forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რეგიონალური ლიგა, შიდა ასპარეზი: 2017-18 (დასავლეთის და აღმოსავლეთისჭიდილი)
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 981
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 2 Oct 2017, 13:05  #51433206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დასავლეთში რომ ყოველ ტურში დიდი ბრძოლა შედგებოდა ჯერ კიდევ შარშანდელი შედეგები გვაიმედებდა...
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/
ჭიათურლებმა 48:6 დაამარცხეს ზესტაფონი, პრემიალურიც მიითვალეს და გათამაშების ლიდერობაც დაიმსახურეს, ზესტაფონელებს კი მოგების გარეშე ცხრილში ჯერ ბოლო ადგილი უკავიათ, მეტიც ლელოს სიხარულიც კი არ განუცდიათ.
წელს თან არასტაბილურად და თან შარშანდელივით სიმპათიურად გამოიყურებიან წყალტუბოელები. გასულ ტურში შარშანდელი შედეგებით ამბიციური ქედელები 62:0 სძლიეს და ბუნებრივია პრემიალურიც მიითვალეს. მართალია მხოლოდ მე-4 საფეხურზე არიან წყალტუბოელები, მარგამ ლიდერთან შედარებით მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული, აი ფირალები კი მოულოდნლეად ცხრილის ქვედა ნაწილში არაინ.
მესამე მატჩიც საინტერესო იყო, ორი ამბიციური გინდის დაპირისპირებისას ტაომ 35:17 დაამარცხა კოლი რაინდები და ამ მოგებით ცხრილის მეორე საფეხურზე აღმოჩნდნენ, ხოლო კოლხები მე-3 ზე დაქვეითდნენ.

აღმოსავლეთში მოულოდნელობები ნაკლებია - გათამაშებას თელაველები ლიდერობენ, ოთხი მოგებითა და აქედან სამი პრემიალურით, მათგან განსხვავებით ერთი მარცხით დევები კვალში უდგანან, დევებს კი გორდა, სტუ და ტორნადო მიჰყვებიან. მცხელეთელი ახალწვეულები კი ჯერჯერობით მოგების გარეშე ბოლო ადგილზე არიან.
ვარკეთილში იბერია14:42 დამარცხდა თელავთან
მარტყოფში დევებმა 42:12 სძლიეს გორდა
ხვამლის სტადიონზე კი სტუმ 36:17 დაამარცხა ტორნადო

რეგიონალის ორივე ზონაში გათამაშება 14/15 ოქტომბერს განახლება


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 981
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 20 Oct 2017, 14:02  #51534089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე-6 ტური ვერ იყო სრული:
დასავლეთში - ჭიათურლებს ვანში სტუმრობა შეწყვეტილი თამაშით აღინიშნა, ზესტაფონის წყალტუბოსთან დაპირისპირება კი სულაც არ შედგა და გადაიდო, ტაო ქედას ესტუმრა და 46:0 იც იმარჯვა

კვირას სამი მატჩი შედგება (მე-7 ტური)
წყალტუბო-ვანი
ტაო-ზესტაფონი
ფოთი-ქედა

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

აღმოსავლეთით კი
პირველი წრე თელაველბმა ნაფარეულში სტუს მინიმალური ანგარიშით ძლევით ჯამში წაუგებლად და შესაბამისად პირველ ადგილზე დაასრულეს
შიდა ქართლის დერბიში გორმა დებიუტანტი მცხეთა დაამარცა, ხოლო დევებმა ტორნადოს სძლიეს
მომდევნო ტური კვირას შედგება
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2668
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 23 Oct 2017, 10:55  #51551043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტორნადო - გორდა

