forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (29) « პირველი ... 27 28 [29]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იაპონია / 日本国, ამომავალი მზის ქვეყანა
maxuna14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1266
წევრი No.: 99386
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2018, 15:00  #53638528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim · msn
იაპონია – ეს ძველი ტრადიციების, სიწმინდეებისა და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების საოცარი მიქსია. ქვეყანა, რომელიც უსაზღვროდ სცემს პატივს საკუთარ წარსულსა და ამასთანავე გამალებულად მიექანება მომავალში გააჩნია რა თავის არსენალში უნიკალური ბუნებრივი საოცრებები და შემოქმედებითი მემკვიდრეობა. Aviabiletebi.Org–მა თქვენთვის შეაგროვა იაპონიის 10 საინტერესო ადგილი, რომელთა მონახულება აუცილებელია ტურისტებისათვის ამ ქვეყნის რაც შეიძლება უკეთ გაცნობის მიზნით.

https://www.aviabiletebi.org/10-adgili-romi...axo-iaponiashi/


--------------------
hostgator.com ფასდაკლების კუპონი 9,95$ის კოდი: fasdakleba
suxumski
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 53451
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2019, 11:27  #54051822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, იაპონიაში ვაპირებთ წასვლას სექტემბერში მსოფლიო სარაგბო თასზე და უამრავი რამე მაინტერესებს, უმთავრესი, ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის თუ ღირს Japan Rail Pass აღება, ვჩერდებით 10-12 დღე სავარაუდოდ, 22 სეტემბერი - 4 ოქტომბერი. დიდი მადლობა წინასწარ გამოხმაურებისთვის (პირადშიც მივწერე აქ მცოდნეებს და თუ გამომეხმაურებით იმელით მირჩევნია).
elen7
Limited Edition


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4670
წევრი No.: 144622
რეგისტრ.: 16-March 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2019, 17:09  #54053567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suxumski
QUOTE
თუ ღირს Japan Rail Pass აღება,

კი ღირს, მე მქონდა 5 დღიანი,

კარგად უნდა დაგეგმო, თორე გზაში ბევრ დროს დაკარგავ
ინგლისურად არ ლაპარაკობენ, ანუ ვერავის გზას ან რამეს ვერ კითხავ. ბევრგან ინგლისური წარწერებიც არაა.

ტოკიოდან მიდის მატარებელი ფუძის მთა საიდანაც მოჩანს, აქ უეჭველი წადი, ულამაზესია.


--------------------
I am not perfect, but I'm so close it scares me!



Evo_PoWeR
Mystique Arom


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14533
წევრი No.: 76942
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2019, 21:44  #54054724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suxumski
კონკრეტულად რა გაინტერესებს აბა გისმენ, რაც ვიცი მოგაწვდი ინფორმაციას.

რაც შეეხება JR Pass-ს, აუცილებლად უნდა აიღო. ოღონდ გაითვალისწინე რომ სანამ წახვალ იქამდე უნდა გააკეთო ეს, რადგან მხოლოდ ტურისტებს შეუძლია ამის აღება და სანამ ჩახვალ იაპონიაში იქამდე უნდა შეიძინო ეს ონლაინ, რომელსაც გამოაგზავნიან შემდეგ ფოსტით საქართველოში. ჩასვლისას, აეროპორტშივე არის JR-ის ოფისი სადაც გადაცვლით ამას JR Pass-ში.

დაახლოებით რომ გითხრა რატომ ღირს ამის შეძენა:

ტოკიოდან კიოტომდე ე.წ Shinkansen-ით მგზავრობა საშუალოდ ღირდა 120-140 $ მხოლოდ ერთი გზა, წინა და უკანა გზას დაახლოებით 220-240 $ გამოდის. როდესაც 1 კვირიანი პასი რომ აიღო დაახლოებით 260$ ღირს თუ სწორედ მახსოვს და 14 დღიანი 470 $. თუ ბევრ სიარულს გეგმავთ გინდაც ქალაქს შიგნით, ასევე ქალაქებს შორისაც, მაშინ აუცილებლად გიღირთ ამის აღება.
ეს საშვი ვრცელდება Shinkansen-ის შემთხვევაშიც, თუმცა არის აქაც გამონაკლისები, 2 ყველაზე სწრაფი მატარებლები რაც არის (NOZOMI და MIZUHO) ამ 2 მატარებელზე არ ვრცელდება ეს საშვი, შეგიძლიათ მხოლოდ ისარგებლოთ "Hikari" და "Sakura" მატარებლებით. დიდი სხვაობა არაა სიმართლე გითხრა, დაახლოებით 20-30 წუთი არის სხვაობა მოგხზაურობის დროში.
ასევე ეს საშვი შეგიძლიათ ქალაქში გამოიყენთ, ყველა ხაზზე რომელიც განეკუთვნება JR-ს. თუ პრივატ ხაზზე მოგიწევთ, მაგ შემთხვევაში თანხის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ამ საშვის დახმარებით უფრო ნაკლებს გადაიხდით. ეს საშვი ასევე ვრცელდება მატარებელზე, რომელიც Narita-ს აეროპორტიდან ტოკიოს ცენტრამდე მიგიყვანთ, ცალკე ეგ ბილეთი ღირს დაახლოებით 40 $ ერთი გზა, მაგრამ ეს საშვი ამაზეც მოქმედებს.
დაივიწყეთ ტაქსით მგზავრობა, რადგან ძალიან ძვირია და უმჯობესი იქნება თუ არ გაეკარებით.



თუ კიდევ რამე გაინტერესებს, მომწერე აქ bis.gif


--------------------
გიჟი ინვალიდი პარკერა :ყეს:
suxumski
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 53451
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 12 Jan 2019, 11:51  #54056571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი სასტუმროების ამბავი როგორაა? აირბნბ არის მგონი და ყველაზე იაფი დაჯდება, ჩვენ ვფიქრობთ, ნაგოიაში ჩაფრენას, იქვეა ახლოს პირველი რაგბის თამაში 23 სექტემბერს, მერე იქიდან კიოტოში სავარაუდოდ (შეიძლება კობე-შიც), და კიოტოდან ტოკიოსკენ მეორე თამაშზე 29 სექტემბერს, ტოკიოდან ოსაკასკენ სადაც ბოლო თამაშია 3 სექტემბერს. და ოსაკადან უკან გამოფრენა. მოკლედ ამ დღეებში გვინდა რაგბის გარდა რათქმაუნდა ბევრი სხვა ადგილიც ვნახოთ. ალბათ რკინიგზის პასი გვექნება 14 დღიანი, იაფი გამოდის. სხვა რაიმე ნებისმიერ სასარგებლო რჩევებს თუ მომცემთ მადლობელი ვიქნები! (სასტუმრო, კვება, გადაადგილება, მოქცევა და ა.შ)
Arakawa
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 246334
რეგისტრ.: 30-October 18

გამოგზავნილია: 12 Jan 2019, 19:40  #54058336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suxumski
QUOTE
კვება

გააჩნია რამდენად იაფად გინდა გამოხვიდეთ

ზოგადად არაა ძვირი იაპონია მაგ მხრივ ჩემი აზრით
თითო ჭამა რესტორანში 10-15 დოლარია (1000-1500 იენი)
იაფიან ადგილებს თუ მიაგნებთ 500-1000 იენი

11 საათიდან 3 საათამდე აქვთ ლანჩ მენიუ ბევრ რესტორანს (კვირის დღეებში)
და საკმაოდ იაფად (500-600 იენი) შეგიძლია მიირთვათ
ვიტრინებს უნდა უყურო სადაც აწერია ლანჩ მენიუ

თუ რესტორანში საწყისი ფასები 2000 იენი და ზემოთაა, ესე იგი ან ტურისტების მახეა, ან რაღაც ძერსკი რესტორანი, რომელიც თქვენი გადასაწყვეტია გიღირთ თუ არა
კიოტოში განსაკუთრებით ბერია ეგეთი ადგილი, იმიტო რო ტურისტებითაა სავსე

იაფად თუ გინდათ, შეგიძლიათ მაღაზიაში ბენტოების(გამზადებული საჭმლის) ყიდვა(500 იენი)

