Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > სოფელ მეტეხზე მჭირდება რჩევა


Posted by: DW/Evans/Zildjian 16 Dec 2017, 15:26
გამარჯობა,

კასპის რაიონში სოფელ მეტეხში ვგეგმავ დაახლოებით ჰექტარი მიწის ყიდვას. არხი გადის ნაკვეთის ნაპირზე. მზე მუდმივად უყურებს. მიწა დასვენებულია ამ ეტაპზე 3 წლიანი ვაშლის ნერგებია 6 მეტრის დაშორებებით. + ღობეს "ლენკროტი" მიუყვება მსხმოიარე(მგონი ქლიავს ეძახიან მანდ ლენკროტს)

მაინტერესბს თუ ღირს ასეთი მიწის ყიდვა. პერსპექტივაში პატარა მოსასვენებელი სახლის ჩადგმაც მინდა. გამიგია ყველაფერს იპარავენ და სულ იქ უნდა იყოო. ამ ხილის გარდა რა შეიძლება მოვიყვანო ისეთი რომ თავისი ფასი მალე ამოიღოს?(ვგულისხმობ 2-3 სეზონს)

Posted by: vano22 16 Dec 2017, 20:34
DW/Evans/Zildjian

გააჩნია შენ რამდენად გიღირს მაგ მიწის ყიდვა.. აღწერა ისეთი აქვს რომ იაფი არ იქნება..


თუ კარგ ადგილზეა სამოსახლოდ, კარგი ჰაერი, ხედი, ტყე და თუ კომუნიკაციებიც არის იყიდე ოღონდ მანდ თუ არ იცხოვრებ რამე წარმოების დაწყებას არ გირჩევ დაგპარავენ აბსოლიტურად ყველაფერს.

Posted by: DW/Evans/Zildjian 17 Dec 2017, 09:53
vano22
ორი ნაკვეთია გვერდიგვერდ, ერთს 15000 ლარში მაძლევს ნახევარ ჰექტარს, მეორე გვერდზეა და იმასაც ვფიქრობ. ის არ ვიცი რას დამიფასებს. იქ მუდმივად ვერ ვიცხოვრებ, 2-3 დღეში ერთხელ მოვახერხებ ხოლმე ჩასვლას. ხალხის გამო ვიკავებ თავს, არ მინდა ვინმე მოსაკლავი გამიხდეს. მოგეხსენებათ საქართველო მდიდარია მასეთი ხალხით. დენი როგორც მითხრეს 400 ლარი ჯდება ფაზა-ნოლის მიყვანა. ამბობენ სასმელი წყლისთვის ჭა ყველაზე კარგი ვარიანტიაო.

Posted by: vano22 17 Dec 2017, 10:58
მოდი ერთ რამეს გეტყვი და შენ თვითონ გადაწყვიტე. 1 ჰა ზე გავაშენე თხილის ბაღი შარშან გაზაფხულზე. ვუვლი შვილივით ვთიბავ ვრწყავ ვთოხნი და ა.შ. ვცხოვრობ ამ ნაკვეთიდან 500-700 მეტრში. დარგვის წელსვე დავთესე იონჯაც და აქედან დაიწყო ჩემი თავის ტკივილი.... როგორცკი იონჯა წამოიზარდა უპატრონოდ გამოშვებულმა ცხენებმა დაიწყეს ჩემი ნაკვეთის აოხრება, იონჯას არ ვჩივი თხილს ფეხით ჯეგავდნენ და წვეთოვანს აფუჭებდნენ.. ავდექი და მივედი ცხენების პატრონებთან. მათი პოზიცია იყო რომ ნაკვეთი შესაღობია და შენი ბრალიაო, ავდექი და ეკალ მავთულით შევღობე, მეგონა ამით დამთავრდებოდა ეს ამბავი მაგრამ შევცდი.. ღამღამობით პატრონებს ამოყავდათ ცხენები პლასკით ხსნიდნენ ღობეს და უშვებდნენ ნაკვეთში ხოლო დილის 4-5 საათზე ვითომც არაფერი უკან გაყავდათ. მომეშალა ნერვები და ჩამოვუარე სათითაო მეცხენეს მაგრამ ყველამ იუარა რასამბობ ჩემი არ იქნებოდაო. რამდენიმე დღეში შუა ღამეს ავედი და 2 ცხენი დამხვდა შიგნით. ჩავედი გავაღვიძე პატრონი ერთი კარგად გამოვლანძღე და გავაფრთხილე აღარ შეეშვა, მან აქეთ დამიწყო მუქარები სუ დაგითხრი თხილებსო და ა.შ. წამოვედი გამწარებული. ერთი ორი კვირა აღარ მინახია იქ ცხენის კვალი მაგრამ ერთ დილასაც გასათოხნად ადრე ავდექი და რას ვხედავ ისევ ის ორი ცხენი არ ზის ჩემ ნაკვეთში? ღობეს შემოვუარე არაა გახსნილი ესეიგი პატრონმა შეუშვა.. აი რა ვიგრძენი ვერც წარმოიდგენ ამასხა ტვინში ჩამოვედი სახლში თოფი ავიტანე და ერთი ცხენი გავაგორე. ამას რაც მოყვა აღარ დავწერ მაგრამ ჩემ ნაკვეთში ცხენი აღარ მინახია... ასე რომ ყველაფრის მკადრებელია ხალხი და თუ წესივრად ყურადღების მიქცევას ვერ შეძლებ და თუ მანდ ახლობლები არ გყავს მე არ გირჩევდი ყიდვას.

