Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სოსისის მომზადება სახლის პირობებში


Posted by: kaqtusi 20 Mar 2018, 14:41
სალამი
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო სოსისის შესახვევი პარკი?სახლის პირობებში რომ შევძლო სოსისის მომზადება

Posted by: max-14 20 Mar 2018, 21:32
ნაწლავში ცადე,ნაღდი ეგაა............................................

Posted by: mustafa_ibrahim 23 Mar 2018, 16:16
kaqtusi
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო სოსისის შესახვევი პარკი?სახლის პირობებში რომ შევძლო სოსისის მომზადება

აქ ვერ იშოვი, მე ვეძებე და ვერ ვნახე. ამაზონიდან გამოიწერ, გამხმარია და რულონად დახვეული, დაასველებ წყალში და ეგაა

Posted by: kaqtusi 1 Apr 2018, 23:13
შეგიძლია ლინკი ჩამიგდო ვერ ვიპოვე

Posted by: tatanashvili1 16 Apr 2018, 22:06
kaqtusi
kaqtusi
დიდ დიღომში იყიდება რამდენადაც ვუცი წობით. მარა ზუსტად არ ვიცი სად biggrin.gif

Posted by: mustafa_ibrahim 17 Apr 2018, 10:44
kaqtusi
QUOTE
შეგიძლია ლინკი ჩამიგდო ვერ ვიპოვე

https://www.amazon.com/gp/product/B002L7TH7C/ref=ox_sc_sfl_title_6?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER
https://www.amazon.com/gp/product/B002L7TFXI/ref=ox_sc_sfl_title_5?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

Posted by: levani169 13 Dec 2019, 19:57
რა ქენით აბა,იშოვეთ სოსისის დასამზადებელი ფორმა?
მეც მინდა და სადმე მიმასწავლეთ.

Posted by: elchi 15 Dec 2019, 06:49
ელექტრო ხორცსაკეპი რომ არის, იმას მოყვება სამი საკეპი "დანა", ერთი კიდევ ძეხვისთვის და სოსისისთვის, კომპლექტს ასევე მოყვება კონუსი, რომელზედაც წამოაცმევთ თქვენთვის სასურველი ზომის ფორმას.
პირადად არც მიცდია ცელოფანში გამეკეთებინა ძეხვი, სარდელი, ან კუპატი ხომ საერთოდ.
ვხმარობ ღორის ნაწლავს, ძირითადად ახალს, დამრჩენია რაღაც რაოდენობა, ზუსტად ვერ განსაზღვრავ რამდენი დაგჭირდება, ნარჩენი გამიყინია და შემდგომშიც გამომდგარა.
ვისაც უნდა "ახოტნიჩის" მსგავსი გააკეთოს, მაშინ ცხვრის ნაწლავი უნდა გამოიყენოს.

ასეთი პროდუქტების უმეტეს ნაწილს ვბოლავ, არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, მაგრამ თუ ტექნოლოგიას და შენახვის წესებს დაიცავ, რისკს მინიმუმამდე ამცირებ.

Posted by: WP-Rex 15 Dec 2019, 13:13
kaqtusi
elchi
QUOTE
პირადად არც მიცდია ცელოფანში გამეკეთებინა ძეხვი

ზემოთ ამაზონის ლინკები როა, წგ ცელოფანი არ არის, კოლაგენია. საქონლის ხრტილისგან მზადდება და იჭმევა ჩვეულებრივად.levani169
QUOTE
რა ქენით აბა,იშოვეთ სოსისის დასამზადებელი ფორმა?
მეც მინდა და სადმე მიმასწავლეთ.

თბილისში არაერთხელ მინახავს დეზერტირების ბაზართან ქუჩა რომ ჩმოდის ზემოდან, მის გასწვრივ დახლებზე.
აგერაც იყიდება https://www.amazon.com/12-Stainless-Sausage-Stuffer-Grinder/dp/B07L7M24XK/ref=sr_1_27_sspa?crid=3B57LZO8SM30D&keywords=sausage+casing&qid=1576401134&s=sporting-goods&sprefix=sausage%2Csporting%2C255&sr=1-27-spons&psc=1&spLa=ZW5jcnlwdGVkUXVhbGlmaWVyPUExVlJLTk5NRVU5T1FMJmVuY3J5cHRlZElkPUEwODU0MzUzMUxKU0lEMkxDNzNSRSZlbmNyeXB0ZWRBZElkPUEwNDI2NDIzMjM3TlpHN1RaRkhKSiZ3aWRnZXROYW1lPXNwX2F0Zl9uZXh0JmFjdGlvbj1jbGlja1JlZGlyZWN0JmRvTm90TG9nQ2xpY2s9dHJ1ZQ==

Posted by: levani169 15 Dec 2019, 18:18
WP-Rex
QUOTE

ზემოთ ამაზონის ლინკები როა, წგ ცელოფანი არ არის, კოლაგენია. საქონლის ხრტილისგან მზადდება და იჭმევა ჩვეულებრივად

ეს მინდა,ძაბრი ხორცსაკეპს თვითონ ააქვს.
იმ ამაზონის ლინკებძე რამდენი გრძივი მეტროა არ უწერია.

Posted by: WP-Rex 15 Dec 2019, 20:42
levani169
კომენტარებში უწერია ერთს:
I just did about 32 feet of 19 mm snack sticks in 3 rolls.
32 feet არის 10 მეტრამდე.

Posted by: ninicool 16 Dec 2019, 01:48
levani169
QUOTE
ეს მინდა,ძაბრი ხორცსაკეპს თვითონ ააქვს.
იმ ამაზონის ლინკებძე რამდენი გრძივი მეტროა არ უწერია.

ღორი დაკალი? sad.gif down1.gif

Posted by: levani169 16 Dec 2019, 17:01
QUOTE (ninicool @ 16 Dec 2019, 01:48 )
levani169
QUOTE
ეს მინდა,ძაბრი ხორცსაკეპს თვითონ ააქვს.
იმ ამაზონის ლინკებძე რამდენი გრძივი მეტროა არ უწერია.

ღორი დაკალი? sad.gif down1.gif

არა გოგო,რა დავკალი არა ......... ინსულტი დაემართა და რეანიმაციაში გვყავს! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ninicool 16 Dec 2019, 21:15
levani169
QUOTE
არა გოგო,რა დავკალი არა ......... ინსულტი დაემართა და რეანიმაციაში გვყავს! 

user.gif ორივე? user.gif

Posted by: elchi 17 Dec 2019, 14:41
WP-Rex
სიტყვა ცელოფანში ეგ ვიგულისხმე, კი იჭმევა, მაგრამ კუსტარულ პირობებში მე მაინც ნატურალურ ნაწლავს ვარჩევ.
მიზეზი ორია, ძეხვს არ ვაკეთებ, მეორე, კუპატის და სარდელისთვის ისევ ნაწლავს ვამჯობინებ, მერე ძირითადად ვბოლავ და დამერწმუნე გემოში განსხვავება იგრძნობა.
რაც შეეხება ფასს, მე არ მიწევს შიპინგის გადახდა, კი ბატონო, სიგრძე აქვს ათ მეტრი და დაახლოებით 6.350კგ ხორცი თავსდება, ჯდება11$.
რატომ უნდა ველოდო როდის მომივა?
აქვეა სუპერმარკეტი, სადაც რანაირი რეცეპტითაც გინდა ისეთ სოსისს დაგიმზადებენ, ასევე იყიდება გაწკრიალებული ნაწლავი წონით.
თავიდან როცა დავიწყე ჩემით გაკეთება 2LB ვიყიდე, სადღაც900-გრამზე მეტი 12$-ად.
დავუშვი 5კგ-ზე მეტი ფარში და არაფერი არ ეტყობა იმ ნაწლავის რაოდენობას.
იმდენი დარჩა, მას შემდეგ 7-8-ჯერ კიდევ გავაკეთე სოსისის იგივე რაოდენობა.
ნამდვილად არ ვიცი რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში, იყიდება თუ არა გასუფთავებული, ამიტომ მე ჩემი აქაური გამოცდილება გაგიზიარეთ.



Posted by: iosebovich 17 Dec 2019, 18:22
elchi
QUOTE
სიტყვა ცელოფანში ეგ ვიგულისხმე, კი იჭმევა, მაგრამ კუსტარულ პირობებში მე მაინც ნატურალურ ნაწლავს ვარჩევ.
მიზეზი ორია, ძეხვს არ ვაკეთებ, მეორე, კუპატის და სარდელისთვის ისევ ნაწლავს ვამჯობინებ, მერე ძირითადად ვბოლავ და დამერწმუნე გემოში განსხვავება იგრძნობა.
რაც შეეხება ფასს, მე არ მიწევს შიპინგის გადახდა, კი ბატონო, სიგრძე აქვს ათ მეტრი და დაახლოებით 6.350კგ ხორცი თავსდება, ჯდება11$.
რატომ უნდა ველოდო როდის მომივა?
აქვეა სუპერმარკეტი, სადაც რანაირი რეცეპტითაც გინდა ისეთ სოსისს დაგიმზადებენ, ასევე იყიდება გაწკრიალებული ნაწლავი წონით.
თავიდან როცა დავიწყე ჩემით გაკეთება 2LB ვიყიდე, სადღაც900-გრამზე მეტი 12$-ად.
დავუშვი 5კგ-ზე მეტი ფარში და არაფერი არ ეტყობა იმ ნაწლავის რაოდენობას.
იმდენი დარჩა, მას შემდეგ 7-8-ჯერ კიდევ გავაკეთე სოსისის იგივე რაოდენობა.
ნამდვილად არ ვიცი რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში, იყიდება თუ არა გასუფთავებული, ამიტომ მე ჩემი აქაური გამოცდილება გაგიზიარეთ.



ეე სამოთხეში ცხოვრობ რაა ... აქ რა არი და რისია და ვარგა თუ არა ვერ გაარკვევ რაა .

