Posted by: lal77 12 Nov 2011, 09:41
DocTemo
უღრმესი მადლობა, დავწყნარდი,ძალიან ვნერვიულობდი. ერთი კიტხვა მაქვს კიდევ. თუ მკერდში ფიბროადენომაა ძუძუს წოვებას ხელს არ შეუშლის. ან რაიმე გართულება ხომ არ მოჰყვება?

Posted by: DocTemo 12 Nov 2011, 11:31
lal77
QUOTE
უ მკერდში ფიბროადენომაა ძუძუს წოვებას ხელს არ შეუშლის. ან რაიმე გართულება ხომ არ მოჰყვება?

თუ 1-2 სანტიმეტრამდეა, მაშინ არ შეუშლის. მაგრამ ლაქტაციის შემდეგ მისახედია.
Natuka NGN
QUOTE
ექოსკოპისტის დასადგენი არაა მკურნალობა საჭიროა თუ არა.

ნამდვილად არაა ექოსკოპისტის გადასაწყვეტი მკურნალობის საკითხები!!!!!

Posted by: Gioma771 13 Nov 2011, 22:58
გამარჯობათ! DocTemo თქვენთან მაქვს ერთი შეკითვა. ჩემი მეგობრის ნიკით ვარ შემოსული. რამოდენიმე დღეა ეხო გადავიღე ორივე მკერდზე და დასკვნა ასეთია: მარჯვენა: ზედა კვადრანტების საზღვარზე ისახება ფიბროადენომის ტიპის ჩანართი ზომით 12*7მმ. მარცხენა: ზედამედიალურ კვადრანტში აღინიშნება ფიბროადენომის ტიპის ჩანართები ზომებით 4მმ და 9*6მმ (თუმცა გასინჯვის დროს ამბობდა რომ კისტას გავსო). კანქვეშა ცხიმი: ზომიერად გამოხატული. სარძევე სადინარები: დილატირებული. რეგიონული ლიმფური კვანძები არ ისახება. დასკვნა: ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია. ორივე ს/ჯ ფიბროადენომის ტიპის ჩანართები.
მითხრა რომ მკურნალობა არ მჭირდება და სანერვიულოც არაფერიაო, ანუ მამოლოგთან ვიზიტი არ გჭირდებაო. არ ვიცი როგორ მოვიქცე, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ვკითხულობ და სულ გამაგიჟა. თან გუში ხელით მოვუჭირე და მომწვანო ფერის და მოყვიტალო სითხე გადმომივიდა სულ მცირე რაოდენობით. იქნებ მირჩიოთ რამე. წინასწარ გმადლობთ
* * *
დავამატებ იმასაც რომ ფარისებრ ჯირკვალში მცირე ზომის კვანძი ღმომაჩნდა, ნამშობიარევი არ ვარ. ვარ 28 წლის

Posted by: perikardi 14 Nov 2011, 15:29
შეკითხვა მაქვს მამოლოგთან:მეორე ორსულობის გამო მარტის თვეში შევწყვიტე ბავშვის ძუძუთი კვება, მაისის თვეში მქონდა თვითნებური აბორტი, მას შემდეგ პერიოდულად ვამჩნევ რომ მაქვს გამონადენი მკერდიდან (სავარაუდოდ რძე), განსაკუთრებით იმატებს ჩემი გამოთვლით ოვულაციის შემდეგ რამდენიმე დღე, სხვა ჩივილები არ მაქვს როგორ უნდა მოვიქცე?
წინასწარ მადლობა

Posted by: DocTemo 15 Nov 2011, 15:20
Gioma771
ექოსკპისტი მამმოლოგი არ არის და მას არ ეკითხება არავინ საჭიროა თუ არა მკურნალობა. ამას წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ კლინიცისტი! მითუმეტეს ისეთი დასკვნა დაწერა - რომ სამკურნალოა. თქვენ გწირდებათ პროფილაქტიკური ანუ მამოლოს უნდა მიმართოდ.

perikardi
წესით უნდა ეჩვენოთ მამოლოგს და მან დაგინიშნოთ მკურნალობა. შესაძლებელია დაკვირვებაც.

Posted by: maaiiko 21 Nov 2011, 21:25
QUOTE (lady t @ 14 Sep 2011, 22:23 )
QUOTE
არ იცით ვინმემ რა დაჯდება კონსულტაცია მამოლოგთან?


ციხისელთან ღირდა 40 ლარი შარშან,ეხლა არ ვიცი

ეხლა 50 ლარი ღირს კონსულტაცია ციხისელთან.
* * *
სარძევე ჯირკვალი-რეპროდუქციული ტიპის, კანის სისქე არ აღემატება 2მმ-ს, კონტური-დეფორმაციის გარეშეა, კანქვეშაცხიმოვანი ქსოვილი-ზომიერად გამოხატული, პარენქიმის ექოსტრუქტურა-ჰიპოექოგენური,წვრილმარცვლოვანი.რომელთა შორისაც ისახება ცხიმოვანი ქსოვილი ჰიპოექონური მომგვალო ჩანართების სახით. ორივე მხარეს აღინიშნება კარგად გამოხატული ფიბროადენომატოზული ცვლილებები. ამ ფონზე ორივე სარძევე ჯირკვალში დიფუზურად ისახება სწორი, მკაფიო კონტურების მქონეჰიპოექოგენური ფიბროადენომის ტიპის ჩანართები, რომელთა დიამეტრიც ვარირებს 0,3-დან 0,6მმ-მდე; მათ შორის შედარებით მოზრდილების ზომებია: მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზედა კვადრატების საზღვარზე 12 სთ ის პროექციაზე, არეოლასთან კანიდან 1,4 მმ დაშორებით, ისახება სწორი,მკაფიო კონტურების მქონე ჰიპოექოგენური წარმონაქმნი _ფიბროადენომა, ზომით 18,8X13,1მმ ამავე მხარეს კანიდან 6,9მმ დაშორებით ზომით 10,3X6,4 მმ ; ასევე ქვედა მედიალურ კვადრატში ზომით 12,5X6,9მმ. ასეთივე ფიბროადენომა ისახება მარცხენა სარძევე ჯირკვალში ზომით 7,7X3,8 მმ. კუპერის იოგები-,კაფიოდ არ ვიზუალიზირდება. სარძევე სადინრები-დიფუზურად დილატირებული. ლიმფური გზები- არ აისახება. რეგიონული მიდამოები-ორივე იღლიის ფოსოში ისახება ერთეული 1,0 სმ მდე სტრუქტურაშეუცვლელი ლიმფური კვანძები.
დასკვნა: ორივე სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა.
ეს ჩემი ექოსკოპიის შედეგებია. ძალიან დიდი ბოდიში ამდენი, რომ დავწერე, მაგრამ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. smile.gif მამოლოგთან ვიყავი, თუმცა იქიდან წამოსვლის შემდეგ გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა. sad.gif ვიცი რომ ოპერაცია აუცილებელია, თუმცა რამდენად საჩქაროა? სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მაქვს ამის საშუალება. გამიგია, რომ გათხვოვებამდე აუცილებელია ოპერაციის გაკეთებაო, მაგრამ რომ ვერ მოვახერხო რამდენად საშიშია? და კიდევ რას შეიძლება გამოეწვია ამდენი კვანძი? ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ჩიყვი მაქვს შესაძლოა, რომ ამასთან იყოს დაკავშირებული? წინასწარ დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: DocTemo 22 Nov 2011, 18:00
QUOTE
ეხლა 50 ლარი

ინფლაცია 20% smile.gif

maaiiko
აქ კომპლექსური გადაწყვეტილებაა საჭირო. შეიძლება ჯერჯერობით იმდენად საოპერაციო არ არის, რამდენადაც სადიაგნოსტიკო და სამკურნალო. 2სმ-მდე ფიბროადენომის ამოკვეთაში სასწრაფო არაფერია, თუ ნამდვილად მისი "ფიბროაენომობა" ეჭვს არ იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის საკითხი გასარკვევია, ჰორმონების დონეები დასადგენია. თუ ფარისებრის ან სქესობრივი ჰორმონები პათოლოგიური ცვლილება იქნება, ოპერაცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ საკმაოდ ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მამოლოგის, ენდოკრინოლოგის ერთობლივი ძალისხმევით.

Posted by: tlikina 25 Nov 2011, 20:20
სამშაბათს მაქვს ოპერაცია დაგეგმილი, გავცივდი 3 დღის წინ,არ გამიკეთებენ ოპერაციას? თუ ადგილობრივი გაუტკივარებით შეიძლება?

Posted by: DocTemo 25 Nov 2011, 23:13
tlikina
თუ სასწრაფო არაა ოპერაცია, ჯობია გადაიდოს...თუმცა გაცივებასაც გააჩნია

Posted by: maaiiko 26 Nov 2011, 01:42
QUOTE (DocTemo @ 22 Nov 2011, 18:00 )
QUOTE
ეხლა 50 ლარი

ინფლაცია 20% smile.gif

maaiiko
აქ კომპლექსური გადაწყვეტილებაა საჭირო. შეიძლება ჯერჯერობით იმდენად საოპერაციო არ არის, რამდენადაც სადიაგნოსტიკო და სამკურნალო. 2სმ-მდე ფიბროადენომის ამოკვეთაში სასწრაფო არაფერია, თუ ნამდვილად მისი "ფიბროაენომობა" ეჭვს არ იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის საკითხი გასარკვევია, ჰორმონების დონეები დასადგენია. თუ ფარისებრის ან სქესობრივი ჰორმონები პათოლოგიური ცვლილება იქნება, ოპერაცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ საკმაოდ ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მამოლოგის, ენდოკრინოლოგის ერთობლივი ძალისხმევით.

დიდი მადლობა ბატონო თემო. ამჯამად მხოლოდ ენდოკლინოლოგთან ვმკურნალობ. მამოლოგს მკურნალობა არც უხსენებია, მარტო ოპერაციაზე მელაპარაკა. sad.gif მოგვიანებით სხვა მამოლოგსაც მივმართავ.

Posted by: agr_bak 26 Nov 2011, 22:13
DocTemo
Dex-BI-RADS 2 Sin-BI-RADS 2

საჭიროებს თუ არა მკურნალობას
და არის თუ არა შანსი რომ ციფრი 2 დროთა განმავლობაში შეიცვალოს 3 ით ან 4 ით?


Posted by: DocTemo 29 Nov 2011, 23:30
agr_bak
ეს მდგომარეობის აღწერაა და არა კლინიკური დიაგნოზი. საჭიროა თუ არა მკურნალობა - წყვეტს მამოლოგი.

Posted by: grangli 1 Dec 2011, 08:08
ბატონო თემურ წინასწარ გიხდით მადლობას ასეთი უანგარო გარჯისტვის.
გიგზავნით მასალას და მაინტერესებს თქვენი აზრი, ძირითადად ოპერირების აუცილებლობის თაობაზე

http://files.mail.ru/FSLRPZ?t=1

Posted by: moli-si 1 Dec 2011, 09:26
ეპილაცია იღლიაში გამოიწვევს რამე გართულებებს მკერდძე?

Posted by: Fluke 1 Dec 2011, 16:09
გაამრჯობათ, მკერდსჰი მქონდა სიმაგრე ჯერ კვანძები არ ქონდა. ექიმმა დამინისჰნა მასტოდინონი ვსვა უკვე თვენახევარია, თუმცა ეხლა მენსტრუაციის წინ უფრო გმაიდიდა სიამგრე და ასე დზალიან ჯერ არ მტკიებია...
რისი ბრალია?

Posted by: musha_boquladze 1 Dec 2011, 17:49
ყველას მოგცემთ რამდენიმე რჩევას, ვისც გინდათ რათქმაუნდა ამ თემასთან დაკავშირებით.
ყველა ექიმს ბოლომდე ნუ ენდობით მიმართეთ ერთდროულად რამოდენიმე ექიმს.
ბევრი იკითხეთ მაგ თემასთან დაკავშირებით უცხოური ფორუმები;
მამოლოგთან ერთად აუცილებლად მიმართეთ კარგ ენდოკრინოლოგს;
ჰორმონების ანალიზებზე ყურადღება გამოიჩინეთ სად როგორ აკეთებენ, გადაამოწმეთ რამდენიმე ადგილას;
ექიმის სახელის და გვარის წინ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ "მედ. მეცნ. დოქტორი. ან მედ მეცნ კანდიდატი" მე პირადად ვიცნობ საკმაოდ ცნობილ რამოდენიმე უვიც არაკვალიფიციურ და უპასუხისმგებლო მედ. მეცნ. დოქტორი. ან მედ მეცნ კანდიდატს. გახსოვდეთ რომ საქართველოა და დისერტაციები ბანკეტით და ნაცნობობით გვარდება.
წარმატებები

Posted by: DocTemo 2 Dec 2011, 00:07
grangli
QUOTE
ბატონო თემურ წინასწარ გიხდით მადლობას ასეთი უანგარო გარჯისტვის.
გიგზავნით მასალას და მაინტერესებს თქვენი აზრი, ძირითადად ოპერირების აუცილებლობის თაობაზე

მადლობა თბილი სითყვებისთვის და სასიამოვნოა თვალსაჩინოდ დასვით კითხვა smile.gif მე არ ვთვლი რომ საოპერაციო ხართ. ჩემი აზრით პირველ რიგში საჭიროა ყოველი (1 სმ-ზე მეტი ზომის) კისტის პუნქტირება (ნემსით ამოღება), ოღონდ აუცილებლად ექოსკოპიური კონტროლით. შესაძლებელია ნალექის ციტოლოგიური კვლევა, თუმცა ხშირად არც ვაკეთებ მასეთი კისტების დროს, შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის და საკვერცხეების გამოკვლევა ჰორმონებთან ერთად და შემდგომში სწორი მკურნალობა. თუკი მეორედ დაგროვდა - ისევ პუნქტირება. მესამედ როგორც წესი ოპერაციაზე ჩნდება ფიქრი. ისევ ვიტყვი, მანამდე არაა საჭირო.
* * *
moli-si
QUOTE
ეპილაცია იღლიაში გამოიწვევს რამე გართულებებს მკერდძე?

ნაკლებად სავარაუდოა... შეიძლება ითქვას არა.

Posted by: grangli 2 Dec 2011, 00:35
ბატონო თემურ ახლა მატარებლისკენ მივიჩქარი(ფოთში მივემგზავრები), აუცილებლად შეგეხმიანებით, უღრმესი მადლობა გულისხმიერებისთვის, დიდ და მადლიან საქმეს აკეთებთ ნამდვილად (წარმომიდგენია როგორი დაგლილი იქნებით თუნდაც ამწუთში) აუცილებლად გავაგრძელებთ მე და თქვენ საუბარს, ვინაიდან თქვენ არა მარტო პროფესიონალი, არამედ ჩვენი დროისთვის საკმაოდ იშვიათად წესიერი ადამიანი ბრძანდებით! ალბათ მიმიხვდებით რასაც ვგულისხმობ...., დროებით

Posted by: იირკოლა ჩი 2 Dec 2011, 11:52
QUOTE (drifters wife @ 30 Aug 2009, 21:02 )


ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ ციხისელის?მაგას აქებენ ხო ყველაზე მეტად?

ციხისელის განკურნებული ჯერ არავინ მინახავს მეsad.gif ნუ დაჩეხილი და გადარჩენილი კი ბატონო. მესმის რომ ქირურგია ქირურგიაა, მაგრამ არ შეიძლება ყველა პაციენტს ერთი და იგივე გზა უჩვენო და ყველას პრობლემა დანით მოაგვარო. სამწუხაროდ დღეს მამოლოგთა უმეტესობა ქირურგიულ მეთოდს იქით საერთოდ არ იხედება..
მეც მქონდა პატარა კვანძი მკერდში, ახლაც მაქვს პრინციპში.. არ მჭირდებოდა და წლების განმავლობაში მასმევდნენ L'თიროქსინს და როგორც ვხვდები მაგან გამოიწვია საპირისპირო დარღვევები, კვანძის მაგის შედეგია როგორც მივხვდი. მოკლედ დღეს ჰომეოპათიას ვუმადლი, რომ თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გუშინ გაკეთებული ექოსკოპიით კვანძი დაპატარავებულიაsmile.gif L'თიროქსინიც მოვხსენი უკვე რამდენიმე დღეაsmile.gif ვიცი აქ ბევრს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება ჰომეოპათებთან, მაგრამ მე ალაშვილის ძალიან კმაყოფილი ვარsmile.gif

Posted by: musha_boquladze 2 Dec 2011, 16:42
QUOTE (იირკოლა ჩი @ 2 Dec 2011, 11:52 )
QUOTE (drifters wife @ 30 Aug 2009, 21:02 )


ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ ციხისელის?მაგას აქებენ ხო ყველაზე მეტად?

ციხისელის განკურნებული ჯერ არავინ მინახავს მეsad.gif ნუ დაჩეხილი და გადარჩენილი კი ბატონო. მესმის რომ ქირურგია ქირურგიაა, მაგრამ არ შეიძლება ყველა პაციენტს ერთი და იგივე გზა უჩვენო და ყველას პრობლემა დანით მოაგვარო. სამწუხაროდ დღეს მამოლოგთა უმეტესობა ქირურგიულ მეთოდს იქით საერთოდ არ იხედება..
მეც მქონდა პატარა კვანძი მკერდში, ახლაც მაქვს პრინციპში.. არ მჭირდებოდა და წლების განმავლობაში მასმევდნენ L'თიროქსინს და როგორც ვხვდები მაგან გამოიწვია საპირისპირო დარღვევები, კვანძის მაგის შედეგია როგორც მივხვდი. მოკლედ დღეს ჰომეოპათიას ვუმადლი, რომ თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გუშინ გაკეთებული ექოსკოპიით კვანძი დაპატარავებულიაsmile.gif L'თიროქსინიც მოვხსენი უკვე რამდენიმე დღეაsmile.gif ვიცი აქ ბევრს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება ჰომეოპათებთან, მაგრამ მე ალაშვილის ძალიან კმაყოფილი ვარsmile.gif

+1 ძირს ციხისელი, ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა არაფერი გჭირსო (არადა აშკარად არ ქონდა წესრიგში ჰორმონები) ყოველ დღე 37.1 ქონდა სიცხე წლების მანძილზე. გვიშველა მანანა ლომიძემ მე 8 ში

Posted by: DocTemo 2 Dec 2011, 23:05
grangli
დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის!

Posted by: marigng 3 Dec 2011, 13:07
QUOTE
marigng - ის მიერ დაწყებული იყო პოსტები "ონკოლოგის კონსულტაციაში" სარძევე ჯირკვლის შესახებ, თემა შემდეგ აქ გადმოვიტანე. საუბარია Her2neu დადებით მე-2 სტადიის სიმსივნეზე, ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების გარეშე (T2N0M0). მე დავინტერესდი ჰერცეპტინის მკურნალობის სქემებით. ლიტერატურას რომ გადახედო, ძალიან გაურკვევლია სიტუაციაა, რადგან საკმარისი კვლევა ამ სტადიისთვის ჯერ არ არის ნაწარმოები და ჰერცეპტინის 1 წლიანი მკურნალობა ამ შემთხვევაში უფრო ”დაზღვევის მიზნით” ინშიშნება ვიდრე იქდეან გამომდინარე რომ ჰერცეპტინის გარეშე მკურნალობის რეზულტატები ძალიან ცუდი იქნება



smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: ninuciko 8 Dec 2011, 00:53
გაკეთEბული მაქვს საშვილოსნოს ოპერაცია. თვის განმავლობაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მაქვს მკერდის ტკივილი. მაინტერესებს ეს ნორმალურია.

Posted by: DocTemo 8 Dec 2011, 16:23
ninuciko
შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს, თუ გაგრძელდა საჭიროა კონსულტაცია და ექო

Posted by: ketitamminga 14 Dec 2011, 12:08
გამარჯობათ

ვარ 22 წლის,ორსულობამდე მქონდა ჰიპერპროლაქტინემია, ხსენი მომდიოდა.

8 თვის წინ ვიმშობიარე და ბავშვს ძუძუს ვაწოვებდი 3,5 კვირის განმავლობაში
ჭარბი რძის გამო სულ სიცხეები მქონდა და გამოწველითაც ვერ ვშველოდი.
გავიკეთე დაახლოებიტ 15-20 მასაჟი.

თავიდან დოსტინექსი მომცეს რძის დასაკლებად(გინეკოლოგმა დამინიშნა)
მაგრამ რძე წყალივით გახდა.
მამოლოგმა მითხრა დაამატე 2 ტაბლეტი და სულ გაიშრეო, ბავშვისთვის აღარ შეიძლებაო.(ექოსკოპია არასოდეს გამიკეთებია)

ახლა, 8 თვის შმედეგ ვგრძნობ მკერდში ნემსის ჩხვლეტას( თუმცა ძალიან იშვიათად), თითქოს ნემსს მარჭობენ.
მაინტერესებს საშიშია რამე?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: DocTemo 14 Dec 2011, 22:56
ketitamminga
QUOTE
მაინტერესებს საშიშია რამე?

რთული კითხვაა და ვერ ვხვდები რას გულისხმობთ/
ეს ხშირად ხდება (ტკივილები), განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

Posted by: იირკოლა ჩი 15 Dec 2011, 09:46
QUOTE (musha_boquladze @ 2 Dec 2011, 16:42 )
[/QUOTE]
გვიშველა მანანა ლომიძემ მე 8 ში

მანანა არა, მარინა ლომიძეsmile.gif yes.gif

Posted by: Natuka NGN 15 Dec 2011, 11:19
იირკოლა ჩი
QUOTE
L'თიროქსინს და როგორც ვხვდები მაგან გამოიწვია საპირისპირო დარღვევები, კვანძის მაგის შედეგია როგორც მივხვდი.

ლ-თიროქსინმა კი არ გამოიწვია, იმ დაავადებამ რისტვისაც ლ-თიოქსინს სვამდი. სავარაუდოდ გექნებოდა ჰიპოთირეოზი, ეს კი პროლაქტინის აწევას იწვევს. აწეული პროლაქტინი კი ცისტებს და კსიტებს სარძევე ჯირკვალში. იმედია შენი "კვანძი" ფიბროადენომა არაა.

Posted by: ToyotaMR2 15 Dec 2011, 11:46
ჩემ მეგობარ გოგოს აქვს ორჯერ გაიკეთა ოპერაცია და კიდევ აქვს , ასევე გაიკეთა 80 ამპულა კამელინი მაგრამ კიდევ აწუხებს და საშიშია რამე ?

Posted by: ketitamminga 15 Dec 2011, 12:23
მართალი ხართ, როგორც ჩანს კიტხვა არასწორად დავსვი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი smile.gif

მე ვგულისხმობდი ზოგადად იმ ინფორმაციის ფონზე რაც მოგაწოდეთ,
ამ სახის ტკივილები არის თუ არა სიმპტომი რამე სერიოზული დაავადებისა?
რა თქმა უნდა თუ ეს ინფორმაცია საკმარისია თქვენთვის დასკვნის გამოსატანად.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. smile.gif



Posted by: იირკოლა ჩი 16 Dec 2011, 10:29
QUOTE (Natuka NGN @ 15 Dec 2011, 11:19 )
იირკოლა ჩი
QUOTE
L'თიროქსინს და როგორც ვხვდები მაგან გამოიწვია საპირისპირო დარღვევები, კვანძის მაგის შედეგია როგორც მივხვდი.

ლ-თიროქსინმა კი არ გამოიწვია, იმ დაავადებამ რისტვისაც ლ-თიოქსინს სვამდი. სავარაუდოდ გექნებოდა ჰიპოთირეოზი, ეს კი პროლაქტინის აწევას იწვევს. აწეული პროლაქტინი კი ცისტებს და კსიტებს სარძევე ჯირკვალში. იმედია შენი "კვანძი" ფიბროადენომა არაა.

ტსჰ მაქვს მაღალი (5.0), მაგრამ ჯირკვალი აბსოლიტურად ჩვეულებრივია, ანუ არც ზომაშია ცვლილება და არც რაიმე დარღვევა. აქ რომ მასკედი პოსტავს ეს მანაც დამიდასტურა, რომ ეს ჰიპოთირეოზი არაა და ლ'თიროქსინი არასწორადაა დანიშნული, ანუ ფარისებრი სრულიად ჯანმრთელია. პირველად როცა ენდოკრინოლოგთან მივედი, მითხრა რომ ტსჰ იყო სულ ოდნავ მაღალი, 2,6 იყო მაშინ და დამინიშნა მაშინვე ლ'თიროქსინ. მერე ერთი პერიოდი საერთოდ აღარ ვსვამდი, ჩემით შევწყვიტე და მაშინ აიწია ტსჰ-მ 5.0მდე, მოკლედ როგორც ვხვდები (შეიძლება არასწორია) ლ'თიროქსინზე გარკვეული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ალაშვილის კლინიკის ექიმმაც ეს მითხრა. ახლა მეორე კვირაა ლ'თიროქსინ მოვხსენი და როგორც მითხრეს 6 თვე მაინც ტსჰ იქნება მაღალი, შემდეგ ჩადგება ნორმაში. რა ვიცი, იმედია მეშველებაbiggrin.gif კვანძს რაც შეეხება ექოსკოპიაზეც და მამოლოგმაც მითხრა რომ ცხიმგროვაა

Posted by: [kitika] 16 Dec 2011, 13:13
იირკოლა ჩი
QUOTE
ტსჰ მაქვს მაღალი (5.0), მაგრამ ჯირკვალი აბსოლიტურად ჩვეულებრივია, ანუ არც ზომაშია ცვლილება და არც რაიმე დარღვევა. აქ რომ მასკედი პოსტავს ეს მანაც დამიდასტურა, რომ ეს ჰიპოთირეოზი არაა და ლ'თიროქსინი არასწორადაა დანიშნული, ანუ ფარისებრი სრულიად ჯანმრთელია. პირველად როცა ენდოკრინოლოგთან მივედი, მითხრა რომ ტსჰ იყო სულ ოდნავ მაღალი, 2,6 იყო მაშინ და დამინიშნა მაშინვე ლ'თიროქსინ. მერე ერთი პერიოდი საერთოდ აღარ ვსვამდი, ჩემით შევწყვიტე და მაშინ აიწია ტსჰ-მ 5.0მდე, მოკლედ როგორც ვხვდები (შეიძლება არასწორია) ლ'თიროქსინზე გარკვეული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ალაშვილის კლინიკის ექიმმაც ეს მითხრა. ახლა მეორე კვირაა ლ'თიროქსინ მოვხსენი და როგორც მითხრეს 6 თვე მაინც ტსჰ იქნება მაღალი, შემდეგ ჩადგება ნორმაში. რა ვიცი, იმედია მეშველება კვანძს რაც შეეხება ექოსკოპიაზეც და მამოლოგმაც მითხრა რომ ცხიმგროვაა


ლ თიროქსინი ასე ჰაერში არ ინიშნება, მისი დანიშნვნა ხდება სისხლის ანალიზის საფუძველზე, თუ მაღალი გქონდა ანუ 5.0 ტსჰ (ნორმა არის 0.04 - 4.00 მდე თუ სწორად მახსოვს) ამიტომაც დაგინიშნეს.
მე ბავშვობაში ვმკურნალობდი 9-10 წლის ასაკში, მაშინ მითხრეს ექოზე ფარისებრი ჯირკვალი შემცირებულიაო, სისხლის ანალიზს არ აკეთებდნენ და ამის საფუძველზე დაახლოებით 2 წელი მიმკურნალეს და მერე მომიხსნეს მკურნალობა განიკურნეო. 16 წლის ასაკში ცუდად გავხდი, მქონდა გულის ფრიალები, ციკლი დამიგვიანდა და ეს ჩემთვის იყო ძალიან უცხო რამ, მანამდე არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა. წავედი მეტრეველთან ამ ჯერზე და აღმოჩნდა რომ ტსჰ-ი მქონდა 6.0 ზევით , ფარისებრი ისევ დაპატარავებული. მეტრეველმა მითხრა რომ მკურნალობა არ უნდა შეწყვეტილიყო და მთელი ცხოვრება უნდა ვაკონტროლო, რადგან მაქვს ჰიპოტირეოზი. მას შემდეგ სულ ვიღებ ლ თიროქსინს და აბ სოლუტურად მოწესრიგებული მაქვს ქალური ორგანოები, ყველაფერი მაქვს გამოკვლეული და მუდმივად ვცდილობ პროფილაქტიკის მიზნით გადავაკონტროლო ექოთი.
ასე რომ ფრთხილად იყავი სად როდის რა გამოგიხტება არ იცი, მე 16 წლის ასაკში შემაწუხა და ხო იცით ასაკტან ერთად ქალური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, იქ ორსულობა, იქ ძუძუს წოვების პერიოდი და ასე შემდეგ.

რაც შეეხება კვანძებს მე ერტი ტვის წინ მკერდის ტკივილმა შემაწუხა, სულ მტკიოდა ვერ გავიგე რისი ბრალი იყო. ბოლოს ექოსკოპია გადავიღე და დავმშვიდდი არაფერი იყო საშიში, არც კვანძი. უბრალოს ჯირკვლების მიდამოებში მქონდა დაახლოებით ისეთი პროცესები როგორც ორსულ და მეძუძურ დედებს აქვთ ხოლმე biggrin.gif რაც მთავარია ხალხო ნუ მიუყრუებთ თქვენს ჯანმრთელობას. აგტკივდათ რამე მიდით და გამოიკვლიეთ რა არის. 25 წლის ზევით მგონი უფასოა მსგავსი გამოკვლევები, მიმართეთ სკრინინგ ცენტრებს.


Posted by: იირკოლა ჩი 16 Dec 2011, 13:37
[kitika]
5.0 არ მქონდა პირვლად, იყო 2.6 და ნამდვილად არ იყო მაშინ ლ'თიროქსინ საჭიროsmile.gif ქალური პრობლემები კიდე ნამდვილად არ მაწუხებს, არც წამლის მოხსნის შემდეგ არ შემაწუხებს იმედიაsmile.gif

Posted by: DocTemo 16 Dec 2011, 13:59
ketitamminga
სერიოზული დაავადების სიმპტომები არაა, თუმცა სერიოზულ დაავადებას სიმპტომები არც აქვს.
თქვენ უნდა ჩაიტაროთ მამოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპია.

Posted by: [kitika] 16 Dec 2011, 14:46
იირკოლა ჩი
QUOTE
[kitika]
5.0 არ მქონდა პირვლად, იყო 2.6 და ნამდვილად არ იყო მაშინ ლ'თიროქსინ საჭირო ქალური პრობლემები კიდე ნამდვილად არ მაწუხებს, არც წამლის მოხსნის შემდეგ არ შემაწუხებს იმედია


ნუ 2.6 თუ გქონდა მართლა არ უნდა დაენიშნა, სამწუხაროა რომ საქართველოში უამრავი "ვაი" ექიმია

Posted by: Solveig 16 Dec 2011, 18:28
[kitika]
QUOTE
ლ თიროქსინი ასე ჰაერში არ ინიშნება, მისი დანიშნვნა ხდება სისხლის ანალიზის საფუძველზე

მაგას რას შეაგნებინებ ზოგიერთს.

ისე დამინიშნა ექიმაა L-თიროქსინი, საერთოდ ჰორმონების ანალიზი არ გაუკეთებია. ანტისხეულები არ აღმომაჩნდა, ექოზე იყო რაღაც "მინიმალური ცვლილეებბი".

2 წელი ვსვი და TSH საერთოდ გაქრა 0,07 გახდა. ფარისებრის მოცულობა 8კუბ. სმ-ზე ჩამოვიდა, თავიდან 13 იყო.
არც არანაირი გაუმჯობესება არ მქონია ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ (რის გამოც აღმოვჩნდი ენდოკრინოლოგთან თავის დროზე).
ბოლოს მოვედი ცოტა ჭკუაზე (პატრონი რომ არ გეყოლება ადამიანს) და წავედი სხვა ექიმთან. იმან კინაღამ მცემა-რისთვის სვამ წამალსო.
გადავამოწმე კიდევ სხვასთან-იმანაც იგივე მითხრა.

დავანებე მერე თავი საერთოდ ყველაფერს.
ერთხელ გავიკეთე ექო ტატიშვილის ცენტრში. ექოსკოპისტმა0-მარცხენა წილი საერთოდ გამქრალიაო, ინტენსიური ვასკულარიზაცია და რა აღარ მითხრა. სასწრაფოდ ჰორმონებიო. გავიკეთე ანალიზი-ნორმაში აღმოჩნდა ყველაფერი. მივუტანე იმ ქალს და-უი, წარმოგიდგენიაო? გაიკვირვა.

შარშან გადავიმოწმე, უკვე გერმანიაში. TSH 2,5 იყო და ექოსკოპიაც გამიკეთეს. ექიმმა-ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ყველაფერი ნორმაშია, ანთების ან რამე პათოლოგიის კვალიც არ ჩანს, მოცულობა 8კუბ. სმ. არისო. მე მოვუყევი, რაც გადამხდა. ისღა მითხრა-ხომ ხედავ, ზომაც ისევ იგივეა, რაც ამდენი წლის წინ ყოფილაო.

ასე რომ....... ახლა თუ რამე მჭირს, არ ვიცი და ფაქტია, რომ მაშინ არაფერი მჭირდა.

თემასთან შუაში არაა ეს. სიტყვამ მოიტანა და....


Natuka NGN
QUOTE
ლ-თიროქსინმა კი არ გამოიწვია, იმ დაავადებამ რისტვისაც ლ-თიოქსინს სვამდი. სავარაუდოდ გექნებოდა ჰიპოთირეოზი, ეს კი პროლაქტინის აწევას იწვევს. აწეული პროლაქტინი კი ცისტებს და კსიტებს სარძევე ჯირკვალში. იმედია შენი "კვანძი" ფიბროადენომა არაა.

ეგრე იქნება, კი.
ჰიპოთირეოზი ვისაც აქვს, ყველას უწევს მაღლა პროლაქტინი.

Posted by: lal77 17 Dec 2011, 11:28
ბატონო თემურ, ადრე მოგწერეთ და თქვენი პასუხის შემდეგ დავწყნარდი. უღრმესი მადლობა. ახლა მშობიარობა მომიახლოვდა და შიშები ისევ დამეწყო. მარცხენა მკერდში მაქვს ფიბროადენომა. ხშირად ვიკეტებდი ექოს და მეუბნებოდნენ საგანგაშო არ არისო. ბოლო პერიოდში ხელით გასინჯვისას ვეღარ ვპოულობ. მაქვს მასტოპათიაც და სულ მქონდა რძისფერი გამონადენი. ახლა შემიმცირდა, მაგრამ მაინც მაქვს. ანუ ხსენს,გამჭვირვალე გამონადენს მოყვება ხანდახან რძისფერიც. სულ მეშინია ბავშვს რომ ძუძუს მივცემ, მისთვის საზიანო ხომ არ არის?

Posted by: helle 18 Dec 2011, 03:50
ჩასწორებულია


_________________________________________________________

Posted by: Solveig 18 Dec 2011, 04:31
helle
ბანს ამ განყოფილებაშიც იძლევიან.

Posted by: blblbl 18 Dec 2011, 13:24
helle
QUOTE
ბანს ამ განყოფილებაშიც იძლევიან.

yes.gif

Posted by: Streetlight 18 Dec 2011, 16:01
ე მე მაქ უკვე 4 წელია და იმდენად მშიშარა ვარ, რომ ავუტალახე კარები ონკოლოგიურს
და ექიმები კინსწისკვრით მაგდებენ უკვე ნუ გვაცდენო
:უსერ:
და რო ვეკითხები, აბა არ მინდა მქონდეს და რა ვქნა მეთქი, გათხოვდიო vis.gif

Posted by: Female User 4 Jan 2012, 21:28
გამარჯობათ. დღეს 3 საათის შემდეგ მტკივა მარცხენა მკერდთან დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის რადიუსი

ხელის დაძაბვაზე, აწვაზე ან დაწოლაზე უფრო მტკივა. ხელით ვერ ვგრძნობ ვერც კვანძს, ვერც სიმაგრეს და გარეგნულადაც არაფერი ჩანს, მაგრამ მტკივა

მანამდე არასოდეს მქონია არც გინეკოლოგიური და არც მსგავსი პრობლემა

ვფიქრობ, ვინც პასუხი უნდა გამცეს, რამოდენიმე დამატებითი დეტალი დააინტერესებს. ამისათვის გთხოვთ პმ-ში

მადლობა წინასწარ

შეშინებული,
მე

Posted by: DocTemo 4 Jan 2012, 22:21
lal77
გამომრჩა თქვენი სეკითხვა. ახლა გიპასუხებთ თუმცა გვიანია ალბათ. საშიში არაა ეს, აწოვეტ ძუძუ და დამშვიდდით.

Female User
დეტალეიდან საჭიროა ასაკი, მენტრუაციის დღე..მომწერეთ პმ-ში

Posted by: ladyteko 5 Jan 2012, 23:22
გამარჯობათ,ვარ 20 წლის.4 თვეა მარცხენა იღლიაში აღმოვაჩინე სამი მოძრავი კვანძისმაგვარი რაღაც,თითოეული მცირე ზომისაა,ტკივილით არ მაწუხებს,მაგრამ უსიამოვნოდ მახსენებს თავს,მარცხენა იღლიის ფოსო თითქოს მეძაბება და თვითონ ეს კვანძები ხანდახან წვის შეგრძნებას ტოვებს,მარცხენა მკერდის თავზე გადამივლის ხოლმე ტკივილი,ლავიწის ქვემოთ,თუმცა მკერდზე არაფერი არ მესინჯება კვანძისმაგვარი,ბურთულიანი დეოდორანტის გამოყენება შევწყვიტე ერთი თვეა და თითქოს ეხლა უფრო ნაკლებად მაწუხებს,თუმცა კვანძები მაინც არ ქრება,იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,სიმსივნე ხომ არ მაქვს,ძალიან ვნერვიულოობ no.gif no.gif no.gif no.gif მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: DocTemo 6 Jan 2012, 22:15
ladyteko
სიმსივნე არ არის. ექიმს ოღონდ აჩვენეთ მაინც. ალბათ საოფლე ჯირკვლებია გაღიზიანებული.

Posted by: forumeli64 8 Jan 2012, 14:04
გამარჯობათ
ერთ ახლობელს ქალბატონ აღმოჩინეს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. (როგორც თვითონ ამბობს ინვიტროს ფონზე – ჭარბი ჰორმონალური პრეპარატების მიღების შემდეგ)

ერთმა მამოლოგმა ეგრევე ოპერაცია დანიშნა.
მეორე მამოლოგმა ჯერ გადასხმები (ქიმია) ჩაიტაროსო, სიმსივნის ანთება ჩავაცხროთ და ოპერაციაც მერე დავნიშნოთო. (მოკვეთაზეა საუბარი ორივე შემთხვევაში)
არჩევანი მოერეზე (ჯერ ანთების ჩახრომა, ჯირკვლის დაპატარავება და მერე მოკვეთა) გაჩერდა.

გაუშვეს ქიმიოთერაპევტთან:
ქიმიოტერაპევტმა ჯერ დანიშნა:
ადრიაბლასტინი – 50მგ
პაკლიტაქსელი – 280მგ
ემეტრონი– 8 მგ

ამის შემდეგ საუბარი წავიდა მკურნალობის ხარჯებზე.
ქიმიოთერაპევტმა უპასუხა რომ თითო გადასხმა დაჯდებოდა დაახლოებით 1000 ლარამდე, რამდენი დაჭირდება არავინ იცის (ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ) და რომ იგი (ავადმყოფი) უნდა მიჰყვეს ბოლომდის და მკურნალობის კურსი არ ჩააგდოს.
ავადმყოფს ცოტა ეძვირა, და უთხრა რომ არ იყო დარწმუნებული გაწევდა თუ არა ამ ხარჯს ბოლომდის (გადასხმები პლუს ოპერაცია)

მაშინ ქიმიოთერაპევტმა დაუნიშნა
ადრიაბლასტინი – 100მგ
ენდოქსანი – 1000 მგ
ემეტრონი –8 მგ

(ორივე რეცეპტზე მიწერილია ბაქსტეზის ხსნარი 2 ამპ. –ეს რა არის?)


ჰოდა ახლა ავადმყოფს აინტერესებს ამ ორ დანიშნულებას შორის თუ არის არსებითი განსხვავება?
თუ აქაც საუბარია იმ ყბადაღებულ "წამლების მაფიაზე"? biggrin.gif
ძვირადღირებული წამალი -მეტი შემოსავალი.

და კიდევ, ამ ორ დანიშნულებას შორის განსხვავება მდგომარეობს თუ არა იმაში რომ ის უფროძვირადღირებული დანიშნულება (I) უფრო ნაკლებ ზიანს მოუტანს სასიცოხლო ორგანოებს ვიდრე დავუშვათ მეორე.
ანუ, ფასი განსაზღვრავს თუ არა ხარისხს მკურნალობისას და გვერდითი მოვლენების სიმცირე-სიმრავლეს?

პ.ს. ორივე შემთხვევაში საუბარია ევროპულ წარმოების წამალზე. (და თქვენ რას გვირჩევდით, რომელი ქვეყნის წამლის შეძენა ჯობია და სად?)

ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გამყოფოთ!

გმადლობთ
* * *



**********************

და კიდევ user.gif
რომელი ვარიანტი უფრო საიმედოა და მიზანშეწონილია:


1) ჯერ ქიმიოთერაპია (სიმსივნის ანტების ჩასაცხრომად) და მერე ოპერაცია თუ
2) ჯერ ოპერაცია და მერე ქიმიოთერაპია?

Posted by: DocTemo 9 Jan 2012, 22:46
forumeli64
გამარჯოათ. პირველ რიგში ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მომწონს რომ ასე ზედმიწევნითაა დასმული. მეც ვეცდები ზედმიწევნით გიპასუხოთ ამიტომ დღეს დავიწყებ და ხვალ გავაგრძელებ.
QUOTE
რომელი ვარიანტი უფრო საიმედოა და მიზანშეწონილია:
1) ჯერ ქიმიოთერაპია (სიმსივნის ანტების ჩასაცხრომად) და მერე ოპერაცია თუ
2) ჯერ ოპერაცია და მერე ქიმიოთერაპია?

ეს დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. ეს რომ გადაწყდეს უნდა დაწეროთ ზუსტად სტადია, რა ზომისაა სიმსივნე, რა ასაკისაა ქალი და რაც მთავარია - მკურნალობის წინ უნდა გაკეთდეს სიმსივნის კორ-ბიოფსია ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ანალიზი. სამწუხაროდ საქართველოში ამ ანალიზს მკურნალობის წინ ბევრი არ აკეთებს, და შესაბამისად სწორად დანიშნულ მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია.

ვფიქრობ ალბათ ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა მაინც არ ჩატარდება და "ზეპირად" განისაზღვრება მკურნალობა sad.gif ამ ორ სქემას შორის განსხვავებებზე ხვალ საღამომდე მოგწერთ.
მანამდე ასაკი და ზუსტი სტადია მომწერეთ თუ შეძლებთ. ინ ვიტრო ჩაუტარდა? ბავშვი ყავს?

Posted by: forumeli64 10 Jan 2012, 10:28
QUOTE
ინ ვიტრო ჩაუტარდა? ბავშვი ყავს?


ორსულობა შუწყდა. გულისცემამდე sad.gif

QUOTE
მანამდე ასაკი და ზუსტი სტადია მომწერეთ

ასაკი -43
სტადია- მკერდზე (წინა მხარეს) რომელიც გადასულია იღლიაში, ღვთის წყალობით სხვა სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული არაა.
მკერდზე ჯირკვლის ზომა 3 სმ-მდეა. (წინა-ზედა მხარესაა)

http://pixs.ru/showimage/2222JPG_4528556_3729853.jpg

Posted by: DocTemo 10 Jan 2012, 15:46
forumeli64კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რომ ამ შემთხვევაში ჰისტოლოგიური პასუხის გარეშე მკურნალობის დაწყება არ იქნება სწორი. თქვენ რაც გამომიგზავნეთ, ის ციტოლოგიური პასუხია, თანამედროვე შეხედულებით ეს არ არის საკმარისი ქიმიოთერაპიისთვის, პირადად მე აღარ ვნიშნავ ქიმიოთერაპიას და არ ვუშვებ ქიმიოთერაპევტთან სწორი ანალიზის გარეშე... და ვფიქრობ კარგი იქნება რომ, მაინც დაელაპარაკოს მაგ საკითხზე ექიმს. იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერი ამ წამალთაგან არ იყოს საჭირო და ტყუილად იქნეს გადასხმული. ამავდროულად ქალი თუ 43 წალისაა, გასარკვევია რამდენად ჰორმონალურად აქტიურია სიმსივნე, ესეც ჰისტო-და-იმუნოჰისტოქიიმით დგინდება. შეიძლება მას ამავდრულად დაჭირდეს ანტიჰორმონული მკურნალობაც. და ბოლოს, ქიმიოტერაპიის ფონზე ასე თუ ისე წაიშლება სიმსივნის იმუნური სურათი და ეს სემდეგ მოგვცემს დიაგნოზის არაზუსტობას.
რაც შეეხება ქიმიოპრეპარატებს -
QUOTE
ქიმიოტერაპევტმა ჯერ დანიშნა:
ადრიაბლასტინი – 50მგ
პაკლიტაქსელი – 280მგ
ემეტრონი– 8 მგ

ეს არის მეორე (2) რიგის ქიმიო-სქემა, ანუ რომელიც უტარდება პაციენტს, მაშინ, როცა პირველი რიგის სქემა მთლიანად ამოიწურა (საერთო კუმულაციური დოზებით), ან პირველი რიგის სქემა აღმოჩნდა არაეფექტური.
QUOTE
მაშინ ქიმიოთერაპევტმა დაუნიშნა
ადრიაბლასტინი – 100მგ
ენდოქსანი – 1000 მგ
ემეტრონი –8 მგ

პირველი რიგის ქემა არის ეს (ანუ რომელზედაც გიწერიათ რომ უფრო იაფია). როგორც წესი წინასაოპერაციო და ასევე პოსტოპერციული მკურნალობა იწყება მაგ სქემით. ანუ მე ვთვლი რომ იმ სქემის დანიშნვა, რომელზეც თქვენ ამბობთ რომ ძვირიაო, ქიმიოტერაპევტმა უნდა ახსნას და დაასაბუთოს რომ ამ პაციენტს ჭირდდება მეორე რიგის ქიმიოტერაპია პირდაპირ. ხოდა მივდივართ იქამდე რომ ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევის გარეშე რაიმეს დასაბუთება არ შეიძლება, და სესაბამისად ამ შემთხვევაში, ან უნდა გაკეთდეს ეს კვლევა ან უნდა დაინიშნოს წამალი "ზეპირად".
ზეპირად დანიშნვის შემთხვევაში კი პირველი რიგის სქემა უფრო იქნება გამართლებული (ანუ ის რასაც თქვენ ამბობთ რომ იაფია).
წამლების ხარისხის შესახებ ბევრი სალაპარაკო არ არის. თუ ინდური და მეხუთე რიგის ქვეყნის არ არის, მაშინ ივარგებს ნებისმიერ. და ბრენდებზე გამოკიდება ვთვლი რომ ზედმეტი ხარჯია.
ბაქსტერის ხსნარი კი თუ ურჩევნია ექიმს, შეიძინოს ის, არ იქნება დიდი განსხვავება ფასში (ბაქსტერს ბაქსტერისა).
ბევრი დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებარი და გასარკვევი მომწერეთ.

Posted by: forumeli64 10 Jan 2012, 16:11
DocTemo
QUOTE
ჰისტოლოგიური პასუხის გარეშე მკურნალობის დაწყება არ იქნება სწორი.


ეს ანალიზი როგორ კეთდება?

ხვალ ისევ თბილისში უნდა ჩასვლა და შეიძლება თქვენთან მოსვლაც ვურჩიო.
თუ შეიძლება რომ თქვენი კოორდინატები მომწეროთ PM, მოგნება რომ არ გაჭირდეს.


პ.ს. მაგ ჰისტოლოგიურ პაუხს თბილისში გააკეთებს (შეიძლება) და პასუხი თქვენ რომ გაჩვენოთ პრობლემა ხომ არ იქნება?
ან კიდევ, პასუხი რომ ინეტით გაჩვენოთ უკვე საკმარისი იქნება თქვენთვის დიაგნოზის დასმისთვის და მკურნალობის დანიშვნისთვის თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ პაციენტი პირადად უნდა გასინჯოთ და ეს აუცილებელია.


პ.ს. ახლა გამახსენდა
ექიმები ეუბნებიან რომ ჯერ ანთება ჩავაცხროთ (ჯირკვალი დაპატარავდეს), მერე ოპერაცია ჩავიტაროთ, ის ამოღებული სიმსივნე დავთესოთ და შემდგომი ქიმიაც მერ დავნიშნოთო.
ამას გულისხმობთ ჰისტოლოგიურ კვლევაში თუ ეს კიდევ სხვა რამეა.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე რომ ერთი ძაან სახელოვანი მამოლოგი ეგრევე ოპერაციაზე ეპატიჟება facepalm.gif

Posted by: forumeli64 10 Jan 2012, 20:08
ნია შარიქაძეზე რას იტყოდით კეთილო ხალხო?


Posted by: Mrs_Zum 10 Jan 2012, 20:21
forumeli64
ძალიან კარგი ონკოლოგია yes.gif იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება biggrin.gif
QUOTE
პ.ს. ახლა გამახსენდა ექიმები ეუბნებიან რომ ჯერ ანთება ჩავაცხროთ (ჯირკვალი დაპატარავდეს), მერე ოპერაცია ჩავიტაროთ, ის ამოღებული სიმსივნე დავთესოთ და შემდგომი ქიმიაც მერ დავნიშნოთო. ამას გულისხმობთ ჰისტოლოგიურ კვლევაში თუ ეს კიდევ სხვა რამეა.

yes.gif

Posted by: forumeli64 10 Jan 2012, 20:46
Mrs_Zum
QUOTE
ძალიან კარგი ონკოლოგია


სხვამაც მასე მითხრა


QUOTE
ამას გულისხმობთ ჰისტოლოგიურ კვლევაში

კაი და ოპერაციის გარეშე აბა როგორ უნდა ჩატარდეს ეგეთი კვლევა???

Posted by: DocTemo 10 Jan 2012, 22:15
forumeli64
QUOTE
ეს ანალიზი როგორ კეთდება?

ეს კეთდება სპეციაური ნემსით, რომელიც დიამეტრით უფრო სქელია ვიდრე, ის რაც მას გაუკეთეს. მისი საშუალებით შეიძლება სიმსივნის ისეთი ნაწილაკების არება, რომ ჰისტოლოგიური კვლევა ჩატარდეს. პროცედურა კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით და მტკივნეული არ არის.
აი ვიდეოზე ლინკი, აქ კარგადაა ნაჩვენები თუ როგორ კეთდება:

http://www.youtube.com/watch?v=LQ2gtW-4fcA

ანუ ეს კვლევა ოპერაციის გარეშეც ტარდება და არ არის საჭირო სიმსივნის ამოკვეთა.
QUOTE
ჰისტოლოგიურ პაუხს თბილისში გააკეთებს (შეიძლება) და პასუხი თქვენ რომ გაჩვენოთ პრობლემა ხომ არ იქნება?
ან კიდევ, პასუხი რომ ინეტით გაჩვენოთ უკვე საკმარისი იქნება თქვენთვის დიაგნოზის დასმისთვის და მკურნალობის დანიშვნისთვის თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ პაციენტი პირადად უნდა გასინჯოთ და ეს აუცილებელია.

კვლევის პასუხის დისტანტურად ნახვა და მის მიხედვით მიმართულებიც მიცემა შეიძლება, მკურნალობის დანიშნვა და მითუმეტეს მკურნალობა, არ შეიძლება (ჯერ ის დრო არ მოსულაsmile.gif

QUOTE
ხვალ ისევ თბილისში უნდა ჩასვლა და შეიძლება თქვენთან მოსვლაც ვურჩიო.
თუ შეიძლება რომ თქვენი კოორდინატები მომწეროთ PM, მოგნება რომ არ გაჭირდეს

მე ბათუმში ვმუშაობ, ასე რომ მგონი კოორდინატების მოწერას აზრი არ აქვს.
ანალიზისს თბილისში აიღებენ, თუ რამე, მაგის გარკვევა შეიძლება, სად აკეტებენ კარგად. მე როგორც ვიცი, ონკოლოგიურშიც აკეთება, და მიკვირს ამიტომ რატომ ზოგს უკეთებენ, ზოგს არა.
QUOTE
ექიმები ეუბნებიან რომ ჯერ ანთება ჩავაცხროთ (ჯირკვალი დაპატარავდეს), მერე ოპერაცია ჩავიტაროთ, ის ამოღებული სიმსივნე დავთესოთ და შემდგომი ქიმიაც მერ დავნიშნოთო.
ამას გულისხმობთ ჰისტოლოგიურ კვლევაში თუ ეს კიდევ სხვა რამეა.

სიმსივნესთან ანთებას რა უნდა?!, აქ საუბარია თვით სიმსივნის ზომების შემცირებაზე ქიმიოთერაპიით. არ ვიცი რატო გაქვთ ასეთი ინფორმაცია ანთებაზე, ან სწორად ვერ აუხსნეს, ან სწორად ვერ გაიგო...ქიმიოთერაპიით ანთება არ ცხრება!
ჰისტოლოგიურ კვლევაში მაგას ვგულისხმობ, ოღონდ როგორც უკვე ვთქვი, ჰისტოლოგია ოპერაციის გარეშეც კეთდება.
QUOTE
აღარაფერს ვიტყვი იმაზე რომ ერთი ძაან სახელოვანი მამოლოგი ეგრევე ოპერაციაზე ეპატიჟება

წარმომიდგენია ვისზეა საუბარი smile.gif

Posted by: Natuka NGN 11 Jan 2012, 00:12
Mrs_Zum
QUOTE
forumeli64
ძალიან კარგი ონკოლოგია  იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება 
QUOTE
პ.ს. ახლა გამახსენდა ექიმები ეუბნებიან რომ ჯერ ანთება ჩავაცხროთ (ჯირკვალი დაპატარავდეს), მერე ოპერაცია ჩავიტაროთ, ის ამოღებული სიმსივნე დავთესოთ და შემდგომი ქიმიაც მერ დავნიშნოთო. ამას გულისხმობთ ჰისტოლოგიურ კვლევაში თუ ეს კიდევ სხვა რამეა.


არასწორად დაუდასტურეთ. ამას არ გულისხმობდა თემო.

Posted by: forumeli64 11 Jan 2012, 08:11
QUOTE
კვლევის პასუხის დისტანტურად ნახვა და მის მიხედვით მიმართულებიც მიცემა შეიძლება,

ეს ვიგულისხმე smile.gif

დიდი მადლობა პასუხებისთვის.

ჩამოვა და ანალიზის პასუხსაც გაჩვენებთ.

Posted by: pumpuliko 11 Jan 2012, 18:20
თქვენი რჩევა მჭირდება DocTemo


3 დღის წინ მარცხენა იღლიიის ზედა კუთხეში აღმოვაჩინე პატარა ჯირკვალი ზომით დაახლოებით საწერი კალმის ცვერზე ოდნავ დიდი.ხელით რო გავისინჯე ცოტა ტკივილიც ვიგრძენი. მაგის მერე ხელი არ მომიკიდებია , ვიფიქრე შეიძლება გაღიზიანებულია და ხელის მოსინჯვით უფრო არ გავაღიზიანოთქო , დგეს დლილით რომ სევამოცმე იგივე ჯირკვალიც იკო და ტკივილიც ვიგრდზენი ხელის შეხებაზე.
ძალიან მეშინია თან იღლიაში ეპიალციას ვიკეთებ და რამე მაგან ხომ არ გამოიწვია ?
თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ კარგი მამოლოგი და ექოსკოპისტი ვისთანაც შემიძლია მივიდე და გავესინჯო?
წინასწარ მადლობა და ბოდიში ამდენი რომ ვწერე, შეიძლება უაზროდაც smile.gif უბრალოდ ძალიან შეშინებული ვარ
ველი თქვენს პასუხს

Posted by: DocTemo 11 Jan 2012, 18:59
pumpuliko
ვერ ვხედავ მამოლოგის და ექოსკოპიის აუცილებლობას. ქირურგსაც ან ოჯახის ექიმს რომ აჩვენოთ და ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო მალამო რომ წაისვათ საკმარისი იქნება დასაწყისისთვის, რამდენიმე დღე. თმის ფოლიკულის ანთებას გავს.

Posted by: მყნამე 13 Jan 2012, 21:47
გამარჯობათ. მენსტრუაციის პერიოდში მკერდი მიმაგრდება ხოლმე. ამ თვეშიც გამიმაგრდა მაგრამ მარჯვენა მხარე უფრო და ყრუდ მტკივა. არ ვიცი შეიძლება შიშის ფაქტორია, თან ვგრძნობ რომ ჩვეულად ჯირკვალია უბრალოდ გადიდებული. ღირს ნერვიულობა?

Posted by: DocTemo 15 Jan 2012, 00:37
მყნამე
QUOTE
მენსტრუაციის პერიოდში მკერდი მიმაგრდება ხოლმე. ამ თვეშიც გამიმაგრდა მაგრამ მარჯვენა მხარე უფრო და ყრუდ მტკივა. არ ვიცი შეიძლება შიშის ფაქტორია, თან ვგრძნობ რომ ჩვეულად ჯირკვალია უბრალოდ გადიდებული. ღირს ნერვიულობა?

ნერიულობა არ ღირს, მამოლოგთან მისვლა ღირს.

Posted by: tms 15 Jan 2012, 00:46
DocTemo
BT1c, G3 pN0 (SU0/3), PMx, LO, Vo, R1, ERneg
ამ დიაგნოზის შემთხვევაში რა მკურნალობას დანიშნავდით? smile.gif

Posted by: DocTemo 15 Jan 2012, 22:30
tms
QUOTE
BT1c, G3 pN0 (SU0/3), PMx, LO, Vo, R1, ERneg
ამ დიაგნოზის შემთხვევაში რა მკურნალობას დანიშნავდით?

დავიწყებ იქედან რომ ასაკს აქვს მნიშვნელობა, აუცილებელია მენსტრუალური სტატუსის ცოდნა. თუ ქონდა რაიმე მკურნალობა ჩატარებული ოპერაციამდე (ქიმიო, სხივური, ჰორმონული)?. რა მოცულობის ოპერაცია ჩატარდა. ვერ გავიგე რას ნიშნავს pMx (მე ასეთი არ გამიგონია - p უნდა იშნავდეს საბოლოო დიაგოზს, ხოლო საბოლოო დიაგნოზში კი Mx არ უნდა იყოს, რადგან Mx ნიშნავს გაურკვევლობას), და ვერ გავიგე LO, Vo. და ბოლო - Her2neu როგორია (დიაგნოზში რატომ არ არის აღწერილი?)
ისე კი გავს რომ 4-6 კურსამდე ქიმიოთერაპია იქნება საჭირო, დანარჩენი რა არის საჭირო - თუ მივიღებ ამ კითხვებზე პასუხს, შევძლებ უფრო ზუსტი პასუხის გაცემას.

Posted by: mrevli 16 Jan 2012, 15:41
უფასო გამოკვლევები რომ ტარდება სადარის ??

Posted by: tms 16 Jan 2012, 17:23
DocTemo
უკაცრავად მართლა გაურკვევალდ დავწერეsmile.gif
მოკლედ საბოლოო დიაგნოზია:
pT1c, G3, pN0(sn 0/3), pM0, L0, V0, R0, ERneg, c-erbB2 0
რა რას ნიშნავს ვიცი, უბრალოდ მკურნალობა მაინტერესებდა
ოპერაციამდე არანაირი მკურნალობა
დიდი მადლობა

Posted by: Natuka NGN 16 Jan 2012, 17:47
tms
QUOTE
აუცილებელია მენსტრუალური სტატუსის ცოდნა.

ამის გარეშეც ვერ გეტყვით ვერაფერს და ასაკის გარეშე.

Posted by: DocTemo 17 Jan 2012, 00:52
tms
QUOTE
რა რას ნიშნავს ვიცი

მეც მივხვდი რომ იცის რა რას ნიშნავს, ამიტომ ახსნა არ დამიწყია, გავამახვილე ყურადღება მხოლოდ იმაზე რაშიც უთანხმოება იყო.
QUOTE
ასაკს აქვს მნიშვნელობა, აუცილებელია მენსტრუალური სტატუსის ცოდნა. თუ ქონდა რაიმე მკურნალობა ჩატარებული ოპერაციამდე (ქიმიო, სხივური, ჰორმონული)?. რა მოცულობის ოპერაცია ჩატარდა.

Natuka NGN
QUOTE
ამის გარეშეც ვერ გეტყვით ვერაფერს და ასაკის გარეშე.


Posted by: forumeli64 17 Jan 2012, 09:50
კარგი ოპერატორი (ქირურგი-ონკოლოგი) ვინ არის საქართველოში?

Posted by: DocTemo 17 Jan 2012, 22:40
forumeli64
ინტრიგნული კითხვაა smile.gif რაშია საქმე?

Posted by: Natuka NGN 17 Jan 2012, 22:48
forumeli64
ჩვენ შევეცდებით ფორუმზე არ გირჩიოთ. უბრალოდ არც ვიცი ვინ გირჩიო.

Posted by: forumeli64 18 Jan 2012, 09:45
DocTemo
QUOTE
ინტრიგნული კითხვაა



რატოა ინტრიგანული ვერ გავიგე?
ოპერაცია შეიძლება დაჭორდეს პაციენტს და უნდა რომ სანდო ქირურგმა გაუკეთოს და არა ყასაბმა!

Natuka NGN
QUOTE
ჩვენ შევეცდებით ფორუმზე არ გირჩიოთ. უბრალოდ არც ვიცი ვინ გირჩიო.



გასაგებია
ისე კი PM-იც აქვს ამ ფორუმს biggrin.gif

Posted by: pumpuliko 19 Jan 2012, 23:11
DocTemo
გაიხარეთ, მადლობა
ვიყავი მამოლოგთან, გამოირიცხა სიმსივნე ან რამიე კვანძი უბრალოდ ახლა ვერ დაადგინეს სისხლძარვია გამაგრებული და თრომბია თუ კუნთოვანი მასაა დაჭიმული

Posted by: elee 20 Jan 2012, 21:24
მამოლოგთან კონსულტაცია რა ღირს დაახლოებით?

Posted by: forumeli64 24 Jan 2012, 15:34
აგერ ნახეთ რა ეს პასუხი (ბიოფსიის) sad.gif

გვაინტერესებს ეს G3 რას ნიშნავს?


პ.ს. აქ თუ არა იქნებ პასუხი PM მომწეროთ.

გმადლობთ წინასწარ

Posted by: DocTemo 24 Jan 2012, 23:15
forumeli64
G3 მაღალ ავთვისებიანობაზე მიუთითებს, თუმცა ეს შედარებითია და გააჩნია სიტუაციას. სხვა რა გაინტერესებთ?

Posted by: forumeli64 25 Jan 2012, 09:21
QUOTE
სხვა რა გაინტერესებთ?



დიდი მადლობა პასუხისთVის.
არც კი ვიცი რა გკითხოთ. (I გადასხმა უკვე გაიკეთა ავადმყოფმა)

იმ პასუხში რამე სხვა საგანგაშო თუა რამე, ეს აინტერესებდა.



ისე რის საფუძველზე ყალიბდება სიმსივნის თვისობრიობა მედიცინისათვის თუა ცნობილი?

Posted by: Solveig 25 Jan 2012, 09:51
forumeli64
QUOTE
ნია შარიქაძე

კარგი ექიმი და კარგი ადამიანია.

Posted by: forumeli64 25 Jan 2012, 13:34
QUOTE
კარგი ექიმი და კარგი ადამიანია.



ნამდვილად

Posted by: forumeli64 26 Jan 2012, 14:36
Her2 (ჰერორი-ო, ასე ამბობს ტელეფონში და ალბათ ესაა ხომ?)

ექიმი ამბობს რომ ამ Her2-ის ზუსტ ანალიზს საქართველოში ვერ აკეთებენო და რა არის ეს Her2 და სად შეიძლება მისი ანალიზის გაკეთება შედარებით იოლ ფასად? (ოღონდ საიმედოდ)

Posted by: მყნამე 31 Jan 2012, 04:49
DocTemo
2 კვირაა ვვარჯიშობ ყოველ დღე და მას მერე შევნიშნე და შეიძლება კუნთოვანი სისტემის დაჭიმვისგან იყოს?

