Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > მარტო ყოფნის შიში

Posted by: mari1 13 Jan 2018, 22:06
ახალი წელია და ვიცი კარგ ხასიათზე უნდა ვიყო , მაგრამ ამ ღამით სახლში რო მოვდიოდი ვფიქრობდი რო ამ ბოლო დროს მეშინია რო არავინ შემიყვარდება და არავის შევუყვარდები, ღადაობის გარეშე მართლა. არადა 22 წლის ვარ, უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში სერიოზული ურთიერთობის აწყობა ვერ ვისწავლე , იმის და მიუხედავად რო უამრავი ბიჭია ირგვლივ რომელთანაც კარგად ვარ .თქვენი აზრით სიყვარულს სწავლა უნდა

Posted by: Mr JeimsA 13 Jan 2018, 22:20
წიკი კომპლექსი და მომენტალური გაუბედაობა უნიტაზში ჩარეცხე.
ჭკუა განათლება = საკუთარი რეალური თვითშეფასების ამაღლებას,
პლიუს ღირებული თვისებები: პატივმოყვარეობა, თავმოყვარეობა, სიმართლის სიყვარული და ბიჭები კიარა გოგოებიც ტრაკში შეგიძვრებიან.
რა გაკლია და რა არა, ეგ თავადვე იცი.

Posted by: gen100 13 Jan 2018, 22:20
mari1
ნუ ღელავ ფორუმის ბალაყანა სასტავი უკვე გზაშია და მალე წერილების მეწყერი წამოვა შენკენ :დ

ისე კი არაფერი სწავლა არ უნდა, მახინჯი თუ არ ხარ უცებვე აგაგდებს ბიჭი.

დაფრენდზონებული ყავხარ იმ ბიჭებს ალბათ :/

გახდი და გამოჩნდება მსურველიც.

Posted by: Luka251 14 Jan 2018, 11:59
QUOTE (gen100 @ 13 Jan 2018, 22:20 )

ნუ ღელავ ფორუმის ბალაყანა სასტავი უკვე გზაშია და მალე წერილების მეწყერი წამოვა შენკენ :დ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif საღოლ გენო.

Posted by: bigmaster 14 Jan 2018, 12:09
gen100
QUOTE
ნუ ღელავ ფორუმის ბალაყანა სასტავი უკვე გზაშია და მალე წერილების მეწყერი წამოვა შენკენ :დ

წთF lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
ისე კი არაფერი სწავლა არ უნდა, მახინჯი თუ არ ხარ უცებვე აგაგდებს ბიჭი.

+ ვიდზე არა ხარ დარწმუნებული ვარ კარგი გაგებით ვამბობ :დ შენ კი არა ადამიანების 90% ისე კვდება რაის სიყვარულუ

Posted by: elodin 14 Jan 2018, 12:13
ხდება ასეც.
რატომ ფიქრობ რომ შენი ასაკი კრიტიკულია და აუცილელად სერიოზული ურთ გჭირდება?
არცისე დიდი ხარ..

Posted by: mari1 14 Jan 2018, 12:26
bigmaster
QUOTE
+ ვიდზე არა ხარ დარწმუნებული ვარ კარგი გაგებით ვამბობ :დ შენ კი არა ადამიანების 90% ისე კვდება რაის სიყვარულუ

ოკ , ეგრე იყოს.
elodin
QUOTE
რატომ ფიქრობ რომ შენი ასაკი კრიტიკულია და აუცილელად სერიოზული ურთ გჭირდება?

არასოდეს მიმართლებდა წარსულში და მაგიტო მეშინია.

Posted by: პითონი 14 Jan 2018, 12:33
მერე რა?

მეც შენხელა ვარ და არც მე არ მყვარებია.

სიყვარული ერთია და პროსტა ურთიერთობა კიდე სხვა.

Posted by: _Pablo_ 14 Jan 2018, 12:36
QUOTE
ჭკუა განათლება = საკუთარი რეალური თვითშეფასების ამაღლებას,

მარტო ეგ რომ შველოდეს თვითშეფასების ამაღლებას.
ეგეც და კიდევ მილიონობით დოლარიც რომ გქონდეს, არც ეგ არის იმის გარანტი, რომ მაღალი თვითშეფასება გექნება.
მოკლედ მასე მარტივად ნუ შეხედავთ ამ საკითხს.
mari1
პატარა ხარ ჯერ, ყველაფერი წინ გაქვს.
ქმარი, შვილიბი და ქუხნა <3 biggrin.gif biggrin.gif
ლევან მოდი აქ, გოგოს სიყვარული უნდა.