თუ ფული ნაკლები გაქვთ ჭამაზე და თან ახალგამზადებული საჭმელი გინდათ, შეგიძლიათ რომელიმე უნივერსიტეტის კაფეტერიაში მიხვიდეთ(ტოკიოს უნი, კიოტო, ნაგოია) და იაფად მიირთმევთ გემრიელ იაპონურ კერძებს biggrin.gif
ოღონდ ეს საჩალიჩოა და თუ ბიუჯეტი არ გყოფნით, იმ შემთხვევაში ღირს

QUOTE
გადაადგილება

ეს არ ვიცი ტურისტებისთვის როგორაა, სავარაუდოდ ეგ JR pass ყველა მატარებლის ხაზზე არ გამოგადგებათ, ამიტომ მოგიწევთ ტრანსპორტის ბარათის ყიდვა ან ბილეთების, უფრო დაზუსტებით გეტყვიან ალბათ

კიოტოში რო ჩახვალ აუცილებლად იყიდე 500 იენიანი 1 დღიანი ბილეთი, რომლითაც 1 დღე ულიმიტოდ მგზავრობ ავტობუსით

QUOTE
მოქცევა

ნაღდი ფული გქონდეს ყოველთვის, ზოგგან არ იღებენ კარტებს
გუგლ მეფის იმედზე უნდა იყოთ, უმეტესობას არ ესმის ინგლისური, თუმცა თუ თხოვ და გააგებინებ რამეს, დაგეხმარებიან

მატარებელში ტელეფონს ზარი უნდა გაუთიშო და არ ილაპარაკო ტელეფონზე, ნუ ეს ეტიკეტი
ტაძრებში და ხანდახან რესტორნებშიც მოგიწევთ ფეხზე გახდა(ყოველთვის არა)
თიფები არაა აქ მიღებული, 10 იენით ზედმეტი რო დაუტოვო რესტორანში და წამოხვიდე, გამოგეკიდება მიმტანი უკან რო დაგიბრუნოს
ქართლოსი
რატომ?


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19148
წევრი No.: 60518
რეგისტრ.: 7-May 08

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 22:52  #54198601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
იაპონიიდნ გამოწერა ხომ არ იცის ვინმემ?

რომელ ქართულ კომპანიას აქვს საქყობი იაპონიაში?

ან თუ არა და რა გზებით შეილება ჩამოტანა?

ამ სიტებიდან მინდა გამოწერა:

https://search.rakuten.co.jp/search/mall/ho...+dio+af+27/?p=8

https://www.amazon.co.jp/gp/product/B002ZMD...RQENFRJN5&psc=1

მადლობა.





--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.
tozi777
არა ბრაკონიერობას!!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4900
წევრი No.: 57965
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 10 Feb 2019, 21:25  #54202771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (karlsoni @ 8 Mar 2007, 21:26 )
აუცილებლად წავალ.
რაც შეიძლება მალე.
წელს ალბათ ვერა.
ალბთ სხვა წელს.

karlsoni

რა ქენი, 12 წელი გავიდა და იყავი ბოლო-ბოლო? rolleyes.gif


--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი

თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე

ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
ჰერცოგი_ალბა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 235574
რეგისტრ.: 22-September 17

გამოგზავნილია: 28 May 2019, 18:09  #54726775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი ქვეყანაა ისე smile.gif



QUOTE (F_R_E_Y_A @ 7 Mar 2007, 17:40 )
ჩემი ოცნების ქვეყანააsmile.gifოდესმე აუცილებლად მოვინახულებsmile.gif

თუ ვინმე არის ნამყოფი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ...

Japan

[IMG]http://i135.photobucket.com/albums/q132/namaste23/japan/Japan20flag.jpg[/IMG]

ტოკიო
[IMG]http://i135.photobucket.com/albums/q132/namaste23/japan/tokyo.jpg[/IMG]
კუმამოტო
[IMG]http://i135.photobucket.com/albums/q132/namaste23/japan/zamokkumamoto.jpg[/IMG]
ყველასთვის ნაცნობი miyajima
[IMG]http://i135.photobucket.com/albums/q132/namaste23/japan/miyajima2.jpg[/IMG]
უბრალოდ იკებანაsmile.gif
[IMG]http://i135.photobucket.com/albums/q132/namaste23/japan/ikebana_top.jpg[/IMG]

