Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > SOS


Posted by: fermina 16 Jul 2017, 01:53
მოკლედ ასეთი სამწუხარო ამბავია.

მანქანის კონდიციონერის კომპრესორი გაფუჭდა. ბევრი წვალების მერე ვიყიდე როგორც იქნა ნორმალური მუშა კომპრესორი. მაგრამ ხელოსანი მეუბნება, რომ ძველი კომპრესორიდან იმდენი ჭუჭყი და სიშავე გამოვიდა, რომ დიდი შანსია მთლიანად სისტემა იყოს გამოსარეცხიო და ასე რომ აზრი არ აქვს გარისკვას, 50-50ზეა შანსი, რომ ან იმუშავებს ფრეონის ჩასხმის მერე, ან არა და ამ ახალ კომპრესორსაც დაასტუკებსო.

მითხრა, თეგეტაში აქვთ ეგ დანადგარი, რითიც კონდიციონერის სისტემას ასუფთავებენო, გადარეკა კიდეც სადღაც ახლობელთან და იმან დაუდასტურა, მაღლივთან თეგეტაში გავაწმენდინე 1 წლის წინ 50 ლარადო. არადა ეს ხელოსანი ფიქრობდა, 200-300 ლარი მაინც ღირსო. მოკლედ მივედი თეგეტაში და იქ გამომიცხადეს, ჩვენთან არ ხდება ეგ გაწმენდა და მხოლოდ დიღომში, ცენტრალურ ფილიალში და ფასი 400 ლარიდან ზემოთო.

400 ლარი სულ არ ღირს მგონი ჩემი მანქანა და ამოცანა გვეკითხება, ხომ არ იცით სადმე ვინმე წმენდდეს ამ კონდიციონერის სისტემას ნორმალურ ფასად? იმ ხელოსანმა ვისთანაც ვიყავი, მითხრა თითქმის არავის აქვს ასეტი დანადგარები, იშვიათად გვჭირდება და მარტო დიდ ცენტრებში თუ იქნებაო.

Posted by: l-e-v-a-n 16 Jul 2017, 01:55
fermina
https://www.facebook.com/fastandshinegeorgia/
ამათ აქვთ
ორთქლით გაწმინდავენ
უთხარი მიწერე ან დაურეკე მაინც დააზუსტე




ორთქლით კონდიციონერის მილების წმენდა 20 ლ

Posted by: fermina 16 Jul 2017, 02:04
l-e-v-a-n
დიდი მადლობა, გაიხარე 2kiss.gif

Posted by: sha 16 Jul 2017, 05:29
fermina
l-e-v-a-n
QUOTE
fastandshinegeorgia/

ვფიქრობ ეგ არ გამოადგება, კომპრესორის ჩაშლის შემდეგ სხვანაირ გაწმენდას აკეთებენ, (ისეთს არა ფასტ ანდ შინი რომ აკეთებს), უფრო სწორად იშვიათად ვინმე აკეთებს, შრომატევადია და/ან ბევრი რამის გამოცვლა ჭირდება. ზოგ შემთხვევაში, როცა მთელი სტრუჟკა და ნაგავი შეიტანა სისტემაში. გააჩნიე რისგან და როგორ გაფუჭდა. თუ მაგალითად შკივ მოტყდა უცებ ან მაგნიტი თუ რას ეძახიან მოკლედ ზოგ შემთხვევებში გამოცვლი კომპრესორს და არაფერიც არ უნდა. ახალს რომ დააყენებ უთხარი ფრეონთან ერთად ცოტა სპეც ზეთი გაუშვან პროფლაკტიკისთვის )

Posted by: fermina 16 Jul 2017, 08:48
sha
QUOTE
ვფიქრობ ეგ არ გამოადგება, კომპრესორის ჩაშლის შემდეგ სხვანაირ გაწმენდას აკეთებენ, (ისეთს არა ფასტ ანდ შინი რომ აკეთებს), უფრო სწორად იშვიათად ვინმე აკეთებს, შრომატევადია და/ან ბევრი რამის გამოცვლა ჭირდება. ზოგ შემთხვევაში, როცა მთელი სტრუჟკა და ნაგავი შეიტანა სისტემაში. გააჩნიე რისგან და როგორ გაფუჭდა. თუ მაგალითად შკივ მოტყდა უცებ ან მაგნიტი თუ რას ეძახიან მოკლედ ზოგ შემთხვევებში გამოცვლი კომპრესორს და არაფერიც არ უნდა. ახალს რომ დააყენებ უთხარი ფრეონთან ერთად ცოტა სპეც ზეთი გაუშვან პროფლაკტიკისთვის )


ჰო, აი ეგ ამბავია. ზუსტად იმასაც ვერ მეუბნებიან, აუცილებლად სჭირდება თუ არა, უბრალოდ ახლა ამ ახალ კომპრესორზე ფრეონი რომ ჩავასხა და გავრისკო, შანსია არ იმუშავოს და ესეც გააფუჭოსო, ძველი კომპრესორის მდგომარეობიდან გამომდინარე, ანუ იმას ბევრი ჭუჭყი გამოყვა.