Posted by: elodin 14 Jan 2018, 12:40
mari1
მე მქონია წარშულში ბევრნაირი ურთიერთობა.
რამდენიმე წლიანიც , თვიანიც და ა.შ ანუ იმას გეუბნები, რომ გამიმართლა კიდეც და ზოგჯერ არც, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. შენ როგორს ეძებ , რომ ოჯახი შექმნა და ბედნიერად იცხოვრო სამუდამოდ სიკვდილამდე?
შესაძლოა მასეთიც შეგხვდეს, შესაძლოა არც. წინასწარ ამას ვერ დაუკვეთავ ცხოვრებას.
მთავარია ახლა იყო კარგად და აწმყოში იყო ბედნიერი.

Posted by: mari1 14 Jan 2018, 12:43
elodin
QUOTE
შენ როგორს ეძებ , რომ ოჯახი შექმნა და ბედნიერად იცხოვრო სამუდამოდ სიკვდილამდე?

არა ეგრე ცალსახად არ ვუყურებ , უბრალოდ მინდა შეყვარებული ვიყო , თორე ოჯახის შექმნას და მომავალს მერე დრო გვიჩვენებს.

Posted by: elodin 14 Jan 2018, 12:46
mari1
QUOTE
უბრალოდ მინდა შეყვარებული ვიყო

როგორ ფიქრობ ეს რისთვის გინდა? ?
უფრო იმის გამო, რომ მარტო არ იყო თუ იმის გამო, რომ შეყვარებული როცა ხარ ეგეთი მოგწონს საკუთარი თავი ?
პ.ს შეყვარებული იყო გინდა თუ შეყვარებული გყავდეს?

Posted by: პითონი 14 Jan 2018, 12:47
mari1
ელოდები ბიჭს რომელიც შეგიყვარებს და მერე შენც შეგიყვარდებაა?
არავინ არ მოგწონებია პირველს?

ნუ კი ელოდები,თუ რამე გინდა მიიღე

Posted by: bigmaster 14 Jan 2018, 12:47
პითონი
QUOTE
მეც შენხელა ვარ და არც მე არ მყვარებია.

22 ის ხარ? კაი 30 + მეგონე givi.gif ერთი სიყვარულის დედაც რაც უფრო წლები გავა უფრო გეკიდებათ sleep.gif

Posted by: პითონი 14 Jan 2018, 12:49
bigmaster
ახალგაზრდა მოხუცი ვარ gigi.gif

Posted by: mari1 14 Jan 2018, 12:56
elodin
QUOTE
უფრო იმის გამო, რომ მარტო არ იყო თუ იმის გამო, რომ შეყვარებული როცა ხარ ეგეთი მოგწონს საკუთარი თავი ?

ორივე მიზეზია გარკვეულწილად ჩემ შემთხვევაში . თუმცა შეიძლება ითქვას რო მეორე მიზეზი უფრო ძლიერია.
პითონი
QUOTE
ელოდები ბიჭს რომელიც შეგიყვარებს და მერე შენც შეგიყვარდებაა?
არავინ არ მოგწონებია პირველს?

მომწონებია, მიგრძვნია რო მასაც მოვწონებივარ , არ ვიცი მე მეჩვენება ხალხის სიმპათია biggrin.gif თუ პროსტა უფრო მეტი დრო და სიახლოვე სჭირდება ადამიანს იმისათვის რო მოვიდეს და რაღაცეებში გამოგიტყდეს და მე მინდა რო მალე მოხდეს ხოლმე.

Posted by: პითონი 14 Jan 2018, 12:58
mari1
არ გეწყინოს მაგრამ ჩემი აზრით ხალხთან ურთიერთობა გაკლია.
ცოტა გამოუცდელი ხარ მგონი.
ყველაფერი კარგია რო მალე მოხდეს,მაგრამ იმას უნდა ხვდებოდე რომ ესე არაა ეს ცხოვრება.

თუ ორივეს მოგწონდათ ერთმანეთი რატო აღარ გამოვიდა?

სიყვარულს ვერ ისწავლი,სიყვარული თვითონ გასწავლის ყველაფერს.

