კიდევ ერთი DX10-ის მინუსი:
იმისდა გამო, რომ Vista-ს არ hქონდა Hardware acceleration-ი audio-ზე და
სტეკის რენდერს cpu უზრუნველყოფდა, DirectSound მოძველებულად გამოაცხადეს და
software mode დანერგეს; რა უჯიშო გამოუვიდათ ეს ვისტა, ყველას ჩაუმწარა სიცოცხლე
ორიოდ სიტყვა კომპონენტებზე:
DirectDraw - გამოიყენება 2D ხატვისთვის(უკვე მოძველებულია, შეცვალა Direct2D-მ);
Direct3D - გამოიყენება 3D ხატვისათვის;
DXGI - სისტემაში არსებული ვიდეო ბარათებისა და მონიტორების გადანომრვა/აღმოჩენა(ხელმისაწვდომია DX10 და ზემოთ);
Direct2D - როგორც ზემოთ აღინიშნა, 2D ხატვის ახალი კომპონენტი;
DirectWrite - ფონტების დამუშავება;
DirectCompute - გამოიყენება ვიდეო პროცესორით ანუ GPU-თი გამოთვლებისათვის;
DirectInput - კლავიატურის, მაუსისა და ჯოისტიკის მესიჯების დასამუშავებლად, მოძველდა DX8-ის მერე, ჩაანაცვლა XInput-მა, რომელსაც ამ
ყველაფერთან ერთად დაემატა XBOX 360-ის კონტროლერი;
DirectPlay - გამოიყენებოდა ქსელში ინფორმაციის გასაცვლელად(ანუ სათამაშოდ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ქსელში), მოძველდა DX8-ის მერე;
DirectSound - ტალღოვანი(waveform) ხმის დასამუშავებელი კომპონენტი
DirectSound3D - 3D ხმის დასამუშავებელი და გამოსაყენებელი კომპონენტი;
იმედია გასაგებად დავწერე და არ გამკიცხავთ
This post has been edited by STALKER(zubalama) on 16 May 2011, 15:13