forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მეტი დაფინანსება რაგბს!, ფეხბურთის ხარჯზე
irakli_f1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 724
წევრი No.: 83534
რეგისტრ.: 29-January 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 13:19  #50870340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რაში ყრის სახელმწიფო 250(!) მილიონ ლარს. გვასახელეს ფეხბურთის გუნდებმა facepalm.gif

ამის ფონზე, ძალიან უსამართლოა, რომ წელიწადში 10 მილიონს უგდებენ რაგბს. გუნდი ვერ დააფინანსეს პრო 12-სთვის და ფეხბურთს წლებია უკვე ტენიან და ტენიან ფულს, მაგრამ ისევ ისეთ წუმპეშია facepalm.gif

რამე ახალი სიახლე არ არის რაგბის დაფინანსების გაზრდაზე?
FullbackAce
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2548
წევრი No.: 190622
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 13:40  #50870494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. კაი რას წერ რა შემოვარდებიან ეხლა ფეხბურთის ფანატები და დაიწყებენ ბოღმა ლაპარაკს

2. ჩვენ კი ვიცით რო ფეხბურთში გადახდილი თითოეული ლარი წყალშია გადაყრილი მაგრამ ის ფული იმდენ გავლენიან ჯიბეს ავსებს პირიქით რაგბს მოაკლებენ კიდე და ფეხბურთს დაუმატებენ.

3. ფეხბურთს ყავს უზარმაზარი ლობი, და მასასაც უყვარს.

4. თვითონ ფეხბურთის ფანები უნდა ხვდებოდნენ იმდენს რომ ეს ფული იყრება და ითხოვდნენ ფეხბურთისთვის დაფინანსების შეწყვეტას. სანამ ყველა ღიპიანი და მაფიოზი ფეხბურთს არ მოშორდება გინდაც მილიარდი ჩადო ისე გაქრება ის ფული ვითომც არ ყოფილა..

მაგის ნახევარი მოგვცა რაგბში და რაღა გვიჭრის, საშვილიშვილოდ გვექნებოდა საქმე გაჩარხული
gio_xabaza
work hard stay humble


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2831
წევრი No.: 135460
რეგისტრ.: 3-September 11

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 13:52  #50870594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
irakli_f1
ეჰ.........50მილიონიც კი ეყოფოდა ყველა საქმეს რო 10ნაბიჟი გადაიდგას რაგბიში წინ , არა თუ ფეხბურთის დაფინანსების ნახევარი (

This post has been edited by gio_xabaza on 30 Jun 2017, 13:53


--------------------
Powerlifting and CHILL

Lift That Shit or GO Home
Dima Fan
HajraFradi


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23142
წევრი No.: 154864
რეგისტრ.: 7-October 12

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 13:58  #50870631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი

ფეხბურთი რო არა,შეიძლება რაგბის ჩემპიც ვერ ჩაგეტარებინათ tongue.gif
ასე რო შეეშვით smile.gif
რაც ბიძინა და ქართუ რაგბში ფულს დებს,ფეხბურთს რას თხოვთ biggrin.gif მაფათ მოთხოვეთ
https://www.facebook.com/fczesta/
აგერ ზესტაფონის ბაზა
კაცმა ასეთ მინდორზე ცხოვრებაში არ მივარჯიშიაო 2kiss.gif

This post has been edited by Dima Fan on 30 Jun 2017, 14:01


--------------------
წარმოდგენა თუ გაქვს ვინ იყო ჩირო ფერარა (c) Biutiful
საკმაოდ კარგია რომ აკურთხებიეს სტადიონი,აუცილებელიც არის დაჯე (c) Vanpersie18
irakli_f1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 724
წევრი No.: 83534
რეგისტრ.: 29-January 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 13:58  #50870636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FullbackAce
შემოვარდნენ, არ არის პრობლემა, არგუმენტირებულად და დეტალურად ავუხსნი რატომ უნდა მოაკლდეს ფეხბურთს და მიეცეს რაგბს biggrin.gif მართლა არაფერი ეშველება ზოგადად ქვეყანას, როცა ასეთი მიდგომაა თუნდაც სპორტში. რა ფესვები აქვთ ისეთი გადგმული ამ ქართული ფეხბურთის მაფიოზებს, რომ ვერცერთი მთავრობის შეცვლამ ვერ შეუყენა წყალი? აგერ ივანიშვილს და კვირიკაშვილს რაგბი ევასებათ, როგორც სპორტის სახეობა, მაგრამ მაინც იგივე სიტუაციაა.