მეც ეჭვი შემეპარა, ზემოთხსენებული არ ვიცი რამდენად აკეთებს ამ წმენდას, მაინც დავრეკავ დღეს დაგავარკვევ. სხვა რამე ვარიანტი თუ იცით, დამავალებთ.

Posted by: ხოსა 16 Jul 2017, 21:11
fermina
რადიატორს გვერძე არ აქვს ასე 30 მმ დიამეტრის მილი? მაგას ქვევიდან აქვს შესტიგრანიკი. სავარაუდოდ ფილტრი უნდა იყოს შიგნით და აბა ნახე თუ ფილტრია არ გაატარებდა სისტემაში ნაგავს

Posted by: fermina 17 Jul 2017, 09:41
ხოსა

მაგას ჰო ნახავდა ხელოსანი...

მოკლედ შაბათ-კვირა გავატარე ჯერ ელიავაზე, მერე ვარკეთილში სვანების ბაზრობაზე და მერე ფეიქრებზე დაშლილებში. მიყურებდნენ, ვითარცა უცხოპლანეტელს. biggrin.gif

სამაგიეროდ, მოვაგვარე მგონი, ვინმეს თუ დაჭირდა, 100 ლარად რეცხავენ სისტემას დაშლილებში ფეიქრებზე, თეგეტასთან შედარებით ბევრად იაფად.

Posted by: UMTS 17 Jul 2017, 10:11
fermina
თუ გინდა ოზონატორს გათხოვებ, ერთი ბაქტერია აღარ დარჩება მანქანაში
https://www.youtube.com/watch?v=nV9mbkJRxxM
up.gif

Posted by: giorgixec1 18 Jul 2017, 00:56
კონდიციონერებზეა და ბარემ აქ ვიკითხავ, იაპონურ აკორდზე, კონდეციონერით რო დავდივარ რაღაცც ხმას გამოსცემს ტორპედოდამ, ჭრიალის მსგავსი ხმა მაგრამ არცჭრიალია მთლად, ასე 20 წუთში ერთხელ ან 15 წუთში ერთხელ გაიჭრალებს ხოლმე რაღაცა და რა უნდა იყოს? ვინმეს ხოარ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
მეორე პრობლემა ისაა რო იშვიათად ცივ ჰაერს არ უბერავს, ჰაერი შემოაქ მაგრამ ჩვეულებრივი ჰაერი გაუცივებელი, ხოლო ისე მუშაობს კარგად, კარგად აცივებს და კარგადაც უბერავს

Posted by: fermina 18 Jul 2017, 10:49
UMTS
QUOTE
თუ გინდა ოზონატორს გათხოვებ, ერთი ბაქტერია აღარ დარჩება მანქანაში
https://www.youtube.com/watch?v=nV9mbkJRxxM


ახლა ვნახე, ადრეეც მახსოვს რომ წერდი ამ ოზონატორზე და მართლა კარგი რამეა?

Posted by: UMTS 18 Jul 2017, 11:33
fermina
კი, კარგი რამეა, თუ რამის სუნია მანქანაში უკვალოდ გააქრობს,
ყველანაერ ბაქტერიას კლავს,

Posted by: giorgi korkotadze 18 Jul 2017, 11:47
giorgixec1
კომპრესორი ანახინე ვინმეს როგორ მუშაობს

Posted by: fermina 24 Jul 2017, 07:57
UMTS
მე მგონი მინდა... rolleyes.gif
ხანგრძლივი პროცესია წმენდა?

Posted by: UMTS 24 Jul 2017, 09:09
fermina
რავი ჩართავ ერთი საათი და ეგაა, თუ გინდა დიდხანს ჩართე არც ეგაა პრობლემა
უბრალოდ ორი კვირა არ ვიქნები თბილისში, რომ დავბრუნდები მოგწერ

Posted by: fermina 24 Jul 2017, 09:42
UMTS

კარგი, მადლობა smile.gif აშკარად ძალიან ესაჭიროება ჩემ მანქანას ეგ პროცედურა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)