forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> The Beatles.. XV ნაწილი,,,, გთხოვთ, შეხვიდეთ http://paulmccartneyintbilisi.ge
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 55363
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 12:32  #23194683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
მეოთხე ნაწილი
მეხუთე ნაწილი
მეექვსე ნაწილი
მეშვიდე ნაწილი
მერვე და მეცხრე ნაწილი
მეათე ნაწილი
მეთერთმეტე ნაწილი
მეთორმეტე ნაწილი
მეცამეტე ნაწილი
მეთოთხმეტე ნაწილი

ოფიციალური საიტი:
http://beatles.com/
ქართული რესუსრსები :
http://www.thebeatles.ge/
http://djtbilisi.blogspot.com/
http://paulmccartneyintbilisi.ge/
გამოვიდა ბითლზის პირველი ქართული კალენდარი:
user posted image

ბიტლომანებო და პოლ მაკარტნის თაყვანისმცემელნო ჩვენ გვაქვს რეალური შანსი საქართველო გახდეს ერთ ერთი ქვეყანა რომელსაც სერ პოლი ეწვევა, შემოგვიერდით და ხელი მოაწერეთ ონლაინ პეტიციას, ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ ამ ვებ გვერდზე და მოცემულ გრაფაში ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი http://paulmccartneyintbilisi.ge/ მადლობთ თანადგომისთვის
user posted image




ისტორია:

ბითლზი (ინგლ.: The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკენროლ-ჯგუფი ლივერპულიდან, ინგლისი; დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა.
957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი. ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს.
user posted image

1957 წლის 6 ივლისის უნიკალური ჩანაწერი

user posted image



1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.[2] მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.

ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.

1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.[4] კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა დრამერი და მასთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი ტომი მური. მურმა დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი დრამერი იყო ნორმან ჩეპმენი. შემდეგი წევრი იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში და ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დრამერის პრობლემა.

1960 წლის 12 აგვისტოს დანიშნული იყო მათი პირველი კონცერტი ჰამბურგში.
user posted image
საბოლოო კომპრომისის შედეგად ჯგუფში მოვიდა პიტ ბესტი. ბესტი უკრავდა ჯგუფთან The Blackjacks, კასბას ყავის კლუბში, რომლის მეპატრონეც იყო პიტის დედა, მონა ბესტი. მიუხედავად იმისა, რომ ბესტი არც თუ კარგად უკრავდა, მაგრამ იმ დროისათვის იგი ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა აღმოჩნდა.

ბესტის დაქირავებიდან ოთხი დღის შემდეგ ჯგუფი ჰამბურგში გაემგზავრა. კონცერტები დაიწყო ინდრა კლუბით, 4 ოქტომბერს გადაინაცვლა კაიზერკელერში. ჯგუფი ყოველდღე ექვს ან შვიდ საათს უკრავდა. იგივე წლის 21 ნოემბერს ჯორჯ ჰარისონი დეპორტირებული იქნა, რადგანაც იგი ჯერ არ იყო სრულწლოვანი.ერთი კვირის შემდეგ იგივე სანქციები იქნა მიღებული მაკარტნისა და ბესტის წინააღმდეგ, რომლებმაც სასტუმროს ნომერში ცეცხლი გააჩაღეს. დეკემბერის შუა რიცხვებში ლენონიც დაბრუნდა ლივერპულში. ჰამბურგში დარჩა სატკლიფი, გერმანელ საცოლესთან, ასტრიდ კირხნერთან ერთად. ამასობაში ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი კასბას კლუბში (სატკლიფის მაგივრად უკრავდა ჩეს ნიუბი).
1961 წლის აპრილში ბითლზი დაბრუნდა ჰამბურგში და დაუკრა კლუბში Top Ten. მათ გაიცნეს ადგილობრივი მომღერალი ტონი შერიდანი, რომელმაც მათ დამხმარე ჯგუფად მუშაობა შესთავაზა. ამასთან, იგი გეგმავდა ალბომის ჩაწერას და მის გამოცემას ლეიბლზე Polydor Records.[5] ჯგუფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს ლეიბლთან და სულ მალე გამოიცა შერიდანის/ბითლზის ერთობლივი სინგლი "My Bonnie (Mein Herz ist bei dir nur)". ფირფიტაზე ამ დუეტის სახელი იყო "Tony Sheridan and the Beat Brothers".
user posted image

ამ ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს შეხვდა ბრაიან ეპსტაინი - სწორედ მაშინ ბითლზის შესახებ პირველად დაწერეს ამერიკულ პრესაში.

