forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (158) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შვიდკაცა რაგბი – თემა N3, წელს ავსტრალია უკანაა, ახლა დუბაის ჯერია, 2012-13
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 12:04  #34132722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენა ტარდება ემირატებში - შვიდკაცა რაგბის სერიის პირველი დღე. როგორც უკვე შეიძლება იცოდეთ ყოველწლიურად ტარდება 9 სერია: ავსტრალიაში, დუბაიში, აფრიკაში, ზელანდიაში, ამერიკაში, ჰონკონგში, იაპონიაში, შოტლანდიაში და ბოლოს - ინგლისში. გოლდქოსთის სერია მფრინავი ფიჯელების გამარჯვებით დასრულდა, სადაც მათ ფინალში წინა ჩემპიონი ახალი ზელანდია დაამარცხეს 32-14. ახლა დუბაის შვიდკაცობის ჯერია.
ვინც ახლა იწყებს შვიდკაცა რაგბის ყურებას ოდნავ რთულია იმის გაგება თუ ვინ და როგორ ხდება ჩემპიონი, თუმცა რეალურად არაფერი გაურკვეველი არაა. როგორც უკვე გითხარით ყოველწლიურად ტარდება 9 სერია სხვადასხვა ქვეყნებში - მონაწილე გუნდთა რაოდენობა არის 16. გამარჯვებული იღებს 22 ქულას, მეორე ადგილოსანი 19-ს, მესამე 17-ს, მეოთხე 15-ს და ა.შ. რაც უფრო დაბალია გუნდის მიერ აღებული ადგილი, მით უფრო ცოტა ქულას იღებს გუნდი. მსოფლიო ჩემპიონი კი წლის ბოლო სერიის დასრულებისას ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი ქვეყანაა.

ყველაზე ხარისხიანი სტრიმი + წინა სერიის ჰაილაითები ამ ბმულზეა.
http://lelorugby.blogspot.com/2012/11/rugb...rld-series.html

P.S. წინა თემა 114 გვერდზე იყო ასული smile.gif


--------------------
Immigration stole the nation, Mother Russia, Abu Hamza!

"People shouldn't be afraid of their governments. Governments should be afraid of their people." - V

http://lelorugby.blogspot.com/
borjgali1964
borjgali1964


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14830
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 12:37  #34133054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
აღსდექ კუმეო !
თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ
წოსიკა დამიბრუნეთ, თქვე ფარჩაკებო!!@მე
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 12:46  #34133134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
borjgali1964
რუსებს რა კაი გოგოები ყავდათ ნახე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
borjgali1964
borjgali1964


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14830
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 12:52  #34133211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლბოში ბებერი ქალის ბანერი ვერ გავაქრე((
archilcheghe
fuck russia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5145
წევრი No.: 27935
რეგისტრ.: 7-January 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 13:11  #34133404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაიგდეთ თემა და გულაობთ ხომ? biggrin.gif


--------------------
"ვინ გითხრათ რომ რაგბი თამაშია?! რაგბი ომია ძმაო ..." © ძია ბურძგლა
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14727
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 13:13  #34133423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
"წელს ავსტრალია უკანაა" რას ნიშნავს?
რომ უკვე გაიმართა ავსტრალიის ეტაპი?

@

9 სერია კი არ ტარდება, არამედ ეტაპი ან ტურნირი

სერია ერთია და მაგ მაგ ეტაპთა ერთობლიობას ჰქვია

ემირატები ქართულად საამიროებია, უფრო მარტივად კი არაბეთი


http://qaflan.netai.net/2012/MA/16_7AUS.htm

<< ქულა

22 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 19 ზელანდია; 17 აფრიკა; 15 კენია;
13 არგენტინა; 12 საფრანგეთი; 10 ავსტრალია, სამოა: 8 ესპანეთი;
7 ინგლისი; 5 კანადა, უელსი; 3 შოტლანდია; 2 შტატები;
1 პორტუგალია, ტონგა

<< გასამართია

30/11-1/12 დუბაი (არბ)
8-9/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)

1-2/02 ველინგთონ (ზელ)
8-10/02 ლას ვეგას (აშშ)

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

<< თასის მფლობელი

1999-2012 (110 ეტაპი: 44 ზელანდია - 20 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 9 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 30 Nov 2012, 13:21


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 13:32  #34133600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lukas & Nikos Mama
გათვალისწინებული და შესწორებულია ! დიდი მადლობა !
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14727
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 15:37  #34135055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Love The Sun

