=====================================================================================
Acqua di Parma Colonia Intensa Oud Eau de Cologne Concentree for men:=====================================================================================
რამოდენიმე თვის წინ გავსინჯე და დავწერე რომ დიად ვერ მოვიხიბლე ამ სუნამოთი.. სემპლი არ მქონდა ხელზე დავისხი ერთხელ
Acqua di Parma ხაზიდან სუნამო არ არსებობს რომ არ მომწონდეს და რაღაც ვერ დავიჯერე რომ უდით ვერ მოვიწონე
სანდო წყარომ გამომიგზავნა 10მლ .. იუთუბერია freddiefragz თუ გაგიგიათ.. კარგ ფასში აქვს ხოლმე სემპლები
მოკლედ სუნამო არის უმაღლესი დონის.. მდიდრული, ელეგანტური, მამრული, ძლიერი ხასიათით
აბსოლიტურად უნივერსალურია.. არ არის ტიპიური ძლიერი უდი.. უფრო ფრუქტებთან არის შეზავებული და ძალიან კარგი შერწყმაა
26-30 გრადუსში მესხა და ძალიან მსიამოვნებდა ისეთი კარგი სატარებელია..
სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარში უფრო შენობაში თუ ატარებთ
გამძლეობა ჩემს კანზე დაახლოებით 5-6 საათი.. შლეიფი 1 საათი
ჩემი შეფასება 10/10 შედევრ
მასთ ჰევ
=====================================================================================
=====================================================================================
Arabian Oud Kalemat for women and men=====================================================================================
ძალიან აქებენ პარფიუმ გურმანები ამ სუნამოს და მე დავტესტე..
პარფიუმერული სახლი Arabian Oud ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთში და ახლა უკვე ევროპასაც მოედო
საუდის არაბეთში საკმაოდ კარგი ხარისხის სუნამოები იქმნება და გამონაკლისი არც ესაა
ვისაც პარფიუმერიაში განსაკუთრებით ამბრას ნოტი გიყვართ.. აუცილებლად უნდა გასინჯოთ ძალიან მაგარი სუნამოა
ამბრა,თაფლი და მოცვის კომბო ძალიან კარგ ატმოსფეროს ქმნის
ზამთრის სუნამოა სხვა სეზონზე ალბათ ვინმეს გაგუდავთ
გამძლეობა აქვს... მოკლედ 2 დღე ალბათ
=====================================================================================