დაახლოებით 1962 წლის დასაწყისში ჟურნალმა Cashbox ახსენა "My Bonnie", როგორც ახალი როკ ენ როლური გუნდის, Tony Sheridan and the Beat Brothers დებიუტი. სინგლის რამდენიმე ასლი გამოვიდა ლეიბლზე Decca (აშშ რადიოებისათვის)
ჯგუფი დაბრუნდა ლივერპულში, თუმცა სატკლიფი კვლავ დარჩა ჰამბურგში, ასტრიდთან ერთად. ამ დროისათვის მაკარტნი გადაერთო ბას გიტარაზე. ასტრიდს ეკუთვნის ჯგუფის შავ-თეთრი ფოტოსურათები (თუმცა მას არ მოუფიქრებია ჯგუფის ვარცხნილობა, როგორც ბევრი დღემდე თვლის).
მესამე მოგზაურობა ჰამბურგში განხორციელდა 1962 წლის 13-31 აპრილს, სადაც ისინი უკრავდნენ კლუბში Star. ამას დაემთხვა სამწუხარო ამბავი - სატკლიფი გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად.
user posted image


ჯგუფის მენეჯერად 1962 წლის იანვარში იქცა ეპსტაინი და მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბრიტანულ კომპანიასთან.
კომპანიასთან Decca Records წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეპსტაინი წავიდა ოქსფორდის ქუჩაზე მდებარი მუსიკალურ მაღაზიაში HMV, სადაც იგი აპირებდა Decca Records-ზე ჩაწერილი ფირების დისკებზე გადატანას. იქ ინჟინერმა ჯიმ ფოიმ მას გააცნო სიდ კოლმენი, კომპანიის EMI წარმომადგენელი. როდესაც კოლმენმა მოისმინა დემო ფირები, მან ეპსტაინს შესთავაზა ფირების მიტანა ჯორჯ მარტინთან, რომელიც, მისი თქმით, ქმნის "ხალისიან ჩანაწერებს". ეპსტაინმა მიაკითხა ლეიბლს Parlophone, რომელიც EMI-ს ერთ-ერთი განშტოება იყო. მარტინთან შეხვედრის შედეგად ბითლზმა მიიღო ერთწლიანი კონტრაქტი. აგრეთვე, 1962 წლის 6 ივნისათვის დაიგეგმა კოლექტივის პირველი ხმისჩამწერი სესია ები როუდის სტუდიაში (ეს არის EMI-ს კუთვნილი სტუდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ლონდონში).[8] მარტინი არ იყო კმაყოფილი დემო ჩანაწერით, მაგრამ მას პიროვნულად მოეწონა ოთხეულის წევრები. იგი მიხვდა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი აქვთ, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მათი აზროვნება და იუმორი.

მარტინს გაუჩნდა პრობლემები პიტ ბესტთან. მან შესთავაზა ეპსტაინს პიტის შემცვლელი მუსიკოსის მოძიება. ბესტმა, გარდა ყველაფრისა, ავადმყოფობის გამო გააცდინა რამდენიმე მოსმენა (სხვადასხვა კლუბში). რადგანაც მასთან მუშაობდა რთული იყო, 16 აგვისტოს მას ოფიციალურად დაატოვებინეს ბითლზი. რინგო სტარს, ჯგუფის Rory Storm and the Hurricanes მუსიკოსს სთხოვეს დროებითი დახმარება. იგი ადრეც უკრავდა მათთან, ჰამბურგის კლუბებში.

ლენონის, მაკარტნის, ჰარისონისა და სტარის პირველი ერთობლივი ჩაწერა მანამდე მოხდა 1960 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ჰამბურგში). მაგრამ სტარისთვის მეორე სესიის შემდეგ, რომელიც შედგა 1962 წლის 4 სექტემბერს,
user posted image
მარტინმა შემდეგი, 11 სექტემბრის ჩაწერისათვის იქირავა ენდი უაიტი.
კონტრაქტის პიხედვით მათ ჰქონდათ გარანტირებული თითო პენი თითოეული გაყიდული სინგლიდან, რომლის თითო მეოთხედიც ეკუთვნოდა ჯგუფის თითოელ წევრს.
მოგვიანებით, ისინი იღებდნენ ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სინგლებიდან შემოსული ერთი პენის ნახევარს, შესაბამისად, იყოფდნენ მას ოთხ ნაწილად. მარტინი თვლიდა, რომ ეს საშინელი კონტრაქტი იყო.

ჯგუფის პირველმა სესიამ სხვადასხვა ადამიანისათვის მნიშვნელოვანი შედეგები არ მოიტანა, მასალის დიდი ნაწილი დაუსრულებელი იყო, თუმცა სწორედ ამ სესიაზე იქნა ჩაწერილი "Love Me Do", რომელიც ჩარტების 17ე ადგილზე აღმოჩნდა. 1962 წლის 26 ნოემბერს მათ ჩაწერეს მეორე სინგლი "Please Please Me", რომელმაც ჩარტში მიაღწია 2ე ადგილს, ხოლო გამოცემის NME ჩარტში - 1 ადგილს. სამი თვის შემდეგ ჩაწერილი იქნა პირველი ალბომი

Please Please Me.

user posted image

პირველი სატელევიზიო გამოჩენა შედგა გადაცემაში ადამიანები და ადგილები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მანჩესტერიდან. ბითლზის პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მოზარდი გოგონების ისტერია მათთან მიმართებაში, რომელსაც ბიტლომანია უწოდეს.