Posted by: donmixo777 17 Dec 2017, 11:55
vano22

მესმის შენი
სოფელში ხდება ხომ ის რაც დაწერე ალბათ

QUOTE
ავდექი და მივედი ცხენების პატრონებთან. მათი პოზიცია იყო რომ ნაკვეთი შესაღობია და შენი ბრალიაო

ნუ ეხლა ბრალი არა, მაგრამ რომ უნდა შეგეღობა ფაქტია, სოფელში ხალხი საქონელს და ცხენებს რომ გამოუშვებს და ესენი კი სადაც კარგი ბალახია იქ რომ შევლენ ამას რათ უნდა ორი აზრი? smile.gif თან იონჯა სადაცაა დათესილი იქ

გააფრთხილე, მერე უნდა შემოღობო
და თუკი შემოღობილში ისევ შევიდნენ (შეუშვეს იასნია) კიდე უნდა გააფრთხილო და მერე თუ კიდე დაინახავ უპრობლემოდ უნდა გააგორო, ფეხებსაც ვერავინ მოგჭამს


Posted by: DW/Evans/Zildjian 17 Dec 2017, 12:35
vano22

არა და რა კარგი ადგილია მეურნეობისთვის ეს ღვარძლიანი ხალხი რომ არ იყოს ჩაბუდებული სოფელში. გულში ჩამრჩა ის ნაკვეთი..

ისე, შენს ადგილზე მე 1-2 კარგ ქოფაკს გავუშვებდი რო ეგეთი ნაბ***რი ადამიანი აღარ გაკარებოდა ნაკვეთს.

ერთიანად მაგდენი თანხა არ მაქვს რომ 1 თვეში პატარა სახლი წამოვჭიმო. პერიოდულად მასალის მოგროვება და ნელ-ნელა შენება მომიწევს ალბათ და თუ მასალა მომპარეს უეჭველი ვიცი რომ საციხეო საქმეს ჩამადენინებენ..

QUOTE
ერთი ცხენი გავაგორე. ამას რაც მოყვა აღარ დავწერ


კიდე შენ მოგედავნენ?

Posted by: vano22 17 Dec 2017, 13:31
donmixo777
კი სოფელში მოხდა. საქმეც მაგაშია რომ შეღობილში უშვებენ და აქეთ გიშარდებიან მერე. იურისტმა შენ არ გაქვს ნაკვეთის შეღობვის ვალდებულებაო რადგან მას თავისუფლად რომ ყავს გაშვებული ცხენი მისი ბრალიაო. შირაქში ვინ ღობავს მიწას? საკმარისია ცალი ფეხი გადაყოს ძროხამ ყანაში რომ პატრონს სროლის უფლება აქ. სასამართლომდე საპატრულოში რომ დაგვიბარეს მე მითხრეს ცხენს გაზღვევინებენო და იმას კი თხილის ბაღის დაზიანებას შეაფასებენ და იმას აგანაზღაურებინებენო მე თანახმა ვიყავი მაგრამ აღარ მიჩივლა მიხვდა რონ ნაჭამი ქონდა.