ლუკა, სამსახურში ეგრე მოცლითა ხარ?
რა დროს შვიდკაცა და დუბაია, ხალხია მისახედი!
რაგბი საღამოს 7 საათის მერე!
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 16:18  #34135561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lukas & Nikos Mama
13 საათიდან 14 საათამდე ოფისი გაჩერებულია - შესვენების დროა.
მას მერე ახლაღა შემოვიჭყიტე ფორუმზე, ორი საათ ნახევარი შეუჩერებელი მუშაობა იყო smile.gif
სტატია კი მზად მქონდა უკვე და უბრალოდ დილით "დავაფუბლიშე"...
* * *
http://lelorugby.blogspot.com/2012/11/duba...lts-day-of.html - პირველი დღის შედეგები, ხვალინდელი მეოთხედფინალები + ვილიამ რაიდერის ჰაილაითები smile.gif

თასის მეოთხედფინალები: ფიჯი–საფრანგეთი, კანადა–კენია, ზელანდია–პორტუგალია, სამოა–უელსი. რა თქმა უნდა ფავორიტებად ფიჯელები და ზელანდიელები ითვლებიან, ორივე მათგანმა ითამაშა გოლდქოსთში წინა ეტაპის თასის ფინალი.
ეტაპის მეორე დღე იწყება დილის 6 საათზე, თბილისის დროით.
პირველი დღის საუკეთესო მომენტებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
* * *
დუბაის შვიდკაცა ეტაპის პირველი დღის საუკეთესო მომენტები
http://lelorugby.blogspot.com/2012/12/duba...highlights.html

* * *
http://lelorugby.blogspot.com/2012/12/qual...7s-day-two.html
Quality Link to Dubai 7s - day two/დუბაის შვიდკაცობის ხარისხიანი ბმული - მეორე დღე
http://www.vipboxsports.eu/rugby/109285/2/...eam-online.html
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 2 Dec 2012, 02:05  #34156823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შვიდკაცით დაინტერესება არც თუ ისე დიდია, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვპოსტავ smile.gif
http://lelorugby.blogspot.com/2012/12/duba...wo-results.html
შედეგები + საუკეთესო მომენტები.
დუბაის შვიდკაცობაში სამოამ იმარჯვა, მათ ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხეს ანგარიშით 26-15. ფიჯი, სამხრეთი აფრიკა და ინგლისი ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ. მესამე ადგილზე კენია გავიდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. მშვენივრად მოთამაშე ჰირაიამამ კანადა მეხუთე ადგილზე გაიყვანა, თუმცა ბოლო მატჩში დამარცხდა სიმპატიურ უელსის ნაკრებთან, რომელმაც თავის მხრივ მეოთხე ადგილი აიღო. პირველი ორი ეტაპის შემდეგ 38 ქულა აქვს ახალ ზელანდიას, ზედიზედ აღებული მეორე ადგილისათვის (19+19). მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს ფიჯი, სამოა და კენია ინაწილებენ 32 ქულით. მათ საფრანგეთი მოყვება - 27 ქულით. შეჯიბრი გახურებულია და ნელ-ნელა იშვიათობა ხდება ძლიერი მიერ "სუსტი" გუნდების დიდი ანგარიშებით განადგურება. შვიდკაცა რაგბი წლიდან-წლამდე სწრაფი ტემპებით იზრდება და მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტის სახეობა იქნება. სულმოუთქმელად ველი შემდეგი კვირის ტურნირს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. მასპინძლები რა თქმა უნდა შეეცდებიან დაიბრუნონ ტიტული.
ახლა კი იხილეთ დუბაის შვიდკაცა ეტაპის მეორე დღის საუკეთესო მომენტები.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14727
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 3 Dec 2012, 21:54  #34179111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

შლაუნდერ ქინქიროზა

თიკუნი ეცნობებათ ძველ ლოკომოტიველებს (1980იან წლებში ვინც თამაშობდა)

Cheerleaders vow the crowd at the Dubai Sevens, HSBC Sevens World Series, Dubai, December 1, 2012 ©Getty Images

This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 3 Dec 2012, 21:55
giorgi219
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 123070
რეგისტრ.: 29-October 10

გამოგზავნილია: 4 Dec 2012, 09:39  #34183692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენ რა შედეგები გვაქვს შვიდკაცა რაგბში და ოლიმპიადაზე დიდი რაგბი რატომ არ დაუშვეს?