Posted by: mari1 14 Jan 2018, 13:02
პითონი
QUOTE
არ გეწყინოს მაგრამ ჩემი აზრით ხალხთან ურთიერთობა გაკლია.
ცოტა გამოუცდელი ხარ მგონი.

არ მწყინს , მე თვითონ ვაღიარებ რო გამოუცდელი ვარ .

Posted by: პითონი 14 Jan 2018, 13:04
mari1
ხოდა მანდ დასვი წერტილი.
იმის შიში/განცდა ნუ გაქვს რომ არავინ შეგიყვარებს.
ჯობია ერთს შეუყვარდე და სერიოზულად,ვიდრე ბიჭები გეხვეოდნენ და სხვანაირად ფიქრობდნენ შენზე.

წარმატებები

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 14 Jan 2018, 16:17
mari1

QUOTE
.თქვენი აზრით სიყვარულს სწავლა უნდა

სიყვარულის უნარი ან აქვს ადამიანს ან არა, ვერ ისწავლი.

ურთიერთობას უნდა სწავლა, მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი ჰარმონიული ურთიერთობისთვის.

Posted by: _მანის_ქაშიო? 14 Jan 2018, 16:25
mari1
ქალიშვილი ხარ ? rolleyes.gif

Posted by: gen100 14 Jan 2018, 17:32
mari1
რა გამოუცდელი რამე ხარ, გინდა მოგცე გამოცდილება სიყვარულისა და მტლაშა მტლუშის? : დ

საათი 100$ tan.gif
მომწერე ლამასო :დ

Posted by: shuka 17 Jan 2018, 04:16
mari1
იქნებ საკუთარი თავის შეყვარება არ იცი სათანადოდ... თუ ეგრეა სანამ არ ისწავლი ვერც სხვა შეიგყვარებს.
საერთოდ "მეორე ნახევრის" ძიებას ჯობია შენი თავი ეძიო და ეს "ნახევრობა" მიუახლოვო მთლიანს. მთლიანობა არ არსებოს ოღონდ )) არსებობს გამთლიანების პროცესში ყოფნა.
მე პირადად ნახევარგოგოები არ მომწონს.
შეიძლება ვცდები და არ ხარ ეგეთი უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე.
წარმატები მინდა გისურვო anyway
ძაან ნუ გაამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ მარტო ხარ.
ადამიანი მარტო იბადება და სიკვდილიც მარტო ხდება, მეტსაც გეტყვი ყველა და ყველაფერი გაქრება ერთ დღეს რაც გიყვარს.

Posted by: suntqvа 17 Jan 2018, 05:35
QUOTE (mari1 @ 13 Jan 2018, 22:06 )
ახალი წელია და ვიცი კარგ ხასიათზე უნდა ვიყო , მაგრამ ამ ღამით სახლში რო მოვდიოდი ვფიქრობდი რო ამ ბოლო დროს მეშინია რო არავინ შემიყვარდება და არავის შევუყვარდები, ღადაობის გარეშე მართლა. არადა 22 წლის ვარ, უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში სერიოზული ურთიერთობის აწყობა ვერ ვისწავლე , იმის და მიუხედავად რო უამრავი ბიჭია ირგვლივ რომელთანაც კარგად ვარ .თქვენი აზრით სიყვარულს სწავლა უნდა

ვინც დავამხეცეთ ეგ ურთიერთობები ხო რას ამბობ.
დაკავდი ბევრი თავისუფალი დრო არ დაიტოვო, მხოლოდ სასიამოვნო გართობისთვის და დაიკიდე, გრძნობა თვითონ მოვა, სწავლა არ ჭირია.

Posted by: SNYPI 17 Jan 2018, 13:25
ო ეგრე რეალურად მეც არ მყვარებია არადა შენზე დიდი ვარ
მოკლედ დაიკიდე შენი რაღაც ჩარჩოში მოქცეული პრინციპები-შეხედულებები
უბრალოდ რელაქს
გაერთე და იყავი თავისუფალი
ყველაფერი მოვა თვითონ

Posted by: White_Shark 17 Jan 2018, 16:22
მეც მასე ვარ ჯიგარჯან და მკიდია
რაც შეეხება ვიდს რუსთაველზე რო დამსვა ამ მიმაწვინო კედელთან 20 თეთრიანს მომიგდებს ხალხი ..
რას ვიზამთ არი ადამიანებს ორი ტიპაჟი ვინც იქაჩება და ვინც ვერ იქაჩება მე პირადად ამას დიდი ხანია შევეგუე

