მეგობრებო, მოგეხსენებათ არსებობდა ერთი ასეთი წმინდა და პატივცემული პიროვნება -> იღუმენი პაფნუტი....
თუმცა შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი და პირდაპირ საქმეზე გადავალ..
ჩემი აზრით ერთადერთი სწორი რეაქცია, რაც შეიძლება მართლმადიდებლობას გააჩნდეს და ჟარგონულად / ხალხურ ენაზე გადმოვცეთ, ესაა -> "უყურე, მოგსტყვნია პატრონი".. (ტყვ-ს ისეთი გამოთქმით, როცა ასე ვთქვათ გემოსაც ჩაატან..)
მე პირადად ეს დღეებია აი ამ ფრაზას ვატრიალებ გონებაში და მშვიდად ვარ, შეიძლება ბოლოდროინდელი პროცესების ესკალაციამ და დუღილის მატებამ, მეც გამიჩინა სურვილი - ე.წ "პატრონ #####ულთა" სიაში გავსულიყავი და მენახა ეი გამემეორებინა
ადამის ცოდვა და აკრძალულ ხილს დავუფლებოდი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალკეული პიროვნებების გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა არ აქვს, უფრო გლობალურად და ჰოლისტურად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს..
მართლაც და რომ დავუკირდეთ აი ამ ფრაზას - "უყურე, მოგსტყვნია პატრონი", ზემოდან ფილოსოფიური და მჭვრეტელი აზრები დავუმატოთ ტრადიციულად შხაპის მიღებისას და ჩავუფიქრდეთ, შეიძლება მართლმადიდებლობის სათავეებთანაც კი მივიდეთ.
ეი ერთის მხრივ "უყურე", როგორც თავისუფლება და მეორეს მხრივ - "მოგსტყვნია პატრონი", როგორც წყენის გამომხატველი - ტრანსცენდენტის მხრიდან და მორწმუნე ადამიანში კიდევ ვალდებულების გამჩენი, რომელიც ძალადობის და ფსიქოლოგიური
ზემოქმედების მაგივრად, პასიურ ეი მხარდამჭერ მოწოდებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მაინც მოწოდებად.. დაკვირვებული ჰუზერი იკითხავს, აი ის მძიმე ამ ორს შორის რას აღნიშნავსო და სწორიც იქნება.. ეგ მძიმეა სწორედ ის რაც თავის
დროზე იყო წყალგამყოფი - თავისუფლებასა და მოვალეობებს შორის და შესაბამისად ასრულებდა სეკულარიზმის ფუნდამენტის როლსაც...
ქრისტიანობა როგორც პროგრესული რელიგია და იდეოლოგია, ერთის მხრივ ათავისუფლებდა ხალხს წარმართული აზრებისა და დოგმებისგან, ხოლო მეორეს მხრივ ნერგავდა იმ ვალდებულებებს, რომელიც შეგვიძლია ბიბლიაში ამოვიკითხოთ.
გათავისუფლება ხდებოდა ერთის მხრივ ლიბერალიზმის, როგორც ჰუმანიზმის და ადამიანებს შორის ძმური / თანასწორობისკენ მიდრეკილი სიყვარულის გავრცელებით, ხოლო მეორეს მხრივ მეცნიერების, როგორც წარმართულ გამოვლინებებზე (ჯადო, მაგია,
ვირის ტვინი, შავი კატა და ა.შ) რაციონალური და ლოგიკური გამოთვლების / დასაბუთებების შედეგად მაღლა დგომით.. ასე იყო და სუფევდა ბედნიერება.. ლიბერალიზმი ლიბერალიზმობდა (ჟენშინა დრუგ ჩელოვეკა), მეცნიერება მეცნიერობდა
(მთელი ქვეყანა გამეცნიერდა და რაღა მე უნდა ჩამოვრჩეო) და ტრანსცენდენტი ტრანსცენდენტობდა... და რაღაც გაგებით, პრინციპში რაღაც გაგებით კი არა თვით რომის პაპის მოსაზრებითაც - სწორედ ეს იყო დასავლური ცივილიზაციის წარმატების და პროსპერიტის
ფორმულაც..
შემდეგ რა ხდება - აი ამ ბრწყინვალე ჯაჭვს და საპლაი ჩეინს არღვევს ლიბერალიზმი, რომელიც განებივრებული "თავისუფლების გამავრცელებლის" როლით არღვევს იმ ჩარჩოებს, რომელსაც ქრისტიანობა "ვალდებულებებს" უწოდებდა და გადის გაღმა ეი თვითონაც ხდება რელიგია..
ანუ მივდივართ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ლიბერალიზმი ქრისტიანობას მიიჩნევს წარმართობად და მას ებრძვის მისივე იარაღით - მეცნიერებით.. შედეგად ლიბერალიზმი და მეცნიერება უჯანყდებიან ქრისტიანობას და იწყება HOLY WAR
ჩვენ სადღაც აქ ვართ აი ამ ფრონტის ხაზზე და ზოგი აქეთაა, ზოგი იქეთ და ზოგიც პარაშუტით ზემოდან აკვირდება, თან მანევრებს და გადაადგილებებს იწერს ისტორიისთვის
მთელი პრობლემა რა არის და აგრესიაც საიდან მოდის.. ლიბერალიზმმა დაარღვია სეკულარიზმის მცნება და შეიჭრა პოლიტიკაშიც.. პრინციპში კი არ შეიჭრა არამედ დარჩა და ამავდროულად გადაიჭრა სულიერებაშიც..
შედეგად ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ლიბერალური ტოტალირაზმი.. როდესაც რელიგია განსაზღვრავს არამარტო პოლიტიკას, არამედ სულიერებას და ცხოვრების წესსაც. და ლიბერალიზმია
მედიაში, პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტში, არასამთავრობო სექტორში და იბრძვის ექსკლუზიორობისთვის, რასაც ბუნებრივია და აუცილებლად მოჰყვებოდა რეაქცია, თანაც საკმაოდ მკაცრი..
ჩვენ ეს რეაქცია ვნახეთ 17 მაისს და ვხედავთ ყოველდღე, ბრძოლა დაიწყო და ბრძოლა გრძელდება.. მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს პიკი, მაგრამ წარმომიდგენია....
შესაბამისად აქ შეიძლება არსებობდეს ორი ვარიანტი:
1) ქრისტიანობა გადმოდის პოლიტიკაშიც და აცხადებს ზუსტად იგივე ინსტიტუციებზე პრეტენზიას, რაზეც ლიბერალიზმი.. ეი მედია, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ა.შ
2) ლიბერალიზმი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას, მედიას, პარლამენტს და ა.შ
მე რადგან ეჭვი მეპარება რომ მეორე ვარიანტი განხორციელდება, ლოგიკურად მივდივარ იქამდე რომ იწყება პირველის პროცესი და საკმაოდ აქტიურადაც.. ეი შეიძლება დადგეს მომენტი,
როდესაც ქრისტიანულ თეოკრატიაში გავიღვიძებთ ან უკვე ლიბერალების ენით -> ქრისტიანულ ტოტალიტარიზმში
This post has been edited by DATOIA on 9 Nov 2019, 13:05
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი