forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დელტა კომი?, რა ინტერნეტია, ვებგვერდი აქვს?
DOCTOR_N
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8299
წევრი No.: 4389
რეგისტრ.: 19-February 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2012, 12:44  #30079551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
ჩემს უბანში გაყავთ კაბელები. დელტა კომის ინტერნეტი და ტელევიზიაო.

პასუხი გამეცით და დახურეთ თემა smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif
insaider
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 262
წევრი No.: 71528
რეგისტრ.: 19-October 08

გამოგზავნილია: 8 Mar 2012, 20:20  #30104293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და შენი უბანი სად არის დელტა კომმს რომ გაყავს ინტერნეტი? ბათუმი lol.gif lol.gif lol.gif
baggio_ge
forza juve


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3189
წევრი No.: 111772
რეგისტრ.: 7-February 10

გამოგზავნილია: 8 Mar 2012, 20:31  #30104439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DOCTOR_N
QUOTE
დელტა კომის ინტერნეტი და ტელევიზიაო.

არის ეს კომპანია,ძირითადად რეგიონებში გაყავს ინტერნეტი,აი ტელევიზიაზე ვერაფერს გეტყვი
* * *
www.delta-comm.ge
Tel: +995 [32] 291-05-10
DOCTOR_N
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8299
წევრი No.: 4389
რეგისტრ.: 19-February 04

გამოგზავნილია: 11 Mar 2012, 13:14  #30145336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
კანცელარიის წინ, ინგოროყვას ქუჩა... smile.gif

didi bege
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3510
წევრი No.: 15063
რეგისტრ.: 2-December 05

გამოგზავნილია: 12 Mar 2012, 08:46  #30159197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მეეჭვება დელტა-კომმი ფიზიკურ პირებს ინტერნეტს უყენებდეს. ეგ ძირითადად მაგისტრალური პროვაიდერია და დიდ ორგანიზაციებზე მუშაობს ძირითადად

ისე იყო დრო ნახევარი საქართველო დელტას ინტერნეტზე იჯდაsmile.gif

This post has been edited by didi bege on 12 Mar 2012, 08:48


--------------------
პროტონის უნაზეს პუტუნს უმაჩის თივთიკა სველი
ზიმბეროს ნაღვლიან ჩურჩულს კამკამა ტიკტიკა შველის
Dark_Angell
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24181
წევრი No.: 5829
რეგისტრ.: 29-July 04

გამოგზავნილია: 15 Mar 2012, 13:16  #30213236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ისე იყო დრო ნახევარი საქართველო დელტას ინტერნეტზე იჯდა

ახლა ნახევარიაზერბაიჯანი ზის მაგათ ინეტზე biggrin.gif

ჩემი პროვაიდერი მაგალითად...


--------------------
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.
Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6589
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 15 Mar 2012, 16:03  #30215809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
didi bege
მემგონი დაიწყეს. ბათუმში არიან DSL აბონენტები ვისი IP-ებიც რაიპის მიხედვით ეკუთვნის T-NET-ს და ეგ იგივე დელტაკომია.


--------------------
It's all about 0 and 1.
lg-2ch
* * *


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11585
წევრი No.: 13179
რეგისტრ.: 28-September 05

გამოგზავნილია: 5 Dec 2012, 19:59  #34203800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
http://news.ge/ge/news/story/18168-ara-int...amed-utsyvetoba

პროვაიდერებს უფასო ინტერნეტი არ აშინებთ
11 ივნისი 19:35
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანი უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება. სიახლეს თბილისის მერიის პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიზანია კომუნიკაციის თავისუფლება, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა - როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

”პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსსა და მეტროში იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით-Tbilisi Loves You და შევიდეს მასში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე” - აცხადებენ თბილისის მერიაში და აღნიშნავენ, რომ სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს.

უსადენო ინტერნეტი არ არის გათვლილი დიდი მოცულობის ფაილების გასაგზავნად, მისი გამოყენება მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების შემოწმებისთვის შეეძლება. Wi-Fi სპეციალური ხელსაწყო “აქსეს პოინტით” გავრცელდება. ინტერნეტის ჯამური გავრცელების მაქსიმალური სიჩქარე 120 მეგაბიტი იქნება. თითოეული "აქსეს პოინტის" დაფარვის ზონა 300-დან 500 მეტრამდე დიამეტრია. ერთი ადამიანი 1-4 მეგაბიტი სიჩქარით სარგებლობას შეძლებს. სულ ქალაქის მასშტაბით 2 500-ზე მეტი აქსესპოინტი განთავსდება. თითოეულიდან ინტერნეტით სარგებლობა 4 მეგაბიტი შეერთებით, ერთდროულად 30 ადამიანს შეეძლება.

სიახლის გამოცხადების შემდეგ, ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პროექტი ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს დააზარალებს, ან უკეთეს შემთხვევაში, კონკურენტუნარიანობას გაზრდის. თბილისის მერიის პრესამსახურის უფროსი თეა შათირიშვილი NEWS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროექტის მიზანია ყველას და ყველგან შეეძლოს ინტერნეტით სარგებლობა.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ტურისტებისთვის“ - აღნიშნა შათირიშვილმა.

თბილისის მერიის განცხადებით, სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის მასშტაბური პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით. მათი ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ვენაში, ამსტერდამში, რომში, პრაღაში, იერუსალიმსა და სტამბულში, უფასო ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციების ტერიტორიებზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროექტი ჯერ მხოლოდ იდეა იყო, მის მნიშვნელობაზე ევროპელი ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძეც საუბრობდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათთვის ინტერნეტი არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება. ხშირად, ქვეყანაში ჩამოსვლამდე არკვევენ, თუ სად შეიძლება უფასოდ, თუნდაც ქუჩაში ისარგებლონ ინტერნეტით", - აცხადებდა სიდამონიძე.

თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, პროექტის - „თბილისი ინტერნეტქალაქი“ განხორციელებისთვის მერია არაფერს ხარჯავს და ის სრულად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება. თეა შათირიშვილის თქმით, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია „დელტაკომმა“.

როგორც “დელტაკომში” NEWS.GE-ს განუცხადეს, პროექტის ღირებულება 14 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და მას აუქციონში გამარჯვებული კომპანია აფინანსებს. პროექტის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ კი, კომპანიის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

NEWS.GE-მ ახალ პროექტზე ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებსაც ჰკითხა აზრი. „სილქნეტში“ მიესალმებიან სიახლეს. მათი აზრით, რადგან მომხმარებლებს სჭირდებათ ინტერნეტი მუდმივ რეჟიმში, ინტერნეტი ქალაქის ქუჩებში საინტერესო პროექტია. მათივე ინფორმაციით, „სილქნეტი“ აღნიშნულ სერვისს დღესაც სთავაზობს მოსახლეობას იმ მხრივ, რომ რუსთაველსა და მარჯანიშვილზე სილქნეტის უსადენო ინტერნეტი სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

„ახლო მომავალში სილქსპოტები გაცილებით მეტ ქუჩაზე იქნება ხელმისაწვდომი“ - განუცხადეს „სილქნეტის“ პრესსამსახურში news.ge-ს. ისინი არ ფიქრობენ, რომ სიახლე დააზარალებს ინტერნეტპროვაიდერებს, რადგან აღნიშნული ინტერნეტის სახლის პირობებში გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა.

„ე.წ. Fiber To The Home არქიტექტურის ინფრასტრუქტურით მიწოდებული ინტერნეტის ჩანაცვლების რისკს ვერ ვხედავთ“ - დასძენენ კომპანიაში.

თბილისის მერიის ინიციატივას “კავკასუს ონლაინშიც” პოზიტიურად და სასარგებლოდ აფასებენ. როგორც კომპანიის პრესამსახურში NEWS.GE-ს განუცხადეს, პროექტის მიხედვით, Wi-Fi ისეთი სახით არის განსაზღვრული, რომ “კავკასუს ონლაინისთვის” არანაირ კონკურენციას არ ქმნის.

„რადგან „კავკასუს ონლაინის” სერვისი და ინტერნეტის სიჩქარე სრულიად განსხვავებულია. ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის შესაძლებლობებს ახალი პროექტის WI-FI ვერ ჩაანაცვლებს“ - აღნიშნავენ კომპანიაში.