Posted by: levani169 18 Dec 2019, 00:12
elchi
QUOTE
კუსტარულ პირობებში მე მაინც ნატურალურ ნაწლავს ვარჩევ.

მეც ავარჩევ მაგრამ სადაა..არაა გასუფთავებული ნაწლავი და გასუფთავება კიდევ ვაია და ვუია.

Posted by: elchi 18 Dec 2019, 01:50
iosebovich
levani169

რა გითხრათ მეგობრებო, აგერ ზემოთაც მოგახსენეთ, არ ვიცი რა ხდება მანდ მეთქი.

არა ლევან, მაგის გარეცხვა-გასუფთავებას მირჩევნია გაქცეული ვირი დავკოდო, სადა მაქვს მაგის ნერვები და დრო.

ადრე დავდე სურათები, სადაც ჩანს, თუ რა ინგრედიენტებს ვიყენებ სარდელისთვის და კუპატისთვის.
ახლა ნამდვილად ვერ ვიპოვი სად არის, კომპში კი მაქვს, მაგრამ რომელ ფოლდერშია ეგეც არ მახსოვს, მაინც მოვძებნი და მომავალში გაჩვენებთ.

Posted by: levani169 18 Dec 2019, 16:21
მოკლედ ბრატცინდა დატცი მივაგენი გასუფთავებული და თანაც იმპორტირებული კოლაგენის გარსის სადისტრიბუციო საწყობს თუ ვინმეს დაგჭირდებათ შემდეგში.
გუდვილთან (ცენტრალურთან,დიღომში) არის შესახვევი,გაივლით 400-500 მეტრს და აუხვევთ ზემოთ,სადაც ყოფილა სასაწყობე მეურნეობა და იქანე ერთ-ერთ საწყობში იყიდით თქვენთვის საჭირო გარსაცმებს,რაოდენება დაუზუსტებელია ჯერ-ჯერობით,მცირე რაოდენობას თუ გასცემენ!
მადლიობები არაა საჭირო!

Posted by: elchi 18 Dec 2019, 19:53
მშვენიერი ინფოა ლევან.
არა მგონია საწყობიდან ცალობით გაყიდონ, მაგრამ იმის გაგება ხომ შეიძლება, რომელ მარკეტებს ამარაგებენ?

თუ ვინმე გაიგებს, დაწეროს ამ თემაში სად იყიდება, უფრო მეტი ხალხი გაიგებს და ბევრი ისარგებლებს, აღარ მოუწევთ ონლაინზე გამოწერა.

Posted by: aisi77 19 Dec 2019, 02:26
levani169
მადლობა ინფორმაციისთვის. თუ შეიძენ გაგვაგებინე რამდენად მოგეწონებათ.

Posted by: elchi 19 Dec 2019, 06:00
ვინც ახლა იწყებთ თქვენით მსგავსი პროდუქტების მომზადებას, მე გაფრთხილებთ, ძალიან იცის ჩათრევა. lol.gif

ესეც სურათები:
საჭირო ინგრედიენტები.
user posted image

შებოლვის წინ.
user posted image

ესეც მზა პროდუქცია.
user posted image

Posted by: aisi77 21 Dec 2019, 00:24
QUOTE (elchi @ 19 Dec 2019, 06:00 )
ვინც ახლა იწყებთ თქვენით მსგავსი პროდუქტების მომზადებას, მე გაფრთხილებთ, ძალიან იცის ჩათრევა. lol.gif

ესეც სურათები:
საჭირო ინგრედიენტები.
user posted image

შებოლვის წინ.
user posted image

ესეც მზა პროდუქცია.
user posted image

იფ რა კარგი ჩანს bis.gif მაგარია !

Posted by: max-14 21 Dec 2019, 01:48
QUOTE
ვინც ახლა იწყებთ თქვენით მსგავსი პროდუქტების მომზადებას, მე გაფრთხილებთ, ძალიან იცის ჩათრევა

ორივე ხელის აწევით დაგეთანხმებით!!!
up.gif up.gif
* * *
QUOTE
სადაც ყოფილა სასაწყობე მეურნეობა და იქანე ერთ-ერთ საწყობში იყიდით თქვენთვის საჭირო გარსაცმებს,რაოდენება დაუზუსტებელია ჯერ-ჯერობით,მცირე რაოდენობას თუ გასცემენ!

მცირე რაოდენობით არ ყიდიან ეგენი.
''დეზერტირების'' ორსარტულიანი სენობა რომაა,ძველი,მეორე სართულზე ხორცის განყოფილებაში (სადაც ხაში იყიდება) იქ იკითხეთ,ეღტი ასაკიანი ქალბატონია,წლებია მაგისგან ვყიდულობ ნაწლავს,კი გასუფთავებულია ვიზუალურად,მაგრამ სახლში კიდევ ჩემებურად შევავლებ ხოლმე ხელს,კილოს 35-40 ლარად ყიდის. კილოგრამი ნაღდად არ დაგჭირდებათ,ასე 10-15 ლარის ბლომად მოდის

Posted by: elchi 21 Dec 2019, 02:17
max-14

10-15 ლარის სადღაც 400გრამამდე გამოდის, ეგეც ბევრია ძმაო.
ნაწლავის მაგ რაოდენობას 10კგ-ზე მეტი ფარში დასჭირდება.

ინფოსთვის მადლობა.

Posted by: QISA 21 Dec 2019, 07:12
elchiრომელ სუპერმარკეტში იყიდება?

Posted by: elchi 21 Dec 2019, 11:35
QUOTE (QISA @ 21 Dec 2019, 07:12 )
elchiრომელ სუპერმარკეტში იყიდება?

ჩემდა სამწუხაროდ არ ვცხოვრობ საქართველოში მეგობარო.
მეოცე წელია აშშ-ში ვარ.

ეს თემა გადაათვალიერეთ და ფორუმელებმა დადეს ინფოები, სად შეიძლება ხელოვნური და ნატურალური ნაწლავის ყიდვა.

Posted by: QISA 21 Dec 2019, 11:45
elchi
მეც აშშ-ში ვარ ,მთლად 20 არა, 5 წელია
yes.gif
ძალიან, ძალიან ადრე დედა აკეთებდა სახლში ძეხვებს, ღორს რომ ვკლავდით ხოლმე. ის გემო და სუნი სულ მახსოვს, ჰოდა მინდა ვცადო ,იქნებ მსგავსი მაინც გამოვიდეს რამე.
მადლობა.

Posted by: elchi 21 Dec 2019, 16:43
QISA
კი ბატონო, მთლად ადვილი, მოძებნეთ ისეთი მარკეტი, სადაც თვითონ აკეთებენ სოსისებს და ძეხვებს, ნებისმიერში შესძლებთ მაგ პროდუქტის ყიდვას. დაელაპარაკეთ იმ სექციაში მომსახურეს და არაა პრობლემა.

ცდა ბედის მონახევრეაო, რატომაც არ გამოგივათ, მოინდომებთ და თქვენს სასურველ არომატებზე და შესაფერისი ინგრედიენტების საშუალებით მიიღებთ დადებით შედეგს.

მომავალში ძეხვის და კუპატის ჩემებურ რეცეპტებსაც დავდებ, ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო.
არ მინდა ნაჩქარევად დავწერო გაუგებარი რამ, მერე კითხვა-პასუხებზე უფრო მეტ დროს დავხარჯავ.

წარმატებები.

Posted by: anatoreli 22 Dec 2019, 14:31
elchi
QUOTE
მომავალში ძეხვის და კუპატის ჩემებურ რეცეპტებსაც დავდებ, ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო.
არ მინდა ნაჩქარევად დავწერო გაუგებარი რამ, მერე კითხვა-პასუხებზე უფრო მეტ დროს დავხარჯავ.


ამხელა კულინარიული ტრადიციის ქვეყანაში,მხოლოდ 2 ტიპის კუპატი გვაქვს... ესაა სირცხვილი და თავის მოჭრა biggrin.gif

ქართული გემოებით უამრავი სახეობის კუპატის დამზადება შეიძლება.... ახალი კუპატის ბრენდები უნდა შეიქმნას აუცილებლად!

Posted by: elchi 22 Dec 2019, 17:31
anatoreli

არ ჩანდით ფორუმზე კაი ხანი.
მესიამოვნა თქვენი დანახვა.

გადავაქოთე მთელი ინეტი კუპატის შესახებ, ვეძებდი ყველანაირ ინფოს.
სრულიად განსხვავებული რეცეპტები იდო, მერე ჯილა მარგალებს ვეკითხებოდი პირადში, ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, მე თვითონ უნდა გამეკეთებინა ისეთი, რომელსაც ჩემნაირი "კლეოზნიკი" მაგ ამბავში, ნაკლს რომ ვერ უპოვიდა.
ინგრედიენტების პრობლემა არ მქონია, ყველაფერი იყიდება აქ, ოღონდ ცალცალკე, თითქმის ყველანაირი სანელებელ-სუნელი მაქვს, ჩვენებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ავიღე და ვსინჯე.
როცა მეკითხებიან რამდენ გრამს რას ვუშვები, მანდ ვიჭედები, თვალის ზომით ვაზავებ, გემოს გასინჯვით და სუნის მიხედვით ვაკეთებ ნებისმიერ ფარშს.
პირველივე ცდაზე მოულოდნელი შედეგი მომცა.
რასაც ვეძებდი, თურმე თავად შემძლებია იმის გაკეთება.

ასე რომ სცადეთ თქვენც და მთავარი არ დაგავიწყდეთ, ზემოთ მე უკვე გაგაფრთხილეთ, ეს გატაცება ნარკოტიკივით არის და ვეღარ მოეშვებით. lol.gif lol.gif

Posted by: anatoreli 22 Dec 2019, 18:36
elchi
QUOTE
არ ჩანდით ფორუმზე კაი ხანი.
მესიამოვნა თქვენი დანახვა.


