#56647679 · 5 Aug 2020, 12:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ. პრობლემა მაქვს ლეპტოპზე,რომელსაც ცოცხლალი თავით არ უნდა სსდ-ს აღქმა. როგორც სათაურში მიწერია არის ასუსის ტაფ გეიმინგი,კერძოდ FX 506 UI მოდელი. ვინაიდან 90 ა/სთ-იანი ელემენტი აქვს 2.5-იანი ჰდდ/სსდ-სთვის ადგილი არაა და გამოვიწერე M2 sata crucial mx500-ი 1 ტბ-იანი მოდელი. რომ ჩავდე არ გამოჩნდა და ვერც ბიოსში ხედავს. თვითონ პორტი მუშაობს,რადგან რაც მოყვა იმ სსდ-ს ჩვეულებრივად აღიქვამს. PC-ზე შევაერთე და მუშაობს უპრობლემოდ. ნუ ვიფიქრე დაფორმატებული რომ არ იყო იმის ბრალი იქნება-თქო და დავაფორმატე pc-ზე. მუშაობს იდეალურად. გადავიტან ლეპტოპში საერთოდ არ ჩანს. არადა რაღაც ნათურასავით აქვს რომელიც მუშაობისას წითლად ანათებს და ლეპტოპზეც ანთებულია. შეიძლება რომ M2 პორტი სატას ვერ აღიქვამდეს და მხოლოდ ნვმე-ზე მუშაობდეს???? რამე დრაივერი ხომ არ უნდა? ვერც ქრუშალის და ვერც ასუსის საიტზე ვერაფერი ვნახე. არც ზოგადმა ძებნამ მომცა შედეგი. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე ამ პრობლემაზე და დამეხმაროთ,დიდად დამავალებთ.
This post has been edited by nineve on 5 Aug 2020, 12:19
|