ჯგუფი შემჩნეული იქნა რამდენიმე მუსიკალური კრიტიკოსის მიერ. ტაიმსის მუსიკალურმა კრიტიკოსმა უილიამ მენმა 1963 წლის 23 დეკემბრის რეცენზიაში ბითლზის სიმღერები "Till There Was You" და "I Want to Hold Your Hand".[ საკმაოდ დადებითად აღწერა.
ბრიტანეთში კოლექტივი უკვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ EMI-ს ამერიკულმა განყოფილებამ Capitol Records უარი თქვა სინგლების"Please Please Me" და "From Me to You" აშშ ტერიტორიაზე გამოცემაზე. სინგლები გამოვიდა ჩიკაგოში მდებარე Vee-Jay Records-ზე, მცირე ლეიბლზე. არტ რობერტსი, პოპულარული რადიოსადგურის "WLS" წამყვანი, რეგულარულად უშვებდა "Please Please Me"-ს თავის ეთერში. ეს იყო ბითლზის პირველი ჩანაწერი, რომელმაც გაიჟღერა აშშ რადიოეთერში. მოგვიანებით კონტრაქტი Vee-Jay Records-სა და ბითლზს შორის იქნა გაუქმებული, რადგანაც ოთხეულს არ გადაუხადეს ჰონორარი.

22 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი

"With The Beatles".
user posted image
14 სიმღერიდან უმრავლესობა იყო მათი საკუთარი შექმნილი ნომრები. 1965 წლისათვის გაიყიდა მისი 1 მილიონი ასლი.

1963 წლის აგვისტოში ფილადელფიურმა ლეიბლმა Swan Records გამოსცა "She Loves You"
რომელიც თავდაპირველად რადიოეთერში წარუმატებელი იყო. დიკ კლარკის შოუში American Bandstand მოზარდებმა დასცინეს ბითლზს მათი ვარცხნილობის გამო. 1963 წლის ნოემბერში ბრაიან ეპშტეინის თხოვნით, ედ სალივანმა დაიწყო კოლექტივის წარდგენა საკუთარ გადაცემაში - იმ წელს ბითლზი სამჯერ იყო ედის სტუმარი. ამან ოთხეულს მოუტანა გარანტირებული კონტრაქტი კომპანიასთან Capitol Records, რომელმაც შემდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებში გამოსცა შემდეგი სინგლი "I Want to Hold Your Hand".[ 1963 წლის 10 დეკემბერს ეთერში გავიდა 5 წუთიანი ისტორია, რომელიც გადაღებული იქნა ინგლისში. მასში საუბარი იყო ბრიტანეთში ბითლომანიის ფენომენზე. გადაცემის შემდეგ მოზარდმა გოგონამ მარშა ალბერტმა (რომელიც მერილენდში ცხოვრობდა) მისწერა კეროლ ჯეიმსს, რადიოსადგურის WWDC (ვაშინგტონი) წამყვანს, რომ მას ხშირად გაეშვა ბითლზის სიმღერები. კეროლ ჯეიმსი, რომელმაც ასევე ნახა ეს სიუჟეტი, დაინტერესდა ბითლზით, მოიპოვა სინგლის "I Want to Hold Your Hand" პრომო ასლი და, 17 დეკემბრის რადიოდებიუტის შემდეგ, სიმღერა შემჩნეული იქნა უამრავი მსმენელის მიერ. Capitol Records-ის პრეზიდენტმა ალან ლივინგსტონმა, რომელიც გაოგნებული იყო ამ წარმატებით, გადაწყვიტა დროზე ადრე გამოეშვა სინგლი, იმავე წლის 26 დეკემბერს.
1964 წლის 7 თებერვალს ჯგუფის ათასობით მოყვარულმა თავი მოიყარა ჰიზროუს აეროპორტში, რათა ბითლზი გაეცილებინა აშშ-ში.
user posted image
იქვე იმყოფებოდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები (მათ შორის იყვნენ მორინ კლივი და ფილ სპექტორი), რომლებიც ასევე მიფრინავდნენ შტატებში. ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ბითლზს დახვდა უამრავი თაყვანისმცემელი (დაახლოებით 3000 ადამიანი). პრესკონფერენციის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ნიუ-იორკში. გზად მაკარტნიმ მოისმინა რადიოში, რომ ბითლზი ჩამოვიდა და მიემართება პლაზას სასტუმროსკენ. პლაზას სასტუმროსთან მათ ასევე დახვდა ურიცხვი თანყვანისმცემელი და ჟურნალისტი. ჰარისონს მეორე დღეს ჰქონდა 39° სიცხე და იგი დარჩა საწოლში, ასე რომ პირველ დიდ ტელეჩაწერაზე იგი შეცვალა ნილ ასპინალმა.
1964 წლის წარმატების შემდეგ, კომპანიებმა Vee-Jay Records და Swan Records გაიხსენეს ჯგუფი და ახალი სახით გამოსცეს მისი ყველა წინა ჩანაწერი - მათი ნაწილი მოხვდა საუკეთესო 10ეულებში მეორედ.
1964 წელს ჯგუფი გაემგზავრა ტურით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბითლზი ავსტრალიაში ჩავიდა რინგოს გარეშე, რომელიც ავად იყო. დროებით იგი შეცვალა სესიურმა დრამერმა ჯიმი ნიკოლმა.
user posted image
ავსტრალიაში მათ დახვდა 300.000-იანი ბრბო. 1964 წლის 21 ივნისს რინგო კვლავ შეუერთდა ჯგუფს.
1965 წლის ივნისში ელისაბედ II-მ ბუკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბითლზის წევრები ბრიტანული იმპერიის ორდენებით.
user posted image
ბევრმა ვეტერანმა და საზოგადო მოღვაწემ ჩვეულებრივი მუსიკოსებისათვის ამ ორდენების გადაცემა შეურაცხყოფად ჩათვალა და დაუბრუნა დედოფალს საკუთარი ორდენი. მოგვიანებით ლენონმა საკუთარი მედალი დააბრუნა, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
1965 წლის 15 აგვისტოს შის სტადიონზე გაიმართა ჯგუფის დიდი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 55.600 შეშლილი მაყურებელი. ეს იმ პერიოდის რეკორდი გახლდათ.. დეკემბერში გამოიცა ჯგუფის მეექვსე ალბომი Rubber Soul,