--------------------
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14727
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 6 Dec 2012, 13:42  #34213063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ფიჯის ნაცვლად სამოა

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, არაბეთის ეტაპის ფინალშიც დამარცხდა ზელანდია მულღაზანზართან, მაგრამ თასი ფიჯის ნაცვლად სამოამ რომ შემართა, კივები ქულებით დაწინაურდნენ

>>> http://Qaflan.netai.net/2012

დუბაის "ზი სევენსზე" პირველ დღეს, პარასკევს, "გ" პულში დრამა დატრიალდა: ევროპის 8-გზის ფალავანმა, პორტუგალიამ სირენის შემდეგ გააგორა ორი ბობოლა - ედერიტუ ეშტევეშმა აფრიკა დაალელოვა, პედრუ ლეალმა კი ინგლისს ჯარიმა გაუტანა.

ბრიტებმა მანამდე სამოას კი მოუგეს, მაგრამ აფრიკისა არ იყოს, ქვემო რვეულში მოხვდნენ და იქ ფარსღა (13. ადგილი) შეწვდნენ, ავსტრალიამ კი ეტაპის ვაილდ-ქარდ რუსეთთან ბოლოსწინა, მე-15 ადგილი გაიყო!

ბილბორდები ლუჟნიკში

სერიის სტარტზე, გოულდ ქოუსთში (ავს) გამარჯვებული ფიჯი შორიდან გატანილი ჯარიმითვე (შვიდკაცაში არეკნით ირტყმება) მეოთხედ-ფინალში გააგდო საფრანგეთმა, მაგრამ ბრინჯაოს ფინალი თავად წააგო კენიასთან, თასის ფინალში კი, სერიის 10-გზის ჩემპიონ ზელანდიასთან, სამოელმა პოლ პერესმა მეათე წამზე (!) გახსნა ანგარიში.

მესამე ეტაპი შაბათს, პორტ ელიზაბეთში (აფრიკა) იწყება. ზელანდიას პულში ფიჯი და ინგლისი ჩაუსხდნენ. გაისად, ივნისის ბოლოს, მოსკოვში დანიშნულ მსოფლიო თასზე, ლუჟნიკში ბლომად ბილბორდი დაიდგმება და ტევადობა 45 ათასამდე შემცირდება, რადგან ორგანიზატორები მეტ მაყურებელს არც ელიან, ევროპის "გრან პრი" კი ზაფხულის ნაცვლად სექტემბერშიღა, რუმინეთში დასრულდება.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

II ეტაპი. 30/11-1/12 @ დუბაი (არბ)

<< პულები

(ა) ფიჯი 3-0, კენია 2-1 / ესპანეთი 1-2, შოტლანდია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, უელსი 2-1 / არგენტინა 1-2, რუსეთი# 0-3
(გ) სამოა პორტუგალია 2-1 / აფრიკა ინგლისი 1-2
(დ) კანადა 2-0*1, საფრანგეთი 2-1 / ავსტრალია 1-1*1, შტატები 0-3

<< შოუ რაუნდი

(ა) ფიჯი 14:10 კენია
(ბ) ზელანდია 17:7 არგენტინა
(გ) აფრიკა 5:10 სამოა
(დ) საფრანგეთი 7:0 ავსტრალია

<< მოულოდნელობანი

(გ) აფრიკა 10:12 პორტუგალია
(გ) სამოა 17:19 ინგლისი
(გ) ინგლისი 21:22 პორტუგალია
(დ) ავსტრალია 28:28 კანადა

<< მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (ა1) 5:8 საფრანგეთი (დ2)
სამოა (გ1) 19:7 უელსი (ბ2)
კანადა (დ1) 7:19 კენია (ა2)
ზელანდია (ბ1) 28:7 პორტუგალია (გ2)

<< ნახევარ-ფინალი

სამოა 12:5 საფრანგეთი
ზელანდია 27:7 კენია

<< ფინალი

ფარი (XIII) ინგლისი 26:5 ესპანეთი
ფიალა (IX) არგენტინა 14:10 აფრიკა
სინი (V) უელსი 21:14 კანადა
ბრინჯაო (III) კენია 15:12 საფრანგეთი

თასი (I) სამოა 26:15 ზელანდია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...50&d=1354784321

