Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > წყლის მრიცხველის მოხსნის თაობაზე უარის კანონიერება


Posted by: Trufeli 21 Nov 2021, 20:56
რამდენად კანონის ფარლებში მოქმედებს GWP, როდესაც კერძო ბინაში წყლის მრიცხველის მოხსნის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს? აქვს თუ არა დავას აზრი ამ მიმართულებით?

Posted by: Правовед 21 Nov 2021, 23:39
Trufeli
არ გსურთ გაამხილოთ, რა მიზეზით გაგიჩნდათ სურვილი, სასმელი წყლის აღრიცხვა არ წარმოებდეს მრიცხველის საშუალებით?

Posted by: spiridon_surajia 22 Nov 2021, 01:09
Trufeli
ანუ აღარ გინდა წყალი მოგეწოდებოდეს?

Posted by: Trufeli 22 Nov 2021, 11:46
მსურს სულადობაზე დაბრუნება - მიზეზი კი არის ის, რომ რასაც აყენებენ არის უხარისხო და ვიზუალურად მახინჯი. სწორად დაყენებას კი სჭირდება კაფელის მონგრევა და მრიცხველის რკინის მილებზე მიბმა, რაც ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული.

Posted by: Kambucha78 24 Nov 2021, 18:15
Trufeli
QUOTE
რამდენად კანონის ფარლებში მოქმედებს GWP, როდესაც კერძო ბინაში წყლის მრიცხველის მოხსნის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს? აქვს თუ არა დავას აზრი ამ მიმართულებით?

სრულიად კანონიერად მოქმედებს. სემეკის მოთხოვნაა რომ ყველგან დააყენონ მრიცხველები. მწარე გამოცდილებიდან ვიცი ეს smile.gif

Posted by: Правовед 29 Nov 2021, 02:30
Trufeli
QUOTE
მრიცხველის მოხსნის მოთხოვნა

თუ მრიცხველის დაყენებას ეწინააღმდეგებით და ეს არ გსურთ, შეკითხვაშიც ვერ გაიმეორეთ? ...





Posted by: JSB14BSJ 9 Dec 2021, 13:23
QUOTE
მსურს სულადობაზე დაბრუნება


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რამდენი მხიარულია ამ საწყალ წილხვედრში.

biggrin.gif biggrin.gif

არადა, ხო დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რო გააჩეროს რეპორტიორმა, მიკროფონით და კამერით, ზომიერად მრისხანე სერიოზულობით დააფიქსირებს, რო ევროკავშირში უნდა და საბჭოთა კავშირს შეაგინებს.

Posted by: Правовед 9 Dec 2021, 13:51
JSB14BSJ
ალბათ საჭიროა მოგიწოდოთ: ნუ იქნებით ასეთი მკაცრი!..

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობებს გადალახოს ერთსაფეხურიანი ლოგიკური ამოცანები!

ხელისუფლება, პოლიტიკოსები, მას-მედია ისედაც გაუნათლებელ, მიამიტ მოქალაქეებს, პათეტიკისა და აგიტაციის მეშვეობით, „უფუთავს“ თავის ინტერესებს ... facebook-ის ჭეშმარიტების პირველწყაროს ამღიარებელი ბრბოს შესახებ მახასიათებლებს მრავალტომეული არ ეყოფა!

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში გაბატონებული დევიზებისა და ლოზუნგების პათეტიკა იურიდიულ საზოგადოებასაც აქვს აკიდებული ... სამართალმცოდნეობა კაბინეტურ გარემოცვაში მთლიანად გადართულია საგრანტო ინდუსტრიაზე და ორიენტირებული ლოზუნგებად მოწოდებულ „ადამიანის უფლებებზე“ ... პრაქტიკის მქონე იურისტები, უმეტესად ინტუიციით მოქმედებენ, ან ინტრიგებითა აკვარახჭინებენ საქმეებს ...

მიბაძეთ სტოიკოსებს ...
„ეს საქართველოა“, „ყველა ასე აკეთებს“, „ტელევიზორში თქვეს“, „ფეისბუქში ვნახე“, „ასე მითხრეს“ ... და, მსგავს უსუსურ, უაზრო არგუმენტებს ვერ ამოგლიჯავ ქართველის ტვინიდან – თუ მიიღებს განმარტებებს და შენიშვნებს მოსაუბრე – კარგია! – არ სურს?! (რაც უაღრესად ხშირად ხდება) – გაეცალეთ! ...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)