* * *
user posted image
რომელიც იქცა დიდ გარღვევად მუსიკალურ სამყაროში.
1966 წელს ჯგუფი ჩავიდა ფილიპინებში, სადაც მათ მიერ იგნორირებული იქნა ფილიპინების პირველი ლედი, იმელდა მარკოსი. მას იმედი ჰქონდა, რომ ჯგუფი დაესწრება საუზმეს პრეზიდენტის სასახლეში. მოწვევის მიღების შემდეგ ბრაიან ეპსტაინმა უარი განაცხადა ჯგუფის ასეთ მიღებაზე დასწრებაზე, რადგანაც ეს არ ჯდებოდა მისი კოლექტივის იმიჯში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მარკოსს არ მოსწონდა უარის მიღება. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ასეთ მტკიცე უარზე გაჟღერდა რადიოეთერითა და ტელევიზიით, პოლიციამ დატოვა ბითლზი. ამიტომაც ჯგუფმა საკუთარი ძალებით მიაღწია აეროპორტში. აეროპორტში მათი როუდ-მენეჯერი მელ ევანსი სასტიკად ცემეს, ხოლო ბითლზის წევრებს ბევრჯერ ჰკრეს ხელი. თვითმფრინავში მოხვედრის შემდეგ ეპსტაინი და ევანსი გამოიძახეს გარეთ და ევანსმა ბიჭებს დაუბარა: "გადაეცით ჩემს ცოლს, რომ ის მიყვარს." ამის შემდეგ ეპსტაინმა დააბრუნა მთელი ფულადი თანხა, რაც ჯგუფმა გამოიმუშავა ფილიპინებზე ყოფნისას.

ფილიპინებიდან დაბრუნების შემდეგ მათ კიდევ ერთი დიდი უსიამოვნება ჰქონდათ. ბრიტანელ ჟურნალისტთან, მორინ კლივთან საუბრისას ლენონმა გამოხატა საკუთარი პოზიცია ქრისტიანობის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ჟღერდა ასე: "ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო". ეს განცხადება რეაქციის გარეშე არ დარჩენილა. ბირმინგემის (ალაბამა) ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ხუმრობით განაცხადა, რომ ამის მერე შეიძლება ბითლზის ჩანაწერების დაწვა. მაგრამ ბევრმა ეს სერიოზულად აღიქვა და სულ მალე აშშ და აფრიკაში ბრბოებმა დაიწყეს ბითლზის ჩანაწერების დაწვა, პროტესტის ნიშნად. ჯორჯ ჰარისონმა განაცხადა: "ალბათ, მათ თავად ყიდულობენ, სანამ დაწვავენ".ამერიკული პრესის მხრიდან ზეწოლის შედეგად ლენონმა, 1966 წლის 11 აგვისტოს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში საკუთარი განცხადებისათვის, ჯგუფის გამოსვლის წინ, რომელიც მათი უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ კონცერტად იქცა.

აშშ-ში კომპანიამ Capitol სულ მალე გამოსცა მათი კრებული Yesterday and Today და სინგლი Paperback Writer.
user posted image user posted image

ალბომის ყდაზე ჯგუფის წევრებს ეცვა მეყასბის ფორმები და ეკავა ხორცის ნაჭრები. იმ პერიოდში გავრცელდა ჭორი, თითქოს კოლექტივმა ასეთი ფოტოსურათი შეარჩია იმის გამო, რომ Capitol სწორედ ასე აქუცმაცემდა მათ დისკებს. ალბომის სხვა ასლებს ახალი ყდა ჰქონდათ. წლების შემდეგ ერთ-ერთმა კომენტატორმა განაცხადა, რომ ბითლზი ალბათ დაინტერესებული იყო გერმანული ექსპრესიონიზმით.