--------------------
هلاثقهش لشلاقصغهىيثلاش
Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6589
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 5 Dec 2012, 21:48  #34205298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
ეგ კი კარგია ყველაფერი, მაგრამ ISAKMP და ასე შემდეგ ამობლოკილი აქვთ მაგ ქსელში და მე ჩემს ელფოსტას (თუნდაც SMS ვერიფიკაციით დაცულს) ვერ ვანდობ ეგეთ ქსელს. VPN-ის ამოკეტვა ეგეთ ქსელში არის მარაზმი. დიდი მინუსი მენეჯმენტს მაგაში.
se-w910
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 155644
რეგისტრ.: 31-October 12

გამოგზავნილია: 24 Jan 2013, 12:37  #34876685      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამათი პაკეტების ფასები არ იცით? კახეთში დაიწყეს დაქსელვა


--------------------
!
NuTRiCuLa
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 159368
რეგისტრ.: 13-January 13

გამოგზავნილია: 28 Jan 2013, 14:11  #34937967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოო დაქსელეს უკვე კახეთში .... სიჩქარე ან რამე რამდენი იქნება ? საიტიც ვერ ვნახე სადაც პაკეტები იქნებოდა ნაჩვენები :|
shikomoto
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1329
წევრი No.: 111966
რეგისტრ.: 9-February 10

გამოგზავნილია: 28 Jan 2013, 14:18  #34938086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
http://deltanet.ge ესაა საიტი და ესეც ფასები, მარა არამგონია კერძო სახლებში შეიყვანონ კახეთში კორპუსები სადაც იდგა იქ შეყავთ და სოფლები რო დაქსელონ ოპტიკური ქსელით მაშინ სულელი უნდა იყო რო ეგ გააკეთო ძალიან დიდი თანხა ჯდება, ამ მაჩვებს არამგონია მაგხელა თანხის გადაყრა უღირდეთ
FTTB - თბილისი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
პაკეტი-1 25 მბ/წმ 10 ლარი 20 ლარი
პაკეტი-2 30 მბ/წმ 10 ლარი 30 ლარი
პაკეტი-3 35 მბ/წმ 10 ლარი 55 ლარი

FTTH - რეგიონი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
შეზღუდული 1 მბ-მდე 20 ლარი 20 ლარი
სტანდარტ 4 მბ-მდე უფასო 30 ლარი
სილვერი 6 მბ-მდე უფასო 40 ლარი
გოლდი 10 მბ-მდე უფასო 60 ლარი
VIP 12 მბ-მდე უფასო 100 ლარი


--------------------
პორნო ინდუსტრიის მამა
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2541
წევრი No.: 59474
რეგისტრ.: 26-April 08

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 13:47  #34985055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი კორპუსის სიახლოვესაც გაიყვანეს აღმაშენებელზე, ყოველ შემთხვევაში ჭებს ეგრე აწერია და დელტა კომის სპეც ტანსაცმლიანი პრესონალიც დავინახე და შემოიყვანენ კორპუსში ანუ?
20 ლარად 25 მბ უწერიათ და არ გავარტყი სილკნეტს? biggrin.gif
konformist
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11446
წევრი No.: 66448
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 14:27  #34985642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საიტზე უწერიათ "საქართველოს მასშტაბით სრული დაფარვის ზონა". ჰოდა რამდენად სრულია, უფრო კონკრეტული დაფარვის რუკა ან რამე მსგავსი კონკრეტული რეგიონისათვის როგორ გავიგოთ?
"გიორგი"
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 211
წევრი No.: 144832
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 2 Feb 2013, 18:54  #35018616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (shikomoto @ 28 Jan 2013, 14:18 )
http://deltanet.ge ესაა საიტი და ესეც ფასები, მარა არამგონია კერძო სახლებში შეიყვანონ კახეთში კორპუსები სადაც იდგა იქ შეყავთ და სოფლები რო დაქსელონ ოპტიკური ქსელით მაშინ სულელი უნდა იყო რო ეგ გააკეთო ძალიან დიდი თანხა ჯდება, ამ მაჩვებს არამგონია მაგხელა თანხის გადაყრა უღირდეთ
FTTB - თბილისი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
პაკეტი-1 25 მბ/წმ 10 ლარი 20 ლარი
პაკეტი-2 30 მბ/წმ 10 ლარი 30 ლარი
პაკეტი-3 35 მბ/წმ 10 ლარი 55 ლარი

FTTH - რეგიონი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
შეზღუდული 1 მბ-მდე 20 ლარი 20 ლარი
სტანდარტ 4 მბ-მდე უფასო 30 ლარი
სილვერი 6 მბ-მდე უფასო 40 ლარი
გოლდი 10 მბ-მდე უფასო 60 ლარი
VIP 12 მბ-მდე უფასო 100 ლარი

უკაბელო სისტემა აქვთ მაგალითად თბილისის ემოგარენში რომ ჩავრთოთ ინტერნეტი?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0237 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]