Posted by: kalekalebind 18 Jan 2018, 00:44

user posted image

user posted image

Posted by: Marusha 18 Jan 2018, 23:08
ჯერ პატრა ხარ არ ინერვიულო ბევრს მოასწრებbiggrin.gif biggrin.gif

===================

Posted by: lamber_man 18 Oct 2018, 06:47
რატომ დასცინით ამ გოგოს და დებილობებს უწერთ? spy.gif

იმენა, გრუზია რა vis.gif

თემას რაც შეეხება, რაც არ უნდა ინტროვერტი და მარტოსულობისკენ მიდრეკილი იყოს ადამიანი, მაინც აქვს ეგ შიში. ვერცერთი ადამიანი ვერ იგრძნობს თავს ბედნიერად, მარტო. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც უჩნდება სურვილი, რომ გვერდით ვიღაც ჰყავდეს.

Posted by: H-8_Oil 18 Oct 2018, 07:37
QUOTE
რაც არ უნდა ინტროვერტი და მარტოსულობისკენ მიდრეკილი იყოს ადამიანი, მაინც აქვს ეგ შიში. ვერცერთი ადამიანი ვერ იგრძნობს თავს ბედნიერად, მარტო. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც უჩნდება სურვილი, რომ გვერდით ვიღაც ჰყავდეს.

ცდები

Posted by: Taisiaa 18 Oct 2018, 09:13
ჩამოუყალიბებელ,არასწორ ადამიანთან ყოფნას,მარტო ყოფნა გერჩივნოთ ... ნერვებსაც გაუფრთხილდებით.

Posted by: lilululu 18 Oct 2018, 13:19
მეც ეგრე ვარ

23 ის ოღონდ

ურთიერთობა არ მქონია საუკუნეა

Posted by: ლაპლანდია 18 Oct 2018, 15:49
მაქვს. მარა რომ ვუფიქრდები, როცა შენი ჭკუის არ გყავს ახლოს, ესეიგი მარტო ხარ. :/ ეგ კიდევ იმდენი რამის ბრალია. :/

ისე შენ თუ არ ხარ მოსაწყენი თავად, ძაანაც არ გემუქრება და არ შეგაწუხებს. user.gif

Posted by: lamber_man 18 Oct 2018, 19:59
H-8_Oil
QUOTE
ცდები

არა მგონია .

Posted by: masai11 26 Oct 2018, 17:28
არც ისე საშიშია smile.gif
გადალახეთ და ნახავთ, რომ რეალურად ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, ნამდვილი, რეალური და არა მოგონილი პრობლემის წინაშე, მაინც ყოველთვის მარტო ვართ ყველა ჩვენთაგანი.
ძალიან იშვიათად, რომ ცხოვრებაში შეიძინო ადამიანი, რომელსაც მართლა შეუძლია შენს გვერდით ყოფნა.
უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთის კომფორტის ზონის დანამეტები ვართ, ზოგი განსაკუთრებით "ძივრფასი", ზოგი ნაკლებად.
და თუ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ცხოვრების წესად ვაქცევთ (ადამიანი მიდრეკილია, რომ ამ ჭაობში კვლავ და კვლავ ჩაეშვას), უფრო გაბედულებიც ვიქნებით, უფრო მხნეც და უფრო დიდი შანსი გვაქვს შეხვდეთ, მართლა შეხვდეთ, მეორე ადამიანს smile.gif

Posted by: Palladio 27 Oct 2018, 01:54
mari1
QUOTE
უამრავი ბიჭია ირგვლივ რომელთანაც კარგად ვარ

QUOTE
მარტო ყოფნის შიში

ე.ი. არავინ ყოფილა. თავის მოტყუებაა იმისი თქმა, რომ ირგვლივ უამრავი ვინმეა ვისთანაც კარგად ხარ, მაგრამ, ამავე დროს, თავს მარტოდ გრძნობ.

masai11
QUOTE
ძალიან იშვიათად, რომ ცხოვრებაში შეიძინო ადამიანი, რომელსაც მართლა შეუძლია შენს გვერდით ყოფნა.
უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთის კომფორტის ზონის დანამეტები ვართ, ზოგი განსაკუთრებით "ძვირფასი", ზოგი ნაკლებად.