მადლობა,მაგრამ უკვე ვნანობ biggrin.gif

საზღვარგარეთ... იტალიაში,გერმანიაში იმდენი სახეობები აქვთ ნერვები მეშლება...არადა ქართული ვარიაციებიც უამრავი შეიძლება შეიქმნას,უნდა ვეძებოთ,ვცადოთ,ექსპერიმენტები ვატაროთ და დარწმუნებული ვარ ძაან პოპულარული გახდება....

მერე ამაზე ბევრი რამე აეწყობა...ახალი სახეობის სენდვიჩები,ბურგერები და ა.შ...

Posted by: elchi 22 Dec 2019, 20:01
anatoreli

რამოდენიმეს გავასინჯე კუპატი, თან ბროწეულის სეზონიც დაემთხვა.

ისე მოეწონათ პირღიები დარჩნენ.
რისგან არისო?
მეთქი ცხოველის ღვიძლი, გული, თირკმელი, დაკეპილი ნაწლავი, მუცლის ქონი, საქონლის და ღორის ხორცი და ა.შ.
საქონლის შიგნეული რატომ გვაჭამეო.
მეთქი დაგაძალეთ? ხომ აგიხსენით თავიდან, ეს ჩვენი ნაციონალური კერძია და დელიკატესად ითვლება,
სამ-სამი კუპატი რომ დაახურდავეთ, გემოთი ხომ მოგეწონათ, ახლა რა პრეტენზიები გაქვთ, ვერ ვგებულობ მეთქი.
არაო, ძალიან გემრიელი იყო, მაგრამოოო.
ჰოო, გააგრძელეთ მეთქი.
წადით და ურახუნეთ HOT DOG-ები, მეტის ღირსი არ ყოფილხართ მეთქი.

ხიზილალაზეც იგივე გადამხდა, დაურახუნეს კარგა ბლომად და მერე მეუბნებიან თევზის კვერცხები რატომ გვაჭამეო.

ყაურმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ჩამოვუთვალე ინგრედიენტები, წაყირავდნენ უნიტაზში, არადა მაგარი ნოყიერია ყაურმა, დროზე თუ არ მოასწარი ცხელის ჭამა, რომ იტყვიან იყინება თასში, ამათ კიდევ მთელი ქვაბი შემიჭამეს და მერე აქეთ მიხურებდნენ.

არადა ახლობლები არიან, ბგერა ხ-ზე გლახათა ხდებიან.
თუ არ იტყვით მეთქი ბგერა ხ-ს, ვერ ეღირსებით ხინკალს, ხაჭაპურს და ჩახოხბილს მეთქი.
იმ ორს ვახერხებთ, მაგრამ ჩახოხბილი ნამეტანია, მაგ სიტყვაში ორი ხ არისო.

ვერთობი რა.LOOOL

თქვენი თქმის არ იყვეს, მართლაც რამდენი ვარიაციებია ევროპული ძეხვების და სოსისების.
რას ვიზამთ, პაწაწუნა ქვეყანა გვაქვს და ზარმაცუნები ვართ.



Posted by: Master_Nick 22 Dec 2019, 20:15
QUOTE (anatoreli @ 22 Dec 2019, 14:31 )
elchi

ამხელა კულინარიული ტრადიციის ქვეყანაში,მხოლოდ 2 ტიპის კუპატი გვაქვს... ესაა სირცხვილი და თავის მოჭრა biggrin.gif


მარტო მეგრული ცხელი კუპატია (გახსნილი მოაქვთ კეცზე, ხაშის პირსახოცით და სხვა ინგრედიენტებით შეზავებული) მთელი კულინარიული სამყაროს გვირგვინი. მე ეგეთი გემრიელი არაფერი გამისინჯია, კულინარიული შედევრია ეგ კერძი. მეგრელებს ეცოდინებათ რომელ კუპატზე ვამბობ, ღორის წელში გატენილი გულ ღვიძლის კუპატზე არ არის საუბარი.

Posted by: anatoreli 23 Dec 2019, 16:01
elchi

ნიჩიო ნიჩიო მიეჩვევიან ნელნელა და დაეხვეწებათ პირის გემო biggrin.gif

QUOTE
თქვენი თქმის არ იყვეს, მართლაც რამდენი ვარიაციებია ევროპული ძეხვების და სოსისების.
რას ვიზამთ, პაწაწუნა ქვეყანა გვაქვს და ზარმაცუნები ვართ.



მე იმედი მაქვს ტურიზმის განვითარებასთან ერთად,ახლი კულინარიული შედევრები დაიდება.... ახალი კარგი და გამბედავი მზარეულების თაობა მოდის...


Master_Nick
QUOTE
მარტო მეგრული ცხელი კუპატია (გახსნილი მოაქვთ კეცზე, ხაშის პირსახოცით და სხვა ინგრედიენტებით შეზავებული) მთელი კულინარიული სამყაროს გვირგვინი. მე ეგეთი გემრიელი არაფერი გამისინჯია, კულინარიული შედევრია ეგ კერძი. მეგრელებს ეცოდინებათ რომელ კუპატზე ვამბობ, ღორის წელში გატენილი გულ ღვიძლის კუპატზე არ არის საუბარი.


სასწაულია.... ეგ მეგრული კუპატი იყო,უზომოდ შთანთქვის შემდეგ გასტრიტი რო ავიკიდე biggrin.gif

Posted by: elchi 25 Dec 2019, 09:44
ამ კვირა დღეს გავაკეთე ეს კუპატი.
ეს არ შემიბოლია, ეგრევე აორთქლდა ორ დღეში.

user posted image


Posted by: levani169 10 Jan 2020, 21:22
ესეც ნაღდი შინაური მოკუპატებული.
user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: la reine 10 Jan 2020, 22:23
levani169

ნაწლავები გამოიწერე თუ ეგეც კახურიაbiggrin.gif

ძაან კარგად გამოიყურება.
რა სუნელებს ამატებთ თქვენ?

Posted by: Master_Nick 10 Jan 2020, 23:00
anatoreli
მაგ კუპატის უზომოდ შთანთქმა არ შეიძლება
biggrin.gif გასტრიტით კიდევ ადვილად გამოსულხარ wink.gif

levani169
მაგარია up.gif შიგთავსი რისგან არის შეზავებული?

Posted by: levani169 10 Jan 2020, 23:36
la reine
QUOTE
ნაწლავები გამოიწერე თუ ეგეც კახურიაbiggrin.gif

ძაან კარგად გამოიყურება.
რა სუნელებს ამატებთ თქვენ?

სახლში მომზადილია ნაწლავებიც,ვერ მოვახერხე ყიდვა და გამოწერილი კი მაქვს სპეციალური ჰილზი.....მარა როდის ჩამოვა ვინ იცის.
მაგეებში მე ვერ ვარ კომპეტენტური მარა კოწახური არ გვქონდა ეგ დამამახსოვრდა იმდენი იწუწუნეს! biggrin.gif
Master_Nick
QUOTE

მაგარია up.gif შიგთავსი რისგან არის შეზავებული?

ყველაფერი,მათ შორის აჯიკაც ვგონებ......უგემრიელესი კი იყო და.
ეს პირველი საცდელი პარტიაა,შაბათს სხვა იქნება,უკვე კოწახურით და განსხვავებული საკმაზებით.

Posted by: WP-Rex 11 Jan 2020, 00:32
levani169
QUOTE
ყველაფერი,მათ შორის აჯიკაც ვგონებ......უგემრიელესი კი იყო და.

იქნებ რეცეპტი დადოთ? ძალიან დამაინტერესა.

* * *
გასაგებია რომ ნამდვილი კუპატი შიგნეულობითაა, მაგრამ ხორცის ფარშით გაკეთებულის რეცეპტი ხომ არ აქვს ვინმეს?
გამოცდილზე ვამბობ თორემ ინტერნეტში დასერჩვას რა უნდა.

elchi
ფარშითაც თუ აკეთებთ, იქნებ რეცეპტი დადოთ?

Posted by: elchi 11 Jan 2020, 00:55
WP-Rex

ხინკალისავით მთიულური წესით მომზადებული ფარშით მოზრდილ სარდელებს ვამზადებ.

რაც შეეხება კუპატს, მანდ 3/4-დი გულ-ღვიძლი, სასურველია კარგად გასუფთავებული დაკეპილი თირკმელებიც გაერიოს, 1/3 ღორის "მუცლის" ქონი, ხბოს და ასევე ბურვაკის ხორცი 1/1-ზე.
მარტივია.



* * *
levani169


გიქებ ნახელავს.
კაი წინანდალი, ან მანავის მწვანე უნდა ეგეთ კერძს, საფერავს მიაყოლებ და მერე კუპატის გემოს ვეღარ გაიგებ.
მერეა და თონეში გამომცხვარი დედას პურები უნდა კიდევ მაგას ალვანურ ყველთან ერთად.
შეგარგოს.

Posted by: thug 11 Jan 2020, 02:11
QUOTE
მეგრული ცხელი კუპატია (გახსნილი მოაქვთ კეცზე, ხაშის პირსახოცით და სხვა ინგრედიენტებით შეზავებული)


ძაან მაგარი რამეა

up.gif

გესტ ჰაუსში აქვთ ბრაიტონზე


Posted by: Master_Nick 11 Jan 2020, 09:52
levani169
ველოდებით შაბათის კუპატებს, მაგ ნაწლავების მომზადება ყველაზე შრომატევადი ამბავია, მარილით და ფქვილით რეცხავთ?

thug
აშშ -ში თუ ეგ კუპატი იქნებოდა ხელმისაწვდომი ვერ წარმოვიდგენდი. თბილისში ვერ შეჭამ biggrin.gif ზუგდიდში ვიცი 1-2 რესტორანი სადაც შეიძლება გასინჯვა, ისიც ყოველთვის არ არის მენიუში.