Posted by: glavbux 2 Feb 2012, 12:45
DocTemo
თუ შეიძლება მიპასუხეთ
მაქვს ორი სხვადასხვანაირო ექოსკოპიის პასუხი ორი სხვადასხვა ადამინის მიერ გაკეთევული. ერთი გუშინწინ გვავიკეთე, მეორე გუშინ.
ერთში მიწერია- "მკაფიო სწორკონტურებიანი ჰიპოექოგენური სტრუქტურის წარმონაქმნი, ზომით 1.1-0.5, დოპლერგრაფიით ვასკულარიზაცია არ დაფიქსირდა, საფიქრებელია ფიბროადენომის არსებობა (დამიზნებითი პალპაციით მკაფიოდ არ ისინჯება)"
მეორეში- ამ წარმონაქვნზე არაფერი მიწერია. გასინჯვის მერე ვაჩვენე წინა დღეს გაკეთებული კვლევა და მაინც დარჩა თავის აზრზე და პასუხი არ შეუცვლია.

მამოლოგმა დამიბარა 3 თვის მერე.

არ ვიცი რომელი ექოსკოპისტი ცდება და ვნერვიულობ, მინდა გადამოწმება მესამესთან. ჩავეწერე კიდეც მიღებაზე.
შეიძლება ესეთ მოკლე პერიოდში სამჯერ ექოსკოპიის გაკეთება? არის ეს რაიმე დახსივება? და თუ არა შეიძლება, რამდენი ხნის მერე გავიკეთო?
წინაწარ დიდი მადლობა

Posted by: DocTemo 3 Feb 2012, 10:06
glavbux
რამდენი წლის ხართ? ექოსკოპიის გაკეთება შეიძლება. სურათი არ მოგცეს? (პირველი კვლევის შემდეგ).

Posted by: glavbux 3 Feb 2012, 11:07
37-ის.
პირველი კველვის სურათი მაქვს. იგივე ეხოსკოპისტთან მივედი 4 თვის მერე. მაქვს იგივენაირი შინაარსის პასუხი ასევე სურათით.
http://www.link.ge/file/372909/exoskopia.jpg.html
მამოლოგმა მითხრა რომ დამაკვირდებოდა დინამიკაში. რადგან 4 თვეში ზომა არ გაზრდილა, დამიბარა 6 თვეში. მითხრა, რომ მედიკამენტების დანიშვნა ამ ეტაპზე არ მჭირდება.

ამის მერე მეორე დღეს წავედი სხვა მამოლოგთან გადასამოწმებლად. მან ეჭვი შეიტანა ეხოსკოპიის პასუხში და გამიშვა სხვა ეხოსკოპისტთან. იმ ეხოსკოპისტმა მომცა განსხვავებული პასუხი (სურათის გარეშე). მამოლოგმა დამინიშნა პროჟესტოჟელი და დისმატექსი და დამიბარა 3 თვეში.

აღარ ვიცი რა ვქნა...

Posted by: tatia@ 3 Feb 2012, 19:17
DocTemo
ძალიან მაინტერესებს სასურველია თუ არა სარძევე ჯირკვლის ქვეშ არსებული ლიპომის ოპერაციის გაკეთება? და თუ არა ეს მომავალში რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის?

Posted by: DocTemo 3 Feb 2012, 23:40
tatia@
QUOTE
ძალიან მაინტერესებს სასურველია თუ არა სარძევე ჯირკვლის ქვეშ არსებული ლიპომის ოპერაციის გაკეთება? და თუ არა ეს მომავალში რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის?

ლიპომის მოცილება ყოველთვის სასურველია და სადაც არ უნდა იყოს ის. პრობლემას შექმნის ლიპომა და არა ოპერაცია
glavbux
კისტას გავს სურათზე, თუმცა ხუდი ხარისხისაა დასკანერებული და გაურკვეველია. პუნქცია იყოს ეგება საჭირო.

Posted by: glavbux 4 Feb 2012, 16:39
DocTemo


QUOTE
glavbux
კისტას გავს სურათზე, თუმცა ხუდი ხარისხისაა დასკანერებული და გაურკვეველია. პუნქცია იყოს ეგება საჭირო.


დიდი მადლობა პასუხისთვის.

http://www.link.ge/file/372977/exo-2.jpg.html

აქ შედარებით უკეთ ჩანს

ფუნქიას როგორ იღებენ. ჩხვლეტით?

Posted by: tatia@ 4 Feb 2012, 18:08
DocTemo
დიდი მადლობა,ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდი როცა მითხრა ექიმმა არც არაფერი დაგაკლდება და არც მოგემატება ოპერაციის გაკეთებითო.

Posted by: DocTemo 5 Feb 2012, 15:27
glavbux
QUOTE
აქ შედარებით უკეთ ჩანს

გადავუგზავნი კოლეგას ექოსკოპისტს და მოვითათბირებთ და გეტყვით smile.gif

Posted by: Natuka NGN 5 Feb 2012, 15:47
DocTemo
მეც მაქვს ლიპომა, პატარა, მოსაშორენელია? აუფ...

Posted by: DocTemo 5 Feb 2012, 23:16
Natuka NGN
QUOTE
მეც მაქვს ლიპომა, პატარა, მოსაშორენელია? აუფ...

"კაკრაზ" ამასწინათ იმ კოლეგა ექოსკოპისტს მოვაცილე... დიდი ხანია ქინდა, ექოსკოპიითაც იყო დადგენილი 2 თუ 3 წლის წინ.. აღარც ახსოვდა...უცებ საღამოს შენიშნა მკერდში სიმკვრივე და შეიშინებულმა დამირეკა მგონი სიმსივნე მაქვსო... თუნდაც ასეტები რომ არ მოხვდეს, პალპირებადი და ზედაპირული ლიპომები მოსაშორებელია მკერდიდან.

Posted by: Natuka NGN 5 Feb 2012, 23:23
DocTemo
ჩემი პატარა იყო, გადავიღებაუცილებლად და გაჩვენებ თემო ექიმო სურათს. ადგილობრივით კეთდება? თბილიში ჩამოგიყვან თემო მაგის გულისთვის biggrin.gif

Posted by: glavbux 6 Feb 2012, 12:25
DocTemo

QUOTE
გადავუგზავნი კოლეგას ექოსკოპისტს და მოვითათბირებთ და გეტყვით


მადლობა

Posted by: moli-si 6 Feb 2012, 13:00
DocTemo
მყავს 8 წლის შვილი, გოგო და გუშინ მითხრა ძუძუზე მტკივაო
ხელით რომ შევამოწმე ძუძუს თავის შიგნით გამაგრებული აქვს, ვიფიქრე ალბათ ზრდა ეწყება და მაგის ბრალიათქო მაგრამ მერე მეორე ძუძუზეც შევამოწმე და არაფერი არ ქონდა.

რამე საშიში ხომ არ არის და ხომ არ ვაჩვენო მამოლოგს?
და თუ იმის ბრალია რომ ზრდა ეწყება, ნამეტანი ადრე ხომ არ არის? ჯერ მხოლოდ 8 წლის არის

მადლობა წინასწარ

Posted by: DocTemo 6 Feb 2012, 22:41
moli-si
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვითარდება სარძევე ჯირკვლები. 8-9 ასაკისთვის ასეთი ტკივილი და გამაგრება ხშირია. როგორც წესი ეს მცირე ხანს მიმდინარეობს.
* * *
glavbux
კოლეგებტან მოლაპარაკების შემდეგ გვაქგს ასეთი აზრი, რომ სურათის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ: 1. კვანძოვანი პათოლოგია არის, და გაურკვეველია რატომ იტქვა მეორე კვლევის დროს რომ სარძევე ჯირკვალში არაფერი არ არის. 2. ეს მეტად გავს ლიპომას (არის აზრი რომ ფიბროადენომას გავს უფრო), კაფსულა კარგად ფიქსირდება, და თუკი სისხლძარღვები არ ისეხება, საშიში პათოლოგია არ არის. 3. ყველაზე სწორი რეკომენდაცია იქნება - წვრილემსოვანი პუნქციის ჩატარება ექოსკოპიური კონტროილით და ციტოლოგიური კვლევა. ამის შემდეგ გადაწყდება რა მკურნალობაა საჭირო.

Posted by: moli-si 7 Feb 2012, 10:01
DocTemo
QUOTE
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვითარდება სარძევე ჯირკვლები. 8-9 ასაკისთვის ასეთი ტკივილი და გამაგრება ხშირია. როგორც წესი ეს მცირე ხანს მიმდინარეობს.

სიმეტრიულად არ უნდა ხდებოდეს? მეორე მხარეს საერთოდ არაფერი არ აქვს

Posted by: Salome_L 12 Feb 2012, 17:37
DocTemo

კერტთან ახლოს მაქვს 2 "წერტილივით", ერთიდან პერიოდულად "ვიჯიჯგნი" ხოლმე თეთრი ფერის არ ვიცი რა ქვია , ფერიჭამიასავით რაღაცას ( არა სითხისებურს) საერთოდ გამიგია რომ თავად არ უნდა მოვიძროთ არაფერი, მაგრამ ეს ძალიან ბევრი წელია მაქვს მუდმივად, ეხლაც, ლაქტაციის პერიოდშიც, შიგნით კანშია, და დაჭიმვისას ცოტათი იბურცება ზემოთ და ამომაქვს.

რა არის, და რითი შეიძლება გაქრობა?

Posted by: DocTemo 12 Feb 2012, 23:19
moli-si
QUOTE
სიმეტრიულად არ უნდა ხდებოდეს? მეორე მხარეს საერთოდ არაფერი არ აქვს

შეიძლება ერთ მხარეს იყოს. არაა აუცილებელი რომ სიმეტრიულად იყოს.

Salome_L
QUOTE
რა არის, და რითი შეიძლება გაქრობა?

აჩვენეთ ექიმს. ნუ იჯიჯგნით.

Posted by: gokieli 13 Feb 2012, 12:24
გამარჯობა.

შეგიძლიათ მითხრათ, რამდენ ხანს გრძელდება დოსტინექსის მოქმედება ?




Posted by: DocTemo 13 Feb 2012, 22:30
gokieli
QUOTE
შეგიძლიათ მითხრათ, რამდენ ხანს გრძელდება დოსტინექსის მოქმედება ?

გამარჯობათ. დასვით ეს კითხვა ენდოკრინოლოგიურ თემაში, იქ უკეთ გიპასუხებენ

Posted by: alublis peria 14 Feb 2012, 19:15
გამარჯობათ....ერთი წლის ბავშვი მყავს დღემდე ძუძუს ჭამს....უკვე დიდი ხანია მარჯვენა მკერდში მაქვს ბურთი...მითხრეს რომ გაგივლისოოო და ხან მიდიდდება ხან მიპატარავდება... იქნებ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის მივმართო...ჯერ არ მინდა ძუძუს თავი დავანებებინო....მე 22 წლის ვარ

Posted by: DocTemo 15 Feb 2012, 09:02
alublis peria
QUOTE
ქნებ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის მივმართო

მიმართეთ მამოლოგს და გადაირეთ ექოსკოპია.

Posted by: gur100 16 Feb 2012, 14:24
გამარჯობა
ჩემს მეუღლეს გამე შემთხვევით ხელი მოვარტყი მკრდზე და ცოტათი გაუსივდა და ვენები დაეტყო შესამჩნევათ და ხომ ვერ მეტყვით რა შიძლება გავაკეთოტ ან რა შეიძლება იყოს . 6 თვის წინ გაიკეთა გამოკვლევები მკერდზე და რიგში იყო ყველაფერი

Posted by: DocTemo 16 Feb 2012, 23:48
gur100
QUOTE
რა შიძლება გავაკეთოტ ან რა შეიძლება იყოს .

აქ მკურნალობას ვერ დაგინიშნავთ.

Posted by: ninicool 17 Feb 2012, 00:31
alublis peria
QUOTE
გამარჯობათ....ერთი წლის ბავშვი მყავს დღემდე ძუძუს ჭამს....უკვე დიდი ხანია მარჯვენა მკერდში მაქვს ბურთი...მითხრეს რომ გაგივლისოოო და ხან მიდიდდება ხან მიპატარავდება... იქნებ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის მივმართო...ჯერ არ მინდა ძუძუს თავი დავანებებინო....მე 22 წლის ვარ

ჩემს დას ჰქონდა ანალოგიური მდგომარეობა და ექიმმა სასწრაფოდ დაანებებინა თავი.

Posted by: gur100 17 Feb 2012, 02:38
DocTemo
მკურნალობას არ გთხოვ მაგრამ დაველოდოთ თუ წავიდეთ ექიმთან ფინანსების ამბავია და მეგონა რამეს მეყოდით

Posted by: tintoreto 19 Feb 2012, 02:33
DocTemo

გამარჯობათ ბატონო თემო.

უკვე თვეზე მეტია,რაც მეუღლეს დაეწყო ტკივილები მარჯვენა ძუძუზე,მის მარჯვენა მხარეს,იღლიის მიმართულებით.როცა მოისინჯა,პატარა სიმკვრივე აღმოაჩინა,რომელიც მარტო ხელის შეხებით იგრძნობა და შეხების დროსაც ყრუ ტკივილს გრძნობს.
გარეგნულად კი არაფერი ჩანს.მარცხენა ძუძუ ნორმალურია.ეს ტკივილი ერთი პერიოდი გაქრა და მეუღლემ ეს ტკივილები მიაწერა მკერდის კუნთის დაჭიმვას,მაგრამ ორი კვირის მერე ისე განუახლდა ტკივილები.
ექიმთან კატეგორიულად არ უნდა მისვლა,ეშინია,რომ რაიმე საშინელებას გაიგებს.ცდილობს რაღაც ახსნა მოუძებნოს ამ ტკივილებს,ხან ჩანთას გაადაბრალებს,რომელიც ოდნავ მძიმეა და მაგ მხარეს აქვს გადაკიდებული მხარზე.ხან კიდევ ბიუსჰალტერის ოვალურ ფორმაში ჩატანებულ ლითონის ღეროს აბრალებს.
ასაკი 36 წლის.
მე კი ვხედავ,როგორ განიცდის და იტანჯება ფიქრებით,
რა შეიძლება იყოს? ველი თქვენს რჩევას,პასუხს.

Posted by: DocTemo 20 Feb 2012, 08:46
tintoreto
მასტოპათიის სურათია. მამოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროს და ექოსკოპია გადაიღოს.

QUOTE
ექიმთან კატეგორიულად არ უნდა მისვლა,ეშინია,რომ რაიმე საშინელებას გაიგებს.ცდილობს რაღაც ახსნა მოუძებნოს ამ ტკივილებს,

თქვენ ამაში რაიმეს ლოგიკურს ხედავთ? ასე არ შეიძლება და ეს დამყუპველი ტაქტიკაა! დააჯერეთ და წაიყვანეთ ექიმთან! თუმცა ახლა აღწერილობით საგანგაშო სურათს არ გავს მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემა ქონდეს და მ შიშმა დაღუპოს.
ვახ. მიკვირს როგორ ფიქრობს ამას ხალხი და რატო იქცევა ასე...
ვინმე ამიხსნის???????????

Posted by: tintoreto 20 Feb 2012, 11:21
QUOTE (DocTemo @ 20 Feb 2012, 08:46 )
tintoreto
მასტოპათიის სურათია. მამოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროს და ექოსკოპია გადაიღოს.

QUOTE
ექიმთან კატეგორიულად არ უნდა მისვლა,ეშინია,რომ რაიმე საშინელებას გაიგებს.ცდილობს რაღაც ახსნა მოუძებნოს ამ ტკივილებს,

თქვენ ამაში რაიმეს ლოგიკურს ხედავთ? ასე არ შეიძლება და ეს დამყუპველი ტაქტიკაა! დააჯერეთ და წაიყვანეთ ექიმთან! თუმცა ახლა აღწერილობით საგანგაშო სურათს არ გავს მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემა ქონდეს და მ შიშმა დაღუპოს.
ვახ. მიკვირს როგორ ფიქრობს ამას ხალხი და რატო იქცევა ასე...
ვინმე ამიხსნის???????????

DocTemo
დიდი მადლობა ბატონო თემო პასუხისთვის.
უკვე ხვალისთვის ჩავაწერინე სკრინინგ ცენტრში გამოკვლევაზე და ექოსაც გადაუღებენ.

Posted by: nalur 20 Feb 2012, 18:10
DocTemo
გამარჯობა
ორი კითხვა მაქვს:

მყავს 1,2 წლის ბავშვი. 11 თვის რომ იყო, შეწყვიტა ძუძუს ჭამა, თუმცა რძე, მართალია უმინიშვნელო რაოდენობით, მაგრამ დღემდე მაქვს. ანალიზების მიხედვით, პროლაქტინი ნორმაშია და შესაბამისად ექიმმა არ დამინიშნა დოსტინექსი და არც აკვრა მირჩია. მაინტერესებს, ნორმაა თუ არა ამ ხნის განმავლობაში რძის არსებობა და თუ ნორმაა, საშუალოდ რა პერიოდი ჭირდება მის სრულ გაქრობას?

ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი ელოს ლაზერული ეპილაციის საშუალებით იღლიაში თმის მოცილებაზე. მავნეა თუ არა ეს პროცედურა ჯირკვლებისთვის ან ზოგადად ორგანიზმისთვის?
დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: DocTemo 20 Feb 2012, 22:38
nalur
დოსტინექსის აუცილებლობას მეც ვერ ვხედავ. ეპილაციაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს შეხება.

Posted by: nalur 21 Feb 2012, 11:14
DocTemo

გმადლობ პასუხისთვის. და რაც შეეხება რძის გაქრობის პერიოდს? რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

Posted by: ninicool 21 Feb 2012, 19:32
დღეს ვიყავი კიბოს ცენტრში, და ძალიან გამიხარდა, რომ კიბო არ აღმომაჩნდა, იღლიაში პატარა გამობერილი მაქვს და ცხიმგროვააო. სარძევე ჯირკვლები სუფთა მაქვს. ისე გამიხარდა, აქ დავპოსტე smile.gif არადა დარწმუნებული ვიყავი კიბო მქონდა.

Posted by: his_girl 21 Feb 2012, 19:58
ცოტა კი მეცინება მაგრამ მინდა გკითხოთ....ერთ-ერთ საიტზე იყო ასეთი ნიუსი რომ მამაკაცის სპერმის გდაყლაპვა სხვა დადებით მოვლენებთან ერთად მკერდის გაზრდას იწვევს : ) და მართალია თუ არა? და იქნებ რამე სხვა საშუალება იყოს: D ვიტამინი ან რაიმე მკერდის გასაზრდელად....

Posted by: Natuka NGN 21 Feb 2012, 20:50
QUOTE
მამაკაცის სპერმის გდაყლაპვა სხვა დადებით მოვლენებთან ერთად მკერდის გაზრდას იწვევს : )

ეუფ, ეს რა საიტზე იდო? იქ სადაც რეკლამა იყო ორალური სექსის? და ის არ ეწერა გვერდით, რომ სპერმის მოხვედრა იქ სადაც მისი ადგილი არაა იწვევს ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნას, რაც უშვილობის ერთ-ერთი მიზეზია?
რას აგიჟებენ ხალხს, ოღონდ კითხვადი იყოს მათი პროდიქცია.

Posted by: tintoreto 21 Feb 2012, 21:24
DocTemo
QUOTE
მასტოპათიის სურათია. მამოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროს და ექოსკოპია გადაიღოს.

ისევ გაწუხებთ,
მეუღლე წავიყვანე სკრინინგ ცენტრში გამოკვლევაზე,მამოგრაფია და ექოსკოპია გაუკეთეს,ზეგ მამოლოგმა უნდა მიიღოს.გამოკვლევის შედეგები არც თუ სახარბიელოა,თუმცა იქაური პერსონალი გვამშვიდებდა,რომ საგანგაშო არაფერია.მაგრამ ეჭვი გამიჩნდა,ჯერ გვითხრეს რომ მარტო მამოგრაფიაა გასაკეთებელი,მერე რომ ნახეს მისი პასუხი,რაღაც არ მოგვწონს ამ პასუხშიო და მოდი ახლა ექოსკოპია გავუკეთო.ახლა მივამაგრებ ამ სურათებს,თუ რამე სანგანგაშოა,იმედია არ დამიმალავთ.მეუღლეს მაინც არ ვეტყვი.მარტო მე მეცოდინება პასუხი.ზეგამდე ვერ ვითმენ,ძაან ვნერვიულობ..

Posted by: tintoreto 21 Feb 2012, 21:29
ესეც ექოსკოპია.დისკზე გვაქვს მამოგრაფიის გამოკვლევა,მაგრამ ჯერ ვერ ვდებ დისკის გამოსახულებას აქ.
ვერ დავამუღამე,ეგ როგორ კეთდება.

Posted by: his_girl 21 Feb 2012, 21:53
QUOTE (Natuka NGN @ 21 Feb 2012, 20:50 )
QUOTE
მამაკაცის სპერმის გდაყლაპვა სხვა დადებით მოვლენებთან ერთად მკერდის გაზრდას იწვევს : )

ეუფ, ეს რა საიტზე იდო? იქ სადაც რეკლამა იყო ორალური სექსის? და ის არ ეწერა გვერდით, რომ სპერმის მოხვედრა იქ სადაც მისი ადგილი არაა იწვევს ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნას, რაც უშვილობის ერთ-ერთი მიზეზია?
რას აგიჟებენ ხალხს, ოღონდ კითხვადი იყოს მათი პროდიქცია.

მოიცა ეხა რაც თქვა ამან ეგეც მართალია? აუ დავიბენი: (((((

Posted by: Natuka NGN 21 Feb 2012, 22:56
his_girl
რატომ თვლი, რომ სპერმის გადაყლაპვა რაიმენაირად სასარგებლოა? თუ ჰორმონების მიღებაზეა საუბარი, ის ვაგინალურად უნდა მოხვდეს ორგანიზმში და არა კუჭიდან. მითია ყველაფერი, რომ რაიმენაირად სასარგებლოა ეს პროცედურა ქალისთვის, არავინ დაგაჯეროს. biggrin.gif
http://www.cironline.ru/articles/manfail/93/
თU რუსული იცი, აქ წერია: 5. Оральный и анальный секс (попадание спермы в желудочно-кишечный тракт).
საშოს აქვს დამცავი ფიზიოლოგიური ბარიერი, მთელი მექანიზმია.

Posted by: DocTemo 21 Feb 2012, 23:01
his_girl
QUOTE
მამაკაცის სპერმის გდაყლაპვა სხვა დადებით მოვლენებთან ერთად მკერდის გაზრდას იწვევს

თვით მკერდზე წასმა გაცილებით უფრო ეფექტურია! smile.gif - ეს ვიხუმრე ახლა smile.gif

tintoreto
კეთილტვისებიანი წარმონაქმნის შთაბეჭდილებას ტოვებს აღწერილობა. მამოგრაფიის სურათები არ მოგცეს დისკზე? მაგასაც თუ დადებდით ადვილი იქნებოდა ზუსტი პასუხის გაცემა.
ექტყობა რომ საჭირო იქნება პუნქციური პიოფსიის გაკეთება (წვრილი ნემსით ჩხვლეტა). თუ მამოლოგი ხელით კარგად იგრძნობს, მაშინ ამოსაკვეთიც იქნება.
ძუძუს კიბოს არ გავს კიდევ ერთხელ ვიტყვი.

Posted by: his_girl 21 Feb 2012, 23:30
არა იქ იცი რა კუთხით ეწერა?! რომ მამაკაცი სპერმის გამონთხევისას ბევრ ვიტამინს და საჭირო ელემენტებ კარგავს....და ანუ სპერმა შეიცავს ზნაჩიტო და ანუ მაგ კუთხით მერე ქალის სხეული ხვდება და ქალის სხეული გამოიმუშავებს .... და ეგ ანტი სპერმებს გამოიმუშავებსო მართალია?

Posted by: tintoreto 21 Feb 2012, 23:53
DocTemo
QUOTE
კეთილტვისებიანი წარმონაქმნის შთაბეჭდილებას ტოვებს აღწერილობა. მამოგრაფიის სურათები არ მოგცეს დისკზე? მაგასაც თუ დადებდით ადვილი იქნებოდა ზუსტი პასუხის გაცემა.
ექტყობა რომ საჭირო იქნება პუნქციური პიოფსიის გაკეთება (წვრილი ნემსით ჩხვლეტა). თუ მამოლოგი ხელით კარგად იგრძნობს, მაშინ ამოსაკვეთიც იქნება.
ძუძუს კიბოს არ გავს კიდევ ერთხელ ვიტყვი.

კიდევ და კიდევ მადლობა! ახლავე დავდებ საკვანძო სურათებს დისკიდან

Posted by: tintoreto 21 Feb 2012, 23:58
DocTemo
ესეც მეორე მხრიდან გადაღებული სურათი.

Posted by: geoeka 22 Feb 2012, 01:55
QUOTE
და იქნებ რამე სხვა საშუალება იყოს: D ვიტამინი ან რაიმე მკერდის გასაზრდელად....
არსებობს ასეთი წამალი, ეს არის საბალი, პრეპარატი, დამზადებული პალმისგან. ინტერესის შემთხვევაში მომწერეთ.

Posted by: nalur 22 Feb 2012, 11:06
DocTemo

იქნებ მითხრათ რძის გაქრობის პერიოდი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? ანუ რამდენი ხნის შემდეგ უდა ვიეჭვო, რომ რაღაც ვერ არის კარგად?


Posted by: DocTemo 23 Feb 2012, 00:11
his_girl
მოდით მაგაზე აქ ნუღარ ვილაპარაკებთ...სხვა თემაში ეგებ დაპოსტოდ..
* * *
nalur
QUOTE
რძის გაქრობის პერიოდი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

ინდივიდუალურია. მთლიან გაქრობას შეიძლება ერთი წელიც დაჭირდეს.

tintoreto
პირველ სურათზე ჩანს მრგვალი ჩრდილი, ის რასაც მე ვგულისხმობდი რომ კეთილთვისებიანს გავს აღწერილობით. მეორე სურათის "თეთრი ჩრდილი" უფრო არ მომწონს. მაგის ოუნქციის საჭირო, ვფიქრობ.

Posted by: nalur 23 Feb 2012, 11:35
DocTemo

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tintoreto 23 Feb 2012, 12:14

DocTemo
QUOTE
მეორე სურათის "თეთრი ჩრდილი" უფრო არ მომწონს. მაგის ოუნქციის საჭირო, ვფიქრობ.


დიდი მადლობა,ვერ გავიგე რას ნიშნავს ოუნქცია? ..
ამ სურათების და თქვენი პასუხების მიხედვით ჩანს,რომ არასახარბიელო სიტუაციაა..

Posted by: DocTemo 23 Feb 2012, 21:50
tintoreto
QUOTE
დიდი მადლობა,ვერ გავიგე რას ნიშნავს ოუნქცია? ..

პუნქცია-ს ვგულისხმობდი. ნემსით ნაწილის ამოღება. სიტუაციის არასახარბიელობაზე ადრეა საუბარი. შეიძლება რომ არაფერი ცუდი არ იყოს.

Posted by: tintoreto 23 Feb 2012, 22:34
QUOTE (DocTemo @ 23 Feb 2012, 21:50 )
tintoreto
QUOTE
დიდი მადლობა,ვერ გავიგე რას ნიშნავს ოუნქცია? ..

პუნქცია-ს ვგულისხმობდი. ნემსით ნაწილის ამოღება. სიტუაციის არასახარბიელობაზე ადრეა საუბარი. შეიძლება რომ არაფერი ცუდი არ იყოს.

DocTemo
დიდი მადლობა პასუხისთვის.დღეს იყო მამოლოგთან და ხვალისთვის ცისტოლოგია დაუნიშნა.ჯერ ჯერობით არც კარგს გვეუბნებიან და არც ცუდს.
საშინლად დაძაბულ,ნერვულ სიტუაციაში ვართ ახლობლები.

Posted by: Natuka NGN 24 Feb 2012, 01:51
tintoreto
მაგაზე საიბრობდა თემოც, და ციტოლოგიას ვისთან იკეთებთ? მე თამარ კალოიანს გირჩევდით,

Posted by: tintoreto 24 Feb 2012, 02:05
Natuka NGN
QUOTE
მაგაზე საიბრობდა თემოც, და ციტოლოგიას ვისთან იკეთებთ? მე თამარ კაოიანს გირჩევდით


ჩვენ ვიყავით სკრენინგ ცენტრში,მეუღლემ გაიკეთა მამოგრაფია,ექოსკოპია და მიღებაზე იყო მამოლოგ ტაბატაძესთან,რომელმაც უკვე მათთან,ცენტრში ურჩია ციტოლოგიის გაკეთება.თუ აღმოჩნდა სიმსივნე კეთილთვისებიანი,ტაბატაძე თავის თავზე იღებს ოპერაციას...დაბნეულები ვართ,ნუთუ ნებისმიერ შემთხვევაში ოპერაცია,თუნდაც მინი,აუცილებელია?
თამარ კაოიანი სად,რომელ კლინიკაში იმყოფება?

Posted by: Natuka NGN 24 Feb 2012, 02:56
tintoreto
გვარი შემეშალა, თამარ კალოიანი. ბევრგანაა. შემიძლია PM მოგაწოდოთ მისი მობილი და დაუკავშირდით. უტყუარია მისი დაიგნოზი თიტქსი 100%. სხვა ციტოლოგების არ ვიცი.

Posted by: DocTemo 24 Feb 2012, 17:22
tintoreto
QUOTE
თუ აღმოჩნდა სიმსივნე კეთილთვისებიანი,ტაბატაძე თავის თავზე იღებს ოპერაციას

ეს ვერ მივხვდი რას ნიშნავს? თუ არ არის კეთილთვისებიანი, მაშინ მის თავზე ვერ აიღებს? ...გაარკვიეთ სიტუაცია კარგად ზოგჯერ კეტილთვისებიანს უფრო მეტი პროფესიონალიზმი უნდა და უფრო რტული გაკეთება, ვიდრე ავთვისებიანისა.
ციტოლოგიის გარეშე ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტად.

Posted by: tintoreto 24 Feb 2012, 20:08

DocTemo
QUOTE
ეს ვერ მივხვდი რას ნიშნავს? თუ არ არის კეთილთვისებიანი, მაშინ მის თავზე ვერ აიღებს? ...გაარკვიეთ სიტუაცია კარგად ზოგჯერ კეტილთვისებიანს უფრო მეტი პროფესიონალიზმი უნდა და უფრო რტული გაკეთება, ვიდრე ავთვისებიანისა.
ციტოლოგიის გარეშე ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტად.

მადლობთ პასუხისთვის!
საქმე იმაშია,რომ წერეთელზე სკრენინგ ცენტრში ვითომდა მარტივ ოპერაციებს ატარებენ,ავთვისებიანზე უშვებენ სხვაგან.ციტოლოგია უკვე ჩაუტარდა,პასუხი ორშაბათს იქნება.

Posted by: tintoreto 1 Mar 2012, 19:06
DocTemo
გამარჯობათ!
როგორც იქნა მივიღეთ ციტოლოგიის პასუხი.
მეუღლეს ურჩიეს ამოკვეთა,რაზეც ჯერ უარი ვუთხარით.მაშინ 6 თვეში ერთხელ გამოკვლევა-შემოწმებაზე მოდითო.
აგერ პასუხის ფოტოც.

Posted by: DocTemo 1 Mar 2012, 20:34
tintoreto
პასუხში რეკომენდებული მსხვილნემსოვანი ბიოფსია. ამოკვეთა არ უწერია. მსხილნემსოვანი ბიოფსია შემოგთავაზეს? ფორმა 100 გაქვთ იმათგან?

Posted by: tintoreto 1 Mar 2012, 21:19
QUOTE (DocTemo @ 1 Mar 2012, 20:34 )
tintoreto
პასუხში რეკომენდებული მსხვილნემსოვანი ბიოფსია. ამოკვეთა არ უწერია. მსხილნემსოვანი ბიოფსია შემოგთავაზეს? ფორმა 100 გაქვთ იმათგან?

DocTemo
დიდი მადლობა პასუხისთვის.
მსხილნემსოვანი ბიოფსია მამოლოგს სიტყვიერად არც უთქვია,სამწუხაროდ მე პირადად არ ვესწრებოდი მამოლოგის და მეუღლის საუბარს.მამოლოგმა ერთდერთი შესთავაზა ამოკვეთა,რაზეც უარი მიიღო.მერე თქვა რომ დავიცადოთ 6 თვეო.
მსხილნემსოვანი ბიოფსია ჩვენ ამ ფურცელზე წავიკითხეთ.რაც ხელზე მოგვცეს.
რას ნიშნავს ფორმა 100? მაგაზე არაფერი უთქვიათ.
ციტოლოგია და მსხილნემსოვანი ბიოფსია ერთი და იგივეა?

Posted by: Natuka NGN 1 Mar 2012, 22:02
tintoreto
QUOTE
რას ნიშნავს ფორმა 100? მაგაზე არაფერი უთქვიათ.

ეს არის დიაგნოზის ფურცელი, სადაც იწერება ყველა კვლევა რა ჩატარდა და რა დიაგნოზია. დიაგნოზს სიტყვიერად არ უნდა ამბობდნენ და დანიშნულებას. მაგრამ არ ვიცი სკრინინგ ცენტრი აგსცემს თუ არა ამ ფორმას, უნდა გასცემდეს.

Posted by: tintoreto 1 Mar 2012, 22:29
QUOTE (Natuka NGN @ 1 Mar 2012, 22:02 )
tintoreto
QUOTE
რას ნიშნავს ფორმა 100? მაგაზე არაფერი უთქვიათ.

ეს არის დიაგნოზის ფურცელი, სადაც იწერება ყველა კვლევა რა ჩატარდა და რა დიაგნოზია. დიაგნოზს სიტყვიერად არ უნდა ამბობდნენ და დანიშნულებას. მაგრამ არ ვიცი სკრინინგ ცენტრი აგსცემს თუ არა ამ ფორმას, უნდა გასცემდეს.

Natuka NGN
კი მაგრამ,ოფიციალურად ხელზე მოგვცეს ერთი ფურცელი წარწერით ციტოპათოლოგიური დიაგნოზი.სურათიც ზემოთ დავდე. მეტი არაფერი.
მეც ასე მგონია,რომ ასეთი ფორმა უნდა გაიცეს,მითუმეტეს ამ სკრინინგ ცენტრში ყველა გამოკვლევა მეუღლისთვის ფასიანი იყო.
ასაკი ( 36 წლის) უფასო პროგრამას არ ითვალისწინებს

Posted by: Natuka NGN 1 Mar 2012, 22:34
tintoreto
ის სურატებიც ხომ მოგცეს? ჰოდა, ყველა ამ კვლევსის აფუძველზე უნდა დიაწეროს ფორმა 100.
ციტოლოგია რა ღირდა?

Posted by: tintoreto 1 Mar 2012, 23:20
QUOTE (Natuka NGN @ 1 Mar 2012, 22:34 )
tintoreto
ის სურატებიც ხომ მოგცეს? ჰოდა, ყველა ამ კვლევსის აფუძველზე უნდა დიაწეროს ფორმა 100.
ციტოლოგია რა ღირდა?

Natuka NGN
მამოგრაფიის სურათები დისკზე ჩაწერილი მოგვცეს,თან ერთვოდა დასკვნა პასუხი,ასევე მოგვცეს ექოსკოპიის პასუხი ფურცელზე.
ციტოლოგია მაგ ცენტრში ღირს 35 ლარი.
თვით მამოლოგმა ნანა ტაბატაძემ გაუკეთა ციტოლოგია,ამბობენ კარგი ხელი აქვს.
ჩემი რჩევა მივსულიყავით კალოანთან,მეუღლემ არ მიიღო,უკვე ტაბატაძესთან თანხმობა ჰქონდა მიცემული.

Posted by: MeAndYou 1 Mar 2012, 23:45
ამ ბოლო დროს მარჯვენა მკერდში ხანდახან ყრუ ტკივილი წამომივლის ხოლმე და მალევე გადის, ჭვალივით თითქოს.(((( სხვა რაიმე ცვლილება არ მაქვს. მეშინია ცოტა(((((

Posted by: Natuka NGN 1 Mar 2012, 23:51
tintoreto
QUOTE
,ამბობენ კარგი ხელი აქვს.

ჩემი აზრით ეს საერთოდ არაფერ შუაში არაა სწორ დიაგნოზთან smile.gif მე იმას კი არ ვამბობ პასუხი არასწორია, ერთი წუთით არ იფიქროთ. მთავარია უჯრედს როგორ დაინახავენ და გაშიფრავენ. ესაა ციტოლოგიის უმთავრესი მიზანი და არა ის, თუ როგორი ხელი აქვს smile.gif რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პუნქციისას როგორ აიღებს მასალას, ზუსტად უნდა მოხვდეს საჭირო ადგილას. ამისთვის კი გამოცდილი ექოსკოპისტია საჭირო, რომელიც ზუსტად აირჩევს იმ წარმონაქმნს და ექიმის სწრაფი მოქმედება.
ესაა და ეს smile.gif მე რომ მიღებდნენ ციტოლოგიას, ეძებდნენ რაიმე განსხვავებული წარმონაქმნი არ ყოფილიყო. ორი განსხვავებული იპოვნეს, მაგრამ ორივეს ერთნაირი სტრუქტურა ქონდა საბოლოოდ. და ციტოლოგიის პასუხი მთლიანად დაემთხვა ოპერაციის შემდგომ ჰისტოლოგიურ დასკვნას.


* * *
ჩემი რჩევაა - აუცილებლად აიღეთ ფორმა 100.

Posted by: tintoreto 2 Mar 2012, 00:12
QUOTE (Natuka NGN @ 1 Mar 2012, 23:51 )
tintoreto
QUOTE
,ამბობენ კარგი ხელი აქვს.

ჩემი აზრით ეს საერთოდ არაფერ შუაში არაა სწორ დიაგნიზთან smile.gif მე იმას კი არ ვამბობ პასუხი არასწორია, ერთი წუთით არ იფიქროთ. მთავარია უჯრედს როგორ დაინახავენ და გაშიფრავენ. ესაა ციტოლოგიის უმთავრესი მიზანი და არა ის, თუ როგორი ხელი აქვს smile.gif რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პუნქციისას როგორ აიღებს მასალას, ზუსტად უნდა მოხვდეს საჭირო ადგილას. ამისთვის კი გამოცდილი ექოსკოპისტია საჭირო, რომელიც ზუსტად აირჩევს იმ წარმონაქმნს და ექიმის სწრაფი მოქმედება.
ესაა და ეს smile.gif მე რომ მიღებდნენ ციტოლოგიას, ეძებდნენ რაიმე განსხვავებული წარმონაქმნი არ ყოფილიყო. ორი განსხვავებული იპოვნეს, მაგრამ ორივეს ერთნაირი სტრუქტურა ქონდა საბოლოოდ. და ციტოლოგიის პასუხი მთლიანად დაემთხვა ოპერაციის შემდგომ ჰისტოლოგიურ დასკვნას.


* * *
ჩემი რჩევაა - აუცილებლად აიღეთ ფორმა 100.

Natuka NGN
ექოსკოპისტი საკმაოდ გამოცდილი ჰყავთ,ყველა მას აქებს.ჯერ მან ზუსტად განსაზღვრა ადგილი პუნქციისას.მერე ტაბატაძემ აუღო სინჯი.
ახლა მაინტერესებს ციტოლოგია და ბიოფსია ერთი და იგივეა?
ოპერაცია-ამოკვეთა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია?
არსებობს თუ არა მედიკამენტური მკურნალობა,რომ წარმოქმნილი კვანძი შეიწოვოს?

Posted by: Natuka NGN 2 Mar 2012, 00:19
tintoreto
QUOTE
ახლა მაინტერესებს ციტოლოგია და ბიოფსია ერთი და იგივეა?

არასწორად სვამთ კითხვას, უნდა მოხდეს ბიოფსია მსხვილი ნემსით, რათა ჩატარდეს ჰისტოლოგიური კვლევა. ეს კი ნამდვილად სხვადასხვაა.
რეკომენდაცია ჰისტოლოგიური კვლევაა. ბიოფსია სხვა აარფერია, თუ არა საკვლევი ნიმუშის აღება საკვლევი ადგილიდან. როდესაც წერია მსხვილი ნემსი, ეს ნიშნავს. რომ საჭიროა უფრო დიდი მოცულობის მასალის აღება და უკვე არა მიკროსკოპულად დაკვირვება მხოლოდ, არამედ სპეციალური გამოყვანა მასალის და ნახვა თუ რა უჯრედია, ძალიან გთხოვთ ახლა ჰისტოლოგიას ნუ ამახსნევინებთ.
QUOTE
ოპერაცია-ამოკვეთა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია?

მაქამდე ჰისტოლოგიური კვლევაა აუცილებელი.
QUOTE
არსებობს თუ არა მედიკამენტური მკურნალობა,რომ წარმოქმნილი კვანძი შეიწოვოს?

და როგორ უდნა დაინიშნოს რაიმე მკურნალობა, როდესაც კვანძის ბუნება ბოლომდე არაა დადგენილი?
* * *
QUOTE
ექოსკოპისტი საკმაოდ გამოცდილი ჰყავთ,

არასწორად გაიგეთ. მე არ მითქვამს ვინმეზე გამოუცდელიათქო. smile.gif

Posted by: tintoreto 2 Mar 2012, 01:05
Natuka NGN
მადლობა!
არაფრის გაგებაში არ ვიყავი და რამდენი რამ შევისწავლე და გავიგე ამ ფორუმზე!
up.gif

Posted by: DocTemo 2 Mar 2012, 23:22
tintoreto
QUOTE
ექოსკოპისტი საკმაოდ გამოცდილი ჰყავთ,ყველა მას აქებს.ჯერ მან ზუსტად განსაზღვრა ადგილი პუნქციისას.მერე ტაბატაძემ აუღო სინჯი.

ანუ ჯერ ექსკპოპისტმა ნახა და მონიშნა და მერე მისგან ცალკე ექიმმა გააკეთა ბიოფსია? ანუ ერთდროულად ეს არ მომხვდარა? თუ ცალ-ცალკე გაკეთდა ეს ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით არ არის.
QUOTE
ოპერაცია-ამოკვეთა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია?
არსებობს თუ არა მედიკამენტური მკურნალობა,რომ წარმოქმნილი კვანძი შეიწოვოს?

თქვენს მიერ დადებულ აღწერილობებში (მამოგრაფიის) ჩამოჭრილია წარმონაქმნის ზომა. დადებული სურათით არ შეიძლება იმის განსაზღვრა თუ რა ზომისაა წარმონაქმნი. გადახედეთ მამოგრაფიის პასუხს და ზომა მოგვწერეთ.
ექოსკოპიის პასუხში კი მითიტებული არ არის ამ ფრაგმენტის ზომა. ვფიქრობ საჭირო იყო გაზომვა, მითუმეტეს რომ მამოგრაფიაზე ჩანს.
თუკი წარმონაქმნი 1-1.5 სმ-ზე მეტი ზომისაა, თუ მამოლოგი ხელით მას გრძნობს, მაშნ საოპერაციოა, და არ ღირს დაცდა, რადგან არ გაიწოვება. თუ მამოგრაფიაზე და ექოსკოპიაზე 1-1,5 სმ-ზე ნაკლებია, და მამოლოგი ხელიტ ვერ გრძნობს სიმკვრივეს - მაშინ შეიძლება დაკვირვება მკურნალობის ფონზე.
QUOTE
ახლა მაინტერესებს ციტოლოგია და ბიოფსია ერთი და იგივეა?

Natuka NGN -მ ეს კარგად ახსნა, მაგრამ მაინც გავიმეორებ კიდევ ერთხელ - იმისთვის რომ რაიმეს ანალიზი ჩაატარო, უნდა ეს ნაწილაკი მოიპოვო - მოპოვებას ქვია ბიოფსია (ანუ ორგანიზმიდან ამოღებას). ბიოფსია შეიძლება იყოს წვრილნემსოვანი, მსხვილნემსოვანი (Core-biopsy), ოპერაციული. ეს მოპოვებული ნაწილაკის გამოკვლევა კიდე სხვადასხვა მეთოდით ხდება (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, იმუნოჰისტოქიმია..). თქვენს მეუღლეს გაუკეთეს წვრილნემსოვანი ბიოფსია და პრეპარატი გამოიკვლიეს ციტოლოგიურად.

Posted by: tintoreto 3 Mar 2012, 00:58
DocTemo გამარჯობათ!
QUOTE
ანუ ჯერ ექსკპოპისტმა ნახა და მონიშნა და მერე მისგან ცალკე ექიმმა გააკეთა ბიოფსია? ანუ ერთდროულად ეს არ მომხვდარა? თუ ცალ-ცალკე გაკეთდა ეს ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით არ არის.

მეუღლის მონაყოლით ასე იყო.ჯერ ექოსკოპისტმა ზუსტად მონიშნა ადგილი და მის გვერდზე მდგომმა მამოლოგმა ციტოლოგიის სინჯი აუღო.
QUOTE
თქვენს მიერ დადებულ აღწერილობებში (მამოგრაფიის) ჩამოჭრილია წარმონაქმნის ზომა. დადებული სურათით არ შეიძლება იმის განსაზღვრა თუ რა ზომისაა წარმონაქმნი. გადახედეთ მამოგრაფიის პასუხს და ზომა მოგვწერეთ.

სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა ჰეტეროგენური ცხიმოვანი ACR-2 , მარჯვნივ, წინა აქსილარულ ხაზთან ისახება არასწორი ფორმის უპირატესად ნაწილობრივად ცუდად კონტურირებული დაბალი სიმკვრივის წარმონაქმნი ზომით 41.2x31.2 მმ. ფიბროზული ცვლილებები ორივე სარძევე ჯირკვალში გამოხატულია მეტად უხეშად ზედა ლატერალურ კვადრანტებში.
QUOTE
ექოსკოპიის პასუხში კი მითიტებული არ არის ამ ფრაგმენტის ზომა. ვფიქრობ საჭირო იყო გაზომვა, მითუმეტეს რომ მამოგრაფიაზე ჩანს.

ექოსკოპიაში ფრაგმენტის ზომა არაა მითითებული.
დასკვნაში წერია dex BI-RADS 3, sin BI-RADS 2
რეკომენდირებულია მამოლოგის კონსულტაცია,კონტროლი 3 თვეში

Posted by: Natuka NGN 3 Mar 2012, 02:16
DocTemo
ახლა მე გეტყვით როგორ გამიკეთეს ფარისებრზე. ნინო ქვია იმ ქალს, გვარი არ მახსოვს, მიუთითა რომელი იყო მეტ-ნაკლებად განსხვავებული კისტა. თითქმის ყველა ერთნაირი იყო ჩემთან (25 თუ მეტი), აირჩიეს საბიობსიე კვანძი, ექოსკოპისტმა მიუთითა სად უდნა შესულიყო ნემსით,მაგრამ თავად ბიოფსიისას აპარატის დიოდი ზედ მქონდა და აკონტროლებდა ნემსის სიღრმის შესვლას, ხარ უკვე ადგილზეო თუ რაღაც მსგავსი უთხრა. ორივეჯერ ასე.
tintoreto
დღეს სამწუხაროდ გარეთ არ გავსულვარ და ვერ გავიგე რაც დაგპირდით.

Posted by: DocTemo 3 Mar 2012, 11:36
tintoreto
QUOTE
კონტურირებული დაბალი სიმკვრივის წარმონაქმნი ზომით 41.2x31.2 მმ.

მამოგრაფიული და ციტოლოგიური მონაცემებით საოპერაციოა.
დარჩა ერთი რამ, რაც არ მითხარით, როგორ გრძნობს ექიმი, ხელით თუ ისინჯება ეს წარმონაქმნი.
QUOTE
რეკომენდირებულია მამოლოგის კონსულტაცია,კონტროლი 3 თვეში

ეს ზოგადი რეკომენდაციებია, ამას ყოველტვის წერს ექოსკოპისტები..თუმცა მე ვერ ვხვდები რატომ წერენ ამას, ვთვლი რომ ასეთი რეკომენდაციების წერა არასწორია იმიტომ რომ რამდენ ხანში ჭირდება კონტროლი ეს უნდა განსაზღვროს მამოლოგმა.
QUOTE
მეუღლის მონაყოლით ასე იყო.ჯერ ექოსკოპისტმა ზუსტად მონიშნა ადგილი და მის გვერდზე მდგომმა მამოლოგმა ციტოლოგიის სინჯი აუღო.

მაინც ვერ გავიგე smile.gif ვიკითხავ ასე - როგორც Natuka NGN-ის ბოლო პოსტშია ისე თუ გაკეთდა, ანუ ნემსის ჩხვლეტის დროს და მასალის აღების მომენტს თუ აკონტროლებდა ექოსკოპისტი? ან ნემსი და ექოსკოპიის "დაჩიკი" ერთად თუ ქონდა დადებული ძუძუზე.
თუმცა ამას არ ააქვს მნიშვნელობა რადგან წარმონაქმნი დიდი ზომისაა. ამას ექნებოდა მნიშვნელობა, იმ შემთხვევაში, თუ მამოლოგი ხელით კარგად ვერ სინჯავს ამ წარმონაქმნს. იმიტომაც ვიკითხე ეს.

Posted by: tintoreto 3 Mar 2012, 14:05
DocTemo
QUOTE
მაინც ვერ გავიგე  ვიკითხავ ასე - როგორც Natuka NGN-ის ბოლო პოსტშია ისე თუ გაკეთდა, ანუ ნემსის ჩხვლეტის დროს და მასალის აღების მომენტს თუ აკონტროლებდა ექოსკოპისტი? ან ნემსი და ექოსკოპიის "დაჩიკი" ერთად თუ ქონდა დადებული ძუძუზე.

როგორც ჩემთვის ცნობილია,ექოსკოპისტი მამოლოგს მიეხმარა ზუსტად ჩხვლეტის ადგილის განსაზღვრაში და მხოლოდ ვიზუალურად აკონტროლებდა სინჯის აღების პროცესს.
რაიმე დატჩიკი ნემსზე მეუღლეს არ შეუმჩნევია,წვრილი ნემსი იყოო.
QUOTE
დარჩა ერთი რამ, რაც არ მითხარით, როგორ გრძნობს ექიმი, ხელით თუ ისინჯება ეს წარმონაქმნი.
QUOTE

ექიმმა რა თქმა უნდა ხელით მოსინჯა წარმონაქმნი და მისთან მისვლამდე მეუღლე ხელით ისინჯავდა ამ წარმონაქმნს
ახლა ამჟამად ციტოლოგიის პროცესის ჩატარების შემდეგ ეს წარმონაქმნი თითქმის აღარ ისინჯება,ტკივილებიც გაქრა.მეუღლის მტკიცებით,ალბათ ნემსის ჩხვლეტამ დაჩუტა წარმონაქმნი და დააპატარავა.
არ ვიცი რამდენად სწორია ასეთი მოსაზრება? ალბათ ერთ კვირაში საკონტროლო ექოსკოპიაზე გავასინჯინებ,მართლაც დაპატარავდა თუ არა წარმონაქმნი?

Posted by: DocTemo 3 Mar 2012, 23:59
tintoreto
QUOTE
,ალბათ ნემსის ჩხვლეტამ დაჩუტა წარმონაქმნი და დააპატარავა.
არ ვიცი რამდენად სწორია ასეთი მოსაზრება?

არასწორია.

Posted by: მთავრობა 7 Mar 2012, 14:40
მკერდის გადიდება სად ხდება ხარისხიანად ? იქნებ მირჩიოთ ? და რამდენად რეკომენდირებულია 21 წლის გოგონასთვის მსგავსი ქირურგიული ჩარევა ? რამე უკუშედეგს ხომ არ გამოიწვევს ?

Posted by: DocTemo 8 Mar 2012, 12:25
მთავრობა
პლასტიკურ ქირურგებს მიმართეთ, თუ არიან ასეთები ფორუმზე

Posted by: Natuka NGN 8 Mar 2012, 17:10
მთავრობა
http://forum.ge/?showtopic=34315593&hl=%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90
არის თემა. თუ რაიმე დაგაინტერესებთ, Pმ მომწერეთ.

Posted by: stich_27 9 Mar 2012, 18:58
იგივე კითხვა მაქვს რაც
QUOTE
agr_bak

ორი ბავშვი მყავს, უმცროსი 5ხდებ.ა მეც ხსენი მაქვს დარჩენილი, ასევე კვანძებს ვგრძნობ და ტკივილს ხანდახან ძალიან და რისი ბრალი ნეტავ? , საშიშია თუ არა ? boli.gif

Posted by: ZSU-23-4 9 Mar 2012, 20:46
მეგობრებო, ამ სფეროში ცოტა ჩანიკი ვარ ხოდა. ხვალე ვიკეთებ ოპერაციას, ხოდა ნარკოზით უნდა დამაძინონ. არის რამე ალბათობა, გამოღვიძებისას მეხსიერებასთან პრობლემა მქონდეს? მაგალითად რამე კონკრეტული რომ არ მახსოვდეს, ან რაიმე მსგავსი? sad.gif

Posted by: x_clubber 13 Mar 2012, 23:15
გამარჯობათ.ვიცი რომ აქ კვალიფიციური ექიმები შემოდიან.ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება და დიდი მადლობელი ვიქნები რაიმეთი თუ შეძლებთ,ჩემს 20 წლის მეგობარს რომელსაც მკერდზე პრობლემები აქვს, კერძოდ კი ჯირკვალი, გავყევი ექიმთან, მამოლოგთან, რომელმაც დაუსვა ასეთი დიაგნოზი: [b] ორივე სარძევე ჯირკვლის დიფუზური ხასიათის ფიბროზულ-კისტოზური დაავადება (N60) კუპერის სინდრომი (N64.4). [\b] მაინტერესებს უბრალო ენაზე რას ნიშნავს ეს დასკვნა, რა გართულებები შეიძლება მოყვეს, ვისთან მივიდეს სამკურნალოდ და რა გამოკვლევები არის საჭირო? ძალიან დიდი თხოვნა მექნება არ დატოვოთ ჩემი პოსტი უპასუხოდ. დიდი მადლობა წინასწარ. აქვე თან დავურთავ მამოლოგის დასკვნას და ეხოსკოპიის გამოკვლევას (სურათის სახით).

მამოლოგის დასკვნა:

სუბიექტური ჩივილები- ტკივილი, დისკომფორტი (ორმხრივი) VIRGO
ორსულობა - არა
ლაქტაცია - არა
თანმხლები დაავადება - არ აღნიშნავს
გენეტიკური ანამნეზი- დედა (ძუძუს Cr )
მენსტრუალური ციკლი - რეგულარული, II ფაზა
ქირურგიული ჩარევა - არ აღნიშნავს

ობიექტურად: სარძევე ჯირკვლები სიმეტრიული, დვრილები და კანი ხილული პათოლოგიის გარეშეა, რეგიონალური ზონები ინტაქტური, ორივე სარძევე ჯირკვლის პარენქიმა წვრილმარცვლოვანი, ალაგ ელასტიური.გასინჯვით ტკივილი არ აღენიშნება

დიაგნოზი:
ორივე სარძევე ჯირკვლის დიფუზური ხასიათის ფიბროზულ-კისტოზური დაავადება (N60) კუპერის სინდრომი (N64.4)

რეკომენდაცია:
კონტროლი 3-4 თვის შემდეგ

დანიშნულება:
1.მასტოდინონი- 15 წვეთი დილით, 15 წვეთი საღამოს, ჭამის შემდეგ, (3 თვე)
2.იოდამარინი 100 მკგ - 1 აბი ერთხელ დღეში ჭამის შემდეგ (3 კვირა)
3. ლოქსიდოლი - 1 აბი ჭამის შემდეგ დღესი ერთხელ (10 დღე)
4.პროჟესტოჟელი 1%- ნახევარი დოზის შეზელვა ყოველ საღამოს კრიტიკული დღეების დადგომამდე 10 დღით ადრე (3 თვე)

ექოსკოპიის დასკვნა:
http://s2.ipicture.ru/

Posted by: DocTemo 15 Mar 2012, 21:43
x_clubber
ეს საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა და რეკომენდებული დანიშნულების მიღების შემთხვევაში კარგად ექვემდებარება მკურნალობას. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით (კონსულტაცია, გამოკვლევები და რეკომენდაციები), ყველაფერი სწორად და კარგადაა გაკეთებული. მოუსმინოს მის მკურნალ ექიმს და კონტროლზე აუცილებლად მივიდეს მასთან დაგეგმილ დროს.

Posted by: x_clubber 16 Mar 2012, 16:46
DocTemo
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: mammolog 16 Mar 2012, 23:39
stich_27 საშიში არ უნდა იყოს მაგრამ გესაჭიროებათ: 1) მამოლოგის კონსულტაცია;
2)გამოკვლევები: სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, ჰორმონ პროლაქტინის განსაზგვრა სისხლში
და მკურნალობა!!!


Posted by: lemona7778 18 Mar 2012, 18:14
ვინმემ თუ იცით იქნებ დამეხმაროთ:ღვიძლის თავს რა ქვია საიდანაც სისხდი შედის გასაფილტრად?

Posted by: DocTemo 18 Mar 2012, 20:53
lemona7778
QUOTE
ვინმემ თუ იცით იქნებ დამეხმაროთ:ღვიძლის თავს რა ქვია საიდანაც სისხდი შედის გასაფილტრად?

მასეთი არ არსებობს.

Posted by: Splash 20 Mar 2012, 15:53
გამარჯობათ! მაინტერესებს რძის გაშრობიდან რამდენი ხნის განმავლობაში ითქველა ნორმად წვეთ-ჭვეთობით რძის გამოსვლა? დაახლოებით 5 თვის წინ გავიშრე (5 აბი დოსტინექსი დამინიშნა ექიმმა და + ბალახეული მედიკამენტიო (მგონი ბიონორმიკა, რამდენადაც მახსოვს) და ხელს რომ მოვუჭერ 1-2 წვეთი გამოდის.

Posted by: mammolog 20 Mar 2012, 21:34
Splash
როგორც წესი მკურნალობის დასრულების შემდეგ რძის გამოყოფა უნდა შეწყდეს და 5 თვე ნამდვილად არ უნდა გაგიგრძელდეთ! როცა მიმართეთ ექიმს, მაშინ განსაზღვრეთ ჰორმონი პროლაქტინის დონე???

Posted by: DocTemo 21 Mar 2012, 00:14
Splash
QUOTE
ხელს რომ მოვუჭერ 1-2 წვეთი გამოდის.

სუფთა რძე, თუ რძისმაგვარი სითხე? პროლაქტინის განსაზღვრა ნამდვილად საჭიროა.

Posted by: Natuka NGN 21 Mar 2012, 15:28
mammolog
კითხვა მაქვს როგორც მოდერს, მოქმედი ექიმი ხართ? smile.gif ანუ საექიმო ლიცენზია გაქვთ თუ ჯერ არა.

Posted by: mammolog 21 Mar 2012, 18:12
Natuka NGN
კი მოქმედი ექიმი გახლავართ smile.gif ლიცენზირებული-ონკოქირურგი, თამარ კონცელიძე !

Posted by: Natuka NGN 21 Mar 2012, 20:19
mammolog
ძალიან სასიამოვნოა smile.gif მიხარიაკიდევ ერთი ექიმი რომ შემოგვიერთდა. Welcome! smile.gif

Posted by: mammolog 21 Mar 2012, 20:59
Natuka NGN
smile.gif სხვათაშორის თქვენმა მამოლოგმა მომცა თქვენს შესახებ ინფორმაცია, დიდიხანია გაკვირდებით და მომწონხართ smile.gif

Posted by: Splash 22 Mar 2012, 11:44
DocTemo
სუფთა რძე არა, უფრო ხსენისმაგვარი. მოყვითალო. ერთი-ორი წვეთი. რამდენად საყურადღებოა?

Posted by: Natuka NGN 25 Mar 2012, 18:13
mammolog
ვაიმე, დიდი მადლობა. შემრცხვა smile.gif სულ იმას კი მაძახებენ, რომ ექიმი არ ვარ ძველგაზრდა ექიმები 2kiss.gif

Posted by: niniko-2009 27 Mar 2012, 14:50
თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რამდენად საშიშია ძუძუზე პაპილომა. მისი მოშორება (მოყინვა მოწვა) რამე გართულებებთან არის დაკავშIრებული თუ არა. კიდევ მაინტერესებს, ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანს აქვს პაპილომა ვირუსი? რამდენად საშიშია ეს ნაყოფისთვის, ბავშვისთვის?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: mammolog 27 Mar 2012, 18:46
niniko-2009
პაპილომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, როგორც ასეთი კანზე წარმოქმნილი პაპილომები "საშიში" არ არიან, არ აქვს მნიშვნელობა ძუძუზე იქნება ეს თუ ტორსის სხვა მიდამოში. მაგრამ სასურველია მისი მოშორება. პაპილომა შესაძლებელია მოიწვას,რასაც ელექტროკუაგულაციას უწოდებენ, შესაძლებელია მოიყინოს აზოტით, არსებობს ასევე ლაზერით მოშორება, მკურნალობის მეთოდი ძირითადად დამოკიდებულია პაპილომის ზომაზე. რაც შეეხება გართულებებს: შეიძლება მოგვცეს რეციდივი ( ანუ კვლავ წარმოიქმნას).
პაპილომის გამომწვევი- ადამიანის პაპილომა ვირუსია. პაპილომის 100-მდე სახეობა არსებობს. პაპილომა ვირუსით დაავადებული ადამიანისთვის დაფეხმძიმებაა რთული და თუ შედგება ორსულობა, მაშინ ის ნაყოფისთვის საშიში არაა, და მის მკურნალობას ძირითადად ორსულობის 28-ე კვირიდან იწყებენ.

Posted by: Natuka NGN 27 Mar 2012, 22:11
DocTemo
mammolog
ახლა ჩემი პასუხები, შარშან ზუსტად ამ დროს გადაღებულ ექოზე აღმომაჩნდა ცისტა და ლიპომა. შარშანდელის პასუხები იყო ლიპომა ზომით: 0,40X0,37სმ-ზე, ცისტა ზომით:0,59X0,27სმ-ზე.
ერთი წლის თავზე გადავიღე ხელახალი ექოსკოპია.
ეს ძველი: https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/530671_372944689411870_100000890277819_1159751_1647192310_n.jpg
ეს ახალი: https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/538536_372945076078498_100000890277819_1159752_453900389_n.jpg

* * *
კუპერის მყესების გასქელება და ჰიპერექოგენურობა მასტოპათიის მაჩვენებელია?

Posted by: mammolog 27 Mar 2012, 23:34
Natuka NGN
ერთი წლის დინამიკაში ფაქტიურად ცვლილებები არ არის,რაგაც მილიმეტრია განსხვავება, ასე რომ სანერვიულო მანდ არაფერია, ოპერაციული მკურნალობას არ საჭიროებს smile.gif მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი იქნება.

Posted by: wonderland1 28 Mar 2012, 02:32
გამარჯობათ
DocTemo
თქვენი აზრი მაინტერესებს

ჩემი ექომამოგრაფია ასეთია:
მენტრ. ციკლის 1 ფაზა.
კანის სისქე არ ღემატება 2მმ. კონტური დეფორმაციის გარეშე; კანქვეშა ცხიმი ზომიერად გამოხატული. თანაბრად წარმოდგენილია ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი კომპონენტებით. პანერქიმის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი. სარძევე სადინარების დიამეტრი არ აღემატება 2მმ-ს. ლიმფური გზები არ ისახება.
მარცხნივ ზედა მედიალურ კვადრანტში ისახება ფიბროადენომის ტიპის კვანძი ზომით 7*8მმ, ქვედა კვადრანტების საზღვარზე ისახება ანალოგიური კვანძი 5*5მმ.
მარჯვნივ ზედა კვადრანტების საზღვარზე ისახება ფიბროადენომის ტიპის კვანძი ზომით 8*9მმ.
მარჯვენა და მარჯვენა იღლიის ფოსო თავისუფალი; მარჯვენა და მარცხენა ლავიწისზედა და ლავიწისქვეშა არე თავისუფალი.
ეს დღეს გადავიღე. ვიყავი მამოლოგთან, ხელით გამსინჯა, და თქვა რომ მისი აზრით შესაძლოა ეს კისტები უფრო იყოსო. მარჯვენა ძუძს მოუჭირა და მუქი, მომცვანო მღვრიე მცირეოდენი გამონადენი იყო, მითხრა რომ საშიში და სანერვიულო არაფერია, გათხოვილი ვარ და ბავშვს რომ გააჩენ შეიძლება გაიწოვოს ძუძუთი კვების დროსო, დამინიშნა მასტოდინონი თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (გარდა მენსტრუალური დღეებისა) 3 თვე, ნუ ორსულობა თუ დადგება შეწყვიტეო.
მამოლოგის დასკვნა ხელით გასინჯვისას ასეთია: ამჟამად რაიმე ჩივილებს არ წარმოადგენს. პალპაციით ორივე ძუძუ რბილი, უმტკივნეულო, მარცვლოვანი. რაიმე კვანძოვანი (თუ კეროვანი, ვერ ცავიკითხე სწორად) წარმონაქმნი არ ისინჯება;
დვრილი; მუქი, მღვრიე გამონადენი
კანი w (es ar vici ras niSnavs:)
არეოლა w
რეგიონალური ლ. კ არ ისინჯება
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია
მაინტერესებს ჰორმონების გამოკვლევა ხომ არ მჭირდება? და მასტოდინონი წონაში მატებას ხომ არ გამოიწვევს?