DW/Evans/Zildjian საქოფაკედ თუ გამიხდა საქმე რაღა აზრი აქ იმ მიწის ქონას?

მასალებს უეჭველი მოგპარავენ აი 1000$ ზეც დაგიდებ სანაძლეოს რომ მოგპარავენ. ჩემ სოფლელს ამ 2-3 წლის წინ ნახადო ქოხი დაუშალეს ნაკვეთში ლოთებმა. ჟეშტი ეფარა და ვენახის ბოძები ქონდა კედლებად. მერე გაიგეს ცალი ლარად დაუყიდიათ ის ბოძები გვერდზე სოფელშიbiggrin.gif

შენებას რომ დაიწყებ უნდა ნახო ვინმე იქაური და უყარაულოს სხვა შანსი არაა.



კიდე შენ მოგედავნენ?

მომედავნენ კი არა სახლში თოფით მომივარდნენ როგორ თუ ცხენი მოგვიკალიო. ასეთ საქმეებს ძირითადად ლოთები და გიჟები კადრულობენ რომლებიც სოფლად არც ისე ცოტანი არიანsmile.gif კიდევ კარგი დიდი სანათესაო მყავს აქ და მიაყენებინეს თორემ ვერ მოხდებოდა კარგი ამბავი... არადა ქათამი რომ ქათამია ისიც კი არ მყავს ცხოვრებაში დაკლული და მეც კი გამაგიჟეს და წარმოიდგინე ცოტა ფიცხი კაცი რას იზამდაfacepalm.gif

Posted by: DW/Evans/Zildjian 17 Dec 2017, 13:54
vano22

ეს ხალხი ტრადიციულად გამო******ისკენ რატოა მიმართული.. შურიანი და ბოღმა. იმას ვერ ტვინავენ რომ რაც უფრო კარგი და ძლიერი მეზობელი გეყოლება უფრო კარგია. ყველა ერთმანეთს ხელს უშლის წინსვლაში და თუ ერთი ნაბიჯით წინ წავა ვინმე არ ახარებენ. რამ გააბოროტა ეს დედა*****ლი ბრბო..

არ მესმის რატო უნდა გიხაროდეს როცა გვერდზე ჩაჯ**ლი და გასაცოდავებული მეზობელი გყავს

Posted by: vano22 17 Dec 2017, 19:11
DW/Evans/Zildjian
შურთ. სიღარიბის ბრალია ყველაფერი. ერთს პურის ფული რომ არ აქ და ხედავს მეზობელი კარგად ცხოვრობს, ხან ცოლი წაკბენს აგე ის რო შოულობს წადი შენც იშოვეო, ხან შვილი მიაძახებს მეზობელს მამამისმა აიფონი უყიდაო და მეტი კი არ უნდა კაცს, იბოღმება ბოროტდება და უკადრებელს კადრულობს. მე არც არავის არ ვამტყუნებ ვისაც რისი შნო აქ ის აკეთოს და სადაც გაუვა ღმერთმა შეარგოს... სოციალურ წყობაში ასე არ ვიცხოვრებდით, კაპიტალიზმმა გააბოროტა ხალხი

Posted by: bako70 17 Dec 2017, 22:45
DW/Evans/Zildjian
vano22
სახალხოდ გინების შემდეგ ეპისტოლარულ ჟანრზე გადავედი smile.gifuser posted image

Posted by: vano22 17 Dec 2017, 23:06
bako70
ყოჩაღ კრეატიული განცხადებააbiggrin.gif

Posted by: Internet_Contraband 17 Dec 2017, 23:45
კი მოპარვით აუცილებლად მოგპარავენ, მანდ კი არა ტაბახმელაში. უკარო სარდაფში დავტოვე წერაქვი და თოხი, სულ ალბათ 10 ლარი თუ ეღირებოდა, მეორე დღეს მოვედი და უკვე გამქრალი იყო.