ელვის პრესლი ამავე პერიოდში გამოვიდა ბითლზის ანტისაომარი განცხადებებისა და ნარკოტიკების პროპაგანდის წინააღმდეგ და პირადად მოსთხოვა რიჩარდ ნიქსონს, რომ მას სამუდამო აეკრძალა ბითლზის წევრებისათვის აშშ-ში ჩასვლა. მუსიკალური კრიტიკოსის პიტერ გურალნიკის თქმით, ყველაფერი ასე იყო: "ელვისი თვლიდა, რომ ბითლზი იყო ანტი-ამერიკანიზმის განსახიერება. ისინი ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში, გააკეთეს ფული, მერე დაბრუნდნენ ინგლისში და ანტი-ამერიკულად წააქეზეს ხალხი." პიტერი ამატებს: "პრესლიმ აღნიშნა, რომ იგი იმ აზრის არის, რომ ბითლზი ბევრი ახალგაზრდული პრობლემის საბაბია - იმის, რომ ეს ახალგაზრდები დაუვარცხნელები დადიან და მაცდუნებელ მუსიკას უკრავენ 1960-იანების დასაწყისიდან". მიუხედავად ელვისის განცხადებებისა, ლენონი მასზე მაინც დადებითად ფიქრობდა: "ელვისამდე არაფერი იყო."
ელვისის განცხადებისგან განსხვავებით ბობ დილანმა თქვა: "ამერიკამ ბითლზს ძეგლი უნდა დაუდგას. მათ ამ ქვეყანას კვლავ დაუბრუნეს სიამაყე."

1966 წლის აპრილში დაიწყო ჯგუფის ყველაზე ამბიციური ალბომის, Revolver ჩაწერა.
user posted image

ხმისჩამწერი სესიების პერიოდში ჯგუფი იყენებდა ფირთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებებს, მუსიკალურად კი შეადგინა ბალადების, რიტმ ენ ბლუზის, სოულისა და სხვა ჟანრების პრეტენზიული კრებული.

მათი უკანასკნელი კონცერტი გაიმართა კენდლსტიკ პარკში (სან ფრანცისკო) 1966 წლის 29 აგვისტოს. ტონი ბეროუმ, მაკარტნის თხოვნით ჩაიწერა ეს კონცერტი, მაგრამ ფირი დასრულდა 30 წუთის შემდეგ. კონცერტი 35 წუთს გაგრძელდა. მოგვიანებით ჩანაწერი ბუტლეგის სახით გავრცელდა
* * *
აქედან მოყოლებული, ბითლზი სტუდიურ მუშაობაზე აკეთებდა აქცენტს. ალბომის Revolver გამოცემიდან შვიდი თვეც არ იყო გასული და მუსიკოსები კვლავ დაბრუნდნენ ები როუდის სტუდიაზე. 24 ნოემბერს დაიწყო შემდეგი დისკის ჩაწერა, რომელიც 129 დღე გაგრძელდა. 1967 წლის 1 ივნისს გამოიცა ჯგუფის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ალბომი:
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.
user posted image
იმავე წლის 25 ივნისს ბითლზი იქცა პირველ ჯგუფად, რომლიც კონცერტიც მსოფლიო მასშტაბით გადაიცემოდა ტელეეთერში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანისათვის. კოლექტივი მოხვდა გადაცემაში ჩვენი სამყარო და შეასრულა "All You Need Is Love" - სიმღერა, რომელიც მოგვიანებით ნამდვილ ჰიმნად იქცა.