Posted by: WP-Rex 11 Jan 2020, 12:51
elchi
QUOTE
ხინკალისავით მთიულური წესით მომზადებული ფარშით მოზრდილ სარდელებს ვამზადებ.

რეცეპტი გვთხლიშეთ, თუ არ შეწუხდებით smile.gif

Posted by: la reine 11 Jan 2020, 14:45
levani169

იკითხე აბა რეცეპტი. საინტერესოა

როგორც მივხვდი, თქვენ არ ბოლავთ,ხო?

მეგრული კუპატი შებოლილია, მგონი. ასე მახსოვსbiggrin.gif

Posted by: levani169 11 Jan 2020, 17:07
la reine
QUOTE

როგორც მივხვდი, თქვენ არ ბოლავთ,ხო?

ვინ ვაცდი შებოლვას თორე .............

Posted by: elchi 11 Jan 2020, 17:11
QUOTE (WP-Rex @ 11 Jan 2020, 12:51 )
elchi
QUOTE
ხინკალისავით მთიულური წესით მომზადებული ფარშით მოზრდილ სარდელებს ვამზადებ.

რეცეპტი გვთხლიშეთ, თუ არ შეწუხდებით smile.gif

რა პრობლემაა, ახლავე მოგართმევთ.
ძირითადი ინგრედინტები ზემოთ მოგახსენეთ, რაც შეეხება სუნელებს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყვეთ.
ფარშს ვურევ პირველ რიგში წითელ დაფქვილ წიწაკას, მერე ხელის საფქვავიდან შავ წიწაკასაც წავაშველებ, ვცდილობ ნამეტანი მარგალური რომ გამომივიდეს და მარილი თქვენი გემოვნების მიხედვით, ასევე უცხო სუნელი, ქონდარი და ხმელი ქინძის ფხვნილი, ყველა ცოტ-ცოტა.

/რანაირი ქართულია ახალა ეს, რაც დავწერე?/ lol.gif

Posted by: WP-Rex 11 Jan 2020, 17:37
elchi
elchi
QUOTE
ძირითადი ინგრედინტები ზემოთ მოგახსენეთ, რაც შეეხება სუნელებს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყვეთ.
ფარშს ვურევ პირველ რიგში წითელ დაფქვილ წიწაკას, მერე ხელის საფქვავიდან შავ წიწაკასაც წავაშველებ, ვცდილობ ნამეტანი მარგალური რომ გამომივიდეს და მარილი თქვენი გემოვნების მიხედვით, ასევე უცხო სუნელი, ქონდარი და ხმელი ქინძის ფხვნილი, ყველა ცოტ-ცოტა.


ეს რამდენი კგ ფარშზე?
'
QUOTE
ხინკალისავით მთიულური წესით მომზადებული ფარში

აი ეს როგორ მზარდდება?
ხორცი ანუ

Posted by: elchi 11 Jan 2020, 17:45
დანამდვილებით ვერ გეტყვით.
"თვალის ზომით" ვაკეთებ ყველა კერძს.
ეგაა ჩემი და სხვების პრობლემა, როცა რაიმეს რეცეპტს ვწერ.

ბოდიში.
მხრების აჩეჩვის სიცილაკი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა.LOL
მესტუმრე და ჩემი თავი გენაცვალოს, თავად ნახავ რა და როგორ ხდება.

Posted by: thug 11 Jan 2020, 20:58
Master_Nick

კი რავი ქართულ რესტორანში ქონდათ რამდენჯერმე მაქვს შეკვეთილი
ეხლაც ექნებათ წესით


Posted by: levani169 11 Jan 2020, 23:43
2 კილო ხორცი,ღორის ან შერეული.
.4 თავი ხახვი,5 კბილი ნიორი, ხმელი ქონდარი 2 ჩ.კ. ამდენივე ხმელი ქინძი დაფქული, ამდენივე ძირა, წითელი დაღერღილი წიწაკა, მარილი გემოვნებით და ერთი მუჭა კოწახურის მარცვლები. ავურიოთ, ერთი ჭიქა თბილი წყალი დავასხათ რომ გათხელდეს და ჩავტენოთ ნაწლავებში.
ესეც დღევანდელი ნახელავი,ამჯერედ ნაყიდ ნაწლავებში,სავარაუდოდ საქონლის.
user posted imageuser posted image

Posted by: WP-Rex 11 Jan 2020, 23:54
ღორის ხორცი ცხიმიანობის თვალსაზრისით სავალდებულო არაა.
მაროკოელი არაბები ცხიმიანობის მისაცემად რძეში მოზელილი საქონლის ხორცის ფარშით ამზადებენ ცნობილ მაროკოულ კუპატებს - მერგეზებს.
გამისინჯავს და უგემრიელესია, ოღონდ ძალიან ცხარეს აკეთებენ ეგენი.

levani169
შთამბეჭდავად გამოიყურება.

Posted by: Master_Nick 12 Jan 2020, 09:54
levani169
გულ ღვიძლი/თირკმელი და ნაწლავები შიგნით არ ურევია?

Posted by: levani169 12 Jan 2020, 13:57
WP-Rex
QUOTE
ღორის ხორცი ცხიმიანობის თვალსაზრისით სავალდებულო არაა.

გემოვნების ამბავია......არის კერძები რომლებიც ღორის ხორცისგან ვერ გამოდის მარა .......
ფარში მაქსიმალურად უცხიმოა არჩეული (სამწვადე ბარკალი რა biggrin.gif )

Master_Nick
QUOTE
გულ ღვიძლი/თირკმელი და ნაწლავები შიგნით არ ურევია?

არა,ეგენი ქელახისაა,თუ არ იყიდე სპეციალურად ისე ვინ დაგანებებს სახლში დაკლულის გულ-ღვიძლს! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Master_Nick 12 Jan 2020, 16:20
QUOTE (levani169 @ 12 Jan 2020, 13:57 )


Master_Nick
QUOTE
გულ ღვიძლი/თირკმელი და ნაწლავები შიგნით არ ურევია?

არა,ეგენი ქელახისაა,თუ არ იყიდე სპეციალურად ისე ვინ დაგანებებს სახლში დაკლულის გულ-ღვიძლს! biggrin.gif biggrin.gif

lol.gif მართალი ხარ.

მეც შემოგიერთდებით აბა ჩემი საშობაო კუპატებით, როგორც ოჯახში ამბობენ უგემრიელესი გამოვიდა.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: la reine 12 Jan 2020, 16:37
Master_Nick

ოხოხოხო ვის ოჯახშიც შენ შეხვალup.gif

ტოესწ შესულიხარ და ტრიალებbiggrin.gif

ყოჩაღ, ნიკაsmile.gif

Posted by: Master_Nick 12 Jan 2020, 17:42
la reine
lol.gif ფასდება ოჯახის სამზარეულოში ტრიალი, ფასდება lol.gif

Posted by: levani169 12 Jan 2020, 19:51
ესეც მისართმევად მომზადილი კუპატი.
user posted imageuser posted imageuser posted image

მასტერასიც კაია

Posted by: elchi 13 Jan 2020, 16:53
ასე არ სჯობია?
აბა ნახეთ, როგორ შეგძლებიათ და ამას გვიმალავდით აქამდე?
ბარაქა ხალხო, დაგელოცოთ მარჯვენა.
გიქებთ ნახელავს, ალალად შეგარგოთ.

Posted by: tavadze 1 Feb 2020, 01:37
ყველა ეგ ნახელავი გემოთი რომ კარგი იქნება, ეჭვიც არ მეპარება, ბატონებო, მაგრამ ფორმას რაც შეეხება, მომიტევეთ და პირადად მე კუპატი ვიცი, აი, ასეთი: ჩემი წლევანდელი ნახელავი, მეზობლების დახმარებით გაკეთებული. მაგ კუპატების ხათრით ავიტეხე საახალწლოდ ღორის დაკვლა. biggrin.gif biggrin.gif
user posted image
ნაწლავები მეზობლებმა დამირეცხეს და დაამუშავეს, შეზავებაში მთავარი შეფ-კულინარი მე ვიყავი, თუმცა - ფრთამოჭრილი, biggrin.gif რადგან ძმა მყავს სტუმრად რუსეთიდან და "რაც ბედმა ჩრდილოეთში წაიღო", ცოტა გააზიზებულია, მწყრალად გამხდარა მარილთან, წიწაკასთან, ძმართან და სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, რაც მე მიყვარს. ამიტომ ამჯერად ცოტა დავკეცე აფრები და გემოვნება-შეზავება მას მივანდე.
ესაა ყველაზე დიდი კუპატი. სხვები მთლად ამხელები არაა, მაგრამ მაინც გვარიანი ხანჯლებია.
აქ ლაპარაკი იყო ფარშზე და მე აქაც განსხვავებული შეხედულება მაქვს, რაც გამომდინარეობს იმ ტრადიციიდან, რომლითაც ოჯახში მთელი ჩემი ბავშვობა ვაკეთებდით კუპატს. ზოგადად, ეგეც ძაან პირობითი რამეა, რადგან ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს და არა მარტო კუთხეს, აგერ, ჩემს სოფელშიც კი, ჩემი ორიოდე მეზობელი სულ სხვანაირად აზავებს კუპატს - ბლომად ქონი და ცოტა ხორცი, გულ-ღვიძლის გარეშე. მაგრამ მაპატიოს ყველამ და არც ეგეთი კუპატი მომწონს ანუ ქონში შეტივტივებული და არც - გატარებული ხორცისგან მიღებული ფარში.
ჩემთვის იდეალური ფარში ესაა (სხვას თავისი გემოვნება აქვს და ეს მისი საქმეა - გემოვნებაზე ხომ არ კამათობენ!), როგორითაც ოჯახში ვამზადებდით: გულ-ღვიძლიც ერეოდა, ცხიმიც და ხორციც. ხორციდან აუცილებლად ვურევდით ხერხემლის ანაჭერ 1-2 ნაჭერს; დასამარილებელ ბეჭ-ბარკლებს მთავარ ძვალს რასაც ამოაჭრიდა მამაჩემი (ხორცი ხომ რაც უფრო ახლოა ძვალთან, მით უფრო გემრიელია), მუცლის ანაჭერ ნაჭრებს (ეს ნაკლებხარისხიანი ხორცია და დასამარილებელ-შესანახად ბევრი არაფერია), ყელის გადანაჭერს - თავის გადაჭრის ადგილიდან ბეჭებამდე რაც რჩება კისერზე და იქნებ ცოტა სხვა ნაჭრებიც შეგვერია (გააცნია, რამხელა ღორს ვკლავდით: თუ დიდი იყო, მასა ისედაც ბევრი გამოდიოდა და დამატება არ სჭირდებოდა, რადგან გულ-ღვიძლიც ხომ ერეოდა. არადა, ჩვენ, უმეტესად დიდ ღორებს ვკლავდით).
ცხიმს საგანგებოდ არც ვურევდით - რამე თუ მოგვრჩებოდა რომელიმე ნაჭერზე, თორემ რასაც სპეციალურად ვიღებდით, იმას ისედაც ჰქონდა თავისი ქონი. ამასთან, გულ-ღვიძლსაც ხომ აქვს ცხიმი; მაგალითად, მსხვილ ნაწლავებთან რომ ფაშვივით რაღაცაა (გურიაში ჯორჯალა ქონს ვეძახით). გულ-ღვიძლს ვაყოლებდით ყველაფერს "მაგარას" გარდა (ჩადებისას ეგ ხევს ნაწლავებს). ამ მასას აუცილებლად ვამატებდით წვრილ ნაწლავებსაც - ეგ ძაან კარგ გემოს აძლევს ფარშს.
ამ ყველაფერს ვხარშავდით დიდხანს, ვიდრე ხორცი თავისით არ გასცილდებოდა ძვალს. მერე ამოვიღებდით ქვაბიდან და დასაწურად დავყრიდით დიდ ვარცლზე, თუმცა მანამ იმავე ვარცლზე ვყრიდით ბლომად წვრილად დაჭრილ ხახვს, გატარებულ ნიორს და ამ ცხელ ხორცს ვაყრიდით ზემოდან, რითაც ბოსტნეული იშუშებოდა. რომ გაგრილდებოდა ხორცი, მერე იჭრებოდა ნაჭრებად და მიდიოდა შეზავება: ცოტა მომეტებულად მარილი (ამან უნდა შეინახოს მარტი-აპრილის სითბოებში. თან მერე მარილ-წიწაკა ნელდება კიდეც), წიწაკა და აუცილებლად ბლომად ქონდარი. ამ მასაც ცხელ-ცხელსვე ჩავდებდით ნაწლავებში, რომელსაც ამოვავლებდით თბილწყალში, გარედანაც შევსვრიდით მარილში და ამოვკიდებდით სითბოში გამოსაშრობად.
თუმცა ამ ბოლოს მე ცოტა გავამრავალფეროვნე შეზავების პროცესი და ხორცეულის ინდურ სანელებელს, ინდურ კარის და წიწაკასაც ინდურს ვუშვები (მწარესთან ერთად - პაპრიკასაც). ისე კი მეზობლად ვანელი ქალი გვყავს რძლად და ის ყვითელ ყვავილს და ცოტა ძმარსაც უშვება - მომეწონა ორივე. ასევე ამატებენ ბროწეულსაც, თუმცა მე წლეულს დაფქვილი კოწახური ვუყავი, მაგრამ ბროწეულის მარცვლები აშკარად აჯობებდა.
მოკლედ, ესაა კუპატის ჩემეული რეცეპტი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა კუთხეს კი არა, ლამის ყველა დიასახლისს თავისი რეცეპტი აქვს.
ისე კი ამ ბოლოს კუპატის ქილებში ჩადება და მოხუფვაც დაიწყეს. ეს ბევრად იოლია, რადგან ნაწლავების რეცხვა საშინელი საქმეა. ცუდი არც ქილებში ჩადებულია და თან კარგად თუ გაასტერილებ, ბევრად დიდხანსაც ინახება, მაგრამ იმ გამომშრალ ნაწლავსაც და მასში ჩადებულ კუპატსაც მაგარი გემო აქვს.

Posted by: WP-Rex 1 Feb 2020, 22:48
tavadze
QUOTE
ისე კი ამ ბოლოს კუპატის ქილებში ჩადება და მოხუფვაც დაიწყეს. ეს ბევრად იოლია, რადგან ნაწლავების რეცხვა საშინელი საქმეა.

უკაცრავად, მაგრამ დილეტანტი ვარ ამ საქმეში და ვერ მივხდი, ქილებში მხოლოდ კუპატის შეზავებულ შიგთავსს ხუფავენ თუ რა შუაშია ნაწლავების რეცხვის საშინელება?

Posted by: tavadze 2 Feb 2020, 00:49
WP-Rex
QUOTE
უკაცრავად, მაგრამ დილეტანტი ვარ ამ საქმეში და ვერ მივხდი, ქილებში მხოლოდ კუპატის შეზავებულ შიგთავსს ხუფავენ თუ რა შუაშია ნაწლავების რეცხვის საშინელება?

კი, ზუსტად შეზავებულ ფარშსს (ანუ შიგთავსს, როგორც თქვენ წერთ) ხუფავენ. ამიტომ ნაწლავები აღარაა საჭირო და არც მათი დარეცხვის საჭიროებაა. ეს შეუდარებლად აიოლებს კუპატის დამზადებას, თორემ მაგ საქმის მთელი სირთულე სწორედ ნაწლავების დარეცხვაა.

Posted by: WP-Rex 2 Feb 2020, 14:03
tavadze
QUOTE
კი, ზუსტად შეზავებულ ფარშსს (ანუ შიგთავსს, როგორც თქვენ წერთ) ხუფავენ. ამიტომ ნაწლავები აღარაა საჭირო და არც მათი დარეცხვის საჭიროებაა. ეს შეუდარებლად აიოლებს კუპატის დამზადებას, თორემ მაგ საქმის მთელი სირთულე სწორედ ნაწლავების დარეცხვაა.

აზრადაც არ მომსვლია ფარში მასე თუ ინახებოდა.)))

და მერე იღებენ და ტაფაზე ამზადებენ ალბათ ხომ?

ისე, ნაწლავების რეცხვის მშვენიერი ალტერნატივა ვნახე მე ამაზონზე კოლაგენიდან დამზადებული ხელოვნური ნაწლავების სახით.
მარილიან წყალში ჩააგდებ და გამოიყენებ. თან იჭმევა და ყველაფერი. საქონლის ხრტილისგან მზადდება.

Posted by: tavadze 2 Feb 2020, 19:57
WP-Rex
QUOTE
ისე, ნაწლავების რეცხვის მშვენიერი ალტერნატივა ვნახე მე ამაზონზე კოლაგენიდან დამზადებული ხელოვნური ნაწლავების სახით.

მაგას აშკარად სხვა გემო აქვს და ვერაა ისეთი.

Posted by: Perfecto_77 20 Feb 2020, 16:48
თბილისში სად იყიდება ნაწლავი ცალკე? ან როგორი ნაწლავი უნდა იყოს?

ან ხელოვნური გარსი?

მითხარით ვინმემ რა sad.gif


Posted by: WP-Rex 21 Feb 2020, 10:41
tavadze
QUOTE
მაგას აშკარად სხვა გემო აქვს და ვერაა ისეთი.

რა ვიცი, მე იტალიური ვყიდე ამაზონზე და არაფრის გემო არ ჰქონდა.

Perfecto_77
QUOTE
ან ხელოვნური გარსი?

აქ არაა.

Posted by: narmonana 21 Feb 2020, 21:19
Perfecto_77
https://www.amazon.com/s?k=Sausage+Casing+Casings&ref=nb_sb_noss_2

გამოწერე და ეგ იქნებაა

Posted by: Perfecto_77 21 Feb 2020, 22:13
WP-Rex
QUOTE
აქ არაა.

ხო, ყველგან შევამოწმე და არსად არაა.

მერე ნაწლავით გაკეთება გადავწყვიტე და მიმასწავლეს დინამოსთან ბაზარში, მივედი და ახლა არ გვაქვსო, დილაუთენია უნდა მოხვიდე ეგ თუ გინდაო. ეგრევე მიაქვთ და თავდებაო.

narmonana
QUOTE
გამოწერე და ეგ იქნებაა

კი, ვიცი ესენი. ამას ისევ ნაწლავი მირჩევნია. შემპირდნენ ნაწლავს უკვე biggrin.gif

მოკლედ, ამჯერად საცხობი ცელოფანი გამოვიყენე და ლარეინის რეცეპტით მოვამზადე ქათმისგან

სუნელებით შევაზავე და არაჩვეულებრივი გამოვიდა

user posted image

user posted image

Posted by: max-14 21 Feb 2020, 22:14
QUOTE
თბილისში სად იყიდება ნაწლავი ცალკე? ან როგორი ნაწლავი უნდა იყოს?

ადრე დეზერტირებში იყო,მეორე სართულზე,სადაც ხაშს ყიდიან

Posted by: Perfecto_77 21 Feb 2020, 22:16
max-14
QUOTE
ადრე დეზერტირებში იყო,მეორე სართულზე,სადაც ხაშს ყიდიან

კი, ვიყავი მანდ, დილაუთენია უნდა მოხვიდეო ასე მითხრეს.