Posted by: ნია ნია 29 Mar 2012, 11:11
გამარჯობათ. მამოლოგთან მაქვს შეკითხვა: 2 თვეა მაქვს მკერდში ტკივილი, გავიკეთე ექოსკოპია ორ სხვადასხვა კლინიკაში. ერთგან წერია: მარცხნივ: ფიბროადენომა 22მმ. და კისტა 10მმ. მარჯვნივ- კისტები: 15მმ, 11მმ, 10მმ, 11მმ. მეორე ექოსკოპიაშია: მარჯვნივ ფიბროადენომა 9მმ, კისტები: 15მმ , 9მმ, 10მმ. მარცხნივ: ორი ფიბროადენომა 22მმ. და 9მმ. კისტა 6მმ. ეკოსკოპიაზე მითხრეს ბიოფსია გავიკეთო მხოლოდ 22მმ. ფიბროადენომის და ოპერაციისას სამივე ამოვიკვეთო. თქვენი აზრიც მაინტერესებს?
მამოლოგმა გამსინჯა, გამომიწერა მასტოდინონი და 3 თვეში დამიბარა. დიაგნოზში ჩაწერა: D5 ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია. D5 რას ნიშნავს?
მაინტერესებს ბიოფსია- ციტოლოგია რა ინფორმაციას მომცემს? მხოლოდ იმას ნამდვილად ფიბროადენომაა თუ კისტა? ხომ არ სჯობია მამოგრაფიაც გავიკეთო? (35 წლის ვხდები ორ თვეში). ფიბროადენომა შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს? რა გამოკვლევები შეიძლება გავაკეთო პერიოდულად რომ არ გამომრჩეს ავთვისებიანი პროცესი?
ზურგში მარცხენა მხარეს ერთ წერტილში მაქვს მუდმივად ტკივილი. შეიძლება ამ დაავადებასთან იყოს დაკავშირებული?

Posted by: DocTemo 29 Mar 2012, 13:28
mammolog
QUOTE
Natuka NGN
ერთი წლის დინამიკაში ფაქტიურად ცვლილებები არ არის,რაგაც მილიმეტრია განსხვავება, ასე რომ სანერვიულო მანდ არაფერია, ოპერაციული მკურნალობას არ საჭიროებს  მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი იქნება.

მეც მაგ აზრის ვარ.

wonderland1
მთლიანობაში მამოლოგის აზრს მაგ შემთხვევაში ვეთანხმები, ერთადერთ, მასტოდინონის დანიშნვის ჩვენებაზე დაფიქრებაა საჭირო. ანუ რატოა დანიშნული - ტკივილი გაქვთ? თუ კი, მაშინ საჭიროა, თუ არაა ტკივილი - მაშინ შეიძლება რომ არ იყოს საჭირო. თუ კისტებია - მაშIნ საჭიროა, თუ ფიბროადენომებია - მაშIნ არაა დიდად საჭირო, სხვა წამალი უკეთესია. წესით თუ კარგი ახალი ექოსკოპიის აპარაატია, მაშინ კისტის და ფიბროადენომის გარკვევა ზუსტად შეიძლება. და ეს არ მგონია სწორი თანამეროვე დროში იმაზე ლაპარაკი რომ კარგად ვერ დაინახეს smile.gif
გამონადენშიც მეც ვთვლის რომ საშიში არაფერია.
ჰოსრომული ანალიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის ჰოსმონების გამოკვლევა არ შეუშლის საქმეს ხელს.
ნია ნია
თუ ოპერაცია იგეგმება მასეთ შემთხვევაში მე ვთვლის რომ ბიოფსიის გაკეთება ფიბროადენომის დროს არ არის აუცილებელიი (ოღონდ თუ კარგ ექოსკოპიის აპარატზეა კვლევა გაკეთებული). თუ ფიბროადენომა ნამდვილად 22 მმ-ია, მაშინ მოცდა წამლებში ფულის ხარჯვა საჭირო არ არის. კისტები საოპერაციო არ არის.
D5 diagnozis kodia. საშიში არაა smile.gif წელის ტკივილი მკერდთან დაკავშირებული არ იქნება

Posted by: wonderland1 29 Mar 2012, 15:35
DocTemo
გმადლობთ გამოხმაურებისათვის. არა ტკივილები არ მაქვს, მენსტრუაციის წინ მაქვს მგრძნობელობა მომატებული მკერდში და ცოტა სიმძიმის შეგრძნება, მგონი გამონადენის გამო ივარაუდა რომ შესაძლოა კისტა იყოსო, დაკვირვება უნდა რომ ზომაში არ გაიზარდოსო. ფარისებრ ჯირკვალს რაც შეეხება გამოკვლეული მაქვს და ჰორმონები არის წესრიგში, მაგრამ კვანძი მაქვს ორი ერთი 9 მილიმეტრი, მეორე 4 მმ და არ ვიცი ეგ რამდენად კავშირშია ერთმანეთთან. ენდოკრინოლოგმა კვანძებზეც დაკვირვება მირჩია.ეხოს რაც შეეხება გაკეტდა ამ აპარატით:
Aloka SSD 3500 SX -4D. მამოლოგმა უბრლაოდ თავისი გასინჯვის შედეგად ივარაუდა კისტა. ცოტა დავიბენი. ანუ ფიბროადენომის დროს მასტოდინონი არ არის ეფექტური არა? როგორ მივიქცე?

Posted by: mammolog 30 Mar 2012, 00:07
ნია ნია
DocTemo-ს ვეთანხმები. 22 მმ-იანი ფიბროადენომა არ გაიწოვება,ამოიტომ საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, ხოლო რაც შეეხება კისტებს ისინი ძირითადად ჰორმონული (ფარისებრი ჯირკვლის) და გინეკოლოგიური დარღვევების ფონზე ჩნდებიან, ამიტომ სასურველია ჯერ ესენი გამოიკვლიო. რაც შეეხება ბიოფსიას და მამოგრაფიას აუცილებელი არ არის თუ ექოსკოპისტი დაზუსტებით აღნიშნავს რომ ეს არის ფიბროადენომა.

Posted by: ნია ნია 30 Mar 2012, 08:20
DocTemo
mammolog

დიდი მადლობა. მამოლოგს არ უთქვავს ოპერაცია, ალბათ ხელით ვერ გასინჯა, დიაგნოზში მხოლოდ D5 ფიბროზულ-კისტოზური მასტოპატია ჩაწერა და 3 თვეში დამიბარა.
საოპერაციაო ექოსკოპიაზე ნინო ღუდუშაურმა მითხრა.
გინოკოლოგიურ დარღვევებს, ტკივილს 7 წელია ვმკურნალობ. 2 წელია ჰომეოპათიური წამლებით, რადგან არც უამრავჯერ გაკეთებული ექოსკოპიით და არც ჰორმონალური ანალიზით (ბოლოს ზაფხულში გავიკეთე) დარღვევა არ ჩანდა.

Posted by: Foxani 2 Apr 2012, 03:46
Natuka NGN
მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. თქვენ თავად ლიცენზირებული ექიმი ბრძანდებით ?

და შეკითხვა მამოლოგებს

რატომ არ არსებობს საქართველოს გარდა ცალკე მაპროფილებელი განხრა როგორც არის მამოლოგი?
ანუ ექიმი, კონკრეტულად - მამოლოგი.


Posted by: mammolog 2 Apr 2012, 15:13
Foxani
როგორც ასეთი მამოლოგია ცალკე განხრა არ არსებობს არც საქართველოში, ეს ონკოლოგიის ერთ-ერთი ვიწრო პროფილია. მე ვარ ლიცენზირებული ონკოლოგიური ქირურგი და მაქვს უფლება ვიმუშაო როგორც მამოლოგი.

Posted by: Foxani 3 Apr 2012, 00:05
mammolog
კარგია წარმატებები.

რაღაც პოსტის დაწერას ვაპირებდი და გადავიფიქრე........

Posted by: magda-lina 7 Apr 2012, 11:31
ძალიან კმაყოფილი ვიყავი ‎ჩემი მკერდის ზომით,მარა აშკარად ვგრძნობ ზომაში დაპატარავდაbiggrin.gifრატომ ხომ ვერ მეტყვით? D

Posted by: DocTemo 8 Apr 2012, 15:43
magda-lina
QUOTE
ზომაში დაპატარავდარატომ ხომ ვერ მეტყვით? D

ბევრი მიზეზი არსებობს, მაგის დადგენაძალიან რთულია. თქვენ რამეს ვერ უკავშირებთ?

Posted by: magda-lina 8 Apr 2012, 20:31
QUOTE (DocTemo @ 8 Apr 2012, 15:43 )
magda-lina
QUOTE
ზომაში დაპატარავდარატომ ხომ ვერ მეტყვით? D

ბევრი მიზეზი არსებობს, მაგის დადგენაძალიან რთულია. თქვენ რამეს ვერ უკავშირებთ?

არა რას უნდა ვუკავშირებდე?
რა მიზეზები მაგალითად?

Posted by: DocTemo 8 Apr 2012, 22:03
magda-lina
QUOTE
რა მიზეზები მაგალითად?

ზოგადად წონაში დაკლება, სტრესები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი... და სხვა

Posted by: magda-lina 9 Apr 2012, 10:24
წონაში საგრძნობლად არ დამიკლია, :ს შეიძლება 1-2 კილო მოვიკელი მხოლოდ, არც სამე სერიოზული სტრესი მქონია და არც მიმშობიარია,შვილი არ მყავს საერთოდ.

Posted by: Wednesday 11 Apr 2012, 14:02
ფიბროადენომის დროს "აგნუს კასტუსის" დანიშვნა რამდენად რეკომენდებულია?
ეფექტი თუ არ ჰქონდა, რამე უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: bigmisha 12 Apr 2012, 11:00
http://forum.ge/?showtopic=34327681&hl=

იყოს აქაც, იქნებ ვინმეს გამოადგეს და წაადგეს

Posted by: mammolog 14 Apr 2012, 08:44
Wednesday
"აგნუს კასტუსი" ძირითადად რეკომენდირებულია მასტოპათიების დროს. რაც შეეხება ფიბროადენომას, გააჩნია მის ზომას, 1 სმ-ზე დიდის შემთხვევაში ჩვენებაა : ოპერაციული მკურნალობა, თუმცა "აგნუს კასტუსის" პრეპარატებით მკურნალობას უკუჩვნება არ ექნება.

Posted by: ninicool 14 Apr 2012, 10:24
DocTemo
მასტოდინონი მაქვს გამოწერილი და აუცილებელია 3 თვე დავლიო? 10 დღეში ხდება 2 თვე რაც ვსვამ და შედეგი მაქვს გადასარევი უკვე. ეხლა რომ შევწყვიტო რამე დამემართება? ან კერძოდ რა დამემართება. წონაში დაკლება მინდა და ვერ ვიკლებ საერთოდ

Posted by: DocTemo 14 Apr 2012, 12:07
ninicool
QUOTE
მასტოდინონი მაქვს გამოწერილი და აუცილებელია 3 თვე დავლიო?

3 თვე უნდა სვათ წესით

Posted by: keen 14 Apr 2012, 14:44
DocTemo
დიაგნოზი : ორივე ს/ჯ -ის ფიბროადენოლიპომატოზი... დილეტანტის ენაზე რას ნიშნავს? რაიმე საგანგაშოა?

Posted by: ninicool 14 Apr 2012, 15:50
DocTemo
QUOTE
3 თვე უნდა სვათ წესით

ეგ ვიცი, უბრალოდ რა დაშავდება ის მაინტერესებდა.

Posted by: DocTemo 15 Apr 2012, 23:21
ninicool
QUOTE
ეგ ვიცი, უბრალოდ რა დაშავდება ის მაინტერესებდა.

smile.gif

Posted by: Natuka NGN 16 Apr 2012, 00:40
ninicool
QUOTE
ეგ ვიცი, უბრალოდ რა დაშავდება ის მაინტერესებდა.


სასურველ შედეგი არ ექნება და ის smile.gif
* * *
keen
ჩემი აზრით ფიბროადენომებია და შეიძლება საოპერაციო იყოს, გააჩნია ზომებს.

Posted by: keen 16 Apr 2012, 09:10
Natuka NGN
QUOTE
ჩემი აზრით ფიბროადენომებია და შეიძლება საოპერაციო იყოს, გააჩნია ზომებს.

გაიხარე, მადლობა 2kiss.gif ისეთი არაფერიაო, ექიმმა და დამაინტერესა. ალბათ, ზუსტ პასუხს მამოგრაფიის მერე გვეტყვის smile.gif

Posted by: tamunia891 17 Apr 2012, 16:48
თვის ბოლომდე ვერ ვახერხებ რომ ექიმთან მივიდა და მანამდე აქ დავსვამ კითხვას თორემ ცოტა ვნერვიულობ. მოკლედ მკერდზე შევნიშნე რომ მაქვს ორი პატარა ბურთულა ერთი შედარებით მომცრო და მეორე ცოტა დიდი. მილიმეტრებში სადღაცას დიდი 9 იყო ხოლო მეორე 7. ეხოზე რომ მივედი მითხრეს ფიბრო ადენომა. ვიცი რომ ზუსტ პასუხს გამოკვლევების გარეშე ვერ მეტყვით მაგრამ ზოგადად მიპასუხეთ რამდენად საშიშია ეს? ხო ეს ადენომა თავიდან პატარა იყო და 7 მმ იყო და მერე 9 გახდა (დიდ ბურთულაზე მაქვს ლაპარაკი) და მეორე 7 ზე მცირე იყო და ისიც 7 მმ _მდე გაიზარდა. ზოგჯერ რომ გაგწკმენტავს ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე იმ ადგილას.

ხო კიდევ არ გამომრჩეს 3 თვე ვსვამდი ცეფანორმს და მერე ისევ დაპატარავდა ცოტათი ეს ბურთულები ზომები აღარ მახსოვს ზუსტად.

Posted by: mammolog 18 Apr 2012, 12:05
tamunia891
ნუ ნერვიულობთ! საშიში არაფერია, მაგრამ მკურნალობას საჭიროებს. ფიბროადენომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია სარძევე ჯირკვალში. საერთოდ მისი მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია, მაგრამ 1 სმ-მდე ზომის შესაძლოა მედიკამენტებით დაიწყოთ მკურნალობა, შესაძლებელია მოხდეს მისი განწოვა.

Posted by: ნია ნია 18 Apr 2012, 19:40
რამდენიმე თვეა ძალიან მაწუხებს მკერდის ქავილი. მაქვს ფიბროადენომა და კისტოზური მასტოპატია და შეიძლება ამასთან იყოს დაკავშირებული? ამ დაავადებას თუ ახასიათებს ეს სიმპტომი?

Posted by: kekluci 20 Apr 2012, 17:15
DocTemo


გამარჯობათ.. ადრეც დავწერე აქ ტკივილს ვუჩიოდი მარცხენა მკერდში.. გუშინ ვიყავი მამოლოგთან, ექოსკოპიაზე გამიშვა და პასუხები შემდეგნაირია:

- მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზემო არეოლასთან ფიქსირდება ჰიპოექოგენური ჩანართი 5 მმ - ადენომა
- მარცხენაში კი 12 მმ სწორი კიდეებით, სუსტი სისხლმომარაგებით - ადენომა

მითხრა საშიში არაფერია, წამლებით გაიწოვს, მკურნალობა უნდა და არანაირი ქირურგიული ჩარევაო..
ორშაბათს ვარ დაბარებული ისევ მამოლოგთან..
იქნებ მითხრათ რამდენად საშიში სიტუაცია ... ?

ვარ 22 წლის, გაუთხოვარი smile.gif



დღეს ასევე გადავიღე საკვერცხეებზე, არანაირი კისტა და მაგდაგვარი

საშვილოსნო გადახრილია უკან(არვიცი რისი ბრალია), ექოგენობა დაქვეითებული, ფოლიკულური აპარატი მწირი....



ეს არის მოკლედ ჩემი პასუხები :\
მადლობა წინასწარ

Posted by: tamunia891 20 Apr 2012, 21:52
mammolog
QUOTE
ნუ ნერვიულობთ! საშიში არაფერია, მაგრამ მკურნალობას საჭიროებს. ფიბროადენომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია სარძევე ჯირკვალში. საერთოდ მისი მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია, მაგრამ 1 სმ-მდე ზომის შესაძლოა მედიკამენტებით დაიწყოთ მკურნალობა, შესაძლებელია მოხდეს მისი განწოვა.


მადლობა პასუხისთვის.

Posted by: xatia2525 22 Apr 2012, 09:26
გთხოვთ მიპასუხოთ, ჩემს მეგობარ უცბათ ასტკივავიდა იღლია კანის ქვეშ აქვს სულ პატარა კვანძი მუწუკივით და სტკივა, გარედან არაფერი ეტყობა. პასრსვისას გაჭრილი არ არის, არც ძირმაგარას გავს, რა შეიძლება იყოს რამდენად საშიშია? შეიძლება ძირმაგარა იღლიაში? თუ თუ თავი გაუწითლდა ესე იგი ძირმაგარაა და ნაკლებად სანერვიულოა?

Posted by: Harmpy_Harmpy 22 Apr 2012, 17:34
მკერდის (ე.წ. ძუძუს) კიბოს პრევენციის ყველაზე მარტივი მეთოდი - გამოიჩინეთ სიფრთხილე ბიუსტჰალტერთან მიმართებაში. დაახლოებით 20 წელია ცნობილია, რომ კიბო - სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანდიდას ნაირსახეობები (მაგრამ ეს ინფორმაცია არ ხმაურდება ფარმაცევტული კომპანიების გამო). ამგვარად, ინფექცია ყოველთვის დვრილიდან იჭრება მკერდში, შემდეგ კი, თუ იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია, კანდიდა კარგად "იბუდებს" მანდ და ჩნდება "კიბო".

ამდენად, როდესაც მოჭერილ ბიუსტჰალტერს იცმევთ, მაგან შეიძლება ძალიან კარგად შეუწყოს ხელი ინფექციის შეჭრას, რადგანაც მკერდს კარგად აფიქსირებს და ჭიმავს ერთ მდგომარეობაში, და ნაჭერზე მოხვედრილი კანდიდასთვის ძალიან ადვილი ხდება მაგ შემთხვევაში ორგანიზმში შეღწევა, მითუმეტეს თუ ჭუჭყი და მსგავსი რაგაცეებიც უწყობს ხელს, რაც მას ძალიან იზიდავს. ამგვარად იგი შეიჭრება ჯერ დვილში და მერე გლანდებში (აღარ მკერდის ამ ნაწილს რა ჰქვია) და იქ იწყებს პაციენტის ქსოვილით კვებას.

ამგვარად, კიბო იმ მიზეზით კი არ ჩნდება, თუ ადამიანი ყოველ წელიწადს გასინჯვას არ იტარებს, არამედ იგი უბრალოდ ინფექციაა და ეცადეთ რომ შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოთ მაგ ადგილას ინფექციის შეჭრა, მითუმეტეს თუ ატყობთ, რომ ორგანიზმი გარკვეული დროის მანძილზე ძლიერი არ გაქვთ.

Posted by: DocTemo 26 Apr 2012, 22:27
Harmpy_Harmpy
QUOTE
მკერდის (ე.წ. ძუძუს) კიბოს პრევენციის ყველაზე მარტივი მეთოდი - გამოიჩინეთ სიფრთხილე ბიუსტჰალტერთან მიმართებაში. დაახლოებით 20 წელია ცნობილია, რომ კიბო - სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანდიდას ნაირსახეობები (მაგრამ ეს ინფორმაცია არ ხმაურდება ფარმაცევტული კომპანიების გამო)

ისევ რაღაც გამწვავებაა?... smile.gif

Posted by: agr_bak 27 Apr 2012, 02:59

DocTemo
QUOTE
ისევ რაღაც გამწვავებაა?...

აშკარად smile.gif

QUOTE
ეს ინფორმაცია არ ხმაურდება ფარმაცევტული კომპანიების გამო)

უეჭველი ბიუსტჰალტერების ბიზნესიც იქნება მანდ გარეული smile.gif


* * *
mammolog
DocTemo
დიფუზურ ფიბროადენომატოზს მკურნლობა სჭირდება?
როგორც ექიმმა მიტხრა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არანაირ ჩAრევას (გარდა პერიოდული გადამოწმებისა) არ საჭიროებს

ასაკი-40
მშობიარობა ერთი- 20 წლის წინ
ლაქტაცია მშობიარობიდან დაახლოებიტ თვენახევარში დავასრულე მასტიტის გამო.
ეს კვანძი ახლა ზუსტად იმ ადგილას მაქვს სადაც მაშინ სადინარი ჩამეკეტა და ჩამიმაგრდა
ხელის დაჭერით ცოტა მტკივნეულია
სხვა ჩივილები არ მაქვს.

Posted by: keen 27 Apr 2012, 10:35
ბიოფსია რა ჯდება, იქნებ მომწეროთ... smile.gif

Posted by: agr_bak 27 Apr 2012, 12:16
keen
QUOTE
ბიოფსია რა ჯდება, იქნებ მომწეროთ...

გაჩნია სად გიკეთებ , სხვადასხვა ფასი აქვს ....

Posted by: Lollipop 27 Apr 2012, 12:17
მკერდზე 2-გან გამიწითლდა, ხელს რომ ვადებ მტკივა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ბავშვი მყავს ძუძუზე.

Posted by: keen 27 Apr 2012, 12:18
agr_bak
უი სორრი, თემა ამრევია... ენდოკრინოლოგიის თემაში დავწერე ჩემი ჭკუით... კალოიანთან user.gif

Posted by: xatatula 27 Apr 2012, 12:20
სად შეიძლება მამოლოგთან კონსულტაციაზე მისვლა? ვის მირჩევთ?

Posted by: agr_bak 27 Apr 2012, 12:23
Lollipop
QUOTE
მკერდზე 2-გან გამიწითლდა, ხელს რომ ვადებ მტკივა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ბავშვი მყავს ძუძუზე.

ალბათ რძე ჩაგროვდა სადინარში . მასაჟი უნდა სასწრაფოდ და სადინარის მთლიანად დაცლა (გამოწველა)


keen
QUOTE
თემა ამრევია

პმ ში მოგწერე

Posted by: inga_72 27 Apr 2012, 16:45
მოგესალმებით.. დღეს გადავიღე ექოსკოპია.... ვინაიდან ექიმთან ორშაბათამდე ვერ მივალ, მაინტერესებს თქვენი აზრი...აი, შედეგი: ორივე სარძევე ჯირკვლის კანი, ქსოვილი ვიზუალურად უცვლელი, ჯირკვლოვანი ქსოვილი სუსტად გამოხატული.. კუპერის მყესები ნაზი... ორივე მხარეს ფიქსირდება კისტოზური მასტოპათიის დამახასიათებელი სურათი, ერთეული ფიბროზულქსოვილოვანი ჩანართები... ორივე იღლიის ფოსოს ლიმფური ჯირკვლები ინტაქტური.. დასკვნა: კისტოზურ-ფიბროზული მასტოპატთია...
* * *
მჭირდება დამატებით მამოგრაფიის გადაღება?
* * *
სავარაუდოდ, ექიმი დანიშნავს ალბათ წამლებს...
* * *
თქვენ როგორ ფიქრობთ?
ვნერვიულობ....

Posted by: DocTemo 27 Apr 2012, 23:04
agr_bak
QUOTE
უეჭველი ბიუსტჰალტერების ბიზნესიც იქნება მანდ გარეული 

smile.gif
QUOTE
დიფუზურ ფიბროადენომატოზს მკურნლობა სჭირდება?

თუ ტკივილის სინდრომი არ აქვს და გამოხატული თუ არაა, მაშინ ალბათ არ უნდა

Posted by: agr_bak 28 Apr 2012, 00:12
DocTemo
QUOTE
თუ ტკივილის სინდრომი არ აქვს და გამოხატული თუ არა

არაფერი, თავისთვის არის , უბრალოდ ექოზე ფიქსირდება თორემ არც იგრძნობა.

დიდი მადლობა პასუხისთვის. 2kiss.gif

Posted by: nachiko19 29 Apr 2012, 15:30
QUOTE (merkantil @ 25 Nov 2010, 14:21 )
Natuka NGN
QUOTE
დადა სტურდა დიაგნოზი?
კი ზუსტად იგივე დიაგნოზი დამისვეს-ფიბროადენომა. სხვა დეტალები არ მახსოვს.
QUOTE
და რა ზომების იყო?
13მმ იყო. სხვათაშორის თბილისში 17 მითხრეს, შეცდნენ თუ რა იყო, არ ვიცი.
QUOTE
ჩემს დაქალს ქონდა და მზარდი იყო და გამოსავალი იყო ამოკვეთა. კონსერვატულად ვერ მოხერხდა ზრდის შეჩერება.
ჰო ალბათ მაგაზე არის დამოკიდებული. მაგრამ ჩემი სავარაუდოდ არ იყო მზარდი ხომ? თუმცა თბილისში პირდაპირ ამოკვეთა მითხრეს, არავითარი კურნალობა არ დაუნიშნიათ. გერმანიაში კი მიმკურნალეს.

გამარჯობათ, პირველ რიგიში დიდი მადლობა რომ ეს ინფორმაცია გაგვიზიარეთ....ძალაინ საჭრიო და იმედის მომცემია, კიდევ ერთხელ მადლობა....[QUOTE], თუ შეიძლება, რომ პირად მეილზე მოგწერთ, ან თქვენ შემეხმინოთ ძალიან მჭირდება თქვენი გამოცდილების გაზიარება. nachiko19@gmail.com იქნებ მომწეროთ რააა ...დიდი მადლობა გულისხმეირებისტვის.

გამარჯობათ, პირველ რიგიში დიდი მადლობა რომ ეს ინფორმაცია გაგვიზიარეთ....ძალაინ საჭრიო და იმედის მომცემია, კიდევ ერთხელ მადლობა....[QUOTE]
* * *
გამარჯობათ, პირველ რიგიში დიდი მადლობა რომ ეს ინფორმაცია გაგვიზიარეთ....ძალაინ საჭრიო და იმედის მომცემია, კიდევ ერთხელ მადლობა....[QUOTE], თუ შეიძლება, რომ პირად მეილზე მოგწერთ, ან თქვენ შემეხმინოთ ძალიან მჭირდება თქვენი გამოცდილების გაზიარება. nachiko19@gmail.com იქნებ მომწეროთ რააა ...დიდი მადლობა გულისხმეირებისტვის

Posted by: Natuka NGN 29 Apr 2012, 19:00
nachiko19
იქნებ PM მიწეროთ ზუსტად იმ იუზერს ვინ გაინტერესებთ. მე არ მაქვს ამაში არანაირი გამოცდილება. შეიძლება ის არც შემოდის ამ თემაში ვისაც კითხვა დაუსვით.

Posted by: mammolog 30 Apr 2012, 12:26
inga_72
რამდენი წლის ხართ??? საერთოდ 40 წლის შემდეგ აუცილებელია ქალმა წელიწადში ერთჯერ გაიკეთოს მამოგრაფია.
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია განკურნებადია smile.gif ნუ ნერვიულობთ, ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

Posted by: inga_72 30 Apr 2012, 20:07
mammolog
მადლობა გამოხმაურებისთვის... ვარ 39 წლის...დღეს ვიყავი ექიმთან და დამინიშნა 1, 5 თვიანი მკურნალობის კურსი:მასტოდინონი 1 აბი 2-ჯერ დღეში, იოდოფოლი 1 აბი დღეში, რეიტოილი 1 აბი 3-ჯერ დღეში და ბიოფლაზიმი 1 აბი 3- ჯერ დღეში... ეხლა ვკითხულობდი ამ წამლების ანოტაციას.. არ ვიცი, რამდენად მჭირდება ყველა ეს პრეპარატი... თქვენ როგორ ფიქრობთ?

Posted by: mammolog 2 May 2012, 13:00
[b]inga_72[/]
ყველა პრეპარატი სასურველია რომ მიიგოთ smile.gif ყველა წამალს თავისი დანიშნულება აქვს, რომელიც ერთიანად ქმნის მკურნალობის სრულ ეფექტს!

Posted by: aleko1990 11 May 2012, 12:04
ძალიან გთხოვთ ამიხსენით კარგად ჩემი მდგომარეობა. ძალიან ვნერვიულობ. ექოსკოპია.
კანის სისქე 2 მმ.
კონტური დაფორმაციის გარეშე
კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ზომიერად გამოხატული
პარენქიმის ექოსტრუქტურა არაეთგვაროვანი, წარმოდგენილია შემაერთებელქსოვილოვანი და ჯირკვლოვანი კომპონენტებით, უპირატესად ფიბროზული ქსოვილის სიჭარბით, რის ფონზეც ისახება ცისტური ჩანართები
კუპერის იონები გასქელებული
ლინფური გზები არ ისახება
სარძევე სადინარები 0.22 მმ
კეროვანი დაზიანებები მარჯნივ, ზედა ლატერალურ კვადრნატში, არეოლასთან ახლოს ისახება სწორი მკაფუიო კონტურების მქონე წარმონაქმნი 0.97 –0.7 სმ. იმავა მხარეს ზედა მედიალურ კვადრანტში ისახება რამოდენიმე დაქვეითებული ექოგენობის სადა კონტურების მქონე წქრმონაქმნის ზედდება, 2,3–1.16 და 1.23–0.84 სმ სავარაუდოდ ცისტური წარმონაქმნი ასევა ისახება არეოლის უკან 1.04–0.56სმ

მითხრეს მამოლოგის კონსულტაცია და ენდოკრინოლოგის .

Posted by: Celest 11 May 2012, 14:50
იღლიის ფოსოში მაქვს ტკივილი მარცხენა მხარეს sad.gif

Posted by: mammolog 13 May 2012, 19:57
aleko1990
საშიში არაა, მაგრამ მკურნალობა ჭირდება და სასურველია როგორც მამოლოგის ასევე ენდოკრინოლოგის კონსულტაცია! რაც შეეხება წარმონაქმნს 0.97-0.7 სმ ექოსკოპიის აღწერით ფიბროადენომაა, რომელსაც მკურნალობენ ოპერაციულად, მაგრამ იმდენად პატარაა რომ ამ შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობით უნდა დაიწყოთ, შესაძლებელია მოხდეს მისი განწოვა,თუ არ გაიწოვება მაშინ დააკვირდე უნდა თუ გაიზრდება ზომებში ასე 2 სმ-მდე მაშინ სასურველია ოპერაციული გზით მოხდეს მისი ენუკლეაცია(ამოჭრა).
რაც შეეხება ცისტურ წარმონაქმნებს ეს მანიშნებელია რო რაგაც ჰორმონალური დისბალანსია ორგანიზმში ( ამიტომაცაა საჭირო ენდოკრინოლოგის კონსულტაცია)ამ ზომის ცისტების მკურნალობაც მედიკამენტურია, მაგრამ 2,3-1.16 სასურველია მოხდეს მისი პუნქტირება ექოსკოპიის კონტროლიტ და შემდეგ მედიკამენტურ მკურნალობას უფრო ექნება ეფექტი!


Posted by: aleko1990 13 May 2012, 21:55
ძალიან დიდი მადლობა. მეც მასე ვაპირებ გავიარო კონსულტაცია მამოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. სანამ მივალ ენდოკრინოლოგთან გავიკეთო თუ არა რამე ანალიზი? მე ვგულისხმობ სისხლის, გორმონების თუ რამე სხვა. უბრალოდ რომ ვიყო მომზადებული და დრო არ დავკარგო. და კიდე, რას ნიშნავს " მოხდეს მისი პუნქტირება ექოსკოპიის კონტროლიტ" ?

Posted by: DocTemo 14 May 2012, 00:11
aleko1990
QUOTE
სანამ მივალ ენდოკრინოლოგთან გავიკეთო თუ არა რამე ანალიზი? მე ვგულისხმობ სისხლის, გორმონების თუ რამე სხვა. უბრალოდ რომ ვიყო მომზადებული და დრო არ დავკარგო.

მე ვფიქრობ უმჯობესია ჯერ კონსულტაციზე მიხვიდეთ ენდოკრინოლოგმა და ის დაგინიშნავთ საჭირო ანალიზებს, წინააღმდეგ შემთხვევში შიძლება პირიქით დრო უფრო დაკარგოთ იმ ანალიზებზე რომლებიც არაა საჭირო..და ფულიც...
QUOTE
რას ნიშნავს " მოხდეს მისი პუნქტირება ექოსკოპიის კონტროლიტ" ?

ნემსით ამოქაჩვა, ექოსკოპიის კონტროლით. უმტკივნეულო და ეფექტური ღონისძიებაა.

Posted by: aleko1990 14 May 2012, 09:13
ძალიან დიდი მადლობა. მასე გავაკეთებ.

Posted by: khatunia 14 May 2012, 12:49
გამარჯობა,

ბავშვი მყავდა ბუნებრივ კვებაზე 2 წელი. 10 თვის წინ დავანებებინე. ბავშვი გავუშვი ქალაქიდან და თანდათან რძე თავისით გაშრა (ვიწველიდი შეძლებისდაგვარად).
ბოლო პერიოდი მკერდის ტკივილი დამეწყო, 2 დღის წინ გამაგრება ვიგრძენი, ჩემით დავიმასაჟე და ისევ რძე წამოვიდა (თითქოს შედედებული, გასქელებული) ..

განსაკუთრებით მტკივა ის მკერდი, რომელსაც ნაკლებად წოვდა. ახლა რა ვქნა რა მჭირდება?

Posted by: mammolog 14 May 2012, 13:39
khatunia გჭირდებათ საძევე ჯირკვლების ექოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცია!

Posted by: agr_bak 14 May 2012, 16:03
khatunia
QUOTE
ახლა რა ვქნა რა მჭირდება?

რძის საფუძვლიანად გაშრობა გჭირდება

დროულად მიმართე მამოლოგს და დაგახმარს მედიკამენტს.
არ გადადო თორემ სულ რაღAც ერთ დღEში შეიძLება ისე ჩAგიმაგრდეს სადინარში რომ შენით ვეღარ დაცლი და მერე სერიუზული პრობლემა შეგექმნება .

არ გაშინებ მაგრამ თან გაშინებ. გამოცდილი მაქვს მე ეგ მასტიტი და ვიცი რა სიმწარეა.

Posted by: DocTemo 14 May 2012, 23:58
agr_bak
QUOTE
არ გადადო თორემ სულ რაღAც ერთ დღEში შეიძLება ისე ჩAგიმაგრდეს სადინარში რომ შენით ვეღარ დაცლი და მერე სერიუზული პრობლემა შეგექმნება .

არ მგონია რომ 10 თვის ლაქტაციაშეწყვეტილ ძუძუში მასეთი რამ ცამოყალიბდეს. თუმცა ყურადღება მართებს ნამდვილად...

Posted by: agr_bak 15 May 2012, 00:04
DocTemo
QUOTE
10 თვის

უუპს , უკაცრვად 10 თვე გამომრჩა , მე ახალი შეწყვეტილი მეგონა ლაქტაცია

Posted by: khatunia 15 May 2012, 11:14
დიდი მადლობა. ჰოდა მაშინ ერთსაც ვიკითხავ.
ციკლის მერამდენე დღეს არის მიზანშეწონილი მკერდის ექოს გაკეთება?

agr_bak
და იქნებ კარგი ექოსკოპისტიც მირჩიო ჰა?

Posted by: mammolog 15 May 2012, 23:41
ციკლის მე-7 დღიდან არის სასურველი სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიის გაკეთება.

Posted by: diana66 19 May 2012, 19:22
გამარჯობათ. მე მანამდე შეკითხვა დაგისვით aleko1990 ნიკით. ეხლა დაგიმატებთ ჩემზე ინფორმაციას. ვარ 45 წლის, გათხოვილი, 23 და 21 წლის შვილები. 2009 წელს სკრინინგ პროგრამის პასუხები ასეთი იყო: მარჯვნივ, ზედა კვადრანტების საზღვარზე ისახება დაქვეითებული ექოგენობის, მკვეთრი სწორი კონტურების მქონე წარმონაქმნი ზომით 13,8-8,2 მმ, ხორიზონტალური ზრდის ტენდენციით. მარჯვნივ, მედიალური კვადრანტების საზღვარზე ისახება 10,9-5,4 მმ ანალოგიური ბუნების წქრმონაქმნი - ფიბროადენომები. არანაირი მკურნალობა მე არ ჩამიტარებია. მორიგი სკრინინგ კონტროლი გავიარე ეხლა მაისში 2012 წელი. პასუხი ზევით დაგიწერეთ. მამოლოგის რეკომენდაცია არის - ამოიჭრას. გამიკეთა ბიოპსია. ციტოპათალოგიური აღწერა: მარჯვენა სარძევე ჯირკვალში ცენტრალურად არსებული კვანძიდან FNA ბიოპსიით მიღებული მასალა წარმოდგენილია ერითროციტებით, ლიმფოზიტებით და ეპითელური უჯრედების პროლიფერატებით, ატიპიის გარეშე. ციტოპატალოგიური დიაგნოზი: ფიბროადენომა.
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რას ვაკეთებ ეხლა. ზომებში და რაოდენობაში არის გაზრდილი, ძალიან მეშინია ოპერაციის, მაგრამ რო არ წავიდე ესეც მეშინია. რას მირჩევთ? სკრინინგის ექიმების კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, აპარატურა და სხვა აქვთ როგორც ვიცი ძალიან კარგი. დაფინანსება არის. ყველაფერი გამიკეთეს უფასოდ. მომსახურება ძალიან კარგი. მთლიანად სკრინინგ კონტროლი არის ძალიან მისასალმებელი. მე რომ მივსულვიყავი თქვენთან კლინიკაში, თქვენ რას მირჩევდით? ძალიან ველოდები პასუხს.

Posted by: DocTemo 20 May 2012, 13:53
diana66
ჩემი აზრით ამოსაკვეთია.

Posted by: iakuna79 21 May 2012, 14:55
გამარჯობა DocTemo
ერთი თვის წინ შევამჩნიე მარჯვენა მკერდში იღლიისკენ ბურთულაკი,
გავიკეთე ეხოსკოპია-
მარჯვენა: ზედა ლატერალურ კვადრატში ფუძესთან ისახება უსწორო ფორმის პილექოგენური(არ ვიცი თუ სწორად ამოვიკითხე) კვანძი წვრილი ექოგენური ჩანართებით, მისი ზომებია 8*6მმ , ზედა ლატერალურ კვადრატში არეალთან ახლოს შეინიშნება ფიბროადენომის ტიპის ჩანართი ზომით 6*4მმ
მარცხენა: კეროვანი დაზიანებები არ აღინიშნება
კანქვეშა ცხიმი: ჭარბად მომატებული
სარძევე სადინარები : დილუტირებული
რეგიონული ლიმფური კვანძები : არ დაფიქსირდა
გავიკეთე ციტოლოგიური გამოკვლევა, პასუხს ველოდები სამშაბატს, მაგრამ ცოტა არ იყოს ვნერვიულობ, ვარ 32 წლის და მყავს 3,8წლის შვილი რა შეიძლება იყოს?



















Posted by: tiko_biko 22 May 2012, 01:14
გამარჯობა, მაქვს ფიბროზული მასტოპატაი ვმკურნალობ უკვე 8 თვეა თუმცა უფრო მეტად მტკივა, შეგრძნებამაქვს თითქოს მკერდში პატარა ბუშტები სკდება და მაქვს გმაოჯოლი ტკივილი შემდეგ.. ვინმეს ტუ გაქვთ მსგავსი შეგრძნება და საშიშია?

Posted by: Solveig 22 May 2012, 20:06
თემები შეერთდა

___________________

Posted by: DocTemo 22 May 2012, 23:46
iakuna79
მცირე კისტების გაერთინება შეიძლება იყოს, ან მცირე ფიბროზი. სამკურნალო იქნება, თუ სხვა რამე არ მოვიდა ციტოლოგიური კვლევის პასუხით, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
tiko_biko
QUOTE
გამარჯობა, მაქვს ფიბროზული მასტოპატაი ვმკურნალობ უკვე 8 თვეა თუმცა უფრო მეტად მტკივა

რითი მკურნალობთ გააჩნია.

Posted by: iakuna79 23 May 2012, 09:21
გმადლობთ DocTemo ღმერთმა ქნას რომ ეგრე იყოს, ციტოლოგიამ აღმოაჩინა ეპითელიუმის უჯრედები მკვეთრად გამოხატული პროლიფერაციით და უჯრედული ატიიპიის ნიშნებით. ნემსაძემ კი დამამშვიდა აქ არაფერია შესაშფოთებელიო ამოგაჭრით და აღარ შეგაწუხებსო
ხვალ გავდივარ ოპერაციაზე უნდა ამომაკვეთონ და ეს რაღაც სიმსივნური წარმონაქმნი და ოპერაციის თანადროულად გამოიკვლიონ და თუ უჯრედები მზარდია მაშინ გარშემოც ამოიკვეთება ცოტა მეტიsad.gif
მე კი დარწმუნებული ვარ რომ არაფერი მჭირსsmile.gif))))

Posted by: tiko_biko 23 May 2012, 11:46
QUOTE (DocTemo @ 22 May 2012, 23:46 )

რითი მკურნალობთ გააჩნია.

ვმკუნრალობდი მასტოდინონით, პროჯესტოგელით, ეპოვექსი, ქიმორალ ფორტე, გოლდ რეი, იბუ 400

Posted by: მანიაჩკა 23 May 2012, 13:43
ლიმფური კვანძები მაქვს გადიდებული, ექოსკოპიის მიხედვით არცერთი არ არის სტრუქტურა-შეცვლილი. ძალიან მტკივა მკერდი.
იღლიაში გავიკეთე ფოტო-ეპილაცია, და რამდენიმე დღის შემდეგ ამტკივდა და ექოსკოპიაზე გამოჩნდა ეს კვანძები. შეიძლება ეპილაციით იყოს გამოწვეული? საშიშია კიდევ რომ გავიკეთო ეპილაცია?

Posted by: agr_bak 24 May 2012, 03:36
khatunia
QUOTE
და იქნებ კარგი ექოსკოპისტიც მირჩიო ჰა?

ძუძუს ექოსკოპისტებში დიდად ვერ ვერკვევი
მე ინტერკლინიკაში გავიკეთე და უკმაყოფილო არ ვარ

შეიძლება ბევრად უკეთEსიც არსებობს. გირჩEვენ აქ უფრო გამოცდილები ალბათ...


Posted by: cesdeba 25 May 2012, 12:38
იღლიაში პატარა ბურთულასავით მესინჯება, თითის დადებისას მტკივა. ის ადგილი ფერით თითქოს მოვარდისფროა.

ტატიშვილში ვაპირებ ეხლა წასვლას. რომელ ექიმს მივმართო? დერმატოლოგს, თერაპევტს, ენდოკრინოლოგს.... დავიბენი

Posted by: partizanka 25 May 2012, 13:41
მყავს ერთი თვის პატარა ბუნებრივ კვებაზე.
ორივე ძუძუში დროდადრო წამომივლის ნემსის ჩხვლეტისებური ტკივილები და თუ შემცივდა ოდნავ მაინც მაშინ ძუძუს თავებიც მტკივდება. არ მაქვს არანაირი გამაგრება და სადინარებიც გამიხსნა მასაჟისტმა ჯერ კიდევ სამშობიაროში ყოფნისას.
გაცივების ბრალი ხომ არ არის ნეტა? რით ვუშველო?

Posted by: just smile19 25 May 2012, 19:42
მკერდზე ელექტრო ეპილაცია შეიძლება?

Posted by: mammolog 25 May 2012, 22:50
just smile19
შეიძლებაა ელექტრო ეპილაცია, თუმცა სასურველი არაა, რადგან შესაძლოა კიდე უფრო გაგიმრავლდეთ, ლაზერულ ეპილაციას უფრო გირჩევდით!
* * *
cesdeba
თქვენი ჩივილების მიხედვით ლიმფადენიტს უნდა გავდეს, ძირითადად მაგას დეზოდორანტები იწვევენ, ან გაპარსვის შემდეგ ინფექცია შეგეჭრათ. მაგისთვის ქირურგებს მიმართავენ, თუ ანტიბიოტიკოთერაპიამ არ გიშველათ შესაძლოა ოპერაციული ჩარევა დაგჭირდეთ, თუმცა ვფიქრობ რომ თუ პატარაა და დროზე დაიწყებ მკურნალობას მედიკამენტებითაც შესაძლებელია მაგის გაქრობა.

Posted by: tiko_biko 25 May 2012, 22:58
გაამრჯობა მაქვს ფიბრზული პასტოპატია, ვმუკრნალობ 8 თვეა თუმცა უფრო მტკივა, თითქოს კერდში პატარა ბიშტები სკდება და მაქვს გამჯოლი ტკივილი, ვმუკრანლობდი 3 თვე მასტოდინონით, 1 თვე ეპოვექსი, ქიმორალი 3 თვე, პროჟესტოგელი 4 თვე, იბუ 400 10 დღემ გოდ რეი 10 დღე, ტკივლის მატება არის თუ არა ნორმალური და შეგრძნება თითქოს სკდება მკერდში?

Posted by: mammolog 26 May 2012, 00:22
tiko_biko
მკურნალობის დამთავრებიდან დრო რამდენი გავიდა??? იყავით შემდეგ კონტროლზე მამოლოგთან???

Posted by: tiko_biko 26 May 2012, 09:28
QUOTE (mammolog @ 26 May 2012, 00:22 )
tiko_biko
მკურნალობის დამთავრებიდან დრო რამდენი გავიდა??? იყავით შემდეგ კონტროლზე მამოლოგთან???

ეხლა მიწევს კონროლზე მისვლა მინდა ექიმი გამოვცვალო, მკურნალობის ოერიოდში რამდენიც ვიყავი ექიმტან გაუმჯობესება არ მქონია.. ეხლა უკვე მეცხრე თვეა რაც წამლებს ვიგებ

Posted by: cesdeba 26 May 2012, 09:45
mammolog
QUOTE
თქვენი ჩივილების მიხედვით ლიმფადენიტს უნდა გავდეს, ძირითადად მაგას დეზოდორანტები იწვევენ, ან გაპარსვის შემდეგ ინფექცია შეგეჭრათ. მაგისთვის ქირურგებს მიმართავენ, თუ ანტიბიოტიკოთერაპიამ არ გიშველათ შესაძლოა ოპერაციული ჩარევა დაგჭირდეთ, თუმცა ვფიქრობ რომ თუ პატარაა და დროზე დაიწყებ მკურნალობას მედიკამენტებითაც შესაძლებელია მაგის გაქრობა.

გმადლობთ პასუხისათვის.
რამოდენიმე დღეა დეზოდორანტი შევცვალე. თან გაპარსვის შემდეგ წავისვი. შეიძლება ამის ბრალია. ორშაბათამდე ვერაფერს ვერ ვარკვევ.

Posted by: mammolog 27 May 2012, 03:15
QUOTE

ეხლა მიწევს კონროლზე მისვლა მინდა ექიმი გამოვცვალო, მკურნალობის ოერიოდში რამდენიც ვიყავი ექიმტან გაუმჯობესება არ მქონია.. ეხლა უკვე მეცხრე თვეა რაც წამლებს ვიგებ

tiko_biko რაც შეეხება ფიბროზული მასტოპათიისთვის პრაქტიკულად ძალიან კარგი მედიკამენტებია შერჩეული, ანუ ამ წამლებს ეფექტი უნდა ქონოდა. შენი ჩივილებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ცოტა ნერვოზულ ტკივილებს უნდა წააგავდეს ან კიდე დიაგნოზია დასაზუსტებელი.


Posted by: Lacrimosa_ 27 May 2012, 12:45
გამარჯობა მეგობრებო

ბავშვობიდან მესმოდა, რომ იღლია სათუთი ადგილია და შესაძლოა კიბოც კი გამოიწვიოს ჯირკვლების დაზიანებამო.

გთხოვთ მიპასუხოთ, თანამედროვე თმის მოცილების მეთოდები: ლაზერული ეპილაცია, ეპილატორით მოქმედება, თმის მოსაცილებელი კრემები, რომელი სჯობს გამოიყენოს ადამიანმა, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას?

Posted by: marina34 27 May 2012, 18:03
ვარ ამერიკაში და მიტხრეს ფიბროადენომა.ბიოფსიის დროს ეექიმა ჩამისვა პატარა პლატინის clipi და როგორც ამიხსნა იმისტვის რო შემდგომ მამოგრამაზე რო დაინახონ მოიმატა ტუ არა ზომამა ფიბროადენომის ანუ მონიშნა ამიტ ის ადგილი.მაინტერესებს ამ პლატინის შესახებ ტუ იციტ რამე საქარტველოში ან თუ აკეთებთ ეგეთ რამეს მანდ......მადლობტ.

Posted by: tlikina 27 May 2012, 21:30
khatunia
სოფო მახარაძესთან მიდი კარაფს მედლაინში, კიდევ ალდაგის კლინიკაშიც არის აღმაშენებელზე


Posted by: pisopiso 27 May 2012, 21:42
Lacrimosa_

ეგ კითხვა, კონკრეტულად კი ლაზერთან მიმართებაში მეც მაქვს, მე როგორც ვიხი ჯერჯერობით გადაჭრით დადებითი ან უარყოფითი პასუხი ამაზე არ აქვთ. მე პირადად ჩემმა მამოლოგმა არც ერთი შენსმიერ ჩამოთვლილი საშუალების გამოყენება არ მირჩია. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე კვლევა რომელიც გადაჭრით ამტკიცებს მათ მავნეობას,

Posted by: marina34 27 May 2012, 22:42
აუუუუუუუუუ აქ პასუხს არ გაგცემენნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ ტუ რა ხდებაააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: sofia8989 28 May 2012, 13:26
გამარჯობა, არ ვიცი რამდენად სწორი მისამართით ვწერ კითხვას, მაინტერესებს მკერდზე რამდენიმე თმის ღერის ეპილაციით მოშორება თუ შეიძლება, და რამე პრობლემა ხომ არ შეიძლება წარმოიქმნას?

Posted by: agr_bak 28 May 2012, 15:51
sofia8989
http://forum.ge/?showtopic=33610695&view=findpost&p=31353586

Posted by: khatunia 28 May 2012, 16:05
tlikina
მადლობა 2kiss.gif

Posted by: tiko_biko 29 May 2012, 15:57
გამარჯობა, მაინტერესებს ნანა ტაბატაძე როგორი მამოლოგია და მ ირების საატები თუიცის ვინმემ?

Posted by: DocTemo 30 May 2012, 08:14
marina34
არაფერი განსაკუთრებული არაა, მითუმეტეს ისეტი რაც საქართველოში არ გაუგიათ.. კლიფსია რომლითაც ინიშნება საეჭვო ადგილი. ჩემი აზრით მასეთ ჩარევებს ჯობია ის ადგიი ამოიკვეთოს რომელიც საეჭვოა. ან ეს ფიბროადენომა ამოიკვეთოს.

Posted by: marina34 30 May 2012, 16:42
მადლობტ გამოხმაურებისტვის............ამ კლიპს ყველა ბიოფსიის დროს აკეთებენ,იმიტო რო შემდგომ მამოგრამაზე უფრო ადვილი არი რო ნახონ ის ადგილი მომატებულია ტუ არა და თუ ოპერაცია დარჩა საჯირო თავისთავად გაკეტდება ანუ მაინტერესებს,ვაპირებ საქარტველოში ჩამოსვლას საერტოდ და რო დამჟირდეს კლიფსის ამოგება,აკეთებენ მაქ მაგ ოპერაციას და ერტსაც დზვსძენ არანაირი საზიანო არ არიო,შეგიძლია ძუძუც აწოვო ბავშვსო ესე მიტხრეს..........დიდი მადლობააააააააააააააააა.

Posted by: badrijan 30 May 2012, 16:51
DocTemo
თქვენ ექიმი ბრძანდებით?

იქნება დამეხმაროთ ძალაინ ვნრვიულობ
22 წლის ვაჟი ვარ მაქვს სავარაუდოდ გინეკომასტია

ვიყავი ენდოკრინოლოგთან რომელიც მკურნალობს ფარისებრს ჰიპოთირეოზსს.

სას\ქესო ჰორმონების ანალიზი არ დამინიშნა იმიტომ რომ მკევთრად გამოხატული ნიშნები გაქვს რომ არ გექნებაო ნაკლებობაო - აღნაგობა,კუნთოვანი ქსოვილის განვითარება, ხმა, თმოვანი საფარის განვითარება
(თუმცა თავისუფალი ტესტოსტერონი გაკეთებული მაქვს და ნორმაშია 2.0 ნიშნულზეა (0.4-4.0)

წავედი ექოზე და აღმომიჩინეს კვანძები.
ასეთი დასკვნა დადო ექოსკოპიამ:

იხ. სპოილერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გთხოვთ მიპასუხოთ:
1) საჭიროა თუ არა ჰორმონალური ანალიზი?
2) საჭიროა თუ არა მამოგრაფია?
3) პრეპარატული მკურნალობის შესაძებელია თუ არა დაპატარავდე ქსოვილი თუ აცლებელია ქირურგიული ჩარევა?


ექიმმა პროლაქტინის ანალიზი არ დამინიშნა თუ გამონადენი არ გაქვს არაა საჭიროო.

მამოლოგთან მივლამდე ნერვიულობით რომ არ მოვკვდე იქნება მიპასუხოს ვინმემ?

Posted by: marina34 30 May 2012, 19:50
DOC TEMO მე თუ მეკითხებით ვარ თუ არა ექიმი,რა ტქმა უნდა არ ვარ......პაციენტი ვარ და მაინტერესებს ეგეთ კლიპს თუ ხმარობენ და აკათებენ საქარტველოში ან კიდე ამოგება რო მინდოდეს თუ შეიზლება მანდ....................................იქნებ მიპასუხოთ.მადლობთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ.

Posted by: მადლი 31 May 2012, 22:44
რამდენად დიდი შანსია იმის რომ 18 წლის გოგოს მკერდის კიბო ჰქონდეს ?
და კიდევ ერთი შეკიტხვა მაქვს,მკერდის კიბო ტკივილს თუ იწვევს ? თუ სხვა სიმპტომები აქვს ?

Posted by: DocTemo 1 Jun 2012, 00:58
marina34
კითხვა ექიმზე ჩემი დაწერილი არაა, მივხვდი რომ ექიმი არ ხართ smile.gif ეს სხვამ მე დამისვა კითხვა და იმიტომაა ჩემი ნიკის ქვეშ. რაც შეეხება კლიფსს, თუ არ ვნებს არაფერს მაშნ რათ უნდა ამოღება? თუ ამოღებაა აუცილებელი მაგას საქართველოში გააკეთებენ ოპერაციული გზით, ამოღების სხვა გზა მე არ ვიცი.
badrijan
QUOTE
დასკვნა: აღწერილი უკლტრაბგერიი ნიშნები შესაბამება დიფუზურ-ფიბროზული მასტოპათიის სურათს.

ეს დასკვნა რას ნიშნავს ვერ ვხვდები, რისი დიფუზურ-ფიბროზული მასტოპათიაა კაცთან....
პროლაქტინის ჩაბაება საჭიროა ქალებში.
ჰორმონებიდან მნიშვნელოვანია ტესტოსტერონი, ხოდა ის ნორმაში...
არ ნდა იყოს ჰორმონალურ დარვევებტან დამოკიდებული ეს...თუმცა ენდოკრინოლოგი მაგას უფრო უკეთესად განსაზღვრავს.

Posted by: marina34 1 Jun 2012, 06:35
ბოდიში,მე ახალი ვარ აქ და ცოტა ვერ ვერკვევი აქაურობაში.დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის......ჯამრთელ მომავალს გისურვებთ ყველას.

Posted by: badrijan 1 Jun 2012, 09:55
DocTemo
კაცებში ხომ აარსებობს დიგნოზი გინეკომატია მე ვფიქრობდი რომ ეგ მაქვ მაგრამ დამიწერა
QUOTE
დიფუზურ-ფიბროზული მასტოპათია

ანუ კაცებთან ასეთი პრობლემა არ ეგხვედრიათ?

ენდოკრინოლოგმა ომიშორა ტავიდან პროლაქტინის ანალიზიც არ დამინიშნა,

მამოლოგთან ესეიგი ტყუილად მივდივარ?


გოგიტა ძაგნიძეთან ვარ ჩაწერილი- როგორი მამოლოგია? აქ მაინცდამაინც კარგი კომენტარები ვერ წავიკიტხე მასზე.

Posted by: DocTemo 1 Jun 2012, 22:29
მადლი
QUOTE
რამდენად დიდი შანსია იმის რომ 18 წლის გოგოს მკერდის კიბო ჰქონდეს ?

უკიდურესად მცირეა. ტკივილის სიმპტომი ძალიან იშვიათად ახასიათებს სიმსივნეს
* * *
badrijan
QUOTE
ანუ კაცებთან ასეთი პრობლემა არ ეგხვედრიათ?

კაცებს ვერ ექნება დიფუზური ფიბროზული მასტოპათია პრინციპში. ეგ როგორც ჩანს ექოსკოპისტმა დასკვნაში არ მოშალა და ქალის კვლევის დასკვნა გამოყვა.
გინეკომასტია კი შეიძლება იყოს. პროლაქტინის ანალიზი საჭირო არაა ჩემი აზრით. ტესტოსტერონის ანალიზია მთავარი.
გინეკომასტისს მედიკამენტოზური მკურნალობა ტესტოსტერონით ხდება.
დაკვირვებაა საჭირო ალბათ.
მამოლოგს უნდა ეჩვენოთ. აქ არ ღირს ექიმებზე ინფორმაციის მოგროვება, რადგან ხალხი სხვადასხვაა და ყველას მისი აზრი აქვს, არ მგონია რომ ფორუმზე ობიექტური აზრი იპოვოთ. თუმცა, რავიცი, შეიძლება ვცდებოდე.

Posted by: Natuka NGN 1 Jun 2012, 23:41
http://natural-medicine.ru/1180-ginekomastija-u-muzhchin.html
გინეკომასტიის უმთავრესი მიზეზია ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) მომატება, თავად ესტროგენები კი ბევრი მიზეზით შეიძლება გაიზარდოს.
აქმ ბმულზე ყველა ეს მიზეზებია ჩამოთვლილი.

Posted by: badrijan 2 Jun 2012, 10:49
Natuka NGN
აუცილებლად წავიკითხავ და იქნება ვიპოვო რაიმე პრობლემა.

ფაქტია რომ ექიმმა ზერელედ შეხედა საკიტხს. სიმართლე გითხრა იმ ძვლებუირ კლინიკაში ასაკოვან ქალთან რომ დავდიოდი,(ბაქოს ქუჩაზე ექიმი ბლუაშვილი) პირველად სადაც დავიწყე მკურნალობა, ბევრად უფრო გულისყურით მომეპყრო იქ.
გულგრილ ექიმზე საშინელება არაფერი არაა.

Posted by: forumeli007 5 Jun 2012, 10:49
DocTemo
თქვენ ფაქტიურად გაეცით ჩემ კითხვას პასუხი, მაგრამ მაინც განვავრცობ...
მოკლედ დასკვნაში წერია გინეკომასტია, არანაირი ჰორმონალური ანალიზი არ აუღია პაციენტს და ეგრევე ოპერაციაზე უშვებს მამოლოგი... ჩვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, დათანხმდა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, ვცადოთ და მერე შევამოწმოთ რა შედეგი გამოიღოო, მოკლედ წამლები გამოუწერა, ვიყიდეთ, სახლში მისულებმა კი ანოტაციის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ანთების საწინააღმდეგო ყოფილა ეს წამლები... დავიჯერო მედიკამენტოზურად ანთების საწინააღმდეგო წამლებით კურნავენ გინეკომასტიას? რაღაც არ მჯერა...
თქვენს რჩევას ველი...

Posted by: badrijan 5 Jun 2012, 13:02
forumeli007
რა საინტერესოა- მეც ეგ პრობლემა მაწუხებს იქნება დეტალურად დაგეწერათ. მამაკაცია პაციენტი ხომ? რატომ გადაწყვიტეს ოპერაცია?
რა პრეპარატი დაინიშნა?
ვინაა ექიმი?

Posted by: forumeli007 5 Jun 2012, 13:41
badrijan
კი, მამაკაცია პაციენტი, ოპერაცია არც კი ვიცი რატომ გადაწკვიტეს, ასე უთხრა იმ ექიმმა (კაცია ექიმი, სამწუხაროდ არ მახსოვს გვარი და სახელი) რომ საბოლოოდ მაინც ოპერაციამდე მივალთო, და მოდი ბარემ ოპერაცია გავიკეთოთო... პრეპარატიც არ მახსოვს მართლა, მაგრამ ანთების საწინააღმდეგოა,
უბრალოდ აქ იმიტომ დავწერე დღეს, რომ თქვენი გზავნილი წავიკითხე და მეც, რადგან მაგ პრობლემით ვარ დაინტერესებული, იმიტომ მივწერე DocTemo -ს თუ რატომ დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, და არა ჰორმონი... თან არანაირი სხვა ანალიზი თუ ჰორმონების ანალიზი არ მოუთხოვია რომ გაგვეკეთებინა....

Posted by: badrijan 5 Jun 2012, 15:33
forumeli007
ძაგნიძე გოგიტა ხომ არაა ექიმი?
სწორად იზამდა რაც ქნა.
ჰორმონი მაგ დროს სისულელეა.
ჰორმონი რა საჭიროა როდესაც ზედმტი ჰორმონი იწვევს მაგას?
პროლაქტინი ან ხვა ქალური ჰორმონები. პირიქით საჭიროა ჰორმონის ბლოკატორი.
ანთებას რაც შეეხება ალბათ ქსოვილის ანთებაა ჯირკვლის ან შესიებულია ან რაიმე მსგავსი სიმპტომია და იმიტომ დანიშნა.
პრეპარატს თუ მეტყვით ზუსთად გეტყოით.
არის პროლაქტინის ბლოკატორი
არის ესტრაიოლი ბლოკატორი.

Posted by: nato21 6 Jun 2012, 13:40
ჩემმა ახლობელმა გაიკეთა საუკეთესო მამოლოგთან რომელიც მუშაობს ხეჩინაშვილში სასიში არაფერია მთავარია მას ენდო თუ გინდა გეტყვი და მიდი გოგიტა ძაგნიძეა საუკეთესო პროფესიონალია მე მას ბოლომდე ვენდობი მართლა კმაყოფილი დარჩები

Posted by: lizi11 6 Jun 2012, 18:11
მკერდში კისტა სიმსივნიეა? თუ სიმსივნის წინაპირობა?

Posted by: ნია ნია 7 Jun 2012, 16:15
მკერდის კისტას ზოგადად სიმსივნე ქვია. კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი სიმსივნე ამის გაგება მორფოლოგიური ანალიზით ხდება.

Posted by: lizi11 7 Jun 2012, 16:43
ნია ნია
მადლობა, და მორფოლოგიური ანალიზი რა არის? მკერდიდან იღებენ თუ სისხლიდან?

Posted by: ნია ნია 7 Jun 2012, 18:32
მკერდის კისტადან ნემსით იღებენ მასალას ან ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილ ქსოვილს იკვლევენ. მორფოლოგიური ანალიზით იკვლევენ გადაგვარებულია თუ არა ქსოვილის უჯრედები.

Posted by: DocTemo 8 Jun 2012, 01:17
forumeli007
QUOTE
დავიჯერო მედიკამენტოზურად ანთების საწინააღმდეგო წამლებით კურნავენ გინეკომასტიას? რაღაც არ მჯერა...

მართალი ხართ, არ განიკურნება ანტების საწინააღმდეგო წამლით. მკურნალობის ძირითადი წამალი ტესტოსტერონია ანუ ჰორმონი, თუმცა მე არ დამინიშნია ეს წამალი, ყოველთვის ენდოკრინოლოგს ვუგზავნი ასეთ პაციენტებს და ის არკვევს. ასე რომ მედიკამენტურ მკურნალობაზე მეტს ვერ გეტყვით.
ნია ნია
QUOTE
ამის გაგება მორფოლოგიური ანალიზით ხდება.

QUOTE
მკერდის კისტადან ნემსით იღებენ მასალას ან ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილ ქსოვილს იკვლევენ. მორფოლოგიური ანალიზით იკვლევენ გადაგვარებულია თუ არა ქსოვილის უჯრედები.

თქვენ საუბრობთ ციტოლოგიურ თუ ჰისტოლოგიურ კვლევებზე? უზუსტობაა პასუხებში, კისტის დროს ძირითადადა ციტოლოგია კეთდება და იშვიათან საჭიროებს ის ამოკვეთას (შესაბამისად ჰისტოლოგიას).

