Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > Apple ოფიციალური საიტიდან გამოწერა


Posted by: Levaniussamariteli 15 Sep 2022, 13:33
გამარჯობათ, ეფლის ოფიციალურრი საიტიდან ვინმეს გააქვთ გამოწერილი რაიმე ნივთი?

Posted by: Sanny__ 17 Sep 2022, 16:00
Levaniussamariteli
+1 მეც მაინტერებს როგორ ხდება, ეფლის ექაუნთში თავიდან ინექსის ამერიკის მისამართი მივუთითე და მალე შემიჩერეს ანგარიში, ვინც იწერთ რას უთითებთ მისამართში?

მადლობა

Posted by: sevastopol 18 Sep 2022, 15:02
გამართლებაზეა.

სფეისკარგო გამიუქმეს, კამექსზე მომწერეს სხვა მისამართი მოგვწერეო მარა მაინც დაშიფეს მერე.

100-დან 1 ორდერს შიფავენ. ვერ გაიგებ.

Posted by: MrBinary 24 Sep 2022, 15:57
20W USB-C Power Adapter გამოვწერე ამ თვეში ინექსის მისამართზე და მიიტანეს.
ახლა კიდე აიფონი ვცადე ორჯერ ინექსის და ამანათის მისამართზე და გამიუქმეს.
ჯერ სატენი გამოვწერე, თუ ჩამოვა ტელესაც ვიყიდი თქო და აღარ მიგზავნიან biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ჰეისან 26 Sep 2022, 23:29
MrBinary
ეგ ალბათ იმიტომ, რომ თავად Apple აქსესუარებზე გარანტიას არ ავრცელებს. შენ რომ ჩამოგიტანოს გადამზიდმა კომპანიამ დაზიანებული დამტენი ან სადენი, მაგაზე Apple-ს ვერავინ ვერაფერს მოსჭამს. აი, ჩამოტანის დროს კომპიუტერი რომ დაგიზიანონ ან ტელეფონი, მერე უკვე გაედება Apple-ს და ეგ არ უნდათ, იასნია...

Posted by: Minamoto 30 Sep 2022, 17:11
QUOTE (sevastopol @ 18 Sep 2022, 14:02 )
გამართლებაზეა.

სფეისკარგო გამიუქმეს, კამექსზე მომწერეს სხვა მისამართი მოგვწერეო მარა მაინც დაშიფეს მერე.

100-დან 1 ორდერს შიფავენ. ვერ გაიგებ.

ქართული ბარათით შესაძლებელია გამოწერა?

Posted by: Xuco_13 18 Oct 2022, 13:43
მეც ვაპირებ ახლა გამოწერას და ბოლო პერიოდში ვინმემ ხო არ გამოწერეთ? რომელი გადამზიდის მისამართით შეილება დაშიფონ?

მე USA 2 Georgia-ს ვხამრობ და აქვს აზზი?

Posted by: asita 21 Oct 2022, 13:12
QUOTE (Xuco_13 @ 18 Oct 2022, 13:43 )
მეც ვაპირებ ახლა გამოწერას და ბოლო პერიოდში ვინმემ ხო არ გამოწერეთ? რომელი გადამზიდის მისამართით შეილება დაშიფონ?

მე USA 2 Georgia-ს ვხამრობ და აქვს აზზი?

usa2georgia მისამართით მაქვს გამოწერილი რამდენჯერმე არანაირი პრობლემა არ შემქმნია... fig.gif

Posted by: OGG 21 Oct 2022, 13:16
მე მაქვს გამოწერილი. ქართულ ბარათებს ჩვეულებრივ იღებს. ბოლოს მარტში გამოვიწერე ჩემი ბოუთბუქი , ოღონდ ამ შემთხვევაში მეგობრის ამერიკის მისამართზე მიტანა მივუთითე, მოდიოდა და წამომიღებდა. მანამდეც მაქვს ნოუთბუქი, კლავიატურა, მაუსი, აქსესუარები გამოწერილი და უსა2ჯორჯიას მისამართზე ჩვეულებრივ ჩამომდიოდა.

Posted by: khkh 24 Oct 2022, 22:25
გამარჯობა,

რომელი კომპანია ვცადო აღარ ვიცი. ამანათი და უსა2 დამიქენსელა ეფლმა cry.gif რას მირჩევთ რომელი ვცადო? ინექსი? კამექსი ?

Posted by: zura_fila 28 Oct 2022, 12:27
რამე სიახლე არის ამ თემასთან დაკავშირებით?

Posted by: NinjaRacer 28 Oct 2022, 13:55
ეფლის ვებგვერდიდან თუ იწერთ ბარემ refurbished სცადეთ.
ეფლი ხშირად ყველა ნაწილს ახალს უყუენებს და ჩათვალ 100-200$ ნაკლებს იხდი ნივთში უბრალოდ ეფლის მიერაა განახლებული.

https://www.apple.com/shop/refurbished. ერთი ხრიკი ეს დამეორე კიდევ ამერიკის სტუდენტებს და ლექტორებს 100$ აქვთ ფასდაკლება და ხშირად ჭრის უბრალოდ რო მიუთითო. თუ ეჭვი შეეპარათ მეილს მოგწერენ და დამადასტურებელ დოკუმენტს მოგთხოვენ მაქსიმუმ. https://www.apple.com/us-edu/store ეს მხოლოდ რჩევები და არანაირ პასუხს არ ვაგებ არაფერზე. მე არ დამბრალდეს რამე) უბრალოდ რჩევებია რისკს თქვენ იღებთ საკუთარ თავზე რო რამე. დავამატებ რომ მე ეფლიდან გამომიწერია ქართული ბარათით და მომსვლია. უ2გ-თი

Posted by: lUnkNown 1 Nov 2022, 13:01
iPhone 14-ის გამოწერა მინდა და სად უნდა ვნახო ასარჩევი eSim მინდა თუ კარტიანი მოდელი?