gio_xabaza
50 მილიონი კი არა, ფორუმზე დეტალურად იყო გაწერილი ერთი სანაკრებო ბირთვის მქონე გუნდის დაფინანსება რა დაგვიჯდებოდა პრო 12-სთვის და 10 მილიონს არ სცდებოდა ეგ რიცხვი
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 981
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 13:59  #50870642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყოველთვის

ასე იყო,
არის და
ასე იქენბა...

უბრალოდ რაგს უდნა "წაუმატონ" მიანც
აი ამ წაუმატონს კიდევ შრომა სჭირდება - სტატისტიკა, აღრიცხვიანობა, დინამიკა და ამ ყველაფრის მიწოდება, შეწუხება, ხალხები, საზოგადოებრივი აზრი და ბუზების კვლა და კრაზანების დედის მონახულება...

ეგ კი სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტია შავი ხვრელებია და ტალახიანი ირეცხება და თეთრდება - არ მოხდება

სანამ

სიტუაციის რეალური მმართველი არ იქნება რაგბზე შეყვარებული
* * *
Dima Fan
ფეხბურთს არაფერს

მესვეურთ კი ერთ რამეს - ყველამ ყველაფერი დამსახურებისამებრ მიიღოს, ნიჩბოსანმა ზაზამაც და მძლეოსანმა ლაშამაც
ფული არ გადაიყაროს და საქმეს მოხმარდეს და სადაც მოხმარება სწორია იქ სამყოფი თუ არა სამყოფს მიახლოებული მაინც იყოს

ბიძინა ქეშს არ ჩუქნის - ინფრასტრუქტურით ეხმარება (რისთვისაც დიდი მადლობა)

ქართული რაგბი ასფალტის საფარზეა გაკაჟებული, ასე რომ ფეხბურთს არაფერს სთხოვს, აი ფეხბურთმა კი მინდვრები შეინარჩუნოს ისევ ფეხბურთელი ბზნესმენ-დეველოპერებისგან - და ნათხოვარი 3 ბაზა დასაყვედრებლად არ იქცევა

ისე ეს ბიძინა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ხომ არ ეხმარება?
ეხმარება საკუთარი ბიზნესიდან - რა მიდგომაა?
და ყველა იმ მუნიციპალიტეტში სადაც რაგბიც არის და ფეხბურთიც იქ მუნიციპალური ბიუჯეტი იცნობს მხოლოდ ფეხბურთს
smile.gif

ფინანსურადაც და ინფრასტრუქტურულადაც
თუმცა მკვდარს გინდ კასტუმი ჩააცვი და ყლინჯი დაკიდე და სუნამო აპკურე, მაინც მკვდარია და მაინც ყროლდება
smile.gif

ერთხელაც დალპება, მიწად იქცევა და იმედია მერე აღსდგება ფენიქსივით, თორემ განგრენიანი ჯობია სულ არ გყავდეს

This post has been edited by Gio_G83 on 30 Jun 2017, 14:22


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
irakli_f1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 724
წევრი No.: 83534
რეგისტრ.: 29-January 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 14:13  #50870755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dima Fan @ 30 Jun 2017, 13:58 )

ფეხბურთი რო არა,შეიძლება რაგბის ჩემპიც ვერ ჩაგეტარებინათ tongue.gif
ასე რო შეეშვით smile.gif
რაც ბიძინა და ქართუ რაგბში ფულს დებს,ფეხბურთს რას თხოვთ biggrin.gif მაფათ მოთხოვეთ
https://www.facebook.com/fczesta/
აგერ ზესტაფონის ბაზა
კაცმა ასეთ მინდორზე ცხოვრებაში არ მივარჯიშიაო 2kiss.gif

ბიძინას და ქართუს რატო უნდა მოსთხოვო? კეთილი ნება გამოიჩინეს, არავინ ავალდებულებთ არაფერს. ისე რომ იცოდე, ფეხბურთშიც უნდოდა ფულის ჩადება, ოღონდ თავისი კადრი უნდა შესულიყო ფედერაციაში და გაეკონტოლებინა სად წავიდოდა ეს ფული და მიზნობრივად დახარჯულიყო. გაგიკვირდება და უარი უთხრა ფედერაციამ ასეთ სქემაზე და ჩაიშალა დაფინანსება wink.gif