Posted by: საკურა. 8 Jun 2012, 12:41
კარგი მამოლოგი მინდა, იქნებ მირჩიოთ....
პ.ს. ქალი რომ იყოს.... biggrin.gif

Posted by: kite 8 Jun 2012, 14:38
აგნუს კასტუსს წამალს ვიღებ უკვე დაახლოებით მესამე კვირაა, შედეგი არ მაქვს, 3 თვიანი კურსი დამინიშნა ექიმმა, გამსიჯნა მხოლოდ ხელით და ექოსკოპია არ მოუთხოვია, მაინტრესებს რამდენად სწორად დამინიშნა, ასე ერთი შეხედვით ზედაპირულად გასინჯულზე, არც პროლაქტინის და არც რაიმე სხვა ანალიზი არ მოუთხოვია sad.gif და კიდევ დამინიშნა პროჟესტოჟელი და მორჩა. რა ვადაში არის ხოლმე შედეგი? და ნორმალურია ასე დანიშნვნა?

Posted by: lizi11 9 Jun 2012, 01:01
ფიბროზული მასტოპათია განკურნებადია?

Posted by: falestra 9 Jun 2012, 09:47
საკურა.
ქალის არ ვიცი მაგრამ გია ციხისელს აქებენ უძალიანმაგრესად...
კარაპსმედლაინში... მეც ვაპირებ ამ დღეებში და იმედია ძალიან არ შემაშინებს

Posted by: makuna14 9 Jun 2012, 10:49
საკურა.

ნინო ღუდუშაური.

Posted by: mammolog 11 Jun 2012, 12:43
lizi11
ფიბროზული მასტოპათია განკურნებადია, მედიკამენტური მკურნალობა საკმარისია!
* * *
kite
რატო მიმართე მამოლოგს?? რა ჩივილები გკონდათ? არის შემთხვევები როცა ექიმი სინჯავს არ თვლის საჭიროდ პროლაქტინის განსაზგვრას, გააქვთ გამონადენი ძუძუდან? მაგ მედიკამენტებს რაც დაგინიშნათ მოქმედების ეფექტი 1 თვეში ეწყებათ.

Posted by: cin_namon 11 Jun 2012, 13:48
მკერდი მტკივა რამოდენიმე დღეს, მე უფრო პრემენსტრუალურ პერიოდს "ვაბრალებ"

ორი დღეა მარცხენა მხარე, ბეჭის, მხრის მტკივა საშინლად, ხელებში გადადის ტკივილი ისე, მე ნერვის გაციება მგონია და დავიზილე მალამოებით.

და ეხლა დამარტყა თავში მკერდიდან ხო არაა გამოწვეული ეს ტკივილი???

Posted by: საკურა. 11 Jun 2012, 14:26
falestra
QUOTE
ქალის არ ვიცი მაგრამ გია ციხისელს აქებენ უძალიანმაგრესად...

კაცთან მიტყდება.... (((
რა მაინტერესებს იცი? ეპილაცია მინდა დავიწყო იღლიაში და მინდა მივიდე და ლოგიკურია ხო რომ მამოლოგმა გაგსინჯოს... biggrin.gif
makuna14
QUOTE
ნინო ღუდუშაური.

სად არის ეს?

Posted by: makuna14 11 Jun 2012, 16:30
საკურა.

ნინო ღუდუშაური არის მე-9 საავადმყოფოში,ძალიან თბილი და მშვიდი ქალია.თავისი საქმის მცოდნე,არც მკითხაობს და ტყუილად არც ოპერაციებზე უშვებს ეგრევე ხალხს ზოგიერი გაპიარებული ექიმებისგან განსხვავებით.

ეკა კვიტიაც კარგია,ის ლეჩკომბინატშია,ორივეს ნომერი მაქვს თუ გინდა მოგწერ პირადში

Posted by: agr_bak 11 Jun 2012, 18:00
საკურა.
QUOTE
კაცთან მიტყდება.... (((

სულ ტყუილად გიტყდება

ექიმისთვის შენი მკერდი არანაირად არ არის იგივე რაც ჩვეულებრივი მამაკაცისთვის
თანაც

მამოლოგები კაცები უკეთესი გვყავს ვიდრე ქალები

ციხისელი, ნემსაძე. yes.gif

Posted by: lizi11 11 Jun 2012, 20:03
mammolog
QUOTE
ფიბროზული მასტოპათია განკურნებადია, მედიკამენტური მკურნალობა საკმარისია!

გაიხარე.
და თუ არის კისტაც?

Posted by: makuna14 11 Jun 2012, 22:55
QUOTE (agr_bak @ 11 Jun 2012, 18:00 )
საკურა.
QUOTE
კაცთან მიტყდება.... (((

სულ ტყუილად გიტყდება

ექიმისთვის შენი მკერდი არანაირად არ არის იგივე რაც ჩვეულებრივი მამაკაცისთვის
თანაც

მამოლოგები კაცები უკეთესი გვყავს ვიდრე ქალები

ციხისელი, ნემსაძე. yes.gif

ნემსაძემ პირდაპირ კუბოში ჩამდო,გამომატირებინა თავი რამოდენიმე წლის წინ lol.gif მაგ გვარის გახსენებაზეც ცუდად ვხდები

Posted by: tamunia-amunia1990 12 Jun 2012, 00:13
ძაან გთხოვთ მიპასუხეთ რაა
ჩემს მეგობარს მკერდზე ,ძუძუს თავის გასწვრივ გამოებერა რაღაც და ძაან სტკივა ,თან უცნაური ფორმა აქვს და შეწითლებულია .იქნებ გვითხრათ რა შეიძლება იყოს აი ფოტოც
http://www.radikal.ru


მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: DocTemo 12 Jun 2012, 08:33
tamunia-amunia1990
QUOTE
ჩემს მეგობარს მკერდზე ,ძუძუს თავის გასწვრივ გამოებერა რაღაც და ძაან სტკივა ,თან უცნაური ფორმა აქვს და შეწითლებულია

კანის ან კანქვაშა ჩირქგროვას გავს, ანუ ანთება ჩამოყალიბდა და ჩირქდება. მიმართოს უნდა ქირურგს ან მამოლოგს. თვითმკურნალობას ნუ ჩაიტარებს.

Posted by: falestra 12 Jun 2012, 10:29
საკურა.
QUOTE
კაცთან მიტყდება.... (((

კაი რა... არ ჯობია დანამდვილებით იცოდე რომ მართლა კარგი ექიმია და დაივიწყო რომ კაცია? დღეში უეჭველი იმდენ მკერდს უყურებს რომ ალბათ რვოტნი რეფლექსამდეა მისულიsmile.gif)))))))))))))))))))))


მეც მიტყდებოდა მაგრამ რომ დავფიქრდი... ჯობია გადავაბიჯო biggrin.gif


QUOTE
რა მაინტერესებს იცი? ეპილაცია მინდა დავიწყო იღლიაში და მინდა მივიდე და ლოგიკურია ხო რომ მამოლოგმა გაგსინჯოს...


უიმე... რა ხანია ვიკეთებ მე მაგას... ანუ მაგის გამო გინდა ვიზიტი?


makuna14
QUOTE
ნემსაძემ პირდაპირ კუბოში ჩამდო,გამომატირებინა თავი რამოდენიმე წლის წინ  მაგ გვარის გახსენებაზეც ცუდად ვხდები



ნემსაძე სად არის, რომელ კლინიკაში? ტატიშვილში ხო არა...


Posted by: საკურა. 12 Jun 2012, 11:26
makuna14
მადლობა.....
QUOTE
ნემსაძემ პირდაპირ კუბოში ჩამდო,გამომატირებინა თავი რამოდენიმე წლის წინმაგ გვარის გახსენებაზეც ცუდად ვხდები

არასწორი დიაგნოზი?.....
agr_bak
QUOTE
ექიმისთვის შენი მკერდი არანაირად არ არის იგივე რაც ჩვეულებრივი მამაკაცისთვის
თანაც

ვიცი,მაგრამ არ მეხმარება ეგ.... biggrin.gif

falestra
QUOTE
უიმე... რა ხანია ვიკეთებ მე მაგას... ანუ მაგის გამო გინდა ვიზიტი?

ხო.... biggrin.gif
ისე არამგონია რამე მჭირდეს,მაგრამ შეამოწმოს თან....თორე ეპილაცია რომ არა არც მივიდოდი ალბათ...
არც მტკივა,ვერც ვერაფერს ვგრძნობ ხელით საგანგაშოს......
რომელს იკეთებ შემ? ელექტროს?

Posted by: falestra 12 Jun 2012, 11:49
საკურა.
საერთოდ პროფილაქტიკურად ისედაც აუცილებელია მისვლა, სწორი გდაწყვეტილებაა...

მე ლაზერს ვიკეთებ და უაღრესად კმაყოფილი ვარ biggrin.gif

მანამდე ნაცად ყველა მეთოდს ყელი გამოჭრა ლაზერულმა smile.gif)))))))

Posted by: საკურა. 12 Jun 2012, 11:57
falestra
QUOTE
საერთოდ პროფილაქტიკურად ისედაც აუცილებელია მისვლა, სწორი გდაწყვეტილებაა.

ხო რა...შეიძლება შენ ვერ ატყობ ხელით და რაღაც იყოს.....
სანამ ასაკი არ გვაქვს და შვილი არ გვყავს მანამდე წელიწადში ერთხელ მისვლა სრულიად საკმარისია მგონი.....
მერე უკვე დაიწყება ინტენსიური კვლევები....
QUOTE
მე ლაზერს ვიკეთებ და უაღრესად კმაყოფილი ვარ

ლაზერი მიჯობს ბევრად...დროის ფაქტორის+ტკივილის+ნერვების+თანხის გათვალისწინებით....
მაგრამ მეშინია...ნემსი უფრო უსაფრთხო მგონია....
არადა რომ წარმოვიდგენ 1.5 საათი მაინც უდნა ვიყო იქ....ბრრრრრ...................

Posted by: falestra 12 Jun 2012, 13:12
საკურა.
QUOTE
ხო რა...შეიძლება შენ ვერ ატყობ ხელით და რაღაც იყოს.....
სანამ ასაკი არ გვაქვს და შვილი არ გვყავს მანამდე წელიწადში ერთხელ მისვლა სრულიად საკმარისია მგონი.....
მერე უკვე დაიწყება ინტენსიური კვლევები....

ხო... სიფრთხილეს თავი არ სტკივა


QUOTE
ლაზერი მიჯობს ბევრად...დროის ფაქტორის+ტკივილის+ნერვების+თანხის გათვალისწინებით....
მაგრამ მეშინია...ნემსი უფრო უსაფრთხო მგონია....
არადა რომ წარმოვიდგენ 1.5 საათი მაინც უდნა ვიყო იქ....ბრრრრრ...................


აუ არა ნემსი ძალიან მაზოხიზმიაsad.gif თან ისე მიღიზიანებდა კანს და ნერვებზე აღარაფერს ვამბობ, სერიოზულად გამაგიჟა

იცი როგორ დავისვენე რაც ლაზერს ვიკეთებ? კაი ხანი ხო არაფერია და რაც ამოდის ისიც ბუსუსები...
მთელ ტანზე ვიკეთებ უკვე

Posted by: Goga-Gogli 12 Jun 2012, 13:44
საშუალოდ მკერდის იმპლანტის ფასი რამდენია?

Posted by: kite 12 Jun 2012, 16:55
mammolog
გიას მივმართე ციხისელს. თავდაპირველად უმნიშვნელო მონაკვეთზე ვიგრძენი მარცხენა მკერდზე გამკვრივება და ტკვილი, პი.ემ.ესს ვაბრალებდი, ტკვილიმა და სიმაგრემ არ გაიარა. მოგვიანებით ცოტათი გაფარდოვდა ეს სიმაგრის არეალი და ლამის მთელი მარცხენა მკერდი მოიცვა.. მოკლედ გამონადენი თუ რაღაცა ეგეთი არ მქონია, უბრალოდ ტკვილი და სიმაგრე, რომელიც პერიოდულად მენზის წინ უფრო მეტად იყო საგრძნობი tongue.gif ამ სიმპტომებით მივმართე ექიმს, ერთი შეხედვით გულისყურით მომისმინა მაგრამ რავიცი, ექოსკოპიაზე არ გამიშვა... მირჩია გათხოვება და ბავშვის ყოლა და მომცა ზემოთხსენებული დანიშნულება. სულ ეგ იყო. ახლა მოთმინებით ველი შედეგებს. წამლის ანოტაციაში წავიკითხე თუ სიმპტომები არ შეიცვალა მიმართეთ ექიმსო, შევშფოთდი.

Posted by: natali1990 12 Jun 2012, 17:15
დღეს გავიკეთე ექოსკოპია პროფილაქტიკის მიზნით ,საბედნიეროდ არაფერი აღინიშნებოდა,ყველაფერი ნორმაში : )

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2012, 17:25
Goga-Gogli
საკამოდ ძვირი, ფირმას გააჩნია. 1000 ევროზე მეტიც არის ხშირად. ზუსტად არ ვიცი. ერთი სიტყვით, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

Posted by: lizi11 12 Jun 2012, 19:12

makuna14
QUOTE
ნემსაძემ პირდაპირ კუბოში ჩამდო,გამომატირებინა თავი რამოდენიმე წლის წინ  მაგ გვარის გახსენებაზეც ცუდად ვხდები

არადა ჩემი ერთი ახლობელი ძალიან ემადლიერება...
ზაზა ზაუტაშვილზე გსმენიათ ვინმეს? როგორი მამოლოგია? პირველ სამშობიაროშიაო...

Posted by: lelukaa 12 Jun 2012, 23:53
საკურა.
შე ჩემნაირო smile.gif
ეხლა შემოვედი მაგისთვის ზუსტად რომ კარგი მამოლოგი ქალი მირჩიოს ეგებ ვინმემ თქო smile.gif

ბოლო რამდენიმე თვის წინ იგივე შეგრძნებები გამიჩნდა რაც ლაქტაციისას, ანუ აი სადინარებში რძის ჩამოსვლას რო გრძნობ, მგონი ჩინურად ვსაუბრობ ჰო?
ვიფიქრე ორსულობაათქო,მაგრამ არა, 100%ით გამოირიცხა ეგ ფაქტი.
შეგრძნებებიც გაქრა,მაგრამ უკანასკნელი 2 დღეა უსიამოვნო შეგრძნება მაქვს მარცხენაში, ტკივილსაც ვერ დავარქმევ, თითქოს სიმაგრეცაა რაღაც ბურთივით, მარჯვენასთან შედარებით ცოტა დიდიცაა, აუ არ ვიცი რაღაც ძაან მეშინია sad.gif(((

Posted by: irakli222 13 Jun 2012, 15:55
falestra

QUOTE
ნემსაძე სად არის, რომელ კლინიკაში?



დიღომში გადვიდა რკინიგზის საავდმყოფოში, მეორე სართულზე მამოლოგიის ცენტრი

Posted by: iakuna79 13 Jun 2012, 19:45
QUOTE
ნემსაძემ პირდაპირ კუბოში ჩამდო,გამომატირებინა თავი რამოდენიმე წლის წინ  მაგ გვარის გახსენებაზეც ცუდად ვხდები

რატო მაინტერესებს არასწორი დიაგნოზი დაგისვა?

Posted by: lizi11 13 Jun 2012, 21:37
QUOTE
ნემსაძემ პირდაპირ კუბოში ჩამდო,გამომატირებინა თავი რამოდენიმე წლის წინ  მაგ გვარის გახსენებაზეც ცუდად ვხდები

რატო მაინტერესებს არასწორი დიაგნოზი დაგისვა?

მეც მაინტერესებს ძალიან
?????

Posted by: mammolog 14 Jun 2012, 22:31

Goga-Gogliმკერდის გადიდება სადგაც 5000 ლარი ჯდება


Posted by: DocTemo 14 Jun 2012, 23:17
mammolog
QUOTE
Goga-Gogliმკერდის გადიდება სადგაც 5000 ლარი ჯდება

2500 ოპერაცია + 2500 სილიკონის იმპლანტები

Posted by: Goga-Gogli 16 Jun 2012, 12:27
მაინტერესებს მრავლობითი კისტების დროს მკერდში არის თუ არა შესაძლებელი ან წამლის მიღებით ან წასმით რომ გაიწოვოს?
მაინცდა და მაინც ოპერაციაა საჭირო?
* * *
ამ დაავადების განკურნება "სალხინოთი" თუ შეიძლება?

Posted by: winipux 16 Jun 2012, 21:28
გამარჯობათ დედაჩემს ურჩიეს ნემსაძე ვინც მასტან იმკურნალა დზალიან კარგი შედეგი უჩვენა და ზუსტი მისამარტს ხომ ვერ მეტყვიტ სად უნდა მივიყვანო?ტუ ისევ ონკოლოგიურშია?

Posted by: DocTemo 17 Jun 2012, 10:13
Goga-Gogli
QUOTE
მაინტერესებს მრავლობითი კისტების დროს მკერდში არის თუ არა შესაძლებელი ან წამლის მიღებით ან წასმით რომ გაიწოვოს?
მაინცდა და მაინც ოპერაციაა საჭირო?

მრავლობით კისეტებს პირიქით ოპერაცია საჭირო არ არის და მკურნალობა წამლებითაა საჭირო.
სალხინო ნაჩვენები არ არის მაგ დროს, სხვა წამლები არსებობს ეფექტური

Posted by: Goga-Gogli 17 Jun 2012, 12:01
DocTemo
2 ჯერ აქვს შპრიცით დაცლილი კისტები. მაგრამ სითხე მაინც დგება და ეს კისტები ჩნდება.
ციხისელმა ურჩია რომ ოპერაცია გავიკეთო და შპრიცით აღარ დაიცალოო
ექიმს ხომ ვერ მიმასწავლით ვისაც ენდობით და ვინც იცით რომ ამ საქმის სპეციალისტია. თუ არსებობს ამის პრაქტიკა რომ ეს კისტები ოპერაციის გარეშე მორჩეს?

Posted by: lizi11 17 Jun 2012, 12:54
winipux
QUOTE
გამარჯობათ დედაჩემს ურჩიეს ნემსაძე ვინც მასტან იმკურნალა დზალიან კარგი შედეგი უჩვენა და ზუსტი მისამარტს ხომ ვერ მეტყვიტ სად უნდა მივიყვანო?ტუ ისევ ონკოლოგიურშია?

მე როგორც ვიცი, დიღმის მასივშია ყოფილი "რკინიგზის საავადმყოფოში".

Posted by: Mrs_Zum 17 Jun 2012, 19:12
Goga-Gogli
QUOTE
ციხისელმა ურჩია რომ ოპერაცია გავიკეთო და შპრიცით აღარ დაიცალოო
ექიმს ხომ ვერ მიმასწავლით ვისაც ენდობით და ვინც იცით რომ ამ საქმის სპეციალისტია.

ციხისელი ზუსტად ამ საქმის სპეციალისტია )

Posted by: DocTemo 18 Jun 2012, 22:06
Goga-Gogli
QUOTE
2 ჯერ აქვს შპრიცით დაცლილი კისტები. მაგრამ სითხე მაინც დგება და ეს კისტები ჩნდება.

გამოქაჩვის შემდეგ თუ შეუყვანეს სპირტი? ანუ თუ აქვს გაკეთებული სკლეროტერაპია? და დამატებით მკურნალობა თუ აქვს დანიშნული? თუ არ გაუკეთებიათ მაშინ მხოლოდ გამოქაჩვა არაა საკმარისი და კიდევ ერთხელ შეიძლება სკლეროტერაპიით სინჯვა. 95% მარტივი კისტა იწოვება სკლეროთერაპიით და სწორი მკურნალობით.
ოპერაცია ძალიან არასახარბიელო რამაა მაგ სიტუაციაში რადგან ყველა კისტას ვერ ამოიღებს ქირურგი.

Posted by: Goga-Gogli 18 Jun 2012, 22:42
QUOTE
ოპერაცია ძალიან არასახარბიელო რამაა მაგ სიტუაციაში რადგან ყველა კისტას ვერ ამოიღებს ქირურგი

ოპერაციაში მკერდის მთლიანად მოკვეთა ვიგულისხმე

Posted by: ninuca007 19 Jun 2012, 02:10
QUOTE (winipux @ 16 Jun 2012, 21:28 )
გამარჯობათ დედაჩემს ურჩიეს ნემსაძე ვინც მასტან იმკურნალა დზალიან კარგი შედეგი უჩვენა და ზუსტი მისამარტს ხომ ვერ მეტყვიტ სად უნდა მივიყვანო?ტუ ისევ ონკოლოგიურშია?

ბახტრიონის ქ. 10 ნეოკლინიკაში მუშაობდა დაახლოვებით 2 თვის წინ ცხელი ხაზი
236 78 78 დარეკე და გაარკვიე
* * *
QUOTE (საკურა. @ 11 Jun 2012, 14:26 )

makuna14
QUOTE
ნინო ღუდუშაური.

სად არის ეს?

ნინო ღუდუშაური მამოლოგია? ექოსკოპიას აკეთებს როგორ ვიცი და მე-9 -შიც აღარ მუშაობს გამსახურდიას გამზ.5
ტელ.: 2363364 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი “Geoswiss“

Posted by: DocTemo 19 Jun 2012, 07:16
Goga-Gogli
QUOTE
ოპერაციაში მკერდის მთლიანად მოკვეთა ვიგულისხმე

კისტების გამო უაზრობაა ეს. ასეთს საღი აზრის ექიმი ვერ იტყოდა. ალბათ თქვენ ვერ გაიგეთ რაზეა საუბარი.


Posted by: sivrce 19 Jun 2012, 12:44
გამარჯობა.6თვე ვიარე ავერსის კლინიკაში(რუსთავში),დიაგნოზიც აქ დამისვეს კისტოზური მასტოპათია,პროლაქტინის ანალიზიც გავიკეთე მწყობრში მაქვს,ექო გადავიგე 3 ჯერ,მაგარმ მკურნალობის შემდეგ უარესი შედეგი მივიგე,ანუ ექომ აჩვენა ზომაში გაზრდილია ეს ჯირყვალი.მოკლედ რა უნდა ვთქვა კომფლიქტური ადამიანი არ ვარ თორემ ნამდვილად გასალანძღია ჩემი აზრით ეს ექიმი...დავკარგე მკურნალობის სურვილი და აგერ უკვე 1 წელია აღარ მივსულვარ,თუმცაღა 2კვირაში მოდიო ბოლოს მითხრა,არადა ველოდი აღიარებდა რომ დრო,ფული,ნერვები ტყულად მახარჯვინა და კუჭი დავიზიანე წამლების და კაპსულების ყლაპვით...ძალიან აქებენ გია ნემსაძეს,როგორც გავიგე სხვადასვა კლინიკაში მუშაობს და იქნებ ვინმემ იცით მისი პირადი ნომერი,ვმუშაობ და კვირა დღე მაქვს მხოლოდ თავისუფალი და სად შეიზლება ნეტა მისი ნახვა ?ან ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: mammolog 19 Jun 2012, 13:37
sivrce რა მკურნალობა ჩაიტარეთ? თუ შეგიძლიათ დაგვიწერეთ რა დასკვნა მოგცათ ექოსკოპიამ. ეხლა გაწუხებთ?? ანუ მტკივნეულია???

Posted by: Goga-Gogli 19 Jun 2012, 17:22
DocTemo
თქვენ სად მუშაობთ რომ მოგაკითხოთ? თუ ოპერაციის გარეშე შეიძლება მკურნალობა დამეხმარეთ დამაკვალიანეთ

Posted by: ნია ნია 19 Jun 2012, 18:55
sivrce
დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში უნდა გადასულიყო გია ნემსაძე. 593174544--ეს მისი მდივნის ტელეფონია, დარეკეთ და შეუთანხმდით.

Posted by: winipux 19 Jun 2012, 21:15

lizi11 მადლობა:* ტელეფონიც გავიგეsmile.gifნია ნია ტჰხ

Posted by: sivrce 19 Jun 2012, 21:20
mammolog თავიდან გამომიწერა რაღაც ცისფერი აბები იყო(მაპატიეთ სახელწოდებას ვეღალ ვიხსენებ თუმცა სახლში შენახული მაქვს ყველა ანალიზის პასუხები და ექიმის რეცეპტებიც) და ეპოვექსი,პირველი 1თვე ეს ვსვი.შემდეგ 3თვე ისევ ეპოვექსი და აგნუს კასტუსი,როცა ნახა რომ გამაგრება ისევ იყო,ამჯერად ექოსკოპიის გადაღება აღარ უთხოვია და მითხრა გააგრძელე იგივე დანიშნულებითო და მორიგ ვიზიტზე კი ოქსკოპიამ აჩვენეა რომ 2 ჯერ გაზრდილი იყო,ამის შემდეგ ისევ რაღაცეები გამომიწერა,მაგრამ სურვილიც კი აღარ მქონია მის დანიშნულებას მივყოლოდი.ამჟამად ისევ გამაგრება შეინიშნება,განსაკუთრებით ციკლამდე დაახლ.2 კვირით ადრე და თან ერთვის არასასიამოვნო,ტკივილის შეგრძნებაsad.gif ]ნია ნია
დიდი მადლობა,დავრეკავ აუცილებლად,ძალიან დამეხმარეთ smile.gif

Posted by: DocTemo 19 Jun 2012, 22:49
Goga-Gogli
მე შორს ვარ, ანუ ბათუმში smile.gif ერთი-ორი პოსტის წაკითხვით რათმაუნდა დიაგნოზის დასმა და მკურნალობა შეუძლებელია. თუ შეგიძლიათ დადეთ ექოსკოპიის დასკვნა და ანალიზების პასუხები თუ გაქვთ. დაგაკვალიანებთ.
შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.

Posted by: Natuka NGN 19 Jun 2012, 23:12
Goga-Gogli
QUOTE
ოპერაციაში მკერდის მთლიანად მოკვეთა ვიგულისხმე

კისტებისთვის?
ჰორმონალური ციკლი მოწესრიგებული აქვს პაციენტს?

Posted by: Goga-Gogli 20 Jun 2012, 01:21
QUOTE
ჰორმონალური ციკლი მოწესრიგებული აქვს პაციენტს?

ერთხელ აერია

Posted by: sivrce 20 Jun 2012, 12:50
ერთი კითხვა მაქვს,ხომ არ იცით გია ნემსაძესთან ვიზიტი რა ღირს,ან საერთოდ რამდენი ლარი უნდა მქონდეს დაახლოებით ხელში smile.gif

Posted by: lizi11 20 Jun 2012, 17:27
sivrce
მე როგორც ვიცი, 50 ლარი ღირს ვიზიტი, პლუს მამოგრაფია და ექოც თუ მოგთხოვა, 100 ლარი მაინც გინდა. ჩემი ახლობელი მკურნალობს და კმაყოფილია.
ძვირი კი არის....

Posted by: sivrce 21 Jun 2012, 11:38
lizi11 ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tamokuxi 21 Jun 2012, 17:20
QUOTE (ნია ნია @ 19 Jun 2012, 18:55 )
sivrce
დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში უნდა გადასულიყო გია ნემსაძე.  593174544--ეს მისი მდივნის ტელეფონია, დარეკეთ და შეუთანხმდით.

ნემსაძე მუშაობს ნეოკლინიკაში ბახტრიონის ...( ნომერი აგარ მახსოვს) sad.gifsad.gif ესაა ნომერი მდივნის 2 146119 კლინიკის 2 36 78 78









როდისაა უკეთესი მამოლოგთან კონსულტაციაზე მისვლა?

Posted by: mammolog 21 Jun 2012, 18:28
tamokuxi
მენსტურუაციიდან მე-7 -12 დღე ყველაზე კარგი პერიოდია მამოლოგთან მისვლის და ასევე სარძევე ჯირკვალზე გამოკვლევებისთვის.

Posted by: marija 21 Jun 2012, 21:50
mammolog


გამარჯობა, ფიბროადენომა მქონდა დაახლოებით 1 თვის წინ, შემდეგ გამიკეთდა ბიოფსია და იმის მერე აღარ ვყოფილვარ. მაინტერესებს, საშიშია თუ არა სოლარიუმი . დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: mammolog 22 Jun 2012, 00:22
marija ანუ ციტოლოგიურად დაგისვეს დიაგნოზი ფიბროადენომა?? რა ზომისაა??? თუ 2 სმ-ზე მეტია ჯობს ამოიკვეთოთ და არ დატოვოთ უკურადღებოდ smile.gif რაც შეეხება სოლარიუმს ის კერძოდ ფიბროადენომისთვის საშიში არ არის მაგრამ ზოგადად კანისთვის ძალიან მავნეა, ანუ არ არის სასურველი!

Posted by: Foxani 23 Jun 2012, 00:20
Natuka NGN
Natuka NGN
შენ როგორ ყველაფერი იცი, პარკეტი და წყლის ატმორებიდან დაწყებული მედიცინის ყველა განხრით დამთავრებული.

mammolog
და მზე?

Posted by: Solveig 23 Jun 2012, 00:56
Foxani


კორექტულად ისაუბრე.

წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები, ვორნი გავცე.

აქ პრობლემები აქვს ხალხს და იმიტომ პოსტავს. პირადი ანგარიშების გასასწორებლად არაა ეს თემა გახსნილი.

Posted by: khatia87 23 Jun 2012, 09:34
გამარჯობათ,ჩემი შვილი აღარ ჭამს რძეს,მაგრამ არაფრის დიდებით არ მიშრება,რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის რომ გავიშრო.აქ რუსთავში ვიყავი მამოლოგთან.დიაგნოზი ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია.პროლაქტინზე გავიკეთე ანალიზი და მწყობრში მაქვს.

Posted by: makuna14 23 Jun 2012, 10:45
khatia87
მკურნალობა არ დაგინიშნეს?მეც იგივე დიაგნოზი მაქვს .რამოდენიმე მამოლოგთან ვიყავი და არანაირ მკურნალობას არ მინიშნავენ.

Posted by: forumm 23 Jun 2012, 14:10
მოგესალმებით! აქაური მამოლოგების რჩევები მჭირდება შეძლებისდაგვარად

ვარ 32 წლის, 2 წელია გათხოვილი ვარ შვილი ჯერ არ მყავს. შარშან გინეკოლოგიური პრობლემების გამო მივაკითხე ექიმს. (ჰორმონები მქონდა არეული: პროლაქტინი, პროგესტერონი ოდნავ მომატებული, FSH საკმაოდ მომატებული - 35, DHEAS - მომატებული, მაგრამ ნორმაში ჩადგა დექსამეტაზონის მოკლე კურსის შემდეგ). ჰორმონების ეს ანალიზები ამ ექიმთან მისვლამდე მქონდა გაკეთებული სხვა გინეკოლოგთან და მას განმეორებით ჰორმონის ანალიზები არ მოუთხოვია. ჩივილებში შედიოდა აგრეთვე ის, რომ იმ თვის ციკლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დამეწყო მკერდის ტკივილი, რაც ჩვეულებისამებრ ერთი კვირით ადრე მეწყებოდა ხოლმე მენსტრუაციამდე. გინეკოლოგმა გამიშვა ექოსკოპიაზე, რომლის პასუხსაც ქვემოთ დავწერ და პასუხის შედეგებით არ ჩათვალა საჭიროდ მამოლოგის კონსულტაცია. დიაგნოზში კი დამიწერა : პრაქტიკულად ჯანმრთელი, ოვულაცია+, ცისტური მასტოპათია, მცირედ გამოხატული პროგესტერონის სიჭარბე.

ჰორმონული პრეპარატების მიმართ ეს ექიმი არ იყო დადებითად განწყობილი და დამინიშნა მხოლოდ ფემოლი 3 თვის განმავლობაში და კვებითი რეჟიმის მოწესრიგება. მე ყველაფერი ეს შევასრულე და მას შემდეგ აგარც მივსულვარ გინეკოლოგთან, რადგან მეუღლეს აქვს უშვილობის პრობლემა და ჩემს გინეკოლოგთან სიარულს აზრი არ აქვს, თუ ის არ მოგვარდა.

ექოსკოპიის შარშანდელი პასუხი ასეთია: ციკლის მე-8 დღეს

30.05.2011 წ

ასაკ. პერ.(რეპროდუქციული)
მენსტრუალური ცილკის ფაზა (პირველი)

აღწერილობა:

კანის სისქე - არ აღემატება 2 მმ-ს
კონტური - დეფორმაციის გარეშე
კანქვეშა ცხიმი - ზომიერად გამოხატული
პარენქიმის ექოსტრუქტურა - თანაბრად არის წარმოდგენილი, როგორც ჯირკვლოვანი, ასევე ცხიმოვანი კომპონენტები. პარენქიმის ექოსტრუქტურა - არაერთგვაროვანი. ისახება ჰიპერექოგენური შემაერთებელი ქსოვილოვანი (ფიბროზული) სტრუქტურები.
კუპერის იოგები - გამოხატული
ლიმფური გზები არ ისახება
სარძევე სადინარების დიამეტრი სუბლატერალურად არ აღემატება 2 მმ-ს

კეროვანი დაზიანებები - მარცხნივ, ზედა კვადრანტების საზღვარზე, არეოლის კიდესთან ისახება დაქვეითებული ექოგენობის, არაჰომოგენური შიგთავსის მქონე ჩანართი - ცისტა ზომით 4x3 მმ, ფერადი კარტირებით ვასკულარიზაცია არ აღინიშნება. (იხ. ექოგრამა 1)
მარჯვნივ, ზედა მედიალურ კვადრანტში ისახება ჰი-იზოექოგენური არამკვეთრკონტურებიანი უბანი ზომით 7X3 მმ, ფერადი კარტირებით ვასკულარიზაცია არ აღინიშნება. (იხ. ექოგრამა 2) .
რეგიონალური ლ.კ. არ ისახება.

აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია და დინამიკაში ექომამოგრაფიით დაკვირვება.
დასკვნა: აღწერილი ულტრაბგერითი ნიშნები შეესაბამება დიფუზური ფიბროადენომატოზის სურათს


ახლა რატომ გწერთ ამდენს:
დაახლოებით ბოლო ორითვეა, შევამჩნიე, მარცხენა ძუძუს თავი პერიოდულად ჩაბრუნდება ხოლმე, შეიწევა ხოლმე - ამას ვამჩნევ მარჯვენასთან შედარებით, თან ახლა მენსტრუაციის წინა დღეები მაქვს და მკერდის ტკივილი კი დამეწყო ეს სამი დღეა, მაგრამ ეს მარცხენა ისე განსაკუთრებით მტკიოდა, რომ ღამე საწოლში პოზა ვერ შევარჩიე, ყველა მდგომარეობაში მაწუხებდა ძალიან. მკერდის პრობლემების სიმპტომებს რომ გადავხედე ინტერნეტში, ამ ჩაბრუნებამ რაღაც ჩემაშფოთა და კი ვგეგმავ მამოლოგთან ვიზიტს შესაბამის დღეებში, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს შარშანდელი ეხოს პასუხიდან გამომდინარე, რამდენად არასაგანგაშო იყო ადრინდელი მდგომარეობა და რამდენად უნდა პროგრესირებულიყო ერთი წლის განმავლობაში?

გმადლობთ წინასწარ პასუხისთვის!!
* * *
სამწუხაროდ, სკანერი არ მაქვს და ექოს სურათები ვერ მივაბი sad.gif

Posted by: Foxani 23 Jun 2012, 20:03
Solveig
QUOTE
oxani


კორექტულად ისაუბრე.

წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები, ვორნი გავცე.

აქ პრობლემები აქვს ხალხს და იმიტომ პოსტავს. პირადი ანგარიშების გასასწორებლად არაა ეს თემა გახსნილი.

რომ ვიცი რომ მიჭირდა და რომ მიჭირს ზუსტად ამიტომ ვწერ, ბევრს ძალიან ბევრ რჩევას აძლევს ეს გოგო უხილავად და მიკვირს ყველა სფეროს ექიმი როგორაა?
და ასე უხილავად როგორ იძლევა რჩევებს?
მაინტერესებს, ვანგაა?

წყალწაღებული რომ წყალს ეჭიდება ესეც ვიცი და ამიტომ არაპროფესიონალის კეთილი რჩევა ვიღაცისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

ყველას ვერ მოეწონება ეს თემა და არ მესმის რატომ ცდილობით რომ ვინც აკრიტიკებს გაყაროთ და ამით იყოთ მაგრები და სულ მართლები. ეს ქართული დემოკრატიაა?

მე პირადად უკვე მესამედ ვიწყებ ამ თემაში კრიტიკას და მესამედ იწყებენ მუქარას რომ დამადებენ ბანს თუ ვორნს.

მე ასე მგონია რომ მე აქ მეთქმის კრიტიკა და რაც აქ ვიცი იქ არასოდეს ვლაპარაკობ. არ ვპოსტავ მე არც კულინარიაში არც სამართალში და არც არსად.




makuna14
QUOTE
khatia87
მკურნალობა არ დაგინიშნეს?მეც იგივე დიაგნოზი მაქვს .რამოდენიმე მამოლოგთან ვიყავი და არანაირ მკურნალობას არ მინიშნავენ.

და რას გეუბნებიან , გამოსავალი რა არისო?

Posted by: Solveig 23 Jun 2012, 23:31
Foxani


ეს თემა არის შეკითხვებისა და პასუხებისათვის და არა იმისათვის, რომ ვინმე აკრიტიკო. თუკი რომელიმე იუზერით ან მოდერატორით ხარ უკმაყოფილო, მაგისთვის არსებობს განყოფილება "ფორუმის შესახებ" და კერძოდ, "პირადი თემები". ამ თემაში პირადი ხასიათის გარჩევები აკრძალულია ფორუმის წესების შესაბამისაც.

QUOTE
ბევრს ძალიან ბევრ რჩევას აძლევს ეს გოგო უხილავად და მიკვირს ყველა სფეროს ექიმი როგორაა?

შეგიძლია, მასთან პირად საუბარში გაარკვიო ეგ საკითხი.

ძალიან გთხოვ, ამ თემაზე ნუღა გააგრძელებ, თორემ მართლა მომიწევს ზომების მიღება, რაც ნამდვილად არ მინდა.

Posted by: mammolog 24 Jun 2012, 00:06
Foxani
გააჩნია რომელ საათებში გაირუჯებით smile.gif 9-დან 11-მდე სასურველი დროა smile.gif თუმცა საერთოდ რეკომენდირებულია მზის სხივების მიღება დღეში 15 წუთით smile.gif

Posted by: iase 24 Jun 2012, 00:09
Foxani
QUOTE
რომ ვიცი რომ მიჭირდა და რომ მიჭირს ზუსტად ამიტომ ვწერ, ბევრს ძალიან ბევრ რჩევას აძლევს ეს გოგო უხილავად და მიკვირს ყველა სფეროს ექიმი როგორაა?
და ასე უხილავად როგორ იძლევა რჩევებს?
მაინტერესებს, ვანგაა?

კარგი ერთს გეტყვი
yes.gif
არ გეთანხმები და რატო

სამი თემა მაქ ამ განყოფილებაში გახსნილი---
ერთი

ჩემს ძმას ეხებობოდა გასული წლის ივლისის თვეში გავხსენი არამიანცის საავადმყოფოს წინ ვიჯექი და
ნერვიულობისგან აღარ ვიცი რა გამეკეთებინა ერთი იმას იძახდა მეორე იმას მესამე სხვა რამეს
საბედნიეროდ მოვახერხე ტელეფონით შესვლა ინტერნეტში და გავხსენი თემა ჩემი ძმის შესახებ

შეიძლება არ დამიჯერო

აი ლინკები ნახე

http://forum.ge/?showtopic=34282907&hl=

http://forum.ge/?showtopic=34281603&hl=

ძალიან დამეხმარა ნატო-- იმის გამო, რომ ჩემთვის დაზუსტებული და სრული ინფორმაცია მოეცა მაცდევინებდა, რომ რაშიც
ვერ ერკვეოდა მისულიყო და კონკრეტული დაავადების სპეციალისტისთვის ეკითხა რჩევა..

მეორე თემა გავხსენი


http://forum.ge/?f=43&showtopic=34397101

ბოლო კომენტარი

ხომ შეეძლო, რომ საერთოდ დაეკიდებინა ფეხებზე და არ შეწუხებულიყო?
მაგრამ დღემდე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანის smile.gif
Natuka NGN
QUOTE
iase
კოლიტს ჰგავს, მაგრამ გეუბნები, მოაწესრიგე კვება. აი, სწრაფი კვების ობიექტებზე არაფერი ჭამო,



დღეს ვიყავი სადღაც საღამოს 8 საათზე ექიმთან და

დამინიშნა დიეტა იმის გამო რომ კოლიტი მჭირს

თუ გინდა დავასკანერებ და დავდებ ექიმის რეცეპტს

ჩამოვედი თუ არა დავჯექი კომპიუტერთან და მადლობა მოვუხადე ამ ადამიანს, რომ ზუსტი დიაგნოზი დასვა

რას ერჩი რა გინდა?

თუ არ მოგწონს წადი და არ დაპოსტო ამ თემაში... არავინ არ გეხვეწება

ძალიან ბევრჯერ ექიმები გითრევენ და გართმევენ ბევრ ფულს ---ფაქტი სახეზეა 2 კვირის მაგივრად 5 კვირა ვიწექით რეამინაციაში
და რომ რჩევა არ გვეკითხა და რჩევა რჩევით არ მიგვეგნო ექიმესთვის კიდევ დიდხანს ვიქნებოდით

ასეა რა smile.gif

ძალიან გთხოვ არ დაპოსტო და ხალხს იმედი, რომ აქ მათ იმედს ნუ უქმნი იმის საფრთხეს რომ ეჭვი შეიტანონ

Posted by: makuna14 24 Jun 2012, 01:11
Foxani
QUOTE
და რას გეუბნებიან , გამოსავალი რა არისო?


არც არაფერს.გამოსავალი- კიდევ გააჩინე შვილიო

Posted by: marija 24 Jun 2012, 11:38
mammolog


კი, დამისვეს და ბიოფსიით დაშალეს, უკვე აღარ მაქვს. დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: khatia87 24 Jun 2012, 17:14
გამოსავალი მეც იგივე მითხრეს პირველზე და მეორეს მერეც ისევე მაქვს.წამალი დალეული მაქვს,მაგრამ არ მიშრება sad.gif

Posted by: ta-musia 24 Jun 2012, 17:25
გამარჯობათ, სამი დღე ვსვავდი დოსტინექსს დღეში თითო აბს, პარალელურად მასაჟისტი მცველიდა და მიკრავდა, მეოთხე დღეს მითხრა აღარაფერი გინდაო, ხელი აღარ მოკიდოვო, უკვე ერთი კვირა გავიდა და გამაგრებით არ მიმაგრდება არც მაწუხებს მაგრამ ხელს რომ ვიჭერ წვეტები მაინც მომდის და მაინტერესებს ნორმალურია ეს თუ არა და რამდენ ხანში გაქრება ესეც ან თუ არის საშისროება რომ ამან შეიძლება რამე გამოიწვიოს სამომავლოდ

Posted by: ninikoniniko-eqimi 25 Jun 2012, 23:21
სალამი.ციხისელი ვაკეში აღარააო და ვერ მეტყვით სად გადავიდა??

Posted by: makuna14 25 Jun 2012, 23:26
ninikoniniko-eqimi
ციხისელი დოღომშია ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერი არ ვიცი ზუსტად. კარაპსმედლაინი ჰქვია კლინიკას და დაინახავ, არმისული ღუდუშაურამდეა.3 სართულზეა.

Posted by: ninikoniniko-eqimi 25 Jun 2012, 23:34
დიდი მადლობა იქნებ ტელეფონი იცოდეტ მიმღების???

Posted by: Natuka NGN 25 Jun 2012, 23:41
ninikoniniko-eqimi
http://www.carapsmedline.ge/contact.php?id=7&ln=ge
საბედნიეროდ არსებობს გუგლი.

Posted by: ninikoniniko-eqimi 26 Jun 2012, 00:05
დიდი მადლობა გოგოებო.ძალიან დამეხმარეთ

Posted by: falestra 26 Jun 2012, 09:41
ხალხო, მეგობარს მამოლოგმა ურჩიო ჰემატოლოგს ესტუმრეო და
ვინმე იცით კარგი ჰემატოლოგი? ვისთან მივიდეს, მთხოვა გამერკვია...

Posted by: unknown lady 26 Jun 2012, 22:52

OFFTOPIC:
ამ ფორუმის იუზერი ვარ 6 წელიწადზე მეტია. Natuka NGN დამხმარებია არაერთხელ.
ყველა სფეროს ექიმი არ არის საჭირო იყო იმისთვის, რომ ვინმეს დაეხმარო. ამისთვის საჭიროა ლოგიკურად აზროვნებდე და ინტელექტი მოგყვებოდეს.

მე პირადად საერთოდ აღარ ვიცოდი ვისთვის მეკითხა და ისევ აქ ფორუმზე მირჩიეს გოგოებმა და გადავრჩი (უფრო სწორედ ჩემი ახლობელი გადარჩა) სერიოზულ გართულებას.

მიხარია რომ ფორუმს სასარგებლო დანიშნულებაც აქვს
დიდი მადლობა


Posted by: forumm 27 Jun 2012, 21:19
აქ მამოლოგები აღარ შემოდიან?? sad.gif

Posted by: DocTemo 27 Jun 2012, 23:40
forumm
QUOTE
აქ მამოლოგები აღარ შემოდიან??

შემოდიან. თქვენ კითხვა გქონდათ დასმული?

Posted by: forumm 28 Jun 2012, 08:48
დიახ, წინა გვერდზე დავპოსტე. აი, ჩემი შეკითხვა:

მოგესალმებით! აქაური მამოლოგების რჩევები მჭირდება შეძლებისდაგვარად

ვარ 32 წლის, 2 წელია გათხოვილი ვარ შვილი ჯერ არ მყავს. შარშან გინეკოლოგიური პრობლემების გამო მივაკითხე ექიმს. (ჰორმონები მქონდა არეული: პროლაქტინი, პროგესტერონი ოდნავ მომატებული, FSH საკმაოდ მომატებული - 35, DHEAS - მომატებული, მაგრამ ნორმაში ჩადგა დექსამეტაზონის მოკლე კურსის შემდეგ). ჰორმონების ეს ანალიზები ამ ექიმთან მისვლამდე მქონდა გაკეთებული სხვა გინეკოლოგთან და მას განმეორებით ჰორმონის ანალიზები არ მოუთხოვია (მხოლოდ პაპ ტესტი, გინეკოლოგიური და მამოლოგიური ექო გამაკეთებინა). ჩივილებში შედიოდა აგრეთვე ის, რომ იმ თვის მენსტრუაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დამეწყო მკერდის ტკივილი, რაც ჩვეულებისამებრ ერთი კვირით ადრე მეწყებოდა ხოლმე მენსტრუაციამდე. გინეკოლოგმა გამიშვა ექოსკოპიაზე, რომლის პასუხსაც ქვემოთ დავწერ და პასუხის შედეგებით არ ჩათვალა საჭიროდ მამოლოგის კონსულტაცია. დიაგნოზში კი დამიწერა : პრაქტიკულად ჯანმრთელი, ოვულაცია+, HPV , BV, Candida, ცისტური მასტოპათია, არხის ჰიპერპლაზია, მცირედ გამოხატული პროგესტერონის +.

ჰორმონული პრეპარატების მიმართ ეს ექიმი არ იყო დადებითად განწყობილი და დამინიშნა მხოლოდ ფემოლი 3 თვის განმავლობაში და კვებითი რეჟიმის მოწესრიგება. მე ყველაფერი ეს შევასრულე და მას შემდეგ აგარც მივსულვარ გინეკოლოგთან, რადგან მეუღლეს აქვს უშვილობის პრობლემა და ჩემს გინეკოლოგთან სიარულს აზრი არ აქვს, თუ ის არ მოგვარდა.

p.s..: ისე, მანამდე რომ დავდიოდი სხვა გინეკოლოგთან მენსტრუაცია გადამიცდა 9 დღით და ამის გამო გამოვიკვლიე ზემოთ აღნიშნული ჰორმონები და იმ გინეკოლოგმა ცეფანორმი და დექსამეტაზონი მასვა 1 თვე. ცეფანორმის მიღებიდან 1 თვის შემდეგ შევნიშნე ეს ნაადრევი ტკივილი მკერდში და ხომ არ შეიძლებოდა მას გამოეწვია რამე ცვლილებები?
ექოსკოპიის შარშანდელი პასუხი ასეთია: ციკლის მე-8 დღეს

30.05.2011 წ

ასაკ. პერ.(რეპროდუქციული)
მენსტრუალური ცილკის ფაზა (პირველი)

აღწერილობა:

კანის სისქე - არ აღემატება 2 მმ-ს
კონტური - დეფორმაციის გარეშე
კანქვეშა ცხიმი - ზომიერად გამოხატული
პარენქიმის ექოსტრუქტურა - თანაბრად არის წარმოდგენილი, როგორც ჯირკვლოვანი, ასევე ცხიმოვანი კომპონენტები. პარენქიმის ექოსტრუქტურა - არაერთგვაროვანი. ისახება ჰიპერექოგენური შემაერთებელი ქსოვილოვანი (ფიბროზული) სტრუქტურები.
კუპერის იოგები - გამოხატული
ლიმფური გზები არ ისახება
სარძევე სადინარების დიამეტრი სუბლატერალურად არ აღემატება 2 მმ-ს

კეროვანი დაზიანებები - მარცხნივ, ზედა კვადრანტების საზღვარზე, არეოლის კიდესთან ისახება დაქვეითებული ექოგენობის, არაჰომოგენური შიგთავსის მქონე ჩანართი - ცისტა ზომით 4x3 მმ, ფერადი კარტირებით ვასკულარიზაცია არ აღინიშნება. (იხ. ექოგრამა 1)
მარჯვნივ, ზედა მედიალურ კვადრანტში ისახება ჰი-იზოექოგენური არამკვეთრკონტურებიანი უბანი ზომით 7X3 მმ, ფერადი კარტირებით ვასკულარიზაცია არ აღინიშნება. (იხ. ექოგრამა 2) .
რეგიონალური ლ.კ. არ ისახება.

აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია და დინამიკაში ექომამოგრაფიით დაკვირვება.
დასკვნა: აღწერილი ულტრაბგერითი ნიშნები შეესაბამება დიფუზური ფიბროადენომატოზის სურათს


ახლა რატომ გწერთ ამდენს:
დაახლოებით ბოლო ორითვეა, შევამჩნიე, მარცხენა ძუძუს თავი პერიოდულად ჩაბრუნდება ხოლმე, შეიწევა ხოლმე - ამას ვამჩნევ მარჯვენასთან შედარებით, თან ახლა მენსტრუაციის წინა დღეები მაქვს და მკერდის ტკივილი კი დამეწყო ეს სამი დღეა, მაგრამ ეს მარცხენა ისე განსაკუთრებით მტკიოდა, რომ ღამე საწოლში პოზა ვერ შევარჩიე, ყველა მდგომარეობაში მაწუხებდა ძალიან. მკერდის პრობლემების სიმპტომებს რომ გადავხედე ინტერნეტში, ამ ჩაბრუნებამ რაღაც ჩემაშფოთა და კი ვგეგმავ მამოლოგთან ვიზიტს შესაბამის დღეებში, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს შარშანდელი ეხოს პასუხიდან გამომდინარე, რამდენად არასაგანგაშო იყო ადრინდელი მდგომარეობა და რამდენად უნდა პროგრესირებულიყო ერთი წლის განმავლობაში?

გმადლობთ წინასწარ პასუხისთვის!!
* * *
სამწუხაროდ, სკანერი არ მაქვს და ექოს სურათები ვერ მივაბი
* * *
გთხოვთ, მიპასუხეთ რააააა?? და ციკლის რომელ დღეს ჯობია მამოლოგთან მისვლა... ან, ბარემ ექოსკოპია ხომ არ გავიკეთო და ისე მივიდე მასთან და ციკლის რომელ დღეს გავიკეთო? სოფელში მივდივარ და მაინტერესებს რა დროისთვის უნდა ვიყო ქალაქში... ახლა ციკლის მე-4 დღე მაქვს...

Posted by: DocTemo 28 Jun 2012, 23:43
forumm
საგანგაშო არაფერი იყო, და ახლაც არაფერი იქნება. მიდით ჯერ მამოლოგთან და იქვე გადაიღებთ ექოს, ეს ჯობია გააკეთოდ მე7-მე10 დღეს. მკერდს მკურნალობა ჭირდება

Posted by: ta-musia 29 Jun 2012, 14:06
ჩემ კითხვას რატომ არავინ პასუხობს sad.gif(((

Posted by: mammolog 1 Jul 2012, 01:07
ta-musia დოსტინექსი ექიმმა გამოგიწერათ? დოსტინექსის შემდეგ აკვრები და რაგაც ექიმბაშობები აგარ არის საჭირო smile.gif მაგრამ ეს დოზა როგორც ჩანს საკმარისი არ აგმოჩნდა თქვენთვის, მიმართეთ ექიმს!


Posted by: forumm 1 Jul 2012, 10:59
საგანგაშო არაფერი იყო, და
ახლაც არაფერი იქნება. მიდით
ჯერ მამოლოგთან და იქვე
გადაიღებთ ექოს, ეს ჯობია
გააკეთოდ მე7-მე10 დღეს.
მკერდს მკურნალობა ჭირდება

gmadlobt pasuxistvis batono temo! Anu mkurnalobis shedegad aris shesazlebeli, rom chems shemtxvevashi es fibrozul-kistozuri carmonaqmnebi saertod daishalos da gaqres?

Posted by: DocTemo 1 Jul 2012, 15:00
forumm
QUOTE
madlobt pasuxistvis batono temo! Anu mkurnalobis shedegad aris shesazlebeli, rom chems shemtxvevashi es fibrozul-kistozuri carmonaqmnebi saertod daishalos da gaqres?

რათქმაუნდა შესაძლებელია

Posted by: tamokuxi 4 Jul 2012, 12:01
QUOTE (mammolog @ 22 Jun 2012, 00:22 )
რაც შეეხება სოლარიუმს ის კერძოდ ფიბროადენომისთვის საშიში არ არის მაგრამ ზოგადად კანისთვის ძალიან მავნეა, ანუ არ არის სასურველი!

მე მაქვს , საოპერაციო ადენომა ( თვის ბოლოსთვის ვგეგმავ ) და სოლარიუში გარუჯვა შეიძლება ჩემთვის?

Posted by: DocTemo 4 Jul 2012, 22:11
tamokuxi
QUOTE
მე მაქვს , საოპერაციო ადენომა ( თვის ბოლოსთვის ვგეგმავ ) და სოლარიუში გარუჯვა შეიძლება ჩემთვის?

წინააღმდეგჩვენება არ არის, თუმცა ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს.

Posted by: narkozeli 4 Jul 2012, 22:20
falestra
QUOTE
ხალხო, მეგობარს მამოლოგმა ურჩიო ჰემატოლოგს ესტუმრეო და
ვინმე იცით კარგი ჰემატოლოგი? ვისთან მივიდეს, მთხოვა გამერკვია...


მივიდეს მანანა ღირდალაძესთან,სისხლის გადასხმაში,პავლოვზე


Posted by: matusala_5 4 Jul 2012, 23:39
ბონდრონატის ღირებულება ხომ არ იცით?

Posted by: Natuka NGN 4 Jul 2012, 23:48
matusala_5
მოგწერე PM> ნახე აბა. ძალიან ძვირია.

Posted by: matusala_5 5 Jul 2012, 00:17
Natuka NGN
QUOTE
matusala_5
მოგწერე PM> ნახე აბა. ძალიან ძვირია.

კი ვნახე მადლობა.არ ვიცი როგორ გაწვდებიანsad.gif

Posted by: bavaria87 5 Jul 2012, 07:53
გამარჯობათ. დახმარება მჩირდება და ვინც ერკვევით იქნებ დამეხმაროთ.მოკლედ ესეტი პრობლემა მაქვს. სეხი არ მქონია 2 წელზე მეტია.ხოლო ბოლო 1 წელიწადი მასტურბაციასაც იშვიათად თვეში ერთხელ ვეწევი. ბოლო 2 თვეა მასტურბაციისტვისაც არ მიმიმართავს.უბრალოდ მე ვიკავებ თავს,თორემ იმპოტენტი კი არვარ. Eს ბოლო ერთი კვირაა მოშარდვის დროს გადმომდის სპერმა დგეში ერთხელ მაინც.რისი ბრალია?რამე მაქვს დარგვეული თუ ჩვეულებრივი მოვლენაა?ვინც ერკვევიტ იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: badrijan 5 Jul 2012, 11:46
მეგობრებო,
რამოდენიმე ფორუმელ ბიჭს გვაწუხებს ეს პრობლემა, გინეკომასტია, და ხომ არ იცით რა ჯდება ეს ოპერაცია, მე პირადად როდესაც თანხას მოვაგროვებ მაშინვე გავიკეთებ.

Posted by: matusala_5 5 Jul 2012, 13:15
badrijan
ჰორმონები გამოკვლეული გაქვს? რა არის მიზეზი?

Posted by: natiko 8 Jul 2012, 08:47
მამოლოგთAნ მაკვს შეკითხვა ჩემს მეგობარს მოკვეთEს ძუძუ და დათესეს ეს Mასალა და არაფერი არ აგმოაჩნდა ის ექიმი კი ეუბნება ქიმია პროფილაქტიკის მიზნითგაიკეთეო მე კი ეჭვი გამიჩნდა რომ ფულისგამოზალვას აქვს ადგილი და Mკერდიც ტკუილად მოკვეთEს დაქიმიაც არ ჭირდება ესეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მხოლოდ ჯირკვალის ამოკვეთა იქნებოდა საკმარისი იქნება გამარკვით მამოლოგებმა უნდა გაიკეთოს ქიმია თუ არა?

Posted by: mammolog 8 Jul 2012, 19:40
natiko
გარკვევით მოგვწერეთ თუ შეგიძლიათ, ანუ მკერდი მოკვეთეს და ავთვისებიანი სიმსივნე არ აქვს??? სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ რა დიაგნოზი დაუსვეს??? რა გამოკვლევები ჩაიტარა???
მე შემიძლია გითხრათ რომ მკერდის მოკვეთა დიაგნოზის დაზუსტების გარეშე დანაშაულია და კიდე ქიმიოთერაპია, თუ ავთვისებიანი სიმსივნე არ არის , არ შეიძლება გაკეთება.
მაგრამ ვფიქრობ რომ ექიმები ასე ზერელედ არ გააკეთებენ ოპერაციას და ქიმიოთერაპიასაც არ დანიშნავენ, დააზუსტედ ჰისტოლოგიური დიაგნოზი
(ანუ რა ამოითესა), მოგვწერეთ და შემდეგ კიდე უფრო ზუსტად გაგცემთ პასუხს!

Posted by: DocTemo 8 Jul 2012, 22:56
natiko
ხშირად ექიმები არ ეუბდებიან რეალურ დიაგნოზს პაციენტს, და ამბობენ რომ პროფილაქტიკის მიზნით ჩაატარეს ესა თუ ის ოპერაცია. ახლობლებს უნდა ქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია. დააზაუსტედ, ნეხეთ ცნობები და ისე დაწერეთ, თორემ ბევს ეგონება რომ რაც თვენ დაწერეთ სიმართლეა 100%-იანი/ მასე არ შეიძლება. თქვენი ფიქრები უნდა იყოს დასაბუთებული, მითუმეტეს ასეთი სერიოზული!
badrijan
გააჩნია ჯირკლვის ზომას. ჩვენთან 360დან 1000 ლარამდეა. სხვაგან არ ვიცი.matusala_5
QUOTE
ჰორმონები გამოკვლეული გაქვს? რა არის მიზეზი?

ნამდვილად, გორმონები უნდა გამოიკვლიოთ აუცილებლად.

Posted by: ნია ნია 13 Jul 2012, 01:43
3 თვე ვსვავდი მასტოდინონს, თუმცა შედეგი არ ქონდა. 3 დღის წინ მამოლოგმა (გია ციხისელმა)მირჩია ოპერაცია, ადენომის და დიდი ზომის კისტის ამოჭრა. 2 დღეა დამეწყო შემაწუხებელი ტკივილი. რა შეიძლება მივიღო ტკივილის მოსახსნელად? ( 3 დღის წინ არ მქონდა ტკივილი და ექიმს არაფერი დაუნიშნავს)

Posted by: Misplaced 13 Jul 2012, 11:20
გამარჯობა, ერთი შეკითხვა მაქვს, მამოლოგის მიერ გადაღებული რენდგენის სურათის დასკანერება რამდენად არის შესაძლებელი? ან ექიმს შეუძლია დისკზე ჩამიწეროს? გაგზავნა მინდა და არ ვიცი როგორ მოვახერხო ისე, რომ ორიგინალი მე დამრჩეს

Posted by: Natuka NGN 13 Jul 2012, 16:13
Misplaced
არის სპეციალური სკანერები, ის დაასკანირებს. მაგრამ თუ ციფრულ რემტგენზე გაქვს გადაღებული, 2 კვირა მაიცნ შენახული აქვთ კომპში.

Posted by: Misplaced 13 Jul 2012, 17:14
Natuka NGN
ანუ ისევ იქ უნდა ვიკითხო ეგ სადაც გადავიღეთ. დიდი მადლობა პასუხისთვისsmile.gif

Posted by: meraiamer 13 Jul 2012, 17:34
გამარჯობათ.მაქვს ფიბროზულ კისტური მატოპატია,დამინისნეს მასტოვიტი და ბრომენზიმი რომლებიც საკართველოში არ იყიდება,გაგგიგიათ რაიმე ამ პრეპარატების ტაობაზე ვინმეს და რამდენად ღირს შეძენა,მადლობაა

Posted by: DocTemo 14 Jul 2012, 10:21
meraiamer
QUOTE
რომლებიც საკართველოში არ იყიდება,

კითხეთ მას ვინც დაგინიშნათ

Posted by: Fabregas10 18 Jul 2012, 18:33
DocTemo

გამარჯობა.ვარ 36 წლის ,მაქვს ჩივილები დვრილიდან გამონადენი ხენივით,და ტკივილი მარცხენა მკერდის. 20 წლის უკან მიმშობიარე.ექომამოგრაფიითგამოიხატა შემდეგი სურათი ;ციკლის ფაზა მეორე,კანის სისქე-არ აღემატება 2მმ-ს,კონტური-დეფორმაციის გარეშე,კანქვეშა ცხიმი ზომიერად გამოხატული,პარენქიმის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი თანაბრად არის წარმოდგენილი,როგორც ჯირკვლოვანი,ასევე ცხიმოვანი და მცირედ ფიბროზული კომპონენტებით კუპეების იოგები გასქელებული.სარძევე სადინარები დილატირებული არ არის, მაქსიმალური დიამეტრი1,8 მმ. ლიმფურიგზები არ ასახება, კეროვანი დაზიანებები არ აღენიშნება ფერადი კარტირებით -ნორმალური ვასკულარიზაცია. იღლიის ფოსოები თავისუფალი, ლავიწსზედა ლავიწსქვედა არეები თავისუფალი.დასკვნა;მცირედ გამოხატული ფიბროზული მასტოპატიის სურათი.მამოლოგმა დამინიშნა ცეფანორმი 3 თვე ,მაინტერესებს თქვენი აზრი წამალი სწორად არის თუ არა შერჩეული .წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: DocTemo 19 Jul 2012, 00:09
Fabregas10
მიმართულება სწორია, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ ცეფანორმი საკმარისი ვერ იქნება. საჭიროა დამატებით ვიტამინები, მალამო...

Posted by: Fabregas10 19 Jul 2012, 06:20
DocTemo
პასუხისთვის დიდი მადლობა.თუ შესაძლებელია იქნებ მირჩიოთ რომელი მალამო და ვიტამინები მივიღო.

Posted by: lemona7778 19 Jul 2012, 08:51
http://www.radikal.ru
გამარჯობათ,კითხვა მაქ სურათზე აღნიშნულ ადგილზე მტკივა,ოღონდ იცით როგორ აი უცებ წამომივლის და ლამისაა გამაფრენიოს ისე მტკივდება მითხრეს ნერვების ბრალიაო იქნებ მითხრათ რისი ბრალია და რა ეშველება?ვიცი ექიმთან მისვლა რო უნდა მაგრამ მიაოლოებით რისი ბრალია

Posted by: DocTemo 20 Jul 2012, 00:29
lemona7778
ეს აქ დასასმელი კითხვა ნამდვილად არ არის, უფრო ნევროლოგს უნდა კითხოთ.
ისე შეიძლება გადაძაბვის, ან არასწორი დაძაბვის ბრალი იყოს. ზოგჯერ მასეთი ტკივილება სისხლძარღვების პრობლემაც შეიზLება იყოს. ნამდვილად უნდა მიხვიდეთ ექიმთან და ისე გაარკვიოთ ეს ამბავი

Posted by: Fabregas10 20 Jul 2012, 08:23
DocTemo
გთხოვთ მირჩიოთ რომელი მალამო და ვიტამინები მივიღო,

Posted by: ta-musia 20 Jul 2012, 15:07
დავლიე დოსტინექსი 4 აბი სადღაც სამი კვირა გავიდა და ისევ მაქვს ცოტარძე, შეიძლება თუ არა ისევ მივცებავშვს რძე
* * *
და თუ არა რამდენი ხანი შეიძლება რომ ასე წვეთები მქონდეს, არ მაწუხებს და არც მიმაგრდება მაგრამ უკვე ამდენი დრო გავიდა და ხელის მოჭერით მაინც გამოდის წვეთები და რომ არ მივაქციო ყურადღება გაქრება თუ არა დროთა განმავლობაში თავისით და რამდენი ხანი შეიძლება მაქსიმუმ მქონდეს ასე

Posted by: BoOoOo 20 Jul 2012, 17:39
მაინტერესებს, ავთვისებიანი უჯრედის არსებობის შემთხვევაში
როდესაც ერთი ექიმი ამბობს, რომ აუცილებელია მთლიანად მოკვეთა,
ხოლო მეორე ამბობს, რომ მხოლოდ ჯირკვლების ამოჭრა იქნება საკმარისი,
რომელს უნდა დაუჯერო?