ვირჩევ ტელეფონს და არსად წერია რომელი ვარიანტია

Posted by: K1NG 2 Nov 2022, 01:13
გამოვქერე usa2georgia მისამართზე და დააქენსელეს...... რმდენხანში ამესახება თანხა უკან?

Posted by: ჰეისან 2 Nov 2022, 01:27
K1NG
წესით, ორ კვირამდე მოგიწევს ლოდინი

Posted by: K1NG 2 Nov 2022, 08:38
ჰეისან
Guest Orderი გავაკეთე ანუ Apple IDის გარეშე და უბრალოდ დაველოდო დაბრუნებას თუ რამე არის ეხლა ჩემი მხრიდან საჭირო ??

Posted by: programmer1997 19 Nov 2022, 08:03
რატო აქენსილებენ ორდერებს ვინმე ხოარ იცის ?

Posted by: ჰეისან 20 Nov 2022, 01:04
programmer1997
ხშირ შემთხვევაში მიზეზად ის მოჰყავთ, რომ გადამზიდი კომპანიების მისამართებზე (მაგალითად, USA 2 Georgia-ს მისამართზე) არ მიგვაქვს საქონელი და ადამიანურ მისამართზე გამოიწერეთო. მე არც მიცდია მაგათთან ჭიდაობა. თუ რამე დამჭირდა, ნათესავებს ვეუბნები, ყიდულობენ ჩემთვის და მერე ვინმეს თავისი ხელით ჩამოაქვს შტატებიდან. ოღონდ, მასეთი რამე ძალზედ იშვიათად ხდება. გაისად ალბათ ნოუთბუქს გამოვკრავ ხელს და მაგასაც მაგ პონტში ვიყიდი. ახლობელი ჩამომიტანს, თორემ მაგის განბაჟებას რა გადაიხდის...

Posted by: MILANELI 26 Nov 2022, 18:29
ღირს ცდად გამოწერა? ვინმემ თუ გამოწერეთ ჩერეზ ინექსი 14 პრო ან ვაფშე ამ პერიოდში იქნებ დაწეროთ

Posted by: sevastopol 27 Nov 2022, 16:51
MILANELI
კი, 2 ცალი გამომიგზავნეს მაგრამ 2 ცალი პრო მაქსები გამიუქმეს. იმასაც მიუქმებდნენ მარა მერე დაშიფეს და რანაირად არ ვიცი.

და ცდად ღირს თუ არა, რავი გამოწერე და გამართლებაზეა გამოგიგზავნიან თუ არა, თანხას კარგავ თუ რა?

Posted by: MILANELI 27 Nov 2022, 19:56
sevastopol
PRO ზე მივეცი გუშინ შეკვეთა და ვნახოთ იმედია გამოუშვებენ.

Posted by: programmer1997 30 Nov 2022, 22:40
სალამი ძმდებო რომელ გამაზიდს იყენებთ ?

Posted by: ჰეისან 1 Dec 2022, 23:11
programmer1997
გააჩნია, საიდან ჩამოგვაქვს ამანათი. თუ ა.შ.შ.-დან, პირადად მე USA 2 Georgia-ს ვიყნებ. თუ UK-დან, მაშინ Getit.ge-ს, ხოლო თუ ჩინეთიდან - AliExpress-ს. თურქეთიდან ჯერ არაფერი ჩამომიტანია.

რაც შეეხება Apple-ის ოფიციალური საიტიდან გამოწერას, არ ვაპირებ მაგის გაკეთებას, სანამ ეგ ღორი კომპანია პოლიტიკას არ შეცვლის. უამრავ შეკვეთას აუქმებენ და ფულს აბრუნებენ. მიზეზად ის მოჰყავთ, რომ გადამზიდ კომპანიებთან არ მიგვაქვს საქონელიო. მე ჩემს ნათესავებს ვეუბნები ხოლმე. ისინი ყიდულობენ და მიგზავნიან ა.შ.შ.-დან.

Posted by: sabasaba24 1 Dec 2022, 23:51
საიტიდან გამოწერას რა აზრი აქვს? განბაჟება უწევს და იგივე ჯდება რაც ზუმერში მაგალითად

Posted by: asita 12 Dec 2022, 03:12
apple.com დან გამოგიწერთ უსბ კაბელს ან ნაუშნიკს.. 19$ ფარებში ყველაფერს 16$ ად... ექაუნთის ბალანსზე მაქვს ეს თანხა...16$ მე რომ ჩამირიცხოთ ბარათზე... უსა2გეორგია ჩემს მისამართზე გამოვწერ და კოდს მოგწერთ რომ აიღოთ ან თქვენსაზე როგორც გინდათ... პმ

Posted by: MILANELI 15 Dec 2022, 12:22
ვისაც დაუქენსელდა მაინტერესებს როგორც კი შეკვეთას აძლევთ ეგრევე იმ დღეს მოგივიდათ ეგ შეტყობინება?
1 თვე დამიწერა გამოგზავნის ვადა და მოკლედ სადღაც 20 დღე გავიდა Order Placed>Processing ის მერე სტატუსი არ იცვლება. ვადა 27 დეკ... უწერია.

Posted by: baksona1980 8 Nov 2023, 23:11
MILANELI
მე სატესტოდ კაბელი გამოვწერე და გზაშია. მალე 15 პრო მაქს გამოვიწერ ვნახოთ რა იქნება, ბარამის მისამართს ვუთითებ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)