#54842204 · 20 Jun 2019, 23:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. არვიცი სწორ ადგილზე გავხსენი თუ არა , მაგრამ თუ შეცდომით არის გადაიტანეთ.
მოკლედ ესთეტიკური სალონისთვის მჭირდება პროგრამა, არვიცი შეიძლება მზა პროგრამებიც არსებობს შეხება არ მქონია და შესაბამისად არც სახელი ვიცი როგორ ვეძებო. ან უნდა დაიწეროს და ჩაიწეროს კომპში ან საიტის ვარიანტში იყოს ონლაინ. რაც შეეხება პროგრამას. უნდა გაიწეროს თანამშრომლები , რომელმა თანამშრომელმა დღის ბოლოს რა სამუშაო გაწია და შემოსავალი რაქონდა, კლიენტების ჩაწერა საათების მიხედვით ,კალენდრით . უნდა ქონდეს შეხსენების ფუნქცია . ვთქვათ ჩაწერილი ვიზიტის წინა დღით ამოაგდოს შეხსენების მიზნით, კლიენტის მონაცემები ინახებოდეს . ამოაგდოს დაბ დღე და ა.შ. პრაკტიკაში და მოხმარებაში კიდე რომ გამოჩნდეს ცვლილების საჭიროება უნდა დაკორექტირდეს. ვინც მუშაობთ ამ თემებზე გამარკვიეთ რადაჯდება დაახლოებით.
|