იქაური სოფლელის ლოგიკა ისაა, რომ თუ გარეთ დევს მისია. ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცსა.

Posted by: jadgschloss 18 Dec 2017, 11:28
ვაახ, ბიჭო. ასეთი ამბები კიდევ თუ ხდებოდა არ მეგონა biggrin.gif

Posted by: Z SAZANO 21 Dec 2017, 12:04
ახლობელ ნათესავ, ძველი კაი ნაცნობი ალალმართალი კაცი თუ არ იქნება გვერდით მეზობლად რომელსაც ერთი თვალი მუდმივად შენი ეზო ნაკვეთისკენ არ ექნება ძაან რთული იქნება.

Posted by: Nat_asha 21 Dec 2017, 15:06
ვაიმე ქურდობაზე აღარაფერი მიკვირს მას მერე რაც სოფლის სახლზე მარმარიოს საფეხურები დააძრეს და დარჩენილია რკინის რერძები რაზც იყო დამაგრებული, თითონ სახლი სინკარით იყო ნაშენები და ვერაფერი რო ვერ უქნეს ამდგარან და კედლებს შორის ნარჩენი ადგილები აგურით რო იყო ამოშენებული ეგენი მოუნგრევიათ დ აგური მოუპარავთ biggrin.gif ანალიზაციის მილები მოიპარეს, 10კუბზე მეტი ყვითელი ქვიშაც რომელიც ეზოში იყო კაი წასაღები იყო და აღარაფერს ვამბობ. ჭიშკარი უზარმაზარი იყო და ეტყობა არავის არ გამოადგებოდა მაგხელა, ამდგარან და შესავლელის კარი მოუხსნიათ და წაუღიათ . აი სირცხვილიც კაი საქონელიაო ამბობენ , მაგრამ რაღა სირცხვილი, მარტო ფული აინტერესებსო რო ვთქვაა ეგეც კი დაცინვაა, რა ფული. ეგაა ფული? უაზრო ხალხია და მორჩა, ეგეთი მაიმუნობა ნაქურდალით როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა არ მესმის

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2017, 23:41
ქურდობა ყოველთვის იყო ქვეყანაზე მაგრამ, მასეთ დონეზე რასაც თქვენ ამბობთ, რა ვიცი.

Posted by: vano22 24 Dec 2017, 00:30
kaxaberski66 ოთხმოცდაათიანებ გამოვლილს ეს გიკვირს?biggrin.gif

ეხლა ვკითხე დედაჩემს და ერთხელ გასაშრობად გაფენილი სარეცხი მოგვპარეს აივნიდანო მაგ წლებშიbiggrin.gif

