Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > დედაქალაქში მტკვარზე ტრანსპორტი იმოძრავებს


Posted by: მაწო:)) 18 Jul 2017, 14:09
მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს

10:19 18-07-2017

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა განიხილეს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსპორტის მიმართულებაზე, მათ შორის, წყლის ტრანსპორტის შესახებ არის საუბარი.

”მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში განხილულ იქნა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, მისი სიგრძივი ღერძის გასწვრივ. მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით), მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის; აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით”, - ნათქვამია კონცეფციაში.

კონცეფციაში საჰაერო ტრანსპორტიც არის განხილული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა შეინარჩუნოს.

”თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის პოტენციალს განაპირობებს, აეროპორტის დამატებითი საფრენი ბილიკებითა და მისადგომებით უზრუნველყოფა. ზრდის პოტენციალი ასევე მდგომარეობს დღის განმავლობაში ოპერირების ხანგრძლივობის გაზრდით, სადაც არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მისადგომის ტევადობა მაქსიმალურად იქნება ათვისებული უფრო მეტი დროით. დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, შეინარჩუნოს მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა, განსაკუთრებით ასაფრენი ბილიკის ბოლოებსა და მის სამხრეთ ნაწილში. შეზღუდული აეროდრომის პირობებში ასევე შესაძლებელია უფრო მოდულარული ტერმინალის შექმნა, რომელიც შეძლებდა დამატებითი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას მოთხოვნის შესაბამისად”, - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/443574-mtkvarze-shesadzloa-tsylis-transportma-imodzraos.html

მარშუტკას რო გააჩერებ გადახვალ მეორე მხარეს წყლისტრამვაით და იქედან წაყვები სასურველ მარშუტკას, ანალოგიურად პირიქით

Posted by: UMTS 18 Jul 2017, 14:10
QUOTE
შესაძლოა

ვახ კაცო, რას არ მოიგონებენ ხოლმე საარჩევნოდ biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 18 Jul 2017, 14:12
QUOTE
კონცეფციაში საჰაერო ტრანსპორტიც არის განხილული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა შეინარჩუნოს.

ვახმე. დედა ეტირა ქვეყანას. აგონიაა გაქანებული biggrin.gif

Posted by: AUTOCRAT 18 Jul 2017, 14:15
მძღნერსაჭერი სეინერი up.gif

Posted by: picpic 18 Jul 2017, 15:06
აირწინაღებით იქნება მგზავრობა ალბათ ხო?

ყინულმჭრელის მაგვარი თუ არ გაუძღვა წინ, ისე ამ ბოთლებში ვერ ივლის.

user posted image

Posted by: kactus 18 Jul 2017, 15:58
picpic
QUOTE
აირწინაღებით იქნება მგზავრობა ალბათ ხო?

lol.gif lol.gif
არა,ალბათ,განსხვავება იქნება მგზავრობის საფასურში,
აირწინაღით გსურთ მგზავრობა თუ უაირწინაღოდ? biggrin.gif

Posted by: lasha123456 18 Jul 2017, 16:01
ბაღნარი რო გააშინეს შუა მტკვარში ის ხო არ შეუშლის ხელს

საცობები არ შექმნას

Posted by: GEORGEXIII 18 Jul 2017, 16:17
QUOTE
შესაძლოა
-ზე

გადავიდნენ აშენდება,გაკეთდება და ა.შ

Posted by: brutala 18 Jul 2017, 16:20
QUOTE
მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: darlan 18 Jul 2017, 16:21
QUOTE
მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს


ლურჯი ტიტანიკი თუ ყვითელი წყალქვეშა ნავი?

Posted by: eddie153 18 Jul 2017, 16:45
არადა არაა ცუდი იდეა თუ გაწმინდავენ მტკვარს

ტურისტებიც დიდი სიამოვნებით გაისეირნებდნენ ალბათ მტკვარზე

Posted by: iverieli 18 Jul 2017, 16:48
უფრო კარგი იქნება ანკესებით თევზაობის უფლებასაც თუ მისცემენ მგზავრებს boli.gif

Posted by: bart  simpson 18 Jul 2017, 16:50
ამ დედაარღნიანმა არაკაცებმა, ის ვერ გაიმეტეს რომ მარშუტკებში კონდიციონერის ამბავი მოეგვარებინათ (რასაც ახალი ლურჯი ავტობუსებიც აყვნენო facepalm.gif და არც ისინი აღარ რთავენ კონდიციონერებს - შესაბამის თემაში წავიკითხე https://forum.ge/?f=51&showtopic=34873091&st=975 )

ვის აბოლებენ, რა მტკვარზე ტრანსპორტი და გაგარინი კოსმოსში

Posted by: buxxx 18 Jul 2017, 16:56
QUOTE
 დედაქალაქში მტკვარზე ტრანსპორტი იმოძრავებს