მე ვფიქრობ, არაა სავალდებულო შეიძინო მხოლოდ ისეთი ადამიანი, ვინც, გინდა თუ არა გინდა, სისტემატიურად, შენს გვერდით იქნება. ე.წ. "კომფორტის ზონის დანამეტად" ყოფნაც სრულებით არაა ცუდი, პირიქით, ხშირად კარგიცაა და სასურველიც.
ადამიანი როდესაც კარგადაა მას მაშინ სურს ინტიმიც და ე.წ. ურთიერთობებიც. ისინი, ვინც კარგად არ გრძნობენ თავს სხვადასხვა მიზეზების გამო (წარუმატებელი სიყვარული, ფინანსური კრიზისი...), ისინი სხვისი კომფორტის ზონას არღვევენ, როგორც წესი, სიყვარულის, ოჯახის, ან სტატუსის საბაბით. მიზანი სულ მცირე ისაა, რომ სხვისკენ არც კი გაიხედო, ვინაიდან სიყვარული ან სტატუსი, თურმე, ამას მოითხოვს.
ადამიანი მიდრეკილია დაიქვემდებაროს სხვა ადამიანები, იმის ნაცვლად რომ ის ისეთი მიიღოს როგორიც არის. "დანამატი" კი შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალობაში, მე მგონი, რა აზრიც მასში დევს ამ აზრიდან გამომდინარე ის სრულებით არაა მიუღებელი, პირიქით, ძალიანაც მისაღებია.

Posted by: kalekalebind 27 Oct 2018, 02:08
QUOTE (Palladio @ 27 Oct 2018, 01:54 )

სიყვარულიც მაგის მცდელობის გამოხატვაა,რომ ადამიანი თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით " აღჭურვილი" ისეთი შეიძვირფასო,როგორიც არის.

მაგრამ მეორეს მხრივ

ორი კაცი ხვდება ერთმანეთს ქუჩაში:

ეჰ,ნეტავ ეს ამგვარად არ მომხდარიყოო,რა მაგარი იქნებოდაო.
რომელი ამბავი,მე ვერ ვიხსენებო.
მე კიდევ ვერ ვივიწყებო.

Posted by: bigmaster 27 Oct 2018, 23:29
masai11
QUOTE
გადალახეთ და ნახავთ, რომ რეალურად ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, ნამდვილი, რეალური და არა მოგონილი პრობლემის წინაშე, მაინც ყოველთვის მარტო ვართ ყველა ჩვენთაგანი.
ძალიან იშვიათად, რომ ცხოვრებაში შეიძინო ადამიანი, რომელსაც მართლა შეუძლია შენს გვერდით ყოფნა.

ეგრეა ზუსტად. ერთი წამი წარმოიდგინე შენი თავი საწოლში მწოლიარე სამუდამოდ ავადმყოფი არავის რო აღარ გამოადგები, მაგ დროს შენ გვერდზე საწოლთან მაქსიმუმ 1-2 ადამიანი დარჩება რო წყალი მოგაწოდოს ხოლმე... მშობლები არასდროს გიღალატებენ განსაკუთრებით დედა.. მეორე ნახევარი იშვიათად თუ განსაკუთრებით კეთილშOბილი და ერთგული ადამიანი არ არი, დაძმები ხანდახან გინახულებენ ხოლმე.. ეგ ხალხი რომელიც თქვენ გარშემო ირევა ეხლა არაფერს არ ნიშნავს თქვენთვის და არც იმათთვის ნიშნავთ რამეს სწორედ თქვი კომფორტის ზონის დანამატები ხართ, როც აღარ იქნებით კომფრტულები ისე მოგისვრიან თავის ცხოვრებიდან არც დაფიქრდებიან. ამიტოა ზედმეტი იმედები არავისზე არ უნდა დაამყარო და მიენდო, და თუნდაც ერთი ადამიანი რო იპოვო რომელიც ყოველთვის შენი ერთგული იქნება მარტო ერთი ადამიანია საჭირო ბედნიერებისთვის და მშვიდი სიკვდილისთვის მეტი არავინ up.gif მე პირადად ერთადერთი ადამიანი მჭირდება მეტი არავინ და მზად ვარ სიკვდილისთვის

Posted by: ჯიმ"მორისონი 27 Oct 2018, 23:31
lilululu
მოიცა 23 წლის ხარ ?
გავიცნოთ ერთმანეთი ლამასო ?
თან ბარსას ფანი ხარ მგონი
ჰეი,მე მგონი ვიპოვეთ ერთმანეთი lol.gif

Posted by: QERBI 27 Oct 2018, 23:41
არადა როგორი კომფორტულია მარტო ყოფნა და ვერ აფასებთ სათანადოდ.

