დღეისათვის არა, მაგრამ თუ ამ პროექტის რეალიზება მოხდა მაშინ - კი.
საუბარია თბილისის ტელეკოშკზე მეორე სამკუთხა ნაგებობის დაშენებაზე,
სადაც ყველა მსურველს ექნება მოხვედრის შესაძლებლობა.
შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი(SPA)
განცხადების ნომერი SPA180003456
შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია
შემსყიდველი შ.პ.ს. "საქართველოს ტელერადიოცენტრი"
შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვის ობიექტია თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მომზადების მომსახურების გაწევა;
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მომზადების მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ამ სატენდერო პირობების შესაბამისად. მომსახურება კომპლექსურია და კონცეფციის თითოეული ვერსიის დიზაინის შექმნა თავის მხრივ ასევე მოიცავს: ობიექტის შესწავლას და კვლევებს, კოშკის კონსტრუქციის პირველად კვლევას, ფუნქციური და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებას, ინტერიერის არქიტექტურული დიზაინის შემუშავებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებებს; ამ პუნქტითა და სატენდერო პირობებით განსაზღვრული დეტალური მოთხოვნები (ასევე დამატებითი ინფორმაცია) მოცემულია PDF დოკუმენტში - „PDF #5“ - ქართულად და ინგლისურად;
დამატებითი ინფორმაცია, პირობები და მოთხოვნები:
1. თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აუცილებელი მოთხოვნა:
სატელევიზიო კოშკის განვითარების კონცეფციით შემოთავაზებული ტურისტული ან სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილი უნდა იყოს კოშკის 41 მეტრი სიმაღლის ნიშნულზე მდებარე კონსტრუქციაზე. ახალი ფუნქციური დატვირთვის მიუხედავად კოშკის ძირითადი ფუნქცია რჩება უცვლელი და წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო დანიშნულებას. კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კოშკის სატელეკომუნიკაციო დანიშნულების ფუნქციის შესასრულებლად არსებული უსაფრთხოების ნორმები და კოშკის სხვა ტერიტორიაზე გარეშე პირთა დაშვების შეზღუდვა;
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გაწეული მომსახურების ფარგლებში მიწოდებული შესყიდვის ობიექტი (მიწოდებული პროდუქტი) სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
2. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 5 (ხუთი) ძირითად ეტაპად და შესაბამისი მასალები/ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ეტაპების მიხედვით:
I ეტაპი: ობიექტის შესწავლა და კვლევები;
II ეტაპი: კოშკის კონსტრუქციის პირველადი კვლევა;
III ეტაპი: ფუნქციური და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება;
IV ეტაპი: ინტერიერის არქიტექტურული დიზანის შემუშავება;
V ეტაპი: ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშებები;
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)