მიწა და ლიანდაგი ხო ააყვავეს
ეხლა წყალს ითვისებენ biggrin.gif

ის ველო ბილიკები რომ არის მაგ სანაპიროზე

აი ესენი
user posted image

შეიძლება საერთოდ წყლის ველოსიპედებზეა ლაპარაკი და მაგაზეა გათვლილი
და არა ბორბლებიანზე


Posted by: Ninelku 18 Jul 2017, 17:55
QUOTE
 დედაქალაქში მტკვარზე ტრანსპორტი იმოძრავებს

ტრანსპორტი (ტივი!), რომელსაც შეეწირა ოთო აბესაძის
კარიერა. რას ერჩოდნენ?

Posted by: სიცოცხლის_ხე 18 Jul 2017, 18:05
eddie153
ისედაც სეირნობენ ტურისტებიsmile.gif


მატარებლებს გადავიტანთ ქალაქგარეთო lol.gif lol.gif გიჟები მუშაობდნენ გენ.გეგმაზე?smile.gif

Posted by: Asmeta1084 18 Jul 2017, 18:37
მდა, წყლის მარშრუტკა #1: რესტორანი კრწანისი-იუსტიციის სახლი. მანდ იქნება მეორე მარშრუტკა: იუსტიციის სახლი-თოფაძის პივნოის მიმდებარე ტერიტორია. მადანა უკვე ტივები იქნება უფრო გრძელი მარშრუტით - ელიავა-დიდუბე-ფეიქრების ქუჩის გასწვრივ-ავჭალა-ზაჰესი. იქიდან უკვე საქალაქთაშორისო ტივი მცხეთამდე. იქ გაკეთდება ჰაბი: ერთი მარშრუტი წაცა ფასანაური-ყაზბეგისკენ, მეორე ბორჯომში. ფასანაურისკენ იქნება კიდევ ვარიანტები თეთრი არაგვის ტივმარშრუტკა და შავი არაგვის ტივმარშრუტკები. ორთაჭალჰესის ქვემოთ შეიძლება საერთაშორისო ტივრეისები ბაქოში და იქიდან კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში.

გვეშველა მეგობრებო!

Posted by: LuxAeterna 18 Jul 2017, 18:41
ეს როდის იქნება, საუკეთესო მე 400 წელიწადს?

Posted by: gimmelle 18 Jul 2017, 18:55
ბორნები გადაგვარჩენს!


ბორანმა ჭირი მოგვჭამა.


Posted by: guriaaa 18 Jul 2017, 19:32
მუნიციპალური კომპანია "ტივი ტივი ტივით მინდა"

მარშრუტი
ავჭალა - პესკები
მგზავრობა = 5 ლარი + ერთი შამფური მწვადი და 3 ჭიქა რქაწითელი

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

მეც არ გამიკვირდა ოთიკო აბესაძეს რა კაფეების მოწყობა აუტყდა ტივზე მეთქი
თურმე სადა ბანაობ!
დედაქალაქის ტრანსპორტის სფეროში რევოლუციის მომსწრენი ვხდებით მეგობრებო


Posted by: John Jolie 18 Jul 2017, 19:43
მერე რამე მარცხი რომ მოუვიდეს, მძღნერში უნდა ჩავცვივდეთ?


Posted by: zigmundi32 18 Jul 2017, 19:54
მივესალმები მაგარიაა, კიდევ უფრო მეტად მტკვრის ათვისებას.

Posted by: ფორცხოლი 18 Jul 2017, 19:59
იმედია წინასწარ იზრუნებენ მტკვარში ნაოსნობისას საცობების თავიდან არიდებაზე...

Posted by: kactus 18 Jul 2017, 20:01
ერთადგილიანი კანოეები რომ გამოყონ?
ჩავჯდები ჩემთვის და ნელ-ნელა წავალ დანიშნულების ადგილზე!
ცუდია? biggrin.gif boli.gif

Posted by: don gajetino 18 Jul 2017, 20:03
ნეტა თუ იჯერებს ვინმე lol.gif


ეეხ ქოცებოოო facepalm.gif

Posted by: ფორცხოლი 18 Jul 2017, 20:07
kactus
QUOTE
ერთადგილიანი კანოეები რომ გამოყონ?
ჩავჯდები ჩემთვის და ნელ-ნელა წავალ დანიშნულების ადგილზე!
ცუდია?

მერე ყველას მოუნდება ინდივიდუალური კანოეები და საცობები იქნება.
საზოგადოებრივი მცურავი საშუალებები ჯობია. yes.gif

Posted by: Free_World 18 Jul 2017, 20:10
"__რა მალე მოხვედი, გზაზე საცობები არ იყო?
__არა,რვა ნომერ ტივს გამოვყევი"

Posted by: ML320_Blue 18 Jul 2017, 20:11
ელექტროტივები უნდა იყოს, დიზელის ან გაზზე მომუშავე არ გვინდა.