რაც შეეხება ბიუჯეტს, იგი ივსება ყველა ჩვენგანის გადასახადებისგან და ნამდვილად უსამართლობაა წუმპეში ჩაგდებული ფეხბურთში 250 მილიონის გადაყრა და პროგრესის გზაზე მდგომი რაგბისთვის 10 მილიონის დაჟმოტვა.
Dima Fan
HajraFradi


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23142
წევრი No.: 154864
რეგისტრ.: 7-October 12

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 15:24  #50871307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
რაც შეეხება ბიუჯეტს, იგი ივსება ყველა ჩვენგანის გადასახადებისგან და ნამდვილად უსამართლობაა წუმპეში ჩაგდებული ფეხბურთში 250 მილიონის გადაყრა და პროგრესის გზაზე მდგომი რაგბისთვის 10 მილიონის დაჟმოტვა

ქართული საკლუბო რაგბი როდის მერე დაადგა პროგრესის გზას არვიცი
ეგ 250 კიდე ხელზე დახვევაა და ენაზე
5 წლიანი ხარჯია
ჯამში 50 მილიონი წლიური
რაც ისედაც იხარჯება წლებია,უბრალოდ ახლა ერთ ფონდში იკრიბება და იქედან გადის საპრიზოში,გუნდების დაფინანსებაში და მათ შორის ინფრასტრუქტურაში
50 მილიონი კიდე ნაწილდება ლამის 40 გუნდზე და მიზერული გამოდის მაინც
50 მილიონი წლიურად აქვთ იმ გუნდებს მარტო,ვისთანაც ამათ ეს თამაშები და მერე სირცხვილის ჭამა უწევთ smile.gif
ასე რო ფეხბურთში ცოტა სხვანაირადააა smile.gif
40 მილიონს სულ ხარჯავს აგდამის ყარაბახი,რომელსაც 10 დღეში სამტრედია ეთამაშება,ჩვენი ჩემპიონი და რო წააგებს,აქ თემას გახსნით მერე კიდე smile.gif
როცა სამტრედიის წლიური ბიუჯეტი მილიონი ლარია სულ,ან უფრო ნაკლები smile.gif

This post has been edited by Dima Fan on 30 Jun 2017, 15:30
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4638
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 15:42  #50871450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dima Fan
ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს ფეხბურთს დაფინანსება და არაფერი არ უნდა მოაკლდეს. ოღონდ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თითოეული თეთრის მიზნობრიობა. უნდა შემუშავდეს ისეთი სისტემა, რომ წარმატებულს გაცილებით მეტი ფული ეძლეოდეს ვიდრე წარუმატებელს. შეიძლება ესეცაა არ ვიცი წლებია ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს. არადა ადრე ჩემი საყვარელი სპორტი იყო.

უბრალოდ კარგი იქნებოდა რაგბსაც ფეხბურთის დარი ან მიახლოებული მაინც დაფინანსება ჰქონდს. დიდი 10-ის კლუბს წელიწადში 400000 ლარი აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ქართული საკლუბო რაგბის პროგრესზე და რეგრესზე ვერ ვისაუბრებთ სანამ ისინი ძალებს საერთაშორისო ასპარეზზე არ გამოსცდიან. ამას კი ვერ იზავენ წელიწადში 400000 ლარით. არ არის გამორიცხული ქართული საკლუბო რაგბიც გაირყვნას უკონტროლოდ თუ მისცემ ფულს და სანაცვლოდ არანაირ პირობას არ წაუყენებ. ამიტომ თითოეული თეთრი უნდა გაკონტროლდეს უმკაცრესად, რამდენად მიზნობრივად იხარჯება და ეს ხარჯვა კონკრეტული პირის კეთილდღეობას ხმარდება თუ კლუბის წარმატება


