არადა, ეს მისტიციზმი ისეთივე ბუნებრივი რამეა, როგორც ფიზიკური მოვლენები.
მგონი, თუ შეეცდები მოდუნდე, ცოტა მოუსმინო იმას რისიც დიდად არ გჯერა, ინტუიტიურად, ალღოთი ისე განეწყობი, ყველაფერი თავისით დაბალანსდება.
ერთხელ მომივიდა ასე ახალ კლასელ გოგოსთან, 13-14 წლისები ვიყავით.
მე მაინც შეგნებულად სულ ვეკონტაქტებოდი, ამ აუხსნელ დისკომფორტს ვამუღამებდი თუ მაზოხისტი ვიყავი არ ვიცი, მგონი ნერვები უფრო მეშლებოდა რომ ჩემი ენერგია "დაუჩმორდა" სხვის ენერგიას და თავს ვისჯიდი ამ სისუსტისთვის. (არადა რა შუაშოა სისუსტე და ჩმორი) , ხოდა ამასობაში ძალიან დავმეგობრდით და ეს აუხსნელი დაძაბულობა უკვალოდ გაქრა.
მასთან ერთად მოვწიე პირველი სიგარეტი, მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება ძალიან საყვარელია ჩემთვის და დღემდე ძალიან მიყვარს. ახლა არ ვმეგობრობთ, მაგრამ ხშირად მახსენდება, იმ მცირერიცხვოვან ადამიანებშია, ვინც მუდამ მეყვარება ჩემდაუნებურად.
სცადე რამე ასეთი, შენი რა მიდის. რა იცი წინ რა გელოდებათ? აზარტიცაა და გამოცდაც. ბოლო-ბოლო გამოფხიზლდები მაინც და სამუშაოს დროს ძილბურანში არ გაატარებ.
Slow down a little.