Posted by: kactus 18 Jul 2017, 20:12
ფორცხოლი
QUOTE
მერე ყველას მოუნდება ინდივიდუალური კანოეები და საცობები იქნება.

lol.gif
ყველანაირი ტრანსპორტი იყოს!
ახლა,ყველას ხომ არ შეუძლია ნიჩბის მოსმა? biggrin.gif

Posted by: GROCK 18 Jul 2017, 20:18
მერე დაიწყება "ყვითელი ნავის მძღოლები...აე წყალქვეშა ნავიიი....პამპერსი რომ ტივტივებს გამიჩერე და აშ."


ისე კი მე მომწო ს ეგ იდეა და კარგი იქნება საკმაოდ.
მიფიქრია კიდეც მაგ ამბავზე.
კაია იმედია მოაბავენ თავს

Posted by: Borati 18 Jul 2017, 20:46
ხმელეთზე ვერ მოუგვარებიათ წესიერად ტრანსპორტი და ეხლა წყალზე გადავიდნენ. facepalm.gif
მოგიხანთ ვენეცია ქოცებო!

Posted by: GEORGEXIII 18 Jul 2017, 20:51
QUOTE
მოგიხანთ ვენეცია ქოცებო!

biggrin.gif ნარმანიას ბოლო დაპირებააა..

Posted by: eddie153 18 Jul 2017, 22:07
სიცოცხლის_ხე
QUOTE
ისედაც სეირნობენ ტურისტები


მატარებლებს გადავიტანთ ქალაქგარეთო  გიჟები მუშაობდნენ გენ.გეგმაზე?

რკინიგზის გადატანის პროექტი ჯერ კიდევ უგულავას დროს დაიწყო დიდი ხანია მიდის საუბარი მაგაზე

Posted by: nadalis 18 Jul 2017, 22:56
მაწოsmile.gif)
ვინმემ ნახატი დადოს რა ფორმით და საიდან სადამდე იმოძრავებს ტრანსპორტი?

ეეჰ ზღაპეებეეე

Posted by: kactus 18 Jul 2017, 23:24
GEORGEXIII
QUOTE

QUOTE
მოგიხანთ ვენეცია ქოცებო!

ნარმანიას ბოლო დაპირებააა..


lol.gif lol.gif
ჰო,ვენეცია უნდა დაგვიტოვოს! biggrin.gif boli.gif

Posted by: marta007 18 Jul 2017, 23:31
დახატავენ სადმე ისარს ველობილიკივით,
აქ უნდა იაროს წყლის ტრანსპორტმა. :დ

Posted by: andamat3 19 Jul 2017, 01:48
UMTS
QUOTE
ვახ კაცო, რას არ მოიგონებენ ხოლმე საარჩევნოდ


biggrin.gif

ისე, თავისთავად იდეა არ არის ცუდი, წინასაარჩევნო ბოლი რომ არ იყოს.

Posted by: guriaaa 19 Jul 2017, 02:01
მდინარე მტკვარი დედაენის ძეგლთან 20.... წელი
http://www.picz.ge

კონცეფციის ავტორების ხედვა მდინარის სანაპირობეთან დაკავშირებით

“თბილისი მდინარის გასწვრივ განვითარებული ქალაქია. ისტორიულად, მტკვრის ნაპირები ხალხმრავალ და ქალაქის ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სივრცეებს წარმოადგენდა. თუმცა გასული საუკუნის გეგმარებითმა გადაწყვეტილებებმა მტკვარს შეუცვალა ბუნებრივ-ისტორიული სახე, მდინარე მოექცა ჯებირებში და მისი ხალხმრავალი ნაპირები თანდათან გარდაიქმნა მუდამ გადატვირთულ, საავტომობილო ტრასებად. მტკვარმა დაკარგა ადამიანების თავშეყრისა და ურთიერთობის, დასვენების, ქალაქის განიავებისა და გაგრილების ფუნქციები.

საერთაშორისო გამოცდილებითა და 21-ე საუკუნეში გამოვლენილ სხვადასხვა ურბანული გადაწყვეტილებით, თითოული ევროპული, პოსტსაბჭოთა (ვილნიუსი, კაუნასი, ბუქარესტი, ტიმიშარა, ა.შ.), ამერიკული (დეტროიტი, ჩიჯაგო, ა.შ.) ან აზიური (სეული) ქალაქი ახდენს მდინარის ნაპირების რეგენერაციას. ყოველი ასეთი პროექტის მთავარი ჩანაფიქრია, სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცეს მდინარის ნაპირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, თბილისი მსგავსად, საავტომობილო ტრასებადაა გადაქცეული.