Posted by: ჯიმ"მორისონი 28 Oct 2018, 00:11
QERBI
მარტობა მიყვარს,მაგრამ არ მძალევენ საშვალებას,მაგრამ რაა იცი
მომაბეზრებელია მარტობა
ნუ კაცისთვის მე ესე ვთვლი

შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ არ ეყოს და ასე ვთქვათ მინდა მწერალი გამოვიდა
მარტო როცა ვარ კარგ რაღაცებს ვერ,მაგრამ ემოციები აკლია რაა
აი,თუ ვინმე მყავს გვერდით უფრო ემოციურ და საკიფო რაღაცებს ვწერ
biggrin.gif

მევასება დილას რომ ვიღვიძებ და საყვარელი ადამინი მიწევს გვერდით,კოცნით ვაღვიძებ...
ერთად მივირთმევთ ერბო კვერცხს და პამიდლოაინ პურს
ეხ,მერე საღამოს რამე ფილმს ჩავუჯდებით ან წავალთ საერირნოდ ან კაფეში
მარა 3 წელია უკვე მსგავს არავი მყოლი
ეხ
მართლა რომ ეხ

Posted by: masai11 30 Oct 2018, 17:34
Palladio
QUOTE
მე ვფიქრობ, არაა სავალდებულო შეიძინო მხოლოდ ისეთი ადამიანი, ვინც, გინდა თუ არა გინდა, სისტემატიურად, შენს გვერდით იქნება. ე.წ. "კომფორტის ზონის დანამეტად" ყოფნაც სრულებით არაა ცუდი, პირიქით, ხშირად კარგიცაა და სასურველიც.
ადამიანი როდესაც კარგადაა მას მაშინ სურს ინტიმიც და ე.წ. ურთიერთობებიც. ისინი, ვინც კარგად არ გრძნობენ თავს სხვადასხვა მიზეზების გამო (წარუმატებელი სიყვარული, ფინანსური კრიზისი...), ისინი სხვისი კომფორტის ზონას არღვევენ, როგორც წესი, სიყვარულის, ოჯახის, ან სტატუსის საბაბით. მიზანი სულ მცირე ისაა, რომ სხვისკენ არც კი გაიხედო, ვინაიდან სიყვარული ან სტატუსი, თურმე, ამას მოითხოვს.
ადამიანი მიდრეკილია დაიქვემდებაროს სხვა ადამიანები, იმის ნაცვლად რომ ის ისეთი მიიღოს როგორიც არის. "დანამატი" კი შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალობაში, მე მგონი, რა აზრიც მასში დევს ამ აზრიდან გამომდინარე ის სრულებით არაა მიუღებელი, პირიქით, ძალიანაც მისაღებია.

გვერდით ყოფნა, ჩემი აზრით მაინც სხვა რამეა და განხვავებული იმ მდგომარეობისაგან რაც მე ვიგულისხმე, როცა ვამბობდი, რომ დიდი ბედნიერებაა მართლა შეხვდე და შეიძინო ადამიანი მეთქი.
ასეთი მდგომარეობა/ურთიერთობა ალბათ კომფორტის პოზიციიდან ვერ შეფასდება ობიექტურად და სრულად, კომფორტულის სტანდარტებშიც ვერ ჩაეტევა.
არ ვიცი ვის და რატომ უნდა მოწსონდეს, ფაქტიურად საგნის როლსა და ფუნქციაში, კომფორტის ზონის დანამატად ყოფნა. ალბათ ისევ მარტოობის შიშით და მისგან თავის დაღწევის სურვილით თუ თანმხდება ადამიანი ასეთ მდგომარეობას. ან შეიძლება ესეც ჩვენი პიროვნული და "სულიერი" განვითარების ეტაპებზეა დამოკიდებული.
შენი პოსტის დანარჩენი ნაწილი კი ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის. ინტიმიც ისე გამოგივიდა თითქოს "გამძღარ" და დალხენილ დამიანს უნდა მარტო. მე ფიქრობ ადამიანს ყველაფერი დანარჩენი უნდა/სჭირედბა იმისათვის რომ ნამდვილი ინტიმი ჰქონდეს. თუნმა, ალბათ ესეც განვითარების ეტაპებზეა დამოკიდებული.

bigmaster
QUOTE
ერთი წამი წარმოიდგინე შენი თავი საწოლში მწოლიარე სამუდამოდ ავადმყოფი არავის რო აღარ გამოადგები, მაგ დროს შენ გვერდზე საწოლთან მაქსიმუმ 1-2 ადამიანი დარჩება რო წყალი მოგაწოდოს ხოლმე..