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
irakli_f1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 724
წევრი No.: 83534
რეგისტრ.: 29-January 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 15:45  #50871470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dima Fan @ 30 Jun 2017, 15:24 )
QUOTE
რაც შეეხება ბიუჯეტს, იგი ივსება ყველა ჩვენგანის გადასახადებისგან და ნამდვილად უსამართლობაა წუმპეში ჩაგდებული ფეხბურთში 250 მილიონის გადაყრა და პროგრესის გზაზე მდგომი რაგბისთვის 10 მილიონის დაჟმოტვა

ქართული საკლუბო რაგბი როდის მერე დაადგა პროგრესის გზას არვიცი
ეგ 250 კიდე ხელზე დახვევაა და ენაზე
5 წლიანი ხარჯია
ჯამში 50 მილიონი წლიური
რაც ისედაც იხარჯება წლებია,უბრალოდ ახლა ერთ ფონდში იკრიბება და იქედან გადის საპრიზოში,გუნდების დაფინანსებაში და მათ შორის ინფრასტრუქტურაში
50 მილიონი კიდე ნაწილდება ლამის 40 გუნდზე და მიზერული გამოდის მაინც
50 მილიონი წლიურად აქვთ იმ გუნდებს მარტო,ვისთანაც ამათ ეს თამაშები და მერე სირცხვილის ჭამა უწევთ smile.gif
ასე რო ფეხბურთში ცოტა სხვანაირადააა smile.gif
40 მილიონს სულ ხარჯავს აგდამის ყარაბახი,რომელსაც 10 დღეში სამტრედია ეთამაშება,ჩვენი ჩემპიონი და რო წააგებს,აქ თემას გახსნით მერე კიდე smile.gif
როცა სამტრედიის წლიური ბიუჯეტი მილიონი ლარია სულ,ან უფრო ნაკლები smile.gif

1) სულ რაღაც 10 მილიონი უნდა იმას, რომ ქართული საკლუბო რაგბი დიდ პროგრესის გზას დაადგეს.

2) საკლუბო რაგბს შეეშვი, სანაკრებოს გადახედე. რომელ გუნდურ სპორტში ვართ ასეთი წარმატებულები და რომელში გვიცნობს მთელი მსოფლიო?

3) კიბატონო იყოს 5 წელზე ეგ 250 მილიონი, იგივე რომ რაგბზე გავაკეთოთ 50 მილიონი გამოდის, რაც 5-ჯერ ნაკლებია (არადა მიღწევები ფეხბურთზე 5-ჯერ მეტი აქვს)

4) აგერ ლესტერი აიღე, თავისზე ფინანსურად 30 და 40 ჯერ ძლიერი გუნდები დაამარცხა და პრემიერ ლიგა მოიგო, ჩვენ კიდე სალაპარაკო გვაქვს აზერები ამდენს ხარჯავენ და როგორ მოვუგოთო? აგერ დინამო აიღე, არც ფული აკლია, არც ინფრასტრუქტურა, მაგრამ შვრება რამეს?

5) ცალკე სალაპარაკოა კიდე ის თავდადება, რასაც ფეხბურთელები და მორაგბეები დებენ. მე რასაც ვუყურებ არ მახსვოს რომელიმე ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში რამდენიმე თამაშში ბოლომდე დახარჯულიყო, მორაგბეებზე კი პირიქით, არ მახსოვს რომელიმე არ დახარჯულიყოს ბოლომდე.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დაფინანსება ფეხბურთსა და სხვა სპორტს (ამ შემთხვევაში რაგბს) შორის უსამართლოდ არის განაწილებული
Dima Fan
HajraFradi


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23142
წევრი No.: 154864
რეგისტრ.: 7-October 12

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 16:11  #50871669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
სულ რაღაც 10 მილიონი უნდა იმას, რომ ქართული საკლუბო რაგბი დიდ პროგრესის გზას დაადგეს.

მერე მოიზოდონ კერძო სექტორი,ინვესტორები და ბიზნესმენები,დააინტერესონ,10 მილიონი რა თანხაა ეგეთი ხალხისთვის.
QUOTE
საკლუბო რაგბს შეეშვი, სანაკრებოს გადახედე. რომელ გუნდურ სპორტში ვართ ასეთი წარმატებულები და რომელში გვიცნობს მთელი მსოფლიო?