ჩვენი ხედვით, მტკვრის ნაპირების ძირითად საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბება, ალტერნატივა არ გააჩნია. თბილისის უბნების უმრავლესობისათვის მტკვრის სანაპიროები ყველაზე ახლო, ადვილად მისაწვდომ სივრცეებს წარმოადგენს. მტკვრისპირა მწვანე სისტემის ჩამოყალიბება ქალაქის ცენტრის სარეკრეაციო სივრცეებით გამდიდრების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტაა. მტკვარი თბილისის ქვაბულის ფსკერზე მიედინება და, შესაბამისად, მის გასწვრივ რელიეფი ყველაზე რბილია. ეს ფაქტორი მდინარის მიერ ჰაერის გაგრილების და განიავების უნართან ერთად მტკვრის სანაპიროებს საფეხმავლო თუ საველოსიპედო გადაადგილებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დერეფნად აქცევს. მტკვრის პირასაა შენარჩუნებული ქალაქის ნაშენ ნაწილში შემორჩენილი ბუნებრივი ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი მასივები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქალაქო სარეკრეაციო პოტენაციალი გააჩნიათ.

ჩვენი ხედვით, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს. ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეებით: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით. დედაენის პარკში, რიყესა და 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჯებირებისაგან გათავისუფლების შედეგად შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით.

ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები იქცევა მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს ელემენტებით. მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები.

მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს.

არსებული მდგომარეობით არათუ გაწყვეტილია კავშირი მდინარის ნაპირებსა და თავად მტკვარს შორის, არამედ მდინარე, რომელიც ქალაქის დამაკავშირებელი არხი უნდა იყოს, ბარიერად გვევლინება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე კულტურულ, საგანმანათლებლო თუ საცხოვრებელ დაწესებულებათა შორის.

ჩვენი ხედვით, პირველ რიგში, აუცილებელია მტკვრის ნაპირების რეგენერაცია, რის შედეგადაც ქალაქი მიიღებს ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებულ სარეკრეაციო სივრცეს. მხოლოდ ასეთი ინტერვენციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მტკვარზე, როგორც მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებების მთავარ საფეხმავლო თუ საველოსიპედო კავშირზე.

ჩვენი ხედვით, აუცილებელია ინტერვენციისათვის გამოიყოს გარკვეული ტერიტორიები და თითოეულს მიენიჭოს თავისი, უნიკალური სახე. ამისათვის საჭიროა დეტალურად შევისწავლოთ არსებული ურბანული კონტექსტი, რათა შევძლოთ თითოეულ შერჩეულ ტერიტორიას მივანიჭოთ უნიკალური კონცეფცია.

შეუძლებელია, ზოგადად ვისაუბროთ მტკვრის ნაპირებზე, როგორც სარეკრეაციო სივრცეებზე. თუ გავითვალისწინებთ მათ ზომასა და მასშტაბს, გარშემო ურბანული კონტექსტების გადაადგილებასთან ერთად ცვლილებას, აშკარაა, რომ თითოელ კვადრატულ კილომეტრს სხვადასხვა ურბანული კონტექსტი მოსდევს, რომელიც შემდეგ თავებში დეტალურადაა განხილული. თუმცა, მიუხედავად მასშტაბის სიდიდისა და გარშებო ურბანული კონტექსტების განსხვავებულობისა, აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ ზოგადი კონცეფცია, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ინტერვენციისთვის შერჩეულ ტერიტორიებზე სახეს იცვლის და გვევლინება სწორედ ამ უბნისა თუ ტერიტორიისთვის შექმნილ ახალ სახედ.

http://www.picz.ge

Posted by: zabzu 19 Jul 2017, 04:04
წყლის ტრანსპორტის პრობლემები გვაკლია და ავშენდებით საცაა

Posted by: IOSKAMAN 19 Jul 2017, 04:10
5.0 იანი ჯიპები არ გეეყოფოდათ?

ახლა 8.0იანი კატეებით უნდა იმარიაჟოთ?


Posted by: From SLUM To HeLL 19 Jul 2017, 04:15

bart  simpson
QUOTE
ახალი ლურჯი ავტობუსები


150 - ივე ავტობუსი ჩამოიყვანეს თუ მარტო 10 - საჩვენებლად? : gigi.gif

Posted by: Hronos 19 Jul 2017, 06:53
QUOTE
დედაქალაქში მტკვარზე ტრანსპორტი იმოძრავებს

პორტი არჩევნებამდე იხსნება თუ არჩევნების მერე? biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 19 Jul 2017, 07:26
kactus
მაგიტომ გასცა ამდენი არქიტექტურული შედევრების აშენების უფლება

Posted by: ფორცხოლი 19 Jul 2017, 10:35
მერე აზერბაიჯანულნომრიანი კატერებიც იმოძრავებენ მტკვარზე.