ეს ხალხი შეიძლება 1-2 ზე მტიც იყოს თუ ფულს გადაუხდიან. თავზე მდგომების და მომვლელების, გამრთობების და სიამოვნების მომნიჭებლების ყიდვა შეიძლება.
მე სხვა რამეს ვგულისხმობ,
მაგალითად ძალიან ძვირფასი ადამიანის დაკარგვა - მეგობარი და ნათესავი ყველა გვერდით უდგას ჭირისუფალს, ზოგი სასახლეს იჩალიჩებს, ზოგი სასაფლაოს, ზოგი ქელეხის ამბებს მოაგვარებს, ზოგი წესის აგებას და ა.შ. ... ანუ ის რასაც პრობლემად ესახება ასეთ სიტუაციში უმრავლესობას , გვარდება ისე რომ ჭირისუფალისთვის ეს არ ხდება პრობლემა. მარტო არ დატეოვეს - ამას ეძახიან ხალხში.]
მაგრამ, ადამიანისათვის, რომელაც ძვირფასი ადამიანი დაკარგა, სინამდვილაში პრობლემა ხო სხვა რამეა? აი იმ "სხვა რამეში", რომ მოგწვდება და "გვერდში დაგიდგება" ... ესაა იშვიათი და ძალიან ძვირფასი.

Posted by: masha 30 Oct 2018, 17:52
მე კიდევ მარტო
არ
ყოფნის შიში მაქვს

Posted by: Palladio 30 Oct 2018, 20:52
masai11
QUOTE
გვერდით ყოფნა, ჩემი აზრით მაინც სხვა რამეა და განხვავებული იმ მდგომარეობისაგან რაც მე ვიგულისხმე, როცა ვამბობდი, რომ დიდი ბედნიერებაა მართლა შეხვდე და შეიძინო ადამიანი მეთქი. ასეთი მდგომარეობა/ურთიერთობა ალბათ კომფორტის პოზიციიდან ვერ შეფასდება ობიექტურად და სრულად, კომფორტულის სტანდარტებშიც ვერ ჩაეტევა.

ბედნიერების მომტან ადამიანთან ყოფნა უკვე კომფორტია. მის სტატუსს მნიშვნელობა არა აქვს... მესმის "ის" ერთი გინდოდეს, ვინც ძალიან შენნაირია, ჰიპოთეტურად ასეთები არსებობენ, მაგრამ, რა ვიცი, ცხოვრება ისედაც მშვენიერია, როდესაც გილხინს, რაც ჩვენს რეალობაში იშვიათია...

QUOTE
არ ვიცი ვის და რატომ უნდა მოწსონდეს, ფაქტიურად საგნის როლსა და ფუნქციაში, კომფორტის ზონის დანამატად ყოფნა. ალბათ ისევ მარტოობის შიშით და მისგან თავის დაღწევის სურვილით თუ თანმხდება ადამიანი ასეთ მდგომარეობას. ან შეიძლება ესეც ჩვენი პიროვნული და "სულიერი" განვითარების ეტაპებზეა დამოკიდებული.

აღქმას გააჩნია. ჩვენ თუ მათ საგნებად აღვიქვამთ, მაშინ ეს არ იქნება მოსაწონი, ხოლო თუ ახლობელ ადამიანებად, ვინც ჩვენ ცხოვრებას გვილამაზებენ, ხოლო ჩვენ მათ ვულამაზებთ, ამ შემთხვევაში დამოკიდებულება შეიცვლება. "სულიერი" განვითარების ეტაპები უკვე მე ვერ გავიგე, ვერ აქ და ვერც ქვემოთ.