ჯირკვლების შემთხვევაში, ხომ არის შანსი იმის, რომ მერე ისევ გავრცელდეს? mo.gif

ჰო და კიდევ ძაგნიძეზე რა შეგიძლიათ რომ მითხრათ?

Posted by: DocTemo 20 Jul 2012, 22:39
Fabregas10
ეს ექიმმა უნდა გამოგიწეროთ რეალურ კონსულტაციაზე.

ta-musia
დაელოდოთ უნდა, დროა საჭირო. თუ არ გაწუხებთ იყოს მასე. ალბათ ერთი თვე მაინც დაჭირდება დარეგულირებას...4 აბიც ბევრია მითუმეტეს.

BoOoOo
QUOTE
რომელს უნდა დაუჯერო?

მაგისტვის არსებობს სტანდარტები და გაიდლაინები. ექიმის ყოველი ნათქვამი უნდა იყოს გამართლებული ამ გაიდლაინებით.
QUOTE
ჯირკვლების შემთხვევაში, ხომ არის შანსი იმის, რომ მერე ისევ გავრცელდეს

რა ჯირკვლებზეა საუბარი?


Posted by: kunaaa 22 Jul 2012, 15:15
Dismatexma-შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს?

Posted by: cesdeba 23 Jul 2012, 16:02
დღეს ექომამოგრაფია გავიკეთე. არაფერიაო, მაგრამ არ მასვენებს ეს უსიამოვნო შეგრძნება მარცხენა მკერდში. მამოლოგი ადგილზე არ იყო და კვირის განმავლობაში ვეწვევი.

შესაძლებელია, თუ არა, რომ ექოსკოპიას რამე გამოეპაროს და ექომ არ აჩვენოს?

Posted by: kunaaa 25 Jul 2012, 00:11
იცით რა მაინტერესებს,სარძევე ჯირკვლის ექო ერთი დღით გვიან რომ გიკეთო,რაიმე სერიოზული რომ იყოს არ გამოჩნდება?
მგონი რაგაც ამერია გამოთვლაში და მაინტერერესებს

Posted by: DocTemo 26 Jul 2012, 00:11
kunaaa
QUOTE
Dismatexma-შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს?

ვფიქრობ კი
cesdeba
QUOTE
შესაძლებელია, თუ არა, რომ ექოსკოპიას რამე გამოეპაროს და ექომ არ აჩვენოს?

კი
kunaaa
QUOTE
ერთი დღით გვიან რომ გიკეთო,

ერთ დღეს არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: kunaaa 26 Jul 2012, 18:09
DocTemo
მადლობა
------------------------------------------

Posted by: Tiko_kiko 7 Aug 2012, 11:42
გამარჯობა, ექიმმა დამისვა ფიბროზული მასტოპატია, მივიგე ეპოვექსი, მასტოდინონი, პროჯესტოგელი, ამის მერე გამიჩნდა გამონადენი დვრილიდან , დამინიშნეს დისამტექსი , რომელმაც მომცა ალერგია, ექიმმამითხრა სხვა წამლას ვეღარ დაგინიშნავ ყველაფერი ნაცადი გაქვსო. თუმცა ტკივილი კვალვ მაქვს, მკერდში რის გამოც მიჭირს ძილი. ხომ ვერ მირცევდით რა ვქნა?

Posted by: margaret13 8 Aug 2012, 00:57
ესეიგი მაქ სეკითხვა
ციკლამდე 1 კვირით ადრე დაახლოებით მქონდა მცირეხნიანი მკერდის ტკივილი ყოველტვის
ახლა ძუზუს თავები დამისკდა არც გამონადენი მაქ და არც არაფერი
ფორმა არ შეუცვლიაარც არანაირი ცვლილება არც სიმაგრე არ მაქ,უბრალოდ ძუზუს ტავები დამისკდა ,ჩვეულებრივად არ მტკივა მაგრამ ხელს მაგრად თუ მივიჭერ მტკივა. ერთი მომირჩა მეორე უფრო რთულად მაქვს და ჯერ არ მომირჩა და შეიძლება რამე საშისი იყოს?მაგაითად სიმსივნე?
იცთ როგორ მაქ?გეგონება მდუღარე გადაესხა და დაფუფქული აქვსო

პ.ს. გათხოვილიარ ვარ რამეში თუ გამოგადგებათ ეგ ინფორმაცია. წინასწარ მადლობა

Posted by: gvendoleni 8 Aug 2012, 16:09
ერთი კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია, ფიბროადენომის სექტორული რეზექცია, ორივე სარძევე ჯირკვალზე, ეხლა დავდივარ შეხვევბზე, რამდენჯერმე მომცა ტემპერატურა 37,2, მქონდა 2ჯერ ლიმფა მცირე რაოდენობით და გამოყვა სისიხლიც თან, მაინტერესებს საში ხომ არ არის? ვარ 21 წლის help.gif help.gif

Posted by: Charlotta Rossi 9 Aug 2012, 11:38
გამარჯობათ

კარგ მამოლოგს ვის მირჩევდით და სად?

Posted by: ninobino 9 Aug 2012, 12:57
Charlotta Rossi

პირადში მოგწერეთ

Posted by: DocTemo 10 Aug 2012, 12:14
Tiko_kiko
არსებობს სხვა წალებიც. შერჩევა შეიძლება. მიმართეთ ექიმს. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ჩაიტარეთ აუცილებლად.
margaret13
მამოლოგს უნდა აჩვენოთ რომ სწორი მკურნალობა შეირჩეს. ან თუნდაც რომ გადაწყდეს სამკურნალოა თუ არა.
gvendoleni
ლიმფის გამოსვლა და სიცხე საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მითუმეტეს წელიწადის ამ დროში.

Posted by: tamokuxi 11 Aug 2012, 16:02
natushkebii

"მთავარია არ შეშინდე და არ აყვე იმას რასაც გეტყვიან...ციხისელის პაციენტიც ვიყავი ძაგნიძისაც და ონკოდისპანსერში მემგონი ყველამ ნახა ყველაას აზრი ერთი იყო სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.არ გავიკეთე და ენდოკრინოლოგთან ნეირო-ენდოკრინოკოგთან და ბიძაჩემთან(ქირურგია) ერთად დავჯექი და გადავწყვიტეთ დანა არსად გაგვექცეოდა და სანამ დანის ქვეშ დავწვებოდი სხვა ყველა მეთოდი მოგვესინჯა კვანძის გასაწოვად.არც ერთ მამოლოგს არ ეგერა,მაგრამ ექვს თვეში კვანძი აGარ მქონდა.არადა ნახევარი ძუძუს დაკარგვა მაინც მომიწევდა.
ეხლა კი ორივე ადგილზე მაქვს და ჯანმრთელები "


ამაზე რა აზრის ხართ?

Posted by: DocTemo 12 Aug 2012, 22:34
tamokuxi
QUOTE
ამაზე რა აზრის ხართ?

ფაქტებით (ექოსკოპიის დასკვნა, ექიმის მიერ დაწერილი ცნობა...) რომ იყოს თქვენი პოსტი გამაგრებული უკეთესი იქნებოდა და დამაჯერებელიც.

Posted by: მადამ ფისუნია 13 Aug 2012, 01:32
აუ მეც რაღაც ეჭვები მაქვს და რა ვქნა ისე როგორ გავარკვიო ყველაფერი ოჯახს რომ არ ვუთხრა რამე სიმპტომები არ აქვს?

Posted by: forumeli007 14 Aug 2012, 09:55
გამარჯობათ,
ციხისელის გარდა კარგი მამოლოგი მირჩიეთ ძალიან გთხოვთ რა, და თან საკონტაქტო ინფორმაციასაც თუ მომაწვდით ძალიან დამავალებთ!

Posted by: plinti 16 Aug 2012, 21:25
გავიგე რომ მასტოპათიას, კვანძებს და ხშირად სიმსივნესაც კი შველის კომბოსტოზე წასმული მაისის თაფლის საფენები . თუ გაგიგიათ ვინმეს ამის შესახებ რაიმე და ხომ არ იცით როგორ კეთდება?

Posted by: wonderland1 18 Aug 2012, 15:39
გამარჯობათ DocTemo, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიის პასუხზე თქვენი აზრი მაინტერესებს: მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-14 დღეს გავიკეთე:
კანის სისქე არ აღემატება 2 მმ-ს; კონტური-დეფორმაციისა გარეშე; კანქვეშა ცხიმი ზომიერად გამოხატული.
პპანერქიმის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი, ზოგიერთ ადგილას წარმოდგენილია ფიბროზული უბნებით.
კუპერის იოგები- რადიალურად სწორხაზოვანი. სარძევე სადინარების დიამეტრი არ აღემატება 2 მმ-ს.
ლიმფური გზები - არ ვიზუალიზდება .
კეროვანი დაზიანებები: ორივე სარძევე ჯირკვლის პანერქიმაში დიფუზურად ფიქსიედება სხვადასხვა ზომის კვანძები. უდიდესი მარჯვენაში ზომით 19*8,4 მმ.
ამავდროულად მარჯვენა ჯირკვლის გარეთ ზედა კვადრანტში ფიქსირდება ცისტა დიამეტრით 2,4 მმ და ადენომის ტიპის ჩანართი ზედა გარეთა და შიგნითა კვადრანტების საზღვარზე ზომით 12*6*8მმ.
მარცხენა სარძევე ჯირკვლის ზედა, შიდა კვადრანტში ფიქსირდება ფიბროადენომის ტიპის ჩანართი ზომით 11*5,1 მმ, გარეთა ზედა კვადრანტში ცისტა ზომით 2,9*3,5მმ.
რეგიონული ზონები: მარცხენა იღლიის ფოსო თავისუფალი, მარჯვენა იღლიის ფოსოში ფიქსირდება შეუცვლელი სტრუქტურის ლიმფური ჯირკვალი ზომით 15*7 მმ, ამ დღეებშI მამოლოგთან ვგეგმავ ვიზიტს, მეშველება რამე? რამდენად საგანგაშოა?

Posted by: sunnn 25 Aug 2012, 01:00
იქნებ ვინმემ მანუგეშოთ. დღეს შევამჩნიე მკერძე, ზედ სადინარზე პატარა შავი რაღაც ხალივით არის წვრილი და ხელი რომ მოვიკიდე მაგრად მეტკინა, ეხლაც მტეხავს მაგრად. (36 კვირის ორსული ვარ)
იქნებ მამოლოგი მაინც მირჩიოთ ვინმეე? sad.gif

Posted by: ნი–ცა.. 25 Aug 2012, 03:42
sunnn
QUOTE
იქნებ მამოლოგი მაინც მირჩიოთ ვინმეე?

თუ თბილისში ხარ ციხისელზე უკეთესი მე არავინ გამიგია,კარაფს მედლაინშია . არ ვიცი შენ რა პრობლემა გაქვს,მაგრამ მე რომ დამჭირდა ერთხმად მირჩიეს ციხისელი.
დროულად თუ მიხედავ ყველაფერი ადვილად მოგვარებადია.
არ ინერვიულო,მე ტირილით გავათენე ის ღამე სანამ მივიდოდი,მაგრამ იქედან მშიდი და ბედნიერი გამოვედი.
დარწმუნებული ვარ შენც ასე იქნები,მთავარია მიხვიდე დროულად. 2kiss.gif

Posted by: bigmisha 25 Aug 2012, 10:51
ნი–ცა..
QUOTE
ციხისელზე უკეთესი მე არავინ გამიგია

თან ძლიერი ფსიქოლოგიცაა ამას დავამატებდი.
მადლობა ჩემ თემაში UP სათვის

http://forum.ge/?f=43&showtopic=34327681&st=0
დავდებ მაინც აქაც ამ ლინკს.

Posted by: sunnn 25 Aug 2012, 11:09
ნი–ცა..
დიიიდიი მადლობაააა wink.gif

Posted by: ნი–ცა.. 25 Aug 2012, 11:43
bigmisha
QUOTE
თან ძლიერი ფსიქოლოგიცაა ამას დავამატებდი.

ნამდვილად,მოსაცდელში აცრემლებული ვიყავი,სხვა პაციენტებმა ემაშინეს,არ უყვარს ცრემლები და ეგეთი სენტიმენტები,ეგ შენ მოფერებას არ დაგიწყებს და შეიძლება სულ არ მიგიღოსო,მე კიდევ ძალიან ემოციური ვარ და თავს ვერ ვიკავებდი,მაგღამ ისე კარგად მელაპარაკა,ისე კარგად,სულ ღიმილით გამოვედი იქედან.თან აშკარად კარგად იცის თავის საქმე,
QUOTE
მადლობა ჩემ თემაში UP სათვის

არაფერს,მშვიდობას გისურვებთ.

Posted by: DocTemo 26 Aug 2012, 00:56
wonderland1
QUOTE
გამარჯობათ DocTemo, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიის პასუხზე თქვენი აზრი მაინტერესებს: მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-14 დღეს გავიკეთე:
კანის სისქე არ აღემატება 2 მმ-ს; კონტური-დეფორმაციისა გარეშე; კანქვეშა ცხიმი ზომიერად გამოხატული.
პპანერქიმის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი, ზოგიერთ ადგილას წარმოდგენილია ფიბროზული უბნებით.
კუპერის იოგები- რადიალურად სწორხაზოვანი. სარძევე სადინარების დიამეტრი არ აღემატება 2 მმ-ს.
ლიმფური გზები - არ ვიზუალიზდება .
კეროვანი დაზიანებები: ორივე სარძევე ჯირკვლის პანერქიმაში დიფუზურად ფიქსიედება სხვადასხვა ზომის კვანძები. უდიდესი მარჯვენაში ზომით 19*8,4 მმ.
ამავდროულად მარჯვენა ჯირკვლის გარეთ ზედა კვადრანტში ფიქსირდება ცისტა დიამეტრით 2,4 მმ და ადენომის ტიპის ჩანართი ზედა გარეთა და შიგნითა კვადრანტების საზღვარზე ზომით 12*6*8მმ.
მარცხენა სარძევე ჯირკვლის ზედა, შიდა კვადრანტში ფიქსირდება ფიბროადენომის ტიპის ჩანართი ზომით 11*5,1 მმ, გარეთა ზედა კვადრანტში ცისტა ზომით 2,9*3,5მმ.
რეგიონული ზონები: მარცხენა იღლიის ფოსო თავისუფალი, მარჯვენა იღლიის ფოსოში ფიქსირდება შეუცვლელი სტრუქტურის ლიმფური ჯირკვალი ზომით 15*7 მმ, ამ დღეებშI მამოლოგთან ვგეგმავ ვიზიტს, მეშველება რამე? რამდენად საგანგაშოა?

რთულია ასე შორიდან მასეთ სიტუაციაზე საუბარი. ხელით ნახვაა საჭირო. საგანგაშო სიტუაცია არ არის, სიმსივნეები ეს არაა, მარამ გადასაწყვეტია მათი მკურნალობის მეთოდი. თუ დიდად ხელით არ იგრძნობა ალბათ შეიძლება მედიკამენტოზურად დაწყება. თუ პალპირდება ანუ იგრძნობა კარგად, მაშინ დიდი ზომის ფიბროადენომები ამოსაღებია. მნიშვნელობა აქვს ასევე გინეკოლოგიურ მხარეს და ფარისებრ ჯირკვალს.

Posted by: Acetone 26 Aug 2012, 10:12

გთხოვთ მირჩიეთ კარგი მამოლოგი.

help.gif

Posted by: ნი–ცა.. 26 Aug 2012, 15:46
Acetone
QUOTE
თუ თბილისში ხარ ციხისელზე უკეთესი მე არავინ გამიგია,კარაფს მედლაინშია .


თუ დასავლეთ საქართველოში ხარ DocTemo-ს მიმართე.

Posted by: Acetone 26 Aug 2012, 15:58
ნი–ცა.. დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

Posted by: wonderland1 26 Aug 2012, 21:35

DocTemo

გმადლობთ გამოხმაურებისთვის, ვიყავი ექიმთან და ოპერაცია მირჩია, რადგანაც დაფეხმძიმებას ვგეგმავ და ჯობს მანამდე მოიშოროო დიდი ზომის ფიბროადენომები. ხელით ვგრძნობ, კიი პატარებია მაგრამ იგრძნობა მაინც. ცისტები და პატარა კვანძები ძუძუთი კვების დროს გაიწოვებაო. მეც რატომღაც ვფიქრობ რომ ოპერაცია გავიკეთო, უფრო მშვიდად ვიქნები.

Posted by: MANAXH 28 Aug 2012, 13:57
ნემსაძის ნომერი PM მომწერეთ რა ვისაც გაქვთ..

მადლობა

Posted by: wonderland1 30 Aug 2012, 00:03
როგორ უნდა მოიქცე ადამიანი როცა ერთი ექიმი გეუბნება რომ ჯობს ფიბროადენომები ორსულობამდე მოიშორო, მეორე კი საოპერაციოს ვერაფერს ვერ ხედავს, მეორე მამოლოგმა მითხრა რომ ფიბროადენომის გადაგვარების არანაირი შანსი არ არსებობს ორსულობის დროს, პატარებია და არ საჭიროებს ოპერაციასო. შეგიძლია მშვიდად დაფეხმძიმდე და თუ მოხდა და გაიზარდა ამოჭრას მერეც მოასწრებო, მაგრამ ისეც ხდება რომ შეიძლება გაქრესო...

Posted by: Acetone 30 Aug 2012, 14:23
თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ეგებ რაიმე მირჩიოთ:
დედაჩემს (72 წლის) დაუსვეს ძუძუს კიბოს დიაგნოზი.
ექომამოგრაფიაზე დაფიქსირდა 3 ლიმფური კვანძი.
ციტოლოგიამ ვერაფერი ვერ აჩვენა.
გინეკოლოგიურად ყველაფერი წესრიგშია.
მუცლის ღრუ, გულმკერდი, სისხლი სრულიად სუფთაა.
რამდენად აუცილებელია ოპერაცია?
ან, თქვენი ინფორმაციით, ხომ არ ჯობია რაიმე არაოპერაციული ხერხით მკურნალობა?

Posted by: DocTemo 31 Aug 2012, 01:01
Acetone
QUOTE
ციტოლოგიამ ვერაფერი ვერ აჩვენა.

რისმა ციტოლოგიამ? ლიმფური კვანძის? რით დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. უმრავლეს შემტხვევაში საოპერაციო იქნება (თუ ნამდვილად სიმსივნეა). არაოპერაციული მაგ დროს მხოლოდ ქიმიოთერაპიაა. სხვა ხერხებს არ მიმართოდ და დრო არ დაკარგოთ. გადარცენის შანსი ხელიდან არ გაუშვას...

Posted by: gambasha1 31 Aug 2012, 03:06
გამარჯობა, ვარ 16 წლის ბიჭი, დეკემბერში ვხდები 17-ის, 3 წელია მაქვს მკერდზე პრობლემა, მაქვს საკმაოდ დასიებული, პირველი 2 წელი საშინელი ტკივილები და შესიება მაწუხებდა და შიგნიდან სიმაგრე, ეხლა ბოლო 1 წელია ტკივილმა გამიარა მაგრამ შესიება და სიმაგრე ისევ მაწუხებს, 1 წლის წინ ვიყავი ენდოკრინოლოგთან და მითხრა რომ ტესტოსტერონის დონე ცოტა დაწეულიაო მაგრამ ჩვეულებრივი ამბავიაო და გადაგივლისო ყველას ასე ემართებაო, მაგრამ შენ ცოტა დიდხანს გაგიგრძელდა ეს პერიოდიო და ამის ბრალიაო, სანერვიულო არაფერი გაქვსო, მთავარია სიცხეები არ მოგცესო, 1 თვეში კიდევ მოდიო და სიცხეები იზომეო, მერე კიდევ მივედი დაახლოებით ერთ თვეში და მითხრა ყველაფერი ნორმაში ჩადგაო. მაგრამ ეს მკერდის პრობლემა ისევ მაწუხებს და კომპლექსს მიქმნის, ანუ ტკივილი არა მაგრამ შესიება და შიგნიდან სიმაგრე მაწუხებს ისევ. რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით სანერვიულო მაქვს? ძალიან ვნერვიულობ.

Posted by: ninia11 31 Aug 2012, 14:49
DocTemo
რძის გაშრობის მიზნით დავლიე დოსტინექსი (სულ 3 აბი) და მერე დისმატექსის მიღება დავიწყე. მთელი ეს პერიოდი მქონდა დაბალი წნევა და თავის ტკივილი. ახლა 1 კვირაა აღარ ვსვამ წამლებს, მაგრამ წნევა ოდნავ მაინც დაბალი მაქვს. შეიძლება ეს რაც დავლიე იმის რეაქცია იყოს?

Posted by: DocTemo 31 Aug 2012, 15:13
ninia11
დოსტინექსის მოქმედება შეილება 1-2 კვირა გაგრძელდეს, შესაბამისად დაბალი წნევაც შეიძლება მაგის გამო იყოს. კარგი იქნება რომ პროლაქტინზე ცააბაროტ ანალიზი

Posted by: gambasha1 31 Aug 2012, 15:19
DocTemo შეგიძლიათ მეც მიპახუოთ ზემოთ რომ გკითხეთ?

Posted by: Acetone 31 Aug 2012, 16:55
DocTemo

კი, მკერდიდან აუღეს შპრიცით მასალა და გააკეთეს ციტოლოგიური კვლევა. არაფერი არ ამოითესა. თუმცა ხელით რომ გასინჯა მამოლოგმა დაუსვა კიბოს დიაგნოზი.

თქვენი აზრით, საჭიროა პირდაპირ ოპერაცია, თუ ოპერაციამდე ქიმიოთერაპია და შემდეგ ოპერაცია?

და საერთოდ, როგორია ასეთი ავადმყოფისთვის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლის უნარიანობა?

Posted by: DocTemo 31 Aug 2012, 21:26
gambasha1
ვერ შევამჩნიე კითხვა.. ტესტოსტერნის ანალიზი თუ ჩააბარეთ მაშინ ან ახლა? რამდენია? ანუ ექიმმა ანალიზის მიხედვით გითხრა ტესტოსტერონის შესახებ თუ ზოგადად? თუ დაბალია დონე და არ გადის ტკივილი, უნდა მიიღოთ ჰორმონი, ოღონდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობის ქვეშ.
Acetone
ხელით ძუძუს კიბოს დიაგნოზი არ ისმება! ის კი არა, თანამედროვე დროში ციტოლოგიაც საკმარისი არაა. უნდა გაკეთდეს კორ ბიოფსია (ჰისტოლოგიური კვლევა), ან თუ ის არა, უნდა გაკეტდეს ციტოლოგია თავიდან (სანამ არ გამოჩნდება) და ასევე ლიმფური კვანძების ციტოლოგია უნდა გაკეთდეს. სრულყოფილი ანალიზის და დიაგნოზის გარეშე ოპერაციის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
მე კორ ბიოფსიას გავაკეთებდი ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევებით, ასევე ლიმფური კვანძების ციტოლოგიას. თუ კიბოს დიაგნოზი დადგინდებოდა და ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები დამტკიცდებოდა - წინასაოპერაციო ჰორმონოთერაპიას ან ქიმიოთერაპიას დავნიშნავდი ანალიზების მიხედვით.

Posted by: gambasha1 31 Aug 2012, 21:40
QUOTE (DocTemo @ 31 Aug 2012, 21:26 )
gambasha1
ვერ შევამჩნიე კითხვა.. ტესტოსტერნის ანალიზი თუ ჩააბარეთ მაშინ ან ახლა? რამდენია? ანუ ექიმმა ანალიზის მიხედვით გითხრა ტესტოსტერონის შესახებ თუ ზოგადად? თუ დაბალია დონე და არ გადის ტკივილი, უნდა მიიღოთ ჰორმონი, ოღონდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობის ქვეშ.

არა ზოგადად მითხრა თავიდან აშკარად დაწეულიაო დონეო, მეორედ რომ მივედი რომ დამაკვირდა მითხრა ყველაფერი ნორმაშიაო და 1 კვირაში ტკივილმაც გამიარა მაგრამ შესიება და რაღაც სიმაგრე შიგნიდან დამრჩა თორე ტკივილი აღარ მაწუხებს 1 წელია უკვე. და ეს შესიება და სიმაგრე შიგნით კომპლექსს მიქმნის და მაინტერესებს სულ ასე დამრჩება ეს სიმაგრე შიგნიდან?

Posted by: DocTemo 31 Aug 2012, 22:25
gambasha1
QUOTE
არა ზოგადად მითხრა თავიდან აშკარად დაწეულიაო დონეო,

მე არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ შეაფასო ტესტოსტერონის დონე ზოგადად...smile.gif ჩააბარეთ ანალიზი.

Posted by: gambasha1 31 Aug 2012, 22:55
QUOTE (DocTemo @ 31 Aug 2012, 22:25 )
gambasha1
QUOTE
არა ზოგადად მითხრა თავიდან აშკარად დაწეულიაო დონეო,

მე არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ შეაფასო ტესტოსტერონის დონე ზოგადად...smile.gif ჩააბარეთ ანალიზი.

ნუ არა ანალიზით არა მაგრამ შემამოწმა რა და ეგრე მითხრა. მე ის მანერვიულებს ეხლა ეს ჰორმონები ნორმაში რომ ჩადგა ეს მკერდი ისევ ესე დასიებული და გამაგრებული დამრჩება მთელი ცხოვრება? ეგ მანერვიულებს თუ მანერვიულებს. ტესტოსტერონის დონე რომ ნორმაშია ეს უკვე 100% ვიცი.

Posted by: DocTemo 31 Aug 2012, 23:20
gambasha1
QUOTE
ეხლა ეს ჰორმონები ნორმაში რომ ჩადგა

QUOTE
ტესტოსტერონის დონე რომ ნორმაშია ეს უკვე 100% ვიცი

საიდან და როგორ?

Posted by: gambasha1 31 Aug 2012, 23:46
QUOTE (DocTemo @ 31 Aug 2012, 23:20 )
gambasha1
QUOTE
ეხლა ეს ჰორმონები ნორმაში რომ ჩადგა

QUOTE
ტესტოსტერონის დონე რომ ნორმაშია ეს უკვე 100% ვიცი

საიდან და როგორ?

ენდოკრინოლოგმა გამსინჯა და მითხრა, ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ რომ როცა მკერდი დაასიებულია და გამაგრებული ესეიგი ტესტოსტერონის ბრალია ისევ?

Posted by: E_ko 1 Sep 2012, 00:07
gambasha1
გეხვეწები დაწერე როგორ ხვდება ენდოკრინოლოგი ტესტოსტერონის დონე მაღალია თუ დაბალი ისე რომ ანალიზს არ გაბარებინებს. wow.gif
ახალი მეთოდი და მიგნება აქვს ეტყობა biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 1 Sep 2012, 00:16
gambasha1
სისხლის ანალიზის გარეშე რთულია განისაზღვროს რა დონეა ტესტოსტერონის.

Posted by: gambasha1 1 Sep 2012, 00:44
QUOTE (Natuka NGN @ 1 Sep 2012, 00:16 )
gambasha1
სისხლის ანალიზის გარეშე რთულია განისაზღვროს რა დონეა ტესტოსტერონის.

კაი მაშინ იქიდან დავიწყოთ ტესტოსტერონი რას განსაზღვრავს და რა ნიშნები აქვს როდესაც მამაკაცის ორგანიზმში ნორმის ფარგლებშია ეს ჰორმონი, კერძოდ ჩემს ასაკში.

1. თმიანობის გაზრდა.
2. სიმაღლეში ზრდა.
3. ძვლების გამაგრება.
4. კუნთების ჩამოყალიბება.
5. ხმის დაბოხება.
6. სექსუალური ურთიერთობებისთვის ორგანიზმის მზადება.

როდესაც ეს ჰორმონი იწყებს ნორმაში ჩადგომას ჩნდება ეს ნიშნები ამ შემთხვევაში ბიჭის ორგანიზმში, და ზოგადად ამ პერიოდს როდესაც ბავშვობიდან გადადიხარ კაცობისკენ როგორც იცით ჰქვია გარდატეხის პერიოდი.
შესაბამისად კარგი ენდოკრინოლოგისთვის არაა ძნელი იმის დადგენა ბიჭის ორგანიზმში არის თუ არა ტესტოსტერონის რაოდენობა ნორმის ფარგლებში, ან თუნდაც ესტროგენებზე მეტი. მე მაგალითად 14 წლამდე ვიყავი ძალიან ბავშვური არ მახასიათებდა თითქმის არცერთი ნიშანი იმის რომ გარდატეხის პერიოდი დაწყებული მქონოდა. რომ მივედი ენდოკრინოლოგთან და მოვუყევი ეს ჩემი პრობლემები მიხვდა რომ რაღაც ტესტოსტერონთან იყო პრობლემა გამსინჯა ნორმალურად დამათვალიერა და მიხვდა რომ ესტროგენი იყო შედარებით მეტი ვიდრე ტესტოსტერონი და ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მითხრა რომ ასეთ ასაკში ეს ყველას ემართებაო რაღაც პერიოდი ესტროგენები ყოველთვის ჭარბობსო და ცოტა დრო გჭირდებაო და გაგივლის მკერდის ტკივილიცო ჩვეულებრივი ამბავიაო მოკლედ. მეც წავედი და ვითმინე დაახლოებით 2 თვე, მერე უკვე აშკარად მივხვდი რომ ტესტოსტერონი ნორმაში ჩადგა, ხმა დამიბოხდა, თმიანობა მომემატა, წვერიც ამომდის ნელნელა, სიმაღლეში გავიზარდე, მკერდის ტკივილმაც გამიარა. ერთ დილას მივხვდი რომ მკერდი ისევ ძალიან ამტკივდა და მივედი ისევ იმ ენდოკრინოლოგთან და მითხრა რომ ეს ჰორმონების ბრალი არააო შედეგი არისო უკვეო ჰორმონების მხრივო, ალბათ ღამე იწექი ცუდადო და მაგიტომ აგტკივდაო, მერე რომ დავფიქრდი მგონი მართალი იყო ის კაცი და მართლა ცუდად ვიწექი ღამე და სწორედ ამის ბრალი იყო, 1 დღე კიდევ მტკიოდა და გამიარა, უკვე 1 წელია აღარ შევუწუხებივარ ტკივილს, მაგრამ შესიებულივით მაქვს ისევ ანუ შიგნიდან რაღაც სიმაგრე მაქვს ისევ. და ამაზე ვნერვიულობ ესე მთელი ცხოვრება დამრჩება?

Posted by: DocTemo 1 Sep 2012, 01:23
gambasha1
ამდენ ამბავს ანალიზი ჩაგებარებიათ...
მე ოღონდ არაფერს საწინააღმდეგოს არ ვამბობ, მხოლოდ ისაა რომ ყველფერს გადამოწმება უნდა და სიზუსტე.

Posted by: wonderland1 1 Sep 2012, 18:25
მითხარით ვინც იცით რაა, კლინიკა "მედეაში" ანალიზებს კარგად აკეთებენ?
Natuka NGN თქვენ გეცოდინებათ, ასე მგონია ყველაფერი იცით.

Posted by: forumeli007 3 Sep 2012, 15:27
DocTemo
ძალიან, ძალიან , ძალიან გთხოვთ გადახედეთ ამ დასკვნას და ეხოსკოპიიის პასუხს, ექიმმა ბიოფსიის აღება ურჩია, თქვენ რას ფიქრობთ? რა მეთოდით უნდა წარიმართოს მკურნალობა? უნდა აიღოს ბიოფსია მართლა?? თუ რას გვირჩებთ? პაციენტი მამაკაცია.

http://radikal.ru/F/s51.radikal.ru/i132/1209/b7/da1d33664706.jpg.html

http://www.radikal.ru

ველი თქვენს პასუხს, წინასწარ მადლობა და ბოდიში შეწუხებისათვის!

Posted by: ninia11 4 Sep 2012, 10:02
DocTemo
QUOTE
ninia11
დოსტინექსის მოქმედება შეილება 1-2 კვირა გაგრძელდეს, შესაბამისად დაბალი წნევაც შეიძლება მაგის გამო იყოს. კარგი იქნება რომ პროლაქტინზე ცააბაროტ ანალიზი

დიდი მადლობა

Posted by: forumeli007 4 Sep 2012, 11:21
DocTemo
ძალიან გთხოვთ უპასუხოთ არ დატოვოთ ჩემი კითხვა, ამ ეხოსკოპისტმა დღეს საღამოს დაიბარა ბიოფსიაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა გაიკეთოს ბიოფსია თუ თავი უნდა შევიკავოთ მაინც??

Posted by: wonderland1 4 Sep 2012, 18:51
ისე ნინო ღუდუშაური ძალიან ძლიერი ექიმია, ეგ ტყუილად არ დანიშნავდა ბიოფსიას, ნუ გეშინიათ და ცუდზე ნუ ფიქრობთ.

Posted by: DocTemo 5 Sep 2012, 08:49
forumeli007
დამაგვიანდა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე აქამდე შემოხედვა. ბიოფსია გასაკეთებელია, მინიმუმ ციტოლოგიური კვლევა საჭიროა.

Posted by: forumeli007 5 Sep 2012, 10:05
DocTemo
მე მაინც დაგელოდეთ და არ წავედით ექიმთან...
ე.ი. თქვენი აზრით უნდა გავიკეთოთ ბიობსია.... რაიმე საეჭვოს ხედავთ?? რაზე გაქვთ ეჭვი??
* * *
wonderland1
ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ ხომ იცით კარგზე არასოდეს არ ფიქრობ ადამიანი... სულ ცუდი გიდგას თვალწინ...

Posted by: ninia11 5 Sep 2012, 12:21
forumeli007
QUOTE
ისე ნინო ღუდუშაური ძალიან ძლიერი ექიმია, ეგ ტყუილად არ დანიშნავდა ბიოფსიას, ნუ გეშინიათ და ცუდზე ნუ ფიქრობთ

საკუთარი გამოცდილებიდან იგივე შემიძლია მეც ვთქვა. მართლა ძალიან კარგი სპეციალისტია, თან ძალიან ყურადღებიანია.

Posted by: DocTemo 5 Sep 2012, 16:47
forumeli007
QUOTE
მე მაინც დაგელოდეთ და არ წავედით ექიმთან...

smile.gif
QUOTE
ე.ი. თქვენი აზრით უნდა გავიკეთოთ ბიობსია.... რაიმე საეჭვოს ხედავთ?? რაზე გაქვთ ეჭვი??

დიდად საეჭვო არაა, მაქ გინეკომასტიაა (თუ როგორც თქვენ თქვით მამაკაცია) და გაიდლაინით მამაკაცის ძუძში თუკი ექოსკოპიით ჩანს სიმკვრივი, ბიოფსიაა გასაკეთებელი იმის შესაფასაბლად საჭიროა ოპერაცია თუ შეიძლება წამლებით მკურნალობა. ბიოფსიაც უკეთესია რომ ექოსკპოიის კონტროლით ჩატარდეს

Posted by: marja ivanovna 6 Sep 2012, 05:05
ძუძუს გასაშრობად დოსტინექსი შეიძლება ექიმის კონსულტირების გარეშე დავლიო?

Posted by: DocTemo 6 Sep 2012, 09:51
marja ivanovna
QUOTE
უძუს გასაშრობად დოსტინექსი შეიძლება ექიმის კონსულტირების გარეშე დავლიო?

რამდენის დალევას აპირებთ, და რამდენ ხანს? smile.gif

Posted by: Breaky 6 Sep 2012, 10:33
მამოგრაფიაზე სად და ვისთან მირჩევთ მისვლას?

Posted by: forumeli007 6 Sep 2012, 10:49
DocTemo
ძალიან დიდი მადლობა პასუხისათვის!

Posted by: marja ivanovna 7 Sep 2012, 08:00
DocTemo
მგონი 2 აბი უნდა 2 დღის განმავლობაში, არა?

Posted by: DocTemo 8 Sep 2012, 23:53
marja ivanovna
"მგონით" მკურნალობა სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ უკეთესია მიმართოდ ექიმს.

Posted by: marja ivanovna 9 Sep 2012, 07:04
დიდებული პასუხი იყო, დოქტორ თემო. მგონით მკურნალობას რომ არ ვაპირებ, იმიტომაც დავსვი კითხვა, იმ იმედით, რომ ვინმე მინიმუმ გამოცდილებას გამიზიარებდა ან უკეთეს შემთხვევაში, ექიმი მიპასუხებდა. თორემ, როგორმე, მივხედავ ჩემს სიცოცხლეს. (მიმართოდ - არასწორია, უნდა იყოს - მიმართოთ! )

Posted by: Natuka NGN 9 Sep 2012, 11:27
marja ivanovna
ჩემო ქალბატონო იუზერო, დოსტინექსი ეს ის პრეპარატია, რომელსაც ფორუმზე ექიმი ვერ დაგინიშნავთ და ვერც რჩევას ვერ მოგცემ რა რაოდენობა მიიღოთ, თუგინდ არსებობდეს ამი მიღების მზა სქემა. დანაშაული იქნება ეს მისი მხრიდან. ეს რომ გააკეთოს შენიშვანს მივცემ. ეს პრეპარატი უნდა დაგინიშნოთ თქვენმა მამოლოგმა. იცით საერთოდ როგორი ძლიერი ზემოქმედება აქვს მას? დაგილევიათ? იცით მისი გვერდითი მოვლენები რამდენია?
უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი სანამ თქვნეთვის საჭირო დოზირება მოხდება.
სწორედ "მგონით" მკურნალობაა ფორუმზე დოზის ძიება.
არც თქვენი გრამატიკაში განსწავლულობაა აქ საინტერესო.
დოკ თემო სწორედ მაშინ იქნებოდა გასალანძღი თქვეთვის ფორუმზე დანიშნულება რომ მოეცა.
QUOTE
ძუძუს გასაშრობად დოსტინექსი შეიძლება ექიმის კონსულტირების გარეშე დავლიო?

არ შეიძლება.
DocTemo
უნდა თავიდნვე გაგეშვათ ექიმთან კონსულტაციაზე. ეს ჩემი შენიშვნა.

Posted by: marja ivanovna 9 Sep 2012, 12:55
ამ ფორუმზე რისთვის შემოდის ხალხი და კითხვებს რისთვის სვამს, საერთოდ? რომ არ ვიცი გვერდითი მოვლენები და ვვარაუდობ, რომ ძლიერი ზემოქმედება შეიძლება ქონდეს ამ პრეპარატს და მამოლოგთან მისვლამდე შუალედურად მინდა დავაზუსტო, ვინმემ რამე თუ შეიძლება მითხრას, რაც იცის ამ სფეროში, იმიტომაც შემოვდივარ და ვსვამ კითხვას, როგორც ჩანს, შეიძლებოდა უბრალოდ ეთქვათ, რომ არა, არ შეიძლება ექიმის გარეშე დამატებითი ქილიკის გარეშე. ლანძღვა არავისთვის მიკადრებია, ქილიკზე ქილიკითვე ვპასუხობ და არც ის მაინტერესებს, ჩემი გრამატიკის ცოდნა აინტერესებს ვინმეს თუ არა.

Posted by: ketevani85 10 Sep 2012, 11:43
მეც ვიკითხე ამას წინათ აფთიაქში და არ მომცეს, ექიმის გარეშე არ ვიძლევითო. ამიტომ, ჯობია მივმართოთ ექიმს

Posted by: DocTemo 11 Sep 2012, 23:13
marja ivanovna
ბოდიშს ვიხდი "ქილიკისთვის".


Posted by: marja ivanovna 12 Sep 2012, 12:47
მეც მომიტევეთ, მძიმე დღე მქონდა smile.gif

Posted by: ketusia7 16 Sep 2012, 19:23
დასკვნა:
dex BI-RADS 2, sin BI-RADS 2
ფიბროზულ-ცისტოზური მატოპათიის სურათი
-----------------------------------------
ეს არის ჩემი გამოკვლევის დასკვნა. ზუსტად ერთი წლის წინ გავიკეთე. ექიმთან ვერ მივედი უსახსრობის გამო.
ეხლა დავინტერესდი და აქ დავწერე ეს მონაცემები.
როგორც მივხვდი კალცინატები მაქვს. ძალიან შევშინდი. ისევ და ისევ არ მაქვს ექიმთან ვიზიტის საშუალება.
იქნებ რამე საშუალება მირჩიოთsad.gif რომ ეს კალცინატები გაქრეს?
წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: DocTemo 18 Sep 2012, 00:13
ketusia7
1 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია რომ იმ გამოკვლევის მიხედვით რაიმე დანიშნოს მამოლოგმა. მინიმუმ ექო საჭიროა, კარგია მამოგრაფია და ექო. კალცინატები როგორც წესი არ იწოვება, თუმცა არც რაიმე პათოლოგიას არ იქვევს თუ თავიდანვე საეჭვო არაა (მამოგრაფიაზე).

Posted by: ketusia7 18 Sep 2012, 19:48
DocTemo
უღმესი მადლობა. ეხლა პარასკევს ვარ ჩაწერილი მამოლოგთთან და თან ექოსაც გავიკეთებ.

Posted by: loom 22 Sep 2012, 22:40
;მეგობრებო ვარ რაიონიდან და თბილისში მხოლოდ ერთი დღით მიხერხდება ჩამოსვლა. შემაწუხა მკერდთან უცაურმა გამაგრებამ და მინდა ერთ დღეში მოვასწრო მამოლოგის კონსლულატიაც და ყველა გამოკვლეა რაც საჭირო გახდება.ძალინ გთხოვთ მირჩიეთ სად მივიდე? თან კვალიფიციური გამოკლევები რომ ჩამიტარონ??

Posted by: პროფაზა 24 Sep 2012, 22:01
არ ვიცი სწორ ადგილზე ვსვამ ტუ არა კითხვას, მაგრამ იქნებ მიპასუხოთ.

ჩემი მეგობარი მეუბნება რომ ხანდახან მოშარდვის დროს სპერმის მცირე რაოდენობა გამოუდის. რისი ბრალი შეიძლება იყოს და საშიშია ტუ არა?

Posted by: DocTemo 25 Sep 2012, 00:01
პროფაზა
არანარი კავშირი მაგ კითხვას არ აქვს ამ განყოფილებასთან

Posted by: giosmariami 27 Sep 2012, 14:32
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ, რა ხერხს მივმართო აღარ ვიცი ბავშვს რომ შევაწყვეტინო ძუძუთი კვება, უკვე წლინახევრის არის, ცალ მკერდს ვაჭმევ, რომელიც გამიშრა ის მკერდი მტკივა. ამასთან ერთად ძალიან მცვივა თმა და ვერ ვსვამ წამლებს ლაქტაციის გამო, ასევე შაკიკი მაქვს და ექიმმა აპროვოცირებს ლაქტაციის პერიოდიცო და ასევე ვერანაირ პრეპარატს ვერ ვიღებ. ხერხემალიც მაწუხებს ძალიან. დროა უკვე დავანებებიო მაგრამ როგორ არ ვიცი, რა აღარ დავიყარე, მაგრამ შუა ღამეს უჭირს ძილის გაგრძელება როცა ეღვიძება. ფაქტიურად სულ ზედ არის ჩამოკიდებულ. სხვასთან ვერ ვტოვებ, სულ დედა მეძახის და განწირულად ტირის, რა დღეში ვარ კიდევ მიჭირს გადმოცემა.. არ დაიზაროთ და მირჩიეთ რამე... sad.gif

Posted by: DocTemo 28 Sep 2012, 23:12
giosmariami
უნდა მიხვიდეთ მამოლოგთან და დაგინიშნავთ წამალს.

Posted by: Wednesday 29 Sep 2012, 00:06
ნინო ღუდუშაური რომელ კლინიკაშია? ხომ არ იცით?

Posted by: xatxato 29 Sep 2012, 19:36
DocTemo
10 წლის წინ გავაჩინე შვილი, მაგრამ დღესაც მაქვს ძუძუში რძის წვეთები, ვმკურნალობდი პროლაქტინზე, 6 თვე, ვსვამდი დოსტინექსს, ბრომოკრიპტინს... აგნუსს კაკტუს
* * *
ნეტა რისი ბრალი იქნება? გადაღებული მაქვს ექოც, მაგრამ ექიმმა ყველაფერი წესრიგში გაქვსო, მენსტრუაცია მაქვს არეული, ეს უშლის ხელს შვილის გაჩენას, ან რაიმე საშიშია
* * *
ნეტა რისი ბრალი იქნება? გადაღებული მაქვს ექოც, მაგრამ ექიმმა ყველაფერი წესრიგში გაქვსო, მენსტრუაცია მაქვს არეული, ეს უშლის ხელს შვილის გაჩენას, ან რაიმე საშიშია

Posted by: DocTemo 30 Sep 2012, 00:39
xatxato
QUOTE
ვმკურნალობდი პროლაქტინზე, 6 თვე, ვსვამდი დოსტინექსს, ბრომოკრიპტინს... აგნუსს კაკტუს

პროლაქტინი ანალიზებით რა დონეზეა?

Posted by: xatxato 30 Sep 2012, 14:30
* * *
DocTemo
პროლაქტინი მქონდა 11,6 ფოლიკურმასტიმულირებელი ჰორმონი_ 9.2 მალუთინიზირებელი ჰორმონი 39.5 პროგრესტერონი 12.4 ესტრადიოლი 217.0 ეს ანალიზი როცა ავიგე მენსტრუაცია არ მქონდა 3 თვე, დამინიშნა ექიმმა წამლები ინოკლიმი და დისმენორმი , სამი თვე ვმკურნალობდი, თითქოს ჩამიდგა მენსტრუაცია, მაგრამ მერეისევ ამერია, მკერდში რძე ადრეს მქონდა და ეხლაც მაქვს, ითვლება ეს მკურნალობა ნორმად? რომელი ჰორმონი მაქვს მომატებული? შემდეგ დავლიე დოსტინექსი, ნახევარი აბი კვირაში ორჯერ, შემდეგ ბრომოკრიპტინი
* * *

Posted by: DocTemo 30 Sep 2012, 15:17
xatxato
ანალიზებს რომ მაგ ლაბორატორიის ნორმები მიუწეროთ კარგი იქნება. თუმცა ზუსტი გარკვევა მაგ საკითხების მაინც ენდოკრინოლოგის კომპეტენციაშია.
მე როგორც ვხვდები ის მაჩვენებელი რაც პროლაქტინზე გიწერიათ ნორმის ფარგლებშია. როგორ გითხრათ ექიმმა?

Posted by: xatxato 30 Sep 2012, 20:22
DocTemo
ექიმმაც ესე მითხრა, მაგრამ ძუძუში რძის წვეთები ამდენი ხნის შემდეგ, მაინც პროლაქტინის მაჩვენებელიაო და დოსტინექსი და შემდეგ ბრომოკრიპტინი, თქვენ როგორ ფიქრობთ რისი ბრალი იქნება

Posted by: ეთუნი 5 Oct 2012, 23:54
loom
QUOTE
;მეგობრებო ვარ რაიონიდან და თბილისში მხოლოდ ერთი დღით მიხერხდება ჩამოსვლა. შემაწუხა მკერდთან უცაურმა გამაგრებამ და მინდა ერთ დღეში მოვასწრო მამოლოგის კონსლულატიაც და ყველა გამოკვლეა რაც საჭირო გახდება.ძალინ გთხოვთ მირჩიეთ სად მივიდე? თან კვალიფიციური გამოკლევები რომ ჩამიტარონ??

ციხისელი ძალიან კარგი სპეციალიტია, ბევრმის პაციენტს ვიცნობ, იქნებ მასთან მიხვიდე? ვაკეში იყუო ლეჩკომბინატში, ეხლა არ ვიცი, 09ში გაიგე

Posted by: DocTemo 6 Oct 2012, 11:45
xatxato
QUOTE
გრამ ძუძუში რძის წვეთები ამდენი ხნის შემდეგ, მაინც პროლაქტინის მაჩვენებელიაო

ჩემი აზრით დოსტინექსის დანიშნვა ნორმალური ანალიზის დროს არანაირად გამართლებული არ არის.
"რძის" (რძისმაგვარი სითხის) გამოყოფის სხვა მიზეზებიც არსებობს.

Posted by: xatxato 6 Oct 2012, 20:57
DocTemo
მაინ რა მიზეზებია.. რაიმე სასწრაფო და საშიშია? ვის უნდა მივმართო?

Posted by: DocTemo 6 Oct 2012, 23:19
xatxato
QUOTE
ვის უნდა მივმართო?

ენდოკრინოლოგს, რომელიც ნორმალური პროლაქტინის ანალიზის დროს დოსტინექს არ გამოგიწერთ. და შეიძლება მამოლოგს მიმართოდ.
QUOTE
რაიმე სასწრაფო და საშიშია?

ასე დისტანტურად დანარჩენს ვერ დაავადგენთ

Posted by: xatxato 9 Oct 2012, 21:00
DocTemo
ეს წვეთები რომელიც ძუძუდან მომდის რძისფერია, ადრე მენსტრუაციის დროს ძალიან მტკიოდა, ,მეგონა ორსულად ვიყავი, მეზრდებოდა და ხელით შეხების დროს მტკიოდა, ეს რომ ვუთხარი ექიმს გამაკეთებინა ექო, ექომ რაიმე საშიში არ აგმომიჩინა მითხრა მასტოპათიაა 2მმ და თან დამინიშნა აგნუს კასტუქსი, დოსტინექსი და მერე ეს წამალი ბრომოკრიპტინით შემიცვალა... თან დამინიშნა მენზის მოსვლის დღიდან 14 დღემდე ტრიბესტანი რომელმაც მენსტრ. თავიდან ამირია... მკერდში რძე მაინც მაქვს (მე მეორე შვილის გაცენა მინდოდა და მაშინ წამოვიდა ეს პრობლემები, ეს წამლები გინეკოლოგმა დამინიშნა.
არ ვიცი ამ ყველაფერს თქვენთან რომ ვწერ რამდენად სწორია, მაგრამ მაინტერესებს, რას მირჩევთ, ეს წამლები არასწორად ვსვი? რაიმეს ხომ არ დამიშავებს?

Posted by: Salome_L 9 Oct 2012, 22:51
DocTemo

რა ქვია იმ წამალს რძის გასაშრობად რომ სვამენ??

Posted by: mammolog 11 Oct 2012, 22:59
როდის უნდა მივმართოთ ექიმს!
თუკი შეამჩნევთ:
მკვრივ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს;
ლიმონის ქერქისებრ კანს;
ძუძუს კანის შეჭმუხვნას;
უჩვეულო ტკივილს ძუძუში;
წვას და სიწითლეს დვრილის არეში;
დვრილის ჩაბრუნებას;
სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან;
კიბოსწინა დაავადების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის აუცილებელ პირობას წარმოადგენს

Posted by: shtori 16 Oct 2012, 02:11
დღეს შევნიშნე მკერდზე, დვრილთან ორნავ სიწითლე მაქვს და მცირე ზომის ბურთივით სიმკვირვე.
ტკივილით არ მტკივა. მოსინჯვიშ შემდეგ ცოტა უსიამოვნოდ ვგრძნობ სიმძიმესავით.

რისი ბრალი იქნება ვითომ?

Posted by: DocTemo 16 Oct 2012, 16:52
shtori
მიმართეთ მამოლოგს და გაიკეთეთ ექოსკოპია. გავს ანთებას კისტის ფონზე. მაგრამ გამოიკვლიეთ აუცილებლად

Posted by: shtori 16 Oct 2012, 18:03
DocTemo
მადლობა. მივმართავ აუცილებლად ექიმს, მაგრამ მანამდე მაინტერესებს ანთება რომ იყოს მკურნალობა დამჭირდება რამე? თავისით არ გადავა?

Posted by: DocTemo 16 Oct 2012, 20:55
shtori
მკურნალობა საჭიროა, თავისით რომც გადავიდეს

Posted by: JaneT 17 Oct 2012, 09:07
მარცხენა მკერდზე შევამჩნიე "უპლოტნენიე", ღრმად არის შიგნით. ადრეც მქონდა მემგონი მაგრამ ეხლა რატომგაც შევამჩნიე როცა ვეხები ცოტა მტკივდება. ვაპირებ სკრინნინგ ცენტრში წასვლას მაგრამ თუ მანამდე რამე კარგს მეტყვით გამიხარდება biggrin.gif
და კიდე რა ღირს დიდუბის სკრინინგ ცენტრში გასინჯვა ან კონსულტაცია, მადლობთ)

Posted by: BloodElf 28 Oct 2012, 17:22
გამარჯობათ smile.gif ეს დღეები მარჯვენა მკერდში მაწუხებს ჩხვლეტისმაგვარი ტკივილი.. ხელით მოსინჯვისას თითქოს გამაგრებულივით მეჩვენა ( თუმცა იმდენად შეშინებული ვისინჯავდი შეიძლება მეჩვენება კიდეც ) გათხოვილი ვარ შვილები არ მყავს.. წესით არც ორსულად უნდა ვიყო.. დაახლოებით 5 დღეში ველოდები თვიურს.. ადრე ზომაში იმატებდა ხოლმე მკერდი თვიურის დროს.. ახლა ეს ჩხვლეტაც დაერთო.. ცოტა არ იყოს და შეშინებული ვარ sad.gif ნორმალურია ეს ყველაფერი თუ წავიდე მაინც ექიმთან?

Posted by: mammolog 28 Oct 2012, 21:48
BloodElf
დაელოდეთ ციკლის დასრულებას და თუ არ გაგიარათ დისკომფორტმა მკერდში და ის "თითქოს გამაგრებული" მაშინ ციკლიდან მე-7 მე-10 დღემდე მიმართეთ მამოლოგს.
თუმცა ესეთი სიმპტომები ციკლის მეორე ფაზას შეესაბამება. smile.gif

Posted by: Only Me 30 Oct 2012, 21:11
mammolog
გამარჯობათ.. მკერდშიმაქვს დიდი ხანია დისკომოფრტის შეგრძნება... ტკივილი არა.. ვარ 21 წლის გასათხოვარი..
ხელითაც რო ვისინჯავ ვერაფერს ვგრძნობ (პატარა მკერდი მაქვს და წესით ვიგრძნობდი რამეს)
და ახლა დამეწყო მკლავის უკან მხარის ტკივილები... 2კვირაა ალბათ უკვე..და ამის გამო შეიძლება იყოს?
ან რისი ბრალი შეიძლება იყოს.. : (

Posted by: xatxato 8 Nov 2012, 14:20
mammolog
ეს წვეთები რომელიც ძუძუდან მომდის რძისფერია, ადრე მენსტრუაციის დროს ძალიან მტკიოდა, ,მეგონა ორსულად ვიყავი, მეზრდებოდა და ხელით შეხების დროს მტკიოდა, ეს რომ ვუთხარი ექიმს გამაკეთებინა ექო, ექომ რაიმე საშიში არ აგმომიჩინა მითხრა მასტოპათიაა 2მმ და თან დამინიშნა აგნუს კასტუქსი, დოსტინექსი და მერე ეს წამალი ბრომოკრიპტინით შემიცვალა... თან დამინიშნა მენზის მოსვლის დღიდან 14 დღემდე ტრიბესტანი რომელმაც მენსტრ. თავიდან ამირია... მკერდში რძე მაინც მაქვს (მე მეორე შვილის გაცენა მინდოდა და მაშინ წამოვიდა ეს პრობლემები, ეს წამლები გინეკოლოგმა დამინიშნა.
არ ვიცი ამ ყველაფერს თქვენთან რომ ვწერ რამდენად სწორია, მაგრამ მაინტერესებს, რას მირჩევთ, ეს წამლები არასწორად ვსვი? რაიმეს ხომ არ დამიშავებს?

Posted by: kiloko 8 Nov 2012, 16:09
გთხოვთ გამარკვიეტ რომელ ექმის უნდა მივმართო ანალიზების ჩასაბარებლათ ანუ რამე დაავადება ხო არ დამემართა სექსუალური კავშირის მერე ანუ ტავს არ ვიცავდი sad.gif?

Posted by: gvendoleni 9 Nov 2012, 19:39
გამარჯობათ, ფიბროადენომის ორმხრივი სექტორული რეზექციის შემდეგ რამდენ ხანში შეიდძლება ფიზიკური დატვირთვა? ვგულისხმობ ტრენაჯორები და აქტიური ვარჯიში. მადლობთ წინასწარ:-DDD

Posted by: DocTemo 10 Nov 2012, 02:18
gvendoleni
QUOTE
ფიბროადენომის ორმხრივი სექტორული რეზექციის შემდეგ რამდენ ხანში შეიდძლება ფიზიკური დატვირთვა? ვგულისხმობ ტრენაჯორები და აქტიური ვარჯიში.

მე ვფიქრობ რომ ჭრილობის შეხორცებიდანვე შეიძლება, თუ მტკივნეული არ არის. ... თუმცა ორმხრივი სექტორული რეზექცია, ფიბროადენომის დროს...ასეთი ოპერაცია მაფიქრებს..რაიმე ხომ არ გეშლებათ?

Posted by: gvendoleni 10 Nov 2012, 23:59
არა უბრალოდ ორივე სარძევე ჯირკვალზე მქონდ ად შესაბამისად დამჭირდა ორმხრივი. და აბა რა ჰქვია ფიბროადენომის ოპერაციულ მკურნალობას????? მადლობთ:-)))

Posted by: mammolog 24 Nov 2012, 00:34
Only Me ხეხემლის ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს მკერდში ტკივილიც და დისკომფორტი, თუმცა მამოლოგთან კონსულტაციით უკვე დარწმუნდებოდით არის თუ არა მკერდში რაიმე პათოლოგია.


* * *
xatxato ეს გამონადენი მკერდიდან დიდი ხანია გააქვტ?? როდის იყო პირველი ორსულობა?? და როდის დაასრულეთ ძუძუთი კვება? ანუ რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ??? გამონადენი ბევერი გააქვთ მკერდიდან? საერთოდ როცა გეგმავ ფეხმძიმობას წესით პროლაქტინზე ანალიზი უნდა ჩააბაროთ და შემდეგ უნდა მიიღოთ ეს ჰორმონები და ეს სქემა წესით ენდოკრინოლოგ გინეკოლოგმა უნდა დაგინიშნოთ.

Posted by: forumeli64 24 Nov 2012, 13:37
ჩამოვედით უკრაინიდან (ლისოდი)

პირველ; რიგში დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თემური ექიმს (უზერი-დოქ_თემო) იმ გულისხმიერებისათვის და დახმარებისათვის (უანგაროდ!) რაც მან გაგვიწია უკრაინაში გამგზავრების წინ და ზოგადად, მკურნალობის საკითხში.

ენდეთ ლისოდს
მაღალი დონის კლინიკაა


გისურვებთ ჯანმრთელობას!

Posted by: DocTemo 24 Nov 2012, 21:30
forumeli64
ძალიან სასიამოვნოა რომ ეს ეტაპი მშვიდობიანად და კომფორტულად გაიარეთ.

Posted by: dudidudididudi 28 Nov 2012, 23:26
ვარ 39 კვირის ფეხმძიმე 4 დეკემბერს მიწევს მშობიარობა. მეუღლეს დღეს დაუდგინდა სიფილისი. შესაძლებელია თუ არა რომ მე არ მქონდეს და თუ მაქვს მაინც ბავშვს აუცილებლად ექნება? და ძუძეთი კვებაზე არც უნდა ვიფიქრო ხომ? ანალიზების გაკეთებას ვერ მოვასწრებ და იქნებ წამალი მითხრათ და როგორ დავლიო რომ რძე გამიშრეს

Posted by: xatxato 1 Dec 2012, 22:17
mammolog
მკერდიდან გამონადენი ცოტა მომდის ხელს რომ დავიჭერ მხოლოდ მაშინ, 10 წლის წინ ვიმშობიარე 2 წლის წინ მეორე შვილის გაჩენა მოვინდომე და და მალევე მომშორდა , აი მაშინ მივედი ექიმთან და ექიმმა აღმომიჩინა , რაც ეს მკურნალობა ჩავიტარე მას შემდეგ 1 წელი გავიდა... ორსულობა მერე არ მქონია, წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: tamrikp 10 Dec 2012, 13:03
ძალიან გთხოვთ,თუ ვინმემ იცით მამოლოგ ნინო ღუდუშაურის კოორდინატები დამეხმარეთ, დამაკვალიანეთ.მადლობთ წინასწარ.

Posted by: keen 10 Dec 2012, 13:26
tamrikp
QUOTE
ძალიან გთხოვთ,თუ ვინმემ იცით მამოლოგ ნინო ღუდუშაურის კოორდინატები დამეხმარეთ, დამაკვალიანეთ.მადლობთ წინასწარ.

ხეჩინაშვილის კლინიკაშია, ვაკეში. ტელ. 2 21 44 00 დარეკეთ და ჩაგწერენ.

Posted by: tamrikp 11 Dec 2012, 23:38
keen
დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის ,დახმარებისთვის.

Posted by: gadya 13 Dec 2012, 15:56
mammolog
ზედმეტმა ვარჯიშმა შესაძლებელია მკერდის მგრძნობელობა ან ტკივილი გაზარდოს წინა მენსტრუაციულ პერიოდში?
ახლახანს ვარჯიშის დროს გაოფლილი ტანსაცმლის გამოცვლისას სპორტული ლიფი სანამ წესიერად ჩავიცვი ცალ მკერდზე დამაჭირა და 1-2 დღე მტკიოდა ეგ ადგილი ხელს რო მივადებდი;
ან გაოფლილზე შემცივდა და მაგის ბრალია?
ახლა უკვე მენსტრუაციის მოსვლასთან ერთად გამიარა ნელნელა, მაგრამ დავინტერესდი ეს ფაქტორები მოქმედებს თუ არა და მომავალში რა გავითვალისწინო ჩემი აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე?

Posted by: tamburmajori 14 Dec 2012, 13:37
ხალხო მიხედეთ ჯამრთელობას. არანაირი ფული არ დაზოგოთ, თორემ ეგ ფულიც ბოლოს ოხრად დაგრჩებათ. bis.gif

Posted by: natata25 17 Dec 2012, 15:17
გამარჯობა თუ შეიძლება მირჩიეთ სად იღებენ კარგად ეხოსკოპიას მკერდზე. საშინლად მტკივა მარცხენა მკერდი და იღლიაა გადავიღე ეხო და არაფერი არ არისო მაგრამ აშკარად ძალიან მაწუხებს rolleyes.gif

Posted by: mammolog 19 Dec 2012, 00:15
[gadya
ზედმეტად გადატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს მკერდის ტკივილი, მაგ დროს მკერდის დიდი კუნთი იტვირთება, რაც იწვევს თითქოსდა ძუძუში ტკივილს, რაც შეეხება ბიუსტჰალტერს, მას არ უნდა გამოეწვია ტკივილი, მითუმეტეს სპრტული ლიფი არც ტუ ისე უხეშია. შესაძლებელია ეს ტკივილი დაკავშირებული იყო ციკლის მეორე ფაზასთან.

Posted by: dali19 21 Dec 2012, 13:51
ninikoniniko-eqimi
ციხისელი არის მრდალეიშვილის კლინიკაში ლისის ტბაზე, ასე თქვეს ონკოლოგიურში ორი დღის წინ.

Posted by: DocTemo 2 Jan 2013, 21:59
გილოცავთ ახალ 2013 წელს! განკურნების წელი ყოფილიყოს მათთვის ვისაც რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, და ჯანმრთელობის და მხოლოდ პროფილაქტიკური გამოკვლევების წელი ყოფილიყოს მათთვის, ვისაც არაფერი აწუხებს!
იმედია მომიტევებთ ასეთი სამედიცინო მოლოცვისთვის და გამიგებთ! smile.gif

Posted by: agr_bak 4 Jan 2013, 19:11
DocTemo
QUOTE
"რძის" (რძისმაგვარი სითხის) გამოყოფის სხვა მიზეზებიც არსებობს.

შეგიძიათ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ამის შესახებ?
მშობიარობიდან ალბათ 14-15 წელი იგივე მქონდა და მერე თვისით გაქრა
საინტერესოა რა იწვევდა ან თვისით როგორ გაქრა?