მინგეჩაურიდან ამოვლენ ხოლმე აზერი ტურისტები. yes.gif

Posted by: zuken 19 Jul 2017, 10:52
მეორადი სკუტერების ლინკი გამოუშვით სასწრაფოდ, მერე ძალიან გაძვირდება. სითიპარკი მალე დაიწყებს პარკინგის დახაზვას. ევაკუატორებსაც მოაყრის. ტუალეტების აშენებაც აღარ იქნება საჭირო.

Posted by: ფორცხოლი 19 Jul 2017, 10:55
zuken
QUOTE
მეორადი სკუტერების ლინკი გამოუშვით სასწრაფოდ

+1

სასურველია ჰიბრიდი სკუტერები იყოს.

Posted by: emmasnow 19 Jul 2017, 11:54
მტკვარს თუ გაწმენდენ და ძღრე#ის სუნი არ იქნება ძალიან კარგი იდეააა ! vik.gif

მერე საზღვაო პატრულიც უნდა გაიჩითოს, თორე ტივზე სუ მთვრალი მძროლი იჯდება.. help.gif

Posted by: zabzu 6 Nov 2017, 16:44
QUOTE (emmasnow @ 19 Jul 2017, 11:54 )
მტკვარს თუ გაწმენდენ და ძღრე#ის სუნი არ იქნება ძალიან კარგი იდეააა ! vik.gif

მტკვარი გაწმინდონ და სულ არ არის საჭირო წყლის ტრანსპორტი

Posted by: BlaBla 6 Nov 2017, 16:47
მშვენიერი იდეაა მაგრამ ჯერ ავტობუსებია შემოსაყვანი
ჯერ ერთი პრობლემა მოვაგვაროთ ბოლომდე და მერე მივახტეთ სხვებს

Posted by: LuxAeterna 6 Nov 2017, 20:18
დაიწყეს უკვე ფიქრი იმაზე რომ გეგმაზე ფიქრი დაიწყონ? მიკრობუსში კონდიციონერი ვერ ჩართეს რა მტკვარი, რიონის პორტი კიდო. givi.gif

Posted by: bridgestone 6 Nov 2017, 20:22
ასეთი იდიოტობა ჯერ არ მსმენია.

თეორიულად, ელიავას ბაზრობიდან ორთაჭალჰესამდე თუ იცურავებს რამე, და მტკვრის ნაპირას არაფერია ისეთი, რომ მგზავრთა დიდი ნაკადი დასჭირდეს. უნდა ჩახვიდე მტკვრის ნაპირას, მერე ამოხვიდე იქიდან და მიხვიდე სადღაც შორს ფეხით.

რეალურად, მთელი მტკვრის გასწვრივ ინფრასტრუქტურას ფარავს მეტრო. ვის რა ჯანდაბად უნდა აყროლებულ მტკვარზე ცურვა?


Posted by: viqtorich 6 Nov 2017, 20:51
QUOTE (ML320_Blue @ 18 Jul 2017, 20:11 )
ელექტროტივები უნდა იყოს, დიზელის ან გაზზე მომუშავე არ გვინდა.

მტკვრიდან გამოყოფილ ბიო გაზზე იმუშავებსო, ეგრე უთქვიათ gigi.gif

Posted by: DORO 6 Nov 2017, 21:15
ორთაჭალჰესიდან ზაჰესამდე რომ იყოს ძალიან კარგი იქნება .
იუსტიციის სახლიდან ,ვარანცოვიდან ძალიან სწრაფად მოხვდები დიდუბეში ,დიღომში და აშ.
გაჩერებები იქნება ხიდებთან .

Posted by: სინიორა 6 Nov 2017, 21:24
მტკვარს მარტო ტივები თუ მოუხდება, დანარჩენი
დააბინძურებს და ქაოსს შექმნის, გადაიტვირთება...


Posted by: zabzu 26 Feb 2018, 06:23
QUOTE (სინიორა @ 6 Nov 2017, 21:24 )
მტკვარს მარტო ტივები თუ მოუხდება, დანარჩენი
დააბინძურებს და ქაოსს შექმნის, გადაიტვირთება...

გზები არ არის გადატვირთული? მანქანები არ ანაგვიანებენ და აბინძურებენ?
ქაოსი არ არის ქუჩებში?

Posted by: picpic 26 Feb 2018, 12:50
QUOTE
დედაქალაქში მტკვარზე ტრანსპორტი იმოძრავებს

up.gif
გუშინ სანაპიროზე მივდიოდი, ჩაიარა ერთმა დიდმა გემმა, ვეფხი და მოყმის ძეგლთან აუხვია საბურთალოსკენ. სხვა მიმართულებებს დაამატებენ ალბათ მალე.