<< სამოა

2 ფამელინგა სელესელე, 3 ლევი ასიფამატალა, 4 ლიო ლოლო, 5 რეუპენა ლევასა, 7 ალატასი ტუპოუ, 9 პათრიქ ფაპალე, 10 პოლ პერეს * 1 აფა აიონო, 6 რობ ლილომაიავა, 8 ტაულანგი აფამასანგა, 11 სანი ნიუე, 12 ტულოლო ტულოლო

<< ქულა [# მიწვეული]

38 ზელანდია;

32 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ, სამოა (თ: დუბაი, კენია;

27 საფრანგეთი; 24 აფრიკა; 21 არგენტინა; 18 უელსი; 17 კანადა; 11 ავსტრალია, პორტუგალია; 10 ინგლისი, ესპანეთი; 8 შოტლანდია; 7 შტატები

* 1 ტონგა# რუსეთი#

<< გასამართია [* საგაისოს შესარჩევში ვმონაწილეობთ?]

8-9/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)

1-2/02 ველინგთონ (ზელ)
8-10/02 ლას ვეგას (აშშ)

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

<< თასის მფლობელი

1999-2012 (111 ეტაპი: 44 ზელანდია - 20 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

28-30/06 2013 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

24 გუნდი

პირდაპირ (9) უელსი (ჩემპიონი, არგენტინა სამოა კენია ზელანდია აფრიკა ინგლისი ფიჯი; რუსეთი (მასპინძელი)
ევროპა (5) პორტუგალია ესპანეთი საფრანგეთი საქართველო შოტლანდია
ზღვისრეთი (2) ავსტრალია ტონგა
ჩრდ.ამერიკა (2) შტატები კანადა
აფრიკა (2) ზიმბაბვე ტუნისი
აზია (3) იაპონია ჰონკონგი ფილიპინები
სამხ.ამერიკა (1) 23-24/02 რიო (ბრა)

ევროპის გრან პრი 2013 (ფირა აერ)

8-9/06 ლიონ (სფრ)
14-15/09 მანჩესთერ (ინგ)
21-22/09 ბუკურეშტ (რუმ)

@
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14727
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 12:58  #34304727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ზედიზედ მეოთხედაც

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე, აფრიკის ეტაპი ზელანდიამ ზედიზედ მეოთხედაც რომ მოიგო, უახლოეს მდევარს, საფრანგეთს (!) 14 ქულით უსწრებს

>>> http://Qaflan.netai.net/2012

კივები აქამდეც ლიდერები იყვნენ, ოღონდაც ფინალები წაეგოთ ფიჯთან და სამოასთან. "მფრინავ" კუნძულელებთან სერიის 10-გზის ჩემპიონები ამჯერადაც, პულში დამარცხდნენ, მაგრამ მერე მულღაზანზარი არგენტინამ შეიწირა, უელსმა კი სინიც აღარ დაანება.

ჩუმჩუმელა ირბ-ს არსად დაუწერია, რომ განთესვის წესი შეცვალა. ასე რომ არ იყოს, "დ" პულში ერთბაშად ოთხი მოსუსტო ერთად ვერ მოხვდებოდა. ამისვე გადამკიდე სხვა პულებში ფავორიტები ერთმანეთს დაერივნენ. ჰოდა, თასზე გასულთა დასადგენად ორგან სამ-გუნდა, ფონური ცხრილების შედგენა გახდა საჭირო.

საჩუქარი თიჩენსს

ზელანდია აფრიკაში ტრადიციულად მძლავრობს - 14 ჩასვლაზე უპირველია 9-ჯერ, ბოლო ცხრა წელში 7-ჯერ და სერიის 14-წლოვან ისტორიაშიც პირველი გუნდი შეიქნა, ვინც ერთსა და იმავე ქვეყანაში ზედიზედ ოთხჯერ (!) შემართა თასი.

ბიჭებმა ამით ღვაწლ-მოსილ გურუს, გორდონ თიჩენსს დაბადების დღეზე მიართვეს საჩუქარი, ტურნირის საუკეთესო მელელოვემ, კურტ ბეიქერმა კი ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა საფრანგეთთან, ვინც ბოლოს და ბოლოს მიაქცია ყური ოლიმპიურ რაგბს, ნახევარ-ფინალი კი ოვერტაიმის ბოლოსღა, შორიდან გატანილი ჯარიმით აჯობა პუმებს.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

III ეტაპი. 8-9/12 @ პორტ ელიზაბეთ (აფრ)