ორივე დააფინანსონ კაცო,იმას წაართვი,ამას მიეცი რა მიდგომაა.მსოფლიოს ცნობა არაფერ შუაშია,მსოფლიო შეიძლება მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიას და ნონა გაფრინდაშვილს უფრო იცნობს,ვიდრე მორაგბე აკა ტაბუცაძეს,მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას რო ჭადრაკი უნდა დაფინანსდეს და რაგბი არა
QUOTE
კიბატონო იყოს 5 წელზე ეგ 250 მილიონი, იგივე რომ რაგბზე გავაკეთოთ 50 მილიონი გამოდის, რაც 5-ჯერ ნაკლებია (არადა მიღწევები ფეხბურთზე 5-ჯერ მეტი აქვს)

გააკეთონ,არცერთ ფეხბურთის გულშემატკივარს მოუთხოვია სადმე რაგბს ფული არ მისცეთო,თქვენგან განსხვავებით
QUOTE
აგერ ლესტერი აიღე, თავისზე ფინანსურად 30 და 40 ჯერ ძლიერი გუნდები დაამარცხა და პრემიერ ლიგა მოიგო, ჩვენ კიდე სალაპარაკო გვაქვს აზერები ამდენს ხარჯავენ და როგორ მოვუგოთო? აგერ დინამო აიღე, არც ფული აკლია, არც ინფრასტრუქტურა, მაგრამ შვრება რამეს?

არაადეკვატური პარალელია
QUOTE
ცალკე სალაპარაკოა კიდე ის თავდადება, რასაც ფეხბურთელები და მორაგბეები დებენ. მე რასაც ვუყურებ არ მახსვოს რომელიმე ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში რამდენიმე თამაშში ბოლომდე დახარჯულიყო, მორაგბეებზე კი პირიქით, არ მახსოვს რომელიმე არ დახარჯულიყოს ბოლომდე.

არაადეკვატური პარალელია
ELguja90
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10379
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 16:35  #50871846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გააკეთონ,არცერთ ფეხბურთის გულშემატკივარს მოუთხოვია სადმე რაგბს ფული არ მისცეთო,თქვენგან განსხვავებით

და .


პ.ს. პირადად მე მგონია რო ფეხბურთს თუ არ დააფინანსებენ უფრო განვითარდება
ბიზნესია საკლუბო ფეხბურთი და გვაქ პატარ-პატარა მაგალითები ( ქართული ) მაგის yes.gif
საკლუბო რაგბი ვერაა მთლად ბიზნესი, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის...
და თუ იქნება საშუალება რო ქართულმა კლუბმა ნორმალურ ტურნირში ( კელტების ლიგა იქნება, პრო 2 თუ სუპერ რაგბი ) ითამაშოს და წელიწადში 10 მილიონი ( +- ) კმარა, არ მიმცემს მოვუკითხე ყველაფერი
და . აქაც givi.gif
ayeti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 96507
რეგისტრ.: 26-July 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 16:47  #50871935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dima Fan
QUOTE
არცერთ ფეხბურთის გულშემატკივარს მოუთხოვია სადმე რაგბს ფული არ მისცეთო

და რა მიზეზით უნდა მოითხოვონ? ეგ 10 მილიონი დაგვიმატეთ თქო და რეალ-ბარსელონებს თუ არა ინტერ-ბაერნებს მაინც მოვუგებთო? ფეხბურთზე უაზროთ დახარჯული ფულის სხვა წარმატებულ სპორტის სახეობებზე გადანაწილება კი უდიდესი ალბათობით გამოიწვევს ამ სახეობათა პროგრესს
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3670
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 16:54  #50871993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავის არ უნდა ჰქონდეს სხვის ხარჯზე დაფინანსება
ობიექტური კრიტერიუმებით გადანაწილდეს თანხა -- მორჩა და გათავდა ეგ ამბავი
boli.gif



--------------------
დო'დოო
ayeti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 96507
რეგისტრ.: 26-July 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2017, 17:21  #50872206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lepori
QUOTE
არავის არ უნდა ჰქონდეს სხვის ხარჯზე დაფინანსება

საქმეც იმაშია ისე გამოდის რომ ფეხბურთი სხვის ხარჯზე ფინანსდება, რადგანაც ბიუჯტს არ აქვს საშუალება გარკვეული თანხის ზემოთ გამოყოს სახსრები სპორტზე .

This post has been edited by ayeti on 30 Jun 2017, 17:22
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0204 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]