...

პ.ს. რატომ უგონებთ?!

Posted by: robin 26 Feb 2018, 12:54
ყველაზე საუკეთესო იდეა იქნება მტკვრის მყარი მინის კონსტრუქციით დაფარვა და საფეხმავლო და დასვენების ზონების მოწყობა.
ნაგავს მაინც აღარ ჩაყრით ... rolleyes.gif

Posted by: AIX-500 26 Feb 2018, 13:08
DOღO
QUOTE
ორთაჭალჰესიდან ზაჰესამდე რომ იყოს ძალიან კარგი იქნება .
იუსტიციის სახლიდან ,ვარანცოვიდან ძალიან სწრაფად მოხვდები დიდუბეში ,დიღომში და აშ.
გაჩერებები იქნება ხიდებთან .

ამას სერიოზულად ამბობ? წყლის დონე ჩელუსკინელების ხიდის მერე ისეთი დაბალია მეთევზეები შუა წყალში შედიან სათევზაოდ და წელამდე ძლივს წვდებათ. ასე რომ ზაჰესამდე ვერანაირად, მერე მეორე დავუშვათ და მტკვარი კი არა ტემზააა და არის ტევადობა. ახლა უყურე შენ, ბორანის, გემის თუ რაც იქნება ნებისმიერის "პარკირებას" იმდენი დრო მიაქვს, რომ მაგდენ ხანში ფეხით შეიძლება მიხვიდე 1 გაჩერებიდაბ ნეორემდე, ხოლო თუ ორთაჭალჰესიდან დიდუბემდე გზად რამდენიმე გაჩერება ექნა, ხო ვაბშე უკანა გზაზე რომ იქნები მაშინ შეხვდებით ერთმანეთს.

Posted by: picpic 26 Feb 2018, 13:33
QUOTE (AIX-500 @ 26 Feb 2018, 13:08 )
DOღO
QUOTE
ორთაჭალჰესიდან ზაჰესამდე რომ იყოს ძალიან კარგი იქნება .
იუსტიციის სახლიდან ,ვარანცოვიდან ძალიან სწრაფად მოხვდები დიდუბეში ,დიღომში და აშ.
გაჩერებები იქნება ხიდებთან .

ამას სერიოზულად ამბობ? წყლის დონე ჩელუსკინელების ხიდის მერე ისეთი დაბალია მეთევზეები შუა წყალში შედიან სათევზაოდ და წელამდე ძლივს წვდებათ. ასე რომ ზაჰესამდე ვერანაირად, მერე მეორე დავუშვათ და მტკვარი კი არა ტემზააა და არის ტევადობა. ახლა უყურე შენ, ბორანის, გემის თუ რაც იქნება ნებისმიერის "პარკირებას" იმდენი დრო მიაქვს, რომ მაგდენ ხანში ფეხით შეიძლება მიხვიდე 1 გაჩერებიდაბ ნეორემდე, ხოლო თუ ორთაჭალჰესიდან დიდუბემდე გზად რამდენიმე გაჩერება ექნა, ხო ვაბშე უკანა გზაზე რომ იქნები მაშინ შეხვდებით ერთმანეთს.

არ გესმის!
ბორბლებიც ექნება ეგეთი ადგილებისთვის.

და ჭოკის ეგდება ყოველი შემთხვევისთვის, სადმე სიმაღლეზე გადახტომა თუ დაჭირდა,.

Posted by: big-ben 26 Feb 2018, 13:34
კანალიზაციის მასით სავსე მტკვრით მგზავრობა რა სასიამოვნო იქნება, განსაკუთრებით, ზაფხულში ....

Posted by: გუდამაყრელი 26 Feb 2018, 13:40
მერე ქაქის სუნი? თუ დახურული იქნება? ისე, მეტროს მერე ყველაზე სწრაფი კი იქნება. შეიძლება-ზე ჩავიხოცე gigi.gif ტრამვაის მიხედონ და ის გააკეთონ ჯერ, ეგრე აჯობებს

Posted by: picpic 26 Feb 2018, 13:51
QUOTE (გუდამაყრელი @ 26 Feb 2018, 13:40 )
შეიძლება-ზე ჩავიხოცე  gigi.gif 

მემგონი ესენი უკვე დაპირებებსაც არ იძლევიან და უბრალოდ შეკითხვებს სვამენ და ჩვენ დაპირება გვგონია.
უბრალოდ, არც წერა იციან და ბოლოში კითხვის ნიშანი ავიწყდებათ.