Posted by: Nat_asha 25 Dec 2017, 00:12
kaxaberski66
კახეთში პაპაჩემის საფლავის ღობე მოხსნეს ალუმინის. რკინა გავაკეთეთ და ისიც მოიპარეს. დაჟე ქვა გატეხეს ამ მოპარვისას დასცხეს ეტყობა თუ როგორ არ ვიცი. იმის მერე აგდია საფლავები ისე. წელს შევთავაზე რომ შვილიშვილებმა ბეტონი ჩავასხათ და მოვაპირკეთოთ რამე უსარგებლო ნივთიერებით biggrin.gif ვაქირში ვენახი შორეულ ნათესავს მივეცით რომ ესარგებლა. ვაზი იყო და უფასპატიოდ ვათხოვეთ. თავიდან იძახდა ყურძეი დაღვინო-არაყი არ მოგაკლდებათო და როგორც შენ გიჭამია და გისვამს იმ ვენახიდან ისე მე. მაგრამ არაფერი არ გვითქვამს. ვაზი მაინც უპატრონოდ ცოდოა და სხვამ მაინც ისარგებლოსო. წელ ნაკვეთებს ვიფრმებდით და ჰოი საოცრებავ, თურმე ამ ტიპს თაღლითურად გაუფორმებია თავის თავზე lol.gif თავი იცი რით გაიმართლა? მეგონა აღარ გინდოდათო. ვუთხარი რომ დაგერეკა და გეკთხა ძნელი იყოთქო? და ნომერი დავკარგეო lol.gif lol.gif დეიდაჩემი მისი მეზობელია ამ დროს. მოკლედ ამის გარდა ერთი უსახკარო მრავალშვილიანი ოჯახი შევუშვით საცხოვრებლად სახლში ისიც უფასოდ. გვთხოვეს ეზოს მოვუვლითო და სახლსაც მივხედავთო. მოკლედ 3 წელი იცხოვრეს. მესამე წელს ბურჭულაძის ფონდმა უყიდათ სახლი და იცოდნენ გადადიოდნენ და მთელი ზამთარი ეზოში ხეხილი სულ დაუჭრიათ და ის უხმარიათ შეშად. გადავიდნენ და გაიყოლეს ძველი ჭურჭელი, განა რამე ღირდა და ძვირფასი კი არ იყო, მაგრამ მოიპარეს. და ყველაზე დიდი გაოცება გამოიწვია ძველად რო სეტკიანი საწოლები იყო ეგენიც მოგვპარეს yes.gif biggrin.gif რო ეთქვათ მივცემდით , მაგრამ არა, მოპარვა არჩიეს. ამის მერე აღარ მაქვს სიკეთის გაკეთებბის სურვილი. აი გული მაინც აღარ დამწყდება. იმ ხეხილს რო დაჭრეს რამენი წეი უნდა ეხლა რომ დარგო და ნაყოფი მომცეს? ბოდიშიო და ბოდიში ვჭამო? აი ეგეთი ნამუსიანია უმეტესობა. ყველა არა კიდევკარგი .

Posted by: jadgschloss 25 Dec 2017, 09:39
Nat_asha


ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ ყველანაირი სურვილი გიქრება ადამიანების დახმარების.

Posted by: Internet_Contraband 26 Dec 2017, 21:36
Nat_asha
QUOTE
ერთი უსახკარო მრავალშვილიანი ოჯახი შევუშვით საცხოვრებლად სახლში ისიც უფასოდ. გვთხოვეს ეზოს მოვუვლითო და სახლსაც მივხედავთო. მოკლედ 3 წელი იცხოვრეს. მესამე წელს ბურჭულაძის ფონდმა უყიდათ სახლი და იცოდნენ გადადიოდნენ და მთელი ზამთარი ეზოში ხეხილი სულ დაუჭრიათ და ის უხმარიათ შეშად. გადავიდნენ და გაიყოლეს ძველი ჭურჭელი, განა რამე ღირდა და ძვირფასი კი არ იყო, მაგრამ მოიპარეს


აი მასეთს კი უნდა დაუშვა თოფი, როგორ ითმენთ არ მესმის, 5 ლარიანი თოხის მოპარვა ვერ მომინელებია ჯერ
ვიღაცა ვაცხოვრო და ხეხილი დამიჭრას ხო დავმარხე კუნძებთან

Posted by: Nat_asha 27 Dec 2017, 13:24
Internet_Contraband
ხეებს ვერაფერი დააბრუნებს და რომ ვეცე ველურივით მე თითონაც ველური გავხდები და უკულტურო. ჭკუის სასწავლებლად გამოდგება ეს გაკვეთილი. როგორც ძველები იტყოდნენ : "ქურდზე უარესი ცუდი შემნახავიაო". ეგრე ხელგაშლილად და უფასოდ არ უნდა შეგვეშვა. უნდა დაგვეყვედრებინა რომ შევუშვით და ღიმიანი სახე არ უნდა გვენახვებინა. უნდა მეიძულებინა რომ ბოსტანი დაემუშავებინათ და სხვადასხვა სოფლის ნობათი გამოეგზავნათ, რადგანაც ფული არ ქონდათ და ბარტეერისთვის უნდა მიმერთა და მაშინ სერიოზულად მიიღებდა უფრო. საერთოდ აი ესეთი ზარმაცი ხალხი ნერვებზე მოქმედებს. განა ბავშვები მე არ მიყვარს და მინდა, მაგრამ არ მაქვს საშუალება და მყავს 1. სახლკარი რო არ გაქვს და საწმლის და შეშის ფული არ უნდა გააჩინო მაგდენი შვილი. ამაზე რო ამბობენ რომ აბა აბორტი გაიკეთოს და ცოდვაში ჩავარდესო? ამაზე კარგი უზრდელური პასუხი მაქვს. როცა ტრაკი არ გაქვს უნდა დააყენო და მთელი დღედაღამე @ნაურში არ უნდა გაატარო და ლეკვებივით არ უნდა ყარო შვილები. თავი უნდა შეიკავონ მაგრამ არაფერს არ იკლებენ და მერე მოთქვამენ. აი სულ ნერვები მეშლება ეგეთ ხალხზე. გეგონება მე მეხალისება მუშაობა და მე ვერ წამოვწვები ლოგინზე