ბევრი პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეპსტაინი ნარკოტიკების ზედმეტი მიღების შედეგად გარდაიცვალა, 1967 წლის 27 აგვისტოს, 32 წლის ასაკში. წლის ბოლოს ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ნეგატიური კრიტიკული სტატია, რომელიც ეხებოდა მათ სიურეალისტურ ფილმს Magical Mystery Tour. მისი დაწერის საბაბი ასევე ის იყო, რომ ფილმი ფერადი იყო, იმ პერიოდში კი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობას შავ-თეთრი ტელევიზორები ჰქონდა. ბრიტანეთში ამავე დროს გამოიცა ალბომი
Magical Mystery Tour,
user posted image
რომელშიც შეტანილი იყო სიმღერები ფილმიდან. აშშ-ში გამოვიდა მისი უფრო ვრცელი ვარიანტი, რომლის მეორე ფირფიტაზეც შეტანილი იყო სტუდიური სესიების დროს ჩაწერილი სხვა სიმღერებიც. მოგვიანებით ეს ვარიანტი ბრიტანეთშიც გამოვიდა.
ამ პერიოდში ჯგუფი დაინტერესდა მაჰარიში მაჰეშ იოგის ლექციებით და 1968 წლის ნაწილი გაატარა ინდოეთში, მისი ლექციების მოსმენაში. დაბრუნებისას ლენონი და მაკარტნი ჩავიდნენ ნიუ იორკში და ჩამოაყალიბეს კომპანია ეპლ კორპსი. 1968 წლის შუა თვეებში ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა უცნაური დისკი:
The Beatles,
user posted image
იგივე თეთრი ალბომი. ამ სესიების პერიოდში ჯგუფის გზები პრაქტიკულად გაიყო და რინგო სტარმა დროებით დატოვა კოლექტივი. მაკარტნიმ თავად ჩაწერა დასარტყამი პარტიები სიმღერებში "Martha My Dear", "Wild Honey Pie", "Dear Prudence" და "Back in the USSR". ამასთან, დაძაბულობა წარმოშვა სტუდიაში ლენონის შეყვარებულის, იოკო ონოს გამოჩენამაც, რომელიც მასთან გამუდმებით იმყოფებოდა. მეორე მხრივ, მაკარტნის დომინირება ამ ჩაწერების დროს აშკარა იყო და ლენონის უკმაყოფილებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ალბომში მისი საკუთარი კომპოზიციებიც მოხვდა.
ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ მაკარტნი ჯგუფის მენეჯერად ხედავდა ლი ისტმენს, მისი მეგობარი გოგონას, ლინდა ისტმენის მამას, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი - ნიუ იორკელ მენეჯერს ალენ კლაინს. წარსულში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამჯერად ლენონი, ჰარისონი და სტარი თვლიდნენ, რომ ისტმენის გამოჩენა გადაწონიდა ყველაფერს მაკარტნის მხარეს. მაგრამ 1971 წელს აღმოჩნდა, რომ კლაინი, ჯგუფის მენეჯერი, იპარავდა ბითლზის ფულს და საერთო ჯამში მიითვისა 5 მილიონი ფუნტი. წლების შემდეგ, დოკუმენტურ ფილმში Anthology მაკარტნიმ გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე: "ვიხსენებ და არ მესმის, რატომ თვლიდნენ, რომ ლი ისტმენი ჩემს მხარეზე და მათ წინააღმდეგ იქნებოდა".
ჯგუფის უკანასკნელი ცოცხალი გამოსვლა შედგა ფილმის Let It Be ჩაწერის დასრულებისას, როდესაც პარალელური სტუდიური ჩაწერების შემდეგ ოთხეული, 1969 წლის 30 იანვარს გამოვიდა ლონდონში, ეპლ კორპსის სახურავზე, სევილ როუზე.


ამ გამოსვლის ნაწილი მოხვდა ფილმში. აღსანიშნავია, რომ იმპროვიზირებული კონცერტის დროს შეიკრიბა პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი, რომელმაც მათ მხოლოდ კონცერტის შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით, ფილმში Anthology ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ნაწყენები იყვნენ და სურდათ, რომ პოლიციას ისინი აეყვანა და წაეყვანა განყოფილებაში, რაც ფილმის საუკეთესო დასასრული იქნებოდა.
უკანასკნელი სტუდიური ალბომი,

Abbey Road
user posted image
ჩაწერილი იქნა დისკის Let It Be შემდეგ, თუმცა გამოვიდა უფრო ადრე. სიმღერა "I Want You (She's So Heavy)" იყო უკანასკნელი, რომელიც ბითლზის წევრებმა ოთხეულის სახით ჩაწერეს (1969 წლის 20 აგვისტოს). 20 სექტემბერს ლენონმა განაცხადა, რომ მიდის ჯგუფიდან, მაგრამ პრესისათვის ეს განცხადება არ გაკეთებულა. უკანასკნელი ახალი სიმღერა იყო ჰარისონის "I Me Mine" (ჩაწერილი იქნა 1970 წლის 3 იანვარს), რომელიც შევიდა ალბომში Let It Be. სიმღერა ჩაწერილი იქნა ლენონის გარეშე, რომელიც იმ პერიოდში დანიაში იმყოფებოდა.

1970 წლის მარტში სესიის Get Back ფირები გადაეცა ამერიკელ პროდიუსერ ფილ სპექტორს, რომელიც მუშაობდა ლენონის სოლო სინლზე "Instant Karma!". სპექტორს უნდა შეედგინა ბითლზის შემდეგი ალბომი, მაგრამ მაკარტნი უკმაყოფილო იყო თუნდაც მისი სიმღერის "The Long and Winding Road" შეცვლილი ვარიანტით, ასე რომ ეს ვერსია არ შეიტანეს ალბომის საბოლოოდ ვარიანტში. 1970 წლის 10 აპრილს პოლმა ოფიციალურად განაცხადა ჯგუფის დაშლის შესახებ - ეს იყო მისი სოლო ალბომის McCartney გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ. 8 მაისს სპექტორის მიერ შესრულებული სამუშაო გამოიცა ალბომის Let It Be სახით, მოგვიანებით კი გამოვიდა ფილმის დასრულებული ვერსია. პრემიერაზე არცერთი ჯგუფის წევრი არ დასწრებია..
1994 წლის თებერვალში ჯგუფის დარჩენილმა სამმა წევრმა თავი მოიყარა სტუდიაში, გადახედა ლენონის დემო ჩანაწერებს და ერთობლივად გადაამუშავა "Free as a Bird", ლენონის ვოკალით. იგი გამოიცა როგორც სინგლზე, ასევე სერიის The Beatles Anthology ფარგლებში - კლიპისა და ალბომის ერთ-ერთი სიმღერის სახით. მსგავსი ექსპერიმენტის კიდევ ერთი შედეგი იყო "Real Love" (1996). დისკის Anthology სხვადასხვა ნაწილი გამოიცა 1995-1996 წლებში - თითო მათგანი შეიცავდა ორ დისკს იშვიათი მასალით. ალბომის ყდების გაფორმებაზე იზრუნა კლაუს ფოორმანმა, ჯგუფის დიდი ხნის ნაცნობმა და დისკის Revolver ყდის ავტორმა. ალბომის 450.000 ასლი გაიყიდა გამოსვლის პირველივე დღეს. 2000 წელს გამოვიდა კრებული 1, რომელზეც მოხვდა ბითლზის ყველა #1 ჰიტი, 1962-1970 წლების პერიოდიდან. პირველივე კვირაში გაიყიდა მისი 3.6 მილიონი ასლი (ანუ დაახლოებით 3 ასლი ერთ წამში), შემდეგი სამი კვირის განმავლობაში კი - 12 მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით. დისკი მოხვდა პირველ ადგილზე აშშ-სა და 33 სხვა ქვეყანაში და მთლიანობაში, 2005 წლისათვის გაიყიდა 25 მილიონი ასლის ოდენობით (იგი იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი დისკების სიის დაახლოებით მეცხრე მონაწილე).