Posted by: DocTemo 5 Jan 2013, 13:35
agr_bak
დეტალურად მოყოლა აქ შეუძლებელია ვფიქრობ. ძალიან ბევრი და რტული მექნიზმებია. ჩემთვის როგორც კლინიცისტისთვის მტავარია იმის გარკვევა როდის საჭიროებს სიტუაცია ჩარევას და როდის არა (ანუ დაკვირვება საკმარისია).

Posted by: regenbogen 8 Jan 2013, 20:29
ერთი კვირის წინ ვიგრძენი გამაგრება და ტკივილი მკერდში,ეხოსკოპია გავიკეთე და რაღაც არაკონტურირებული შემაგრება აჩვენა,მკვეთრად გამოხატული საზღვრების გარეშე....ეხპსკოპისტმა ჩაწერა დასკვნაში,კეროვანი ფიბროზი,კითხვის ნიშნის ქვეშ და გადამამისამართა მამოლოგთან,11-ში ვარ ჩაწერილი კონსულტაციაზე...


რა არის ეს კეროვანი ფიბროზი ვერ ამიხსნეს წესიერად...ინტერნეტშიც ვერაფერი ვიპოვე,ზოგადი ცნობებია მარტო...ისეთი არაფერიაო,ეგ მითხრა მარტო იმ ეხოსკოპისტმა...თან დააყოლა,შეიძლება პუნცია დაგჭირდესო,რომ გაიგონ რა არისო...

ეს პუნციაც,გამიგია, რომ მტკივნეულია,ანესთეზიით კეთდება??

მოკლედ ცოტა შეშინებული ვარ,გაურკვევლობამ სულ მთლად ამრია...smile.gif
ისე შეიძლება,რძე იყოს დარჩენილი?ლაქტაციას მოვრჩი მაისში და რძე თავისით გამიშრა,მერე მასაჟისტთან მინდოდა მისვლა,თუ რამე იყო დარჩენილი,რომ გამოეტანა,მაგრამ ვერ მოვაბი თავი...sad.gif

Posted by: rustavskimafia 22 Jan 2013, 11:14
Warning:
პოსტი წაიშალა.
+20% რეკლამისათვის

Posted by: CrazyRider 27 Jan 2013, 01:18
ამ ავადმყოფობის გამოკვლევები და ოპერაცია როგორც მსმენია უფასოა და ფინანსდება და ახლაც ასეა თუ მოხსნა სახელმწიფომ თუ იცით? თუ მხოლოდ გამოკვლევაა უფასო?

Posted by: Solveig 27 Jan 2013, 01:28
CrazyRider


კითხვა მამოლოგთან გვაქვს აქ. შევაერთებ. იქ ექიმიც წერს და მიიღებ აუცილებლად პასუხს...

Posted by: CrazyRider 27 Jan 2013, 14:52
Solveig
გაიხარე smile.gif

ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსიმნეს გამოკვლევები და ოპერაცია როგორც მსმენია უფასოა და ფინანსდება და ახლაც ასეა თუ მოხსნა სახელმწიფომ თუ იცით? თუ მხოლოდ გამოკვლევაა უფასო?

Posted by: xatxato 27 Jan 2013, 22:09
mammolog
მკერდიდან გამონადენი ცოტა მომდის ხელს რომ დავიჭერ მხოლოდ მაშინ, 10 წლის წინ ვიმშობიარე 2 წლის წინ მეორე შვილის გაჩენა მოვინდომე და და მალევე მომშორდა , აი მაშინ მივედი ექიმთან და ექიმმა აღმომიჩინა , რაც ეს მკურნალობა ჩავიტარე მას შემდეგ 1 წელი გავიდა... ორსულობა მერე არ მქონია, წინასწარ დიდი მადლობა , კიდევ ერტხელ მოგწერტ და მიპასუხეთ რა

Posted by: სერაფიტი 30 Jan 2013, 09:58
მკერდის ასიმეტრია ნორმალური მოვლენაა?ანუ ერთი რომ ოდნავ დიდია და მეორე ოდნავ პატარა ? sad.gif

Posted by: ALE-777 30 Jan 2013, 16:35
გამარჯობათ! რა სამკურნალო საშუალებები არსებობს როდესაც მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი მონაკვეთი არის დათხელებული?

Posted by: Miss_Nata 30 Jan 2013, 21:23
დედას დღეს ბიოფსიის გაკეთება უთხრეს სკრინინგ ცენტრში,ძალიან მეშინია,მანამდე ექოსკოპიურმა გამოკვლევამ ლიპომა აჩვენა,ანუ უფრო ცხიმგროვააო,ვიდრე სხვა ცანაზარდიო,თუმცა მზარდია.მანამდე დედას ფიბრომატოზული კვანძების გამო,საშვილოსნო ამოკვეთეს,ახლახანს ყელის პოლიპი მოკვეთეს,მოკლედ დაიტანჯა ადამიანი.ახლა ძალიან მეშინიაsad.gif((((((((( ციხისელი მირჩიეს,აღარც ვიცი რა ვიფიქრო sad.gif(((((((((

Posted by: noname-111 1 Feb 2013, 23:32
გია ციხისელი ერთერთი საუკეთესო მამოლოგია საქართველოში..."ქარაფს მედლაინში" მუშაობდა ადრე ეხლა არ ვიცი

Posted by: Miss_Nata 2 Feb 2013, 00:28
noname-111
მადლობა,მეც მასე ვიცი.დავრეკავ და გავიგებ ისევ იქაა თუ არა.

Posted by: irakli222 2 Feb 2013, 17:34
QUOTE
გია ციხისელი


კოტე მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს ლისის ტბაზე ონკოლოგიურის გვერდზე

Posted by: Miss_Nata 3 Feb 2013, 00:01
irakli222
ნომერს ხომ ვერ მომწერდიტ,თუნდაც კლინიკის. ანუ ,,კარაპს მედლაინში" აღარაა???

Posted by: makuna14 3 Feb 2013, 17:24

Miss_Nata

კარაპს მედლაინი გადავიდა დიღომში და ციხისელიც იქაა.ღუდუშაურისკენაა

Posted by: irakli222 3 Feb 2013, 22:05
QUOTE
ციხისელიც იქაა


გეშლება

Posted by: Miss_Nata 4 Feb 2013, 23:22
QUOTE
კარაპს მედლაინი გადავიდა დიღომში და ციხისელიც იქაა.ღუდუშაურისკენაა

no.gif
QUOTE
გეშლება

yes.gif მართალია,მარდალეიშვილის კლინიკაში გადასულა მართლაც,დღეს ველაპარაკე. კარაპსმედლაინში აღარ მუშაობს. დიდი მადლობა ყველას გულისხმიერებისთვის smile.gif

Posted by: Universe 14 Feb 2013, 19:52
მკერდი მტკივა გუშინ დღიდან მოყოლებული, ქვედა ნაწილში (ნეკნის გასაყართან)
გამაგრებული არაფერი არ მაქვს, ჩვეულებრივაა. ადრეც მქონია ასე ტკივილი, ზუსტად ამ ადგილას და ბუსჰალტერისთვის დამიბრალებია, მაგრამ ეს დღეები საერთოდ არ მცმია.

რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Luka Pachioli 15 Feb 2013, 20:17
გამარჯობა, მეც მაქვს ერთი კითხვა და არ დამტოვოთ უყურადღებოდ.

მოკლედ ჩემს მეგობარს აქვს ძუძუს თავთან კვანძი. ერთი წლის წინ იყო მამოლოგ გია ნემსაძესთან მაგრამ მან უთხრა საშიში არაფერიაო და არც არაფერი დაუნიშნა, ამას კი უნდა რომ კვანძი გაქრეს და რა უნდა ქნას? თან ამ ბოლო დროს პერიოდულად სტკივა იოლ ფორმებში.

გამოკვლევები გაიკეთა ორგან ადრე , პასუხები ცოტათი განსხვავებული იყო ერთმანეთისგან.

ერთგან წერია რომ აღენიშნება არაჰომოგენური წარმონაქმნი რომელიც იმეორებს ცხიმოვანი წილაკის ფორმას ( დიფერენცირება ლიპომასა და ჰიპერტროფირებულ წილაკს შორის).

ხოლო მეორეგან წერია რომ არის ფიდროადენომის ტიპის და დოპლერული კვლევით მასში ვასკულარიზაცია არ ფიქსირდება.

საოპერაციო არ არისო უთხრა ნემსაძემ , მაგრამ ცუდი შეგრდძნებაა მაინც ესეთი რამის არსებობა და რომელ მამოლოგს ურჩევდით რომ გადაამოწმოს რამე ხომ არ შეიცვალა და თან რამე ისეთი წამალი დაუნიშნოს რომ დაიშალოს.


Posted by: mammolog 16 Feb 2013, 14:19
Luka Pachioli
რაც შეეხება გადამოწმებას შესაძლებელია ისევ ექოსკოპიით გადაამოწმოს გაიზარდა თუ არა ზომებში. თუ 35 წელს ზემოთაა მაშინ ჩაიტაროს მამოგრაფიული გამოკვლევა. თუმცა ლიპომის ან ფიბროადენომის გაქრობა მედიკამენტებით არ ხდება, ამ დროს მხოლოდ ოპერაციული მკურნალობაა ჩვენება, თუმცა თუ ეს წარმონაქმნი 1 სმ-მდეა მაშინ ჯობს დააკვირდეთ დინამიკაში, თუ გახდება მზარდი მაშინ ამოიკვეთავთ.

Posted by: Luka Pachioli 17 Feb 2013, 23:31
QUOTE (mammolog @ 16 Feb 2013, 14:19 )
Luka Pachioli
რაც შეეხება გადამოწმებას შესაძლებელია ისევ ექოსკოპიით გადაამოწმოს გაიზარდა თუ არა ზომებში. თუ 35 წელს ზემოთაა მაშინ ჩაიტაროს მამოგრაფიული გამოკვლევა. თუმცა ლიპომის ან ფიბროადენომის გაქრობა მედიკამენტებით არ ხდება, ამ დროს მხოლოდ ოპერაციული მკურნალობაა ჩვენება, თუმცა თუ ეს წარმონაქმნი 1 სმ-მდეა მაშინ ჯობს დააკვირდეთ დინამიკაში, თუ გახდება მზარდი მაშინ ამოიკვეთავთ.

მადლობა გამოხმაურებისთვის. და რა მინდა გკითხოთ, ექიმმა რეკომენდაციაში დაუწერა რომ გათხოვდიო და აინტერესებს გათხოვების შემდეგ თუ დაიშლება ეგ კვანძი?

და თუ დაშლა არ მოხერხდება რამდენად საშიშია რომ გადაგვარდება ეგ წარმონაქმნი?
და თუ არ აპირებს ჯერ დიდი ხანი გათხოვებას რა უნდა ქნას რომ გარდაქმნას ხელი შეუშალოს .

დიდი მადლობა რომ ყურადღება გამოიჩინეთ.

Posted by: Salome_L 19 Feb 2013, 03:36
გამარჯობა, არ ვიცოდი სად დამესვა ეს კითხვა. ჩემს ქმარს მკერდზე ( უფრო ზუსტად კი არეოლას გარშემო) გამაგრებული აქვს მარცხენა მხარეს, მარჯვენაზე ეს სიმაგრე არ აღენიშნება. როგორც ამბობს სტკივა კიდეც. რა შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართოთ??

Posted by: irakli222 19 Feb 2013, 09:56
QUOTE
Salome_L


ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება რაიმე ინფექციური პროცესი იყოს,
შეიძლება გინეკომასტია, კაცებშიც არის ძუძუს კიბო.
ამიტომ აუცილებლად უნდა გაესინჯოს მამოლოგს.

Posted by: nakanaka 21 Feb 2013, 21:31
გამარჯობა. 3 დღის წინ ბავშმა ძუძუზე მომარტყა ფეხი,გამიმაგრდა და მტკივა,რაიმე საშიში ხომ არ არის? (რძე კარგად მაქ,როცა წოვს მაშინ არ მტკივა) მადლობა.

Posted by: Tmarika 22 Feb 2013, 16:28
DocTemo, mammolog
გამარჯობა, წინასწარ გმადლობთ.

გთხოვთ გადახედოთ ჩემი ექომამოგრაფიის პასუხს და და მითხრათ რაშია საქმე.

კანის საფარველის სისქე - არ აღემატება 2 მმ-ს/
კონტური - დეფორმაციის გარეშე.
კანქვეშა ცხიმი - ზომიერად გამოხატული.
პარენქიმის ექოსტრუქტურა - არაერთგვაროვანი. წარმოდგენილია ჯირკვლოვანი კომპონენტებიტ.დიფუზურად მკვეთრად გამოხატული ფიბროზის ფონზე ისახება სარძევე სადინარები და ზოგიერთ უბანში მათი ცისტური დალატაცია, მაქსიმალური ზომის ცისტები აღწერილია კეროვან დაზიანებებში.
სარძევე სადინრების დიამეტრი - არ აღემატება - 2 მმ-ს.

კეროვანი დაზიანებები: მარცხენა ძუძუს ქვედა გარეთა კვადრანტში გამოვლინდა ცისტა, ზომით 30X13 მმ, ამავე ძუძუს გარეთა კვადრანტში დაახლოებით 2 სტ-ის პროექციაზე ასევე გამოვლინდა ცისტა, ზომით 12X10 მმ
მარჯვენა ძუძუს სუბარეოლურად გამოვლინდა არასწორი ფორმის ცისტა, ზომით 12X6 მმ. ამავე ძუძუს გარეთა კვადრანტისა და არეოლის საზღვარზე გამოვლინდა სამი ერთმანეთთან მჭიდროდ მდებარე ცისტა საერთო ზომით 12X10 მმ.

ითლიების ფოსოები და ლავიწის არეები ყველა თავისუფალია.
დასკვნა: დიფუზური ფიბროზულ-ცისტოზური მასთოპატიის ულტრაბგერითი სურათი.

მამოლოგთან 25 ში ვარ კონსულტაციაზე ჩაწერილი, და იქამდე იქნებ მითხრათ შეიძლება რომ ესენი იყოს ავთვისებიანი კისტები?

Posted by: haloluk 23 Feb 2013, 03:30
შეგიძლიათ რომ დამაკვალიანოთ ვის მივმართო?

იქნებ გამარკვიოთ იმ ოთახში სადაც სიგარეტს ეწევიან რომ ვარ და ვსუნთქავ რაღაც შინაგან ტკივილს ვგრძნობ თითქოს ფილტვების შუშაში არ ვიცი როგორ ავხსნა საიდან მოდის უსიამოვნო შეგრძნება რო ვმოძრაობ და რაღაც უფრო ტკივილში გადადის ხოლმე

Posted by: DocTemo 23 Feb 2013, 23:09
Tmarika
ვნახე თქვენი წერილი პირადში და იქ გიპასუხეთ.

Posted by: madinka 24 Feb 2013, 15:20
გამარჯობათ...გუშინ დამეწყო ცალი მკერდის თავის ტკივილი,დვრილის კერძოდ...გამაგრებული არ მაქვს არსად,მაგრამ მტკივა ისე რომ ტანსაცმელს ვერ ვიკარებ.ბავშვი რომ წოვს ხო საერთოდ ვკივივარ.sad.gifრაღAც არამიწიერი ტკივილია!წუხელ მთლიანად ფერადი გარსი ამოიბურცა ისე რომ ტავი გვერდზე გადაიხარა.მწერის ნაკბენი როა ისე იყო ამობურცული მარტო ფერადი ნაწილი..დილას წოვის დროს სისხლიც ჩამქცევია და გამიშავდა..რა ვქნა რით ვუშველო?

Posted by: Tmarika 24 Feb 2013, 15:42
DocTemo
დიდი მადლობა, გაიხარეთ ცოტა დავმშვიდდი.
ხვალ ვარ ჩაწერილი ძაგნიძესთან და ვნახოთ რა განაჩენს გამომიტანს!
vis.gif

Posted by: DocTemo 24 Feb 2013, 23:51
madinka
QUOTE
წუხელ მთლიანად ფერადი გარსი ამოიბურცა ისე რომ ტავი გვერდზე გადაიხარა.

მართალი რომ გითხრათ ვერ გავიგე რა გიწერიათ.. აჩვენეთ ექიმს
Tmarika
QUOTE
ვნახოთ რა განაჩენს გამომიტანს!

მასეთი განწყობით არ შეიძლება ექიმთან მისვლა smile.gif

Posted by: madinka 25 Feb 2013, 00:05
ანუ დვრილი გვერდზე გადაიხარა შეშუპების გამო..დღეს ვერსად ვერ ვნახე მამოლოგი. sad.gif მოვიარე მთელი დიღმის საავადმყოფოები.და სამშობიაროები.

Posted by: Tmarika 25 Feb 2013, 21:28
DocTemo

ერთი სიტყვით, ვიყავი ძაგნიძესთან და მითხრა რომ 3 კისტის პუნქცია+ციტოლოგია და მკურნალობაო. კუჭ-ნაწლავიდან მომდინარეობსო.

ეს "კისტების დაცლა" არაა საშიში? გამიგია რომ ასეთ რაღაცეებს არ უყვარს ხელის ხლებაო.

მადლობა.

Posted by: mammolog 27 Feb 2013, 14:32
Luka Pachioli რაც შეეხება გათხოვებას : საერთოდ სასურველია სარძევე ჯირკვალმა თავისი ფუნქცია -ლაქტაცია ( რძის გამოყოფა) შეასრულოს 24-28 წლის ასაკში, როცა ეს პროცესი ხანგრძლივდება ჯირკვალი განიცდის ამას და ამიტომაც ვითარდება მასტოპათია ( თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი მასტოპათიის ), მაგრამ იმის გარანტიასაც არავინ არ მოგცემს რომ გათხოვება უშველის, მოარჩენს და გააქრობს ამ კისტებს და ფიბროადენომას.



* * *
Tmarika
მეც ვფიქრობ რომ საჭიროა მოხდეს 30-13 მმ კისტის პუნქცია, დანარჩენი კისტების პუნქტირება არ არის საჭირო, პატარა ზომისაა და შესაძლებელია მკურნალობით განწოვა, რაც შეეხება "არ უყვარს ხელის ხლებაო" ეს უფრო ხალხის თქმულებააა biggrin.gif

Posted by: Tmarika 27 Feb 2013, 21:58
mammolog
გაიხარე. მადლობა

Posted by: otokarcobra 1 Mar 2013, 10:47
ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ რა არის ფილტვის დაავადება ბულოზორი? კარგად რო გამარკვიოთ რა....მადლობა

Posted by: DocTemo 3 Mar 2013, 01:01
otokarcobra
აქ დასამელი კითვა არ არის ეს, მითუმეტეს არ მგონია რომ ვინმემ გიპასუხოდ. ეს განყოფილება სარძევე ჯირკვლების ჯანმრთელობაზეა.

Posted by: სერაფიტი 5 Mar 2013, 15:11
QUOTE (სერაფიტი @ 30 Jan 2013, 09:58 )
მკერდის ასიმეტრია ნორმალური მოვლენაა?ანუ ერთი რომ ოდნავ დიდია და მეორე ოდნავ პატარა ? sad.gif

ჩემი კითხვა დავაკოპირე, დოკ.თემო, ეგებ მიპასუხოთ smile.gif

Posted by: daMboO 13 Mar 2013, 00:32
ზაქარია ზაუტაშვილი , მამოლოგი, გაგიგიათ? როგორი მამოლოგია?
ოპერაცია დამინისნა და არ ვიცი სხვა მამოლოგსაც გავესინჯო თუ არა
* * *
არავის არაფერი გაგიგიათ? sad.gif sad.gif sad.gif
3 ფიბროადენომა მაქვს მკერდში (1 წლის წინ მქონდა რაღაც ოღონდ ფიბროადენომა არა)
ვერ ვხვდები იმიტომ უნდათ რომ ამომაჭრან რომ საშიშია თუ ქართველი ექიმების წიკებია

Posted by: DocTemo 14 Mar 2013, 00:12
სერაფიტი
ნორმალური მოვლენაა ნამდვილად. იმდენად, რომ ცოტას თუ აქვს იდენტური ორივე ძუძუ.

daMboO
QUOTE
ვერ ვხვდები იმიტომ უნდათ რომ ამომაჭრან რომ საშიშია თუ ქართველი ექიმების წიკებია

პოსტსაბჭოური ექიმების წიკებია... თუმცა ზოგჯერ გამართლებულიც.

Posted by: daMboO 14 Mar 2013, 01:06
DocTemo

მადლობა პასუხისთვის

პოსტსაბჭოურმა წიკებმა უნდა დამიმახინჯოს მკერდი biggrin.gif biggrin.gif
როდესაც ერთ კვადრაში ერთი დიდი და ორი პატარ ფიბროადენომაა უფრო ხშირად ნიშნავენ ტუ არ ნიშნავენ? (ვიცი რომ მამოლოგზეა დამოკიდებული მაგრამ ... )

Posted by: ნია ნია 14 Mar 2013, 15:46
DocTemo

გთხოვთ განმიმარტოთ მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევის პასუხი და რამდენად თვლით საჭიროდ მკურნალობის დანიშვნას ოპერაციის შემდეგ? (ჩემი ექიმი არაა ქალაქში და ვერ მოვახერხე ჩვენება).

გავიკეთე ფიბროადენომის გამო ორმხრივი რეზექცია. მორფოლოგიის პასუხი ასეთია: ორივე სარძევე ჯირკვალის ქსოვილში აღინიშნება ფიბროზულ-ცისტური დაავადების პროლიფერაციული ფორმა:გამოხატულია ფიბროზი, ნანახია ჯირკვლოვანი ელემენტების ჰიპერპლაზია, აღინიშნება დილატირებული სადინრები,ზოგიერთ მათგანში აპოკრინული მეტალპაზიის სურათია,ნანახია მარტივი სადინროვანი ჰიპერპლაზიის ფოკუსები,ჯირკვლოვანი ადენოზით წარმოდგენილი კერა, აგრეთვე ნანახია ბრტყელი ეპითელური ატიპიის მცირე უბანი. ორივე ჯირკვლის კვანზოვან წარმონაქმს გააჩნია ფიბროადენომის აგებულება.

პათომორფოლოგიური დიაგნოზი: ორივე სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-ცისტური დაავადება ფიბროადენომის თითო კვანძის ფორმირებით ორივე ჯირკვალში, ბრტყელი ეპითელური ატიპიის მიკროუბნით.


Posted by: DocTemo 16 Mar 2013, 15:57
daMboO
QUOTE
უფრო ხშირად ნიშნავენ ტუ არ ნიშნავენ?


აი პასუხს ნახავთ თქვენს შემდეგ პოსტში: smile.gif

QUOTE
პათომორფოლოგიური დიაგნოზი: ორივე სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-ცისტური დაავადება ფიბროადენომის თითო კვანძის ფორმირებით ორივე ჯირკვალში, ბრტყელი ეპითელური ატიპიის მიკროუბნით.


ანუ უმრავლეს შემთხვევაში აკეთებენ smile.gif

ნია ნია
QUOTE
ორივე ჯირკვლის კვანზოვან წარმონაქმს გააჩნია ფიბროადენომის აგებულება.

აღწერილობააში სადმე უნდა ეწეროს ფიბროადენომიების ზომები - რა ზომის იყო?

ბუსკოპე
მაინტერესებს რამ გაგიჩინათ მაგ კითხვის აქ დასმის სურვილი?

Posted by: ნია ნია 16 Mar 2013, 20:54
DocTemo

QUOTE
აღწერილობააში სადმე უნდა ეწეროს ფიბროადენომიების ზომები - რა ზომის იყო?

1. მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ქსოვილის 3 ფრაგმენტი ზომებით 0,5სმ დიამ, 1სმ დიამ, და ზომებით 3,5Х 2Х 2სმ, განაკვეთებზე მოზრდილ ფრაგმენტში ნანახია მკვეთრი საზღვრების მქონე კვანძოვანი წარმონაქმნი დიამ 0,5სმ, მოთეთრო ფერის, ქსოვილური შენების .
2. მარცხენა სარძევე ჯირკვლის 5 ფრაგმენტი ზომებით 1სმ დიამ, 2სმ დიამ, 3სმ დიამ, 3სმ დიამ. და ზომებით 6 Х4Х2სმ,განაკვეთებზე მოზრდილ ფრაგმენტში ნანახია მკვეთრი საზღვრების მქონე კვანძოვანი წარმონაქმნი დიამ 2,2 სმ, მოთეთრო ფერის,ქსოვილური შენების, მკვრივი კონსისტენციის. დანარჩენ უბნებში ფრაგმენტი წარმოდგენილია ცხიმოვანი ქსოვილით, გასქელებული მოთეთრო ფერის შრეებით და 0,3სმ. დიამ ცისტური ჩანართებით.


ამჟამად ლიმფა დგება და ნემსით იღებენ. სითხის ჩადგომა რამდენადაა ოპერაციის გართულება და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

Posted by: daMboO 17 Mar 2013, 00:44
DocTemo
მადლობა
ასეა თუ ისე ვიკეთებ მაინც ოპერაციას sad.gif((

Posted by: kekeshpalva 20 Mar 2013, 21:26
სალამი მაქვს კითხვა, დედაჩემს სკრნიგნ ცენტრში უთხრეს ასეთი რამ Sin-BI-RADS 2, Dex-BI-RADS 5...დაახლოებით ინტერნეტში გავიგე რომ 5 ნიშნავს ავ თვისებიან სიმსივნეს, არადა ყოველ სამ თვეში დადიოდა ექიმთან, ძაგნიძესთან იყო ორი თვის წინ და არაფერიო გამოუშვა და ერთი კვირის წინ მივიდა სრკინინგ ცენტრში, სადაც ეუბნებიან რომ ექიმს რომ ემკურნალა აქამდე არ მივიდოდა საქმეო...შეიძლება 1 თვეში განვითარებულიყო?

Posted by: DocTemo 23 Mar 2013, 16:56
ნია ნია
QUOTE
კვანძოვანი წარმონაქმნი დიამ 2,2 სმ, მოთეთრო ფერის,ქსოვილური შენების, მკვრივი კონსისტენციი

ვფიქრობ რომ ეს იყო საოპერაციო.
...თუ ისევ ეს კიტხვა გაწუხებთ.
QUOTE
ამჟამად ლიმფა დგება და ნემსით იღებენ. სითხის ჩადგომა რამდენადაა ოპერაციის გართულება და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

შესაძლებელია დგებოდეს ლიმფა დიდ ზანსაც. ისე წესით 7-10 დღეში მთავრდება (თუ ჩადგა).
* * *
kekeshpalva
QUOTE
Dex-BI-RADS 5

ნიშნავს რომ დიდი შესაძლებლობით ავთვისებიანია. დადასტურებაა საჭირო ბიოფსიით.
QUOTE
რადა ყოველ სამ თვეში დადიოდა ექიმთან

რატომ დადიოდა? როგორც წესი თუკი სერიოზული პრობლემა არაა, ყოველ 3 თვეში სიარული საჭირო არ არის.
QUOTE
იყო ორი თვის წინ და არაფერიო გამოუშვა

მაშინ რა გამოკვლევები იყო ჩატარებული?
QUOTE
სადაც ეუბნებიან რომ ექიმს რომ ემკურნალა აქამდე არ მივიდოდა საქმეო

ტყუილია, სიმსივნის განვიტარებასთან მკურნალობას კავშირი არ აქვს (თუ წამლებით მკურნალობაზეა საუბარი).
QUOTE
შეიძლება 1 თვეში განვითარებულიყო?

ქ თვეში ვერ განვიტარდება, მაგრამ შესაძლებელია რომ 1 თვის წინ არ გამოჩენილიყო გადაღებით, მითუმეტეს არ გამოჩენილიყო ხელით ნახვისას. ... ახლანდელი დაზიანების ზომას გააჩნია.
...და ზოგადად ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს არ აქვს მნიშვნელობა იმდენი, რამდენადაც მამოგრაფიას და ექოსკოპიას (როდის ქონდა გადაღებული მანამდე?)

Posted by: Just_smile 24 Mar 2013, 20:44
ნემსაძე სად მუშაობს ახლა ხომ ვერ მეტყვით? ონკოლოგიური გაიყიდაო და იქაა ისევ? rolleyes.gif

Posted by: irakli222 25 Mar 2013, 00:11
Just_smile
QUOTE
ნემსაძე სად მუშაობს ახლა ხომ ვერ მეტყვით?


დიღომი, რკინიგზის საავადმყოფო, მეორე სართული, მამოლოგიის ცენტრი.

Posted by: Just_smile 25 Mar 2013, 00:53
irakli222
გაიხარე მადლობა, და ყოველდღეა? დილიდან საღამომდე?

Posted by: irakli222 25 Mar 2013, 10:41
Just_smile
ორშაბათი-პარასკევი ათიდან ოთხამდე

Posted by: Solveig 25 Mar 2013, 13:03
ახლების საყურადღებოდ!

Warning:
თემას ჰქვია

QUOTE
მამოლოგის კონსულტაცია


შესაბამისად, საუბარი შეეხება მხოლოდ სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებს და მკურნალობას.

უმორჩილესად გთხოვთ, აქ ნუ წერთ კითხვებს ფილტვის დაავადებებზე, ქალიშვილობაზე და ვაგინიტებზე. მაგისთვის ამ განყოფილებაში არსებობს სხვა თემები .

ყველა არათემატური კითხვა წაიშლება. გამეორების შემთხვევაში ავტორი დაისჯება.


გმადლობთ!

Posted by: Only Me 25 Mar 2013, 15:53
DocTemo
ბატონო თემო, ხელით ვგრძნობ კვანძივით რაGაცას რომელიც მოძრაობს... დიფუზურ პასტოპატიაზე წავიკითხე და ემთხვევა მის სიმპტომებს... ტკივილის გადაცემა ხელზე და მხარში..დისკომფორტის შეგრძნება.. 21 წლის ვარ და უფრო საშიში შეიძლება რამე იყოს ?:|

Posted by: kekeshpalva 26 Mar 2013, 01:40
მოკლედ, ციტოლოგიაც გაიკეთა ისიც ესეც და აგმოაჩდა ტემრინები არ ვიცი, ავტვსიებიანი ნულოვანი სტადიის კლასტერები, ეს ძაგნიძე არ მომწონს დიდად, და ხვალ ციხისელთან წავალთ, რა აზრის ხართ მასზე? რაც ინტერნეტში წავიკითხე, წესით ამოიგონ უნდა ეს კალსტერები და ან შეიძლება დაჭირდეს ქიმია ან არა... ეს ჩემი წაკითხულების გააზრებაა.....

Posted by: DocTemo 27 Mar 2013, 22:06
Only Me
QUOTE
ხელით ვგრძნობ კვანძივით რაGაცას რომელიც მოძრაობს

QUOTE
21 წლის ვარ და უფრო საშიში შეიძლება რამე იყოს

როგორც წესი არ უნდა იყოს საშიში.. გამოკვლევა მაინც უნდა გაიკეთოდ - მამოლოგის კონსულტაცია, ექოსკოპია.
kekeshpalva
QUOTE
მოკლედ, ციტოლოგიაც გაიკეთა ისიც ესეც და აგმოაჩდა ტემრინები არ ვიცი, ავტვსიებიანი ნულოვანი სტადიის კლასტერები,

სამწუხაროა რომ გაუკეთდა ციტოლოგია. ავტვისებიან სიმსივნეზე ეჭვის შემტხვევაში უნდა!!!!! გაკეთდეს კორ (მსხვილნემსოვანი) ბიოფსია ჰისტოლოგიური (და არა ციტოლოგიური!!!) გამოკვლევით. ერთადერთი ციტოლოგიის გამამრთლებელი იქნება თუ პაციენტი ძალიან ასაკიანია და თუ დაიგეგმება პირდაპირ ოოპერაცია..ისიც წამყანი ქვეყნების სტანდარტებით მაინც არ შეიძლება.
თუკი გინდათ რომ კარგად იქნას დიაგნოზი დასმული, და აქ თქვენს მოკითხვას რაიმე აზრი და შედეგი ქონდეს, ენდეთ იმ ექიმს რომელიც შემოგტავაზებს ასეთ დიაგნოსტიკას და არა ციტოლოგიურს.
ქართულ ენაზე ვერ ვნახე ნორმალური პოსტი ინტერნეტში აქ დასადებად რომ უფრო გასაგები იყოს, მომიწევს ფეისბუქის ცემი გვედის ლინკის დადება. არ ვიცი, თუ ეს ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს, თუ არ შეიძლება, მოდერატორს ვთხოვ მაპატიოს და წაშაოლის ეს ლინკი.
http://www.facebook.com/media/set/?set=a.284206948304553.67915.163145270410722&type=3

Posted by: Only Me 27 Mar 2013, 22:41
DocTemo
მადლობა smile.gif
ხვალ ვარ ჩაწერილი და გავესინჯები....

Posted by: pisooo_piso 28 Mar 2013, 12:20
გამარჯობა, მაქვს კითხვა მამოლოგთან, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მარცხენა მკერდში მაქვს ტკივილები არა გამუდმებით არამედ დროის რაღაცა მონაკვეტებში. ზოგჯერ უფრო ჩხვლეტის და წიწკვნის მსგავსი. შეიძლება იყოს გამოწყვეული თუ არა იმით რომ ველოდები ციკლს და თუ ახასიათებს სიმსივნეს მსგავსი სიმპტომები. წინასწარ გმადლობთ.

Posted by: DocTemo 28 Mar 2013, 22:11
pisooo_piso
ციკლის წინა ტკივილს გავს უფრო. სიმსივნის სიმპტომი არ არის. მითუმეტეს თუ ასაკი ახალგაზრდაა.

Posted by: cucacuciko 29 Mar 2013, 12:29
კვანძის წარმოქმნას ლაზერული ეპილაცია ხელს უწყობს?

Posted by: pisooo_piso 29 Mar 2013, 13:24
DocTemo გმადლობთ ,
ასაკი 27 წლის.

Posted by: DocTemo 30 Mar 2013, 23:54
cucacuciko
QUOTE
კვანძის წარმოქმნას ლაზერული ეპილაცია ხელს უწყობს?

რა კვანძის? თუ სარძევე ჯირკვალზეა კითხვა - არა.

Posted by: kite 31 Mar 2013, 17:23
DocTemo
მაინტერესებს რამდენად რეკომენდებულია ინვიტრო პროცედურისათვის სტიმულაციები როდესაც მაწუხებს ფიბროზულ კისტოზური მასტოპათია (ზომები 10X6), ხომ არ გამოიწვევს ეს რაიმე გართულებებს.

მადლობა წინასწარ.

Posted by: DocTemo 31 Mar 2013, 20:41
kite
QUOTE
რამდენად რეკომენდებულია ინვიტრო პროცედურისათვის სტიმულაციები როდესაც მაწუხებს ფიბროზულ კისტოზური მასტოპათია

არ ვიცი sad.gif
ეს საკითხი უნდა იცოდეს კარგად იმ გინეკოლოგმა რომელიც ატარებს მაგ პროცედურას.

Posted by: mushroom11 31 Mar 2013, 21:21
გამარჯობათ, ბოლო პერიოდში მაწუხებდა მკერდი და გავიკეთე ექოსკოპია ყველაფეტი წესრიგში იყო უბრალოდ მცირედ გამოხატული მასტოპატია მაქვს და რამდენად საშიშია და რას მირჩევდით?

Posted by: cucacuciko 31 Mar 2013, 23:48
DocTemo

კი, სარძევე ჯირკვალზე...

Posted by: plinti 4 Apr 2013, 08:33
ხალხო დამეხმარეთ რა... კარგი ,ყურადღებიანი და კვალიფიციური მამოლოგი მიმასწავლეთ

Posted by: darkvision 5 Apr 2013, 04:41
plinti
მეც საერთოდ არ მქონია შეხება ამ უკანასკნელტან და უბრალო პროფილაქტიკის მიზნით მინდა ჩავიტარო გამოკვლევა და არვიცი ვის მივმართო

Posted by: ნია ნია 5 Apr 2013, 08:58
darkvision
ექოსკოპია გაიკეთეთ. მე ნინო ღუდუშაურთან ვიკეთებ პერიოდულად. ექოზე თუ არაფერი გამოჩნდა შეიძლება ექიმთან მისვლა არც დაგჭირდეთ.

plinti
QUOTE
  კვალიფიციური მამოლოგი მიმასწავლეთ

გია ციხისელი მარდალეიშვილის კლინიკაში

Posted by: Natuka NGN 5 Apr 2013, 10:39
plinti
თბილისში რომ იყოს, აუცილებლად გეტყოდი ჩვენ ფორუმელ ექიმს.
ნია ნია
QUOTE
გია ციხისელი

რატომ ფიქრობ რომ ყურადღებიანია?

Posted by: Only Me 5 Apr 2013, 12:07
გავიკეთე ექოსკოპიაა... ძალიან პატარა მასტოპატია გაქვსო და მამოლოგთანაც არ გამიშვა ონკოლოგ ექოსქოპისტია თვითონ ის ქალი.. ხოდა აევიტი დამინიშნა და კიდე რაღაც წვეთები.. რას მეტყვით აბა

Posted by: keen 5 Apr 2013, 14:15
DocTemo
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს საჭიროა თუ არა მკურნალობის დანიშვნა და შეიძლება თუ არა გარუჯვა?

Posted by: mushroom11 6 Apr 2013, 15:06
keen
მეც ეგ ჩამიწერეს დასკვნაში და იგივე კითხვა მაქვს

Posted by: chupa82 6 Apr 2013, 16:59
4 წლის წინ დამისვეს ასეთი დიაგნოზი ფიბროზულ-კისტოზურის ( მსგავსი) მასტოპათია,ეს მსგავსი ხელით მიაწერა ბლანკში. მას შემდეგ არ მიმიქცევია ყურადღება მკურნალობა ბოლომდე არ მივიყვანე სამწუხაროდ. ახლა პატარა მყავს ძუძუს ვაჭმევ, მაინტერესებს რამე შედეგს თუ მომცემს ძუძუთი კვება და მინიმუმ რამდენი ხანი უნდა ვაჭამო?

Posted by: DocTemo 9 Apr 2013, 09:34
Only Me
QUOTE
ძალიან პატარა მასტოპატია გაქვსო და მამოლოგთანაც არ გამიშვა ონკოლოგ ექოსქოპისტია თვითონ ის ქალი.. ხოდა აევიტი დამინიშნა და კიდე რაღაც წვეთები.. რას მეტყვით აბა

ონკოლოგ-ექოსკოპისტი მე არ გიმიგია. ანუ მაშნ უნდა იყოს ონკოლოგიც და რადიოლოგის, შესაამისი ლიცენზიებით. თუ ასეა, მაშინ ძაიან კარგი. თუ ექოსკოპისტი ითავსებს მამოლოგის ფუნქციას, მაშინ სავალალოა...
keen
QUOTE
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს საჭიროა თუ არა მკურნალობის დანიშვნა და შეიძლება თუ არა გარუჯვა?

თუკი მტკივნეულობა გამოხატულია, ან კიდე ცისტები დიდია, მაშინ საჭიროა მკურნალობა. გარუჯვა არ არის რეკომენდებული .
chupa82
QUOTE
მაინტერესებს რამე შედეგს თუ მომცემს ძუძუთი კვება და მინიმუმ რამდენი ხანი უნდა ვაჭამო?

ზოგჯერ კარგად მოქმედებს smile.gif ძუძუთი კვების დრო ინდივიდუალურია

Posted by: keen 9 Apr 2013, 12:16
DocTemo
QUOTE
თუკი მტკივნეულობა გამოხატულია, ან კიდე ცისტები დიდია, მაშინ საჭიროა მკურნალობა. გარუჯვა არ არის რეკომენდებული .

გმადლობთ პასუხისთვის smile.gif

მხოლოდ მცირე პერიოდის განმავლობაში იყო გამოხატული მტკივნეულობა, ახლა აღარ მაწუხებს. ფიბროადენომა არის ზომით - 9X6...

უბრალოდ, რადიოლოგმა, რომელმაც მითხრა რომ არის ონკოლოგი პირველ რიგში (სერთიფიკატი არ მომითხოვია), ასეთ სიტუაციაში მკურნალობა არ გესაჭიროება, მხოლოდ კონტროლიო. ხოდა, მაინტერესებს, დავუჯერო თუ მივაკითხო მამოლოგს? ხო, 4 თვის მერე გადავაკონტროლე და ისევ იგივე სიტუაციაა, ფიბროადენომა ზომით 9X6...

Posted by: magda-lina 11 Apr 2013, 12:06
თუ ოდნავ მკერდი აგტკივდათ არ ნიშნავს რომ კინო ბაქვთ ან რამე უბედურება,ცუდზე ნუ ფიქრობთ ეგრევეsmile.gif მე ვცივდებოდი და მაშინ მტკივდებოდა ხოლმე.

რა მაინტერესბს იცით? არ ვუჩიოდი მკერდის ზომას არასდროს,პირიქით,მაგრამ ბოლო პერიოდია აშკარად დამიპატარავდა,ასეთი რაღაც შეიძლება საერთოდ? ბავშვი რომ მყავდეს კიდე ხო მარა რატო უნდა დამმართოდა ასე?არც წონაში დამიკლია საგრძნობლად.

Posted by: keeee 12 Apr 2013, 16:13
QUOTE (plinti @ 4 Apr 2013, 08:33 )
ხალხო დამეხმარეთ რა...  კარგი ,ყურადღებიანი და  კვალიფიციური მამოლოგი მიმასწავლეთ

გია ნემსაძე

Posted by: simplady 15 Apr 2013, 21:31
გამარჯობა, იმედია დამეხმარებით smile.gif)))) მკერდზე მაქვს პაპილომატოზური გამონაზარდი, მაინტერესებს როგორ იკურნება.. ოპერაცია გარდაუვალია?

Posted by: keeee 16 Apr 2013, 12:56
QUOTE (simplady @ 15 Apr 2013, 21:31 )
გამარჯობა, იმედია დამეხმარებით smile.gif)))) მკერდზე მაქვს პაპილომატოზური გამონაზარდი, მაინტერესებს როგორ იკურნება.. ოპერაცია გარდაუვალია?

ეგ ვინ გითხრა ვისთან იყავი?

Posted by: ketevani85 17 Apr 2013, 16:56
გია ციხისელი სადაა ამჟამად, თუ იცით?

Posted by: fluxflux 17 Apr 2013, 16:57
გამარჯობათ ... ბოლო 2 თვეა სახის სიწითლე დამეწყო..ანუ სახე მიხურდება და მიწითლდება ვერ გავიგე რატო თუ შეგილიათ რო დამეხმაროთ რისი ბრალი იქნება

Posted by: keeee 17 Apr 2013, 17:18
ketevani85
კარაპს მედლაინშია დიღმის მასივში
* * *
fluxflux
ალრგიული ხო არ ხარ ან რაიმე წამალს ხომ არ იღებ?
* * *
forumeli007
გია ნემსაძე
* * *
ketevani85
მარდალეიშვილის კლინიკაში გადასულა

Posted by: ketevani85 17 Apr 2013, 19:27
keeee
და სადაა ეგ კლინიკა?

Posted by: irakli222 17 Apr 2013, 20:46
QUOTE
მარდალეიშვილის კლინიკა


ლისის ტბაზეა ონკოცენტრის ტერიტორიაზე

Posted by: Maracana 24 Apr 2013, 19:52
მეგობრებო კითხვა მაქვს აქ მყოფ მამოლოგებთან: რამდენად საშიშია ნემსით თმის მოცილება ძუძუს თავის გარშემო?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: goga-mariami 26 Apr 2013, 17:19
გამარჯობათ smile.gif მშობიარობის მერე 1 თვეში დავიწყე რძის გაშრობა, დროტა განმავლობაში უფრო ნაკლებად ვაძლევდი ძუძუს და ნელა ნელა რძეც გამიკრა. პრობლემა ისაა რომ მას მერე ტიტკმის 3 წელიწადი გავიდა და დგემდე ხელს რომ მოვუჭერ ძუძუს ტავს 1 წვეტი ყოველტვის გადმოდის. (ეკიმტან კოსულტაციაზე, მასაჯზე არასდროს ვყოპილვარ და არც რაიმე მედიკამენტი მიმიგია რძის გასაშრობად. იკნებ მიტხრატ ტუ არის ეს საშიში და რა შედეგი შეიძლება მივიგო არადროული კურნალობიტ ?

Posted by: DocTemo 28 Apr 2013, 00:35
goga-mariami
შესაძლებელია რომ რძისმაგვარი სითხე გამოდიოდეს და პათოლოგია არ იყოს.

Posted by: keen 28 Apr 2013, 13:48
QUOTE (keen @ 9 Apr 2013, 12:16 )
DocTemo
QUOTE
თუკი მტკივნეულობა გამოხატულია, ან კიდე ცისტები დიდია, მაშინ საჭიროა მკურნალობა. გარუჯვა არ არის რეკომენდებული .

გმადლობთ პასუხისთვის smile.gif

მხოლოდ მცირე პერიოდის განმავლობაში იყო გამოხატული მტკივნეულობა, ახლა აღარ მაწუხებს. ფიბროადენომა არის ზომით - 9X6...

უბრალოდ, რადიოლოგმა, რომელმაც მითხრა რომ არის ონკოლოგი პირველ რიგში (სერთიფიკატი არ მომითხოვია), ასეთ სიტუაციაში მკურნალობა არ გესაჭიროება, მხოლოდ კონტროლიო. ხოდა, მაინტერესებს, დავუჯერო თუ მივაკითხო მამოლოგს? ხო, 4 თვის მერე გადავაკონტროლე და ისევ იგივე სიტუაციაა, ფიბროადენომა ზომით 9X6...

DocTemo

თქვენი აზრი მაინტერესებს smile.gif

Posted by: Puss^^ 5 May 2013, 20:30
keeee
QUOTE
გია ნემსაძე


ნემსაძის პაციენტი ვარ

გავიგე რო ყველანაირად ერიდება ქირურგიულ ჩარევას. ორივე მკერდში ადენომები მქონდა . ნემსაძის თქმით "გაციებულია ბავშვი" და 10 დღიან ტექსამინის კურსს დავჯერდით.. ეს იყო შარშან, მაგრამ წინა Dღეებში იგივე ტკივილები ვიგრძენი და მინდა გადავამოწმო.

გოგიტა გაგნიძეზე რას ფიქრობთ? მეცხრე საავადმყოფოს ექიმია თუ არ ვცდები.

Posted by: DocTemo 9 May 2013, 02:13
keen
QUOTE
თქვენი აზრი მაინტერესებს

ვფიქრობ პროფილაქტიკური "მკურნალობა" საჭიროა.

Puss^^
QUOTE
"გაციებულია ბავშვი"

რა ბავშვი? რამდენი წლის ხართ?

QUOTE
წინა Dღეებში იგივე ტკივილები ვიგრძენი და მინდა გადავამოწმო.

ექოსკოპია გაქვთ გაკეთებული?

Posted by: kekeshpalva 9 May 2013, 11:44
გაგნიძესთან არ მიხვიდეთ, მან დაგვღუპა ჩვენ, დეკემბერში იყო დედა, და სამი თვე გადავხედოტო და ამ სამ თვეში მეორე სტადიაში ამოვყავით თავი, მერე საზღავრგარეთაც გავაგზავნეთ ვარვკიეთ დ ამოკლედ ძაგნიძეს იმ დღესვე უნდა გაკეთებინა რეაქცია, უბრალოდ ზედპაირული ადამიანია, ყველამ თქვა რომ დროულად მომხდარიყო ექიმის მხრრიდან რეაგირება დღეს რაღაც აბებს გადაყლპავდა და ვსიო, ახლა კი ქიმიები გვაქ დანიშნული .... მე გირჩევთ ციხისელს, მეუღლე ჰყავს საოცრად დაკვირვებული და ჭკვიანი ქალი სალომე, ერტად მუშაობენ, ისეტი მედეტალეა და ნიუანსური ძალიან მომწონს... ძაგნიძეს რაც შეეხება აწი თქვენ დაასკვენით

Posted by: Puss^^ 11 May 2013, 09:13
DocTemo
QUOTE
რა ბავშვი?

;D რავიცი აბა..

QUOTE
რამდენი წლის ხართ?

23.

QUOTE
ექოსკოპია გაქვთ გაკეთებული?

მაქვს გადაღებული კი, და რამოდენიმე მმ-იანი ადენომა აღმენიშნებოდა ორივე მკერდში, თუმცა ნემსაძეს ზედაც არ შეუხედავს მაგ ფურცლისთვის..

გუშინწინ, ზაზა ზაუტაშვილთან გავიარე კონსულტაცია.. ხელით ცუდი არაფერი ისინჯება, მენსტრუალური ფაზის დაწყებიდან, მე-12 დღეს ექო გადაიღე და მოდიო.
გამომიწერა:
რადოფენი და ქიმორალ ფორტე.

თქვენ რას მირჩევთ? DocTemo

Posted by: DocTemo 11 May 2013, 23:51
kekeshpalva
QUOTE
იმ დღესვე უნდა გაკეთებინა რეაქცია,

QUOTE
რომ დროულად მომხდარიყო ექიმის მხრრიდან რეაგირება დღეს რაღაც აბებს გადაყლპავდა და ვსიო, ახლა კი ქიმიები გვაქ დანიშნული

ძალიან ბევრი უზუსტობაა თქვენს მონაყოლში. კი ვხვდები რომ მედიკოსი არ ხართ და ვერ დაწერთ ზუსტად..მაგრამ თუკი ასე სახალხოდ აცხედებთ ასეთ ნეგატიურ ინფორმაციას, ვფიქრობ ვალდებული ხართ რომ იყოთ ზუსტი და დადოთ დამამტკიცებელი საბუთები. თუარა სხვა შემთხვევაში დემაგოგიაა და გავს მეორე ექიმის ძალიან ულამაზო რეკლამირებას.
* * *
Puss^^
QUOTE
თუმცა ნემსაძეს ზედაც არ შეუხედავს მაგ ფურცლისთვის..

ეს დიაგნოსტიკის ახალი მეტოდია ნეტავ? smile.gif
QUOTE
ხელით ცუდი არაფერი ისინჯება,

ხელით უმრავლეს შემთვხვევაში არაფერი არ ისინჯება მაგ ასაკში, მითუმეტეს რამდენიმე მილიმერტიანი ფიბროადენომა. ექოსკოპიაა ძირითადი დიაგნოსტიკის მეთოდი.
არ მგონია რომ რაიმე წამლების დალევა ღირდეს (მითუმეტეს იმათი რაც დაწერეთ) თუკი ძლიერი და მუდმივი ტკივილი არ გაქვთ.

Posted by: Puss^^ 12 May 2013, 12:55
DocTemo

პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის.

მუდმივი ტკივილი არ მაქვს, დღეში ორჯერ მაქვს ეს წამლები გამოწერილი მაგრამ 1-ელ ვსვამ.
ვფიქრობ გავიკეთო ექომამოგრაფია მაინც, თუმცა მეუბნებიან დასხივების მხრივ არასასურველია. (?)

და კიდევ ერთი. ჭამის მხრივ:
ამიკრძალა რძის ნაწარმი(იშვიათად მშრალი ყველი), ყავა, შოკოლადი, შემწვარი და ა.შ user.gif


Posted by: DocTemo 12 May 2013, 20:16
Puss^^
QUOTE
დასხივების მხრივ არასასურველია. (?)

დასხივება ექოკოპიას აე გააჩნია.
QUOTE
ამიკრძალა რძის ნაწარმი(იშვიათად მშრალი ყველი), ყავა, შოკოლადი, შემწვარი და ა.შ

მე არ ვთვლი რომ ასეტი დიეტა საჭიროა მასტოპატიის დროს (თუკი ღვიძლის პათოლოგია არ არის)

Posted by: Hektorinia 13 May 2013, 17:30
DocTemo

მაინტერესებს დიფუზური ფიბროადენომატოზი მხოლოდ ოპერაციულ მკურნალობას ექვემდებარება, ანუ ამოკვეთა აუცილებელია?


Posted by: DocTemo 16 May 2013, 08:39
Hektorinia
QUOTE
მაინტერესებს დიფუზური ფიბროადენომატოზი მხოლოდ ოპერაციულ მკურნალობას ექვემდებარება, ანუ ამოკვეთა აუცილებელია?

არა

Posted by: beto 16 May 2013, 12:07
.................................

Posted by: Hektorinia 16 May 2013, 18:44
DocTemo
QUOTE
არა


დიდი მადლობა, მაგრამ ცოტა უფრო ვრცელი პასუხიც კარგი იქნებოდა wink.gif

როცა ექიმი მხოლოდ ოპერაციას გთავაზობს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც განსაკუთრებული (საშიში) მდგომარეობაა, თუ სხვა მიზეზ(ებ) იც შეიძლება არსებობდეს?

Posted by: DocTemo 16 May 2013, 20:10
Hektorinia
QUOTE
მაგრამ ცოტა უფრო ვრცელი პასუხიც კარგი იქნებოდა 

smile.gif
თუ აღწერთ უფრო ზუსტად რა გაწუხებთ და გამოკვლევების მონაცემებს იტყვით, ვფიქრობ შემდეგ მოვახერხებ უფრო ვრცელ პასუხს.. მანამდე მხოლოდ ეს შემეძლო მეთქვა

Posted by: Hektorinia 16 May 2013, 23:26
DocTemo
პმ გამოგიგზავნეთ გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფო.

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: ნი–ცა.. 16 May 2013, 23:46
გამარჯობათ, მამოლოგებს ვთხოვ არ დაიზაროთ და გადახედოთ
მკერდში შევნიშნე კვანძი, გავიკეთე ეხოსკოპია, მამოლოგთან ვერ მოვახერხე მისვლა, ეს პასუხი ახლობელ გინეოლოგს ვაჩვენე,თან გამსინჯა,
დიაგნოზში წერია: "მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზემო გარეთა კვადრატში ფიქსირდება ჰიპოექოგენური ქსოვილოვანი ჩანართი 16X8 მმ.(8მმ და 7 მმ) ზოგან ძნელად დიფერენცირებადი კონტურებით, სუსტი ვასკულარიზაციით-ადენომის ტიპის.
ორივე მხარეს კისტოზური მასტოპათიის დამახასიათებელლი სურათი,
ორივე იღლიის ფოსოს ლიმფური ჯირკვლები ინტაქტური.
დასკვნა: კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, ადენომა.

მინდა გთხოვოთ გადახედოთ დანიშნულებას და მირჩიოთ რამდენად ადეკვატურია ის და ხომ არ არის საჭირო სხვა ექიმთან მისვლა.
1. მასტოდინონი 1 აბი 2*დღეში. 1.5 თვე
2. ბიფლაზიმი 1 აბი 3*დღეში. 1.5 თვე
3 რეიტოილი 1 აბი 3*დღეში 1.5 თვე
4. ართროკოლის სანთელი2*დრეში (მენსტრუციის წინა პერიოდში 10 დღე.
მადლობთ წინასწარ

Posted by: DocTemo 17 May 2013, 08:10
ნი–ცა..
QUOTE
მკერდში შევნიშნე კვანძი, გავიკეთე ეხოსკოპია, მამოლოგთან ვერ მოვახერხე მისვლა, ეს პასუხი ახლობელ გინეოლოგს ვაჩვენე,თან გამსინჯა,


ადენომა არ ექვემდებარება გაწოვას და ის პრეპარატები რაც დანიშნულია მას არც შეამცირებს და არც გაწოვს მითუმეტეს. თანაც ამდენი წამლის დალევას უნდა ქონდეს თავისი სერიოზული გამართლება (რატომღაც სამწუხაროდ გინეკოლოგებს უყვარს ბევრი წამლის დანიშნვაsad.gif ). გამართლებული იქნება ეს თერაპია თუკი გაწუხებთ საკმაოდ ძლიერი ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, ყოველთვის ან ციკლის წინ (ოღონდ ძლიერი). თუკი არ გტკივა - მაშინ მაგ წამლების აზრს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ადენომას - თუ თვითონ ხელით ისინჯავთ, და ექმიც ხელით ნახულობს (მამოლოგი!!!), თუკი ექოსკოპიაზე კარგად ჩანს და ღრმად არ არის - უკეთესია მისი ამოკვეთა ადგილობრივი გაუტკივერებით. ოღონდ ექოსკოპიურ სურათსაც გააჩნია (თანაც რაღაც გაურკვევლად წერია დასკვნაში, მოერე ზომები ფრჩხილებში - ეს რა არის ვერ მივხვდი).

Posted by: Leloo 17 May 2013, 13:39
გამარჯობა,
თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ - პროფილაქტიკისთვის რა ასაკიდან და რა პერიოდულობით უნდა მივმართო მამოლოგს და რა გამოკვლევები იქნება ჩასატარებელი.

ასევე მაინტერესებს, რა სიმპტომებია საეჭვო , ციკლის დაწყების წინ მკერდის ტკივილი (შემაწუხებელი) ეს ის სიმპტომია, რომ უნდა მივმართო ექიმს?
მადლობა

Posted by: 7903251 17 May 2013, 22:12
გამარჯობათ,

გთხოვთ დამაკვალიანოდ.

მამოგრაფია

სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა:
ჰეტეროგენური მკვრივი ACR-3.
მარცხნივ ზედა ლატერალურ კვადრაბტშუ ისახება წარმონაქმნიმ უპირატესად სადა მკაფიო კონტურით, ზომით: 35.6X30.3მმ.

ლიმფური კვანძები:
მარცხნივ - უცვლელი
მარჯვნივ - უცვლელი

დაკსვნა:
DEX-BI-RADS: 3
Sin-BI-RADS: 2


ექოსკოპია:

სარძევე სადინარები: 0.10სმ.
ლიმფური გზები: არ ისახება.


კეროვანი დაზიანებები:
მარჯვენა ს/ჯ - ზედა ლატერალურ კვადრანტში ისახება სიცტა ზომით 32X15 მმ რომლის შიდა სტრუქტურაში ისახება ჰიპერექოგენური ჩანართი, ზომით 4მმ. (პაპილომა)

მარცხენა ს/ჯ - ზედა კვადრანტების საზღვარზე ისახება ცისტა ზომით 5X4 მმ. რამოდენიმე ცისტა ისახება ასევე ზედა ლატერალურ კვადრანტში, დიამეტრით: 5მმ.

DEX-BI-RADS: 3
Sin-BI-RADS: 2

Posted by: 7903251 20 May 2013, 12:51
არავინ მიპასუხებს?


========================

Posted by: pumpuliko 20 May 2013, 14:40
DocTemo
გამარჯობა
რჩევა მჭირდება, სანამ ექიმთან კონსუყლტაციაზე მივსულვარ , გავგიჯდი ნერვიულობით.მოკლედ დღეს დილით ვიბრძენი ტკივილი მარჯვენა იღლიის არეში.ხელით რომ მოვისინჯე თავდაპირველად არაფერი არ იგრძნობოდა, მაგრამ შემდეგ უკვე ჩამოშვებულ ხელზე ისევ მოვისინჯე და მარჯვენა იღლიის ქვედა მხარეს ვიგრძენი გადიდებული ჯირკვალი , რომლეიც ხელის შეხებიტაც და ისეც მტკივა.რისი ბრალი უნდა იყოს?sad.gif მამოლოგს უნდა ვაჩვენო ხომ აუცილებლად?
ველდოები თქვენს გამოხმაურებას

Posted by: goga-mariami 21 May 2013, 13:07
იციტ რა მაინტერესებს, მკერდში გამაგრებული ადგილები როგორ უნდა განვასხვაოტ ჯირკვლებისგან? ანუ მკერდში ხომ არის ისედაც ჯირკვლები და როგორ მივხდე რომ ეს გამაგრებაა და ყურადგება სჭირდება?

Posted by: 7903251 21 May 2013, 20:03
goga-mariami


QUOTE
ყურადგება სჭირდება?


ყურადღება აუცილებელია თანაც გადაუდებლად.

აგერ დეიდაჩემს კისტა ჰქონია, ახლა გავიგეთ. სკრინინგ ცენტრს მიმართეთ იქ ჩაგიტარებენ უფასო გამოკვლევებს. ნუ გადადებთ ხვალვე მიმართეტ ცენტრს.

Posted by: goga-mariami 22 May 2013, 00:27
QUOTE (7903251 @ 21 May 2013, 20:03 )
goga-mariami


QUOTE
ყურადგება სჭირდება?


ყურადღება აუცილებელია თანაც გადაუდებლად.

აგერ დეიდაჩემს კისტა ჰქონია, ახლა გავიგეთ. სკრინინგ ცენტრს მიმართეთ იქ ჩაგიტარებენ უფასო გამოკვლევებს. ნუ გადადებთ ხვალვე მიმართეტ ცენტრს.

ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი სიმაგრე მაქვს თუ არა, მკერდში ისედაც ხოა ჯირკვლები და მაგარი ადგილები, რავიცი სიმაგრეა ტუ ეგრე უნდა იყოს. მარა რაგაცა ყრუ ტკივილივიტ მაქვს მტლიან მკერდზე ორივე მხარეს, განსაკუტრებიტ მარჯვნივ......... არ ვარ საქარტველოში და 1 ტვეში ჩამოვდივარ, მანამდე ვერ მივალ ეკიმტან sad.gif

Posted by: 7903251 22 May 2013, 21:05
goga-mariami


ნუ გეშიანიათ. გუშინ ვიყავით მამოლოგთან წერეთელზე. 20 წთ-იანი მინი ოპერაცია დასჭირდება დეიდაჩემს. მთავარია, არ გადადოთ - თავიდან ყველა დაავადება კეთილთვისებიანი და მიხედეთ თქვენს თავს აუცილებლად! შეიძლება სულაც არაფერი გქონდეთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით!


ჯანმრთელობას გისურვებთ!

Posted by: DocTemo 2 Jun 2013, 00:22
7903251
QUOTE
მარცხნივ ზედა ლატერალურ კვადრაბტშუ ისახება წარმონაქმნიმ უპირატესად სადა მკაფიო კონტურით, ზომით: 35.6X30.3მმ.

QUOTE
მარჯვენა ს/ჯ - ზედა ლატერალურ კვადრანტში ისახება სიცტა ზომით 32X15 მმ რომლის შიდა სტრუქტურაში ისახება ჰიპერექოგენური ჩანართი, ზომით 4მმ. (პაპილომა)

ან დასკვნებშია არეული მხარე, ან თქვენს გადმოწერილში. თუმცა რათმაუნდა ეს გავს რომ ერთ-ერთ მხარეზეა საუბარი. საჭიროა პუნქციური ბიოფსია და ციტოლოგირუ კვლევა. თუ ინტრაცისტური პაპილომის არსებობა დამტკიცდება (ციტოლოგიით, საკონტროლო ექოსკოპიით), მაშნ იქნება ჩვენება ოპერაციისთვის (წარმონქმნის ამოკვეთა).
* * *
pumpuliko
QUOTE
რისი ბრალი უნდა იყოს? მამოლოგს უნდა ვაჩვენო ხომ აუცილებლად

დიდი დრო გავიდა ჩემს პასუხამდე, ვფიქრობ ანთებაა და აქამდე ან მორჩებოდა ან დაჩირქდებოდა. იმედია გაიწოვა.
goga-mariami
QUOTE
მკერდში გამაგრებული ადგილები როგორ უნდა განვასხვაოტ ჯირკვლებისგან? ანუ მკერდში ხომ არის ისედაც ჯირკვლები და როგორ მივხდე რომ ეს გამაგრებაა და ყურადგება სჭირდება?

ამის ახსნა მოხერხდება მხოლოდ მამოლოგის კონსულტაციაზე. მან უნდა ნახოს ჯერ და გითხრატ რა არის ნორმა თქვენს მკერდში და რა ყურადსაღები. შემდეგ დანარცენი პრაქტიკის ამბავია.

Posted by: bigmisha 5 Jun 2013, 16:15
http://forum.ge/?showtopic=34327681&st=15&#entry36723284

Posted by: 7903251 10 Jun 2013, 18:51
დიაგნოზი: მარჯვენა ძუძუს კვანძოვანი მასტოპათია.

ჰისტ. დასკვნა # 4486; ფიბროზულ-ციტური დაზიანება. აპოკრინული მეტაპლაზიის, დუქტების გამომფენი ეპითელის და მასკლეროზებელი ადენოზის კერების არსებობით. რეკომენდირებულია იმუნოჰისტოქიმიური კვლევის წარმოება.

ხალხო გარდა იმ რეკომენდაციისა რომელიც დაკვნაშია მითითებული რას მეტყვით?

Posted by: lila2009 11 Jun 2013, 15:31
დღე დღეზე ველოდები პატარას. ბანაობის დროს დვრილზე ხელის მოჭერის შემდეგ, წამომივიდა ყავისფერი გამონადენი. როგორ მოვიქცე, დროში ვიწვები ძალიან, სად და რა ანალიზი შეიძლება ჩავაბარო, სადინარის ინფექციის გამოსარიცხად? მეშინია რომ ძუძუთი არ ვავნო ახალშობილს.
დავამატებ რომ,პირველი შვილის შემდეგ, რაც ჭოვა შეწყვიტა, მიჩნდებოდა უსიამოვნო სუნის უფერო,გამონადენი დვრილზე.