QUOTE
შენი პოსტის დანარჩენი ნაწილი კი ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის. ინტიმიც ისე გამოგივიდა თითქოს "გამძღარ" და დალხენილ დამიანს უნდა მარტო. მე ფიქრობ ადამიანს ყველაფერი დანარჩენი უნდა/სჭირედბა იმისათვის რომ ნამდვილი ინტიმი ჰქონდეს. თუნმა, ალბათ ესეც განვითარების ეტაპებზეა დამოკიდებული.

ინტიმი ალბათ ყველას უნდა, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ის გამოსდის მხოლოდ დალხენილ და ცხოვრებაში ბედნიერ ადამიანს, ხოლო მას, ვინც ცხოვრებაში უბედური და მშიერია, როგორც წესი, სხვა პრიორიტეტები აწუხებს. გამონაკლისებზე არ მინდა სიტყვა გავაგრძელო, მაგრამ მაინც დავწერ რომ არიან ისეთი კეთილშობილი ადამიანებიც, რომლებსაც შეიძლება ძალიანაც უჭირდეთ, მაგრამ თავის გასაჭირს არავის დაანახებენ, სხვის კეთილდღეობაზე იფიქრებენ და გააბედნიერებენ. თუმცა, ადვილად შეგიძლია წარმოიდგინო რა რაოდენობით იქნებიან ასეთი ადამიანები.

Posted by: DORO 31 Oct 2018, 08:42
Taisiaa
QUOTE
ჩამოუყალიბებელ,არასწორ ადამიანთან ყოფნას,მარტო ყოფნა გერჩივნოთ

ცოტა უნდა მიეხმარო ჩამოყალიბებაში და გასწორდება

QUOTE
და თუ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ცხოვრების წესად ვაქცევთ (ადამიანი მიდრეკილია, რომ ამ ჭაობში კვლავ და კვლავ ჩაეშვას), უფრო გაბედულებიც ვიქნებით, უფრო მხნეც და უფრო დიდი შანსი გვაქვს შეხვდეთ, მართლა შეხვდეთ, მეორე ადამიანს

მაგას თავისი დრო აქვს

აქტუალობის Quantum ს თუ გადაგიცდა --მერე ვსო

Posted by: ironshota 31 Oct 2018, 09:23
QUOTE
ჩამოუყალიბებელ,არასწორ ადამიანთან ყოფნას,მარტო ყოფნა გერჩივნოთ

რამდენი ჩამოვწერე და კიდევ რამდენს ჩამოვწერ biggrin.gif
ჩემი ჭკუის ხალხთან ვარ უფრო კარგად, კომფორტულად....ვერ გავუგებ ადამიანებს ვისაც არ აქვს მიზანი, არ აქვს ამბიციები, არ არის აქტიური და არ ეზებს გზებს....

Posted by: Taisiaa 31 Oct 2018, 10:42
DORO

QUOTE
ცოტა უნდა მიეხმარო ჩამოყალიბებაში და გასწორდება

ვიშვილებ ბარემ.

Posted by: salamander_r 31 Oct 2018, 23:12
QUOTE
მე კიდევ მარტო
არ
ყოფნის შიში მაქვს

პლუს 1

)))))

Posted by: gio_juventino 1 Nov 2018, 00:06
თემა არგადამიკითხავს

მარტოობის შიშს შევეხები

ისწავლეთ მარტოობისგან კაიფის მიღება . ადამიანები მოდიან და მიდიან და შეეგუეთ ამას . სრულფასოვანი გახადეთ თქვენი ცხოვრება სხვების გარეშე

დილით ზღვისპირზე გადასვლა ტალღების და ჰორიზონტის ყურება . რამხელა სულიერ სიმშივდეს იძლევა ნეტა იცოდეთ , ვარჯიშიც , კითხვაც ,მოგზაურობა , ჭამაც ,სმაც, მუსიკის მოსმენა , ცეკვა , ხელოვნება , ცხოველები და ა.შ

უამრავი რამ არის რისგანაც ბედნიერების მიღEბაა შესაძლებელი .

Posted by: joosen 7 Nov 2018, 06:28
gio_juventino
QUOTE
ისწავლეთ მარტოობისგან კაიფის მიღება

შანსი არაა.

დროებითი მარტოობა ან ადამიანებისგან გაქცევა შეიძლება, მაგრამ სულ მარტო მყოფი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, პროსტა არ არსებობს.

შეიძლება თავი მოიტყუოს და ეგაა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)