* * *

სტუდიური ალბომები:


1963 - Please Please Me.
user posted image
1963 - With The Beatles
user posted image
1964 - A Hard Day S Night
user posted image
1964 - Beatles for Sale
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 55363
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 12:55  #23194975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
PINK
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5090
წევრი No.: 77196
რეგისტრ.: 4-December 08

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 13:17  #23195259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ თემაში smile.gif



ნეტა როდის დავუკრავ ასე mo.gif



This post has been edited by PINK on 29 Dec 2010, 13:17


--------------------
Juntos hasta la muerte
vasasi
თვითკმაყოფილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3986
წევრი No.: 62004
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 13:56  #23195783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ თემაში!.. : ))


დღეს ფბ-ზე მეგობარმა დამიგდო ეს ლინკი და ნახეთ აბა ტქვენც..

http://paulmccartneyintbilisi.ge/

შევავსე და გავგზავნე უკვე.. : D


და კდიევ: კალენდარი სად ვიშოვო?!

This post has been edited by vasasi on 29 Dec 2010, 13:57


--------------------
http://www.vasassi.com/

ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!...

ჰიტლერს უყვარდა ბავშვები!..

თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი!.. :yes:

მართლაც, რა დასამალია, რომ ძალიან კარგი ვარ?!.. :ბოლი:
Quarryman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2305
წევრი No.: 19421
რეგისტრ.: 21-April 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 14:23  #23196129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
ეს თემა უკვე სერიოზულად გამოიყურება smile.gif მომილოცავს smile.gif

vasasi
QUOTE
და კდიევ: კალენდარი სად ვიშოვო?!

PM ნახე


--------------------
www.TheBeatles.ge

არის რაღაცები, რასაც ცხოვრებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევი. პირველ ყოვლისა, ცხადია, ეს სიკვდილია. მერე მოდის გადასახადები და მერე კიდევ “ბიტლზი”. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.

ბიძინა მაყაშვილი (რადიო თავისუფლება)
Gioma771
Live and let live


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11869
წევრი No.: 89307
რეგისტრ.: 18-April 09

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 14:48  #23196544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Quarryman

და პირდაპირ რომ გამოვაცხადოთ სად შეიძლება კალენდრის ყიდვა? smile.gif მეც მინდა smile.gif

ტემპერა

ასეთი ყოვლისმომცველი და ინფორმაციული შესავალი მგონი არცერთ მელომანურ თემას არ აქვს, რესპექტ! up.gif

P.S. ხო, ჩემი ფეხიც კეთილი იყოს ამ თემაში biggrin.gif


--------------------
Happiness is a warm gun mama

http://paulmccartneyintbilisi.ge
konsoliero
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 119114
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 14:56  #23196658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ ახალ თემას და მალე პოლ მაკარტნის ჩამოსვლა მომელოცოს smile.gif

QUOTE
ავსტრალიაში მათ დახვდა 300.000-იანი ბრბო

ბიტლომანები ბრბოა ვერ გავიგე? biggrin.gif

QUOTE
და პირდაპირ რომ გამოვაცხადოთ სად შეიძლება კალენდრის ყიდვა?  მეც მინდა

+1
ხო და მეც მინდა smile.gif

This post has been edited by konsoliero on 29 Dec 2010, 14:57


--------------------
Hey Blondie! You know what you are?! Just a dirty son of a bitch...
Quarryman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2305
წევრი No.: 19421
რეგისტრ.: 21-April 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 15:12  #23196917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
პარნაში მაგრამ იქ ფასნამატი ექნება და კლუბის წევრებისთვის მიმოწერა PM - ით
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 16:31  #23198222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტემპერა, დიდი მადლობა.