Posted by: DocTemo 15 Jun 2013, 09:57
7903251
QUOTE
ჰისტ. დასკვნა # 4486; ფიბროზულ-ციტური დაზიანება. აპოკრინული მეტაპლაზიის, დუქტების გამომფენი ეპითელის და მასკლეროზებელი ადენოზის კერების არსებობით. რეკომენდირებულია იმუნოჰისტოქიმიური კვლევის წარმოება.

ეს ოპერაციის შემდგომი კვლევაა? რისთვის გაკეთდა ოპერაცია?
შეუსაბამოა მორფოლოგიის დასკვნა და რეკომენდაცია.. მე გირჩავთ წაიღოთ ეს პრეპარატები სხვა ლაბორატორიაში და იქ გადაამოწმოთ. თუ ნამდვილად კეთილთვისებიანი პროცესია მაშნ იმუნოჰისტოქიმიური კვლევა არაფრადაა საჭირო.

lila2009
QUOTE
დღე დღეზე ველოდები პატარას. ბანაობის დროს დვრილზე ხელის მოჭერის შემდეგ, წამომივიდა ყავისფერი გამონადენი. როგორ მოვიქცე,

ეს ხსენი უნდა იყოს. არაფერი არ უნდა ქნათ იმის გარდა რაც ძუძუ აწოვოთ ბავშვს დაბადების პირველივე საათიდან smile.gif

Posted by: 7903251 15 Jun 2013, 17:17
DocTemo


დიახ ოპერაციის შემდგომი დასკვნაა.


QUOTE
რისთვის გაკეთდა ოპერაცია?


მარჯვენა მკერში ცისტა აღმოაჩინეს და მაგიტომ.

მარცხენაშიც აღმოაჩნიეს თუმცა მარცხენაში ზომით 4მმ და არ გაუკეთეს ოპერაცია. ცეფანორმი დაუნიშნეს - შეიძლება ცეფანორმა გიშველოსო, მართალია?


QUOTE
მე გირჩავთ წაიღოთ ეს პრეპარატები სხვა ლაბორატორიაში და იქ გადაამოწმოთ.



უკაცრავად ეს რას ნიშნავს? ანუ ის ცისტა რაც ამოიღოს ის წავიღო სხვა ლაბორატორიაში?


QUOTE
თუ ნამდვილად კეთილთვისებიანი პროცესია მაშნ იმუნოჰისტოქიმიური კვლევა არაფრადაა საჭირო.



ექიმმა მითხრა რომ კეთილთვისებიანი არისო და მაშინ გამოკვლევა რატომღაა რეკომენდირებულა? თუ შეგიძლიათ მითხრათ ეს ზემოაღნიშნული გამოკვლევა როგორ ხორციელდება? და სად კეთდება? რომელ კლინიკაში?



მადლობა გამოხმაურებისათვის!

Posted by: ninucanini 17 Jun 2013, 21:00
10 თვისას გავანებებინე ძუძUს თავი, იმიტომ რომ დავრჩი ორსულად. ვერანაირი წამალი ვერ დავლიე ორსულობის გამო და მეთვითOნ რაღაცნაირ დავიშრე რძე. თუმცა მემოგნი ბოლომდე ვერა, ერთ ერთ ძუძუსი ეხლა ვგრძნობ რომ მაქვს გამაგრებული და ხელის მოკიდებაზე ცოტა მტკივა. გაიწოვება თუ არა ეს ბურთულა ახალი რ ძე რომ ჩადგება და ბავშვი რომ წოვას დაიწყებს??

Posted by: 7903251 22 Jun 2013, 22:24
ninucanini


აუცილებლად და სასწრაფოდ მიმართეთ მამოლოგს - თუ გინდათ რომ სიურპრიზებს არ ჰქონდეს ადგილი!
დროული დიაგნოსტიკა - ეფექტური მკურნალობის ერთ-ერთი გარანტიაა...

http://www.gnsc.ge/

Posted by: agr_bak 22 Jun 2013, 22:47
DocTemo
QUOTE
ეს ხსენი უნდა იყოს

ხსენი ყავისფერი? rolleyes.gif

Posted by: Solveig 23 Jun 2013, 02:26
7903251
QUOTE
ცეფანორმი დაუნიშნეს - შეიძლება ცეფანორმა გიშველოსო,


ცეფანორმი არის მცენარეული [პრეპარატი, რომელიც არეგულირებს პროლაქტინს.
მაღალი აქვს პროლაქტინი?

QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხრათ ეს ზემოაღნიშნული გამოკვლევა როგორ ხორციელდება? და სად კეთდება? რომელ კლინიკაში?


იმუნოჰისტოქიმიაზე ნახე ონკოლოგის კონსულტაციის თემის ბოლო გვერდები. წერია იქ, სადაც კეთდება კარგად.

სხვა მხრივ კი დავეთანხმებოდი DocTemo-ს იმაში, რაც გითხრა:
QUOTE
მე გირჩავთ წაიღოთ ეს პრეპარატები სხვა ლაბორატორიაში და იქ გადაამოწმოთ. თუ ნამდვილად კეთილთვისებიანი პროცესია მაშნ იმუნოჰისტოქიმიური კვლევა არაფრადაა საჭირო.


Posted by: 7903251 24 Jun 2013, 20:53
Solveig



QUOTE
მაღალი აქვს პროლაქტინი?



არ ვიცი პროლაქტინზე არაფერი. სკრინინგ ცენტრის მამოლოგმა დაუნიშნა - შეიძლება ზომაში არ გადიდდესო. რავიცი.....

ხოლო მარჯვენა ძუძუზე ოპერაცია გაკეთდა. დღეს ვიყავი რესპუბლიკურში - იქ ჰქონიათ თურმე სკრინინგ ცენტრში ჩატარებული ოპერაციის მასალა. 200 ლარი გადამახდევინეს. პასუხები მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში იქნებაო.

Posted by: pekineli 25 Jun 2013, 20:51
DocTemo

PM მოგწერეთ, თუ გექნებათ თავისუფალი დრო და სურვილი მიპასუხეთ თუ მოახერხებთ
წინასწარ გმადლობთ.

Posted by: 2110 9 Jul 2013, 20:38
ხომ არ იცით გია ციხისელი ამჟამად სად მოღვაწეობს? კარაპსმედლაინში დღეს მითხრეს, რომ მათთან აღარ მუშაობს და მისი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი ცოცხალი თავით არ გაამხილეს

Posted by: ნია ნია 9 Jul 2013, 20:45
2110
გია ციხისელი კოტე მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს ლისის ტბაზე ონკოლოგიურის გვერდით

Posted by: ekaru 10 Jul 2013, 10:13
ციხისელი არაჩვეულებრივი ექიმია, ბევრი გადაურჩენია

Posted by: Luka Pachioli 19 Jul 2013, 15:49
დისმელექსი სად იყიდება და რა ღირს მითხარით რა, GOOGLE-მ არ ამომიგდო საერთოდ. გაკრული ხელით დაწერა მამოლოგმა და შეიძლება ერთი ასო შეცდომა იყოს

Posted by: spana84 7 Aug 2013, 16:23
გამარჯობათ, გადავხედე ამ თემას და ფრიად საინტერესო თემაა. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. რამოდენიმე წლის წინ დედაჩემს ჰქონდა მკერდის პათოლოგია. ძლიერი ტკივილებით. ხელით გასინგვის დროსაც ისახებოდა დიდი კვანძები. გავუკეთეთ კვლევები და პასუხად მივიღეთ: კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, ადენომა. ვემზადებოდით საოპერაციოთ. უბრალოდ ფინანსური და კიდევ რაღაც პრობ;ლემების გამო ოპერაცია ცოდა გადაიდო და ჩემმა ბაბუამ მასწავლა ძველისძველი რეცეპტი მამამისისგან გაგონილი. ეს წმალი გაუკეთ და ნახავ თუ არ უშველოსო. სიმართლე გითხრათ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ტიპის მედიცინის მიმართ სანამ შედეგი არ გამოვცადეთ. გავაკეთეთ ეს წამალი და დავაწყებინეთ დალევა დედას. წამლის მიღებამდე ჰქონდა ძლიერი გამუდმებული ტკივილი და თუ რაიმე ძლიერმოქმედი გამაყუჩებელი არსებობდა ყველაფერს იკეთებდა. აგიჟებდა ტკივილი. ჰოდა ამ წამლის მიღების დაწყებიდან ერთ კვირაში ტკივილები შემცირდა, 3 კვირაში საერთოს მოიხსნა. 5 თვეში მივედით იგივე ექიმთან ვინც კვლევა ჩაატარა და დიაგნოზი დაგვიწერა და თავიდან ვთხოვეთ კვლევის ჩატარება. აღმოჩნდა რომ კისტები რომლებიც ხელითაც კი ისინჯებოდა და ზომით 1.5-2 სანტიმეტრამდე იყო მილიმეტრებამდე დაპატარავდა. მოკლედ თვითონ არ უჯერებდა ექიმი მის მიერ დაწერილ წინა დასკვნას. მას შემდეგ კიდევ 2 თვე სვა ეს წამალი. ამ ამბის შემდეგ 8 წელია გასული. ეხლა დედა ევროპაში ცხოვრობს და 6 თვეში ერთხელ კვლევას იტარებს. აბსოლიტურად არაფერი არ აქვს პრობლემა ამ კუთხით. იყო ამ წლების მანძილზე კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩვენს საახლობლოში და ბევრს დავხმარებივარ ამ დიიიდი ბაბუისგან დატოვებული რეცეპტით. ასე რომ მკერდის დაავადებების მკურნალობის ერთადერთი გზა სულაც არ არის ქირურგიული ჩარევა!!!

Posted by: T@K 12 Aug 2013, 14:37
ვინმემ თუ იცით, როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში თუ კვანძი გაქვს მკერდში და ექიმი გეუბნება რო გააჩენ ბავშმა დიდხანს უნდა ჭამოს რომ გაიწოვოს, მაგრამ ამ დროს ბავშვი არ შეჭამს საერთოდ, უნდა გაიშრო თუ იწველო რძე? ანუ გამოწველასაც ექნება შედეგი?
რატო არ შეჭამსო არ მკითხოთ, უბრალოდ ესეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე ?

Posted by: _veronica_ 12 Aug 2013, 15:30
გამარჯობათ როგორც ვიცი ქალის წოლის ტიპი არის ჯმუცელზე მამაკაცის კი ზურგზე..
მიყვარს მუცელზე წოლა, მაინტერესებს მკერდისთვის ეს რამდენად უსაფრთხოა როცა ტანით მკერდს აწვები...

Posted by: MKA 16 Aug 2013, 15:34
გამარჯობა, ორივე მკერდი მტკივა შეხებით დაახლოებით ერთიდაიმავე ადგილას, დაახლოებით ისეთი ტკივილი მაქვს გარდატეხის ასაკში, მკერდის ზრდასთან ერთად რომ მქონდა. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ეხლა მაწუხებს უკვე, მკერდზე ვერ ვწვები საერთოდ. ხელით გავისნიჯე რამდენჯერმე და მემგონი ჯირკვალი ან მსგავსი არ უნდა მქონდეს. 23 წლის ვარ. ექიმთან ვაპირებ მისვლას და იქნებ მანამდე მითხრათ დაახლოებით მაინც რა შეიძლება იყოს. მადლობა

Posted by: agr_bak 21 Aug 2013, 02:05
MKA
პირველ რიგში მაგ ორს - ორი მკერდი კი არა ძუძუ ჰქვია და რატომ გვრცხვენია ამ სიტვის გამოყენება სულ მიკვირს smile.gif

ხელით შეიძლება შენით ვერ გაისინჯო და იყოს რამე კვანძი

აქ მეეჭვება ტკივილის მიზეზი დადგინო. უმჯობესა მამოლოგს აჩვენო ან უკეთესია ჯერ ექოსკოპია გაიკეთო .

Posted by: Solveig 23 Aug 2013, 11:47
MKA
QUOTE
შეხებით დაახლოებით ერთიდაიმავე ადგილას,



შენით შეიძლება დააკვირდე, ციკლის დღეებთან რაიმე კავშირში არის ტკივილი თუ არა. ისე კი უმჯობესია, მამოლოგთან მიხვიდე და გაესინჯო.

Posted by: oto_terabyte 25 Aug 2013, 21:53
მამოლოგს ენდოკრინოლოგიური რაღაცეებიც ესმის?
კაცი რომელ მამოლოგთან უნდა მივიდეს?

Posted by: Remember me 26 Aug 2013, 14:42
გამარჯობა,ვიცი ამის კითხვას შეიძლება აზრი არ ქონდეს.მაგრამ ისეთი დაბნეული ვარ,არ ვიცი რა გავაკეთო . დედას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს,გუშინ დაეწყო სისხლდენა, შეიძლება ძალიან ცუდი კითხვაა,მაგრამ სავარაუდოდ რამდენი ხანი შეიძლება კიდევ იცოცხლოს?sad.gif((((((((((((((((((((((((((((((

Posted by: tatia1970 4 Sep 2013, 11:55
გამარჯობათ თუ ვინმეს აქვს დანიშნული და სვამს წამალს "არიმედექსი" შემეხმიანეთ

Posted by: agr_bak 5 Sep 2013, 17:27
Remember me
QUOTE
დედას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს

გააჩნია, რისი, გააჩნია სტადიას.
სისხლდენა საიდან ,
ასე ზეპირად ვერაფერს გეტყვის sad.gif

მესმის შენი და გითანაგრძნობ. რა გითხრა.... უნდა გაუძლო :*

Posted by: ozbetelashvili 5 Sep 2013, 18:01
Xom ver metyvit gogita dzagnidze sad mushaobs,an telefonis nomeri momweret.

Posted by: agr_bak 5 Sep 2013, 18:46
ozbetelashvili
QUOTE
gogita dzagnidze

ინტერკლინიკაში
ფალიაშვილის და ბაზალეთის კუთხეში

Posted by: makuna1227 5 Sep 2013, 18:54
შეიძლება არასწორ ადგილას ვსვამ კითხვას, მაგრამ ახალი ვარ და ჯერ კარგად ვერ ვერკვევი. მოკლედ ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ციკლის დაწყებამდე (არეული მაქვს) მინიმუმ ერთი კვირით ადრე მეზრდება მკერდი არანორმალურად, მტკივა და ყველა ვენა და კაპილარი მეტყობა. საშვილოსნოზე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ერთი შვილი მყავს და ბოლო 6-7 თვეა ვერ ვფეღმძიმდები. რა შეიძლება იყოს? ან რამე კავშირშია ეს ორი ერთმანეთთან? ექიმთან ვიყავი, მაგრამ ვერაფერი ვერ გამიგო, ვირუსებზე გამაკეთებინეს ანალიზი და არანაირი ვირუსი არ აღმომაჩნდა. ეხლა პროლაქტინის ანალიზი მომთხოვეს. პროლაქტინი როცა მაღალია, მკერდი სულ დიდია და არა მოსვლის წინ, ტუმცა ადრეც კი მეზრდებოდა მოსვლამდე, მაგრამ ასე ძაან არა sad.gif

Posted by: mammolog 10 Sep 2013, 11:18
makuna1227
საკვერცხეები და სარძევე ჯირკვლები ერთი სისტემა, როცა ორგანიზმი ემზადება ციკლის დასაწყებად ორგანიზმში იცვლება ჰორმონული მდგომარეობა, რასაც ასევე განიცდის სარძევე ჯირკვლები, და ამის ფონზე ხდება მისი შეშუპება (გაზრდა) . ამას პრემენსტრუალური სინდრომი ქვია. როცა მენსტრუაცია დაგეწყებათ რამდენ დღეს გრძელდება სარძევე ჯირკვლებში ტკივილი?
პ.ს. პროლაქტინის განსაზღვრა ურიგო არ იქნება, ხშირად უშვილობის მიზეზი პროლაქტინის მომატებაა.

Posted by: TB_S 10 Sep 2013, 11:45
ძაან დბნეული ვარ, დღეს დილას 3 წლის ჩემს შვილს შევნიშნე რომ მარჯენა მკერდი აქვს გამაგრებული. მოზრდილ ბავშვებს რომ ეზრდებათ მკერდი და შეუმაგრდებათ ისე. რა ვქნა მამალოგთან მივიყვანო? ან რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა ვიფიქრო არ ვიცი...

Posted by: Paraxeni 14 Sep 2013, 18:19

პროლაქტინი მაქვს თითქმის გაორმაგებული და აღმოჩნდა რომ მაგისი ბრალი ყოფილა ძუძუს ტკივილი...
ეხლა აღარ ვიცი რომელი უფრო საშიშია, თუ ორივე საშიშია თავისებურად smile.gif))))

Posted by: nikol 18 Sep 2013, 19:22
ნინო ღუდუშაურის კოორდინატები ხომ არ გაქვთ?
უღრმესი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: ნია ნია 18 Sep 2013, 21:48
nikol
QUOTE
ნინო ღუდუშაურის კოორდინატები ხომ არ გაქვთ?უღრმესი მადლობა წინასწარ


ნინო ღუდუშაური ხეჩინაშვილის კლინიკაში მუშაობს,(მე-9 სავადმყოფოს გვერდითაა, თიბისი ბანკის უკან).
221-44-00 ეს რეგისტრატურის ნომერია, წინასწარ უნდა ჩაეწერო ამ ნომერზე და ისე მიხვალ

Posted by: nikol 18 Sep 2013, 21:53
ნია ნია
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: jaa 18 Sep 2013, 22:57
იცით რა მაინტერესებს? რამოდენიმე დღის წინ ვიმშობიარე. რძის ჩადგომასთან ერთად ორივე იღლიაში გამომებერა ჯირკვლები, რომლებიც ძალიან მტკივა. მასაჟისტმა მითხრა დამატებითი სარძევე ჯირკვლებიაო. თავისით ჩაცხრება? თუ მივაკითხო მამოლოგს?

Posted by: nikol 19 Sep 2013, 10:07
ნინო ღუდუშაური დროებით არ მუშაობს
სხვას ხომ ვერ მირჩევდით იგივე სფეროში?

Posted by: inamura 27 Sep 2013, 13:28
ნინო ღუდუშაური მგონი გარდაიცვალა sad.gif((
* * *
გუშინ გავიკეთე ექოსკოპია

მარცხენა სარძევე ჯირკვალში რეტროარეოლარულად, ისახება 16X6 მმ ზომის ცისტა, შემღვრეული შიგთავსით.

ექიმმა გამიშვა ციტოლოგიურ კვლევაზე. იქ თქვეს, რომ სითხე არაა, გამკვრივებულიაო და შესაძლოა ფიბროადენომა ან კიდევ რაღაც თქვეს არ მახსოვს იყოსო (((( ძალიან ვნერვიულობ.
საშიშია ეს ძალიან? ( ციტოლოგიაზე რას ადგენენ?

Posted by: kite 27 Sep 2013, 16:53
ნინო ღუდუშაური მართლაც გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი ექოსკოპისტი sad.gif(((

აწი რა მეშველება, ვისთან მივალ ხოლმე sad.gif

ხომ არ იცით ვინმე ნინოს მსგავსად ძალიან ძლიერი სპეციალისტის ძუძუს ექოსკოპიაში?

Posted by: ნია ნია 28 Sep 2013, 10:09
QUOTE
ნინო ღუდუშაური მართლაც გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი ექოსკოპისტი (((


ძალიან ვწუხვარ ((((((( მეც ყოველთვის მასთან დავდიოდი ექოსკოპიაზე

Posted by: Natuka NGN 28 Sep 2013, 15:00
ძალიან მეწყონა ქალბატონი ნინოს გარდაცვალება.
nikol
ქეთი თანალიში.
kite
მე მხოლოდ ქეთისთან ვიკეთებ. კიდევ მითხრეს ნინო, გავრი უსტად არ ვიცი, დავადგენ, ტრავმატოლოგშია, ზლაიან ძლიერიაო.

Posted by: kakana 28 Sep 2013, 15:22
ნინო ღუდუშაური რითი გარდაიცვალა?
* * *
http://www.vidal.ge/doctors/more.php?id=1691
უკაცრავად ამ ექოსკოპისტზე იძახით?

Posted by: ნია ნია 28 Sep 2013, 17:58
QUOTE
უკაცრავად ამ ექოსკოპისტზე იძახით?

დიახ(((

QUOTE
ნინო ღუდუშაური რითი გარდაიცვალა?

ონკოლოგიური დაავადებით, მგონი ლიმფომა, ზუსტად არ ვიცი, ბოლოს როცა ვნახე მომერიდა მეკითხა.

Posted by: Mira_Bella 28 Sep 2013, 21:32
რა სამწუხაროა sad.gif ძალიან კარგი ექიმი იყო ქალბატონი ნინო

Posted by: keen 28 Sep 2013, 23:36
QUOTE
ნინო ღუდუშაური მართლაც გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი ექოსკოპისტი sad.gif(
QUOTE
ონკოლოგიური დაავადებით, მგონი ლიმფომა,

რა სამწუხარო ამბავია... sad.gif((

QUOTE
მეც ყოველთვის მასთან დავდიოდი ექოსკოპიაზე

sad.gif

Posted by: ninobino 30 Sep 2013, 12:42
kite

თეა ჩანგელია - თოდუას ცენტრში
5 99 92 95 99

Posted by: forumeli007 7 Oct 2013, 11:35
inamura
kite
ძალიან მეწყინა ნინო ექიმის გარდაცვალება... ჩვენ, მთელი ოჯახი მასთან დავდიოდით ეხოზე... sad.gif
Natuka NGN შენ გეცოდინება მასსავით ძლიერი ეხოსკოპისტი, მომწერე რა გთხოოოვ..

პ.ს. კიდევ რა მაინტერესებს, მამოლოგი თუ შემოდის ამ განყოფილებაში უფრო მასთან მექნება ეს კითხვა... მკერდიდან მწვანე ფერის (ჭაობისფერი) გამონადენი რას უნდა მივაწერო???

Posted by: Natuka NGN 8 Oct 2013, 02:37
forumeli007
დავწერე smile.gif

კიშემოდის, დოკთემო

Posted by: mammolog 8 Oct 2013, 10:40
[b]Paraxeni[/b ენდოკრინოლოგს მიმართეთ, ჰიპოფიზი უნდა გამოიკვლიოთ. პროლაქტინის მომატება იწვევს მკერდის ტკივილს, გამონადენი არ გაქვთ ძუძუდან?



Posted by: forumeli007 8 Oct 2013, 14:51
mammolog
იქნებ ჩემ კითხვასაც უპასუხოთ??

Posted by: cesdeba 8 Oct 2013, 23:51
mammolog
DocTemo

ახლობელს ქალბატონს მკერდიდან, უფრო სწორად დვრილიდან სისხლდენა ჰქონდა. გამოიკვლიეს და სასწრაფოდ ოპერაცია და მოკვეთა დაუნიშნეს. წინასაოპერაციო ანალიზების შედეგებით ყველა ორგანო და ყველა ზონა უაღრესად ჯანმრთელია. იღლიის ფოსო თავისუფალი. ოპერაცია ხვალ არის დანიშნული. მე იქნებ ცოტა დილეტანტურად ვწერ, მაგრამ ინტერნეტში რაც მოვიძიე თითქოს საგანგაშო არ არისო მსგავსი პრობლემა, თუმცა კარგად მესმის რომ ასეც არ შეიძლება იყოს. ზოგჯერ მგონია, რომ ოპერაცია და მოკვეთა ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხომ არ არის, რადგან ექიმებს ყოყმანს ვამჩნევვდი...

Posted by: დროებითი 10 Oct 2013, 15:32
სიცივის გამო შეიძლება სარძევე ჯირკვლების ანთება დაგემართოს? rolleyes.gif
დღეს ცოტა ციოდა და ლამის მოვკვდი ისე ამტკივდა.

Posted by: Natuka NGN 10 Oct 2013, 18:00
cesdeba
წინასწარი დიაგოზი რა არის პირდაპირ მოკვეთა რომ დანიშნეს? ვინაა ექიმი?

Posted by: Manchozur1981 11 Oct 2013, 12:42
მოგესალმებით. დეიდაჩემს (52 წლის) ჩაუტარდა მამოგრაფია. უწერია: Dex-BI-RADS: 3 და Sin-BI-RADS: 2...
სარძევე ჯირკვლის სტრუქტურაში უწერია. ჰეტეროგენული მკვრივი ACR 3, ისახება ოვალური ფორმის ასიმეტრიული სიმკვრივის ფოკუსი... რა პრობლემასთან უნდა გვქონდეს საქმე? რას ნიშნავს ეს დიაგნოზი? დიდი მადლობა წინასწარ
* * *
რომელი სტადიის სიმსივნეა? 3 თვის წინ ჩაიტარა მამოგრაფია

Posted by: larisa ivanovna 12 Oct 2013, 00:27
ლიოტონის ჯელე შეშუპებას და ტკივილს ხსნიის, მაგრამ ეს ძირითადად კიდურებისთვის არის განკუტთვნილი, კამელინის შესახე არ იცით რამე? დზალიან კარგი პრეპარატია, იმუნომოდულატორია და ორგანიზმს აძლიერებსს, უმეეტესად გამოიყენებენ სიმსიივნეების დროოს, თან უკუჩვენებებიც არააქვს..

Posted by: nininea 12 Oct 2013, 09:08
სად შეიძლება ვიყიდო მკდერდი პროთეზი და ზომებზე არის თუ არა პრობლემა?

Posted by: nino_ninuciii 12 Oct 2013, 16:23
DocTemo
გამარჯობა,
დაახლოებით ერთი კვირის წინ დედამ შეამჩნია სიმაგრე
გაიკეთა ექოსკოპია: მარცხნივ ქვედა კვადრატში ისახება დაბალი ექოგენების წარმონაქმნი არასწორი კონტურით არაერთგვაროვანი სტრუქტურის ვასკულარიზაციით ზომით 19*13მმ.
დასკვნა: dex. BI-RADS-2, sin. BI-RADS-4?

დვრილი აქვს კიდევ ჩაბრუნებული
მამოგრაფიაც გაუკეთდა და იქაც ასეთივე დასკვნაა მარცხნივ ქვედა კვადრატში დვრილიდან მოშორებით ისახება 40 მმ-ამდე ჩრდილისპიკულებით არამკვეთრი საზღვრებით.

ვიყავით მამოლოგთან რომელიც ჩემი მათლიაა და ვენდობი ყველაფერში გასინჯვით ესევე დასვა დიაგნოზი თუმცა გაგვიშვა ბიოფსიაზე.
დასკვნა: Cz mammae sin T1NoMo მარცხენა ს/ჯ რადიკალური რეზექცია (ზუსტად ვერ ვკითხულობ)
ფორმა ასში ეწერა ავთვისებიანი სიმსიმნე sad.gif
გაკეთდა იმავე საღამოს ბიოფსია და დღეს რომ ველაპარაკე ისედაც ნათელი იყო რაც იქნებოდაო ესე მითხრა და რომ მოხვალთ მერე აგიხსნი უკეთო
ოპერაციაგარდაუვალიაო, ისიც გვითხრა შემდეგ ლაზერის სხივები დასჭIრდებაო. მკერდს კი შევუნარჩუნებ და მთლიანს არ მოვკვეთავო.

ეხლა მაქვს ესეთი კითხვა
ოპერაცია გაკეთდება დაახლოებით სამ კვირაში (დაზღვევამ უნდა ჩარიცხოს ფული) ხომ არდაგვიანდება?
ხომ არ სჯობია მთლიანი მკერდის მოკვეთა?
დაახლოებით რა შედეგებს უნდა ველოდოთ?
მადლობა წინასწარ sad.gif
ვნერვიულობ ძალიან

Posted by: Katkatusa 12 Oct 2013, 21:12
nino_ninuciii
მასეთი ოპერაციებით ხალხი წლობით ცხოვრობს
ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ მეტასტაზებიც არაა წასული პასუხიდან ასე ჩანს
ჩემმა დედამთილმა გაიკეთა 3 წლის წინ ოპერაცია და ქალი ჩიტივითაა რაც ეს საქმეებს აკეთებს არ ვიცი რა და რასაც ეს მოძრაობს, მსუბუქი ქიმიოთერაპია და სხივური თერაპიაც ჩაიტარა, ამასაც ბოლომდე არ აქვს მოკვეთილი
და 6 თვეში ერთხელ იღებს ანალიზებს
ასე რომ ნუ ნერვიულობ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება


Posted by: delpiero 12 Oct 2013, 21:24
დიდი ბოდიშით რომ უადგილო ადგიალს ვსვამ მგონი კითხვას, ზღარბმა მიკბინა დღეს და არი ნეტა საშიში ზღარბის ნაკბენი biggrin.gif სად დავსვა ეგ კითხვა მიმასწავლეთ მაინც

Posted by: <<მარი>> 17 Oct 2013, 08:42
უკვე წლებია მკერდთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. როგორც გათხოვებამდე, ისე მერეც. რა გამოკვლევები, ექოები, მარკერები, მამოლოგების
კონსულტაციები არ გავიარე, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. მოკლედ მაქვს ტკივილები მკერდის არეში. გადადის ხელში, ზურგშიც.
ერთერთ ექო-კვლევაზე მითხრეს(საბერძნეთში) ლიმფური კვანძის გადიდება. მკერდში პატარა ზომის კისტები. გავიკეტე მარკერები, რამდენიმე სიმსივნეზე, მკერდის,ღვიძლის და რავი ექიმმა რაც დაწერა, ყველაფერი ნორმაში. ამ პერიოდში ვაწოვებდი ძუძუს, (სულ 2,5 წელი ვაჭამე პირველს) ერთმა მამოლოგმა ისიც მითხრა დაანებებინე ბავშვს, ეს მკერდია და ფაქიზია ის კიდე დიდია და მაგიტომ გტკივაო. მოკლედ გარკვეული ხნის მერე ტკივილი მინელდა. ისევ რომ შემომიტია ისევ გავიკეთე ექო. ექოსკოპისტმა მითხრა ლიმფური კვანძი დაპატარავებულია, მართლაც მონაცემები რომ შევადარე ასე იყო, მე კი მტკიოდა მაინც მკერდიც და ბეჭიც. მალე დავორსულდი, გავაჩინე, ამათაც ვაწოვებდი(ტყუპები მყავს) და რამდენიმე ხნის მერე ისევ დამეწყო ტკივილები. უკვე საქართველოში ვიყავი. ბოლოს 2012წ დეკემბერში ვიყავი მამოლოგთან. ხელით გამსინხჯა არაფერიო, ექო გავიკეთე იქვე. იმან რა ლიმფური კვანძი, რა კისტები, ეგ ნორმაა და ამ ზომის ყველას გვაქვსო. იქედან წამოვედი ბედნიერი რომ იტყვიან. მალე ტკივილები საერთოდ მომეხსნა. ეხლა ვატყობ ისევ მეწყება "შეტევა". პრემენსტრუალორი ტკივილები ერთ კვირაზე მეტია მაწუხებდა. მთელი ბეჭი მომაჭამა ასე მგონია. დღეს ამოვისუნთქე. რა ვქნა ეხლა, რა ვიფიქრო ან რა ვიმოქმედო? ეს რაც მჭირს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია თუ სერიოზულია რამე და ექიმები ვერ ხვდებიან?

Posted by: mammolog 17 Oct 2013, 14:43
<<მარი>> შესაძელებელია რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყოს თქვენი. ხერხემალი როგორ მდგომარეობაში გაქვთ? ხშირად ხერხემლის პრობლემებმა იცის მკერდში ტკივილი


Posted by: <<მარი>> 17 Oct 2013, 15:04
mammolog
ოსტეოქონდროზი მითხრეს 6-7 წლის წინ. აღარც გადამიმოწმებია.

Posted by: თუთიკა 17 Oct 2013, 18:29
გამარჯობა, ხომ არ იცით ვინმემ მამილოგი, ვინც ბინაზე გააკეთებს ბიოფსიას?

Posted by: limpompo 23 Oct 2013, 02:26
Solveig
QUOTE
DocTemoგამარჯობა,დაახლოებით ერთი კვირის წინ დედამ შეამჩნია სიმაგრეგაიკეთა ექოსკოპია: მარცხნივ ქვედა კვადრატში ისახება დაბალი ექოგენების წარმონაქმნი არასწორი კონტურით არაერთგვაროვანი სტრუქტურის ვასკულარიზაციით ზომით 19*13მმ.დასკვნა: dex. BI-RADS-2, sin. BI-RADS-4?დვრილი აქვს კიდევ ჩაბრუნებულიმამოგრაფიაც გაუკეთდა და იქაც ასეთივე დასკვნაა  მარცხნივ ქვედა კვადრატში დვრილიდან მოშორებით ისახება 40 მმ-ამდე ჩრდილისპიკულებით არამკვეთრი საზღვრებით.ვიყავით მამოლოგთან რომელიც ჩემი მათლიაა და ვენდობი ყველაფერში გასინჯვით ესევე დასვა დიაგნოზი თუმცა გაგვიშვა ბიოფსიაზე.დასკვნა: Cz mammae sin T1NoMo მარცხენა ს/ჯ რადიკალური რეზექცია (ზუსტად ვერ ვკითხულობ)ფორმა ასში ეწერა ავთვისებიანი სიმსიმნე გაკეთდა იმავე საღამოს ბიოფსია და დღეს რომ ველაპარაკე ისედაც ნათელი იყო რაც იქნებოდაო ესე მითხრა და რომ მოხვალთ მერე აგიხსნი უკეთოოპერაციაგარდაუვალიაო, ისიც გვითხრა შემდეგ ლაზერის სხივები დასჭIრდებაო. მკერდს კი შევუნარჩუნებ და მთლიანს არ მოვკვეთავო.ეხლა მაქვს ესეთი კითხვაოპერაცია გაკეთდება დაახლოებით სამ კვირაში  (დაზღვევამ უნდა ჩარიცხოს ფული) ხომ არდაგვიანდება?ხომ არ სჯობია მთლიანი მკერდის მოკვეთა?დაახლოებით რა შედეგებს უნდა ველოდოთ?მადლობა წინასწარ ვნერვიულობ ძალიან

იქნებ ესეც წაიკითხო
sad.gif sad.gif

Posted by: likaka 28 Oct 2013, 00:10
ამ ბოლო დროს დამეწყო მარცხენა მკერდის ტკივილი. რას მირჩევთ ჯერ მამოლოგთან მივიდე თუ ეხო გადავიღო? სად მივიდე ეხოს გადასაღებად ?
* * *
ვიყავი დღეს ზაზა ყიტაშვილთან. არაფერი მჭირს smile.gif დამინიშნა მასტოდინონი, პოლიჟენი და იოდომასინი

Posted by: ooo,girl,girl 31 Oct 2013, 10:19
ოდნავ რაღაც წამომტკივდება და სულ მგონია, რომ სასიკვდილო რაღაც მჭირს და უნდა მოვკვდე.
მკერდი მაქვს გამაგრებული რამდენიმე დღეა. გულის კანკალით მოვსინჯე და რომელი ექიმი მე ვარ, არ ვიცი როგორი უნდა იყოს კვანძი, მაგრამ პატარა ბურთივით არაფერს ვგრძნობ, მთლიანად არის რაღაცნაირად გამაგრებული ორივე, მგონი უფრო მარცხენა.სულ მუცელზე ვწევარ ხოლმე ან გვერდზე, ორივე შემთხვევაში მიჭყლეტილები არიან ხოლმე საწყალი ძუძუები და შეიძლება ამასაც გამოეწვია? იღლიის დეზადორის ხმარებისაც მეშინია (არადა სხვა რა გზაა) ალუმინს რომ შეიცავს და ეხლა იმის შიშმა ამიტანა, ხომ არ დაგროვდა ეს ალუმინი და ეს ხომ არაა მიზეზი მეთქი. კიდევ რკინიანი ბიუსგალტერი მაშინებს, გვერდებზე მკერდზე რომ ეჭირება იმან არ წარმოქმნას რამე, აუცილებლად უნდა გადავიდე ურკინოზე, ის არ არის ხომ საშიში? სადღაც წავიკითხე, ცხელი წყალიც არ არის კარგი მკერდისთვისო, არადა ისეთი ცხელი წყლით ვბანაობ ხოლმე, ნახევრად მოხარშული გამოვდივარ. აქ რაც გადავიკითხე, შეიძლება მენსტრუაციის წინაპერიოდის ბრალიც იყოს? თუმცა აქამდე არ მქონია ასეთი შემთხვევა. დასამშვიდებლად ექიმთან ვერ გავიქცევი, დედაჩემს ვერ ავაფორიაქებ, მე კი ფული არ მაქვს. ფულიც რომ მქონდეს პასუხის შემეშინდებოდა, მგონი, მირჩევნია არ ვიცოდე, თუ ვკვდები, ვაი. გამივლის ხო? sad.gif

Posted by: marto 3 Nov 2013, 20:44
მეც მკერდის ტკივილი მაქვს, მარცხენა მკერდი მტკივა. ექოსკოპია გავიკეთე ორჯერ.

პირველად რომ გავიკეთე მაშინ არ მტკიოდა უბრალოდ რაღაც მწიწკნიდა თითქოს შიგნიდან და მითხრეს სადინრებია გაფართოებულიო.
მეორედ უკვე მტკიოდა რომ გავიკეთე და მითხრეს არაერთგვაროვანი ქსოვილიაო და 6 თვეში ერთხელ აკონტროლეო. მამოლოგმა დამინიშნა პროჟესტოგელი 3 თვე.
რაც დრო გადის ტკვილი სულ უფრო მატულობს და მარცხენა მკერდი ფორმა მეორისგან განხსვავებულია, უფრო რბილიც არის ვიდრე მარჯვენა.
რა ვქნა, საშიშია? ვერაფერ სხვაზე ვეღარ ვფიქრობ: ((((

Posted by: Natuka NGN 3 Nov 2013, 23:40
ooo,girl,girl
marto
თუ სურვილი გაქვთ გასწავლით მამოლოგს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

Posted by: mammolog 5 Nov 2013, 13:16
marto
რამდენი წლის ხართ???
მე ვფიქრობ საშიში რომ ყოფილიყო რამე ექოსკოპიაზე გამოჩნდება, მაგრამ თუ ტკივილი მატულობს და მაზი საკმარისი არ არის მედიკამენტებია დასამატებელი. მიმართეთ მამოლოგს!

Posted by: Kurosaki Ichigo 15 Nov 2013, 12:57
დღეს იღლიაში ვიპოვე ე.წ "შარიკი" რომლის გამომწვევ მიზეზადაც მიმაჩნია დეზადორი. შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ მივხედო ან რა ზომებს მივმართო გასაქრობად?

Posted by: AnDy_ 15 Nov 2013, 20:02
მყავს წლის და ცხრა თვის ბავშვი 7 თვეა დავანებებინე ძუძუს თავი. დოსტინეწსი დავლიე ერთი.რძე აღარ მაქვს მაგრამ ხელს რო ვიჭეღ ოდნავ სითხე გამოდის რა გავაკეთო საშიშია? მითხრეს გაიწოვებაო


Posted by: AnDy_ 17 Nov 2013, 03:42
აქ არის საერთოდ ვინმე? იქნებ ვინმემ მიპასუხოოს

Posted by: happy-go-lucky 20 Nov 2013, 15:32
QUOTE (marto @ 3 Nov 2013, 20:44 )
მეც მკერდის ტკივილი მაქვს, მარცხენა მკერდი მტკივა. ექოსკოპია გავიკეთე ორჯერ.

პირველად რომ გავიკეთე მაშინ არ მტკიოდა უბრალოდ რაღაც მწიწკნიდა თითქოს შიგნიდან და მითხრეს სადინრებია გაფართოებულიო.
მეორედ უკვე მტკიოდა რომ გავიკეთე და მითხრეს არაერთგვაროვანი ქსოვილიაო და 6 თვეში ერთხელ აკონტროლეო. მამოლოგმა დამინიშნა პროჟესტოგელი 3 თვე.
რაც დრო გადის ტკვილი სულ უფრო მატულობს და მარცხენა მკერდი ფორმა მეორისგან განხსვავებულია, უფრო რბილიც არის ვიდრე მარჯვენა.
რა ვქნა, საშიშია? ვერაფერ სხვაზე ვეღარ ვფიქრობ: ((((

მეც ანალოგიური ტკივილები მაქვს, ეხოსკოპიაზე ვაპირებ მისვლას, ძალიან ვნერვიულობ რაიმე საშიში არ იყოს .

Posted by: pumpuliko 25 Nov 2013, 18:23
აქ თუ შემდოის ვინმე კომპეტენტურიი?!
რა ჩივილი მაქვს? ორივე მკრედში მაქვს ფიბრომა( პატარა ზომის) პლიუს ამას მარკვენა მკრდში ფიბრომასთან ერთად მაქვს ცისტა და აგრეთვე მარჯვენა იღლიაშ საოფლე ჯირკვალი მაქვს გადიდებული, ნატურალურ ბინებრივ ნივთირებებზე დამზადებული დეოდორანტს ვხმარობა ახლა გადავედი ანტიპესპერანტზე. და რა მაინტერესებს ციკლის წინ მოსვლამდე ასე 10 დღით ადრე მეწყება მარკვენა მკერდის , კერტის საშინელი ქავილი?რის გამო შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

Posted by: mammolog 6 Dec 2013, 12:33
Kurosaki Ichigo ეს "შარიკი" მტკივნეულია? გაწითლებულია? თუ ანთების ნიშნები აქვს მაშინ ესჭიროება ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა ეს რომ შეფასდეს უნდა მიმართოთ ქირურგს.


* * *
pumpuliko
მკერდში ალბათ ფიბროადენომა გაქვთ? და რის საფუძველზე ამბობთ ამას? სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია გადაიღეთ? თქვენი ანამნეზიდან ჩანს რომ გაქვთ ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, გჭირდებათ მამოლოგის კონსულტაცია.
* * *
AnDy_
გამონადენი რძის ფერია თუ გამჭვირვალე? ტუ რძეა მაშინ პროლაქტინი უნდა განსაზღვროთ სისხლში( ანალიზია) თუ გამჭვირვალეა მაშინ ექოსკოპია გაიკეთეთ და მიმართეთ მამოლოგს. მკურნალობა საჭიროა, თავისით როგორც წესი გაივლის.

Posted by: Manchozur1981 12 Dec 2013, 15:16
mammolog

რა გნსხვავებაა ფიბროადენომას და მასტოპათის შორის?

Posted by: kinomani20 12 Dec 2013, 16:20
ადენომის მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება მაგალითად მოსკოვში ადენომას არ იგებენ. ჩვენთან ეგრევე იგებენ. იქ თვლიან რომ არ არის საშიში უბრალოდ უნდა აკონტროლო

Posted by: mammolog 15 Dec 2013, 22:21
Manchozur1981
ფიბროადენომა ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, რომელიც 1 სმ ზე მეტი თუა მაშინ მკურნალობა ოპერაციოულია. რაც შეეხეა მასტოპათია- ეს არის კეთილთვისებიანი დისგორმონალური დაავადება სარძევე ჯირკვლების, რის ფონზეც ჯირკვალი იცვლის სტრუქტურას ხდება ფიბროზული ან კისტოზური. ამ დროს მკურნალობა მედიკამენტოზურია.
* * *
Manchozur1981
ფიბროადენომა ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, რომელიც 1 სმ ზე მეტი თუა მაშინ მკურნალობა ოპერაციოულია. რაც შეეხეა მასტოპათია- ეს არის კეთილთვისებიანი დისგორმონალური დაავადება სარძევე ჯირკვლების, რის ფონზეც ჯირკვალი იცვლის სტრუქტურას ხდება ფიბროზული ან კისტოზური. ამ დროს მკურნალობა მედიკამენტოზურია.

Posted by: treatpark 16 Dec 2013, 12:29
Warning:
ჩასწორებულია. იკრძლაება რეკლამა და კროსს-პოსტინგი

Posted by: ninilion 18 Dec 2013, 22:25
3 წელია ექოსკოპიურად მიწერენ ფიბრო ადენომებს მარჯვენა სარძევე ჯირკვალში ერთი 9x5,4 და მეორე 6x4,5ზე. ეს ზომები არ შეცვლილა ამდენი ხნის განმავლობაში, ერთადერთი მტკივნეულია შეხებისას დაზინებული ადგილები. გავიარე კონსულტაცია ციხისელთან და გოგიტა ძაგნიძესთან. ციხისელმა წესივრად არც გამსინჯა, ვერ მომცა იმის გარანტია რომ ამ ადენომებს საერტოდ ამომაჯრის, ან რა ალტერნატივა არსებობს ან რა უნდა ვქნა არაპერი მითხრა, ძაგნიძე კი უბრალოდ მოცდას და დაკვირვებას მირჩევს. პლიუს თუ დავპეხმძიმდი გადაგვარების რისკი დიდიაო.... უFრო მეტი თავსატეხი მაქვს ახლა ვიდრე მქონდა და როგორ მოვიქცე არ ვიცი.. ხომ არ მირჩევთ რამეს ან სხვა ვინმეს ვისთანაც შეიძლება პასუხის მიღება

Posted by: Natuka NGN 18 Dec 2013, 22:28
ninilion
მიდი დათო ჯინჭველაძესთან. თუ გინდა მოგცემ პმ ტელეფონს.

Posted by: ninilion 19 Dec 2013, 12:25
Natuka NGN
როგორა ხარ? 2kiss.gif ხოო რავიცი ნათ,არაკომპეტენტურდ მპასუხობენ ვისთანაც ვიყავი.. ამოვიჯრი კი ბატონო მაგრამ ეს უბრალოდ შედეგის მოშორებაა და არა მიზეზის,თან კითხვის ნიშნები და სანერვიულო იგივე დარჩება რაც ოპერაციამდე.ოპერაციას წინ არაფერი უდგას. ზოგი დაკვირვებას მირჩევს,ანუ გავზარდო და მერე ამოვიჭრა?ან შეილება ვერ ამოვკვეთოთო და ასე მკითხაობით ვითომ კბილს ვიგებ წავიდე და ვიკეთო ოპერაციები.ფეხმძიმობას ვგეგმავ,არ ვიცი ქონიათ თუ არა ასეთი შემთხვევა ორსულობისას და რა შედეგები მოყოლია.წავალ დათოსთანაც. არ ვიციიიიიიი გოგოებოოო გქონიათ ვინმეს ფიბროადენომა ორსულობისას? ან რა მოსვლია?

Posted by: keeee 19 Dec 2013, 12:38
ორსულობისას რისკია რომ გაიზარდოს ჰორმონების არევ დარევის გამო თუმცა შეიძლება საერთოდაც არ გაიზარდოს და დაპატარავდეს მე მქონდა პატარა გია ნემსაძესთან მივედი მეც ორსულობას ვგეგმავდი და ეგრე მითხრა მეორედ რომ მივედი არაფერი არ გინდაო ასე მითხრა არც გამზრდია იმის მერე ეხლა ორსულად ვარ და ღმერთის წყალობით კარგად არის ყველაფერი, ნემსაძესთან მიდი კონსულტაციაზე მე ძალიან ვენდობი პროფესიონალია.

Posted by: angelgirl 23 Dec 2013, 16:50
კოპი ფეისთის მეთოს გამოვიყენებ და ჩემს შეკითხვას აქაც დავაკოპირებ იქნებ ვინმემ მიპასუხოთ : )




ხვალ მივდივარ ჩემს გენოკოლოგთან .

წელიწადი და რვა თვეა რაც ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს,მარჯვენა მკერდში რძე გამიშრა 10 თვის რომ იყო პატარა და მხოლოდ მარცხენათი იკვებებოდა,ეხლა ვაპირებდი მიმეღო გასაშრობი წამალი და შემთხვევით აღმოვაჩინე რომ იმ მკერდში რომელშიც რძე აღარ მქონდა რაღაც მოყვითალო ოდნავ ბლანტი გამონადენი მაქვს,აქამდე არ შემიმჩნევია, გამაგრებული არ მაქვს მკერდი,ძალიან შემეშინდა,ეხლა იმასაც ვფიქრობ თავიდანვე რატომ გამიშრა რძე მხოლოდ მარჯვენა მკერდში ,ან ეს გამონადენი ცუდს ხომ არაფერს ნიშნავს,ხვალ კი მივდივარ კონსულტაციაზე ,მაგრამ ძალიან ვნერვიულობ.
ნორმალურია ლაქტაციის პერიოდში ასეთი რამე მოხდეს? ან რამდენად საშიშია?sad.gif
ჩემა გენოკოლოგმა არ გჭირდება მამოლოგი ჩემთან მოდი ეხოსკოპია გადავიღოთ და გაგსინჯავ კიდეცო

Posted by: beatris 24 Dec 2013, 11:57
მაინტერესებს რა განსხვავებაა ფიბროადენომატოზსა და ფიბროზულ მასტოპათიას შორის

Posted by: mammolog 24 Dec 2013, 21:42
angelgirl კარგია გინეკოლოგები მამოლოგის პროფესიასაც რომ ითავსებენ


Posted by: ashley_tko 24 Dec 2013, 22:29
QUOTE (AnDy_ @ 17 Nov 2013, 03:42 )
აქ არის საერთოდ ვინმე? იქნებ ვინმემ მიპასუხოოს

მეც მითხრეს გაიწოვებაო და შევეშვი. მერე ჩამიგროვდა და რძით სავსე კისტები გამიჩნდა. ციხისელმა მეორე უნდა გააჩინო სხვა გზა არ გაქვსო და კი ვარ ეხლა მე4 თვეში. იმედია კიდევ არ ჩამიდგება, როდემდე უნდა მაჩენინონ ბავშვები ძაან მაინტერესებს. მე გირჩევ სანამ საბოლოოდ არ გაგიშრება არ შეეშვა და არ მიუშვა ნებაზე.
* * *
QUOTE (angelgirl @ 23 Dec 2013, 16:50 )

წელიწადი და რვა თვეა რაც ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს,მარჯვენა მკერდში რძე გამიშრა 10 თვის რომ იყო პატარა და მხოლოდ მარცხენათი იკვებებოდა,ეხლა ვაპირებდი მიმეღო გასაშრობი წამალი და შემთხვევით აღმოვაჩინე რომ იმ მკერდში რომელშიც რძე აღარ მქონდა რაღაც მოყვითალო ოდნავ ბლანტი გამონადენი მაქვს,აქამდე არ შემიმჩნევია, გამაგრებული არ მაქვს მკერდი,ძალიან შემეშინდა,ეხლა იმასაც ვფიქრობ თავიდანვე რატომ გამიშრა რძე მხოლოდ მარჯვენა მკერდში ,ან ეს გამონადენი ცუდს ხომ არაფერს ნიშნავს,ხვალ კი მივდივარ კონსულტაციაზე ,მაგრამ ძალიან ვნერვიულობ.
ნორმალურია ლაქტაციის პერიოდში ასეთი რამე მოხდეს? ან რამდენად საშიშია?sad.gif
ჩემა გენოკოლოგმა არ გჭირდება მამოლოგი ჩემთან მოდი ეხოსკოპია გადავიღოთ და გაგსინჯავ კიდეცო

არ არის საშიში. მე 1 წელი და 5 თვე ვაწოვე. ეს რომ ციხისელს და ნემსაძეს ვუთხარი მეჩხუბნენ, რატომ აწვალე მკერდიო. ერთ წელზე მეტი არ არის რეკომენდირებულიო. მიდი მამოლოგთან და გაესაუბრე, მხოლოდ გინეკოლოგს არ ენდო.
* * *
კომპეტენტური არ ვარ მაგრამ შეიძლება შენდაუნებურად ნაკლებად აწოვებდი მარჯვენა მკერდს. შეიძლება სადინარები დაიცო და მასაჟები დაგინიშნონ. ყოველ შემთხვევაში საშიში არაფერი ...

Posted by: angelgirl 25 Dec 2013, 13:04
AnDy_

ზუსდაგ ეგ მითხრა გინეკოლოგმა,რომშეიძლება დოსტინექსის მიღებიდან 4 თვე კიდევ გქონდეს ცოტა გამონადენი და არ შეშინდეო და თუ ამ პერიოდს გასცდა არც ეგა საშიში,მაგრამ მოდი მერეო : )
არაფერია საშიში,მეც ორი დღის წინ ჩემი ქელეხი მელანდებოდა ისეთ დღეში ვიყავი,ცალ მკერდში ტავისით გამიქრა რძე 8 თვის რომ იყო ჩემი გოგო და ეხლა შემთხვევით ვნახე მეც გგამომივიდა მოყვითალო სითხე,ჩავიტარე ეხოსკოპია და ა.შ და ყველაფერი რიგზეა
* * *
mammolog

ეხოსკოპია გადავიღე გუშინდა არაფერია საერთოდ,ემრე გინეკოლოგმა გამსინჯა და აღარ გჭირდება მამოლოგის კონსულტაცია 100% გარანტიით გიშვებო ,არ ვენდო მაინც? ეხოსკოპიის პასუხი რადგან არაფერს აჩვენებს მაინც მჭირდება მამოლოგის კონსულტაცია?

ashley_teo

მეც არ მიდნა ამდენხანს რომ ჭამს,მაგრამ ვერ გადავაჩვიე,ისტერიკების მეშინია..
კი შეიძლება ნაკლებად მიირთმევდა მარჯვენადან.
რა საინტერესოა,ყველა სხვანაირად ფიქრობს მე მითხრეს 2 წლამდე კარგია თუ აჭმევო

Posted by: mammolog 29 Dec 2013, 21:45
წლამდე საჭიროა ძუძუთი კვება, წლინახევრამდე სასურველია და 2 წლმადე თუ კომფორტს უქმნის ბავშვს და დედას არანაირი პრობლემა არ არის და ამით ძუძუს არ აწვალებთ smile.gif
რაც შეეხება კისტების მკურნალობა: ბავშვების გაჩენით არ იკურნება!

Posted by: ashley_tko 1 Jan 2014, 21:56
QUOTE
რაც შეეხება კისტების მკურნალობა: ბავშვების გაჩენით არ იკურნება!

როცა კისტები სადინარშია გაჩენით არა, მაგრამ ძუძუს წოვებით იკურნება როგორც ციხისელმა მითხრა. და როდესაც არ არის სადინარში ორსულობისას სავსებით შესაძლებელია რომ გაქრეს იმ ჰორმონების წყალობით რასაც ორსული გამოიმუშავებს.არ არის ასე? აბა რატომ ურჩევენ თითქმის ყველა კისტიანს დაორსულებას? თქვენ მამოლოგი ხართ?
QUOTE
რა საინტერესოა,ყველა სხვანაირად ფიქრობს მე მითხრეს 2 წლამდე კარგია თუ აჭმევო

2 წლამდე ბავშვისთვის მართლაც კარგია, მაგრამ მკერდისთვის რამდენად მიზანშეწონილია ეს მამოლოგს უნდა კითხო.ამ საკითხზე მართლაც ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს. საბოლოო ჯამში დედის გადასაწყვეტია მხოლოდ.

Posted by: mammolog 8 Jan 2014, 11:04
angelgirl
angelgirl
ექოსკოპიაზე თუ ყველაფერი ნორმალურად არის და ჩივილებიც არ გაქვთ არ გინდათ მამოლოგიsmile.gif

* * *
ashley_teo დიახ მე მამოლოგი ვარ
რაც შეეხება კისტებს : კისტა არის ისეთი წარმონაქმნი რომელსაც ახასიათებს თვითნებურად, მკურნალობის გარეშე გაქრობაც, ორსულობის პერიოდშიც სრულიად გაქრეს ან კიდე შესაძლებელიცაა პირიქით დაჩირქდეს ლაქტაციის პერიოდში და მასტიტი ჩამოყალიბდეს. ასე რომ ორსულობა არაა გარანტი კისტების მკურნალობის. ჯერ უნდა გაირკვეს ეტიოლოგია, ანუ რატომ გაჩნდა ეს კისტა,( ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებიდან ჩნდებიან ) ამიტომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ენდოკრინოლოგიც და მარტო ორსულობა და ძუძუთი კვება ვერ მოაწესრიგებს მდგომარეობას.


Posted by: ashley_tko 8 Jan 2014, 21:07
QUOTE
ჯერ უნდა გაირკვეს ეტიოლოგია, ანუ რატომ გაჩნდა ეს კისტა
ჩემს შემთხვევაში ციტოლოგიამ აჩვენა რომ კისტის შიგთავსი იყო შედედებული რძე. პირველ ბავშვს ვაწოვე 1 წელი და 6 თვე და წოვების დამთავრებიდან 1 წელიწადში აღმომაჩნდა ცისტურად შეცვლილი სადენარები. არც ჩემს შემთხვევაში არ იყო ორსულობა და ძუძუს წოვება ერთადერთი გამოსავალი? ოპერაციასაც მირჩევდა ნემსაძე მაგრამ ციხისელმა თუ რძე კიდევ გამოგდის (ოდნავ გამომდიოდა მოჭერის დროს) ოპერაციის შემდეგაც დაგიგროვდებაო. თქვენ როგორ მიმკურნალებდით?

Posted by: mammolog 10 Jan 2014, 16:43
ashley_teo კისტების მკურნალობა ოპერაციული არ არის, თუ რათქმაუნდა არ არის დაჩირქებული ან კიდევ თუ პაპილარული წარმონაქმნი არ არის შიგ. კისტების სამკურნალოდ ასპირაციული პუნქცია საკმარისია, ესეც თუ კისტა 2 სმ -ზე მეტი ზომისაა მაგ შემთხვევაში კეთდება.
რაც შეეხება თქვენს მდგომარეობას: როგორც ამბობთ 1 წელია რაც აღარ აწოვებთ და რძე მაინც მოგდით? თქვენ ჰიპერპროლაქტემია გაქვთ, ანუ უნდა ჩააბაროთ პროლაქტინზე ანალიზი, თუ მომატებულია უნდა იმკურნალოთ მედიკამენტოზურად და ეს კისტებიც უნდა გაქრეს წესით smile.gif

Posted by: NINA-LL 10 Jan 2014, 19:39
გამარჯობათ.
ჩემი ანამნეზი ასეთია
ჩემი შვილი დღენაკლი დაიბიდა და გაუჭირდა წოვა,სამი თვე ვაჭამე ძირითადად ვიწველიდი და თავისით გაქრა,7თვე გავიდა და მარჯვნიდან ისევ გამომდის წვეთები.და ახლა ეხოზე აღმოჩნდა მარცხენა მხარეს ფიბროადენომა 17_7 ზომებით.ძალიან მეშინია ოპერაციის გაკეთების.პარალელურად გინეკოლოგიური და ფარისებრის პრობლემებიც აღმოვაჩინე.ვიწყებ მკურნალობას და ოპერაციას ვერ გადავურჩები.((((((

Posted by: mammolog 10 Jan 2014, 20:55
NINA-LL
ფიბროადენომების მკურნალობა როგორც წესი ოპერაციულია, თუ წარმონაქმნი 1 სმ-მდეა მაშინ ექვემდებარება დაკვირვებას და თუ ზომებში არ იზრდება შეიძლება რომ არ გაიკეთოთ ოპერაცია, მაგრამ თქვენი თითქმის 2 სმ-ისაა ამიტომ მედიკამენტებით ასეთი დიდი ზომის ფიბროადენომა არ გაიწოვება და ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას.

Posted by: NINA-LL 10 Jan 2014, 21:06
mammolog
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.მოვემზადები ფსიქოლოგიურად

Posted by: anooo-sunshine 17 Jan 2014, 09:53
გამარჯობა. კითხვა მაქვს, 3-4 წლის წინ მარცხენა მკერდში აღმოვაჩინე ჯირკვალი და ექიმთან რომ მივედი, პრემენსტრუალუტი ფიბროადენომა ყოფილა და მითხრეს ბავშვს რომ მოაწოვებ, გაიწოვება, საშიში არააო. შარშან ბავშვი მეყოლა, მაგრამ რძე არ მქონდა წესიერად და 4 თვემდე ძლივს ვაჭამე. მას მერე, მამოლოგთან არ მივსულვარ. რამდენიმე დღის წინ გონება დავკარგე და წაქცევისას სკამის კუთხეს მკერდი ჩამოვარტყი. ძალიან ამიტანა შიშმა, რას მირჩევთ? რამდენად საშიშია?

Posted by: ashley_tko 17 Jan 2014, 14:40
mammolog
ამჟამად ორსულად ვარ ანუ მკურნალობა უნდა გადავდო. თქვენ სად მუშაობთ და თქვენი სახელი და გვარი თუ შეგიძლიათ მითხრათ. ძალიან ბევრი ნერვები, დრო და ფული ვხარჯე სულ ტყუილად, 1 თვეში 4 მამოლოგთან გავიარე კონსულტაცია და პროლაქტინზე არავის არაფერი წამოცდენია. ერთადერთი გამოსავალი როგორც ურავლესობამ მითხრა იყო მშობიარობა და ძუძუს წოვება. ამჟამად 4 თვის ორსული ვარ და ხელით შეხების დროს ისევ მტკივა თუმცა ნაკლებად. როდის უნდა გავიარო კონსულტაცია ( ციტოლოგია და ექო თებერვავლში გავიკეთე) და სად მოვიდე?

Posted by: NINA-LL 18 Jan 2014, 23:46
mammolog
თქვენ კი მიპასუხეთ დაწვრილებით,მაგრამ გინეკოლოგმა მომცა უშუალოდ გინეკოლოგიური დანიშნულება.გარდა ამისა შეითავსა მამოლოგობაც და დამინიშნა მასტოდინონის აბები და პროჟესტოგელი,ასევე სისხლი პროლაქტინზე.და ვფიქრობ თუკი ჩემს პრობლემას ვერ მოაგვარებს ეს პრეპარატები რატომ გამოვიყენო თან ხანგრზლივი დროით...ჯობს ჩავეწერო მამოლოგთან ხომ?ეგებ ამაზეც მიპასუხოთ.

Posted by: mammolog 21 Jan 2014, 00:41
anooo-sunshine
არ ვიცი 3 წლის წინ რა იყო, თუმცა პრემენსტრუალური ფიბროადენომა, ასეთი დაავადება არ არსებობს smile.gif მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა გაიკეთეთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია. საერთოდ სარძევე ჯირკვლების ტრავმირებას უნდა მოვერიდოთ. თუ ექოსკოპიურად სტრუქტურა ნორმალურია და ჩივილებიც თუ არ გაქვთ მაშინ არ დაგჭირდებათ მამოლოგი.

* * *
NINA-LL რაც გინეკოლოგმა გამოგიწერათ ეს ფიბროადენომას არ გააქრობს, მაგრამ ის რაგაც გამონადენი რო გკონდათ აი მაგას მოუხდება, თუმცა მე ვფიქრობ რომ მამოლოგმა უნდა დაგინიშნოთ ეს მკურნალობა და პროლაქტინზეც გამოკვლევა. ჩაეწერეთ მამოლოგთან.


* * *
ashley_teo
თეო რაც შეეხება თქვენს მდგომარეობას კი ნამდვილად მკურნალობა უნდა გადადოთ, ორსულობის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა უკუჩვენებაა. ასე 5-6 თვის რომ იქნები გადაიღე ექოსკოპია და დააკვირდით იზრდება თუ არა კისტა. თუ გაიზრდება 2 სმ-მდე მაინც მაიშინ ძუძუთი კვების დროს შეიძლება ლაქტოსტაზი (რძის შეგუბება)გამოიწვიოს. რაც შეეხება პროლაქტინს ფეხმძიმობის დროს ამ მდგომარეობაში ინფორმაციას არ მოგვცემს,ისედაც მომატებული იქნება.
პ.ს მე ბათუმში ვმუშაობ smile.gif

Posted by: ma1ka 22 Jan 2014, 11:48
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ, ძალიან შეშინებული ვარ, 3 დღეა მარჯვენა ძუძუ გამკვრივებული მაქვს და ხელის დადებით მაწუხებს, ვიზუალურადაც გაზრდილია მეორესათან შედარებით. მენსტრუაციას ველოდები და შეიძლება მაგის ბრალი იყოს?

Posted by: mammolog 22 Jan 2014, 23:05
ma1ka დიახ ეს პრემენსტრუალური სიმპტომია. დააკვირდით ციკლის მოსვლასთან ერთად ეს ტკივილი და მკერდის შეშუპება უნდა გაქრეს. თუ გრძელდება ციკლის შემდეგაც ეს სიმპტომები, მიმართეთ მამოლოგს.

Posted by: Winnie 22 Jan 2014, 23:17
mammolog
გამარჯობა. smile.gif მე მკერდი მტკივა ძალიან ხშირად . მნიშვნელობა არ აქვს პერიოდს. მტკივა და არასასიამოვნო შეგრძნებებიც მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ma1ka 23 Jan 2014, 10:39
mammolog
გუშინ 91ვე გვერდი გაავიკითხე და მეც მაგ დასკვნამდე მივედი, თუმცა მაინც ვერ დავმშვიდდი ბოლომდე, აქამდე ასე არასდროს დამმართვია, პრემენსტრუალურ პერიოდში ორივე ძუძუ ერთნაირად მკვრივდებოდა და მაწუხებდა, ეხლა მხოლოდ მარჯვენა მაწუხებს და თან ზემოთა მხარეს გამკვრივებულია თუ შიგნითაა გამაგრებული ვერც გავარკვიე. დაველოდები ციკლს. მადლობაა.