Posted by: ვანო-გეჯაძე 27 Dec 2017, 14:53
აუფ მართლა რაები იწერება გული აგიცრუვდება ადამიანს
ნუ "უპატრონოდ" დატოვებული სახლის პრობლემა ჩემთვისაც ნაცნობია და გულთან მიმაქვს ძალიან

Posted by: levani169 27 Dec 2017, 15:32
Nat_asha
და იქნება ბებერი ხეხილი იყო და გადაბელეს პატივისცემის ამბავში?
უკიდურესობაში ჩავარდნა რატომ ვიცით ხოლმე,შევხედოთ ამბავს მეორე მხრიდანაც!
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Nat_asha 27 Dec 2017, 15:41
levani169
ბებერი არ იყო ერთის გარდა. ერთი ალუჩის ხე იყო ძველი მარტო. და მაგისი ჩასანაცვლებელი დარგული იყო უკვე. ალუცა და წითელი ტყემალი მაგიტომ გადარჩნენ, რომ პატარები იყვნენ და შეშად არ გამოდგებოდა. დანარჩენები იცი როგორ ასაკში იყვნენ? აი კაკრას რომ 1-2 წლის შესული სრულყოფილ მსხმოიარობაში. წინა წლებში ნაყოფის კამპოტ-მურაბები იხმარეს კარგად. ალუბალს კიდე განა რა შეშა ქნებოდა ისიც რომ მოჭრეს. მოკლედ ცუდი ხალხი იყო. წასვლის ზამტარს დაჭრეს. თვი ქუდში ქონდათ . გაზაფხულზე გადადიოდნენ და რა ედარდებოდათ? რომც ყოფილიყო ბებერი უნდა ეკითხა. სახლში საცხოვრებლად შევუშვი , კი არ მიჩუქებია .

Posted by: levani169 27 Dec 2017, 22:10
Nat_asha
გული არ დაგწყდეს,შენ კიდევ გააშენებ და ეგენი იქაც მასე გააჩანაგებდნენ სადაც გადავიდნენ საკუთარს,ვიცნობ მასეთი მომხმარებლური მენტალიტეტის ხალხს!

Posted by: Florbelle 27 Dec 2017, 22:23
კასპიდან ვარ წარმოშობით და ყველა ვარიანტში ვინმე უნდა იყოს მუდმივი მაცხოვრებელი იქ
შემოღობვაც აუცილებლად თორე წამოხვალ თუ არა მეორე დღესვე 10-15 მეტრს მოგპარავენ
მარტო მოპარვაზე კი არაა პაპაჩემს ძველი სახლი დაუნგრიეს,მოშორებით იყო და რო მოხუცდა ვეღარ გადადიოდა ხოლმე რა ყურადღების მისაქცევად
პირდაპირი მნიშვნელობით დაანგრიეს,ჯერ ფანჯრები დალეწეს მერე შიგნიდან გაიტანეს ყველაფერი მერე ფიცრები და საშენი მასალა გაზიდეს და ა.შ. იმათი დედის ხელები #####ან

Posted by: ვანო-გეჯაძე 28 Dec 2017, 20:39
QUOTE
რომც ყოფილიყო ბებერი უნდა ეკითხა. სახლში საცხოვრებლად შევუშვი , კი არ მიჩუქებია .

+1

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)