თუ არ მიწყენ, თემის ქვესათაური სხვა რამით ჩავანაცვლე, ასეც რომ ჩანდეს (ეს ერთხელ მაინც ან შემდეგ თემებშიც)

+ ამასთან გთხოვთ ყველას - ყოველ შემდეგ გვერდზე 1ხელ (1X) დადოთ ლინკი საიტზე http://paulmccartneyintbilisi.ge

Quarryman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2305
წევრი No.: 19421
რეგისტრ.: 21-April 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 17:20  #23199028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
Roverandom
QUOTE
+ ამასთან გთხოვთ ყველას - ყოველ შემდეგ გვერდზე 1ხელ (1X) დადოთ ლინკი საიტზე http://paulmccartneyintbilisi.ge


შეიძლება ამ გადასახედიდან დაუჯერებლად ჩანდეს მაგრამ არარეალური და შეუძლებელი აქ არაფერია, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ამბავი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო 2008 რომ არა აგვისტოს ომი.
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 17:28  #23199160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მჯერავს რომ ეგ მოხდება. მთავარია, ისე შეაფასოს (ვისაც ევალება), რომ გაკეთდეს ეს საქმე. მაკა უნდა ჩამოვიდეს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
>SuperStar<
მეფე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6672
წევრი No.: 119267
რეგისტრ.: 6-August 10

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 17:53  #23199574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰმ.. პირველი პოსტი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა user.gif


ისე ეს მგონი ყველაზე მრავალნაწილიანი თემაა მთელს მელომანიაში user.gif ( აპინული თემების გარდა )





--------------------
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode

თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 55363
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 19:15  #23200807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Roverandom
QUOTE
თუ არ მიწყენ, თემის ქვესათაური სხვა რამით ჩავანაცვლე, ასეც რომ ჩანდეს (ეს ერთხელ მაინც ან შემდეგ თემებშიც)

+ ამასთან გთხოვთ ყველას - ყოველ შემდეგ გვერდზე 1ხელ (1X) დადოთ ლინკი საიტზე http://paulmccartneyintbilisi.ge

ოოო, მშვენიერი იდეაა : ))
Gioma771
Live and let live


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11869
წევრი No.: 89307
რეგისტრ.: 18-April 09

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 22:49  #23204113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისე ეს მგონი ყველაზე მრავალნაწილიანი თემაა მთელს მელომანიაში  ( აპინული თემების გარდა )


კი მასეა ნამდვილად, ცალკე აღებული ჯგუფი/შემსრულებელი რომ ავიღოთ ბითლზის ტოპიკში დაწერილი პოსტების რაოდენობა კონკურსგარეშეა, აქაც პირველია ბითლზი! biggrin.gif

P.S. სიგნიჩაშიც ჩავსვი http://paulmccartneyintbilisi.ge სანამ პოლი თბილისში არ ჩამოვა ჩემს სიგნიჩაში ეგ ვებსაიტი სულ იქნება! biggrin.gif
kraig
Jazz Kitchen


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2505
წევრი No.: 37095
რეგისტრ.: 24-June 07

გამოგზავნილია: 29 Dec 2010, 23:34  #23205121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
გილოცავთ ახალ ვოლუმს smile.gif

user posted image

The Lost Pepperland Reel And Other Rarities
1995
EAC Rip | Flac (Tracks) + Cue + Log | MP3 CBR 320Kbps
Presented entirely in mono and taken from the master tapes, The Lost Pepperland Reel features music, words, sounds, and experiments from the 1967 Sgt. Pepper sessions.
Tracks 1-9 are titled "The Lost Reel", while tracks 10-20 are simply rarities from those sessions.

1.All You Need Is Love
Early mix with extended fade-out
2.Lucy In The Sky With Diamonds
Alternate version with Jeremy Hillary Boob, PhD singing the opening lines
3.Good Morning Good Morning Animal Noises
4.Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band Intro
Crowd applause only (extended)
5.Billy Shears Applause
6.Yellow Submarine
7.It’s All Too Much
Complete long version
8.All Together Now
9.Only A Northern Song
10.Hey Bulldog
mono version
11.Mellotron Music No. 4
John Lennon experimenting with the mellotron in July 1968
12.Penny Lane Overdub Session
a session taking place on January 9, 1967, at EMI Studio 2
13.Good Morning, Good Morning
a Lennon home demo dating back to late January 1967
14.Breakdown
John and Ringo during the Sgt. Pepper sessions
15.She Can Talk To Me 1
a Lennon home demo dating back to late March 1968
16.She Can Talk To Me 2
a Lennon home demo dating back to late March 1968
17.Across The Universe
a Lennon home demo dating back to late March 1968
18.You Know My Name
a Lennon home demo dating back to late March 1968
19.Chi Chi’s
John and Ringo in July of 1968
20.Mellotron Music No. 5
John Lennon experimenting with the mellotron in July 1968

user posted image

lossless
http://hotfile.com/dl/62033138/f35baee/btl....part1.rar.html
http://hotfile.com/dl/62033595/7531af7/btl....part2.rar.html
http://hotfile.com/dl/62031226/52ecc0b/btl....part3.rar.html
MP3 CBR320
http://hotfile.com/dl/62036235/8464031/btl...pr_320.rar.html

მიმაგრებული სურათი
201008142218391107.jpg


--------------------
Ars longa, Vita brevis
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0465 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]