უკვე ჩვეულებად გვექცა , რომ 15 კაცი ვერ ვიკრიბებით თამაშებზე ))) ეს თამაშიც არ იყო გამონაკლისი და თამაში 14მა დავიწყეთ .
საწყისი წუთები ჩვენი უპირატესობით დაიწყო და 5-6 წუთისთვის ჯარიმა გავიტანე . 3-0 . შემდეგ უკვე რამდენიმე კარგი შეტევა გავაკეთეთ და ლელოც , როგორც ყოველთვის ფრთაზე დავდეთ , რომელიც ვეღარ გარდავსახე . 8-0 , ეს იყო დაახლოებით 25 წუთისთვის . ამის შემდეგ შეცდომებს მოვუმატეთ და გორმაც მოუმატა თამაშს და ერთი ლელოს დადება მოახერხეს პირველ ტაიმში , რომელიც ვერ გარდასახეს. 8-5 . პირველი ტაიმის ბოლოს ჯერ ჰუკერი ხოლო შემდეგ 13 ნომერი ყვითელი ბარათებით გაგვისინბინა მსაჯმა . ტაიმი მოვიგეთ 8-5.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე 2წუთი იყო გასული დაჯარიმდნენ გორელები და ეს ჯარიმაც კარში დავარტყი , რომელიც ამჯერად გავიდა და ანგარიში 11-5 გახდა . დაგვიბრუნდა 2 ნომერი და 13-15ზე ვაგრძელებდით თამაშს . 2-3 წუთში ისევ იგივე მონაკვეთში დაინიშნა ჯარიმა , რომელიც კვლავ კარებში დავარტყი და რომელიც კვლავ წარმატებული აღმოჩნდა . 14-5 . ჩვენი 13 ნომერიც დაგვიბრუნდა და 14-15ზე გაგრძელდა თამაში.
ამის შემდეგ გორმა მოუმატა თამაშს , რისი მიზეზიც ხშირი შერკინება იყო , ამასობაში სადღაც მეორე ტაიმის 15 წუთისთვის დაგვემტვრა 6 ნომერი და დავრჩით 13 კვლავ )))) გორი კიდევ უფრო გააქტიურდა , 13 კაცს გაგვიჭირდა სივრცეების ამოვსება და გორდამ 3 ლელო დაგვიდო , საიდანაც ორი გარდასახა და 24-14 გვიგებდნენ , დარჩენილი იყო დაახლოებით 13-14 წუთი , როცა 15 ნომერი გაგვისინბინა მსაჯმა და დავრჩით 12 მოედანზე ))) დაახლოებით 2 წუთში გორელების 7 ნომერიც სინბინში გაუშვა მსაჯმა და თამაში 12-14ზე გრძელდებოდა .
4 წუთი იყო დარჩენილი თამაშის დასრულებამდე , ჩვენი15 ნომერი დაბრუნდა და თამაშის მოსაგებად 2 ლელო გვჭირდებოდა 1 გარდასახვით .

აქ დაიწყო , რაც დაიწყო )))) რამდენიმე კარგი მიძალების შემდეგ ძელებს შორის დავამიწეთ ლელო და რომელიც გარდავსახეთ , 24-21 გახდა ანგარიში . 1 წუთი იყო თამაშის დასრულებამდე და გორელებმა განაახლეს თამაში , ჩვენმა 15მა ფეხით დაუბრუნა ბურთი , რომელიც აუტში გადავიდა და მსაჯმაც გვამცნო , რომ ბოლო შეტევა იყო თამაშის . ამ დროისთვის გორი იგებდა 24-21ს და ლელოებით ანგარიში იყო 4-2 მათ სასარგებლოდ , მათ ბონუს ქულის აღება სურდათ , ჩვენ კი მოგება . თავისი აუტი მოიგეს გორელებმა , მაგრამ 2 ფაზის შემდეგ რაქში ჩავარდნისთვის დაჯარიმდნენ , ჩვენ ხელით გავაგრძელეთ ცენტრიდან თამაში და ჩვენმა 15მა 22მეტრიანის სიახლოევეს იყო , როცა ფეხით შეიცურა ბურთი და თვითონვე მიყვა ძალიან კარგად , სამ გორელს შორის პირველი ის აღმოჩნდა ბურთთან და ნახტომში დაამიწა ბურთი , 26-24 გახდა ანგარიში, გარდასახვას აზრი აღარ ქონდა და კუთხიდან არეკნით ვცადე გატანა , მაგრამ ამაოდ biggrin.gif

მთელი თამაში გორელებს რიცხობრივი უპირატესობა ქონდათ , ზოგ მონაკვეთებში 2და 3 კაციანი , მაგრამ მაინც ვერ მოიგეს . გორის გვირაბიდან მოვუტრიალეთ თამაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჭირი იქა , ლხინი აქა )))))


--------------------
"ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!.."

ოთარ ჭილაძე - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"
ferrari1000
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 23 Oct 2017, 11:31  #51551210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნამდვილი ტრილერი გადაგხდენიათ თავს smile.gif). რაღა დაგიმალო და სასიამუვნოდ გამაკვირვა თქვენმა მოგებამ. enorme დევების წინააღმდეგ ითამაშე შენ ?
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2668
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 23 Oct 2017, 11:51  #51551322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ferrari1000
წინაზე თქვენებს ვუთხარი გორს მოვუგებთ , საჩუქარს გაგიკეთებთ მეთქი )))

კი ვითამაშე 8 ნომერზე ვიდექი თქვენთან თამაშის დროს.
ferrari1000
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 23 Oct 2017, 14:52  #51552358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოდა ესე აგვიხდეს ორივეს ყველაფერი smile.gif)) მაგარი თამაში დაგიდიათ. მე თქვენკენ ვითამაშე ფლანგზე დევების წინააღმდეგ (მასიური კრაინი რო იყო ის არა). 7 ნომერი გეწერა ?
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2668
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 23 Oct 2017, 17:11  #51553051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ferrari1000
არა , 4 ნომრიანი ფორმა მეცვა )))
დაგეხმარეთ პლეიოფისთვის )))
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0197 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]