დაინტერესებულ ხალხს ასევე შეუძლია იხილოს:
http://www.j-apan.com/
http://www.japantoday.ru/
http://www.cultline.ru/
http://ongakuen.by.ru/

რა ჰქენი აბა, მოინახულე? bis.gif


--------------------
შავი დღე ვაყარე პიდარასტ ჰოლანდიელებს მე-16 საუკუნეში
saatoo
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 198561
რეგისტრ.: 22-February 15

გამოგზავნილია: 10 Aug 2019, 13:37  #55093532      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო.... მოკლედ 10 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ვიქნები იაპონიაში კერძოდ Fukuoka ში... თავისუფალი დრო მექნება შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე, მაძლევენ ველოსიპეტს რომლითაც შევძლებ ნებისმიერ ადგილას გადაადგილებას...
მივიღებ რჩევებს ახლო მახლო და ქალაქში არსებულ ღირსშესანიშნაობებზე - შედარებით ნაკლებ ტურისტულზე.... რაგბის თამაშები შორს არის და სავარაუდოდ ვერ წავალ.... მოკლედ მაინტერესებს : ღამის ცხოვრება, კულტურა, ლაშქრობა, გემრიელი საჭმელი მისაღებ ფასად... ძირითადად ესენია biggrin.gif
ასევე მაინტერესებს ინტერნეტი - ბარათი რო ვიყიდო ინტერნეტით ძვირი დამიჯდება თუ არა..
პ.ს მარიხუანის ყიდვას შევძლებ თუ არა ეგეც მაინტერესებს.
.

This post has been edited by saatoo on 10 Aug 2019, 13:39
suxumski
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 53451
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 27 Aug 2019, 22:18  #55164494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაგბის მსოფლიო თასზე თუ აპირებს ვინმე იქნებ დაწეროთ, მივდივართ მეგობრებთან ერთად კარგი იქნება ერთად დაგეგმვა აქტივობების
saatoo
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 198561
რეგისტრ.: 22-February 15

გამოგზავნილია: 29 Aug 2019, 08:54  #55170720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suxumski
მე მივდივარ ნუ სხვა სააქმეზე, მაგრამ მაგ დროს იქ ვიქნები და დიდი სურვილი მაქვს დასწრების დროის ამბავში როგორ ვიქნები არ ვიცი.... ფუკიოკიდან 6 და 9 საათია თამაშებამდე დაშორება და რო ჩავალ ადგილზე ზუსტად მეცოდინება
suxumski
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 53451
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2019, 07:46  #55182410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (saatoo @ 29 Aug 2019, 08:54 )
suxumski
მე მივდივარ ნუ სხვა სააქმეზე, მაგრამ მაგ დროს იქ ვიქნები და დიდი სურვილი მაქვს დასწრების დროის ამბავში როგორ ვიქნები არ ვიცი.... ფუკიოკიდან 6 და 9 საათია თამაშებამდე დაშორება და რო ჩავალ ადგილზე ზუსტად მეცოდინება

მადლობა გამოხმაურებისთვის, 23-ში ნაგოიაში ვიქნები და 29-ში ტოკიოსთან ჩვენების თამაშებზე, 26-ში კობეში ინგლისი ამერიკა. 3 ოქტობრის ბილეთებიც მაქვს ფიჯისთან მაგრამ ვერ ვრჩები მაგდენი ხანი. ემაილზე მომწერე თურამე giga.georgia@gmail.com
saatoo
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 198561
რეგისტრ.: 22-February 15

გამოგზავნილია: 8 Sep 2019, 12:20  #55219030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა! სად შეიძლება თბილისში იენის ყიდვა,ნორმალური კურსით?
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47255
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2019, 23:57  #55222151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
QUOTE (saatoo @ 8 Sep 2019, 11:20 )
გამარჯობა! სად შეიძლება თბილისში იენის ყიდვა,ნორმალური კურსით?

ბანკებში, ოღონდ წინასწარ დარეკე და გაარკვიე რომელ ფილიალში აქვთ ეგ ვალუტა


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (29) « პირველი ... 27 28 [29]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0217 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]