Posted by: mammolog 23 Jan 2014, 13:44
Winnie
ცოტათი რთულია ასე თქვა "რისი ბრალია მკერდის ტკივილი" თუ სისტემატიურად გტკივათ და გიქმნით დისკომფორტს მიმართეთ მამოლოგს.

Posted by: 88888 23 Jan 2014, 14:58
mammolog
რამდენიმე კვირის წინ, ვარჯიშისას 15 წლის ბავშვმა (ბიჭია) რაღაც სიმძიმე დაირტყა მარჯვენა ძუძუზე. შესიებული და გამკვრივებული აქვს. ვუსვამ ლიოტონს. სხვა რა უნდა გავუკეთო? წინასწარ მადლობა)))

Posted by: mammolog 23 Jan 2014, 21:43
88888
ნამდვილად ტრავმირების შემდეგ გაუსივდა? იქნებ მანამდეც ქონდა და ვერ შეამჩნიეთ. რამდენიმე კვირა თუ გავიდა და არ შემცირდა ზომებში მაშინ ექოსკოპია უნდა გადაიღოთ და მიმართეთ მამოლოგს. საერთოდ ამ ასაკში ხშირადაა იუვენილური გინეკომასტია. რომელსაც არ ჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა. 2 წელში თავისით უნდა განიკურნოს, თუმცა ეს დიაგნოზი რომ დაისვას ამისთვის საჭიროა მამოლოგის კონსულტაცია.

Posted by: 88888 24 Jan 2014, 10:57
mammolog
QUOTE
ნამდვილად ტრავმირების შემდეგ გაუსივდა? იქნებ მანამდეც ქონდა და ვერ შეამჩნიეთ. რამდენიმე კვირა თუ გავიდა და არ შემცირდა ზომებში მაშინ ექოსკოპია უნდა გადაიღოთ და მიმართეთ მამოლოგს. საერთოდ ამ ასაკში ხშირადაა იუვენილური გინეკომასტია. რომელსაც არ ჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა. 2 წელში თავისით უნდა განიკურნოს, თუმცა ეს დიაგნოზი რომ დაისვას ამისთვის საჭიროა მამოლოგის კონსულტაცი

არა, ნამდვილად ტრავმის შედეგია. რამდენიმე დღეა ვახმარ ლიოტონს და აშკარა უკეტესობა აქვს. ცოტა ხანი გადავხედავ და ექოს გადავუღებ. მადლობა)))

Posted by: DON GEORGIO 25 Jan 2014, 12:32
გამარჯობა,კითხვა მაქვს. მარჯვენა მკერდის ტკივილი დამეწყო, მეორე დღეა.საერთოდ ციკლის დროსაც ოდნავ თუ შეუწუხებივარ და ეხლა დაბლა მხარე ცოტა გამაგრებულია და ხელის დადებით მტკივა.რისი ბრალი იქნება?

მეუღლის ნიკით გწერთ smile.gif

Posted by: pekineli 28 Jan 2014, 15:45
არის აქ მამოლოგი ვინმე? თუ მარტო კითხვები იდება?

88888
QUOTE
რამდენიმე კვირის წინ, ვარჯიშისას 15 წლის ბავშვმა (ბიჭია) რაღაც სიმძიმე დაირტყა მარჯვენა ძუძუზე. შესიებული და გამკვრივებული აქვს. ვუსვამ ლიოტონს. სხვა რა უნდა გავუკეთო? წინასწარ მადლობა)))

ძალიან გთხოვთ მუდამ აკონტროლოდ, მუდამ და არა მხოლოდ ახლა.
აი ყოველ 6 თვეში თავიდან შემდეგ კი 1 წელიწადში!
ჯვარი წერია თქვენ შვილს.
ჩემი მეგობრის ბიძას მოუვიდა ასე და შემდეგ გართულებების მოყვა.

Posted by: ქეთა 28 Jan 2014, 20:47
mammolog
3 წლის წინ მირტყმულ მკერდზე შეიძლება რამე განვითარდეს წლების მერე?

Posted by: mammolog 28 Jan 2014, 21:09
კი! ტრავმირება ძალიან ცუდათ მოქმედებს ძუძუზე, შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნეც კი განვითარდეს. გააჩნია ტრავმირებასაც smile.gif

Posted by: tamttamta 28 Jan 2014, 23:02
mammolog
mkerdis midamoshi cva risi bralia??shesadzloa orive midamoshi mqondes cva bechebshi mklavze da mkerdidan sheidzleba modiodes??
p.s ramodenime clis cin sichqaris gamo karebze mivartki mkerdi. arc dalurjda araperi anu simptomi ar mqonia araperi. da ragacnairad rom maxsendeba xolme vigruzebi. ra sheidzleba movimoqmedo iqneb rame rcheva momcet??. da aqve shegekitxebit axlobelma ert mshvenier dges gagvidzebisas shenishna gamagrebuli didi ragac mkerdze xa sheidzleba aseti ram praqtikashi. vtqvat cina dges ar qonda da dilit sagrdznoblad didi qondes???

Posted by: mammolog 28 Jan 2014, 23:09
tamttamta
მკერდის მიდამოში წვა შესაძლებელია: თუ სადინრები გაფართოებულია ან კისტებია, ან კიდევ გაგიცივდათ მკერდი, მაგრამ ბეჭში მხარში არ გადავა ეს წვის შეგრძნება, ამიტომ უფრო ხერხემლის ბრალი უნდა იყოს, ოსტეოხონდროზი ხომ არ გაწუხებთ? რაც შეეხება ტრავმირებას: თუ თავის დროზე არანაირი სიმპტომი არ გქონდათ ( ჩალურჯება, რაიმე წარმონაქმნის არსებობა) მაშინ საკმარისია ერთხელ მაინც გადაიღოთ ექოსკოპია და გააკონტროლოთ როგორაა ჯირკვლები.
ერთ ღამეში "საგრძნობლად დიდი წარმონაქმნი" არ ჩნდებიან, ალბათ ადრე ვერ შენიშნა.

Posted by: tamttamta 28 Jan 2014, 23:21
mammolog
ოსტეოხონდროზი არავის უთქვია ისე კი ხშირად მეუბნებიან ამა თუ იმცივილზე ხერხემლიდან მოდისო smile.gif
და მკერდზე მრგვლად კანზე ოდნავ მეტი ფერი რომ დაგკრავს ეგ რამეს ნიშნავს ანუ ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქად რომ გაქვს smile.gif ორსულობამდე შევამჩნიე იღლიაში რაღაც გამობერილი ოღონდ რბილი აი სადაც ნაოჭი კეთდება ხელის დაშევების დროს იმ ადგილზე გამობურცული იყო რბილად, და ექიმმა მითხრა რომ ეს არის დამატებითი სარძევე ჯირკვალი და რომ ძუძუს წოვების მერე გაივლიდა,ისე აღარ არის ამობურცული მაგრამ მაინც დარჩა ცოტა(ძუძუს აღარ ვაწოვებ) და ის ადგილი თIთქოს ოდნავ გაყავისფრდა ანუ პიგმენტაცია შეიცვალა.
და დოსტინექსის 2 აბი რაიმე ზიანს ხომ არ აყენებს ჯანმრთEლობას რძის გასაშრობად რომ სვავენ?

Posted by: mammolog 29 Jan 2014, 07:55
Damatebiti sarzeve jirkvlebi ar qreba.ubralid laqtaciis dros zomashi imatebs.rac sheexeba 2 abi dostineqsi ar avnebs janmrtelobas. Pigmentaciac vfiqrob rom ar unda nishnavdes rame cuds.tumca dermatologis saqmea eg.

Posted by: 88888 29 Jan 2014, 09:25
pekineli
QUOTE
ჩემი მეგობრის ბიძას მოუვიდა ასე და შემდეგ გართულებების მოყვა.

ხო, ვიცი რომ ძალიან საშიშია cry.gif მადლობა რჩევისთვის))))

Posted by: mammolog 29 Jan 2014, 12:03
88888
მე არ ვთვლი რომ ძალიან საშიშია მითუმეტეს თუ ლიოტონის შემდეგ აქვს ეფექტი და შესიება ცოტათი თუ ჩაცხრა smile.gif მაგრამ ექოსკოპია რო გადაიგოთ დაა გააკონტროლოთ კარგი იქნება.

Posted by: დენი 29 Jan 2014, 21:17
გამარჯობა. მეგობარს უნდა მკერდის თავზე პირსინგის გაკეთება და აინტერესბეს რამე პრობლემა ხომ არ შეექმენება და საშიში ხომ არ არის.

მადლობა წინასწარ bis.gif

Posted by: 88888 30 Jan 2014, 11:46
mammolog
QUOTE
მაგრამ ექოსკოპია რო გადაიგოთ დაა გააკონტროლოთ კარგი იქნება.

აუცილებლად))) დიდი მადლობა)))

Posted by: დენი 31 Jan 2014, 01:16
მიპასუხოთ იქნებ ვინმემ sad.gif

Posted by: ninucella 5 Feb 2014, 11:11
გამარჯობათ, მაინტერესებს რა განსხვავებაა მასტოდინონის წვეთებსა და მასტოდინონის ტაბლეტებს შორის?მაქვს ორივე ძუძუზე კისტები.ვიკავი ორ მამოლოგთან. ერთმა დამინიშნა წვეთები, მეორემ აბები.(კისტის ზომები მარჯვნივ-ორკამერიანი 1.25-0,59 სმ დამარცხნივ0,74-0,61სმ) ორკამერიანი რას ნიშნავს? ასევე მიწერია მარჯვენა იღლიის ფოსო - ისახება ლ-კები 0,85-0,62 და მარცხენა იღლიის ფოსო 0,64-0,48 . ლ-კები რის მაჩვენებელია?გმადლობთ

Posted by: mammolog 6 Feb 2014, 22:14
ninucella წვეთებს და ტაბლეტებს შორის არანაირი განსხვავება არ არის, უბრალოდ წამლის გამოშვების ფორმებია ასეთი, ვისთვის წვეთების დალევაა მარტივი და ვისთვის ტაბლეტების მიღება.
ორკამერიანი კისტა ნიშნავს რომ კისტებს შორის არის ძგიდე. ლიმფური კვანძები ნორმის ფარგლებშია.


Posted by: kopala01 6 Feb 2014, 23:27
ვინმეს შეუძლია საუკეთესო მამოლოგი მირჩიოს? ისეთი ექოსკოპია და სხვა გამოკვლევებზე კილომეტრებზე რომ არ გაგიშვას და ადგილზე იყოს შესაძლებელი ყველაფრის გამოკვლევა.

მამოლოგის თემა ვნახე სადაც ვერავითარი აზრი ვერ გამოვიტანე, ნახევარი ხალხი გოგიტა ძაგნიძეზე, ციხისელზე და ნემსაძეზე ცუდს წერს, ხოლო მეორე ნახევარი კარგს.

მგონი მამოლოგი ერთადერთი ექიმია რომელიც ფორუმის თემებიდან ვერ გამოვავლინე უფრო მეტი პროცენტი რომ უჭერდეს მხარს საუკეთსო რომელია

Posted by: daMboO 9 Feb 2014, 23:24
QUOTE
გოგიტა ძაგნიძე

იყო ჩემი მამოლოგი და ისე გამიკერა მკერდი მავიწყდება კიდეც სად გამჭრეს. არადა ჩემ ნათესავს დღემდე ამჩნევია.
ალბათ ინდივიდუალურია

QUOTE
ციხისელზე
მითხრეს ძალიან უხეში და უტაქტოაო



Posted by: womanly 10 Feb 2014, 13:17
გამარჯობათ.. ხომ არ იცით ვინმემ გია ნემსაძის ტელეფონის ნომერიი და სად არის ამჟამად ?

Posted by: irakli222 10 Feb 2014, 19:19
QUOTE
გია ნემსაძის ტელეფონის ნომერი


599 51 59 17

QUOTE
სად არის ამჟამად ?


დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მესამე სართული,
კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრი.

Posted by: ninucella 11 Feb 2014, 21:06
mammolog დიდი მადლობა ყურადღებისთვის..კისტები დიდია? რა ზომიდან ითვლება რომ კისტა დიდია?რომ არ გაიწოვოს და ზომაში გაიზაარდოს შემდეგ ამოკვეთა იქნება ალბათ აუცილებელი?გმადლობთ

Posted by: womanly 11 Feb 2014, 21:57
irakli222
გაიხარეეე.....

Posted by: mammolog 11 Feb 2014, 22:11
ninucella 2 სმ კისტების პუნქტირება უკვე შესაძლებელია (ნემსით ამოგება სითხის) საერთოდ კისტებს ასე მკურნალობენ, თუმცა არის კისტები რომლებიც იკეთებენ სქელ კაფსულას და პუნქტირების შემდეგც გროვდება სითხე, ანუ 3-4 ჯერ პუნქტირების შემდეგაც თუ იზრდებიან დიდი ზომის ანუ 2 სმ და მეტი მაშინ უკვე დგება საკითხი მისი ოპერაციულ მკურნალობაზე. კისტებს ფაქტიურად არ ახასიათებს გადაგვარება ავთვისებიანობაში, თუმცა შესაძლებელია მისი დაჩირქება და გამოიწვიოს მასტიტი. როცა ასე ჯიუტი კისტები გაქვთ მკერდში უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი , ხშირად ფარისებრის პრობლემებმა იცის კისტოზური მასტოპათია.

Posted by: Hektorinia 12 Feb 2014, 00:16
kopala01
ირაკლი კოხრეიძე

Posted by: ninucella 12 Feb 2014, 12:28
mammolog მადლობა, ვიღებ მასტოდინონის წვეთებსა და პროჟესტოგელს.ჯერ ერთი თვეც არ არის. ვიკავი ენდოკრინოლოგთანაც. მაქვს მცირე ზომის კოლოიდური ჩანართი. ვიღებ მის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც. მაინტერესებს მასტოპატიის ამ შემტხვევაში ბავშვის გაჩენაზე რა აზრის ხართ?(პირველბავშვს ძუძუს ვაწოვებდი დაახლოებით 2თვე)სპირალმა თუ შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვალში, კისტები?სპირალი თუ უშლის ხელს მკურნალობის ეფექტურობას?გმადლობთ

Posted by: mammolog 12 Feb 2014, 15:23
ninucella
ფეხმძიმობა ამ მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული, ეს მედიკამენტები უკუნაჩჰვენებია. სპირალმა ზოგადად შესაძლებელია გამოიწვიოს მასტოპათია, თუმცა ეს სარძევე ჯირკვალში კისტები ვფიქრობ რომ ფარისებრიდან უნდა იყოს, ამიტომ კომპლექსურად ჩაიტარეთ მკურნალობა და ეფექტიც უფრო იქნება. რაც შეეხება ორსულობას უკუჩვენება არ არის, პირიქით ძუძუსთვის ფეხმძიმობა და ლაქტაცია დადებითად მოქმედებს.

Posted by: <<მარი>> 14 Feb 2014, 12:03
mammolog
კისტებმა თუ შეიძლება ლიმფური კვანძების გადიდება გამოიწვიოს? და საერთოდ ლიმფური კვანძის არსებობა უეჭველი სიმსივნეზე მიუთითებს?
კიდევ, ხომ არ იცით უფასო მამოგრაფიულ კვლევას აანონსებდნენ ტელევიზიით. უნდა დაწყებულიყო 4 თებერვალს მგონი და ვრცელდებოდა
ნებისმიერი ასაკის ქალბატონზე. მისამართი და საკონტაქტო მონაცემები მაინტერესებს?

Posted by: mammolog 14 Feb 2014, 14:06
<<მარი>>
კისტებმა ლიმფური კვანძების გადიდება არ იცის, თუ რათქმაუნდა დაჩირქებული და ანთებადი არ არის. ლიმფური კვანძების გადიდება არ მიუთითებს ყოველთვის სიმსივნეზე, ორგანიზმში ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური კვანძების გადიდება. რაც შეეხება უფასო გამოკვლევებს მე ინფორმირებულ არ ვარ, ყოველშემთხვევაში მე ბათუმში ვმუშაობ და სკრინინგი გვაქვს 40 წლიდან 70 წლის ჩათვლით.

Posted by: <<მარი>> 14 Feb 2014, 15:23
mammolog
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: mdinaradze 15 Feb 2014, 23:49
გამარჯობათ. 5 დღის წინ ვიყავი მამოლოგთან მარცხენა მკერდში სიმაგრე მქონდა. ბიოფსიის შედეგად დამიდგინდა ფიბროზულ-ციტური ჩანართი 12*6მმ. მოკლედ ექიმმა ბიფლაზიმი (დღეში 6 აბი) და ლოქსიდოლი დანიშნა 10 დღე. 2 კვირაში თუ დარბილდა ან დაპატარავდა ხო კაი, თუ არადა უნდა ამოიკვეთოსო. კანთან ძალიან ახლოსაა. ოპერაციის თითქოს არ მეშინია არადა აშკარად გარდაუვალია ვატყობ. გავიკეთო თუ რა ვქნა აღარ ვიცი sad.gif 24 წლის ვარ

Posted by: mammolog 16 Feb 2014, 17:14
mdinaradze
Exoskopia gadaiget? Calkeul kvandzad aris chamokalibebuli es simagre?kafsulashia? Tu ubrald gamkvrivebuli ubania? Biofsiit es ketiltvisebiani carmonaqmnia. Tumca iseti patara zomisaa sruliad shesadzlebelia imkurnalod , daakvirdet da gaqres kidec. 10 dgiani mkurnalobit Ar gaqreba. 3tviani mkurnaloba chirdeba shemdeg eqoskopiit gaakontrolebt. Tu gaizrdeba shemdeg dafiqrdit operaciaze.
Gatxovili xart? Zuzuti kveba tu iko?

Posted by: mdinaradze 16 Feb 2014, 18:06
ცოტა ხანი მყავდა დაახლოებით 3 თვე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე.
ცალკეა კვანძად ჩამოყალიბებული. არ უთქვამთ რომ კაფსულაშია. ციკლის პერიოდამდე მკვრივდება და მერე თითქოს ბრტყელია და ხელით აღარ ისინჯება. ამის დატოვების მეშინია. რომ არის ის ფაქტი უფრო მაშინებს ვიდრე ოპერაცია sad.gif

Posted by: ninucella 17 Feb 2014, 21:19
mammolog ვიღებ მასტოდინონის წვეთებს და პროჟესტოგელს. ..პარალერულად ვიღებ ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნულ წამლებსაც. ორსულობას ამ ეტაპზე, ( უახლოესი 6 თვის მანძილზე მაინც არ ვგეგმავ)მიდგას სპირალი,მამოლოგმა მითხრა, რომ სპირალი აუცლებლად უნდა ამოვიღო, რადგან მან შეიძლება ხელი შეუშალოს მკურნალობას და მკურნალობა უშედეგო .იყოს.თქვენ რა აზრის ხართ?გმადლობთ

Posted by: maribuka 20 Feb 2014, 10:54
მოგესალმებით,
ონკოლოგიურის ნომერი თუ იცით მომწერეთ ვინმემ.
მამოლოგთან მინდა მისვლა კონსულტაციაზე და ვერ მივაგენი ვერსად ინტერნეტში.

Posted by: irakli222 20 Feb 2014, 13:04
maribuka
თბილისში მამოლოგების ფართო არჩევანია, ვინმე კონკრეტული თუ გინდათ დაწერეთ და შევეცდები მოგიძებნოთ მისი ნომერი. თუ არავინ გყავთ არჩეული იქნებ სკრინინგ ცენტრს მიმართოთ, უფასოდ გამოგიკვლევენ.

Posted by: maribuka 20 Feb 2014, 13:08
26წლის ვარ და უფასოდ გამომიკვლევენ?ყველგან ცოცხალი რიგია და ამდენი დრო არ მაქვს. ჩაწერით რომ იყოს კარგი იქნებოდა.

Posted by: womanly 20 Feb 2014, 13:16
სკრინინგ ცენტრი სად არის? დ
ტელეფონი ხომ არ იცით?

Posted by: irakli222 20 Feb 2014, 15:03
maribuka
26 წლისას უფასოდ არ იკვლევენ.
womanly
სკრინინგ ცენტრის საიტი http://gnsc.ge/

იქდან დავაკოპირე
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ:

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე
მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე
პროსტატის გამოკვლევა - 45-დან 70 წლამდე


თბილისში გამოკვლევის ჩატარება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ პირებს


ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალში, ტელეფონი 220 35 35
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში, ტელეფონი 220 35 35
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, ტელეფონი 225 39 38 ან 218 61 86
თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში, ტელეფონი 236 44 85
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ტელეფონი 272 49 72
ავერსის კლინიკაში, ტელეფონი 239 98 88
მე-12 ქალთა კონსულტაციაში, ტელეფონი 272 34 51
30-ე შერეულ პოლიკლინიკაში, ტელეფონი 292 18 75
საოჯახო მედიცინის ცენტრში “ვერე 21–ე”, ტელეფონი 229 84 76
სამედიცინო ცენტრ მედინვესტში, ტელეფონი 225 19 60
კონსტანტინე მადიჩის სახ. მამოლოგიის ცენტრში, ტელეფონი 251 68 00

Posted by: womanly 20 Feb 2014, 16:10
irakli222
მადლობთ..........

Posted by: levani777 20 Feb 2014, 21:13
QUOTE (maribuka @ 20 Feb 2014, 13:08 )
26წლის ვარ და უფასოდ გამომიკვლევენ?ყველგან ცოცხალი რიგია და ამდენი დრო არ მაქვს. ჩაწერით რომ იყოს კარგი იქნებოდა.

გამოგიკვლევენ უფასოდ, ოღონდ თუ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდგომ საჭიროება დადასტურდება. აბელოფში 577097040 . ამ ნომერზე ჩაეწერე. საჭიროების შემთხვევაში ონკო მარკერსაც უფასოდ გაგიკეთებენ

Posted by: chanelgirl999 21 Feb 2014, 01:19
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, მარჯვენა ძუძუს თავი ძალიან ხშირად მაქვს ე.წ. ამდგარ მდგომარეობაში, თითქმის სულ, ბოლო რამდენიმე კვირაა ესე მაქვს და რა შეიძლება იყოს?

Posted by: sofunia 23 Feb 2014, 04:32
გამარჯობათ,ჩემი შეკითხვა ვერ მოვიფიქრე სად დამესვა,იქნებ მიპასუხოთ! მყავს 13 წლის ბიჭი,რამოდენიმე დღეა დაეწყო ტკივილები მკერდში,გასაგებია რომ გარდატეხის ასაკია,მაგრამ მარჯვენა ძუძუში აქვს პატარა ჯირყვალი რომელიც სტკივა.რაიმე საშიში ხომ არ არის? ვის უნდა მივმართო? თუ ეს ბუნებრივია ამ ასაკისთვის და გაივლის

Posted by: klo-C 24 Feb 2014, 12:15
გამარჯობათ

იქნებ მირციოთ თბილისში კარგი მამოლოგი ვინ არის რომ მივიდე კონსულტაციაზე?

25 წლის ვარ, ბავშვი მყავს თითქმის 4 წლის და 1 წელი მყავდა ძუძუზე.
ბოლო 1 თვეა მარცხენა მკერდი საგრძნობლად გაიზარდა მარჯვენასთან შედარებით და დამძიმებული მეჩვნება. ხანდახან ორივე მკერდში მაქვს სიმძიმის შეგრძნება მაგრამ უფრო მარცხენა|ში.

შეიზლება რომ რამე საშიში იყოს?


Posted by: NLNL 24 Feb 2014, 14:07
გოგიტა გაგნიძე ტატიშვილის გარდა რომელ კლინიკაშია ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: irakli222 24 Feb 2014, 23:36
NLNL
QUOTE
გოგიტა გაგნიძე ტატიშვილის გარდა რომელ კლინიკაშია



ძაგნიძე იგულისხმეთ ალბათ.
ძირითადად ყოფილ მეცხრე საავადმყოფოშია ხეჩინაშვილის კლინიკაში, კარაპს მედლაინშიც არის თუ არ მეშლება.

Posted by: chanelgirl999 25 Feb 2014, 00:51
მკერდის ტკივილი მაინცდამაინც რამეს უკავშირდება თუ ხანდახან ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ხდება ხოლმე? რაღაც არ მომწონს ჩემი მარჯვენა მკერდი, მტკივა.

Posted by: neknek 26 Feb 2014, 16:35
მკერდზე ეხოს გადაღება რომელი პერიოდისთვისაა კარგი მნიშვნელობა ააქვს? ციკლი მაქვს და რომ გადავიღო ამ დღეებში შეიძლება ნეტა?

ძალიან მეშინია ეს დღეები ჩემს თავს ვგლოვობ, ხანდახან გამკრავს ხოლმე ტკივილი მაგრამ ხელით რომ ვისინჯავ არაფერია

ვაბრალებდი ციკლის წინა პერიოდს მაგრამ რომ მომივიდა ხომ უნდა გაეარა იმ ტკივილს (ტკივილიც არაა, აი ხანდახან რომ დაგწიწკნის ტკივილი ეგრე)

ბავშვი მყავს პატარა არ ჭამა ძუძუ და გამიშრა თავისით შეილება რამე იყოს დარჩენილი ? sad.gif((((

მიპასუხეთ ვინმემ რააააა sad.gif(((

Posted by: irakli222 26 Feb 2014, 19:13
neknek
QUOTE
მკერდზე ეხოს გადაღება რომელი პერიოდისთვისაა კარგი მნიშვნელობა ააქვს? ციკლი მაქვს და რომ გადავიღო ამ დღეებში შეიძლება ნეტა?


თვიურის დამთავრებიდან 7-10 დღეში ჯობია.

Posted by: ninonino2007 27 Feb 2014, 16:01
ვარ 45 წლის. 21/02/2014 -ში დ. აბელოფის კლინიკაში გავიკეთე მამოგრაფია. დასკვნაში მიწერია
Dex-BI-RADS: 2
Sin-BI-RADS: 2

ექიმის კონსულტაცია ვერ გავიარე. და იქნებ აქ კომპეტენტურმა პირმა მითხრას რას ნიშნავს?
პერიოდულად მაწუხებს ორივე სარძევე ჯირკვალი.
მენსტრუაციის მოსვლის შემდეგ მიმსუბუქდება ტკივილი .მაგრამ სადგაც 10 დგეში ისევ იწყება.
იქნებ დამეხმაროთ..გმადლობთ!

* * *
P.S. არ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია
კიდევ მიწერია
Dex-ACR-2
Sin-ACR-2 არეოლი გატლანქებული
კალცინატები: Dex ერთეული

Posted by: keen 28 Feb 2014, 12:45
QUOTE
თუ არავინ გყავთ არჩეული იქნებ სკრინინგ ცენტრს მიმართოთ, უფასოდ გამოგიკვლევენ.

რამდენად ხარისხიანია მათი მომსახურება? და კახა ბარამიძე როგორი მამოლოგია? smile.gif

Posted by: ninilion 2 Mar 2014, 14:55
მენსტრუაციის მეთორმეტე დღიდან მკერდის ტკივილი ბუნებრივია?

Posted by: tbilisiforum 4 Mar 2014, 01:09
მარცხენა ძუძუ მტკივა რამდენი ხანია უკვე ცოტათი გაბერილია და შეხებაზე მტკივა და რისი ბრალია ?? :| 18 ლის ბიჭი ვარ უჯე yes.gif

Posted by: Hektorinia 4 Mar 2014, 01:26
მამოლოგის დანიშნულებით უკვე 2 კვირაა ვსვამ დისმატექსს, ასევე პროჟესტოგელს ვიზელ.

არ ვიცი, კავშირშია თუ არა, მაგრამ კიდურები მეყინება ბოლო დროს, ხშირად მიბუჟდება ხელები.

ორთავე მედიკამენტის ანოტაციები გადავქექე, მაგრამ მაინცდამაინც ვერაფერი ვიპოვე გვერდითი ეფექტების შესახებ.

იქნებ ექიმმა მიპასუხოს, შეიძლება თუ არა რაიმე კავშირი იყოს ასეთი ტიპის მკურნალობასა და აღწერილ პრობლემას შორის. საერთოდ, ვერ ვხვდები ვის მივაკითხო ამ პრობლემით, რომელი პროფილის ექიმს.

თუ შეიძლება მიპასუხეთ.

პ.ს. ხო, მწეველი ვარ user.gif

Posted by: Hektorinia 4 Mar 2014, 01:31
tbilisiforum
თუ სერიოზულად წერთ ამას, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს!

Posted by: Solveig 4 Mar 2014, 23:51
vipbeqa

ვორნს აქაც იძლევიან.

Posted by: mammolog 5 Mar 2014, 17:01
ninilion
შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივად, თუ ეს ტკივილი მენსტრუაციის მოსვლის შემდეგ გაქრება. ციკლი რამდენ დგიანი გაქვთ?
* * *
[b]Hektorinia[
დისმატექს და პროჯესტოგელს ასეთი გვერდითი ეფექტი არ ახასიათებს. მიმართეთ ნევროპათოლოგს, შესაძლებელია პროთრომბინი გაქვთ მომატებული.
* * *
ninonino2007
ninonino2007 თქვენი დასკვნა ნიშნავს რომ ყველაფერი ნორმაში გაქვთ. რაც შეეხება მკერდის ტკივილს, ეს არის მასტოდინა რასაც მამოგრაფია ვერ ხედავს, ეს არის ძუძუს მდგომარეობა. თუ ციკლის მოსვლის შემდეგ გიქრებათ ტკივილები არ გჭირდებათ მკურნალობა. და თუ გღზელდება მაშინ მიმართეთ მამოლოგს და მიიგებთ დანიშნულებას.

Posted by: Hektorinia 5 Mar 2014, 22:30
mammolog

გასაგებია, გმადლობთ

Posted by: spiridon_surajia 7 Mar 2014, 03:20
ერტ გოგოსთან მქონდა ახლახანს ურთიერთობა, უფროსწორად როგორ გითხრათ 3 საათი ვეფერებოდით და ახლა კაკლები მტკივა. რა ვქნა?

Posted by: anastasia555 12 Mar 2014, 17:41
mammolog

ძალიან გთხოვთ გადახედეთ ჩემი გამოკვლევის პასუხებს და იქნებ მითხრათ რამდენად სერიოზულია მდგომარეობა , საჭირო გახდება თუ არა ოპერაცია?

მამოლოგის გასინჯვა :
– მარჯვენა ს.ჯ. – პალპაციით მკვრივი, მოცულობითი წარმონაქმნი არ ისინჯება
–მარცხენა ს.ჯ. –პალპაციით ისინჯება რამოდენიმე რბილი კონსისტენციის მოძრავი უბანი
_დვრილი უცვლელი
_ კანი უცვლელი
_ არეოლა უცვლელი
რეგიონალური ლიმფური კვანძები არ ისინჯება



მამოგრაფია
დვრილი ნორმა

არეოლა ნორმა

-სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა – ჰეტეროგენული მკვრივი AСრ-3; ფიბროგლანდულარული ქსოვილი ისახება ლოკალიზაციით
-კალცინატები ორივე მხარეს მრავლობითი გაფანტული მიკროკალცინატები
-სისხლძარღვოვანი სურათი
მარცხნივ სკლეროზული
მარჯვნივ –ნორმა

დასკვნა რენტგოლოგიურად ავთვისებიანი დაზიანების სურათი არ ისახება
Des-BI-RADS 2
Sin-BI-RADS 2
რეკომენდაცია მეთვალყურეობა კონტროლი 2 წლის მერე

და ბოლოს ექოსკოპიის შედეგი;

-კანის სისქე 2სმ
-კანქვესა ცხიმოვანი ქსოვილი - ზომიერად გამოხატული
-პარენქემიის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი, წარმოდგენილია შემაერთებელქსოვილოვანი და ჯირკვლოვანი კომპონენტებით, უპირატესად ფიბროზული ქსოვილის სიჭარბით, რის ფონზეც აღინიშნება ცისტური ჩანართები
-კუპერის იოგები გასქელებულია
_ ლიმფური გზები არ ისახება

კეროვანი დაზიანებები:
-მარჯვენა ს.ჯ. არ არინიშნება
_მარცხენა ს/ჯ. - ლატერალური კვანდრატების საზღვრებზე ისახებ სავარაუდოდ ინტრამამარული ლ/კ ზომით 0.85X0.48სმ

რეგიონალური ლიმფური კვანძები მარჯვენა -მარცხენა იღლიის ფოსო, მარჯვენა-მარცხენა ლავიწზედა არე, მარჯვენა-მარცხენა ლავიწქვედა არე ----თავისუფალი

დასკვნა
Dex-BI-RADS 2
Sin-bi-rads 3
რეკომენდირებულია კონტროლი 3 თვეში (ანალიზები გაკეთდა 04.02.2014)

ანალიზების განმეორებას ვაპირებ ზუსტად 3 თვეში ალბათ უკვე ციხისელთან , თან მეშინია რამე ისეთი ხომ არაა, ხომ არ დავაგვიანებ?//

ამას ემეტება ისიც რომ ფარისებრი ჯირკვალი მწყობრშია, მაგრამ პატარა კვანძი იქაც მაქვს და ლიმფური ჯირკვლები გადიდებულია, მარცხენა მხარეს არტერიასთან ცვლილებით, დიაგნოზი ქრონიკული ლიმფადენითი.

ისე საერთოდ დიდი არაფერი ჩივილები მქონდა. ყველაფერი დაიწყო ყელის ტკივილის გამო, მერე რბილი ქსოვილები და წავიდაა ერთმანეთს მიეწყო გამოკვლევები.


ძალიან გტXოვთ ერთიანობაში თუ შეაფასებთ და არა ცალ-ცალკე , რა ხდება ჩენს ორგანიზმში და რისი უნდა მეშინოდეს?//




Posted by: likakochashvili 12 Mar 2014, 21:23
ქიმიათერაპიის გაკეთება 6 აუცილებელია?3 სტადიის სიმსივნისთვის რამდენად ეფექტირუია ასეთი მკურნალობა და ოპერაცია თუ იქნება კარგი გამოსავალი?

Posted by: mammolog 12 Mar 2014, 23:32
anastasia555 ramdeni clis xart? Rac mamogragfiashi da eqoskopiazea agcerili sashishi da saoperacio araderia. Tu chivilebi ar gaqvt gadaakontrolett 6 tveshi. Ik giceriar analizebi gakvt gaketebuli da ra analizebia?

Posted by: anastasia555 13 Mar 2014, 14:37
mammolog

დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ცოტა დავმშვიდდი. ვარ 42 წლის , ძალიან მაშფოთებს ექიმების პასუხები: კერძოდ მარდალეიშვილმა არაფერი გჭირს, ქრონიკული ლიმფადენიტიაო, ამიტომ არის ლიმფური ჯირკვლები გადიდებულიო, არადა კისრის ორივე მხარეს ეს ჯირკვლები უფრო მტკივნეული გახდა, ენდოკრინოლოგმა დავით კეზელმა ფარისებრი წესრიგშია, ეს კვანძი არ უნდა იყოსო, მაგრამ არის პატარა ზომის და დავაკვირდეთო, შეიძლება დიდი ხანია რაც არის და კიდევ დიდხანს იყოს ასეო ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა, მამოლოგმა ეს კისტაა და წესით არ უნდა იყოს, მაგრამ არის ორგანიზმები სადაც ასეთი რამეებიც გვხვდებაო და დავაკვირდეთო, ღვიძლში გაცხომოვნებაა დაწყებული ( პარენქიმის სტრუქტურა წვრილმარცვლოვანი, ექოგენურობა არათანაბრად მომატებული, ექოგამტარიანობა შესუსტებულია ცხიმოვანი ინფილტრაციის ხარჯზე.. ALT 34.54(NORMA <32 ASAT 44.49 (NORMA <31 და ALP ტუტე ფოსფატაზა 147.15 (NORMA 42-98) ), ხოლო სისხლის საერთო ანალიზში გემოგლობინი, ლიმფოციტები წესრიგში იყო... ვითომ სიწყნარეა,
მე კიდევ სულ უფრო მეტად არ მომწონს ჩემი ორგანიზმის მდგომარეობა, ყველა ვირუსი მხვდება, რაც კი არსებობს და არც ყელის ტკივილი მივლის და ხველება მთელი ზამთარი. მოკლედ მეშინია რომ ყველეფერი ეს კისტოზური წარმონაქმნები არ იყოს რაღაც მეორადი წყაროდან წამოსული გართულებები (რადგან პირველადი წყაროებიდან არ არის წარმოშობილი) და რაღაცას ვერ ვხვდებით ან გვეპარება?//// მოკლედ 2 წლის ბავშვი მყავს გასაზრდელი და უფრო მეტად ვნერვიულობ.... რა ხდება?
მაპატიეთ ამდენი შეწუხებისთვის..

Posted by: Atrina 14 Mar 2014, 17:05
გამარჯობა მინდა თქვენი რჩევა. მაინტერესებს რამდენად მიღებულია მკერდზე ქირურგიულ ჩარევასთან ერთად (დიაგნოზი: წაშლილი კონტურების მქონე არაერთგვაროვანი წარმონაქმნი ზომით 5X5მმ, suspicious of malignancy) ჰისტერექტომია როდესაც ენდომეტრიუმია 14მმ არაერთგვაროვანი და გასქელებული, ხოლო ყელის სიგრძეზე ისახება ცისტები. 8 წლის წინ გაკეთებულია პარციალური მასტექტომია სხივური თერაპიით და 5 წლიანი ტამოქსიფენის მიღებით. ველოდებით პასუხებს პროლაქტინზე და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე. ვის და სად გვირჩევთ კიდევ? მადლობა

Posted by: nanuka15n 15 Mar 2014, 13:49
გამარჯობა,მაინტერესებს თქვენი აზრი.
რძე მაქვს თითქმის გამშრალი,დღეს მამოლოგმა დამინიშნა აგნუს-კასტუსი 3 თვე,ნელ-ნელა დაავაწროვებს სადინრებსო და მცენარეულია.დოსტინექსი მაინცადამინც არ მხიბლავს რადგან ჰორმონალურია .
მადლობა წინასწარ

Posted by: მანგია 17 Mar 2014, 11:54
გამარჯობა, თქვენი აზრი მაინტერესებს. დვრილის ჩაბრუნება (ხანდახან) რომელ დაავადებას ახასიათებს და რომელ სტადიაზე? ასევე იმ მკლავის ტკივილი, რომლის მხარესაც ხდება დვრილის ჩაბრუნება.
რამდენად შორს შეიძლება იყოს წასული პროცესი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა არანაირი სიმპტომები არ გვაქვს?

Posted by: pekineli 17 Mar 2014, 12:00
QUOTE
გოგიტა გაგნიძე ტატიშვილის გარდა რომელ კლინიკაშია

ძალიან უყურადღებო კაცია.
ნა ფუ ფუ აკეთებს ყველაფერს.
მერე რა რო ბევრი პაციენტი ყავს.
ჩემი ახლობელი მყავდა მასთან.

Posted by: happy dreamer91 20 Mar 2014, 17:58
გამარჯობა, ამ ბოლო დროს მარცხენა მკერდზე ვგრძნობ ტკივილს, ჯირკვალს ვერ ვგრძნობ რომ ვისინჯავ, მაგრამ ხელის დაუდებლადაც უსიამოვნო შეგრძნება მაქვს და რისი ბრალი შეიძლება იყოს? კარგ მამოლოგს ხომ ვერ მირჩევდით და რა ღირს კონსულტაცია ხომ არ იცით?

Posted by: mammolog 21 Mar 2014, 23:30
მანგია
დვრილის ჩაბრუნება '" ხანდახან" ეს რას ნიშნავს??? ანუ დვრილების დამუშავების შემდეგ ჩვეულებრივადაა? სწორდება? თუ დვრილი იბრუნებს ჩვეულებრივ მდგომარეობას მაშინ არც არაფერს ნიშნავს, თუმცა ასე კონსულტაციის გარეშე ცოტა რთულია დატოვოთ უყურადღებოდ, რაგდან დვრილების ცაბრუნება ძირითადად ახასიათებს სიმსივნეს, ამიტომ მიმართეთ მამოლოგს.
* * *
nanuka15n
nanuka15n
" რძე თითქმის გამიშრა" ანუ დვრილებს როცა აწვებით რძე გამოგდით? რამდენი ხანია რაც იმშობიარეთ? დოსტინექსი მიიღეთ? აგნუს კასტუსი კარგი პრეპარატია მაგრამ თუ მშობიარობის შემდგომი ლაქტაცია გაქვთ მაშინ რძე შეიძლება ვერ გაგიქროთ. თუმცა პროლაქტინის დონეს აქვეითებს.
* * *
anastasia555 კარგ თერაპევტს მიმართეთ smile.gif
* * *
Atrina
რაც შეეხება მკერდზე ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, ანუ ეჭვია სიმსივნეზე. მანდ შეიძლება ასე გაკეთდეს კორ-ბიოფსია ( ანუ პატარა ქსოვილის აგება) და ჰისტოლოგიური შესწავლა,თუმცა წარმონაქმნი იმდენად პატარაა ჯობს ამოიკვეთოს და ოპერაციის დროსვე გააკეთონ სასწრაფო ჰისტოლოგია და თუ ნამდვილად დადასტურდება სიმსივნე მაშინ უკვე ოპერაციის მოცულობა გაიზრდება. რაც შეეხება ჰორმონების ანალიზებს რაც გაქვთ ჩაბარებული ამ შემთხვევაში ანუ ამ დიაგნოზისთვის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. განსაზღვრეთ ონკომარკერის დონე სისხლში СА 15-3.

Posted by: nanuka15n 22 Mar 2014, 09:07
mammolog
კი გამოდის რძე დვრილებს რომ ვაწვები,მაგრამ ექომ მითხრა აღარ გაქვს არაფერი თითქმისო.
არა დოსტინექსი არ დამილევია,რატიმგაც ვერიდები მაგ წამალს,ამიტომ დამინიშნა აგნუს-კასტუსი ,სადინრებს დაავიწროვებს ნელ-ნელაო.3 თვის წინ ვიმშობიარე smile.gif

Posted by: kakana 22 Mar 2014, 10:24
გამნარჯობა, ასეთი შეკითხვით მინდა მოგმართოთ. მარცხენა მკერდის არეში ხან ნახევარ მკერდზე ხან მთლიანად ან დვრილისბარეში უცებ ვიგრძნობ ხოლმე წამოხირებას რომელიც ნელ ნელა ქრება. ხან გადაეცემა გულმკერდის ფიცარს ხან იღლიის ფოსოს ხან მკლავს ხან ბეჭს. შეიძლება ეს სიმხურვალე ცალ ცალკე იყოს აღწერილ მიდამოებში ან მარტო მკერდია არეში ან ვთქვათ მკლავი და გულმკერდის ფიცარი და ა.შ

Posted by: alyx 22 Mar 2014, 14:05
მოკლედ ექიმთან(ენდოკრინოლოგთან) ვიყავი 2ჯერ და არარიო გინეკომასტიაო. რა არის საერთოდ და რა ვუშველო.

Posted by: Solveig 22 Mar 2014, 15:33
alyx

არსებობს მამოლოგის თემა.

Posted by: kakana 25 Mar 2014, 08:44
და კიდევ მკერდის გვერდითა ნაწილში იღლიის ქვევით 2 დღეა პერიოდულად გამკრავს ხოლმე ტკივილივით მსგავსი რამ. და დააახლოებით წამში ერთხელ მაქვს ასეთი გაკვრითი ტკივილივით. პერიოდულად გადაივლის მერე ისევ დაიწყება ხოლმე.

Posted by: darkvision 25 Mar 2014, 13:43
გამარჯობა, კონსულტაციის მიზნით მინდა მივაკითხო მამოლოგს, და ვის მივაკითხო არვიცი, იქნებ მირჩიოთ პირადი გამოცდილებიდან .

Posted by: darkvision 26 Mar 2014, 14:41
კითხვაზე პასუხის გაცემა გეზარებათ?

Posted by: noname-111 26 Mar 2014, 17:08
QUOTE (darkvision @ 26 Mar 2014, 13:41 )
კითხვაზე პასუხის გაცემა გეზარებათ?

ონკოლოგიურის ეზოში ახალი კლინიკაა, ცალკე მდგომი - ე.წ. კოტე მარდალეიშვილის კლინიკა. იქ მუშაობს მამოლოგი გია ციხისელი - ერთ-ერთი საუკეთესო მამოლოგი საქართველოში.

Posted by: Kato2007 26 Mar 2014, 18:37
QUOTE (darkvision @ 25 Mar 2014, 13:43 )
გამარჯობა, კონსულტაციის მიზნით მინდა მივაკითხო მამოლოგს, და ვის მივაკითხო არვიცი, იქნებ მირჩიოთ პირადი გამოცდილებიდან .

გოგიტა ძაგნიძე, ტატიშვილის კლინიკაში აბულაძეზე, უძლიერესია recommend

Posted by: Solveig 27 Mar 2014, 21:10
darkvision


24 საათიან რეჟიმში არავინ მუშაობს აქ. თუ არაა პასუხი, ესე იგი, არავინ იცის, რა გითხრას.

Posted by: darkvision 28 Mar 2014, 00:23
Solveig
აა

)

გავითვალისიწნე ბ

Posted by: mammolog 30 Mar 2014, 23:02
kakana კარდიოლოგს მიმართეთ. გული უნდა გამოიკვლიოთ.

Posted by: pekineli 2 Apr 2014, 00:51
ერთი ეს მიტხარით რა ფირბრომა არის თუ არა სიმსივნე უფროსწორად ფიბრომატოზული კვანძი?

Kato2007
QUOTE
გოგიტა ძაგნიძე, ტატიშვილის კლინიკაში აბულაძეზე, უძლიერესია recommend

დიდი ამჩემფეხება კაცია.

თუ კიბო არაგაქვს და არ კვდები არ გაქცევს ყურადღებას.


Posted by: ნია ნია 3 Apr 2014, 15:18
pekineli
QUOTE
ერთი ეს მიტხარით რა ფირბრომა არის თუ არა სიმსივნე უფროსწორად ფიბრომატოზული კვანძი?


კეთილთვისებიან სიმსივნედ ითვლება, თუმცა ყურადღება სჭირდება, თუ დიდი ზომისაა (1 სმ-ზე დიდი) ოპერაცია კეთდება, რადგან შეიძლება ავთვისებიანში გადაიზარდოს.

Posted by: pekineli 3 Apr 2014, 16:01
ნია ნია
თუ არის 4X5 მმ? მამაკაცის შემტხვევაში?
საჭიროა თუ არა ოპერაცია?

Posted by: ნია ნია 3 Apr 2014, 16:35
pekineli
QUOTE
თუ არის 4X5 მმ? მამაკაცის შემტხვევაში?


ზუსტად ვერ გეტყვით მამაკაცის შემთხვევაში, სჯობია ექიმმა გიპასუხოთ, ( მე პაციენტი ვარ). ჩემი აზრით დაკვირვება იქნება საჭირო რამდენად მზარდია, თუ იზრდება ოპერაცია.

Posted by: pekineli 3 Apr 2014, 16:45
ნია ნია
ისე როგორ იცით ფიბრომის შემცირების ვარიანტები არის?
თუ არასოდეს მცირდება.

ჩემს შემთხვევაში დაპატარავდა ორჯერ და გაოცებულები იყვნენ

Posted by: ნია ნია 3 Apr 2014, 16:51
pekineli

შეიძლება შემცირდეს,მაგრამ მაინც სულ უნდა პერიოდულად დაკვირვება. გამიგია რომ შეიძლება არ იყოს მზარდი, ან ძალიან ნელა იზრდებოდეს. სულ რომ გამქრალიყო მკურნალობით არ გამიგია. ვისთან მკურნალობთ?

Posted by: pekineli 3 Apr 2014, 16:59
ნია ნია
აღარავისთან.
ძაგნიძის პაციენტი ვიყავი ცოტა უყურადღებო მომეჩვენა

Posted by: pandora23 3 Apr 2014, 17:14
გამარჯობათ, ბავშვს ძუძუს აღარ ვაჭმევ უკვე 4 თვეა, მაგრამ ოდნავ წვეთები მაინც გადმომდის, ორივედან ერთად ალბატ 5-10 გრამი იქნება სულ. ნაცნობმა ექიმმა მითხრა (გინეკოლოგმა) რომ ბრომკრიპტინი დავლიო 5 დღე, 2 აბი დღეში, დილა-საღამოსო, რას მირჩევთ? რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ წამალმა, თუ დამეხმარებით ძალიან მადლობელი ვიქნები smile.gif smile.gif

Posted by: ქეთა 4 Apr 2014, 22:03
მკერდის თავების ქავილი რამ იცის?

Posted by: Solveig 6 Apr 2014, 17:21
pandora23
QUOTE
რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს



უკუჩვენება არის მდგომარეობა, როცა წამლის მიღება საერთოდ არ შეიძლება. შესაბამისად, თუ წამალს დალევ, ის ვერანაირ უკუშვენებას ვერ გამოიწვევს. რასაც შენ გულისხმობ, იმას თანამოვლენები ან გვერდითი მოვლენები ჰქვია.

QUOTE
ნაცნობმა ექიმმა მითხრა (გინეკოლოგმა)

ნაცნობი ექიმის რჩევით წამლების სმა ცუდი მიდგომაა. წამალი უნდა დაგინიშნოს გინეკოლოგმა, რომელიც იცნობს შენს მდგომარეობას. ნაცნობმა ექიმმა შეიძლება სულ არ იცოდეს, რა გაწუხებს. იქნება და სწორედ რაღაც უკუჩვენების გამო არ შეიძლება შენთვის წამლის მიღება?


რაც შეეხება ბრომოკრიპტინს, ეს არის პროლაქტინის დამწევი წამალი და გამოიყენება რძის გასაშრობად. თუ ბავშვის კვების დასრულებიდან ამდენი ხნის განმავლობაში არ შეწყდა რძის გამომუშავება, ესე იგი, ნამდვილად გჭირდება დალევა, მაგრამ დოზების შესახებ გირჩევდი, რომ პირად გინეკოლოგს დალაპარაკებოდი.

Posted by: Natuka NGN 17 Apr 2014, 19:33
pandora23
QUOTE
5 დღე, 2 აბი დღეში, დილა-საღამოსო,

ძალიან მძიმე წამალია და თან საკმაოდ დიდი უთქვიათ. მე შენს ადგილას ანალიზს ავიღებდი და მხოლოდ ამის შემდეგ დავანიშნინებდი ექიმს დოზირებას.

Posted by: ekageo 18 Apr 2014, 21:10
გამარჯობათ

დგეს დილით ყრუ ტკივილი ვიგრძენი მარცხენა ძუძუზე, იღლიისკენ

თითქოს შევამოწმე, არანაირი სიმაგრე არ მაქვს, მაგრამ მაინც შევშიმდი sad.gif აქამდე ასე არასდროს მქონია

ვისთან უნდა მივიდე????

დამაკვალიანეთ რა

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: lika_law 27 Apr 2014, 11:37
მოგესალმებით,
2008-ში გავიკეთე პატარა ფიბროადენომის ოპერაცია, მერე გავთხოვდი, ბავშვიც გავაჩინე, ვერ ვაწოვე საერთოდ და გავიშრე. 2011 წელს მრავლობითი ფიბროადენომატური კვანძები ამომაჭრეს (ორივე მკერდიდან სულ 14 ცალი), ჰორმონებზეც ვმკურნალობდი, ფარისებრიც და სხვა დანარჩენიც ბოლოს რომ გადავამოწმე, მწყობრში იყო.დაახლოებით შარშან ზაფხულში კონტროლის მიზნით და გავიკეთე სარძევეს გამოკვლევა. ისევ მაქვს ფიბროადენომები, 4 ცალი, 10, 12, 9 და 16 მილიმეტრი ზომებით, მოვიარე მამოლოგები და არაა საგანგაშოო, დავაკვირდეთო, შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ და აღარ მიმიხედავს, თან ყველამ მირჩია გააჩინე და აჭამე საუკეთესო რეაბილიტაციააო.
მოკლედ პატარა მყავს ეხლა 2 კვირის, ვწვალობთ ძალიან, თავები მაქვს ჩაბრუნებული და კალპაკებით ვაძლევ, თან დამისკდა ძალიან და არანაირი მალამო არ მშველის, რძეც არ მაქვს ბევრი, პირიქით - ძალიან ცოტაა, ვსვამ მომყვანებს თუმცა ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ჩანს. რასაც ბავშვი ვერ წოვს და ვერ ერევა, ვიწველი და ისე ვაძლევ, მაგრამ ჯამში ორივედან გამოწველილი 80 გრამს არ აღემატება. მასაჟისტიც დადის, სადინრებიც დამიხსნა, მაგრამ უშედეგოდ, არაა რძე ბევრიო ისიც იძახის. ნუ, კიდევ ბერვი ნიუანსია როგორ ვწვალობთ, მაგრამ ყველაფერს ვერ ვწერ.
ხოდა რა მაინტერესებს, ასე წვალებას, ხომ არ ჯობია გავიშრო? იქნებ ამიხსნათ კონკრეტულად რას არგებს ძXუძUთი კვება ჩემს ფიბროადენომატურ კვანძებს ან გაშრობა რა მავნე შედეგს დააყენებს? მასტიტისაც ძალიან მეშინია, მკერდი დიდი მაქვს და მეშინია სადმე რამე არ ჩარჩეს... გთხოვთ მიპასუხოთ რა

Posted by: keeee 27 Apr 2014, 15:03
lika_law
გოგო მამოლოგთან რომ მიხვიდე და გეტყვის რა უკეთესია გაშრობა თუ ეგრე წვალება sad.gif ვისთან დადიოდი შენ?

Posted by: lika_law 27 Apr 2014, 15:26
keeee
ციხისელთან და ძაგნიძესთანაც...ისე, არცერთი უქნია ღმერთს, ციხისელი ეგრევე დანაზე იყურება და ძაგნიძე ზედმეტად უპრობლემოა, მართლა კიბო თუ არ გჭირს ადამიანს (ყველას გვაშოროს) ზედ არ გიყურებს sad.gif

Posted by: keeee 27 Apr 2014, 15:30
lika_law
ნემსაძესთან არ იყავი?

Posted by: lika_law 27 Apr 2014, 15:51
keeee
კი, მაგასთანაც ვიყავი ბოლოს და ფიბროადენო,მებზე არაფერი არ გინდაო, დავაკვირდეთო...მაგრამ ეხლა ძალიან მაინტრესებს ზოგადად რას მეტყვიან ამ სიტუაციაზე

Posted by: khatuna770 28 Apr 2014, 16:09
ძუძუს ვაჭმევ უკვე 1 თვეა პატარას, რძეც ნორმალურად მაქვს, მაგრამ მკერდი მტკივა, სულ დაჭიმულობის და წვის შეგრძნება მაქვს, იცის ასე ძუძუთი კვებამ თუ ცუდადაა ჩემი საქმე?

Posted by: lika_law 29 Apr 2014, 09:05
არის ამ თემაში ექიმი საერთოდ????

Posted by: DocTemo 30 Apr 2014, 21:10
lika_law
QUOTE
რას არგებს ძXუძUთი კვება ჩემს ფიბროადენომატურ კვანძებს

ძუძუთი კვების რაიმე შედეგიც ცდა არ ღირს, იმიტომ რომ არაფერზე ფიბროადენომების მხრივ არ იმოქმედებს. არც ძუძUს გაშრობა არ იმოქმედებს არც ცუდად არც კარგად. თქვენ რომ რძე არ გაქვთ ესეც ფიბროადენომების ბრალი არ არის, ეს ზოგადა ძუძუს ჯირკვლოვანი ქსოვილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მასეთი მრავლობითი ფიბროადენომების დროს თითოეულის ოპერაციული გზით ამოღება არ არის სწორი გზა, იმიტომ რომ ყველას მაინც ვერ ამოიღებს ქირურგი. გასარკვევია ზოგიერთი საკითხები, ისეთი როგორც გენეტიკურად დატვირთულობა, შესაძლებელია საჭირო იყოს BRCA გენებზე გენეტიკური ტესტირება ანუ შესაფასებელია რისკები და იმის მიხედვით არის დასაგეგმი მკურნალობის ტაქტიკა, საჭიროა თუ არა ოპერაცია.
თუმცა ამჟამად ჯობია არაფერზე არ იფიქროთ, თუ რძე ცოტაა და მწვალობთ გაიშროთ და ბავშვს ნორმალურად აჭამოთ შემცვლელი... რომ გავა 1 წელი შემდეგ ისევ გაიკეთოდ ექოსკოპიური გამოკვლევა და ექიმთან ერთად გადაწყვიტოთ იმ კვლევების გაკეთების საჭიროება რაც ჩამოვთვალე

* * *
darkvision
QUOTE
გამარჯობა, კონსულტაციის მიზნით მინდა მივაკითხო მამოლოგს, და ვის მივაკითხო არვიცი, იქნებ მირჩიოთ პირადი გამოცდილებიდან .

QUOTE
კითხვაზე პასუხის გაცემა გეზარებათ?

pekineli
QUOTE
დიდი ამჩემფეხება კაცია.
თუ კიბო არაგაქვს და არ კვდები არ გაქცევს ყურადღებას.

არ ვიცი დამეთანხმება მოდერატორები თუ არა, მაგრამ მე ვთვლი რომ,
ეს თემა იმისთვის არ არის, რომ "პირადი გამოცდილებით" ექიმების რეკომენდაცია გაიცეს ან პირიქით გაილანძღოს, ვფიქრობ მაგი სხვაგან უნდა მოიკთხოთ და ლანძღვაც სხვაგან უნდა დაწეროთ.
თუ რაიმე კითხვა გაქვთ და შეუძლია ექიმს ასეთ ფორმაში დახმარება იკითხეთ, თუ არა, არ ღირს წერა
(ეს ყველასთვის)

Posted by: pekineli 30 Apr 2014, 21:34
DocTemo
ა ვოტ ი ნააბაროტ.
სწორედ იმისათვისაა ფორუმი რომ ადამიანებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

როდესაც მიდიხარ ექიმთან და ის აშკარა უყურადღებობას იჩენს, ან მთვრალია ან არაეთიკურად იქცევა-მაგალითად განგრეულ კაიფშია მე აბსოლუტურუ\ი უფლება მაქვს შემოვიდე და გავუზიარო სხვას აზრი.

ამას ძაგნიძეზე არ ვწერ ზოგადად ვწერ.

მე მინდა მომავალში სხვა პაციენტიც დაცული იყოს.

მაგალითისათვის ერთმა ფრიად არაკომპეტენტურმა ,,დოქტრმა" ექიმმა ისეთი შეცდომა ჩაიდინა ჩემს მიმართ რომელსაც ახლა აქ არ დავწერ რომ დღემდე ვიმკი ამ შედეგებს. და ეს უდავოდ მისი შეცდომა იყო, იგივე გააკეთა მან ჩემი ძმაკაცის მიმართ. და ტიპი არის არაპროფესიონალი და არასოდეს ცხოვრებაში სხვას არ ვურჩევ.
ასე რომ გვაცადეთ რა ადამაინებს გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.
და ეს პროფესიული გამოქომაგება ძალიან უადგილოა.

Posted by: DocTemo 30 Apr 2014, 21:43
pekineli
კონკრეტულად ეს თემა მაგისთვის არ არის.
ფორუმზე ბევრია სივრცეები სადაც ეგ შეიძლება დაწეროთ და როგორც გაგიხარდებათ იმ ფორმით.

Posted by: Solveig 30 Apr 2014, 22:11
pekineli


თემას ნუ გადავუხვევთ, ძალიან გთხოვთ.

არათემატური პოსტებით კითხვები "იძირება".

Posted by: pekineli 30 Apr 2014, 22:18
DocTemo
QUOTE
კონკრეტულად ეს თემა მაგისთვის არ არის.
ფორუმზე ბევრია სივრცეები სადაც ეგ შეიძლება დაწეროთ და როგორც გაგიხარდებათ იმ ფორმით.

ნუ მასწავით თუ შეიძლება რისთვის არის ეს თემა. სამწუხაროდ ვიცი რისთვის არის ეს თემა და რასაც მინდა დავწერ რაც შეეხება მამოლოგებს!
Solveig
QUOTE
თემას ნუ გადავუხვევთ, ძალიან გთხოვთ.

არათემატური პოსტებით კითხვები "იძირება".

არათემატურია პოსტი ამა თუ იმ მამოლოგზე?
აბა კარგად დაფიქრდიტ ?

Posted by: Solveig 30 Apr 2014, 22:28
pekineli
QUOTE
არათემატურია პოსტი ამა თუ იმ მამოლოგზე?

დიახ, იმიტომ, რომ თემას ჰქვია

QUOTE
მამოლოგის კონსულტაცია, კითხვები ექიმთან

და განკუთვნილია იმისათვის, რომ ხალხმა დასვას კითხვები პრობლემების შესახებ, იმ იმედით, რომ ექიმები უპასუხებენ.

და არა იმისათვის, როგორ მოექცა ძაგნიძე ამა თუ იმ პაციენტს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დიდი შეხედულებისა ქართველი ექიმების ზოგად დონეზე, აქ არაა იმის ადგილი, რომ კონკრეტული ექიმი ლანძღო. მიზეზი უმარტივესია-შეფასება ხშირად სუბიექტურია და ფორუმზე კიმეორე მხარე არ პოსტავს. არც კითხვა-პასუხის თემებია სამსჯავროს გასამართი ადგილი.

ძალიან დამავალებ, თუ ამ თემაზე აღარ გააგრძელებ.
* * *
QUOTE
ნუ მასწავით თუ შეიძლება რისთვის არის ეს თემა.

ვფიქრობ, მეტი კორექტულობა არ გაწყენდა.

Posted by: pekineli 30 Apr 2014, 22:31
Solveig
QUOTE
და განკუთვნილია იმისათვის, რომ ხალხმა დასვას კითხვები პრობლემების შესახებ, იმ იმედით, რომ ექიმები უპასუხებენ.

და იმ იმედით რო დასვას ადამიანმა კითვა რომელ მამლოგს მიაკითხოს და რომელს არა? მაგალითად მე ძლაიან მიანტერესებს.
QUOTE
პრობლემების შესახებ

ნუთუ ეს არ არის პრობლემა?
QUOTE
ძალიან დამავალებ, თუ ამ თემაზე აღარ გააგრძელებ.

საკითხი არსერრთი პროცენტით არაა არათემატური და უარი უნდა გითხრა თხოვნაზე.


თუ დოქტორი თემო არის აქ დირექტორი შენ მისი მოადგილე და მხოლოდ მისი მისამართით უნდა ისმებოდეს კითხვები?


პ.ს. შენი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ჩემს მიმართ ისედაც ვიცოდი და ახლაც რაღაც უცნაურობას მიმტკიცებ.

Solveig
QUOTE
ვფიქრობ, მეტი კორექტულობა არ გაწყენდა.

არც თქვენ.

QUOTE
ციხისელთან და ძაგნიძესთანაც...ისე, არცერთი უქნია ღმერთს, ციხისელი ეგრევე დანაზე იყურება და ძაგნიძე ზედმეტად უპრობლემოა, მართლა კიბო თუ არ გჭირს ადამიანს (ყველას გვაშოროს) ზედ არ გიყურებს


ესეც მე ვარ?

მემგონი არის ეს აქ პრობლემატური საკითხი და დამაცადეთ რა ვილაპარაკო საკითხზე.

ახლა მე ვაოფებ თუ თქვენ?

Posted by: Solveig 30 Apr 2014, 22:51
pekineli


შემდეგ პოსტზე, თუკი გააგრძელებ მაგ შემართებით საუბარს, უკვე 20% მიიღებ.

ამ პოსტებს კი მოგვიანებით წავშლი.

მე მოვრჩი შენთან საუბარს.


Posted by: pekineli 30 Apr 2014, 22:57
Solveig
თქვენთან არაფრის გაგრძელებას ღარ ვაპირებ!


უაღრესად უსამართლოდ იქცევი.
უაღრესად.
სირცხვილია!


მე მოვრჩი თქვენთან. იყავით და დაუსვით კითხვები



თქვენ საქციელს კი უთუოდ გავასაჩივრებ ადმინისტრაციასთან მიკერძოებულობისა და ტენდენციურობის გამო!

არ წაშალოა რცერთი პოსტი რადგან ვასაჩვრებ!

Posted by: Solveig 30 Apr 2014, 23:42
როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.

ისე, ამ თემაში მართლა შეჭირვებული ხალხი პოსტავს და სირცხვილი არაფრის გამო ასეთი ისტერიის ატეხვა უფროა. yes.gif

ამ თემას ვხურავ. მაინც უკვე 98 გვერდია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)