ალბათ იკითხეს - " მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს ?! "

- არა, ბა-ნო მერო (ან მინისტრო), გააგრძელეთ საკუთარ პრემიებზე და ფულის ჭრაზე ფიქრი, მტკვარზე წყლის ტრანსპორტმა რომ იმოძრაოს არ შეიძლება.

gigi.gif

Posted by: lasha123456 26 Feb 2018, 14:05
ვერ მეესწრო საწყალიიიიიიიიიიიი
არადა გულით უნდოდაააააააა

Posted by: მაწო-_- 5 Nov 2019, 18:06
ნავები დაცურავენ, ახლა საბაგიროებზე გადავიდნენ bis.gif


ბიძინამ ქეიფიაო კაცობრიობის მიღწევაო და კალაძე გადატრიალებებს ახდენს ტრანსპორტირებაში

biggrin.gif biggrin.gif

https://www.interpressnews.ge/ka/article/571351-mtkvris-marjvena-da-marcxena-sanapiroebi-shesazloa-ertmanets-sabagiroebit-daukavshirdes


მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები შესაძლოა, ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდეს


05.11.2019 / 16:49


დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

ბითაძის განმარტებით, საბაგიროების მოწყობის კუთხით, სპეციალისტების ჯგუფის მიერ მერიისთვის ჯამში, 120 მარშრუტზე მეტია შეთავაზებული, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება იკვეთება.

მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ მარშრუტებს შორის, სადაც შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, მოიაზრება თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულება, ასევე საბაგიროს გაკეთება დაგეგმილია სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად და ძველ თბილისში.

„კუს ტბის საბაგიროსთან დაკავშირებით, რომელიც გამორთული იყო ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებული, რომელიც 4 თვეში დაასრულებს სამუშაოებს. ეს იყო გეგმური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება. რაც შეეხება დანარჩენ საბაგიროებს, რომელზეც მუნიციპალიტეტმა კვლევა შეუკვეთა, უკვე გვაქვს კარგი შედეგები და საბოლოო კვლევა ჩაგვბარდება ნოემბრის ბოლოს. თუმცა იდენტიფიცირებული გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედება თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ერთი საბაგიროსთვის გაკეთებული კვლევა, ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მარშრუტების კოორდინირებით.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, განვიხილავთ ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკებით ან პოტენციური საბაგიროებით დაკავშირებასაც. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში. ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კვლევის საბოლოო შედეგი დედაქალაქის მთავრობას დაახლოებით, ორ კვირაში ექნება.


Posted by: kactus 5 Nov 2019, 19:53
QUOTE
დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

lol.gif
რა საბაგიროები,აკანჩაწელნა გააფრინეთ? boli.gif

Posted by: lilululu 5 Nov 2019, 19:54
და პანდაპუნდათ ჩაცვივდება ხალხი ყაყიან მტჯვარში



მოხოდეთ ტრამვაი

Posted by: kodeqsi 7 Nov 2019, 00:00
QUOTE
დედაქალაქში მტკვარზე ტრანსპორტი იმოძრავებს

კაი იქნება, საცობებს ცოტათი მაინც ეშველება... bis.gif

user posted image

user posted image

Posted by: comus-74 7 Nov 2019, 08:07
ნიჭიერ კადრებს არ უჩივის ოცნება ისინი განსხვავებით წინა მთავრობებისგან ეფექტურად იყენებენ წყლის რესურსებს. ამ მიმართულებით თავიდანვე ენერგიულად დაიწყეს და განვითარების ტემპები სულ უფრო და უფრო იზრდება, დალაგდა და აეწყო სასმელი წყლის "სნოს' ექსპორტი კაზანტიპზე და საუდის არაბეთში. მალე ასრულდება კიდე ერთი ოცნება ქართველი კაცისა ქუთაისი საოკეანო წყალწყვის გემების მასპინძელი ქალაქი გახდება და ასეთ დროს დიახაც უპრიანი ინქება მტკვარზე სატრანსპორტო კვანძების აწყობა

Posted by: Catalan-36 7 Nov 2019, 08:18
კი შეიძლება რატომაც არა.მეტი ეგექტიანობისთვის კომპაქტური მძღნერის კონვერტორები უნდა დაამონტაჟონ იმ ტრანსპორტზე.
წყალიც დაიფილტრება და წავა საქმე წინ
* * *
ჰო აი, გამონაბოლქვის პატარა პრობლემა ექნება მძღნერ- სტიმერებს, მარა ხალხი აიტანს არაფერია.

Posted by: masha 7 Nov 2019, 09:49
დადიოდა ადრე მტკვარზე ტაქსი.
კარგი იქნება ისევ თუ გაუშვებენ

Posted by: spider77 7 Nov 2019, 11:02
QUOTE
მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს



ავტობუსებით ბურთის თამაში გვაკლია yes.gif


Posted by: vaho 7 Nov 2019, 13:22
1 იანვრიდან თბილისი - რუსთავის მარშუტით ივლის წყალქვეშა ნავი "ნაუტილუსი".

