სასჯელაღსრულების #14-ე (გეგუთის) დაწესებულებაში 1966 წელს დაბადებული მსჯავრდებული ს.ი. გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს , გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კარდიომიოპათია, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და გულის იშემიური დაავადებაა.
"მსჯავრდებულს ს.ი-ის 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება. მან გაიარა მკურნალობის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ardaicvala.html