Posted by: WP-Rex 21 Feb 2020, 22:41
Perfecto_77
QUOTE
ლარეინის რეცეპტით მოვამზადე ქათმისგან

სუნელებით შევაზავე და არაჩვეულებრივი გამოვიდა

აბა დაგვიდე ეგ რეცეპტი რა ))

Posted by: Master_Nick 21 Feb 2020, 22:49
Perfecto_77
კარგია, ყოჩაღ, ლარეინის რეცეპტები up.gif ქათმისგან საინტერესო უნდა იყოს, რეცეპტი ჩვენც გვითხარიsmile.gif

Posted by: Perfecto_77 21 Feb 2020, 23:04
QUOTE (WP-Rex @ 21 Feb 2020, 22:41 )
Perfecto_77
QUOTE
ლარეინის რეცეპტით მოვამზადე ქათმისგან

სუნელებით შევაზავე და არაჩვეულებრივი გამოვიდა

აბა დაგვიდე ეგ რეცეპტი რა ))

რატო უნდა დაგიდო, ჩემი და ლარეინის პირად ცხოვრებაში რატო ერევი mad.gif

Master_Nick
QUOTE
კარგია, ყოჩაღ

2kiss.gif

Posted by: la reine 22 Feb 2020, 13:50
Perfecto_77

აუუ რა საზიზღარი ხარbiggrin.gif

ნუ გეზარება. მე რომ ვწერე ბევრი და დაწვრილებით ხო კაი იყოbiggrin.gif

მიდი დროზე დაუკოპირე პმში. თუ უკვე არ წაშალე რა თქმა უნდა:/

Posted by: Perfecto_77 22 Feb 2020, 15:56
la reine
QUOTE
აუუ რა საზიზღარი ხარ

ნუ გეზარება. მე რომ ვწერე ბევრი და დაწვრილებით ხო კაი იყო

მიდი დროზე დაუკოპირე პმში. თუ უკვე არ წაშალე რა თქმა უნდა:/

biggrin.gif

ვინახამ


Posted by: elchi 22 Mar 2020, 18:18
ერთ რამეს გირჩევთ.
ფარშში გადაურიეთ მაღალ გრადუსიანი მუქი ლუდი.
საოცარ შედეგს მოგცემთ, იქნება წვნიანი და მეტად სურნელოვანი.

Posted by: xx3xx 12 Dec 2020, 22:10
QUOTE (Master_Nick @ 22 Dec 2019, 20:15 )
QUOTE (anatoreli @ 22 Dec 2019, 14:31 )
elchi

ამხელა კულინარიული ტრადიციის ქვეყანაში,მხოლოდ 2 ტიპის კუპატი გვაქვს... ესაა სირცხვილი და თავის მოჭრა biggrin.gif


მარტო მეგრული ცხელი კუპატია (გახსნილი მოაქვთ კეცზე, ხაშის პირსახოცით და სხვა ინგრედიენტებით შეზავებული) მთელი კულინარიული სამყაროს გვირგვინი. მე ეგეთი გემრიელი არაფერი გამისინჯია, კულინარიული შედევრია ეგ კერძი. მეგრელებს ეცოდინებათ რომელ კუპატზე ვამბობ, ღორის წელში გატენილი გულ ღვიძლის კუპატზე არ არის საუბარი.

თბილისში თუ იყიდება სადმე ან თუ აკეთებენ კარგად? ცხელი ქვია თუ ცხარე ზუსტად როგორ მოვიძიო ?

Posted by: ხიხო 13 Dec 2020, 15:25
xx3xx

QUOTE
თბილისში თუ იყიდება სადმე ან თუ აკეთებენ კარგად? ცხელი ქვია თუ ცხარე ზუსტად როგორ მოვიძიო ?


სანაპიროზე რესტორან აფხაზეთში მაქვს მირთმეული.
სერიოზული რამაა

Posted by: max-14 23 Apr 2022, 22:37
QUOTE
ცხელი კუპატი

მართლაც მაგარი რამეა...

Posted by: MasterJC 23 Apr 2022, 22:58
არის ნაწლავი და არის ხელოვნური ნაწლავი თუ რაც ჰქვია, კილომეტრობით იზომება, თბილისში და საქართველოში იშოვება. დისტრიბუციას მიაქვს რესტორნებში, კულინარისი აკადემიაში და ა.შ., ყველგან, სადაც კუპატს ან სოსისს ამზადებენ ადგილზე

თავად შენ როგორ უნდა მიაგნო, არ ვიცი სამწუხაროდ

Posted by: Daukvirdi 29 Apr 2022, 19:48
კუპატი არაა ეგ. ?

Posted by: ჩარლზ 5 Jan 2024, 15:27
სალამი ყველას. ეს ჩამომივიდა ეხლა ამაზონიდან და მირჩიეთ რისი მომზადება შემიძლია. სოსისი ან ძეხვი მინდა მოვამზადო. უფრო ის მაინტერესებს, ხანგრძლივად როგორ შევინახო მომზადებული სოსისი/ძეხვი

user posted image

Posted by: მამაო ენუქი 5 Jan 2024, 23:09
სახლში რა მოამზადებს და რომელი ფირმის სოსისის ვარგა ?

Posted by: ჩარლზ 6 Jan 2024, 12:23
მოკლედ, გუშინ გემრიელად ჩავუჯექი იუთუბს და კაი ხანი ვუყურებდი ვიდეოებს.

ორი ვარიანტი შევარჩიე
1) ჩორიზო
ინგრედიენტები: ღორის მხარი ან უკანა ფეხის ნაწილი, პაპრიკა, ცხარე წიწაკა, შავი პილპილი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძი, გამხმარი ორეგანო, კვლიავი, მარილი, ნიორი.

2) ე.წ. იტალიური სოსისი
ინგრედიენტები: ღორის მხარი და მუცლის ნაწილი, მარილი, ცხარე წიწაკა, პაპრიკა, შავი პილპილი, მშრალი წითელი ღვინო.

ორივე შემთხვევაში კოლაგენში გამზადებული ძეხვები უნდა დაიხვრიტოს ნემსით, რათა ე.წ. ჰაერის ჯიბეები არ დარჩეს (ბაქტერიის გასამრავლებლად ხელსაყრელი პირობები რომ არ შეიქმნას), შემდეგ უნდა დავკიდოთ სარდაფში(ან რამე ეგეთ ადგილზე), გამოშრობას ჭირდება 4-8 კვირა.

ტემპერატურის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციებია. ზოგმა თქვა რომ სადღც 4-5 გრადუსი უნდა იყოს. ზოგმა იდეალურ ტემპერატურად 13 გრადუსი (ცელსიუსი რა თქმა უნდა) დაასახელა, ზოგი ამტკიცებს რომ 10 გრადუსზე მაღლა არ უნდა ადიოდეს სითბო.

მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ახლა ის მაფიქრებს, ეგრე გამომშრალი ძეხვი ჯანმრთელობისთვის რამე მავნე თვისებებს ხომ არ შეიძენს. ზედმეტი ბაქტერია, ან სოკოვანი წარმონაქმნი, ან რამე ასეთი ხომ არ გამოიყოფა. რა რისკები არსებობს. თან ხორცი უნდა ვიყიდო, ხოდა რავიცი როგორი ხორცია, მაგაშიც არ გვაქ გარანტია (რითი გაზარდეს, ელემენტარული წესები თუ დაიცვეს, რა პირობებში დაიკლა და ა.შ.)

თუ უფრო მარტივადაა საქმე? იქნებ შესაბამისი სანელებლები, პილპილი, მარილი ანეიტრალებს ზედმეტ ბაქტერიებს? დაწერეთ მცოდნეებმა.

ხო მართლა, ეს ტიპი ხსნის შედარებით პროფესიონალურად


ესაა გამოშრობის პროცესი, ხოლო თუ როგორ მოამზადა ფარში და ყველაფერი, ამ ვიდეოშია:

Posted by: levanoza 9 Jan 2024, 23:28
ნიტრიტული მარილი უნდა, რათა ე.წ. ბოტულიზმის ბაქტერია ან სხვა რამ არ განვითარდეს, თან ფერსაც უნახავს ხორცს. მაგრამ ჩვენთან არ იშოვება, გამოწერა უნდა

Posted by: ჩარლზ 10 Jan 2024, 12:17
levanoza
QUOTE
ნიტრიტული მარილი უნდა, რათა ე.წ. ბოტულიზმის ბაქტერია ან სხვა რამ არ განვითარდეს, თან ფერსაც უნახავს ხორცს. მაგრამ ჩვენთან არ იშოვება, გამოწერა უნდა

აი ზუსტად ეგაა ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი: არ გაჩნდეს რამე ისეთი ბაქტერია.

ეგეთი მარილი ერთმა ახსენა იუთუბზე, მაგრამ სხვა რა ვიდეოებიც ვნახე, არავის უხსენებია. ჩვეულებრივ მარილს უკეთებენ, მხოლოდ აზუსტებენ, რომ ხორცის წონის მინიმუმ 3% უნდა იყოს მარილი, რათა რამე "პრეზერვატივი" არ დაჭირდეს ხორცს დამატებით. ანუ როგორც ჩანს ჩვეულებრივი მარილიც ასრულებს იგივე როლს, თუ შესაბამისი პროპორციით უზამ.

მაგრამ დაზუსტებას საჭიროებს მაინც.

ძალიან ცუდია რომ სოსისის/ძეხვის მომზადების კულტურა არ გაგვაჩნია ჩვენს ქვეყანაში. თან უცნაურიცაა, ძაან გამოსადეგი იქნებოდა ისტორიულად, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.