ფასი 3 ლარი, ორთაჭალიდან ძველ რუსთავამდე, 12 წუთში ჩაცურამს...

Posted by: დიდიმინდორი 7 Nov 2019, 14:03
ერთი იდეა მაქვს, რახან ჯანსაღი ცხოვრების წესს ვაწვებით: მტკვარი გავწმინდოთ, მოვიგონოთ რამე სპორტი, რომელიც ფეხბურთის, რაგბისა და წყალბურთის გაერთიანება იქნება, სახელად მტკვარბურთი დავარქვათ (ქუთაისელებმა რიონლელო მოიფიქრეთ). ერთი კარები ბარათაშვილის ხიდი, მეორე გალაკტიონის, (საჯარიმოებისა და თერთმეტმეტრიანების ნიშნულებსაც დავადგენთ (იუსტიციის სახლი, ბილტომორი და ა. შ.) ცენტრი ზაარბრიუკნის ხიდი, და დავაი პატარა აჭარული ფორმის) იახტებით ვითამაშოთ. ბურთი უნდა იყოს ტივტივა ფიშკა და უნდა ქონდეს მეგახინკლის ფორმა. წაგებული კისრულობს უზარმარმაზარ სუფრას ზედ მტკვარზე. სუდია "ხინკალზე" ზის და ისე აკონტროლებს თამაშს, ბაკავოები უკუღმა დავკიდოთ (მე დარწმუნებული ვარ, რომ კალაძის წყალობით მალე მტკვრის გასწვრივ საბაგირო გვექნება) და თუ იმაიმუნებენ, მტკვარში ჩავაგდოთ. ხო და კიდევ ერთი, ქართველები სულ დინების მიმართულებით ვთამაშობთ. მეორე ტაიმში დინებას მიმართულებას ვუცვლით, ამასაც მოახერხებს თბილისის მერია.

ყველაფერი ცხადია მგონი..

აააა, ერთი კითხვა დარჩა.. რა გავაკეთოთ იმ დღეებში, როცა მტკვარბურთი არ იქნება..

მე მჯერა ჩვენი მთავრობის და ისიც მჯერა, რომ მომავალ წელს, ყოველდღე, როდესაც თმაში არ იქნება, ანკარას მოდუდუნე მტკვარზე კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტი იცურავებს.)))
* * *
spider77
spider77
+++++++++++++++

Posted by: ioane.mtacmindeli 7 Nov 2019, 20:58
QUOTE (მაწო:)) @ 18 Jul 2017, 13:09 )
მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს

10:19 18-07-2017

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა განიხილეს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსპორტის მიმართულებაზე, მათ შორის, წყლის ტრანსპორტის შესახებ არის საუბარი.

”მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში განხილულ იქნა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, მისი სიგრძივი ღერძის გასწვრივ. მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით), მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის; აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით”, - ნათქვამია კონცეფციაში.

კონცეფციაში საჰაერო ტრანსპორტიც არის განხილული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა შეინარჩუნოს.

”თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის პოტენციალს განაპირობებს, აეროპორტის დამატებითი საფრენი ბილიკებითა და მისადგომებით უზრუნველყოფა. ზრდის პოტენციალი ასევე მდგომარეობს დღის განმავლობაში ოპერირების ხანგრძლივობის გაზრდით, სადაც არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მისადგომის ტევადობა მაქსიმალურად იქნება ათვისებული უფრო მეტი დროით. დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, შეინარჩუნოს მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა, განსაკუთრებით ასაფრენი ბილიკის ბოლოებსა და მის სამხრეთ ნაწილში. შეზღუდული აეროდრომის პირობებში ასევე შესაძლებელია უფრო მოდულარული ტერმინალის შექმნა, რომელიც შეძლებდა დამატებითი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას მოთხოვნის შესაბამისად”, - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/443574-mtkvarze-shesadzloa-tsylis-transportma-imodzraos.html

მარშუტკას რო გააჩერებ გადახვალ მეორე მხარეს წყლისტრამვაით და იქედან წაყვები სასურველ მარშუტკას, ანალოგიურად პირიქით

სისულელეა, არ იძლევა მტკვარი იმის საშუალებას რომ ნაოსნობის საშუალებას იძლეოდეს.

Posted by: Coolery 9 Nov 2019, 15:51
ქალაქის შესასვლელში მტკვარზე ჰესს აშენებენ ასე რომ დაივიწყეთ facepalm.gif

Posted by: Arustamyan 16 Dec 2019, 16:08
Coolery
QUOTE
ქალაქის შესასვლელში მტკვარზე ჰესს აშენებენ ასე რომ დაივიწყეთ

სადა ეგა ცავატანემ ?
ზაგესში ისადაც ხოა გრესი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)