პულები

(ა) აფრიკა 3-0, საფრანგეთი 1-2 / ავსტრალია 1-2, სამოა 1-2
(ბ) ფიჯი 2-1, ზელანდია 2-1 / ინგლისი 1-2, შოტლანდია 1-2
(გ) უელსი 2-1, არგენტინა 2-1 / კენია 2-1, ესპანეთი 0-3
(დ) პორტუგალია 3-0, შტატები 2-1 / კანადა 1-2, ზიმბაბვე# 0-3

შოუ რაუნდი

(ა) აფრიკა 17:7 ავსტრალია
(ა) სამოა 12:7 საფრანგეთი
(ბ) ფიჯი 24:12 ზელანდია
(გ) უელსი 33:14 კენია

მოულოდნელობა

(ბ) ფიჯი 19:21 შოტლანდია

მეოთხედ-ფინალი

აფრიკა (ა1) 17:7 შტატები (დ2)
უელსი (გ1) 5:35 ზელანდია (ბ2)
პორტუგალია (დ1) 7:10 საფრანგეთი (ა2)
ფიჯი (ბ1) 12:15 არგენტინა (გ2)

ნახევარ-ფინალი

ზელანდია 12:5 აფრიკა
საფრანგეთი 10:7*დდ არგენტინა

ფინალი

ფარი (XIII) ესპანეთი 33:0 ზიმბაბვე
ფიალა (IX) ავსტრალია 26:14 სამოა
სინი (V) უელსი 26:14 ფიჯი
ბრინჯაო (III) აფრიკა 35:0 არგენტინა
თასი (I) ზელანდია 47:12 საფრანგეთი

ზელანდია

2 თიმ მიქელსონ, 4 დი-ჯეი ფორბს^კაპ, 5 ლოტე რაიკამბულა,
6 ტომასი თამა, 7 სემ დიქსონ, 11 კურტ ბეიქერ, 12 ბენ ლემ *
1 სქოთ ქარი, 3 ბელჯემ ტუატანგალოა, 8 მილფორდ კერესომა,
9 ლუქ მასირევა, 10 ვორიქ ლემერთ * მწ) გორდონ თიჩენს

ქულა [# მიწვეული]

60 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 46 საფრანგეთი; 44 ფიჯი
(თ: გოულდ ქოუსთ; 41 აფრიკა; 39 სამოა (თ: დუბაი; 37 კენია;
36 არგენტინა; 31 უელსი; 21 პორტუგალია; 19 ავსტრალია;
18 კანადა; 17 შტატები; 15 ინგლისი; 13 ესპანეთი; 9 შოტლანდია /
2 ზიმბაბვე# 1 ტონგა# რუსეთი#

გასამართია 2013

[* საგაისო სერიის შესარჩევში ვმონაწილეობთ?]

1-2/02 ველინგთონ (ზელ)
8-10/02 ლას ვეგას (აშშ)

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2012 (112 ეტაპი: 45 ზელანდია - 20 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი -
10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

28-30/06 2013 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

24 გუნდი

პირდაპირ (9) უელსი (ჩემპიონი, არგენტინა სამოა კენია ზელანდია აფრიკა ინგლისი ფიჯი; რუსეთი (მასპინძელი)
ევროპა (5) პორტუგალია ესპანეთი საფრანგეთი საქართველო შოტლანდია
ზღვისრეთი (2) ავსტრალია ტონგა
ჩრდ.ამერიკა (2) შტატები კანადა
აფრიკა (2) ზიმბაბვე ტუნისი
აზია (3) იაპონია ჰონკონგი ფილიპინები
სამხ.ამერიკა (1) 23-24/02 რიო (ბრა)

ევროპის გრან პრი 2013 (ფირა აერ)

8-9/06 ლიონ (სფრ)
14-15/09 მანჩესთერ (ინგ)
21-22/09 ბუკურეშტ (რუმ)

@
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 14:53  #34306182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ვიდეოები და ჩემი ბლოგი -
ყველაზე სწრაფი მორაგბე + 7 საუკეთესო ლელო = http://lelorugby.blogspot.com/2012/12/fast...n-everyone.html
მეორე დღის ჰაილაითები = http://lelorugby.blogspot.com/2012/12/port...7s-day-2-2.html
პირველი დღის ჰაილაითები = http://lelorugby.blogspot.com/2012/12/south-africa-7s.html
smile.gif

This post has been edited by Love The Sun on 13 Dec 2012, 15:00
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (158) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0351 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]