Posted by: levanoza 12 Jan 2024, 23:18
ნიტრიტული მარილი არაა აუცილებელი სოსისებისთვის, ან იმ პროდუქტისთვის, რომელიც მალევე უნდა მომზადდეს საკვებად. აი შესანახი, ანუ დასავარგებელი პროდუქტებისთვის კი საჭიროა.
https://www.youtube.com/@coolpropaganda ამ არხზე ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეოა და გამოგადგება

Posted by: ჩარლზ 13 Jan 2024, 00:33
levanoza
QUOTE
ნიტრიტული მარილი არაა აუცილებელი სოსისებისთვის, ან იმ პროდუქტისთვის, რომელიც მალევე უნდა მომზადდეს საკვებად

საქმეც მაგაშია რო სარდაფში უნდა დავკიდო და გამოვაშრო. 4-8 კვირა ჭირდება.
ნუ, რაღაც ნაწილს მალევე მოვამზადებ (შევწვავ) და მივირთმევ, რაღაც ნაწილს გავყინავ და საყინულეში შევინახავ კაი ხანს. მარა ყველაზე მეტად ხანგრძლივი გამოშრობა მაინტერესებს.

QUOTE
https://www.youtube.com/@coolpropaganda ამ არხზე ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეოა და გამოგადგება

რუსული არ ვიცი sad.gif

ამ ვიდეოში დეტალურად ხსნის ეს კაცი


ასეთი ამბავია: ამ ორი კრიტერიუმიდან თუ ორივეს ვაკმაყოფილებთ, მაშინ curing salt საჭიროა. თუ ერთ-ერთს ან არცერთს, მაშინ საჭირო არ არისო.

user posted image

Posted by: levanoza 13 Jan 2024, 01:07
სუბტიტრები ჩაურთე და ათარგმინებ ქართულად. ძალიან მაგრად აკეთებს.

user posted image

Posted by: ჩარლზ 13 Jan 2024, 14:08
levanoza
მთელი გულით მეზიზღება რუსული ენა 2kiss.gif

მარა მადლობა გამოხმაურებისთვის და რჩევისთვის <3

Posted by: levanoza 14 Jan 2024, 23:54
მეც მეზიზღება, მაგრამ კარგად მეტი არ ვიცი...

Posted by: ჩარლზ 27 Jan 2024, 21:01
დავიწყოთ თავიდან
ბლაუენშტაინის ხორცი

user posted image

ამაზონიდან გამოწერილი ამერიკული ნაწლავები
user posted image

ჩვეულებრივი სოსისი
user posted image

პროცესში
user posted image

მომავალი ჩორიზო (ვნახოთ როგორ წავა ფერმენტაცია)
user posted image

Posted by: WP-Rex 27 Jan 2024, 22:28
ჩარლზ
QUOTE
დავიწყოთ თავიდან
ბლაუენშტაინის ხორცი

კი მაგრამ ხორცს არაფერს არ უმატებ? სუნელები, რამე....

Posted by: ჩარლზ 28 Jan 2024, 00:08
WP-Rex
რა თქმა უნდა. ძირითადი ინგრედიენტებია მარილი, პილპილი, დაფქვილი წიწაკები. დანარჩენი გემოვნების ამბავია.

Posted by: WP-Rex 28 Jan 2024, 10:29
ჩარლზ
QUOTE
ბლაუენშტაინის ხორცი

ეს რა ნაწილია?
QUOTE
ამაზონიდან გამოწერილი ამერიკული ნაწლავები

ლინკს ვერ დააგდებ?
QUOTE
პროცესში

უბრალოდ ტენი, გაყინულს ინახავ, მერე ალღობ და წვავ ტაფაზე?
QUOTE
მომავალი ჩორიზო (ვნახოთ როგორ წავა ფერმენტაცია)

ჩორიზოს გაკეთება როგორ ხდება?

Posted by: ჩარლზ 28 Jan 2024, 13:27
WP-Rex
QUOTE
ლინკს ვერ დააგდებ?

https://www.amazon.com/dp/B00EZTIGNA?psc=1&ref=ppx_yo2ov_dt_b_product_details

QUOTE
ეს რა ნაწილია?

ბეჭი

QUOTE
ჩორიზოს გაკეთება როგორ ხდება?

ამ ვიდეოს მიხედვით გავაკეთე. ოღონდ ამან ეგრევე შეწვა. მე გამოშრობას ვაპირებ, მაგის მუღამი მაქ. წინა გვერდზე დავდე ვიდეო, თუ როგორ ხდება გამოშრობა.


QUOTE
უბრალოდ ტენი, გაყინულს ინახავ, მერე ალღობ და წვავ ტაფაზე?

ხორცის გასატარებელს აქვს სპეციალური თავი ძეხვების დასამზადებელი და მაგიტ აკეთებ. მანამდე ფარშში ურევ სუნელებს და ყველაფერს.

მერე შეგიძლია ეგრევე შეწვა ტაფაზე, ან გაყინო და შეინახო (საუბარია ჩვეულებრივ სოსისზე, ჩორიზოს დიდი ხანი უნდა).

Posted by: GEORGEXIII 28 Jan 2024, 21:13
მცხეთისკენ ავტობანზე სასოსისე რომ არის მაგაზე რას იტყვით?

Posted by: ჩარლზ 7 Feb 2024, 11:25
გამოშრობა მგონი ნორმალურად მიმდინარეობს. ცოტა ტემპერატურა იმატებს და არ მომწონს ეგ ამბავი. მარა კარგად ნიავდება სივრცე და ამიტომ საფრთხე წესით ნაკლებია.

user posted image

user posted image

Posted by: buxxx 22 Feb 2024, 00:37
QUOTE (ჩარლზ @ 7 Feb 2024, 11:25 )
გამოშრობა მგონი ნორმალურად მიმდინარეობს. ცოტა ტემპერატურა იმატებს და არ მომწონს ეგ ამბავი. მარა კარგად ნიავდება სივრცე და ამიტომ საფრთხე წესით ნაკლებია.

user posted image

user posted image

Curing რითი გაუკეთე ალკოჰოლით. ?

Posted by: ჩარლზ 22 Feb 2024, 08:34
buxxx
QUOTE
Curing რითი გაუკეთე ალკოჰოლით. ?

როგორც წავიკითხე, ხორცის მასის მინიმუმ 3% უნდა იყოს მარილი. ეგ წესი დავიცავი. ასევე 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო დავასხი. ცხარე სუნელებიც ბლომად ვუქენი. იმედი მაქვს ეს ყველა დეტალი კარგად იმუშავებს და დაცულ პროდუქტს მივიღებ.

user posted image

გუშინ შევამჩნიე რომ გარედან თეთრი ობივით გაიკეთა, რაც ნორმალურია. მთავარია შავი არ გაიკეთოს, თორე გადასაგდები იქნება.

Posted by: buxxx 24 Feb 2024, 14:01
QUOTE (ჩარლზ @ 22 Feb 2024, 08:34 )
buxxx
QUOTE
Curing რითი გაუკეთე ალკოჰოლით. ?

როგორც წავიკითხე, ხორცის მასის მინიმუმ 3% უნდა იყოს მარილი. ეგ წესი დავიცავი. ასევე 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო დავასხი. ცხარე სუნელებიც ბლომად ვუქენი. იმედი მაქვს ეს ყველა დეტალი კარგად იმუშავებს და დაცულ პროდუქტს მივიღებ.

user posted image

გუშინ შევამჩნიე რომ გარედან თეთრი ობივით გაიკეთა, რაც ნორმალურია. მთავარია შავი არ გაიკეთოს, თორე გადასაგდები იქნება.

რომ გასინჯავ მოგვიყევი აბა რა ხდება შიგნით. სურათებიც გადაუღე შიგნით როგორია fig.gif
მაგ ტექნოლოგიით გამოყვანილი როგორ ინახება მერე ან რა დრო ექნება მაქსიმუმ როგორ ფიქრობ? იგივე პირობებში უნდა იყოს სანამ შეისანსლება?

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 16:27
ძალიან საწვალებელი რომ არ იყოს ყველა სახლში დაამზადებდა და გაურკვეველი წარმოშობის ხორცით და მინარევებით დამზადებულ ადგილობრივ სოსისს აღარავინ იყიდდა მაღაზიებში მერე.

Posted by: ჩარლზ 24 Feb 2024, 18:00
buxxx
QUOTE
რომ გასინჯავ მოგვიყევი აბა რა ხდება შიგნით. სურათებიც გადაუღე შიგნით როგორია

თუ ბოტულიზმმა არ მიმსხვერპლა, კიბატონო biggrin.gif

QUOTE
მაგ ტექნოლოგიით გამოყვანილი როგორ ინახება მერე ან რა დრო ექნება მაქსიმუმ როგორ ფიქრობ? იგივე პირობებში უნდა იყოს სანამ შეისანსლება?

ეგ კითხვა მეც მაწუხებს და ვეძებ პასუხს. ზოგან წერია რო ჩაის ტილოში უნდა გადაახვიო და მაცივარში შეინახო. ზოგ ვიდეოში ვაკუუმურ შეფუთვაში შეინახეს. მე არ მაქ ვაკუუმის აპარატი.

ბლაუენშტაინის მაღაზიაში პირდაპირ კედელზე ქონდათ ჩამოკიდებული. მარა ზაფხულში არამგონია მასე შეინახოს ვინმემ. მოკლედ, გრილი ადგილი ჭირდება შესანახად.მე ცოტა დავამზადე და დიდხანს შენახვა არც დამჭირდება

Posted by: buxxx 24 Feb 2024, 18:09
ჩარლზ
QUOTE
თუ ბოტულიზმმა არ მიმსხვერპლა, კიბატონო

ხო გამოწმებხოლმე პერიოდულად მაგიტომ გწერ givi.gif
QUOTE
ბლაუენშტაინის მაღაზიაში პირდაპირ კედელზე ქონდათ ჩამოკიდებული.

კარგად თუ გამოშრება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეგ მგონია. ვაკუუმში მაგ თეთრი ობით შენახვა რამდენად გამართლებული იქნება არ ვიცი.

Posted by: ჩარლზ 25 Feb 2024, 09:13
buxxx
QUOTE

ხო გამოწმებხოლმე პერიოდულად მაგიტომ გწერ

lol.gif

QUOTE
კარგად თუ გამოშრება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეგ მგონია

მეც. ოღონდ ერთი ან ორი თვის ვადაში უნდა შეიჭამოს. ხანგრძლივად ვერ შეინახება.

