მოკლედ ესეთი სიტუაციაა მეზობლისგან შევიძინე მომიჯნავე ნაკვეთის ნაწილი 150კვ. ბორჯომის რაიონი სოფ. მზეთამზეში ყველა წესის დაცვით მეზობელმა შეიტანა რეესტრში გამიჯვნაზე განცხადება იქ გვითხრეს რომ ახალი კანონის მიხედვით ჯერ გამგეობამ უნდა დაამტკიცოს გამიჯვნის გეგმა (ჯერ ერთი ჩემი კერძო საკუთრება, რაში ეკითხება გამგეობას ერთ ნაწილად დავყოფ თუ ცხრად) მივედი გამგეობაში იქ გრატყმაში არ იყვნენ არაფრის და გამომიშვეს უკან ეგეთი კანონი არ არსებობსო და არც ვიცით როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიო
კიდევ ერთი ქოცობიზმი, ამის შემდეგ მივედი რეესტრში და მოვითხოვე ამოებეჭდათ კონკრეტული კანონის კონკრეტული მუხლი რის საფუძველზეც არ იღებდნენ ჩემს განაცხადს, რათქმანუდა ვერაფერი ნახეს და განმიცხადეს რომ კანონი წინა დღით არის შესული ძალაში და ჯერ არ გამოქვეყნებულა საკანონმდებლო მაცნეში, (რამდენადაც ვიცი თუ ვცდები შემისწორეთ თუ კანონი არ არის გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეში იგი ძალაში შესულად არ ითვლება) მოკლედ ბოლო ბოლო მიიღეს განაცხადი.
ამ რამოდენიმე დღის წინ კი წარმოება შემიცერეს ჩემს განცხადებაზე შემდეგი მოტივით:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გადაწყვეტილება N 882019438086-03 (07.06.2019)
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (No.882019438086; 04 ივნ 2019; განმცხადებელი: , მისამართი: ბორჯომი ს. მზეთამზე). განცხადებით მოთხოვნილია უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების
უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე , მდებარე რაიონი ბორჯომი სოფელი მზეთამზე (ზონა:ბორჯომი, სექტორი: დაბა წაღვერი)
განცხადებაზე თანდართულია:
1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
2. გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები
3. ელ. ვერსია (2 ცალი)
1. ფაქტობრივი გარემოებები
1.1. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია სარეგისტრაციო განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
1.2. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ, განცხადებას არ ერთვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთის დაყოფის პროექტი.
2. სამართლებრივი დასაბუთება
2.1. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 154 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის დაყოფის რეგისტრაციას სააგენტო
ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების
გაერთიანების პროექტის საფუძველზე. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2.2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, იმ
მიწის ნაკვეთის დაყოფის შემთხვევაში, რომელზეც/რომლებზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს
აგრეთვე ამ კოდექსის 66-ე, 68-ე და 72-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
2.3. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო
უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი
დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების
მისაღებად.
2.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა ქვეპუნქტის თანახმად,
მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ
ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით
მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. დასკვნა
3.1. დაინტერესებულ პირს განემარტოს, რომ წარმოსადგენია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის
ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტი.
"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განისაზღვროს ვადა: 30
კალენდარული დღე. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო
წარმოება შეწყდება და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.#2) და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.
მივაგზავნე წარმომადგენელი უკან ბორჯომის გამგეუბაში ისევ არავინ არაფერი იცის ამ ახალი მოთხოვნის შესახებ.
ეს თემა იმ მიზეზით გავხსენი რომ აღნიშნული ახალი რეგულიაცია ეხება ყველას თბილისის გარდა და მალე ბევრი ადამიანი დადგება აღნიშნული პრობლემი წინაშე.
იქნებ ვინმემ მიმითითოთ კონკრეტულად სად ვეძებო ახალი რეგულიაცია კანონში ან სხვა რჩევით დამეხმაროთ.