Posted by: buxxx 28 Feb 2024, 13:29
QUOTE (ჩარლზ @ 25 Feb 2024, 09:13 )
buxxx
QUOTE

ხო გამოწმებხოლმე პერიოდულად მაგიტომ გწერ

lol.gif

QUOTE
კარგად თუ გამოშრება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეგ მგონია

მეც. ოღონდ ერთი ან ორი თვის ვადაში უნდა შეიჭამოს. ხანგრძლივად ვერ შეინახება.

როგორ ხარ აბა givi.gif
ერთი კითხვა მაქვს. ეგ ქეისინგი რაც გამოიწერე 1 ცალია მთლიანი თუ რამდენიმე ცალია?

Posted by: ჩარლზ 28 Feb 2024, 15:47
buxxx
QUOTE
როგორ ხარ აბა

ჯერ ცოცხალი ვარ. არ მიჭამია და lol.gif

ამ საღამოს ვაპირებ ჭამას და ხვალ მაინც მომიკითხე lol.gif

QUOTE
ეგ ქეისინგი რაც გამოიწერე 1 ცალია მთლიანი თუ რამდენიმე ცალია?

რამდენიმე ცალია. შიგ პლასტმასის რგოლი აქვს და იმაზეა ასხმული რო კომფორტულად მოიხმარო და ერთმანეთში არ აიხლართოს. ორი ცალი გამოვიყენე და კიდე რამდენიმე ცალი დარჩა.

თითო ცალში სადღაც კილოდან კილონახევრამდე ხორცი ეტევა. გააჩნია როგორ გამოტენი.
* * *
ძეხვის გამოშრობის ოპერაცია სამწუხაროდ წარუმატებლად დასრულდა

არ გავრისკე ამის გასინჯვა. შიგნით ჰაერის ჯიბე გაუკეთებია და ბოტულიზმის რისკიც საკმაოდ მაღალია. მოკლედ ეს ჩემი ბლაუნშტაინის ხორცი ბოლოს სამწუხაროდ ნაგავში აღმოჩნდა sad.gif

user posted image

სამაგიეროდ გაყინული ვარიანტი ხოშიანად გამოიყურება და ცოტა ეგ მაწყნარებს. აწი სუ ასე გავაკეთებ ხოლმე wink.gif

user posted image

Posted by: buxxx 29 Feb 2024, 01:01
QUOTE (ჩარლზ @ 28 Feb 2024, 15:47 )
buxxx
QUOTE
როგორ ხარ აბა

ჯერ ცოცხალი ვარ. არ მიჭამია და lol.gif

ამ საღამოს ვაპირებ ჭამას და ხვალ მაინც მომიკითხე lol.gif

QUOTE
ეგ ქეისინგი რაც გამოიწერე 1 ცალია მთლიანი თუ რამდენიმე ცალია?

რამდენიმე ცალია. შიგ პლასტმასის რგოლი აქვს და იმაზეა ასხმული რო კომფორტულად მოიხმარო და ერთმანეთში არ აიხლართოს. ორი ცალი გამოვიყენე და კიდე რამდენიმე ცალი დარჩა.

თითო ცალში სადღაც კილოდან კილონახევრამდე ხორცი ეტევა. გააჩნია როგორ გამოტენი.
* * *
ძეხვის გამოშრობის ოპერაცია სამწუხაროდ წარუმატებლად დასრულდა

არ გავრისკე ამის გასინჯვა. შიგნით ჰაერის ჯიბე გაუკეთებია და ბოტულიზმის რისკიც საკმაოდ მაღალია. მოკლედ ეს ჩემი ბლაუნშტაინის ხორცი ბოლოს სამწუხაროდ ნაგავში აღმოჩნდა sad.gif

user posted image

სამაგიეროდ გაყინული ვარიანტი ხოშიანად გამოიყურება და ცოტა ეგ მაწყნარებს. აწი სუ ასე გავაკეთებ ხოლმე wink.gif

user posted image

ჩემი აზრით ტემპერატურის ამბავიც არის მანდ. ერთხელ გამოვაშრე ხორცი რაღაც იტალიური რეცეპტით. საკმაოდ დაბალ ტემპერატურებზე ვაჩერებდი. უფრო მაგის ამბავი მგონია და ის მარილიც უნდა რა როგორც არ უნდოდა გინდოდეს user.gif

Posted by: ჩარლზ 29 Feb 2024, 10:33
buxxx
ეჰ, რავარი შრომა ჩამეყარა წყალში
weep.gif

ერთი ესღა მიხარებს გულს, კაი ტუნტულა კუპატებივით როა. გემოც საკაიფო აქვს.

ბუნებაშიც გაასწორებდა ამეების შეწვა გრილზე.
ისე, რო მოვხარშო როგორი იქნება ნეტა?

Posted by: buxxx 29 Feb 2024, 15:08
QUOTE (ჩარლზ @ 29 Feb 2024, 10:33 )
buxxx
ეჰ, რავარი შრომა ჩამეყარა წყალში
weep.gif

ერთი ესღა მიხარებს გულს, კაი ტუნტულა კუპატებივით როა. გემოც საკაიფო აქვს.

ბუნებაშიც გაასწორებდა ამეების შეწვა გრილზე.
ისე, რო მოვხარშო როგორი იქნება ნეტა?

სცადე რავიცი ცუდი არ უნდა იყოს მთავარია არ დაიშალოს.
მანდ ყველის შერევაც შეიძლებოდა ცოტა ცხიმიანი ხორციც კარგი იქნებოდა მეტი წვნიანობისთვის.

Posted by: ჩარლზ 1 Mar 2024, 10:42
buxxx
არადა თითქმის გამოვიდა. ვიზუალი ცუდი არ აქვს. უბრალოდ შიგ ჰაერის სივრცე გაჩნდა და მაგის გამო ვერ ვრისკავ ჭამას. როცა ეგეთი სივრცე ჩნდება, კარგი პირობები იქმნება მავნე ბაქტერიების/ბაცილების წარმოქმისთვის. ალბათ უფრო მჭიდროდ უნდა ჩამეტენა.
სხვა მხრივ, მგონი ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო. მუქი ფერი ღვინის გამო აქვს.
user posted image

Posted by: buxxx 1 Mar 2024, 11:43
QUOTE (ჩარლზ @ 1 Mar 2024, 10:42 )
buxxx
არადა თითქმის გამოვიდა. ვიზუალი ცუდი არ აქვს. უბრალოდ შიგ ჰაერის სივრცე გაჩნდა და მაგის გამო ვერ ვრისკავ ჭამას. როცა ეგეთი სივრცე ჩნდება, კარგი პირობები იქმნება მავნე ბაქტერიების/ბაცილების წარმოქმისთვის. ალბათ უფრო მჭიდროდ უნდა ჩამეტენა.
სხვა მხრივ, მგონი ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო. მუქი ფერი ღვინის გამო აქვს.
user posted image

უნდა დაგეხვრიტა პატარა ნემსით ეგ ნაწლავი გააკეთე მასე?

Posted by: ჩარლზ 1 Mar 2024, 12:41
buxxx
QUOTE
უნდა დაგეხვრიტა პატარა ნემსით ეგ ნაწლავი გააკეთე მასე?

რა თქმა უნდა wink.gif

Posted by: buxxx 13 Mar 2024, 22:18
QUOTE (ჩარლზ @ 1 Mar 2024, 12:41 )
buxxx
QUOTE
უნდა დაგეხვრიტა პატარა ნემსით ეგ ნაწლავი გააკეთე მასე?

რა თქმა უნდა wink.gif

ის ვარდისფერი მარილი უნდა რა მოკლედ. არაა კარგი მაგრამ ისე რომ აკეთო დამუღამება უნდა მაგარი. თან ვიზუალსაც მაგარს აძლევს.
მეორე ვარიანტი შენ როგორც მოამზადე გასაყინად. მაგას ვცდი ცოტა ხანში. რამდენიმე სახეობას გავაკეთებ. ღორი, ქათამი, შერეული. გულ-ღვიძლისგანაც გავაკეთებ ღორის ოღონდ აუცილებლად რამე მოკუპატო ტიპს. მერე დავაკუუმება და შეყარე საყინულეში თვეობით გექნება.
თუმცა შებილვებსბ და გამოშრობებსაც თავისი აზარტი აქვს.

Posted by: ჩარლზ 31 Mar 2024, 15:23
buxxx
QUOTE
ის ვარდისფერი მარილი უნდა რა მოკლედ. არაა კარგი მაგრამ ისე რომ აკეთო დამუღამება უნდა მაგარი. თან ვიზუალსაც მაგარს აძლევს.

გამოშრობას ალბათ აღარ შევეცდები. პრინციპში თბილისში შესაბამისი კლიმატი არ არის მაგისთვის. სადმე სოფელში რომ ვცხოვრობდე უკეთესი იქნებოდა.

QUOTE
მეორე ვარიანტი შენ როგორც მოამზადე გასაყინად. მაგას ვცდი ცოტა ხანში. რამდენიმე სახეობას გავაკეთებ. ღორი, ქათამი, შერეული. გულ-ღვიძლისგანაც გავაკეთებ ღორის ოღონდ აუცილებლად რამე მოკუპატო ტიპს.

ეს ძალიან კარგი აზრია. ეფექტურიცაა, სწრაფიც, გემრიელიც და ესთეტიურიც კი.
სხვადასხვა ვარიაციები მეც უნდა ვცადო, როგორც შენ აღწერე, ისე. პლუს სხვადასხვანაირი სუნელებით, ასევე თეთრი და წითელი ღვინით, ან ცოტა ლუდში ჩაბასტურმებული ხორცით. მოკლედ, ფანტაზიას უნდა მივცეთ გასაქანი wink.gif ძალიან სასიამოვნო პროცესია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)